თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ღვთისმეტყველება _ მდუმარება

პოსტის ავტორი: neo თარიღი: Jan 11 2009, 05:37 PM


დარწმუნებული ვარ ეს თემა უკვე იქნებოდა განხილვის საგანი, მაგრამ მაინც მინდა კიდევ ერთხელ განვიხილოთ, ოღონდ ამ შემთხვევაში მინდა ვისაუბროთ საკუთარი გამოცდილებებიდან...

ვისაც ერტხელ მაინც გიცდიათ აგეწიათ ეს ჯვარი თუნდაც ერთი საათით, გამოთქვით თქვენი აზრი... რა მოაქვს მდუმარებას ? არის თუ არა ძნელი უბრალოდ ხმა არ ამოიღო ? შეიძლება თუ არა ამას ვუწიდოთ ღვაწლი ? რამდენად შესაძლებელია ერში მცხოვრებმა მადლის მოხვეჭის ამ მეთოდს მიმართონ ?

ძალიან გთხოვთ ვისაც არასოდეს გამოგიცდიათ ნუ დაპოსტავთ, ერთხელ მაინც გამოცადეთ, ერთი საათით მაინც გაჩერდით მდუმარედ იქ სადაც სხვა შემტხვევაში ბევრს ისაუბრებდით და შემდეგ დაპოსტეთ...

ასევე ამ საიტის ღვთისმეტყველებს ძალიან გთხოვ რომ ნუ დადებთ წმინდა მამათა სქელტანიან ნაშრომებს, მარტივად და თავისუფლად გამოვთქვათ საკუთარი საზრები თუ რა თქმა უნდა ამით ბევრს არ დავაშავებთ

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Jan 11 2009, 06:09 PM

ციტატა

ასევე ამ საიტის ღვთისმეტყველებს ძალიან გთხოვ რომ ნუ დადებთ წმინდა მამათა სქელტანიან ნაშრომებს, მარტივად და თავისუფლად გამოვთქვათ საკუთარი საზრები თუ რა თქმა უნდა ამით ბევრს არ დავაშავებთ

ჯერჯერობით მდუმარებას ვამჯობინებ biggrin.gif
ციტატა
წმინდა მამათა სქელტანიან ნაშრომებს,

სადაა ნეტა მასე თავისუფლად, თორე...

პოსტის ავტორი: mekaje თარიღი: Jan 11 2009, 06:58 PM

neo

ციტატა
ვისაც ერტხელ მაინც გიცდიათ აგეწიათ ეს ჯვარი თუნდაც ერთი საათით, გამოთქვით თქვენი აზრი... რა მოაქვს მდუმარებას ? არის თუ არა ძნელი უბრალოდ ხმა არ ამოიღო ? შეიძლება თუ არა ამას ვუწიდოთ ღვაწლი ? რამდენად შესაძლებელია ერში მცხოვრებმა მადლის მოხვეჭის ამ მეთოდს მიმართონ ?

მდუმარების ღვაწლი ერში მცხოვრებ ადამიანს არ მოეთხოვება. მაგრამ საუბრისას საკუთარ სიტყვებზე დაკვირვება და მათი კონტროლი კი შესაშური საქმეა.
"ზოგჯერ თქმა სჯობს არა თქმასა,
ზოგჯერ თქმითაც დაშავდების" . წმ. ილია მართალი.
სიტყვას ძალიან დიდი ძალა აქვს. მეცნიერებმა ჩაატარეს ექსპრიმენტი წყალზე. წყალი თურმე იმახსოვრებს ინფორმაციას. აიღეს წყლის წვეთი და მის ახლოს წარმოთქვეს ალერსის და სითბოს გამომხატველი სიტყვები. მერე ეს წვეთი გაყინეს. აიღეს მეორე წვეთი და მის ახლოს წარმოთქვეს წყევლისა და შეჩვენების სიტყვები. ეს წვეთიც გაყინეს. შემდეგ მიროსკოპით გასინჯეს ორივე წვეთი. რომელზეც წაიკიკთხეს დადებითი ემოციების გამომხატველი სიტყვები, იმ წვეთს ლამაზი ფიფქის ფორმა ჰქონდა მიღებული, მეორე წვეთი კი დაბზარული მინასავით იყო.
ასე რომ სიტყვები არა მარტო გერებია, არამედ მას გარკვეული ენერგიაც გააჩნია. ამიტომ აქვს მნიშვნელობა თითოეულ სიტყვას. piqri.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Jan 11 2009, 09:30 PM

ციტატა
მეცნიერებმა ჩაატარეს ექსპრიმენტი წყალზე. წყალი თურმე იმახსოვრებს ინფორმაციას. აიღეს წყლის წვეთი და მის ახლოს წარმოთქვეს ალერსის და სითბოს გამომხატველი სიტყვები. მერე ეს წვეთი გაყინეს. აიღეს მეორე წვეთი და მის ახლოს წარმოთქვეს წყევლისა და შეჩვენების სიტყვები. ეს წვეთიც გაყინეს. შემდეგ მიროსკოპით გასინჯეს ორივე წვეთი. რომელზეც წაიკიკთხეს დადებითი ემოციების გამომხატველი სიტყვები, იმ წვეთს ლამაზი ფიფქის ფორმა ჰქონდა მიღებული, მეორე წვეთი კი დაბზარული მინასავით იყო.

მეკაჟე, ეს ფაქტი არამეცნიერულია და ძალიან თუ დაგაინტერესებს კანუდოსელს მიმართე და აგიხსნის, მე მოკლედ გეტყვი "კაცო" ქართულში არის სიტყვა "კაცი"-ს წოდებითი ხომ? აი იტალიურში კი იგივე "კაცო" არის
მაპატიე და მამაკაცის სასქესო ორგანო biggrin.gif რა გაიგოს ახლა წვეთმა? smile.gif ანუ
ეგ სისულელეა და იმისათვის, რომ სიტყვებს გაზომვა ჭირდება არაა საჭირო
რაიმე ფსევდომეცნიერული არგუმენტები, თეოლოგიურად ისიხიზმი აღმატებული ღვაწლია და ქრისტიანი მას თუკი მთლიანად ვერ იტვირთებს მიბაძავს მაინც, ანუ მრავალსიტყვაობას დაუტევებს...
ხო პაწა ჩანამატი აიტანეთ ახლა smile.gif
По выражению одного современного православного богослова, если монашество является средоточием православной духовности, то исихазм — самое ядро этого средоточия. Слово "исихазм" (от греч. "исихия" — "покой", "безмолвие") имеет много значений. В широком смысле оно подразумевает особые стороны православного мировоззрения и вероучения — те, что связаны с представлением об "обожении" подвижника-христианина уже в земной жизни, с идеей видения Божественного Света в глубине собственного сердца. "Обожение" достигается не просто личными усилиями человека или божественным даром, но согласным движением человеческой воли и воли Бога.
Исихастами обычно называют монахов-подвижников, которые применяют особые приемы "умного делания" — молитвы как внутренней духовной работы. Она совершается безмолвно и бессловесно, "умом" — глубинах человеческой души. Такая молитвенная практика, очень древняя, получила особую известность в III-XIV веках благодаря инокам Святой горы Афон. Наиболее полное богословское обоснование исихазму дал святитель Григорий Палама (1296-1359), митрополит Фессалоникийский. Он учил, что, хотя сущность Бога непознаваема, Божество можно непосредственно созерцать и познавать благодаря присутствию в мире нетварных (т.е. несотворенных, существующих вечно) божественных энергий.
Существует множество видов этих энергий, но в любой из них таинственным образом полностью присутствует Бог Живой: человеческие понятия "целое" и "часть" к Нему неприменимы. В церковных таинствах христианин в той или иной мере усваивает эти энергии. Их и видит "внутренними очами" подвижник как Фаворский свет — тот самый, который видели ученики Иисуса Христа при Его преображении на горе Фавор.
Великие молитвенники-исихасты неоднократно предупреждали: гордыня и самомнение, небрежение наставлениями Церкви неизбежно приводит к тому, что силы зла обманывают подвизающегося в "умном делании" ложным светом, который он принимает за божественный. Князь тьмы легко прикидывается Ангелом Света, чтобы подчинить себе человеческую душу, сделать ее своим орудием.
Современные православные богословы считают, что подобное происходит с тем, кто практикует восточные системы дыхательно-медитативных упражнений: приводя свое сознание в особое состояние, он в лучшем случае "видит" тот тварный свет, который изначально присутствовал и присутствует в Божьем творении, но отнюдь не сами божественные энергии. Монахи-исихасты тоже используют особые приемы дыхания и позы, которые способствуют молитвенному сосредоточению. Но они знают, что никакие человеческие действия не приведут к видению Бога, если того не пожелает Сам Бог, а опытные духовные наставники учат их отличать истинный Свет от ложного.
Исихазм пронизывает всю историю православия. Присущие ему идеи и устремления прослеживаются уже в творениях отцов Церкви первого тысячелетия. Они оказали огромное влияние и на духовную жизнь Русской православной церкви: видением Фаворского света, верой в реальность богообщения и обожения человека проникнуты иконопись преподобного Андрея Рублева, деяния преподобного Сергия Радонежского, поучения преподобных Нила Сорского, Паисия Величковского, Серафима Саровского, старцев Оптиной Пустыни.
იხარე;
კაიროსი!
პ.ს.
მდუმარების ფენომენის შემსწავლელთათვის ეს მაგიდის სახელმძღვანელოა:

Григорий Палама

ТРИАДЫ В ЗАЩИТУ СВЯЩЕННО-БЕЗМОЛВСТВУЮЩИХ

По изданию: Св. Григорий Палама. Триады в защиту священно-безмолвствующих. — М.: Канон, 1995. — С. 5–344.

http://www.krotov.info/acts/14/2/palama_06.htm


პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Jan 11 2009, 09:51 PM

წყლის კრისტალებს არ შევეხოთ ამ თემაში.


მდუმარებას რაც შეეხება, ძალიან ძნელია. დიდ შინაგან ნებისყოფას მოითხოვს, რაიმეს არ თქმა და მერე იმის გადახარშვა, რომ სათქმელი იყო, არ თქვი, ხოლო იმათ ვისთვისაც უნდა გეთქვა, რამდენად სწორად გაიგეს შენი უთქმელობა.

ძირითადად, მეგობრებთან, საყვარელ ადამიანებთან მიყვარს ხოლმე მდუმარება. განსაკუთრებით თუ კამათის საფრთხის წინაშე ვდგევარ. მირჩევნია სულ არ ვთქვა, საშინლად მეშინია, ისეთი რამ არ ვთქვა და ვაწყენინო, რომ გულში დარჩეს. მე თვითონაც არ ვიცი, წყენის დიდხანს შენახვა, ძალიან მალე მავიწყდება, ტკბილად თუ მომმართეს. smile.gif

ასევე, ყოფილა, რომ დუმხარ, როცა შენი ცოდნის ზედმეტი დემონსტრირებით, არ გინდა ყურადღების მიქცევა და ღიმილით აკვირდები, სხვა როგორ აკეთებს ამას.

საერთოდ კი, მდუმარების თვისება, კარგი რამაა, ყოველთვის მდუმარეს უკეთეს მდგომარეობაში აყენებს. თუნდაც სისულელის თქმისაგან თავს იზღვევ ადამიანი. მეტად შესაშური რამ იქნებოდა, ფორუმზე მპოსტავი იუზერებისთვის. biggrin.gif

პოსტის ავტორი: iber თარიღი: Jan 11 2009, 09:53 PM

Слово-серебро, молчание-золото

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Jan 11 2009, 09:58 PM

neo

ციტატა
ვისაც ერტხელ მაინც გიცდიათ აგეწიათ ეს ჯვარი თუნდაც ერთი საათით, გამოთქვით თქვენი აზრი... რა მოაქვს მდუმარებას ? არის თუ არა ძნელი უბრალოდ ხმა არ ამოიღო ? შეიძლება თუ არა ამას ვუწიდოთ ღვაწლი ? რამდენად შესაძლებელია ერში მცხოვრებმა მადლის მოხვეჭის ამ მეთოდს მიმართონ ?

