თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ წმიდა წერილი _ მდიდარისა და ლაზარეს იგავი

პოსტის ავტორი: †სერგი† თარიღი: Aug 19 2013, 08:02 PM

იგავის ადრესატი

„მდიდარი და გლახაკი ლაზარეს“იგავში გადმოცემული ამბავი იწყება ეპიზოდებით ამქვეყნიური ყოველდღიურობიდან და მთავრდება იმქვეყნიური წიაღის წარმოჩენით. უფალი ჩვენი იესუ ქრისტე ჩვეულებისამებრ ცდილობს, მიწიერი ამბით შეგვამეცნებინოს ზეციური.

განმმარტებელთა ნაწილი ფიქრობს, რომ უფალი ამ იგავს უამბობს ფარისევლებს მას შემდეგ, რაც თავის მოწაფეებს მოუყვა იგავი „ორგულ მნეზე“[2]. წმიდა ლუკა მახარებელი აღნიშნავს, რომ იგავები და მას მოდევნებული შეგონებები მოისმინეს ფარისევლებმაც და რადგანაც ვერ გულისხმაჰყვეს, შეურაცხ-ჰყოფდეს მას.[3] უფალი იგავის საშუალებით წარმოაჩენს ფარისეველთა დამოკიდებულებას სიმდიდრისადმი, ამჟღავნებს მათ მიჯაჭვულობას ქონებისადმი, განცხრომისადმი და უზრონველობისადმი. ამხელს მათ ფარისევლურ დამოკიდებულებას გვერდით მყოფისადმი და მათ შეუდრეკელ მყოფობას ვერცხლისმოყვარეობის ცოდვაში. უფალი ცდილობს ცოდვებზე მითითებით აღძრას მათში სინანული და ჭვრეტს რა მათ გაქვავებულ გულებს, უქადაგებს საუკუნო ტანჯვისა და საუკუნო ნეტარების შესახებ.

იგავი ფარისევლების მიმართ თქმულა, მაგრამ აგერ უკვე 21 საუკუნის განმავლობაში ავსებს მორწმუნეების გულებს და განამტკიცებს მათ მომავალი ცხოვრებისათვის. საკითხავი კი მხოლოდ ერთია: ვხედავთ კი ხსენებულ მდიდარში საკუთარ თავს და ვცდილობთ კი მივბაძოთ ლაზარეს და მის უდრტვინველ მოთმინებას?

სანამ დასმულ კითხვას და კიდევ სხვა მრავალს პასუხს მოვუძებნიდეთ მამათა შრომებში, მანამდე განვიხილოთ კიდევ ერთი მთავარი კითხვა, რომელიც იგავის დასაწყისშივე იჩენს ხოლმე თავს: თქმული, იგავია თუ ნამდვილი ამბავი?

იგავი თუ ნამდვილი ამბავი?

პირველი ქრისტიანი მამები (ირინეოსი, ტერტულიანე) „მდიდარი და გლახაკი ლაზარეს“ იგავს არ აკუთვნებდნენ უფლისმიერ იგავთა რიცხვს და მას ნამდვილ ამბად მიიჩნევდნენ.[4] დღევანდელობაშიც არიან მამები, რომელნიც ამბობენ რომ უფლის მიერ თქმული არა იგავია, არამედ ნამდვილი ამბავი. ამის პასუხად ადვილი იქნებოდა მამათა სწავლებების მოხმობა (და მოვიხმობთ კიდეც ქვემოთ), მაგრამ საქმე სხვაგვარად არის. მტკიცება იმისა, რომ უფლის მიერ მოთხრობილი ნამდვილი ამბავია, აძლევთ საშუალებას გამოთქვან მოსაზრება იმის შესახებ, რომ ჯოჯოხეთში იყო (და არის) ადგილი სადაც მიდიოდნენ მართალთა სულები და არ კი იტანჯებოდნენ. ერთ-ერთ ბროშურაში სათაურით „ცხონების შესახებ“ დასმულია ასეთი კითხვა: „თუ არის პრეცენდენტი იმისა, რომ ჯოჯოხეთში იყოს ადამიანი და არ იტანჯებოდეს? შეიძლება თუ არა დაუტანჯაობისა და სასუფეველში ვერ შესვლის მორიგება ისე, რომ არ გაუქმდეს საუფლო განჩინება – უკუეთუ ვინმე არა იშვეს წყლისაგან და სულისა, ვერ ხელ-ეწიფების შესვლად სასუფეველსა ღმრთისასა?[5] პასუხად კი მოთხრობილია იგავი მდიდრისა და გლახაკი ლაზარეს შესახებ, როგორც ჩანს ავტორი აყალიბებს აზრს რომ უფლის მიერ ნაამბობ იგავში მოქმედება ჯოჯოხეთში მიმდინარეობს, სადაც უტანჯველ და ნუგეშიან ადგილზე იმყოფებიან აბრაამი და მდიდარი. ასეთივე აზრს ავითარებს ჩვენი თანამედროვე არქიმანდრიტი, რომელიც წერს: „თუკი ლაზარეს და მდიდრის იგავის მხიედვით ვიმსჯელებთ, ჯოჯოხეთში ისეთი ადგილიც კი არსებობდა, სადაც სულები ოდნავ, მაგრამ მაინც იშვებდნენ და, მიუხედავად ამისა, ეს ადგილიც ჯოჯოხეთი იყო“.[6]

უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი სწავლება არსობრივად ეწინააღმდეგება მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებას ამ იგავთან და აბრაამის წიაღთან დაკავშირებით.

აბრაამის წიაღს ქვემოთ ცალკე თავს მივუძღვნით, ახლა კი განვიხილოთ რა იყო და არის მიზეზი ასე ფიქრისა, ძველი და თანამედროვე მამებისა.

იოსებ ფლავიუსი, ქრისტეს შობიდან I საუკუნეში მოღვაწე ისტორიკოსი, იგავთან დაკავშირებით შენიშნავს, რომ უფალი გვიყვება ანა პირველმღვდელმთავრის ოჯახზე, სადაც ხუთი ძმა იზრდებოდა. ისტორიკოსის თქმით, ეს იყო უმდიდრესი ოჯახი, რომლის წევრები იყვნენ ურწმუნონი… ფლავიუსი იგავში ნახსენებ მდიდარში ასევე განჭვრეტს, ანას სიძეს, კაიაფა მღვდელმთავარსაც.[7] ყოველივე აქედან გამომდინარე განმმარტებელი მღვდელი გრიგოლ დიაჩენკო წერს: თუ ეს მართლაც ასეა, მაშინ შეუძლებელია თვალში არ გვეცეს ის გარემოება, რომ ამ იგავით უფალმა იესო ქრისტემ თავისი მომავალი განმსჯელი მღვდელმთავარი განიკითხა ჯერ კიდევ დიადი დღის დადგომამდე.[8]

ვნახოთ, რას ამბობენ წმიდა მამები ამ ყოველივესთან დაკავშირებით:

წმ. ფოტი პატრიარქი იმოწმებს ევლოგი ალექსანდრიელს, რომელიც ამბობს: „იგავი (ἡ παραβολή ) ამხელს უგულქვავეს მდიდარს, რომლის კარიბჭესთანაც ლაზარე ეგდო“.[9]

პროკოფი ღაზელი აღნიშნავს: „ამას ცხადყოფს, აგრეთვე, იგავი (παραβολή, ლათ. parabola) იმ მდიდრის შესახებ, რომელმაც აბრაამის წიაღში იხილა ლაზარე“[10]

იგავს ანუ პარაბოლას უწოდებენ აღნიშნულ თხრობას წმ. იოანე ოქროპირი, წმ.თეოდორიტე კვირელი და სხვა მამები. საყურადღებოა წმიდა კირილე ალექსანდრიელის ერთი სწავლება, რაც მან წარმოადგინა ანთროპომორფისტთა სახელით ცნობილი ერეტიკოსების მიერ გავრცელებული იმ ცრუსწავლების უარსაყოფად, თითქოს მდიდრისა და ლაზარეს ამბავი დასრულებული სინამდვილეა (და არა იგავი) და თითქოს მდიდარსაც და ლაზარესაც უკვე მიცემული აქვთ საბოლოო საუფლო მისაგებელი. წმ. კირილე, კერძოდ, გვმოძღვრავს: „საღვთო წერილი ამბობს, რომ განკითხვა იქნება მკვდართა აღდგინების შემდეგ, ხოლო აღდგინება ისე არ იქნება, თუ კვლავ არ მოვა ციდან ქრისტე მამისეულ დიდებაში, წმიდა ანგელოზებთან ერთად… ამიტომ, რადგან ჯერ არ ჩამოსულა ციდან ყოველთა მსაჯული, არც მკვდართა აღდგომა მომხდარა. მაშ, როგორღა არაა უსაფუძვლო იმის ფიქრი, რომ ვიღაცეებზე უკვე არსრულდა უკეთურ თუ კეთილ საქმეთა მისაგებელი? შესაბამისად, რაც ქრისტეს მიერ ითქვა მდიდრისა და ლაზარეს შესახებ, ესაა იგავის გვარი (παραβολῆς τρόπος; ლათ. similitudinis ratio) , ხელოვნად განსახოვნებული (ἀστείως ἐσχηματισμένος; ლათ. eleganter expressa) . როგორც ებრაელთა გადმოცემა ამბობს… იმ დროს იერუსალემში არსებობდა ვიღაც ლაზარე, რომელიც ავადმყოფობდა უკიდურეს სიგლახაკესა და უძლურებაში… რომელსაც უფალი ნიმუშად იღებს (εἰς παράδειγμα λαμβάνοντα; ლათ. in exemplum proponens) , რათა უფრო აშკარათ გააცხადოს სათქმელი. ასე რომ, რადგან ჯერ არ მოსულა ყოველთა მაცხოვარი და არც არავისთვის განუკუთვნებია მისაგებელი, ამიტომ, იგავით როგორც ხატით, აღწერილია (ὡς ἐν εἰκόνι τῇ παραβολῇ γέγραπταὶ; ლათ. veluti in imagine per parapolam descriptur) , ერთი მხრივ, მდიდარი, რომელიც განცხრომაშია და უმოწყალო, მეორე მხრივ კი – ღარიბი, რომელიც უძლურებაშია, რათა იცოდნენ მათ, რომლებსაც სიმდიდრე აქვთ ამქვეყნად, რომ თუ ისინი არ მოისურვებენ იყონ გულკეთილნი და შეეწიონ ღარიბებს, საშინელ და გარდაუვალ მსჯავრს მიეცემიან.[11]

როგორც ვხედავთ, თხრობა მდიდრისა და ლაზარეს შესახებ არის „იგავი“, „ნიმუში“, „ხატი“, რაც არსებითად სამომავლოს გვამცნობს და არავითარ შემთხვევაში არ არის ნამდვილი ამბავი.