მე სულ მდუმარებაში არ ვარ ? (თქვენთან არა რა თქმა უნდა biggrin.gif ) თუ სამსახურში არაფერი მკითხეს ვარ ჩემით წყნარად biggrin.gif

ძალიან მიყვარს სიწყნარე და მდუმარებაც smile.gif

mekaje
ციტატა
სიტყვას ძალიან დიდი ძალა აქვს. მეცნიერებმა ჩაატარეს ექსპრიმენტი წყალზე. წყალი თურმე იმახსოვრებს ინფორმაციას. აიღეს წყლის წვეთი და მის ახლოს წარმოთქვეს ალერსის და სითბოს გამომხატველი სიტყვები. მერე ეს წვეთი გაყინეს. აიღეს მეორე წვეთი და მის ახლოს წარმოთქვეს წყევლისა და შეჩვენების სიტყვები. ეს წვეთიც გაყინეს. შემდეგ მიროსკოპით გასინჯეს ორივე წვეთი. რომელზეც წაიკიკთხეს დადებითი ემოციების გამომხატველი სიტყვები, იმ წვეთს ლამაზი ფიფქის ფორმა ჰქონდა მიღებული, მეორე წვეთი კი დაბზარული მინასავით იყო.


უპს, უპს, ოღონდ ეს არა

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Jan 11 2009, 10:00 PM

ნათია
მეც იძულებულ მდუმარებაში ვარ მუდმივად biggrin.gif
სახლში ხმის გამცემი არ მყავს და სამსახურში ვმუშაობ, ბევრი-ბევრი შუალედში ვისაუბროთ ცოტა biggrin.gif
მარა, მგონი ეგ არ უგულისხმია ნეოს.

პოსტის ავტორი: mekaje თარიღი: Jan 11 2009, 10:02 PM

ნათია

ციტატა
უპს, უპს, ოღონდ ეს არა

განა ასეთი რა დავწერე? unsure.gif

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Jan 11 2009, 10:05 PM

mekaje

არ იდარდო smile.gif

გარდა იმისა, რომ ეგ მსჯელობა, მხოლოდ რაღაც პოპულისტური ნააზრებია და ყოველგვარ მეცნიერულ საფუძველს მოკლებული. ჩვენ ფორუმზე გვქონდა ადრე მაგ საკითხზე თემა, არც ისე ლამაზად განვითარდა, საკმაოდ დიდი კამათი გამოიწვია და ბოლოს დაიხურა. ამიტომ, აღვნიშნეთ ასე.

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Jan 11 2009, 10:13 PM

ციტატა
თუ სამსახურში არაფერი მკითხეს ვარ ჩემით წყნარად

ძალიან მიყვარს სიწყნარე და მდუმარება


ციტატა
მეც იძულებულ მდუმარებაში ვარ მუდმივად


გენათალეთ თქვენ smile.gif
მოდი ამ თემაში ასეთი წესი შემოვიღოთ, ვინც შემოვა და რაიმეს დაპოსტავს, ჯერ დადუმდეს ცოტა ხანი და მერე დაწეროს smile.gif biggrin.gif
არ ვხუმრობ... აბა აფოქრიაქებულმა მდუმარება რაა, როგორ უნდა დაწეროს?
იმდუმარეთ;
კაიროსი!
პ.ს.
მეკაჟუნა, მაგ საკითხზე PM-ზე მომწერე და დაგეხმარები, ისე პირდაპირ კანუდოსელს მიწერე სჯობს smile.gif

პოსტის ავტორი: mekaje თარიღი: Jan 11 2009, 10:14 PM

k@the
არ ვიცოდი ასეთი თემა თუ იყო ადრე.
ამ მოსაზრების შესახებ წავიკითხე მართლმადიდებლურ წიგნში: "ლაზარეს აღდგინება", არ მახსოვს რომელ ტომში იყო, სხვას ვათხოვე ის წიგნი და ჯერ არ დაუბრუნებია.
ისე, რატომ გამოიწვია დიდი კამათი ამ თემამ?

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Jan 11 2009, 10:17 PM

ციტატა
ამ მოსაზრების შესახებ წავიკითხე მართლმადიდებლურ წიგნში: "ლაზარეს აღდგინება", არ მახსოვს რომელ ტომში იყო, სხვას ვათხოვე ის წიგნი და ჯერ არ დაუბრუნებია.
ისე, რატომ გამოიწვია დიდი კამათი ამ თემამ?

აბსურდია და
ციტატა
პოპულისტური ნააზრებია და ყოველგვარ მეცნიერულ საფუძველს მოკლებულ
მაგაზე პირადად მოგწერ, აქ მხოლოდ მდუმარება smile.gif

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Jan 12 2009, 02:45 AM

მე ვფიქრობ, რომ მდუმარება მაშინ შეიძლება იყოს ღვაწლი, როდესაც გული სუფთაა ანუ არ გაქვს წყენა და გაბრაზება, ანუ იმიტომ არ სდუმხარ, რომ ეს დამალო.

ხშირად ასეთი საერო დადუმება გამაღიზიანებელია, იმიტომ რომ გაურკვევლობაში აგდებ შენს ირგვლივ მყოფთ და აფიქრებინებ ათას რამეს. ამ შემთხვევაში ჯობია ითქვას რა არის პრობლემა და ის დაგაიჭრას, ვიდრე იყო ჩუმად და ნერვები უშალო გარეშეთ მყოფს. ამას ჩვენთან "ცხვირის გაშვერას" უძახიან ანუ არ ელაპარაკები იმიტომ, რომ გაბრაზებული ხარ smile.gif

მე ხშირად მიწევს მდუმარება მაგალითად როცა სერბეთში ვარ smile.gif ოღონდ არა რაიმეს დასამალად და ჯინაზე , არამედ იმისთვის რომ ხშირად ვხვდები ისეთ საზოგადოებაში, სადაც ჯობია წყნარად ვიყო, ჩუმად და ოდნავი ღიმილით ვუსმინო მათ smile.gif თუ მკითხავენ გავცემ ლაკონურ და ამომწურავ პასუხს. ამის გამო ხშირად თავი ვიტრინის თოჯინა მგონებია და საჩვენებელი რაღაც მანეკენი. ანუ, როცა იძულებული ვარ ვიყო იქ, სადაც არ მაქვს სურვილი და ერთი სული მაქვს როდის ავღმოვჩნდები ჩემს გარემოში ისევ smile.gif

მდუმარების ფენომენი კათოლიკებშიც არის ისე, ანუ იმ მდუმარების რასაც თემა გულისხმობს.


k@the


მე არ ვარ სახლში მარტოდ, დიდი ბიჭები ჩემთან არიან, მაგრამ ხანდახან ისე გავა დღე, რომ უსიტყვოდ ვატარებ smile.gif

სამსახურში უფრო ვლაპარაკობ, კაი სასტავი მყავს, ვაკეთებთ ხოლმე საბაასო პაუზებს, ან ერთად ვწყვიტავთ ამოცანას და ასე.

პოსტის ავტორი: neo თარიღი: Jan 12 2009, 10:23 AM

მე ესეთ რამეს წავაწყდი:

არ ვიცოდი და თურმე სიტყვებს ძალიან ხშირად ვიყენებ იმისათვის რომ სხვებს რაღაცეები ვაკეთებინო ჩემს მაგივრად აი მაგალითად:

ერთი საათს დახედე და მითხარი;
წყალი მომიტანე რა;
ჩართე კომპიუტერი სანამ მოვალ;

smile.gif

კიდევ მივხვდი რომ ძალიან ბევრ ისეთ რამეს ვაბობ რასაც ცვლილებები არ მოსდევს და რომ არ მეთქვა არაფერი შეიცვლებოდა...


რაც შეეხება სიტყვის ძალას, (არ ვგულისხმობ ბგერით გამოხატულებას, და შესაბამისად არ ვირებ კაიროსის არგუმენტს), რას გვეუბნება სახარება რა შეუძლია სიტყვას თუ ის რწმენით გამოითქმება ?








პოსტის ავტორი: mekaje თარიღი: Jan 12 2009, 10:39 AM

neo

ციტატა
რაც შეეხება სიტყვის ძალას, (არ ვგულისხმობ ბგერით გამოხატულებას, და შესაბამისად არ ვირებ კაიროსის არგუმენტს), რას გვეუბნება სახარება რა შეუძლია სიტყვას თუ ის რწმენით გამოითქმება ?




თუ რწმენა გექნება მთები შეგიძლია გადააადგილო. rolleyes.gif

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Jan 12 2009, 11:52 AM

neo

ციტატა
ასევე ამ საიტის ღვთისმეტყველებს ძალიან გთხოვ რომ ნუ დადებთ წმინდა მამათა სქელტანიან ნაშრომებს, მარტივად და თავისუფლად გამოვთქვათ საკუთარი საზრები თუ რა თქმა უნდა ამით ბევრს არ დავაშავებთ

თუ შენ ღვთისმეტყველების კუთხით განიხილავ ამ საკითხს, მაშინ ამ მოთხოვნის წამოყენება უადგილოა, რადგან ისიქასტური მოღვაწეობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განხილვის საგანია ღვთისმეტყველებისა და საკუტარი შეხედულებისამებს განსჯა რა გითხრათ და არ იქნება ნორმალური, მაგრამ თუკი უბრალოდ პირადი გამოცდილება გინდათ დააფიქსიროთ, მაშინ სასაუბროში გადავიტან ამ თემა.

პოსტის ავტორი: neo თარიღი: Jan 12 2009, 05:00 PM

ციტატა
თუ შენ ღვთისმეტყველების კუთხით განიხილავ ამ საკითხს, მაშინ ამ მოთხოვნის წამოყენება უადგილოა, რადგან ისიქასტური მოღვაწეობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განხილვის საგანია ღვთისმეტყველებისა და საკუტარი შეხედულებისამებს განსჯა რა გითხრათ და არ იქნება ნორმალური, მაგრამ თუკი უბრალოდ პირადი გამოცდილება გინდათ დააფიქსიროთ, მაშინ სასაუბროში გადავიტან ამ თემა.


შენ მიიღე გადაწყვეტილება ჩემთვის პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს რა ქოლგის ქვეშ განვიხილავთ...

თანამედროვე გამოცდილება მაინტერესებს...

და

ისიქასტური რას ნიშნავს ?


პოსტის ავტორი: neo თარიღი: Jan 12 2009, 07:04 PM

მმმმმმმმმმმმმმ

ასე ცოტა ადამიანია ამხელა ფორუმზე ვისაც მდუმარება გამოუცდია თავის თავზე ?

დაპოსტეთ რა smile.gif

ან გამოცადეთ და მერე დაპოსტეთ smile.gif

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Jan 12 2009, 07:16 PM

ციტატა(neo @ Jan 12 2009, 08:04 PM) *

მმმმმმმმმმმმმმ

ასე ცოტა ადამიანია ამხელა ფორუმზე ვისაც მდუმარება გამოუცდია თავის თავზე ?

დაპოსტეთ რა smile.gif

ან გამოცადეთ და მერე დაპოსტეთ smile.gif


ამ პოსტის ხათრით ვწერ, რადგან ვერ მივხდვი, სწორად ჩავწვდი თუ არა თემის არსს.

ბევრჯერ მქონია შემტხვევა, როცა უსამართლოდ მეკამათებოდნენ, თავიდან ვცხარდებოდი, ვცდილობდი თავი დამეცვა. ერთხელ მივხვდი, რომ ამით არაფერი იცვლებოდეა, სწორედ მაშინ მოვისმინე პირველად პატრიარქის ქადაგება დავით წინასწარმეტყველისა და სიმშვიდის შესახებ... ჰოდა, ჩემდაუნებურად ვცადე, ვერ გეტყვით, რომ მას მერე ბევრჯერ ვცადე, ცემმა სულმოკლეობამ დამძლია, მაგრამ ახლაც ვერ გადმოგცემთ იმ უცნაურ განცდას, მახსოვს, რარაც უცნაური სიმშვიდე მეუფლებოდა, მე მაკრიტიკებდნენ, მეუბნებოდნენ იმა,ს რაც ვიცოდი, არ იყო მართალი, თავიდან ისე მწარე იყო, ცრემლებიც კი გადმომცვივდა (არ დაუნახავთ), მერე უფრო ლაღად შევხვდი და ბოლო არც არავინ ცდილობდა კვლავ ეთქვა ჩემთვსი თეთრზე შავი... თუმცა ეს ადრე იყო, ახლა? ახა არ ვიცი, ხან ვცდილობ, საკუთარ თავს ვეუბნბეი, ჩუუუ, არ თქვა, ორივე სემთხვევაში ზიანდბეი, დაითვალე ათამდე, ხან ვჩერდები, მაგრამ უფრო ხშირად ვერა. თუმცა ძალიან კარგად მახსოვს, ერთ-ერთ სამსახურში დირექციაში ვიჯექი კომპთან, ისინი საუბრობდნენ გარეშე თემაზე, მე ინტერნეტში წერილებს ვამოწმებდი, მერე ფორუმი ჩავრთე მერე სხვა რამ და ხმა არ ამომიღია, დირექტორი რომ გადიოდა, გაბრაზდა და მითხრა, ჩვენი თანამშრომელი ხარ თუ არა, ხმას რატომ არ იღებო, არადა აშკარად სხვა საგანზე და სხვა, არასამსახურეობრივ თემებზე საუბრობდნენ. ის სიმწარეც მახსოვს, ვთქვა-არ ვთქვა რომ იბრძოდნენ და მაინც ვთქვი გულისტკივილი და ისევ მე გამაკრიტიკეს. ამიტომ დუმილი ყოველთვის ჯობს...

რა უცნაურია, დღეს ვფიქრობდი, რა განსხვავებაა დუმილსა და დათმენას შორის-მეთქი...

მომიტევეთ, თუ სხვანაირად გავიგე თემა smile.gif

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Jan 12 2009, 07:18 PM

neo

შენ სერიოზული აღმოსავლურსაკრამენტული გავლენა გაქვს smile.gif

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Jan 12 2009, 07:19 PM

ციტატა(მნათე @ Jan 12 2009, 08:18 PM) *

neo

შენ სერიოზული აღმოსავლურსაკრამენტული გავლენა გაქვს smile.gif

კერძოდ, ვის (რას) გულისხმობ? ადამიანს აინტერესებს, ნუ სვამ დიაგნოზს mad.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: S a l l y თარიღი: Jan 12 2009, 07:27 PM

ვცადე ერთ-ორჯერ..ვაღიარებ და ძალიან მიჭირს...

ბუნებით ემოციური ვარ და ემოციებს გზა თუ არ მივეცი ვგიჟდები ხოლმე biggrin.gif გამოხატვის უპირველესი წრარო კიდე ცემთვის მეტყველებაა..

ზოგჯერ ისე მინდა ჩუმად ,წყნარად ვიყო..

დაფიქსირებული მაქვს, როცა თავს ვიკავებ ზედმეტი კომენტარისგან, სახეზე მეღიმება,აი ასე--> smile.gif სათქმელს რომ ვერ ვამბობ სახის მიმიკა თავისთავად მეცვლება და მრავლისმეტყველად ვიღიმები biggrin.gif

პოსტის ავტორი: sopo... თარიღი: Jan 12 2009, 07:28 PM

პირადი.. პირადი გამოცთილება.. ცოტა სუბიექტურად მაქვს "მოგვარებული" ეგ საკითხი რამდენად სწორია არვიცი.. მგონია ერში ცოტა შეუძლებელია.. თუმცა გააჩნია პროფესიას..
ანუ ჩვენს დადუმებას სიყვარულის კანონი არ უნდა ემსხვერპლოს.. ყოველდღიურობაში არიან ახლობლები რომლებივ ბოლიომდე თუ არ მოიკითხე, არ დაინტერესდი ასავალ-დასავალით გულნატკენები დარჩებიან, ზოგს გამხნევება სჭირდება, ზოგის ნუგეშისცემისთვის შეიძლება მთელი დღე დაგჭირდეს ქაქანი, ამ დროს დადუმდე ცოტა ისეთია.. როცა სამსახურში ტელეფონი არ ჩერდება და პირადადაც პასუხების გაცემა გიწევს დადუმდები დაა.. : PP, ჩამოგართმევენ ხელს და გადაგკოცნიან პრახადნოიში : PP

საკუთარ თავზე.. საკუთარ თავზე რომ არ ყვები ახლობლებში უხერხულობა ჩნდება თითქოს არ ენდობი.. ამიტომ "გიწევს" ამ დროს მთავარია შინაარსი და ტონი პატივმოყვარეობით არ იყოს გაბერილი წიპა :მესულსხვავარ: და ოლ აიზ ონ მეე.. გვერდიდანაც სკრომნოსტ ლამაზია..
ნუ არვიცი მგონია მდუმარება არ გამოდის, არადა აღსარების დროს კი დამხატავდა დადუმება, თორე მოძღვარი მოსასულიერებელი მიხდება ხოლმე.. : PP

ასე თუ ისე ვფიქრობ კატეგორიულად უნდა გამოირიცხოს ჩვენ ვერცხლმეტყველებაში განკითხვა, სხვისი შეურაცხმყოფელი სიტყვები, ან ის რაც ვინმეს გულს ატკენს.. რისხვის გამომხატავი.. გააჩნია..
სიტყვას სიმძიმე უნდა დავატანოთ.. ერთ პიროვნებას რომელსაც უზომოდ პატივს ვცემ, ყოფილ შეფს, ქონდა ეს თვისება სერიოზულ საუბარში პატარა პაუზებს იყენებდა მოსაფიქრებლად, იმიტომ კი არა რომ სიტყვისთვის ჯიბეში ძვრებოდა, უჭკვიანესი იყო, ან ენის მოქნევას რა დიდი ამბავი უნდა, უბრალოდ ესმოდა სიტყვის ფასი, მის სიტყვას ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ქონდა ჩემთვის რადგან ვიცოდი რომ ის ენის ნაყოფი კი არ იყო მხოლოდ, არამედ გულის და ტვინის..
ხოოდა ისევ ჯობს ერთი წუთი გამოვიყენო ფიქრისთვის, ვიდრე ვინმემ მთელი თვე მაგინოს ან გული ეტკინოს..

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Jan 12 2009, 07:30 PM

ციტატა
კერძოდ, ვის (რას) გულისხმობ? ადამიანს აინტერესებს, ნუ სვამ დიაგნოზს


ხოდა ეგ ინტერესიც მაგ გავლენის პირმშოა, მე არ მითქვამს რომ ცუდია - პირიქით... ნეოც და მეც ამ ძიების რთულ გზაზე ვიტანჯებით, იმიტომ რომ ბევრ კითხვას ვსვამთ და მუდმივი მეთვალყურეობა გვიწევს საკუთარ გოგრაზე biggrin.gif

პოსტის ავტორი: mekaje თარიღი: Jan 12 2009, 07:32 PM

წმიდა მამებში მდუმარება მარტო გარკვეული დროით სიტყვების წარმოთქმისაგან თავის შეკავებას კი არ ნიშნავდა, არამედ ამ დროს ისინი ღმერთთან საუბრით და ჭვრეტით იყვნენ დაკავებულნი.

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Jan 12 2009, 07:39 PM

ციტატა
დარწმუნებული ვარ ეს თემა უკვე იქნებოდა განხილვის საგანი, მაგრამ მაინც მინდა კიდევ ერთხელ განვიხილოთ, ოღონდ ამ შემთხვევაში მინდა ვისაუბროთ საკუთარი გამოცდილებებიდან...

ვისაც ერტხელ მაინც გიცდიათ აგეწიათ ეს ჯვარი თუნდაც ერთი საათით, გამოთქვით თქვენი აზრი... რა მოაქვს მდუმარებას ? არის თუ არა ძნელი უბრალოდ ხმა არ ამოიღო ? შეიძლება თუ არა ამას ვუწიდოთ ღვაწლი ? რამდენად შესაძლებელია ერში მცხოვრებმა მადლის მოხვეჭის ამ მეთოდს მიმართონ ?

ძალიან გთხოვთ ვისაც არასოდეს გამოგიცდიათ ნუ დაპოსტავთ, ერთხელ მაინც გამოცადეთ, ერთი საათით მაინც გაჩერდით მდუმარედ იქ სადაც სხვა შემტხვევაში ბევრს ისაუბრებდით და შემდეგ დაპოსტეთ...

ასევე ამ საიტის ღვთისმეტყველებს ძალიან გთხოვ რომ ნუ დადებთ წმინდა მამათა სქელტანიან ნაშრომებს, მარტივად და თავისუფლად გამოვთქვათ საკუთარი საზრები თუ რა თქმა უნდა ამით ბევრს არ დავაშავებთ


მდუმარების მადლი ასე მესმის:

1. საკუთარი ყველაზე ჩვეული გარე გამოხატვითი საკონტაქტო საშუალების მართვა.
2. ფიქრის წვრთნა.
3. აწონ-დაწონვის გავარჯიშება.

ეს სიკეთეები ბევრ რამეს მოგიტანენ... წელიწადში 3 დღეს ვუთმობ მდუმარებას, ზაფხულში განსაკუთრებით და 3 დღის შემდეგ ხმის ამოღება აღარ მინდა... თითქოს შენს შინაგან თვითობას იბრუნებ smile.gif




ციტატა

ბუნებით ემოციური ვარ და ემოციებს გზა თუ არ მივეცი ვგიჟდები ხოლმე


ვოტ, ხოდა ამაში გვავარჯიშებს მდუმარება... როცა შენ ცდილობ სხვაგვარად ეკონტაქტო სამყაროს... აღმოაჩინო ახალი დამაკავშირებელი საშუალებები... ზოგიერთი ბუდისტი ბერი ამბობს რომ ფიქრის სხვაგვარ საშუალებას მიაგნო - მაგალითად როცა ჩვენ ვფიქრობთ, თავში სიტყვების ციკლი ტრიალებს - მათთვის კი ეს ციკლი შეცვლილია რაღაც ტელეპატიური აღქმით, რომელიც იზრდება და მისი გამოხატვა რაციონალური ენით ვერ ხერხდება... ნუ ახლა ის რომ ეს ბერები ბუდისტები არიან, არ ღირს ერთი ხელის მოსმით უარყოფა...

პოსტის ავტორი: sopo... თარიღი: Jan 12 2009, 07:42 PM

კიდევ რომელიღაც წმინდა მამას აქვს ნათქვამი მე ვიცი ადამიანები რომლებიც მთელი დღე ლაპარაკობენ და გულით მდუმარებას ინარჩუნებენო და პირიქითაც.. მთავარია არ აითქვიფო.. არ გაიბნე.. გულში უფალი არ დაკარგო და შენი თავი ..