მდიდარისა და გლახაკი ლაზარეს სახეები იგავში

(მოკლე მიმოხილვა)

ამაზე ბევრი თქმულა მამათა მიერ ჩვენდა დასამოძღვრად, ამიტომ აქ მოკლედ მიმოვიხილავთ იმ დაპირისპირებებს რასაც მაცხოვარი ჩუენი წარმოგვიდგენს იგავში და რასაც ჩვენ გარშემოც ხშირად ვხედავთ ყოველდღიურობაში.

იგავში არ ჩანს საიდან აქვს მდიდარს მოპოვებული ქონება, უკეთურებით დააგროვა მან საგანძური თუ არა, არც ის სჩანს, რომ თავისი შრომით ჰქონდეს მოპოვებული, არამედ უბრალოდ „კაცი ვინმე იყო მდიდარი“. წმიდა მამათა სწავლებით ადამიანს სიმდიდრე ებოძება ღვთისაგან და მისი საზრუნავი ამ სიმდიდრის კარგად განკარგვა უნდა იყოს, რაც გლახაკთა მიმართ მზრუნველობაში უნდა გამოიხატოს. ხსენებული მდიდარი კი საერთოდ არც კი ფიქრობს ვინმეს დახმარებაზე, არამედ ყოველ დღეს ჭამა-სმაში ატარებს და საერთოდ არაფერი არ აინტერესებს, არც გლახაკი და არც ღვთის სამართალი, ძვირფასადაც იმოსება იმ პერიოდისათვის არსებულს საუკეთესოს იცვამს. მის უდარდელობაზე და უგუნურებაზე თუ როგორ მივიდა იგი ამ მდგომარეობამდე, თუ რამ გადააწყვეტინა ასე ცხოვრება, წმიდა ეპისკოპოსი გაბრიელ ქიქოძე ბრძანებს: „მისმა უმეცრებამ და განყვნილებამ! ჭამისა და სმისა და ლხინის სიყვარულმან!“.[12] გლახაკ ლაზარეს რაც შეეხება, ის ერთი უბრალო უქონელი კაცია, რომელიც მდიდრის კართან წამოწოლილა და არც ოცნებობს მდიდარმა რამე გაიმეტოს მისთვის, არამედ მისი სუფრის მონარჩენიდან თუ მაინც შეხვდება რაიმე ამითაც კმაყოფილი იქნება და შიმშილის გრძნობას მოიკლავს, ის იმ დონის უპოვარებაშია, რომ დაწყლულებულ სხეულს ძაღლები ულოკავენ, მას კი არ ძალუძს მოიგერიოს და ასე უბრალოდ, უდრტვინველად იტანს ყოველივეს და წევს მდიდრის კართან. აღსანიშნავია, რომ უფალი არ ახსენებს მდიდარის სახელს, გლახაკისას კი ახსენებს და ამით გვამცნობს მის აღმატებულებაზე, გვამცნობს სახელს, რომელიც, გავა ხანი და ცოცხალთა წიგნში ჩაიწერება, სული კი უფალთან სასუფეველში განისვენებს, მამათა მიერ აბრაამის წიაღად წოდებულში.

გარდაცვალება

(ასევე თანამედროვე „შიკვდილისშემდგომ“ გამოცდილებათა მიმოხილვა და სხვადასხვა სწავლება სულის სიკვდილისშემდგომი მყოფობის შესახებ)

სანამ ლაზარესა და მდიდრის გარდაცვალებაზე ვიტყოდეთ რამეს, მანამდე მოკლედ შევეხოთ დღევანდელობაში არსებულ ცრუსწავლებებს სიკვდილისშემდგომი სულის მდგომარეობის შესახებ. სახარების ნათლით ჩამოვგლიჯოთ ნიღაბი დღეს გაბატონებულ ცრუ მოძღვრებებს.

მღვდელ-მონაზონ სერაფიმე როუზს ამ საკითხთან დაკავშირებით აქვს მიძღვნილი წიგნი „სული გარდაცვალების შემდეგ“, რომელშიც აღწერილია სხვადასხვა მეცნიერთა მიერ ჩატარებული კვლევები და გამოკითხვები, რომელნიც ცდილობდნენ გაერკვიათ თუ რა მდგომარეობაში იმყოფება სული სხეულიდან გასვლის შემდეგ, ისინი ძირითადად მიმართავდნენ ე.წ. „კლინიკური სიკვდილის“ განმცდელ და გამომვლელ პიროვნებებს, იწერდნენ მათ მონაყოლს და ადარებდნენ ერთმანეთს. ასევე დოქტორი მუდი საკუთარ თავზე ატარებდა სხვადასხვა ოკულტური წარმოშობის ცდებს „ასტრალში“ გასასვლელად. საინტერესოა, რომ ზემო ხსენებული პიროვნებები ჰყვებოდნენ თუ როგორ წარმოუდგათ მათ მანათობელი არსება (წრე), რომელიც ესაუბრებოდა მათ, არ იშურებდა „იუმორსაც“ და რაც ყველაზე მთავარია ყოველი მათგანი ამბობდა, რომ მასთან კარგად გრძნობდა თავს და სურდა უკან დაბრუნება.

ზოგნი თავიანთ გარდაცვლილ ახლობლებს და ნათესავებს ხედავდნენ, ზოგიც სხვადასხვანაირად ხატავდნენ იმ ადგილებს სადაც იმყოფებოდნენ ამ დროის განმავლობაში.[13]

ყველაზე საინტერესო ის არის, რომ არცერთი მათგანი არ ამბობდა არაფერს ტანჯვის შესახებ, არამედ სიკვდილს ნეტარებადაც კი რაცხდნენ, რადგან თავიანთი ცრუ წარმოდგენებით სჯეროდათ, რომ ყოველი იმ ქვეყნად წასული სული გარკვეულწილად ნეტარებაში იქნება და თავგამოდებით ამტკიცებდნენ – იქ არავითარი ტანჯვა არ არის!

უგუნურნო, ხორცშესხმულ ღმრთის სიტყვას უსმინეთ: „მოკუდა მდიდარიცა იგი და დაეფლა. და ჯოჯოხეთს შინა აღიხილნა თუალნი თჳსნი, იყო რაჲ სატანჯველსა შინა…“[14]

საინტერესოა დღევანდელობაში არსებული მეორე შეხედულებაც, რომლის გავრცელებასაც ასე ლამობენ ე.წ. „რასელისტები“. ისინი ამბობენ, რომ ადამიანის სიკვდილის შემდეგ კვდება მისი სულიც და მეორედ მოსვლისას მას ღმერთი აღადგენს. თითქოს რადიკალურად განსხვავებული მოსაზრებები, მაგრამ საერთო მაინც ერთი აქვთ: არაფრით ჩამოუვარდებიან ერთმანეთს სიცრუეში!!!

უგუნურნო, წმიდა ეფრემს უსმინეთ: „არა შორს არიან ჩუენგან წმიდანი იგი [მამანი], რამეთუ სულითა მარადის ჩუენ თანა არიან“[15] და თუ არ იკმართ მაშ ვნახოდ რას გვეუბნევა უფალი ჩვენი იესო ქრისტე თავის იგავში, რას გვასწავლის გარდაცვალებასთან დაკავშირებით?

იყო სიკუდილი გლახაკისაჲ მის და მიიყვანა იგი ანგელოზთაგან წიაღთა აბრაჰამისთა. მოკუდა მდიდარიცა იგი და დაეფლა.[16]

მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებით, ადამიანის გაედაცვალებისას, მისი სული გამოეყოფა სხეულს, გაივლის საზვერეებს და წარსდგება პირად სამსჯავროზე, სადაც უფალი განუკუთვნებს მას ადგილს სასუფეველსა ან ჯოჯოხეთში მეორედ მოსვლამდე. მამათა ცხოვრებაში ხშირათაა მოთხრობილი თუ როგორ გადიან წმიდა კაცთა სულები საზვერეების გვერდის ავლით (წმ. სისოი დიდი) და პირდაპირ უფალთან მკვიდრდებიან, ასევე ბოროტ ადამიანთა სულნი პირდაპირ ჯოჯოხეთად დაეშვებიან.