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Jan 12 2009, 07:44 PM

ციტატა
კიდევ რომელიღაც წმინდა მამას აქვს ნათქვამი მე ვიცი ადამიანები რომლებიც მთელი დღე ლაპარაკობენ და გულით მდუმარებას ინარჩუნებენო და პირიქითაც.. მთავარია არ აითქვიფო.. არ გაიბნე.. გულში უფალი არ დაკარგო და შენი თავი ..


ხო, მაგრამ ზოგი ადამიანი არ ნიშნავს ყვლას - მოცარტი არ ნიშნავს გოგი დოლიძესა და ნატო დუმბაძეს, ამ უკანასკნელთ ვარჯიში ჭირდებათ yes.gif

პოსტის ავტორი: S a l l y თარიღი: Jan 12 2009, 07:48 PM

ციტატა
როცა შენ ცდილობ სხვაგვარად ეკონტაქტო სამყაროს


საინტერესოა...

ზემოთ მოყვანილი მაგალითი ცოტა არარეალური მგონია..

ერტია როცა წყნარად სოფლად ხარ და შეგიძლია თვი აარიდო უსარგებლო საუბრებს,ხოლო სამსახურში,უნივერსიტეტში ძნელია..არ არის საბრთხე ასოციალურები გავხდეთ? როცა ირგვლივ ხალხია ვითვისაც ჩვენი სიტყვა მნიშვნელოვანია,ფასეულია და გამოსადექი..სადაა ძღვარი უკმად მეტყველებასა და საჭირო მეტყველებას შორის?..

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Jan 12 2009, 07:50 PM

ციტატა
ერტია როცა წყნარად სოფლად ხარ და შეგიძლია თვი აარიდო უსარგებლო საუბრებს,ხოლო სამსახურში,უნივერსიტეტში ძნელია..არ არის საბრთხე ასოციალურები გავხდეთ? როცა ირგვლივ ხალხია ვითვისაც ჩვენი სიტყვა მნიშვნელოვანია,ფასეულია და გამოსადექი..სადაა ძღვარი უკმად მეტყველებასა და საჭირო მეტყველებას შორის?..


საჭირო მეტყველება, აღძრული მეტყველებაა - რომელიც ცნობიერს ეფუძნება და სიკეთეს ემსახურება... სიტყვა პირველადი ქმედებაა და ამ ქმედებათა მიზნობრივი მოქმედების წვრთნის საუკეთესი საშუალებად მდუმარება მესახება... მდუმარება ერთგვარი მედიტაციაა...



პოსტის ავტორი: S a l l y თარიღი: Jan 12 2009, 08:00 PM

ციტატა(მნათე @ Jan 12 2009, 07:50 PM) *

საჭირო მეტყველება, აღძრული მეტყველებაა - რომელიც ცნობიერს ეფუძნება და სიკეთეს ემსახურება... სიტყვა პირველადი ქმედებაა და ამ ქმედებათა მიზნობრივი მოქმედების წვრთნის საუკეთესი საშუალებად მდუმარება მესახება... მდუმარება ერთგვარი მედიტაციაა...


გეთანხმები,ამ ყველაფერს მგონი ასე თუ ისე ყველა რაღაც დოზით ვაცნობიერებთ...

რეალურად კი ბევრად უფრო ძნელია..ზემოთ სოფომ მოიყვანა მაგალითები,ყოველდღიურობაში ბევრიჯერ გვიწევს არც თუ ისე სასურველი და საჭირო საუბრების გამართვა..იმიტომ რომ ვიღაცას არ ვაწყენინოთ,ან არ გაუცხოვდე ახლობლებისგან..

ყოველდღიურობაში ჭირს..

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Jan 12 2009, 08:04 PM

ციტატა
რეალურად კი ბევრად უფრო ძნელია..ზემოთ სოფომ მოიყვანა მაგალითები,ყოველდღიურობაში ბევრიჯერ გვიწევს არც თუ ისე სასურველი და საჭირო საუბრების გამართვა..იმიტომ რომ ვიღაცას არ ვაწყენინოთ,ან არ გაუცხოვდე ახლობლებისგან..


გააჩნია რთული ვისთვის... როგორ გითხრა, მე ამის გარეშე ცხოვრება არ შემიძლია, რომ არა გამუდმებული ძიება და ინტერესი - ცხოვრება ხარა-ხურად გადამექცეოდა... არ ვიცი ეს ჩემი იმპულსია თუ არა, მაგრამ საკუთარი თავი ყველაზე მეტად მაინტერესებს და ბევრ პარალელსაც ვპოულობ გარემოსთან.. ცნობიერების ამ ევოლუციურ რგოლს, სადღაცამდე მივყავართ... მე მჯერა რომ ჩემს ძიებას ის ვინც ძიების დასაბამი და მიზანია შედეგით დააკმაყოფილებს.. შედეგით, რომელიც ასევე თავადაა smile.gif

რთილს ვერ ვუწოდებ, უფრო მტკივნეული... უბრალოდ მე ისეთი რამე მინდა, რაც ტკივილს იწვევს (და მაზოხისტი სულაც არ ვარ)

მოკლედ - ჩემი ცხოვრება სარკაზმია biggrin.gif


პოსტის ავტორი: subterranean თარიღი: Jan 12 2009, 08:10 PM

ციტატა(neo @ Jan 11 2009, 05:37 PM) *

რამდენად შესაძლებელია ერში მცხოვრებმა მადლის მოხვეჭის ამ მეთოდს მიმართონ ?



არ გამომიცდია და მაინც დავპოსტავ, ბოდიში. იმ მოტივით, რომ მადლის "დავთარში" ჩამეწერება და მოდი, ცოტა ხანს ვიქნები მდუმარედო, ასეთ რაღაცას რა აზრი აქვს

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Jan 12 2009, 08:15 PM

ციტატა
რომლებიც მთელი დღე ლაპარაკობენ და გულით მდუმარებას ინარჩუნებენო და პირიქითაც.. მთავარია არ აითქვიფო.. არ გაიბნე.. გულში უფალი არ დაკარგო და შენი თავი ..

ეგ კარგია, მაგრამ ეს არაა ისიხაზმი ისიხაზმი, როგორც გარედან ისე შიგნიდანაც გულისხმობს უცილობელ დუმილს, ქრისტიანის მიბაძვის მაგალითად ნამდვილად გამოდგება ილაპარაკოს ისე, რომ გულში დუმილი დაიცვას, ანუ დადუმდეს არასაჭიროზე...

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Jan 12 2009, 08:17 PM

ციტატა

ეგ კარგია, მაგრამ ეს არაა ისიხაზმი ისიხაზმი, როგორც გარედან ისე შიგნიდანაც გულისხმობს უცილობელ დუმილს, ქრისტიანის მიბაძვის მაგალითად ნამდვილად გამოდგება ილაპარაკოს ისე, რომ გულში დუმილი დაიცვას, ანუ დადუმდეს არასაჭიროზე...


ისიხაზმი მისტიკაა biggrin.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Jan 12 2009, 08:53 PM

ციტატა
მისტიკა

კი, და მისტიკა კი დუმილს ითხოვს smile.gif

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Jan 12 2009, 08:54 PM

ციტატა
კი, და მისტიკა კი დუმილს ითხოვს


ისე ისიხასტებზე რა მაგარი ფენტეზის აწყობა შეიძლება biggrin.gif მართლმადიდებლური ფენტეზის დაწერას ვაპირებ yes.gif

პოსტის ავტორი: neo თარიღი: Jan 13 2009, 10:58 AM

ციტატა
რა უცნაურია, დღეს ვფიქრობდი, რა განსხვავებაა დუმილსა და დათმენას შორის-მეთქი...

მომიტევეთ, თუ სხვანაირად გავიგე თემა


ერთი ერთში გაიგე smile.gif

საინტერეოსა თქვენი აზრების წაკიტხვა ძალიან

პოსტის ავტორი: neo თარიღი: Jan 13 2009, 02:31 PM

ნამეტნავისაგან გულისა პირი იტყჳნ. 35. კეთილმან კაცმან კეთილისაგან საუნჯისა გამოიღის კეთილი, და ბოროტმან კაცმან ბოროტისაგან საუნჯისა გამოიღის ბოროტი. 36. ხოლო მე გეტყჳ თქუენ, რამეთუ: ყოველი სიტყუაჲ უქმი რომელსა იტყოდიან კაცნი, მისცენ სიტყუაჲ მისთჳს დღესა მას სასჯელისასა. 37. რამეთუ სიტყუათა შენთაგან განჰმართლდე და სიტყუათა შენთაგან დაისაჯო.

პოსტის ავტორი: neo თარიღი: Jan 13 2009, 05:59 PM

მოკლედ მე გადავწყვიდე მნატეს მივბაძო და წელიწადში ერთი კვირა მაინც შევძლო მდუმარებაში გატარება...

მანამდე კი კიდევ ასეთი კითხვა მაქვს, ხიმ არ იქნება კარგი დღის განმავლობაში ერთ საათი შეარჩიო და ეს საათი მდუმარებაში გაატარო... დავუშვათ როდესაც სარამოს სახლში დაღლილი მიდიხარ, ან დილით სანამ სახლიდან გამოხვალ... ამ დროს როგორც წესი ყველაზე მეტად ვსაუბრობ უაზროდ...

თან მდუმარებაში არ ვგულისხმობ ხმის გაწყვეტას, არამედ მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში საუბარს, ისიც სხვისი და არა საკუტარი საჭიროებიდან გამომდინარე...

რას ფიქრობთ ღირს ამის გაკეტება ? იქნება სასარგებლო ?

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Jan 15 2009, 07:56 PM

ციტატა(neo @ Jan 13 2009, 06:59 PM) *

მოკლედ მე გადავწყვიდე მნატეს მივბაძო და წელიწადში ერთი კვირა მაინც შევძლო მდუმარებაში გატარება...

მანამდე კი კიდევ ასეთი კითხვა მაქვს, ხიმ არ იქნება კარგი დღის განმავლობაში ერთ საათი შეარჩიო და ეს საათი მდუმარებაში გაატარო... დავუშვათ როდესაც სარამოს სახლში დაღლილი მიდიხარ, ან დილით სანამ სახლიდან გამოხვალ... ამ დროს როგორც წესი ყველაზე მეტად ვსაუბრობ უაზროდ...

თან მდუმარებაში არ ვგულისხმობ ხმის გაწყვეტას, არამედ მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში საუბარს, ისიც სხვისი და არა საკუტარი საჭიროებიდან გამომდინარე...

რას ფიქრობთ ღირს ამის გაკეტება ? იქნება სასარგებლო ?

unsure.gif თვითნებურ ექსპერიმენტებს არ ჰგავს?

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Jan 15 2009, 08:40 PM

მე მგონი მდუმარება დიდი შრომის შედეგად შეიძლება მარტო გამოგივიდეს.
მე ჩუმად რომ ვარ, ისედაც არ ვლაპარაკობ ბევრს, ვფიქრობ გასაკეთებელზე, გაკეთებულზე, წარსულზე.
ხასიათის მიხედვით და მაწუხებს უამრავი ამქვეყნიური რარაც..;
ადამიანი რომელიც(მე) ლოცვას ვერ ვახერხებ ამ საზრუნავზე ღელვის გარეშე, ვერ შევძლებ მდუმარებას ისე, როგორც ეგების.

უბრალოდ არ გამომდის თორემ, აჰა, ვარ ჩუმად მთელი დღე...

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Jan 15 2009, 09:44 PM

ჰო, ჩუმად ყოფნა ჯერ კიდევ არ უნდა ნიშნავდეს მდუმარებას, მე ასე მგონია

პოსტის ავტორი: neo თარიღი: Jan 16 2009, 10:21 AM

ციტატა
თვითნებურ ექსპერიმენტებს არ ჰგავს?


კი ასეა, ვიღებ პასუხისმგებლობას smile.gif

ციტატა
მე მგონი მდუმარება დიდი შრომის შედეგად შეიძლება მარტო გამოგივიდეს.
მე ჩუმად რომ ვარ, ისედაც არ ვლაპარაკობ ბევრს, ვფიქრობ გასაკეთებელზე, გაკეთებულზე, წარსულზე.
ხასიათის მიხედვით და მაწუხებს უამრავი ამქვეყნიური რარაც..;
ადამიანი რომელიც(მე) ლოცვას ვერ ვახერხებ ამ საზრუნავზე ღელვის გარეშე, ვერ შევძლებ მდუმარებას ისე, როგორც ეგების.

უბრალოდ არ გამომდის თორემ, აჰა, ვარ ჩუმად მთელი დღე...


ჯერ მარტივიდან დაიწყე, მერე თვითონ გასწავლის...


,,ჩუმად ვარ მთელი დღე"... smile.gif

მოდი აბა ცადე დღეს სარამოს 10 დან 11 საათამდე ხმა არ ამოიღო (შენი საჭიროებიდან გამომდინარე) და ნახავ თუ ხარ ჩუმად...

შეგეკიტხებიან უპასუხე, გაიღიმე ,იფიქრე, წერე... მაგრამ როცა გინდა რომ ვინმეს რამე ელემენტარული თოხოვო დადუმდი, როცა გინდა უბრალოდ რაღაც ამბავი მოყვე, -დადუმდი, როცა გინდა რამეზე კომენტარი გააკეთო, -დადუმდი, როცა გინდა ვინმეს შენიშვნა მიცე, - დადუმდი...

მოდი აბა ცადე...

მე ვცადე...

ძალიან საინტერესოა


პოსტის ავტორი: mak თარიღი: Jan 16 2009, 11:15 AM

ციტატა(neo @ Jan 16 2009, 10:21 AM) *

კი ასეა, ვიღებ პასუხისმგებლობას smile.gif
ჯერ მარტივიდან დაიწყე, მერე თვითონ გასწავლის...
,,ჩუმად ვარ მთელი დღე"... smile.gif

მოდი აბა ცადე დღეს სარამოს 10 დან 11 საათამდე ხმა არ ამოიღო (შენი საჭიროებიდან გამომდინარე) და ნახავ თუ ხარ ჩუმად...

შეგეკიტხებიან უპასუხე, გაიღიმე ,იფიქრე, წერე... მაგრამ როცა გინდა რომ ვინმეს რამე ელემენტარული თოხოვო დადუმდი, როცა გინდა უბრალოდ რაღაც ამბავი მოყვე, -დადუმდი, როცა გინდა რამეზე კომენტარი გააკეთო, -დადუმდი, როცა გინდა ვინმეს შენიშვნა მიცე, - დადუმდი...

მოდი აბა ცადე...

მე ვცადე...

ძალიან საინტერესოა

გეთანხმებით.მართლაც საოცარი შეგრძნება გეუფლება.სულიერი სიმშვიდე და რაღაც ამოუხსნელი... მერე კი საერთოდ აღარ გინდა რამე თქვა...

პოსტის ავტორი: ლეონტი თარიღი: Jan 16 2009, 11:44 AM

მე მგონია რომ ჭეშმარიტებას ამ თემაში მხოლოდ კაიროსი შეეხო, მაგრამ მის მიერ მოტანილი ციტატებიც და მდუმარების არსიც სხვებისთვის გაუგებარი დარჩა.

საქმე ის გახლავთ რომ მდუმარება როგორც ესეთი ღვაწლი ან სასიკეთო სულისთვის სულაც არ გახლავთ.

ძაღლი რომელიც არ იყეფება იკბინებაო, ნათქვამია.

მამების შემთხვევაში შინაგან მდუმარებაზეა ლაპარაკი, რომლის დროსაც სიტყვების წარმოთქმაც კი შეიძლება ისე რომ მდუმარება არ დაარღვიო.

გასაგებია რამე?
საკითხი კომპლექსურია.
მარად მდუმარე ბოღმა ყბაყურაშვილი არ გინახავთ?
მერე მადლია?

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Jan 16 2009, 12:02 PM

neo

ციტატა
ასევე ამ საიტის ღვთისმეტყველებს ძალიან გთხოვ რომ ნუ დადებთ წმინდა მამათა სქელტანიან ნაშრომებს, მარტივად და თავისუფლად გამოვთქვათ საკუთარი საზრები თუ რა თქმა უნდა ამით ბევრს არ დავაშავებთ

დასაწყისში ამ სიტყვებზე ტყუილად არ გამიკეთებია კომენტარი. ისიქასტური ანუ მდუმარების ღვაწლი ღვთისმეტყველების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემაა და საეკლესიო ავტორთა ციტატებს ცხადია ვერ ავდებით თუ მის რეალურ არსზე ვსაუბრობთ.

მოკლედ ეს შეიძლება ასე ითქვას, რომ მდუმარება ეს გამოწვეულია არა იმით რომ ადამიანს სათქმელი აღარ აქვს ან უბრალოდ არ უნდა ლაპარაკი, გრიგოლ ღვთისმეტყველის მაგალითზე დაყრდნობით მდუმარება ზე ჭარბი სათქმელითაა გამოწვეული, ანუ ისეთი რამით რა მატერიალურ სიტყვაში ვერ გამოითქმის. პირად ცხოვრებაში ხშირად გვქონია შემთხვევა როა მეგობარს ან საყვარელ ადამიანს რაღაც მეტად სასიამოვნო გვინდა ვუთხრათ, ყველაზე ძვრიფასი რამ და მოულოდნელად სიტყვებს ვერ ვპოულობთ რომ გამოვხატოთ ეს მისდამი პატივისცემა. წარმოიდგინეთ მოღვაწის გონება რომელიც სასუფეველს განიცდის როგორი ნეტარებიტაა შეპყრობილი, უბრალოდ მას არ შეუძლია ეს გადმოსცეს მატერიალურ სიტყვაში და მდუმარებაშია, ჩუმადაა რადგან საღვთო ნეტარებას იგი დაუდუმებია.

და რამ უნდა დაგვადმუოს ჩვენ აბა მითხარით, შეიძლება ერთი თვე იყო ადამიანი ჩუმად, მაგრამ რა მერე. ქრისტიანობაში არაფერია თვითმიზანი. თუკი რაღაცას არ მოაქვს ჩვენთვის სიკეთე და მას მაინც აღვასრულებთ, თუნდაც ზიარება უკვე თვითმიზანია პიროვნებისთვის და მას შედეგი არ მოაქვს.

სხვა მხრივ რატომ უნდა დადუმდე ჩემთვის გაუგებარია, თუ სათქმელი გაქვს უნდა თქვა.
smile.gif

პოსტის ავტორი: .:Lela:. თარიღი: Jan 16 2009, 12:18 PM

მდუმარებას ალბათ მაშინ მოაქვს სარგებელი, როცა მისთვის ემზადები,თორე ის რომ საჭიროება მოითხოვს(სამსახურში კომპტან ზიხარ და მუშაობ ან ინტერნეტში დაძრომიალობ) და მაგიტომ ხარ ჩუმად მეეჭვება რაიმის მომტანი იყოს smile.gif
მე პირადათ მდუმარება მესმის ან სრულ სიმარტოვეში და სიწყნარეში ან ხალხმრავალ ადგილში შენთვის დუმდე და დუმილის მიერ გამოწვეულ ფიქრებში იყო ჩაფლული smile.gif
პ.ს
როგორც ასეთი მე პირადათ დუმილისთვის არ მომზადებულვარ თუმცა ვყოფილვარ ჩუმად და მაგ დროს მომდიოდა ისეთი აზრები როგორიცაა, აი ამდროს ის უნდა მექნა რაღაც ისე ვერ ვქენი ან ვთქვი,ამქვეყნიური საზრუნავები და თუ ყველაფერი კარგად მთავრდებოდა გადავდიოდი ისეთ ფიქრებზე რაც შინაგანათ მაწუხებს რის ძიებაშიც ვარ,ჩნდება ახალი კითხვები და ა.შ ბევრ რამეზე ჩამაფიქრებელი აზრები smile.gif

ამ დღეებში უნდა გავჩუმდე, ვცდი cool.gif



ციტატა(afxazi @ Jan 16 2009, 12:02 PM) *

neo
შეიძლება ერთი თვე იყო ადამიანი ჩუმად, მაგრამ რა მერე

ასეთი რაღაცეების მომხრე ნამდვილად არ ვარ,მაშინ წავიდნენ მონასტერში unsure.gif smile.gif

წარმოიდგინეთ თქვენი ახლობელი რომელიც 1 თვე თქვენს გვერდითაა და დუმს, კოშმარ biggrin.gif

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Jan 16 2009, 12:53 PM

ლეონტი

ციტატა
გასაგებია რამე?

ჩვენ ვწავლობთ, ამაოდმეტყველება როცა გვინდა, მაშინ დავდუმდეთ, ბატონო ლეონტი და ნუ დაგვცოფავთ თუ შეიძლება biggrin.gif

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Jan 16 2009, 01:03 PM

თამარი_ცქნაფო

ციტატა
ბევრჯერ მქონია შემტხვევა, როცა უსამართლოდ მეკამათებოდნენ, თავიდან ვცხარდებოდი, ვცდილობდი თავი დამეცვა. ერთხელ მივხვდი, რომ ამით არაფერი იცვლებოდეა, სწორედ მაშინ მოვისმინე პირველად პატრიარქის ქადაგება დავით წინასწარმეტყველისა და სიმშვიდის შესახებ... ჰოდა, ჩემდაუნებურად ვცადე, ვერ გეტყვით, რომ მას მერე ბევრჯერ ვცადე, ცემმა სულმოკლეობამ დამძლია, მაგრამ ახლაც ვერ გადმოგცემთ იმ უცნაურ განცდას, მახსოვს, რარაც უცნაური სიმშვიდე მეუფლებოდა, მე მაკრიტიკებდნენ, მეუბნებოდნენ იმა,ს რაც ვიცოდი, არ იყო მართალი, თავიდან ისე მწარე იყო, ცრემლებიც კი გადმომცვივდა (არ დაუნახავთ), მერე უფრო ლაღად შევხვდი და ბოლო არც არავინ ცდილობდა კვლავ ეთქვა ჩემთვსი თეთრზე შავი... თუმცა ეს ადრე იყო, ახლა? ახა არ ვიცი, ხან ვცდილობ, საკუთარ თავს ვეუბნბეი, ჩუუუ, არ თქვა, ორივე სემთხვევაში ზიანდბეი, დაითვალე ათამდე, ხან ვჩერდები, მაგრამ უფრო ხშირად ვერა. თუმცა ძალიან კარგად მახსოვს, ერთ-ერთ სამსახურში დირექციაში ვიჯექი კომპთან, ისინი საუბრობდნენ გარეშე თემაზე, მე ინტერნეტში წერილებს ვამოწმებდი, მერე ფორუმი ჩავრთე მერე სხვა რამ და ხმა არ ამომიღია, დირექტორი რომ გადიოდა, გაბრაზდა და მითხრა, ჩვენი თანამშრომელი ხარ თუ არა, ხმას რატომ არ იღებო, არადა აშკარად სხვა საგანზე და სხვა, არასამსახურეობრივ თემებზე საუბრობდნენ. ის სიმწარეც მახსოვს, ვთქვა-არ ვთქვა რომ იბრძოდნენ და მაინც ვთქვი გულისტკივილი და ისევ მე გამაკრიტიკეს. ამიტომ დუმილი ყოველთვის ჯობს...