უფალი გარდაცვალების შესახებ ამ სწავლებას ნათლად წარმოგვიჩენს მდიდრისა და გლახაკი ლაზარეს იგავით. ლაზარე გარდაიცვალა და უფლის ანგელოზთა მიერ მიყვანებულ იქნა „წიაღთა აბრაჰამისათა“ ანუ სასუფეველში, მდიდარიც გარდაიცვალა და „ჯოჯოხეთს შინა აღიხილნა თუალნი თჳსნი, იყო რაჲ სატანჯველსა შინა“. არ შეიძლება არ ავღნიშნოთ უფლის ის უდიდესი გულმოწყალება, რომელიც მდიდრის მიმართ გამოიჩინა. ჯერ გარდაიცვალა ლაზარე და უფლის მადლით ცხონდა, ხოლო მდიდარს კიდევ მიეცა დრო და მიზეზი (ლაზარეს გარდაცვალება) თუნდაც წამით დაფიქრებულიყო სიკვდილზე და მომავალ ცხოვრებაზე, მაგრამ არ ისურვა, გააგრძელა ჩვეული ცხოვრება და როგორც ყოველი დაბადებული ისიც მოკვდა. აქაც უნდა აღინიშნოს უფლის განუსაზღვრელი სიყვარული, ნახა რა, რომ არ ფიქრობდა და არ სურდა მოქცევა მდიდარს, უფალმა გაიყვანა იგი ამა სოფლიდან, რათა უფრო არ წარეწყმიდა თავისი სული და მეტ სატანჯველს არ მისცემოდა. ხშირად ისმება კითხვა: რატომ უწოდებს უფალი სასუფეველს „აბრაამის წიაღს“, მამათა აზრით, ებრაელთათვის და იქ მდგომთათვის ვინც ამ იგავს ისმენდა, განსვენებისა და ნეტარების ადგილად სწორედ აბრაამის წიაღი ითვლებოდა გამოსყიდვამდე. ასევე სათქმელია ისიც თუ რისთვის ცხონდა ლაზარე? მღვდელი გრიგოლ დიაჩენკო წერს: „ერთიანად დაჩირქებულ-დაწყლულებული ჰქონდა სხეული, მსგავსად კეთროვანისა. მიუხედავად ასეთი მძიმე სატანჯველისა, მის სახეზე არ ჩანდა დამწუხრების, სასოწარკვეთის კვალი თავისი ამგვარი მძიმე ხვედრის გამო, და არც შური სხვათა კეთილი ხვედრის მიმართ; მის ბაგეთაგან არ გაისმის სულ მცირე უკმაყოფილება და დრტვინვაც კი, უმცირესი დაჩივლებაც კი ადამიანთა სისასტიკის გამო; იგი ღმერთის ხელს შიგრძნობს საკუთარ თავზე დამდაბლად ემოღცილება მისი მარჯვენის ზემოქმედებას; თავის წინაშე იგი მარადიულობას ხედავს… დავერაფერი შეარყევს მისი სულის სიმტკიცეს.[17] აი ღვაწლი ლაზარესი, იგი მინდობილია უფალს და მოთმინებით ზიდავს თავის ჯვარს.

აბრაამის წიაღი

ამჯერად, შევეხოთ იმას, თუ სიკვდილის შემდეგ კონკრეტულად სად მკვიდრდება ლაზარე, სად სუფევს უფლის მიერ ხსენებული „აბრაამის წიაღი“, რამეთუ ეს ხდება ხოლმე განსჯის საგანი, მამები ამბობენ, რომ უფალი აქ სასუფეველს გულისხმობს, ხოლო ზოგნი ატკიცებენ, რომ აბრაამის წიაღი არის ჯოჯოხეთში, ადგილი, მდგომარეობა სადაც სული არ განიცდის ტანჯვას… ვნახოთ რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს.

ყველაზე ვრცლად აღნიშნულ საკითხს ეხება წმ. იოანე ოქროპირი თავის მრავალრიცხოვან შრომებში. მოვიტანთ ყველაზე უფრო საგულისხმო ციტატებს, რაც ორაზროვნების ნიშანწყალსაც კი არ უტოვებს თანამედროვე ამაოდმბრძნობთ.

ეპიტიმეზისი განდგომილთა წინააღმდეგ:

“ის ლაზარე, რომელიც ყველაზე გლახაკი იყო ამ ქვეყნად, ყველაზე მდიდარი იყო ცათა შინა (ἐν τοῖς οὐρανοῖς )” …

“მათ მიმართ, რომლებიც ბრკოლდებიან მომხდარ უბედურებათა გამო…”:

“ნუთუ სნეულება ცუდია? მაშ, საიდანღა დაედგა ლაზარეს გვირგვინი (ἐστεφανώθη)?”

დიაკონისა ოლიმპიადასადმი, მესამე ეპისტოლე:

“მხოლოდღა უძლურების შედეგად ლაზარეც იმავე ხვედრს (λήξεως) ეზიარა (ἐκοινώνησε), რასაც მამათმთავარი”.

ოლიმპიადასადმი, ეპისტოლე მეოთხე:

“თუმცა მრავალგზის მითქვამს ეს შენთვის, მაგრამ არაფერი მაბრკოლებს ახლაც გითხრა, რომ სხეულის უძლურება ლაზარესთვისაც საკმარისი აღმოჩნდა საცხონებლად (ἤρκεσε εἰς σωτηρίαν; ad salutem satis fuit)”

ანტიოქიური ჰომილიები, III:

“რას ნიშნავს დღეს წაკითხული სიტყვები: “ამჟამინდელი საუკუნის მდიდრებს ამცნო მან, რომ ნუ გაამპარტავნდებიან”[18]? როდესაც პავლე მოციქულმა თქვა “ამჟამინდელი საუკუნის მდიდრები”, ის გააცხადა, რომ არიან სხვა მდიდრებიც სამერმისო საუკუნისა, როგორც ის ლაზარე, რომელიც ამჟამინდელ ცხოვრებაში ღარიბი იყო, მაგრამ სამერმისოში – მდიდარი ( πλούσιος), თუმცა არა ოქროთი, არა ვერცხლით, არა სხვა რამ ამგვარად ხრწნადი და წარმავალი სიმდიდრის ნივთით, არამედ - იქაური დაფარული სიკეთეებით (τοῖς ἀποῤῥήτοις ἐκείνοις ἀγαθοῖς), რაც “არც თვალს უხილავს, არც ყურს სმენია, არც ადამიანის გულამდე მისულა”.[19]

გარდა წმ. იოანე ოქროპირისა, ამავე სწავლებას გადმოგვცემენ სხვა მამებიც. მაგალითად:

წმ. ეფრემ ასური თავის “მეშვიდე ჰიმნში სამოთხის შესახებ” გვაუწყებს:

“სამოთხეში, ვხედავ, იშვებს (სიტყვ. “ძოვს”) ლაზარე (შდრ. სირიულის ფრანგ. თარგ.: “dans le Paradis Je voiepaître Lazare”, Sources Chrétiennes t. 137, p. 108).

წმ. ეპიფანე კვიპრელი, გმობს რა გნოსტიკოსთა ცრუ მოძღვრებას ძველი აღთქმის პატრიარქების თითქოსდა არაღვთიურობის შესახებ, იშველიებს სწორედ მდიდრისა და ლაზარეს შესახებ თხრობას და, თანამედროვე ამაოდმბრძნობთა გასაგონადაც, გარკვევით ბრძანებს:

“აჰა, ცოცხალთა, ნეტართა და მოსვენების მემკვიდრეობაში მყოფთა შორის შეირაცხა უფლის მიერ აბრაამი, და ლაზარეც ღირსიჩინა მის წიაღთა შინა (ἰδοὺ καὶ, ἐν ζῶσι καὶ μακαριζομένοις καὶ ἐν κληρονομία ἀναπαύσεως ὁ ‘Αβραὰμ ὑπὸ τοῦ Κυρίου ἐγκατελέχθη, καὶ Λάζαρος ἐν κόλποις αὐτοῦ χατηξίωται)”

ამასვე გვასწავლის წმ. კირილე ალექსანდრიელი:

“მართალნი – სამოთხეში, ცოდვილნი კი – უშრეტ ცეცხლში; მართალნი განსცხრებიან, ცოდვილნი დაიტანჯებიან…მართალნი – აბრაამის წიაღთა შინა, ცოდვილნი – ბელიარის მხურვალებაში, მართალნი – მოსვენებაში, ცოდვილნი – სასჯელში”.

წმ. სოფრონ იერუსალიმელი ასე ევედრებოდა უფალს:

“გევედრები, ღარიბ ლაზარესთან დამაწესე (ἰκετεύω σύνταξον Λαζάρῳ πένητι) და მიხსენი ალისგან და უშრეტი ცეცხლისგან”.

რაც შეეხება “აბრაამის წიაღს”, თეოფილაქტე ასე განმარტავს მას:

“წიაღნი აბრაამისნი” ესაა იმ სიკეთეთა გარშემოწერილობა, რაც დაუნჯებულია მართალთათვის, რომლებიც ღელვის შემდეგ ციურ ნავსაყუდელთ (Λιμένας οὐρανίους ) მიეახლნენ” .

ასევე, წმ. დიონისე არეოპაგელი აღნიშნავს (მოგვაქვს წმ. ეფრემ მცირის თარგმანი):

“…დააწესოს იგი (“შესუენებული”) სოფელსა და ნათელსა ცხოვნებულთასა წიაღთა აბრაჰამ, ისაკ და იაკობისთა” .

ცოტა ქვემოთ დიდი მღვდელთმთავარი ასე განმარტავს “მამათმთავართა წიაღს”:

“ხოლო “წიაღ” ნეტართა მამათმთავართა და სხუათაცა ყოველთა წმიდათა არიან საღმრთონი და სანატრელნი იგი განსასუენებელნი სავანენი, რომელნი-იგი ღმრთისსახეობით შეიწყნარებენ ყოველთა მათ შინაითა მით დაუბერებელითა და ნეტარითა სრულებითა”.

ვფიქრობთ, ზემომოტანილი წყაროები შთამბეჭდავად გვიდასტურებენ, რომ იგავში ხსენებული ღარიბი ლაზარე გარდაცვალების შემდეგ სრულიად უეჭველად სასუფეველში მკვიდრდება, რასაც განასახიერებს “აბრაამის წიაღი” და რაც ჯოჯოხეთისგან უფსკრულითაა გამიჯნული.[20]



დიალოგი მდიდარსა და აბრაამს შორის

აღიხილაო მდიდარმა თვალი და იხილა ლაზარე აბრაამის წიაღად მყოფი და მიმართა აბრაამს, სთხოვდა გამოეგზავნა ლაზარე რათა ერთი წვეთი წყლით მაინც გაეგრილებინა მისთვის ენა. მართალმა აბრაამმა კი მიუგო რომ ეს შეუძლებელი იყო მათ შორის არსებული „დანახეთქის“ (უფსკრულის) გამო (ეს კიდევ ერთხელ წარმოაჩენს ლაზარესა და მდიდრის მყოფობის გამიჯნულობას). ასევე აბრაამმა გაახსენა, რომ მან უკვე მიიღო კეთილი თავის სიცოცხლეშივე, ხოლო ლაზარე იტანჯებოდა სიცოცხლეში და ეხლა კი ღირსია განისვენოს. მაშინ მდიდარი თხოვს აბრაამს, მიავლინოს ლაზარე მასთან სახლში, რადგან ხუთი ძმა ყავს და არ სურს, რომ იგინიც მასავით დაიტანჯნონ. ზოგნი ამბობენ მდიდარს სატანჯველმა სინანულის გრძნობა გაუღვიძაო და ამიტომაც ევედრებაო ლაზარეს მივლინებას თავის ძმებთან, მაგრამ მე ასე არ მგონია… ჯერ ერთი, რომ რაჟამს აღიხილავს თვალს და იხილავს ლაზარეს, როგორც ჩვეული იყო მას ყურადღებას არ აქცევს და მიმართავს აბრაამს, მეორეც ის, რომ რადგან ვერ მიიღო ენის გაგრილება, ჩემი აზრით, შურს ლაზარესი და სწორედ ამის გამო სთხოვს აბრაამს მის მივლინებას თავის ძმებთან. სამწუხაროა, მაგრამ მდიდარი არათუ შეწყალებას ითხოვს, არამედ ჩვეულებისამებრ „ენის გაგრილება“ სურს. ტანჯვამაც ვერაფერი შემატა მდიდარს, ვერ მოვიდა სინანულში და ენაც რომ ვერ გაიგრილა უფრო მეტი სურით აღივსო ლაზარეს მიმართ. მაშინ მართალი აბრაამი განუმარტავს მას, რომ შეუძლებელია ვინმეს უკან დაბრუნება და ჰყვანან მათ მოსე და წინასწარმეტყველნი და მათი უნდა ისმინონ რათა ცხონდნენ და საუკუნო სატანჯველს არ მიეცნენ. მდიდარმა კი იცის არ მოისმენენ მისი ძმები რჯულის შეგონებას, განა თვითონაც არ წაუყრუებდა ხოლმე ღვთის ძახილს გამოგვიძებულიყო? იცის ეს მდიდარმა და დაჟინებით თხოვს მიავლინოს ლაზარე მათთან. აგერ უკვე ორჯერ ითხოვა ლაზარეს მივლინება, მაინც არ შეცვლილა ლაზარეში იგი მაინც მონასა ხედავს, რომელმაც მისი სურვილები უნდა აღასრულოს.

„არცაღა, მკუდრეთით თუ ვინმე აღდგეს, ჰრწმენეს მათ“

მოუწოდებს აბრაამი, რომ რჯულისა და წინასწარმეტყველების ისმინონ და ამით შეძლონ მათ ცხონება. რჯული და წინასწარმეტყველი კი ქრისტეზე მიუთითებდნენ და ამ რჯულში უნდა ეპოვნა ებრაელ ხალხს ხსნა, უნდა შეეცნო ის სიდიადე სწავლებისა, ის აღთქმული, რომელიც მათ თვალწინ იყო და უამბობდა ამ იგავს, მაგრამ არ ისმინეს. მდიდარში და მის ძმებში შეიძლება ის ებრაელი ერი დავინახოთ, რომელთაც გააუფასურეს რჯული და საკუთარ შეხედულებებს მოარგეს.

ვგონებ, აქ უფალი წინასწარმეტყველებს საკუთარ აღდგომასაც და მის შემგომ განვითარებულ მოვლენებს. რამეთუ ერმა, რომელმაც არ ისმინა რჯულისა და არ მიიღო ქრისტე, არც მისი აღდგომის იწამა და ბნელში დარჩენა არჩია.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 19 2013, 08:11 PM

†სერგი†
დალაგებული და პირდაპირი ნაწერაი...
როგორც გჩვევია ხოლმე...

პოსტის ავტორი: †სერგი† თარიღი: Aug 19 2013, 08:14 PM

მადლობ გაიხარე

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 19 2013, 08:19 PM

†სერგი†
იმედია შენს სტატიებს დაგვიდებ ხოლმე ფორუმზე...

პოსტის ავტორი: †სერგი† თარიღი: Aug 19 2013, 08:21 PM

აუცილებლად, ეხლა რაღაცაზე ვიცკებ მუშაობას ოღონდ ესედ ელემენტალურზე არა და ალბად დიდი ხანი მომიწევს წვალება, მერე გაგანდობთ smile.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 19 2013, 08:37 PM

†სერგი†

ციტატა
აუცილებლად, ეხლა რაღაცაზე ვიცკებ მუშაობას ოღონდ ესედ ელემენტალურზე არა და ალბად დიდი ხანი მომიწევს წვალება, მერე გაგანდობთ

და ახლა უნდა ვიგებდე მაგას შე სექტანტო?

პოსტის ავტორი: †სერგი† თარიღი: Aug 19 2013, 08:41 PM

ციტატა
და ახლა უნდა ვიგებდე მაგას შე სექტანტო?


გურამ, ერთხელ უკვე მეძახეს ჯოჯოხეთის მკვიდრი წარწყმედილი, ბართლომეოსის მოყვარული... მერე მოკვდი გველოოოო იწევდნენ საცემლად :დ ხოდა ყველაფერი რომ გავახმაურო ხვალე ჯვარზე გამაკრავენ.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 19 2013, 09:01 PM

†სერგი†

ციტატა
გურამ, ერთხელ უკვე მეძახეს ჯოჯოხეთის მკვიდრი წარწყმედილი, ბართლომეოსის მოყვარული... მერე მოკვდი გველოოოო იწევდნენ საცემლად :დ ხოდა ყველაფერი რომ გავახმაურო ხვალე ჯვარზე გამაკრავენ.

არც მე ვარ შენზე ნაკლებ დღეში:
ეკუმენისტი , დასავლური ღირებულებების მატარებელი (ეს რატომაა სალანძღავი სიტყვა ვერ ვხვდები)biggrin.gif , ქრისტიანობისთვის საშიში პიროვნება და.ა.შ.

ხოდა ...აღარ გამაგრძელებინო რა შე სექტანტო , და მითხარი ხოლმე რას წერ...biggrin.gif

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Aug 20 2013, 10:47 AM

ძალიან კარგი პოსტია. მომეწონა ძალიან smile.gif

პოსტის ავტორი: esre ars cheshmariteba თარიღი: Aug 20 2013, 04:18 PM

ციტატა(A.V.M @ Aug 19 2013, 09:01 PM) *

†სერგი†

არც მე ვარ შენზე ნაკლებ დღეში:
ეკუმენისტი , დასავლური ღირებულებების მატარებელი (ეს რატომაა სალანძღავი სიტყვა ვერ ვხვდები)biggrin.gif , ქრისტიანობისთვის საშიში პიროვნება და.ა.შ.

ხოდა ...აღარ გამაგრძელებინო რა შე სექტანტო , და მითხარი ხოლმე რას წერ...biggrin.gif

სერგეი მაგარი თეოლოგია ! გურამ შენ ძალიან ბევრი უნდა იმუშაო რომ სერგეის დონეზე მიხვიდე blink.gif

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Aug 20 2013, 04:34 PM

ციტატა(esre ars cheshmariteba @ Aug 20 2013, 04:18 PM) *

სერგეი მაგარი თეოლოგია ! გურამ შენ ძალიან ბევრი უნდა იმუშაო რომ სერგეის დონეზე მიხვიდე blink.gif

blink.gif მოდი შევაჯიბროთ რომელი უფრო მაგარია. გინდა?

პოსტის ავტორი: esre ars cheshmariteba თარიღი: Aug 20 2013, 06:43 PM

ციტატა(G_saxva @ Aug 20 2013, 04:34 PM) *

blink.gif მოდი შევაჯიბროთ რომელი უფრო მაგარია. გინდა?

რად უნდა შეჯიბრება სერგეისთან მისაუბრია და კარგად ესმოდა თეოლოგიური საკითხები, კარგად გამომყვა საუბარში rolleyes.gif

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Aug 20 2013, 08:43 PM

esre ars cheshmariteba

ციტატა
სერგეი მაგარი თეოლოგია ! გურამ შენ ძალიან ბევრი უნდა იმუშაო რომ სერგეის დონეზე მიხვიდე


შენი მცოდნეობითი სიმაღლე რომ ამას ვერ განსაზღვრავს ეს არაერთხელ დაგვიდასტურე, თუმცა ამგვარი ალბათ დამამცირებელი პოსტი (სრულიად არაადეკვატური) რომ არ უნდა დაწერო, ამდენი კი უნდა გესმოდეს.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 20 2013, 09:18 PM

esre ars cheshmariteba

ციტატა

სერგეი მაგარი თეოლოგია ! გურამ შენ ძალიან ბევრი უნდა იმუშაო რომ სერგეის დონეზე მიხვიდე

შემოგევლე შენ...biggrin.gif

პოსტის ავტორი: †სერგი† თარიღი: Aug 20 2013, 09:44 PM


ციტატა
esre ars cheshmariteba


მადლობა, თეოლოგობის რა მოგახსენო, ჯერ მხოლოდ პირველკურსელი (უკვე მეორე) ვარ ძმაო და აქ ისეთი ხალხი პოსტავს კიდევ ერთი 50 წელი დამჭირდება მათი ნაწერის აზრი მაინც რომ გავიგო :დ smile.gif

რაც შეეხება ჩვენ საუბრებს... ძალიან მომენატრა, გახსოვს ბოლოს რა შემპირდი? მაცხოვრის სიტყვებზე : "მიიღეთ და სჭამეთ... სუთ ამისაგან ყოველთა" ამაზე უნდა წაგეკითხა და გვესაუბრა მერე, მაგრამ იმის მერე ვეღარ შევხვდით, ხოდა როცა გეცალოს ამომიარე გთხოვ ჩემთან ცივ ყავას შემოგთავაზებ და ერთი კაი გემრიელად ვისაუბროდ.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 20 2013, 09:48 PM

†სერგი†
შეგეხო შეიძლება?biggrin.gif

პოსტის ავტორი: †სერგი† თარიღი: Aug 20 2013, 10:20 PM

ციტატა
A.V.M


მარჯვენაში მალბორო მიჭირავს და მარცხენაზე მაკოცე smile.gif tongue.gif kiss1.gif

პ.ს. გურამ, სიხარულო... ნუ მაოფებინებ ყველა თემაში :დ

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 20 2013, 10:46 PM

†სერგი†
მე რას გაოფებინებ , ამხელა თეოლოგი ძმაკაცი მყოლია თურმე , რომლიც ...biggrin.gif
morcha gaoeba...