ძალიან მაგარი პოსტია ცქნაფო.

მეც სწორედ ადრე ვიყავი თავშეკავებული, განსაკუთრებით მაშინ, როცა მართალი ვიყავი. ამ დროს არ მიყვარდა პასუხის გაცემა და ჩუმად ვუსმენდი ხოლმე ბრალდებებს, რაც მეტს ვისმენდი, მით მეტად რწმუნდებოდნენ ჩემს სიმაღტლეში, რადგან ამას მდუმარებით ვხდებოდი. როცა ტავის მარტლებას იწყებ, ცამდე მარტალიც კი მიწამდე ეშვები, გესმის ბრალდება, პასუხობ, რასაც ახალი ბრალდება მოჰყვება, ამს სენგან პასუხად მისი ბრალდება და აშ... თუმცა მდუმარების თემის ზუსტი პასუხი ეს არ უნდა იყოს.

მდუმარება საერთოდ ყველანაირი საუბრისგან ტავშეკავებაა. ჩვენ ქალებს ერთმანეთტან შეხვედრა ,,წაჭორავების,, biggrin.gif ხათრიტაც გვიყვარს biggrin.gif ამ დროს ჩვენი პასუხები ჰო, ჰო და არა, არა უნდა იყოს. ალბათ ტავიდან, ეს მძიმე იქნება, მერე ამაში დაინახავ ყველაზე დიდი მუსიკას, ყევლაზე დიდი სივრცეს და ალბათ ამ დროს იქნები ახლოს უფალთან (ნუ, ნამეტანი მხატვრულად ვტქვი biggrin.gif). თუმცა, ჩემთვის ეს ძალიან რთულია, რადგან ასდე შეიძლება ახლობლები დაკაგო. იქნებ, ასე იმიტომ ვფიქორბ, რომ მდუმარებ ა რა არის არ მესმის?

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Jan 16 2009, 03:02 PM

.:Lela:.

ციტატა
წარმოიდგინეთ თქვენი ახლობელი რომელიც 1 თვე თქვენს გვერდითაა და დუმს, კოშმარ

საშინელებაა sad.gif მითუფრო თუ არ იცი, რომ რაღაც სულიერ "ექსპერიმენტს" ატარებს... ჩავარდები იზმენებში ნაღდად.. ცუდია ასე...

neo
ციტატა
დავუშვათ როდესაც სარამოს სახლში დაღლილი მიდიხარ, ან დილით სანამ სახლიდან გამოხვალ... ამ დროს როგორც წესი ყველაზე მეტად ვსაუბრობ უაზროდ...

თან მდუმარებაში არ ვგულისხმობ ხმის გაწყვეტას, არამედ მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში საუბარს, ისიც სხვისი და არა საკუტარი საჭიროებიდან გამომდინარე...

რას ფიქრობთ ღირს ამის გაკეტება ? იქნება სასარგებლო ?


ნეო, მასე ვარ მე და ბევრი ჩვენი ფორუმელი, ვთქვათ, კატე , ნათია და ა.შ. სამსახური რომ არა, სადაც მხოლოდ ძირითადად საჭიროებრივი საუბრები გვიხდება, ალბათ ისე გავა დღე საკუთარ ხმას ვერ გავიგონებთ smile.gif

ხოდა, მე ამას შემდეგ, როდესაც ვინმე მეწვევა, ვიყენებ "ბოროტად" და იმდენს ვლაპარაკობ მასთან, რომ ყელი მტკივდება მერე biggrin.gif მაგალითად, ეკატერინე და ზაზა რომ იყვნენ ჩემთან, ასე დამემართა smile.gif მერე ისევ იწყება მდუმარების პერიოდი და ასე ... აქაურ ნაცნობებთან ეს ბოლო 2 წელია თითქმის არ მაქვს "ლაივ" კონტაქტი. შაბათ-კვირას კი როცა სახლში ვარ ძირითადად, ხშირად ლექსებს ვამბობ ხმამაღლა, რომ საკუთარი ხმა არ დამავიწყდეს smile.gif

ეს ერობის ამბები. რაც შეეხება მდუმარებას, როგორც დათმენის ღვაწლს, ალბათ მონასტრებში ბევრი მისდევს , ანუ მხოლოდ ხუცესის შეკითხვაზე პასუხობენ. ვიცი ასეთი ახალგაზრდა მორჩილები და მონაზონნი ბიჭები სერბიაში.

პოსტის ავტორი: ლეონტი თარიღი: Jan 16 2009, 03:03 PM

ციტატა(kato_Bato @ Jan 16 2009, 12:53 PM) *



ნუ დაგვცოფავთ თუ შეიძლება biggrin.gif

არავინ არ გცოფავთ, ჯერ ჯერობით.


ციტატა(kato_Bato @ Jan 16 2009, 12:53 PM) *

ჩვენ ვსწავლობთ, ამაოდმეტყველება როცა გვინდა, მაშინ დავდუმდეთ



ეს საკითხი ზრდილობის , ეთიკის და ნორმალური საქციელის სფეროდანაა. ნორმალური ადამიანები ესე იქცევიან მიუხედავად სარწმუნოებისა და ასაკისა.
გეთანხმები რაც არ ვიცით უნდა ვისწავლოთ და გავხდეთ ნორმალურები.

მაგრამ დადუმება თავისთავად არ გახლავთ სულიერი ღვაწლი, თუნდაც იმიტომ რომ ტვინს ვერ ადუმებ და იგივეს ფიქრობ, რასაც უკვე აღარ ამბობ.

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Jan 16 2009, 03:10 PM

ლეონტი

ციტატა
ეს საკითხი ზრდილობის , ეთიკის და ნორმალური საქციელის სფეროდანაა. ნორმალური ადამიანები ესე იქცევიან მიუხედავად სარწმუნოებისა და ასაკისა.

სრული სიმართლეა, ბატონო ლეონტი smile.gif 2kiss.gif

ციტატა
აგრამ დადუმება თავისთავად არ გახლავთ სულიერი ღვაწლი, თუნდაც იმიტომ რომ ტვინს ვერ ადუმებ და იგივეს ფიქრობ, რასაც უკვე აღარ ამბობ.


მე მგონი, "მკაცრი საკუთარი რეჟიმის" მქონე ბერ-მონაზვნები ამას ახერხებენ, ანუ სდუმან არა იმიტომ , რომ აზრი დამალონ და არ გადმოსცენ, არამედ მათი ფიქრებიც სუფთაა. ჩემი აზრით ასეთი რამ შესაძლებელია: სუფთა გულის
ფიქრები და დადუმება. ღვაწლი არ ვიცი რა დონისაა, თუ ჩუმად ხარ და გულიც სუფთა გაქვს, რომც რაიმე თქვა, ის არ იქნება უხამსი და ფუჭმეტყველება, ამიტომ არ ვიცი , ვერ ვიტყვი ვერაფერს, ეს ჩემი აზრია და წაკითხვით კი მდუმარების ღვაწლზე არსად არ წამიკითხია. ეს უფრო თავის "დასჯაა" ალბათ...

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Jan 16 2009, 03:11 PM

ლეონტი

ციტატა
არავინ არ გცოფავთ, ჯერ ჯერობით.

დიდი მადლობა.
ციტატა
ეს საკითხი ზრდილობის , ეთიკის და ნორმალური საქციელის სფეროდანაა. ნორმალური ადამიანები ესე იქცევიან მიუხედავად სარწმუნოებისა და ასაკისა.

ანგელოზები ამ თემაში ნუ შემოხვალთ.
მგონი დაგაფრთხეთ .

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Jan 16 2009, 04:32 PM

kato_Bato

ციტატა
ანგელოზები ამ თემაში ნუ შემოხვალთ.
მგონი დაგაფრთხეთ .

კატუნ, მე დავაციტატე ლეონტის ნათქვამი, იმიტომ რომ აზრი მომეწონა, მაგრამ წინა პოსტები არ წამიკითხავს და არ ვიცი რატომ ახსენა smile.gif აზრს კი 100% ვეთანხმები: კულტურას და ადამიანურ ზნეობას არც ეროვნება აქვს და არც სარწმუნეობა.

ხოდა, ანგელოზობაში არ ჩამომართვათ, ჯერ მხოლოდ მარცხენა ფრთა იყლორტება გვერდზე laugh.gif

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Jan 16 2009, 04:38 PM

staywhite

ციტატა
კატუნ, მე დავაციტატე ლეონტის ნათქვამი, იმიტომ რომ აზრი მომეწონა, მაგრამ წინა პოსტები არ წამიკითხავს და არ ვიცი რატომ ახსენა აზრს კი 100% ვეთანხმები: კულტურას და ადამიანურ ზნეობას არც ეროვნება აქვს და არც სარწმუნეობა.

ხოდა, ანგელოზობაში არ ჩამომართვათ, ჯერ მხოლოდ მარცხენა ფრთა იყლორტება გვერდზე

laugh.gif

მე ვსწავლობ სხვების გამოცდილებაზე, ვხვდები რა ყოფილა კარგი სინამდვილეში და რა მეგონა მე.

დიდი მადლობა, ვისაც არ გეზარებათ, თავში რტყმის გარეშე აგვიხსნათ smile.gif

არასდროს მრცხვენოდა სწავლის, აწიც ნუ შემარცხვენენ, ფლიზზზ biggrin.gif kiss1.gif

პოსტის ავტორი: neo თარიღი: Jan 16 2009, 07:15 PM

ციტატა
მე მგონია რომ ჭეშმარიტებას ამ თემაში მხოლოდ კაიროსი შეეხო, მაგრამ მის მიერ მოტანილი ციტატებიც და მდუმარების არსიც სხვებისთვის გაუგებარი დარჩა.

საქმე ის გახლავთ რომ მდუმარება როგორც ესეთი ღვაწლი ან სასიკეთო სულისთვის სულაც არ გახლავთ.

ძაღლი რომელიც არ იყეფება იკბინებაო, ნათქვამია.

მამების შემთხვევაში შინაგან მდუმარებაზეა ლაპარაკი, რომლის დროსაც სიტყვების წარმოთქმაც კი შეიძლება ისე რომ მდუმარება არ დაარღვიო.

გასაგებია რამე?
საკითხი კომპლექსურია.
მარად მდუმარე ბოღმა ყბაყურაშვილი არ გინახავთ?
მერე მადლია?




ეჰ, იგივე შიძლება ლოცვაზეც და მარხვაზეც ითქვას... ძალიან კარგად მესმის რაც კაიროსმა თქვა და ისიც რაზეც თქვენ საუბრობთ, წმინდა მამებისაც მესმის... მაგრამ ეგ ყველაფერი მშრალი თეორიაა...

მე ტქვენი გამოცდილება მაინტერესებდა, პრაქტიკული გამოცდილება, მითუმეტეს რომ ჯერ არ შემხვედრია ძაღლი რომელსაც ყეფა უნდოდეს და ტავისივე ნებიტ არ ყეფდეს...






ციტატა
და რამ უნდა დაგვადმუოს ჩვენ აბა მითხარით, შეიძლება ერთი თვე იყო ადამიანი ჩუმად, მაგრამ რა მერე. ქრისტიანობაში არაფერია თვითმიზანი. თუკი რაღაცას არ მოაქვს ჩვენთვის სიკეთე და მას მაინც აღვასრულებთ, თუნდაც ზიარება უკვე თვითმიზანია პიროვნებისთვის და მას შედეგი არ მოაქვს.

სხვა მხრივ რატომ უნდა დადუმდე ჩემთვის გაუგებარია, თუ სათქმელი გაქვს უნდა თქვა.