პოსტის ავტორი: †სერგი† თარიღი: Aug 20 2013, 11:12 PM

ციც შე სექტანტო :დ

ჭეშმარიტება <--- (ნიკი) მაგარი კაცია, ხშირად ვსაუბრობთ.. და იმედი მაქვს სწორი გზით დაიწყებს ძებნას

პოსტის ავტორი: esre ars cheshmariteba თარიღი: Aug 22 2013, 11:41 PM

ციტატა(afxazi @ Aug 20 2013, 08:43 PM) *

esre ars cheshmariteba
შენი მცოდნეობითი სიმაღლე რომ ამას ვერ განსაზღვრავს ეს არაერთხელ დაგვიდასტურე, თუმცა ამგვარი ალბათ დამამცირებელი პოსტი (სრულიად არაადეკვატური) რომ არ უნდა დაწერო, ამდენი კი უნდა გესმოდეს.

დავით კარგა ხანია მარცხი განიცადე და ნუღარ იწუხებ თავს და ნუ მწერ ნურაფერს ! ქრისტეს ორი ბუნების შესახებ რომ გესაუბრებოდი ყველაფერს ფარდა აეხადა და ყველამ დაინახა რომ დამარცხდი! blink.gif

პოსტის ავტორი: †სერგი† თარიღი: Aug 22 2013, 11:53 PM

და შენ გაიმარჯვე? რაში შმაგ დაფიქრდი ძმაო... აქ დამარცხება გამარჯვებაზე როგორ შეიძლება ილაპარაკო კაცმა ისეთ საკითხებზე მიდის საუბარი რაც კაცობრიობის ცხონების ამბავია ძმაო kiss1.gif

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Aug 23 2013, 10:10 AM

esre ars cheshmariteba

ციტატა
დავით კარგა ხანია მარცხი განიცადე და ნუღარ იწუხებ თავს და ნუ მწერ ნურაფერს ! ქრისტეს ორი ბუნების შესახებ რომ გესაუბრებოდი ყველაფერს ფარდა აეხადა და ყველამ დაინახა რომ დამარცხდი!


რა გინდა ეხლა ახლიდან უნდა დამაწყებინო საუბარი (შენ ამასობაში რამეს რომ კითხულობდე და საკითხში ერკვეოდე კარგს იზავდი). მაგრამ არ ავყვები ამ იაფფასიან პროვოკაციას biggrin.gif

ქრისტეს სხეულის გაუჩინარების წარმოუდგენელი სცენარი რომ შემოგვთავაზეთ მაგას გულისხმობ? აბა ორი ბუნების შესახებ პოლემიკაში სად "დამამარცხე"?

რა ისტორიაც გაქვს ამ ფორუმზე თვალს ადევნებენ და იცის ყველამ შენი გავარდნა შემოვარდნები, დამამხობელი ანათემატიზმების ანონსი და ა.შ. და არ გინდა თავის უარესად დამცირება.


პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Aug 23 2013, 10:50 AM

ციტატა(esre ars cheshmariteba @ Aug 22 2013, 11:41 PM) *

დავით კარგა ხანია მარცხი განიცადე და ნუღარ იწუხებ თავს და ნუ მწერ ნურაფერს ! ქრისტეს ორი ბუნების შესახებ რომ გესაუბრებოდი ყველაფერს ფარდა აეხადა და ყველამ დაინახა რომ დამარცხდი! blink.gif

ყველაზე მეტად ეს კაცი მომწონს აქ, რაც თავი მახსოვს სულ იმას იძახის დაგამრცხე დავით დაგამარცხეო, მაგრამ ერთი რამე ვერ დაწერა ისეთი რაც მცირედით მაინც დააფიქრებდა პასუხის გაცემისას afxaz-ს biggrin.gif ორი ბუნების კამათი მე კარგად მახოსვს, შენ რომ გულმოდგინედ ამტკიცებდი მამა ღმერთმა გააქრო იესოს სხეულიო biggrin.gif

პოსტის ავტორი: †სერგი† თარიღი: Aug 23 2013, 01:20 PM

შეიძლება მართლაც ეგრე ფიქრობდა, მაგრამ ეგ ხომ არ ნიშნავს იმას რომ აზრს არ შეიცვლის smile.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 23 2013, 01:27 PM

†სერგი†

ციტატა
ბა ორი ბუნების შესახებ პოლემიკაში სად "დამამარცხე"?

ეგ არ მახსოვს , მაგრამ მე რომ დამამარცხა ქრისტეს ღმერთობის საკითხში ეგ კი ვიცი . ასეთი დებულება შემომთავაზა და არგუმენტები აღარ მეყო:

,,ქრისტე ბუნებითი ღმერთია , ოღონდ მადლით!.''
biggrin.gif

პოსტის ავტორი: †სერგი† თარიღი: Aug 23 2013, 01:57 PM

მაგ საკითხამდეც მივალთ მე და შმაგი ჩვენ საუბრებში, წინ კიდევ დიდი დრო გვაქვს, გუშინ მაგალითად შევთანხმდით რომ ეხლა ქრისტიანები იგივე სისხლსა და ხორცს ვეზიარებით რაც მოციქულებმაა მიიღეს სერობისას და ეს მართლაც ქრისტეს სისხლი და ხორცია... ხო სხეულის გაქრობაზე ბოლო კაი რამე ვთქვით და მგონია რომ დაფიქრდება და უკუაგდებს მაგ თავის მოსაზრებას kiss1.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 23 2013, 02:02 PM

†სერგი†
ის კითხე აბა: ,,მიიღეთ და სჭამეთო რომ თქვაა'' ამ ზიარებაზე თქვა თუ სხვა რამეზეო?
(მაგ: მის ჯვარცმულ სხეულზეო...)

პოსტის ავტორი: †სერგი† თარიღი: Aug 23 2013, 05:49 PM

მის ჯვარცმულ სხეულზე ანუ ამ ზიარებაზე ძმაო მაგას რა კითხვა უნდა სიტყვა- სიტყვით წერია ამ დალოცვილში

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 23 2013, 08:22 PM

†სერგი†
კითხე მეთქი ...ვაა...biggrin.gif

პოსტის ავტორი: esre ars cheshmariteba თარიღი: Aug 23 2013, 08:46 PM

ციტატა(†სერგი† @ Aug 23 2013, 01:57 PM) *

მაგ საკითხამდეც მივალთ მე და შმაგი ჩვენ საუბრებში, წინ კიდევ დიდი დრო გვაქვს, გუშინ მაგალითად შევთანხმდით რომ ეხლა ქრისტიანები იგივე სისხლსა და ხორცს ვეზიარებით რაც მოციქულებმაა მიიღეს სერობისას და ეს მართლაც ქრისტეს სისხლი და ხორცია... ხო სხეულის გაქრობაზე ბოლო კაი რამე ვთქვით და მგონია რომ დაფიქრდება და უკუაგდებს მაგ თავის მოსაზრებას kiss1.gif

მართლა კარგი აზრი მიტხარი სერგეი რაზეც ვფიქრობ. rolleyes.gif სერგეი შენში ერთი თვისება დავინახე _ თავმდაბალი ხარ და თამამად ვიტყვი რომ ყველა ფორუმის წევრზე ერთი თავით მაღლა დგები!

ციტატა(afxazi @ Aug 23 2013, 10:10 AM) *

esre ars cheshmariteba
რა გინდა ეხლა ახლიდან უნდა დამაწყებინო საუბარი (შენ ამასობაში რამეს რომ კითხულობდე და საკითხში ერკვეოდე კარგს იზავდი). მაგრამ არ ავყვები ამ იაფფასიან პროვოკაციას biggrin.gif

ქრისტეს სხეულის გაუჩინარების წარმოუდგენელი სცენარი რომ შემოგვთავაზეთ მაგას გულისხმობ? აბა ორი ბუნების შესახებ პოლემიკაში სად "დამამარცხე"?

რა ისტორიაც გაქვს ამ ფორუმზე თვალს ადევნებენ და იცის ყველამ შენი გავარდნა შემოვარდნები, დამამხობელი ანათემატიზმების ანონსი და ა.შ. და არ გინდა თავის უარესად დამცირება.

_პასუხი ანდრეი კურაევს_ აი აქ დამარცხდი სამწუხაროდ connie_08.gif . დავით რაც ფორუმზე ვარ შენში თავმდაბლობა ვერ დავინახე ძმაო და ცარიელი ცოდნით არამგონია ვინმეზე გავლენა მოახდინო! blink.gif

პოსტის ავტორი: †სერგი† თარიღი: Aug 23 2013, 08:55 PM

ციტატა
მართლა კარგი აზრი მიტხარი სერგეი რაზეც ვფიქრობ.


ძალიან კარგი ანუ მომავალი შეხვედრისთვის ბევრი გვექნება სასაუბრო თან გემრიელი თემები, ხო რაც შეეხება ქებას, ამ უცხო ხალხთან არ გინდა არავის ვაწყენინოთ.

თავმდაბალი L&M -ით ხელში :დ

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Aug 23 2013, 09:13 PM

esre ars cheshmariteba

ციტატა
_პასუხი ანდრეი კურაევს_ აი აქ დამარცხდი სამწუხაროდ


აბა ერთი შემობრძანდი და კონკრეტულად მიმითითე რაში დავმარცხდი.

http://church.ge/index.php?showtopic=9752&st=100

esre ars cheshmariteba

ციტატა
დავით რაც ფორუმზე ვარ შენში თავმდაბლობა ვერ დავინახე ძმაო და ცარიელი ცოდნით არამგონია ვინმეზე გავლენა მოახდინო!


ჩემი ცოდნით გავლენას ვერავიზე ვერ მოვახდენ, ჯერ ერთი თუკი თვითონ ადამიანს არ უნდა და მეორეც არაზნეობრივად მიმაჩნია ცოდნით თავის მოწონება და ვინმესგან ოვაციების მოთხოვნა.

რაც შეეხება თავმდაბლობას. მე არ ვამტკიცებ რომ ზნეობრივი თვისების ეს უმწვერვალესი მდგოამრეობა ჩემში უკიდურეს წერტილს აღწევს, ამაზე ვერც მექნება პრეტენზია. თუმცა ეს ამ შემთხვევაში არაფერ შუაშია. არ მინდა საპასუხო ბრალდებებად დავიღვარო, ესეც არასწორი იქნება, თუმცა საკუთარ პოსტებს რომ გადახედო (არ ვიცი ვისთან რა პიროვნული ურთიერთობა გაქვს), ჩემდამი აღნიშნული ბრალდება სამარცხვინოდ მოგეჩვენებოდა.

პოსტის ავტორი: esre ars cheshmariteba თარიღი: Aug 23 2013, 09:14 PM

რაც შეეხება მდიდრისა და ლაზარეს იგავს, აქ უფალი არ გულისხმობს რომ მდიდარი ავტომატურად გაიგზავნება ჯოჯოხეთში ხოლო ღარიბი კი გაიხარებს აბრაამის ( ანუ იგულისხმება მამა ღმერთი) წიაღში. ძალიან მარტივია და უგუნური ადამიანისთვის მიმზიდველიც კი არის ამგვარი სამართლის ნორმა. იგავში მდიდარს სახელი არ აქვს და არც ისაა ნათქვამი იგი ღვთისმოსავია თუ არა , ამიტომ მდიდრით არ არის წარმოდგენილი კონკრეტული პიროვნება. მდიდარი ჰგავს ფარისევლებს რომლებიც ცოდნით მდიდრები არიან და უბრალო მეთევზეებს (ლაზარეებს) არ აძლევენ სულიერ საკვებს და პირიქით თავიანთი დადგენილი ნორმებით ხელს უშლიან ამ უბრალო ხალხს რომ ღმერთს დაუახლოვდნენ, მაგრამ უფალი იესო ქრისტე ამ იგავით გვასწავლის რომ აბრაამის წიაღს უბრალო ხალხი დაიმკვიდრებს ხოლო მდიდრები დაიტანჯებიან ღმერთისაგან სამუდამო განშორებით! ამასთანავე უფალი მიუთითებს მოსეს სჯულზე რომლის გათვალისწინებითაც Iმდიდრებს) სწორი გზით უნდა ევლოთ , მაგრამ მათ არ გაითვალისწინეს სჯული და ქრისტეც უარყვეს, ამიტომ ღვთის კეთილგანწყობილება დაიმსახურეს უბრალო ხალხმა რომელსაც ლაზარე ასიმბოლოებს . იუდეველთათვის მართლაც ცნობილი იყო ვინმე გლახაკი ლაზარე და სწორედ ამიტომ ჩართო უფალმა ლაზარე იგავში rolleyes.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 23 2013, 09:15 PM

გამსაკუთრებით სერგის ვთხოვ გადახედოს...

პოსტის ავტორი: esre ars cheshmariteba თარიღი: Aug 23 2013, 09:20 PM

92 პოსტზე აღარ ჩანს პასუხი blink.gif

დავით თვალებში ნაცარს მაყრი ? კარგი რა blink.gif

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Aug 23 2013, 09:22 PM

esre ars cheshmariteba

ციტატა
დავით თვალებში ნაცარს მაყრი ? კარგი რა


შემობრძანდი თემაში და კონკრეტულად მიმითითე.

პოსტის ავტორი: †სერგი† თარიღი: Aug 23 2013, 09:24 PM

აუცილებლად დაგიწერ პასუხს, რომ მოვიცლი, მაპატიეთ სამსახურში ვარ!

პოსტის ავტორი: esre ars cheshmariteba თარიღი: Aug 23 2013, 09:35 PM

ციტატა(afxazi @ Aug 23 2013, 09:22 PM) *

esre ars cheshmariteba
შემობრძანდი თემაში და კონკრეტულად მიმითითე.

მივუთითე უკვე blink.gif blink.gif blink.gif და უკიდურესად განცვიფრებული ვარ

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Aug 23 2013, 09:54 PM

esre ars cheshmariteba

ციტატა
და უკიდურესად განცვიფრებული ვარ


განცვიფრებული ალბათ საკუთარი თავით ხარ.

პოსტის ავტორი: †სერგი† თარიღი: Aug 23 2013, 10:58 PM

ციტატა
აქ უფალი არ გულისხმობს რომ მდიდარი ავტომატურად გაიგზავნება ჯოჯოხეთში ხოლო ღარიბი კი გაიხარებს აბრაამის ( ანუ იგულისხმება მამა ღმერთი) წიაღში


იყო სიკუდილი გლახაკისაჲ მის და მიიყვანა იგი ანგელოზთაგან წიაღთა აბრაჰამისთა. მოკუდა მდიდარიცა იგი და დაეფლა. და ჯოჯოხეთს შინა აღიხილნა თუალნი თჳსნი, იყო რაჲ სატანჯველსა შინა.

შმაგ სახარებას მაინც ნუ ეწინააღმდეგები ძმაო kiss1.gif უფალი პირდაპირ ამბობს აქ.

ციტატა
იგავში მდიდარს სახელი არ აქვს და არც ისაა ნათქვამი იგი ღვთისმოსავია თუ არა , ამიტომ მდიდრით არ არის წარმოდგენილი კონკრეტული პიროვნება. მდიდარი ჰგავს ფარისევლებს რომლებიც ცოდნით მდიდრები არიან და უბრალო მეთევზეებს (ლაზარეებს) არ აძლევენ სულიერ საკვებს და პირიქით თავიანთი დადგენილი ნორმებით ხელს უშლიან ამ უბრალო ხალხს რომ ღმერთს დაუახლოვდნენ, მაგრამ უფალი იესო ქრისტე ამ იგავით გვასწავლის რომ აბრაამის წიაღს უბრალო ხალხი დაიმკვიდრებს ხოლო მდიდრები დაიტანჯებიან ღმერთისაგან სამუდამო განშორებით!


წმიდა მამათა სწავლებით ადამიანს სიმდიდრე ებოძება ღვთისაგან და მისი საზრუნავი ამ სიმდიდრის კარგად განკარგვა უნდა იყოს, რაც გლახაკთა მიმართ მზრუნველობაში უნდა გამოიხატოს. ხსენებული მდიდარი კი საერთოდ არც კი ფიქრობს ვინმეს დახმარებაზე, არამედ ყოველ დღეს ჭამა-სმაში ატარებს და საერთოდ არაფერი არ აინტერესებს

მარტივია....


ციტატა
უფალი იესო ქრისტე ამ იგავით გვასწავლის რომ აბრაამის წიაღს უბრალო ხალხი დაიმკვიდრებს ხოლო მდიდრები დაიტანჯებიან ღმერთისაგან სამუდამო განშორებით!


საიდან ასკვნი რომ ყველა მდიდარი სატანჯველს დაიმკვიდრებს
?

ღმერთი მიკერძოებულია?!


ციტატა
ამიტომ ღვთის კეთილგანწყობილება დაიმსახურეს უბრალო ხალხმა რომელსაც ლაზარე ასიმბოლოებს


მაშ რატომ სდებდნენ ბრალს ქრისტეს რომ მებაჟეებთან (იმ დროინდელ ძალზედ მდიდარ ხალხთან) მეგობრობდა და პურს სჭამდა?

პოსტის ავტორი: esre ars cheshmariteba თარიღი: Aug 25 2013, 10:44 PM

ციტატა(†სერგი† @ Aug 23 2013, 10:58 PM) *

იყო სიკუდილი გლახაკისაჲ მის და მიიყვანა იგი ანგელოზთაგან წიაღთა აბრაჰამისთა. მოკუდა მდიდარიცა იგი და დაეფლა. და ჯოჯოხეთს შინა აღიხილნა თუალნი თჳსნი, იყო რაჲ სატანჯველსა შინა.

შმაგ სახარებას მაინც ნუ ეწინააღმდეგები ძმაო kiss1.gif უფალი პირდაპირ ამბობს აქ.
წმიდა მამათა სწავლებით ადამიანს სიმდიდრე ებოძება ღვთისაგან და მისი საზრუნავი ამ სიმდიდრის კარგად განკარგვა უნდა იყოს, რაც გლახაკთა მიმართ მზრუნველობაში უნდა გამოიხატოს. ხსენებული მდიდარი კი საერთოდ არც კი ფიქრობს ვინმეს დახმარებაზე, არამედ ყოველ დღეს ჭამა-სმაში ატარებს და საერთოდ არაფერი არ აინტერესებს

მარტივია....
საიდან ასკვნი რომ ყველა მდიდარი სატანჯველს დაიმკვიდრებს
?

ღმერთი მიკერძოებულია?!
მაშ რატომ სდებდნენ ბრალს ქრისტეს რომ მებაჟეებთან (იმ დროინდელ ძალზედ მდიდარ ხალხთან) მეგობრობდა და პურს სჭამდა?