ერთი ერთში გეტანხმები არაფერია თვითმიზანი, მტავარი მოტივია რა გამოძრავებს... რატომ დუმხარ...

თუმცა სწორედ იმის გამო რომ გაუგებარია რატომ უნდა დადუმდე... უნდა ცადო და გასაგები გახდება...

ამ თემი მიზანი ეს იყო სხვა არაფერი... მოდი ვცადოთ... რეალურად შევეხოთ იმას რაზეც წერდნენ მცირედით... და ნუ ვიტყვით რომ ასე მხოლოდ მონასტრებშია...



,,ძილის წინ წაკითხვა მიყვარს ხოლმე, ჩემთან მაგრად ცივა სახლში, როცა წამოვწექი წიგნის არება დამავიწყდა... ლოგინი რომ კარგად ჩათბა აბა მერე ნახე იმ ყინვაში ადგომა არის თუ არა (შეიძლება ორი ლეპტა მაგრამ მაინც) ღვაწლი...

ორი ალტერნატივა მქონდა მეთხოვა ჩემი დისთვის და წიგნს მომიტანდა ან ავმდგარიყავი და მომეტანა...

გარდა ამისა გვერდით ჩემი ძმა იყო რომელიც კომპიუტერში რარაცას თამაშობდა და კლავიშების წკაპაწკუპმა თავი ამატკივა, ძალიან მშლიდა ნერვებზე... აქც ორი არცევანი მქონდა ან დამეთბინა ან მეთხოვა რომ გაჩერებულიყო... არის ტუ არა დათბენა ამ დროს (შეძლება ორი ლეპტა მაგრამ მაინც) ღვაწლი, რა ტქმა უნდა თუ კეთილგონივრულად აკეთებ ?



წიგნებში ბევრი ბევრი რამე წერია... გამოცდილებასი ძალიალ ძალიან ცოტა...














პოსტის ავტორი: Amuza თარიღი: Jan 17 2009, 12:54 AM

რო არ პოსტავ ეგეც ხო მდუმარებაა? თავისებურად ალბათ კიი

პოსტის ავტორი: gvasalia თარიღი: Jan 31 2009, 07:44 PM

...............................

smile.gif

წმინდანებზე შეგიძლია ილაპარაკო...

პოსტის ავტორი: Iona თარიღი: Jan 31 2009, 07:49 PM

ციტატა
მამების შემთხვევაში შინაგან მდუმარებაზეა ლაპარაკი, რომლის დროსაც სიტყვების წარმოთქმაც კი შეიძლება ისე რომ მდუმარება არ დაარღვიო.


შინაგანი მდუმარება რაა?

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Aug 25 2012, 01:26 AM

ძალიან საინეტერესო თემებზე იხსნებოდა ტოპიკები.... ნეტავ გაგრძელდეს საუბრები

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 5 2015, 11:49 AM

„უადგილო სიტყვისგებათაგან განდგომა“

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 5 2015, 12:08 PM

„ხმადაბლობა“


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 5 2015, 12:34 PM

„ბაგეთმდუმარება“

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 5 2015, 06:49 PM

„ვინც დაფარვასაც ვერ დაითმენს მდუმარებაში“

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 5 2015, 08:51 PM

„მცირედ ვესიტყვო“

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 8 2015, 07:05 PM

"დუმილი - ღვთის ფალანტია"

/წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 3 2015, 08:56 PM

"დუმილი გახლდათ მშვენიერი მუსიკა დღისა. ისინი საუბრობდნენ დიდი საჭიროების შემთხვევაში"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 18 2015, 06:50 PM

"რაც უფრო განშორდებოდა ამსოფლიურ ამაოებას და ამსოფლიურ საუბრებს, მით უფრო მიუახლოვდებოდა ღმერთს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 11 2016, 08:19 PM

"რომელია სულისათვის უმჯობესი - დუმილი თუ ბრძნადმეტყველება?

უმჯობესია შენთვის, იყო გულისხმისმყოფელი, გამოცდილი და მცირედის მეტყველი, ვიდრე გამოდიოდეს შენგან სწავლა, როგორც წყარო, შენი მახვილი გონების გამო".

/წმ. ისააკ ასური/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 24 2016, 04:47 PM

"მდუმარება ჩვენს უხილავ ბრძოლაში უდიდესი ძალაა და გამარჯვების დიდი იმედია, მდუმარება ძლიერ უყვარს მხოლოდ ღვთის იმედად მყოფს. ის წმინდა ლოცვის დამცველი და სათნოებების მოპოვების გზაზე საოცარი შემწეა, მდუმარება სულიერი სიბრძნის ნიშანია.

წმინდა ისააკი ამბობს, "ენის დაცვა არა მარტო აიძულებს გონებას ღმერთთან აიჭრას, იდუმალად ხორცსაც უდიდეს ძალას ანიჭებს ხილული საქმეების აღსასრულებლად, ის ადამიანი ფარული ღვაწლის დროსაც ანათებს, თუ ადამიანი გამოცდილია და იცის მდუმარების დაცვა" - სხვაგან კი ასე ასხამს ხოტბას მდუმარეს: "როდესაც ერთ მხარეს შენი განვლილი ცხოვრების ღვაწლს დადებ, ხოლო მეორეზე მდუმარებას, მიხვდები, რომ ეს უკანასკნელი გადაწონის".

ბევრი კეთილი რჩევა-დარიგება არსებობს ჩვენთვის, მაგრამ ვინც მდუმარებას შეიტკბობს, მისთვის ზედმეტია დანარჩენის დაცვა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 25 2016, 11:52 AM

"ილაპარაკე, თუკი მდუმარებაზე უმჯობესი იცი და სათქმელი გაქვს, მაგრამ გიყვარდეს დუმილი, როცა ის თქმას სჯობს".

/წმ. გრიგოლი ღვთისმეტყველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 26 2016, 01:37 PM

"რაც უფრო ცოტას ილაპარაკებს ადამიანი, მით უფრო ნაკლებ ცოდვას ჩაიდენს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 26 2016, 10:58 PM

"მდუმარებაზე საუბრისას, რა თქმა უნდა, ვგულისხმობთ ქრისტიანულ იდეალს, რომლისკენაც უნდა ვისწრაფოდეთ, თორემ ასეთი ღვაწლის აღება დღევანდელ ვითარებაში ბევრს გაუჭირდება. და მაინც, უნდა ვეცადოთ, ნელ-ნელა დავეუფლოთ მდუმარების ხელოვნებას".


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 26 2016, 11:10 PM

"მარხვებში (განსაკუთრებით - დიდ მარხვაში) მორწმუნეები იმასაც კი ითვლიდნენ, რამდენი სიტყვა თქვეს ან რამდენი უნდა ეთქვათ დღის განმავლობაში".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 27 2016, 09:46 PM

"მდუმარების იდეალი იმასაც გულისხმობს, რომ ჩვენი აზრები და შეხედულებები რაც შეიძლება ლაკონიურად, დაწურულად გამოვთქვათ. ეს ადვილი არ არის, მაგრამ უნდა ვისწრაფოდეთ ამისკენ. პითაგორა მოწაფეებისგან მოითხოვდა, სანამ მასთან სწავლას დაიწყებდნენ, სამი წელი მდუმარებაში გაეტარებინათ. ამბობდა, ბრძენმა ჯერ მდუმარება უნდა ისწავლოს და შემდეგ საუბარიო".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 27 2016, 10:00 PM

"რამდენჯერაც დავილაპარაკე, ვინანე, თუკი დავდუმებულვარ, არასოდეს მინანია".

/აბბა არსენი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 12 2016, 11:52 AM

"თუ სულის ცხონება გსურს, ყოველთვის მდუმარე იყავი".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 14 2016, 12:15 PM

"ის მუდამ მდუმარე იყო, რადგან შინაგან მღვიძარებას იმარხავდა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 16 2016, 09:54 PM

"იგი უსაზღვრო მდუმარებას იმარხავდა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 22 2016, 10:39 AM

"ჭკვიანია ის, ვინც ღმერთს აამებს და უმეტესად დუმს, ან თუ საუბრობს, მცირედს საუბრობს, ისიც მხოლოდ საჭიროსა და ღვთისათვის სათნოს".

/ღირსი ანტონი დიდი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 22 2016, 11:02 AM

"ძეო ჩემო! უდიდესი მონაპოვარია ისწავლო მდუმარება. მდუმარება - უფლისადმი მიბაძვაა, რომელმაც "არრა მიუგო, ვიდრემდის უკვირდაცა პილატეს" (მარკოზ. 15,5)".

/წმ. ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 25 2016, 01:01 PM

"უჩვეულოდ მდუმარე"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 6 2016, 02:47 PM

"წმინდა მამების სიტყვებით რომ ვთქვათ, შინაგანი მემყუდროებისა და გულისმიერი სიმშვიდის გარეშე არ შეიძლება ღვთისმეტყველება არსებობდეს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 6 2016, 02:58 PM

"მართლმადიდებლობა ისიქასტების ღვთისმეტყველებაა, ის ძირითადად გონის დუმილზეა დაფუძნებული".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 9 2016, 10:56 PM

"თვითჩაღრმავების უნარი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 3 2016, 10:59 AM

"წმინდა ანას სკიტში მამა საბაზე ადრე ცხოვრობდა ცნობილი მოძღვარი და ისიქასტი გრიგოლი. ის მდუმარე იყო, განუწყვეტლივ ლოცულობდა და მხოლოდ აუცილებლობისას იღებდა ხმას. როცა საუბარს იწყებდა, გაგაოცდებდათ მისი სიტყვის ნიჭი და საღვთო ძალმოსილება. მამა გრიგოლი შემწე და დასაყრდენი იყო კინოვიის მონაზვნებისთვის, ერისკაცებისთვის, მეუდაბნოებისა და მომლოცველებისთვის".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 13 2016, 08:28 PM

"ყველაზე მეტი რაც შეიძლება, რომ ვთქვათ არის ის, რომ არაფერი არ ვთქვათ".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 16 2016, 12:58 PM

"იქ მრავალი წლის წინ ცხოვრობდა სახელგანთქმული მოსაგრე გონებისმიერი ლოცვისა და მღვიძარებისა დიდებული ბერდიდი ბარნაბა. მამების კრების მიწურულს, ეს დიდებული მამა ტუჩზე თითს მიიდებდა და ამბობდა:
- გავექცეთ, ძმანო, გავექცეთ.
- საით, აბბა? - ეკითხებოდნენ მას.
მდუმარებისა და მყუდროების მოყვარული თითს ბაგეზე იდებდა. ამით მოუწოდებდა, რომ გაქცეოდნენ უქმეტყველებას, ფუჭ საუბრებს და მრავალმეტყველებას, რომლისგანაც არაერთი ბოროტება იშვება და მდუმარედ მიდიოდა თავის კელიაში, რათა არ დაეღუპა ლოცვის ნაყოფნი".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 6 2016, 10:18 PM

"როგორც გემოთმოყვარეობისაგან იბადება მტანჯველი ფიქრები, ასევე მრავალმეტყველებისაგან და უპატიო საუბრებისაგან ჭკუიდან გადასვლა".