სერგეი მარტო ამაზე მიპასუხე_ რატომ ბრძანებს უფალი რომ აბრაამის წიაღში მიიყვანეს ლაზარე? რატომ აბრაამი? იქნებ საუბარია აბრაამის თესლზე რომელიც კურთხეული იქნებოდა ? მოგვიანებით პავლემ აბრაამის შთამომავლებიად და აღთქმით მემკვიდრეებად ისინი ჩათვალა ვინც რწმენით მიიღო ქრისტე! ამიტომ იგავში წარმოდგენილია 2 ) კატეგორია _ ფარისევლები , სადუკეველები , მღვდელმთავრები და მწიგნობრები რომლებით მიეკუთვნებოდნენ მა\ღალ კატეგორიას და რომლებით მდიდრები იყვნენ ანუ სულიერად განსწავლულნი რადგან მათ ზედმიწევნით იცოდნენ მოსეს სჯული და 2) კატეგორია უბრალო ხალხი რომელთაც ამჰაარეცს ანუ მიწის ხალხს ეძახდნენ

პოსტის ავტორი: †სერგი† თარიღი: Aug 26 2013, 03:02 AM

ციტატა
სერგეი მარტო ამაზე მიპასუხე_ რატომ ბრძანებს უფალი რომ აბრაამის წიაღში მიიყვანეს ლაზარე? რატომ აბრაამი?



კარგად მაინც წაგეკითხა ჩემი პირველი პოსტი ამ თემაში ნუ მაფიქრებინებ ეხლა რომ თვალიც არ გადაგივლია a075.gif :დ რა არის აბრაამის წიაღი? სად მკვიდრდება ლაზარე? მოკლე პასუხია - სასუფეველი, სასუფეველში.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 26 2013, 11:18 AM

†სერგი†

ციტატა
სად მკვიდრდება ლაზარე? მოკლე პასუხია - სასუფეველი, სასუფეველში.

ედიშერი ხომ წაიკითხე?

პოსტის ავტორი: †სერგი† თარიღი: Aug 26 2013, 02:55 PM




ციტატა
ედიშერი ხომ წაიკითხე?




ედიშერიდანაა მანდ მოყვანილი ციტატები ძმა

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 26 2013, 06:57 PM

სტილი ედიშერისა იყო , მაგრამ მითითებული რომ არა გაქვს?

პოსტის ავტორი: esre ars cheshmariteba თარიღი: Aug 26 2013, 10:59 PM

ციტატა(†სერგი† @ Aug 26 2013, 03:02 AM) *

კარგად მაინც წაგეკითხა ჩემი პირველი პოსტი ამ თემაში ნუ მაფიქრებინებ ეხლა რომ თვალიც არ გადაგივლია a075.gif :დ რა არის აბრაამის წიაღი? სად მკვიდრდება ლაზარე? მოკლე პასუხია - სასუფეველი, სასუფეველში.

თუ ქრისტემდე _ ხაზს ვუსვავ_ ქრისტემდე_ აბრაამის წიაღი იყო სასუფეველი, მაშინ რატომ ბრძანებს პავლე მოციქული კოლასელთა მიმართ ეპისტოლეში რომ მან_ ღმერთმა გვიხსნა სიბნელის Xელმწიფებისაგან და გადაგვიყვანა თავისი ძის სასუფეველში? რას ნიშნავს გადაგვიყვანა? სანამ გამოხსნა მოხდებოდა ანუ ქრისტემდე სასუფეველი უბრალოდ არ არსებობდა, სწორედ ამიტომ ამბობს იაკობი რომ , მგლოვიარე ჩავალ ჩემს შვილთან (შეოლშიო) რა უნდოდა შეოლში იაკობს? ან რა იცოდა რომ მისი შვილი შეოლში იყო? შეცდომაში ხომ არ შევყავართ წმინდა წერილს? blink.gif

პოსტის ავტორი: †სერგი† თარიღი: Aug 28 2013, 04:48 PM

ციტატა
სტილი ედიშერისა იყო , მაგრამ მითითებული რომ არა გაქვს?


დედანში მითითებულია ძმა ყველაფერი და გადმოგიგზავნი, აქ რატომღაც ვერ გადმოკოპირდა kiss1.gif

ციტატა
თუ ქრისტემდე _ ხაზს ვუსვავ_ ქრისტემდე_ აბრაამის წიაღი იყო სასუფეველი, მაშინ რატომ ბრძანებს პავლე მოციქული კოლასელთა მიმართ ეპისტოლეში რომ მან_ ღმერთმა გვიხსნა სიბნელის Xელმწიფებისაგან და გადაგვიყვანა თავისი ძის სასუფეველში? რას ნიშნავს გადაგვიყვანა? სანამ გამოხსნა მოხდებოდა ანუ ქრისტემდე სასუფეველი უბრალოდ არ არსებობდა, სწორედ ამიტომ ამბობს იაკობი რომ , მგლოვიარე ჩავალ ჩემს შვილთან (შეოლშიო) რა უნდოდა შეოლში იაკობს? ან რა იცოდა რომ მისი შვილი შეოლში იყო? შეცდომაში ხომ არ შევყავართ წმინდა წერილს?


მე შენ მოაზროვნე კაცად გიცნობ kiss1.gif მეგობარო ჯერ ერთი ამბობ: "ქრისტემდე სასუფეველი არ არსებობდაო", ვგონებ არასწორია ხო? ქრისტე თვითონაა სუფევა, შენ ალბად გინდოდა გეთქვა ქრისტემდე (ანუ აღდგომამდე სასუფეველში არავინ შესულაო).
მეორე. ჩემო მეგობარო, ქრისტეს მიერ თქმული იგავები გამოხატულებაა მომავლისა, ანუ მაცხოვარი მომავლის საუდუმლოებეს ხსნიდა იგავებით, არამც და არამც წარსულისას, თუ წარსულზე ვიტყვით რაღად უნდა მას იგავი?
მესამე. რატომ ეწოდება სასუფეველს ებრაამის წიაღი ამ შემთხვევაში?
აგერ: (უნდა წაგეკითხა კარგად)

აბრაამის წიაღი

ამჯერად, შევეხოთ იმას, თუ სიკვდილის შემდეგ კონკრეტულად სად მკვიდრდება ლაზარე, სად სუფევს უფლის მიერ ხსენებული „აბრაამის წიაღი“, რამეთუ ეს ხდება ხოლმე განსჯის საგანი, მამები ამბობენ, რომ უფალი აქ სასუფეველს გულისხმობს, ხოლო ზოგნი ატკიცებენ, რომ აბრაამის წიაღი არის ჯოჯოხეთში, ადგილი, მდგომარეობა სადაც სული არ განიცდის ტანჯვას… ვნახოთ რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს.

ყველაზე ვრცლად აღნიშნულ საკითხს ეხება წმ. იოანე ოქროპირი თავის მრავალრიცხოვან შრომებში. მოვიტანთ ყველაზე უფრო საგულისხმო ციტატებს, რაც ორაზროვნების ნიშანწყალსაც კი არ უტოვებს თანამედროვე ამაოდმბრძნობთ.

ეპიტიმეზისი განდგომილთა წინააღმდეგ:

“ის ლაზარე, რომელიც ყველაზე გლახაკი იყო ამ ქვეყნად, ყველაზე მდიდარი იყო ცათა შინა (ἐν τοῖς οὐρανοῖς )” …

“მათ მიმართ, რომლებიც ბრკოლდებიან მომხდარ უბედურებათა გამო…”:

“ნუთუ სნეულება ცუდია? მაშ, საიდანღა დაედგა ლაზარეს გვირგვინი (ἐστεφανώθη)?”

დიაკონისა ოლიმპიადასადმი, მესამე ეპისტოლე:

“მხოლოდღა უძლურების შედეგად ლაზარეც იმავე ხვედრს (λήξεως) ეზიარა (ἐκοινώνησε), რასაც მამათმთავარი”.

ოლიმპიადასადმი, ეპისტოლე მეოთხე:

“თუმცა მრავალგზის მითქვამს ეს შენთვის, მაგრამ არაფერი მაბრკოლებს ახლაც გითხრა, რომ სხეულის უძლურება ლაზარესთვისაც საკმარისი აღმოჩნდა საცხონებლად (ἤρκεσε εἰς σωτηρίαν; ad salutem satis fuit)”

ანტიოქიური ჰომილიები, III:

“რას ნიშნავს დღეს წაკითხული სიტყვები: “ამჟამინდელი საუკუნის მდიდრებს ამცნო მან, რომ ნუ გაამპარტავნდებიან”[18]? როდესაც პავლე მოციქულმა თქვა “ამჟამინდელი საუკუნის მდიდრები”, ის გააცხადა, რომ არიან სხვა მდიდრებიც სამერმისო საუკუნისა, როგორც ის ლაზარე, რომელიც ამჟამინდელ ცხოვრებაში ღარიბი იყო, მაგრამ სამერმისოში – მდიდარი ( πλούσιος), თუმცა არა ოქროთი, არა ვერცხლით, არა სხვა რამ ამგვარად ხრწნადი და წარმავალი სიმდიდრის ნივთით, არამედ - იქაური დაფარული სიკეთეებით (τοῖς ἀποῤῥήτοις ἐκείνοις ἀγαθοῖς), რაც “არც თვალს უხილავს, არც ყურს სმენია, არც ადამიანის გულამდე მისულა”.[19]

გარდა წმ. იოანე ოქროპირისა, ამავე სწავლებას გადმოგვცემენ სხვა მამებიც. მაგალითად:

წმ. ეფრემ ასური თავის “მეშვიდე ჰიმნში სამოთხის შესახებ” გვაუწყებს:

“სამოთხეში, ვხედავ, იშვებს (სიტყვ. “ძოვს”) ლაზარე (შდრ. სირიულის ფრანგ. თარგ.: “dans le Paradis Je voiepaître Lazare”, Sources Chrétiennes t. 137, p. 108).

წმ. ეპიფანე კვიპრელი, გმობს რა გნოსტიკოსთა ცრუ მოძღვრებას ძველი აღთქმის პატრიარქების თითქოსდა არაღვთიურობის შესახებ, იშველიებს სწორედ მდიდრისა და ლაზარეს შესახებ თხრობას და, თანამედროვე ამაოდმბრძნობთა გასაგონადაც, გარკვევით ბრძანებს:

“აჰა, ცოცხალთა, ნეტართა და მოსვენების მემკვიდრეობაში მყოფთა შორის შეირაცხა უფლის მიერ აბრაამი, და ლაზარეც ღირსიჩინა მის წიაღთა შინა (ἰδοὺ καὶ, ἐν ζῶσι καὶ μακαριζομένοις καὶ ἐν κληρονομία ἀναπαύσεως ὁ ‘Αβραὰμ ὑπὸ τοῦ Κυρίου ἐγκατελέχθη, καὶ Λάζαρος ἐν κόλποις αὐτοῦ χατηξίωται)”

ამასვე გვასწავლის წმ. კირილე ალექსანდრიელი:

“მართალნი – სამოთხეში, ცოდვილნი კი – უშრეტ ცეცხლში; მართალნი განსცხრებიან, ცოდვილნი დაიტანჯებიან…მართალნი – აბრაამის წიაღთა შინა, ცოდვილნი – ბელიარის მხურვალებაში, მართალნი – მოსვენებაში, ცოდვილნი – სასჯელში”.

წმ. სოფრონ იერუსალიმელი ასე ევედრებოდა უფალს:

“გევედრები, ღარიბ ლაზარესთან დამაწესე (ἰκετεύω σύνταξον Λαζάρῳ πένητι) და მიხსენი ალისგან და უშრეტი ცეცხლისგან”.

რაც შეეხება “აბრაამის წიაღს”, თეოფილაქტე ასე განმარტავს მას:

“წიაღნი აბრაამისნი” ესაა იმ სიკეთეთა გარშემოწერილობა, რაც დაუნჯებულია მართალთათვის, რომლებიც ღელვის შემდეგ ციურ ნავსაყუდელთ (Λιμένας οὐρανίους ) მიეახლნენ” .

ასევე, წმ. დიონისე არეოპაგელი აღნიშნავს (მოგვაქვს წმ. ეფრემ მცირის თარგმანი):

“…დააწესოს იგი (“შესუენებული”) სოფელსა და ნათელსა ცხოვნებულთასა წიაღთა აბრაჰამ, ისაკ და იაკობისთა” .

ცოტა ქვემოთ დიდი მღვდელთმთავარი ასე განმარტავს “მამათმთავართა წიაღს”:

“ხოლო “წიაღ” ნეტართა მამათმთავართა და სხუათაცა ყოველთა წმიდათა არიან საღმრთონი და სანატრელნი იგი განსასუენებელნი სავანენი, რომელნი-იგი ღმრთისსახეობით შეიწყნარებენ ყოველთა მათ შინაითა მით დაუბერებელითა და ნეტარითა სრულებითა”.

ვფიქრობთ, ზემომოტანილი წყაროები შთამბეჭდავად გვიდასტურებენ, რომ იგავში ხსენებული ღარიბი ლაზარე გარდაცვალების შემდეგ სრულიად უეჭველად სასუფეველში მკვიდრდება, რასაც განასახიერებს “აბრაამის წიაღი” და რაც ჯოჯოხეთისგან უფსკრულითაა გამიჯნული.[20]

რატომ აბრაამი? მისი სიყვარულისა გამო, მისი სტუმართმოყვარეობისა გამო, და კიდევ იმის გამო რომ მსმენელი სხვანაირად ვერ აღიქვამდა ღვთის სასუფეველს საჭირო იყო დასტური იმისა რომ ამ სასუფეველში აბრაამია და აბრაამია მასპინძელი ყველა გლახაკისა როგორც სიცოცხლეში.

ეს მოკლედ ძმაო, თუ რამ ვერ გაიგე მომწერე და გიპასუხებ შემდეგ ვრცლად, ამ წუთს გამომწერეს საავადმყოფოდან და დრო არ მაქვს.

კეთილი სურვილებით სერგი

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 28 2013, 05:33 PM

†სერგი†

ციტატა

დედანში მითითებულია ძმა ყველაფერი და გადმოგიგზავნი, აქ რატომღაც ვერ გადმოკოპირდა

ხო . ეს მაინტერესებდა...
,,ხელები ესავის , ხმა იაკობისო.'' ასეთ მდგომარეობაში ვიყავი...biggrin.gif

პოსტის ავტორი: †სერგი† თარიღი: Aug 28 2013, 05:40 PM

ციტატა
,,ხელები ესავის , ხმა იაკობისო.'' ასეთ მდგომარეობაში ვიყავი...


ვენაცვალე ედიშერს რა, მშვენივრად აქვს ყველაფერი, ბევრი წვალება არ გჭირდება კაცს.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 27 2016, 01:01 PM

"ლაზარე იმდენად კეთილად არის წარმოჩენილი და იმდენად გაჭირვებულადაა აღწერილი, რომ ერთი მხრივ, სულიერად ლაზარეს ადგილას ყოფნას ყველა ინატრებდა და ინდომებდა, მეორე მხრივ კი, თავის თავზე არავინ მიიღებდა, რადგან ასეთი გაჭირვებული არავინ იყო, გადმოცემით, იმ დროს იერუსალიმში მართლაც ცხოვრობდა გლახაკი ლაზარე - უკიდურესად გაჭირვებული, რომელიც თავის სათნოებით იყო ცნობილი. ამის გამო იყო, რომ უფალმა უკვე კონკრეტულად დაასახელა იგი".

პოსტის ავტორი: esre ars cheshmariteba თარიღი: Jan 31 2016, 12:58 PM

მდიდრისა და ლაზარეს იგავში საუბარი არაა ორ პიროვნებაზე რომლებიც სიკვდილის შემდგომ ჯოჯოხეთსა და სამოთხეში ხვდებიან , იმიტომ რომ , რატომ ეხლა ___ უფალმა განგებ გამოიყენა სიტყვა მდიდარი და სახელი ლაზარე ორი კატეგორიის ადამიანთა წარმოსადგენად.

მდიდარი ცხადია ასიმბოლოებს იმ ებრაელებს რომლებიც სიმდიდრეზე ამყარებენ იმედს და მისით ამაყობენ რადგან მოსეს რჯულის თანახმად ის ებრაელი ვინც ერთგულად ასრულებდა უფლის მცნებებს , კურთხეული იყო სიმდიდრით და ყველა ებრაელს მიაჩნდა რომ თუ ის მდიდარი იყო , ის აუცილებლად აბრაამის ჭეშმარიტ ძედ ჩაითვლებოდა და უფლისაგან იქნებოდა კურთხეული , რადგან სიმდიდრე ადამიანთა თვალთახედვით უპირობოდ გულისხმობდა იმას რომ პიროვნება უფლის მცნებების ერთგული დამცველი იყო, თუმცა უფალი გვაჩვენებს რომ სიკვდილის შემდეგ მდიდარი ვერ მოხვდება აბრაამის წიაღში და ვერ ჩაითვლება აბრაამის ჭეშმარიტ ძედ , რამეთუ მან მხოლოდ სიმდიდრეზე დაამყარა იმედი და დაავიწყდა რომ უპოვარ ლაზარეს უნდა დახმარებოდა რჯულის თანახმად , რადგან მოსეს რჯული ყოველთვის ითვალისწინებდა უპოვართა დახმარებას, ანგარების გარეშე , ისრაელიანი არამარტო საკუთარ მოძმეს უნდა დახმარებოდა, არამედ ხიზანსაც, მდგმურსაც( უცხოტომელს) რომელიც მასთან იყო შეკედლებული.

საყურადღებოა ისიც რომ იგავში არაა ნახსენები სასუფეველი ან სამოთხე , არამედ აბრაამის წიაღი , რაც იმას ნიშნავს რომ უფალი ამ იგავით საუბრობს ებრაელებზე და მათ ჭეშმარიტ ძეობაზე აბრაამის მიმართ .

რაც შეეხება ლაზარეს უფალი აქაც განგებ იყენებს სახელ ლაზარეს , რითაც აჩვენებს ებრაელების მეორე კატეგორიას რომელნიც მთლიან იმედს უფალზე ამყარებენ და არა სიმდიდრეზე . სახელი ლაზარე ნიშნავს ღმერთი არს ჩემი შემწე და გვერდშიმდგომი . ვინაიდან ამ კატეგორიამ მთლიანი იმედი ღმერთზე დაამყარა , სიკვდილის შემდეგ ის მიყვანილი იქნა აბრაამის წიაღში (მკერდთან) , ანუ აბრაამის ჭეშმარიტ ძედ იქმნა აღიარებული .

აგრეთვე აღსანიშნავია რომ ლაზარესა და მდიდრის სიკვდილით აღინიშნება არა მათი ბუნებრივი სიკვდილი , არამედ თავად მაცხოვრის სიკვდილი რის შემდეგადაც იცვლება რადიკალურად ამ ორი ჯგუფის ადამიანების მდგომარეობა , დიდი უფსკრული რომელიც დამყარებულია მდიდარსა და ლაზარეს შორის , განასახიერებს იმ გადაულახავ ბარიერს , რაც მაცხოვრის სიკვდილითა და აღდგომით დაიდო, რადგან მათ ვინც არ ირწმუნა მაცხოვარი , მისი აღდგომის შემდეგ აღარ მიეცათ მონანიების საშუალება , რადგან სწორედ მათ აცვეს მაცხოვარი ჯვარს და სიკვდილი მიუსაჯეს რასაც ის არ იმსახურებდა .

ამრიგად ეს იგავი იმაზე მიუთითებს რომ ღმერთმა უარყო რჩეული ებრაელები და აირჩია ერთგული ებრაელები და ერთგული უცხოტომელები , რომელთაც ახალი სახელი ქრისტიანები უწოდა და ჭეშმარიტ აბრაამის ძედ აღიარა , რომელნიც არიან აღთქმით მემკვიდრენი , როგორც პავლე ამბობს და ქრისტეს თანამემკვიდრენი. მე მსურდა რომ მთელი რიგი განმარტებანი გამეკეთებინა ამ იგავზე მაგრამ რაც მოკლედ დავწერე , ეს ალბათ საკმარისია რომ წარმოდგენა გვქონდეს ამ იგავის ნამდვილ არსზე.

იესუ ქრისტეს ბოლო ჟამის ეკლესია

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)