/წმ. ისააკ ასური/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 7 2016, 11:34 AM

"სიტყვა ხომ არასდროს არის გრძნობის ადეკვატური და ისიც ხომ ცნობილია, რომ უმაღლესი გრძნობა მხოლოდ დუმილში განიცდება. რა უნდა იყოს ამაზე მეტი სიბრძნე?"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 20 2016, 08:21 PM

"მცველი სულისა - "რაი უმჯობეს არს დუმილისა, რამეთუ ყოვლითურთ მცველი არს სულისაი".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 26 2016, 09:21 PM

"სიტყვა და დუმილი - სწავლა მამა პიმენისი:

"რომელი იტყოდის ღმრთისათვის, კეთილ არს, და რომელი დუმნეს ღმრთისათვის, კეთილ არს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 2 2016, 09:58 AM

"ძირნი შეუცოდებელობისანი - სწავლა მამა არსენისი: "ივლტოდე კაცთაგან და დუმენ და დაეყუდე, რამეთუ ესე არიან ძირნი უცოდველობისანი".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 21 2016, 11:00 PM

"წმინდა ამბროსი მედიოლანელი ბრძანებს: "მდუმარება მომავალი სამყაროს საიდუმლოა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 11 2016, 08:21 PM

"მდუმარე ადამიანში ცხოვრობს სულიწმინდა".

/მღვდელ-მონაზონი ანდრია (სარია)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 11 2016, 11:04 PM

"წმინდა სერაფიმე საროველი დუმილზე ამბობს: "როდესაც ჩუმად ვართ, ჩვენი მტერი - ეშმაკი ვერ ასწრებს კაცის გულში დაფარული საიდუმლოს ამოხსნას".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 12 2016, 10:29 AM

"ქრისტესმიერი ქმედება სხვა არაფერია, თუ არა გულის განწმენდა, აღსარება, მდუმარებაში ცხოვრება, მდუმარების ღვაწლში თვითაღზრდა - თვითსრულყოფა".

/მიტროპოლიტი იეროთეოსი (ვლახოსი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 12 2016, 10:41 AM

"შეეძლოთ სმენა, თვით სიჩუმისა".

/ილია II/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 12 2016, 10:56 AM

"უფალთან დიალოგი შეგვასწავლის ჭეშმარიტ მდუმარებას, ხოლო სოფელთან დიალოგი ეშმაკთან დაგვამეგობრებს".


/მღვდელ-მონაზონი ანდრია (სარია)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 29 2016, 11:12 AM

"კლიტე დაიდე ბაგეზე, თვალსა და ყურზე, რომ მათ მიერ შენს ტაძარში საცდური არ შემოვიდეს".

/სქემიღუმენი საბა (ოსტაპენკო)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 3 2016, 07:14 PM

"ისევე გეშინოდეს უქმად მეტყველებისა, როგორც მტაცებელ მძვინვარე მხეცთა და ფრინველთა გეშინის, რამეთუ იგიც მათ მსგავსად შთანთქავს წმინდა ღვაწლის ნაყოფს".

/წმ. ეფრემ ასური/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 8 2016, 07:09 PM

"მდუმარებისმოყვარე ღმერთს უახლოვდება, მასთან საიდუმლოდ საუბრობს და ნათლდება მის მიერ".

/წმ. თეოფანე დაყუდებული/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 8 2016, 07:32 PM

"ჭკვიანია ის, ვინც ღმერთს აამებს და უმეტესად დუმს, ან თუ საუბრობს, მცირედს საუბრობს, ისიც მხოლოდ საჭიროსა და ღვთისათვის სათნოს".

/მამა ალქსანდრე ელჩანინოვი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 8 2016, 07:54 PM

"შენი თავი მდუმარებით უნდა შემოსო. წმინდა ამბროსი მედიოლანელმა თქვა: "მრავალი ვიხილე მდუმარებით გადარჩენილი, უქმმეტყველებით კი - არც ერთი". სხვა წმინდა მამაც ამბობს: "მდუმარება მომავალი საუკუნის საიდუმლოებაა, სიტყვიერება კი ქვეყნიერების იარაღია".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 8 2016, 08:08 PM

"არსებობს უსარგებლო მდუმარებაც. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ადამიანი გარეგნულად მდუმარედ გამოიყურება, მაგრამ მისი გული მუდამ სხვას განიკითხავს. ასეთი კაცის ღვაწლი ამაოა".

/დეკ. გაბრიელ ნათენაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 8 2016, 08:19 PM

"წმინდა ბარსანოფი მდუმარებას ღვთისმეტყველებაზე მაღლა აყენებს და ამბობს: თუკი ვერ ღმრთისმეტყველებ, იცოდე, რომ დუმილი უფრო მეტად იმსახურებს აღფრთოვანებასა და დიდებას".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 8 2016, 09:18 PM

"თუ სასწორის ერთ მხარეს მოათავსებ განდეგილური ცხოვრების ყველა საქმეს, და მეორე მხარეს - მდუმარებას, მაშინ იხილავ, რომ იგი გადასწონის სასწორს. მრავალი კეთილი რჩევა არსებობს, მაგრამ როდესაც მოღვაწე მდუმარებას დაუმეგობრდება, მისთვის ზედმეტი იქნება ამ რჩევის მიცემა".


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 9 2016, 06:12 PM

"მრავალსიტყვაობა აღებს გულის კარს, საიდანაც უცებ გამოდის, კრძალვით მოგროვილი გულის სითბო, კიდევ უკეთესად აკეთებს ამას ფუჭსიტყვაობა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 9 2016, 06:39 PM

"რა არის მდუმარება ერში?

ერში მდუმარება ნიშნავს: არ ჩაერიო სხვის საქმეში, ერიდო საჭიროების გარეშე ნაცნობებსა და კავშირებს, აგრეთვე უადგილო სჯაბაას, მითქმა-მოთქმას, ისაუბრო მხოლოდ საჭიროების მიხედვით და უპასუხო შეკითხვებს. ამ წესების დარღვევისას შეიცანი საკუთარი დანაშაული და საკუთარი უძლურება".

/წმ. დიმიტრი როსტოველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 9 2016, 06:53 PM

"მდუმარების უმთავრესი მიზანი არის ღვთის ხსოვნა. როგორც წმინდა მამა გრიგოლ ღვთისმეტყველი ამბობს, "ღვთის ხსოვნა სუნთქვაზე უფრო აუცილებელია".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 9 2016, 07:56 PM

"მდუმარებდე და დუმდე! რამეთუ ამ სათნოებათა მეოხებით განმდიდრდება შენში ღვთის ხსოვნა".

/წმ. თეოფანე დაყუდებული/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 9 2016, 08:09 PM

"რა უნდა ვიცოდეთ საუბრების შესახებ?

საუბრები ძალზე საშიშია: როგორი სულისკვეთებით და მიმართულებით საუბრობ, რა დროს და, სახელდობრ, რას და რა მიზნით ამბობ... ლაპარაკის მოყვარულს ყოველთვის ეს უნდა ახსოვდეს, მდუმარეს კი უკვე შეუსრულებია მცნება".

/წმ. დიმიტრი როსტოველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 9 2016, 10:45 PM

"დიახ ასეა, როდესაც ადამიანი მდუმარებაში ვარჯიშს იწყებს, მას მდუმარება მეტყველებასთან შედარებით დაკნინებული ეჩვენება, ამ ღვაწლში გაწაფული კ რწუმნდება, რომ მდუმარება მეტყველებას აღემატება".

/წმ. თეოფანე დაყუდებული/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 9 2016, 11:00 PM

"ძეო ჩემო! უდიდესი მონაპოვარია ისწავლო მდუმარება. მდუმარება - უფლისადმი მიბაძვაა, რომელმაც "არრა მიუგო, ვიდრემდის უკვირდაცა პილატეს" (მარკოზ. 15,5)

დაე, შენმა ენამ იხელმძღვანელოს შენი გონებით: სიტყვები დაუფიქრებლად წარმოთქმულნი - კურო და ეკალია".

/წმ. ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 9 2016, 11:13 PM

"დუმილი - სულიერი ცხოვრების პირობაა. "როგორც მჭიდროდ დახურულ ჭურჭელში სწრაფად ქრება ცეცხლი, ასევე მდუმარებით დაბეჭდილ სულში, სწრაფად წყნარდება გუისწყრომა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 10 2016, 10:34 AM

"მრავლისმეტყველება შეაგინებს ადამიანს".

/ღირსი ბარსანუფი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 10 2016, 01:02 PM

"სულიწმინდა (ქრისტიანში) არაფრით ისე არ დაიშრიტება, როგორც ამაო საუბრებით".

/ღირსი ანტონი დიდი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 10 2016, 01:22 PM

"მდუმარება არ ნიშნავს დამუნჯებას".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 10 2016, 02:36 PM

"სულიერ ზრდასა და მრავლისმეტყველებას შორის - უკუპროპორციულობაა".

/მამა ალექსანდრე ელჩანინოვი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 10 2016, 02:51 PM

"საკუთარ შეცოდებათა შემცნობელს თავის ენაზე გააჩნია ძალაუფლება; ხოლო მრავლისმეტყველს ჯერ კიდევ ვერ შეუცვნია, როგორც საჭიროა, საკუთარი თავი".

/წმ. იოანე კიბისაღმწერელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 23 2016, 01:44 PM

"როგორც წმინდა გრიგოლი [პალამა] წერს, მიწიერი სარჯელი და ღვაწლი ისაა, რომ ე.წ. მდუმარებაში იცხოვრო, რაც თავისთავად არის ადამიანის განკურნების საშუალება. როდესაც წმინდა გრიგოლი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის, როგორც მდუმარების მაგალითის, შესახებ გვესაუბრება, მკაფიოდ აღნიშნავს, რომ ადამიანის მიზანი განღმრთობაა, ღმერთთან ურთიერთობა და მასთან ერთობა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 7 2016, 10:45 PM

"საუბრის შემდეგ ხშირად მინანია, დუმილის შემდეგ არასოდეს".

/აბბა არსენი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 9 2016, 09:35 PM

"ხოლო მაქსიმე ცუდად და ამაოდ არ ლაპარაკობდა, მეტს არ იტყოდა, ცოტას ლაპარაკობდა. მხოლოდ რაც უეჭველად საჭირო იყო, იმას იტყოდა დიდის დაფიქრებით, რომ იმის სიტყვას არ მოეტანა არავითარი ვნება არავისთვის".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 6 2016, 02:53 PM

"ღირსი მარინე და კირა მდუმარებაში ატარებდნენ დღეებს და დუმილის აღთქმას მხოლოდ ყოველი ორმოცდაათი დღის შემდეგ ერთი დღე არღვევდნენ".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 8 2016, 10:52 AM

"დუმილი გახლდათ მშვენიერი მუსიკა დღისა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 12 2016, 08:51 PM

"უყვარდა დუმილი, ასე ასწავლიდა გონებას ღვთისმეტყველებას".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 26 2016, 08:20 PM

"არის კაცი, რომელიც დილიდან საღამომდე საუბრობს და ამავე დროს მდუმარებას იმარხავს, რადგან უსარგებლოდ არაფერს ამბობს".

/წმ. პიმენი დიდი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 5 2017, 01:00 PM

მყავს ლაპარაკის მოყვარული სულიერი შვილები. კარგად იცი, რა ძნელია, საუბრისას ვინმე არ განიკითხო. ასეთებს მკაცრად ვექცევი და ეპიტიმიას ვადებ: ეფრემ ასურის ლოცვა "უფალო და მეუფეო" უნდა წაიკითხონ მთლიანად, აღასრულონ ამ დროს ოთხი დიდი და თორმეტი მცირე მეტანია, მხოლოდ სულის მაცხოვნებელ თემებზე ისაუბრონ და ყოფითი ურთიერთობისას დღე-ღამეში მხოლოდ ოცდაცამეტი სიტყვა წარმოთქვან. ზოგს თუ უჭირს, უმეტესობა კურთხევას აღასრულებს. ზოგიერთი თვითონვე მთხოვს: მამაო, ეპიტიმიად ოცდაცამეტი სიტყვა მომეცით, თორემ ძალზე უქმად ვმეტყველებო.

/სქემიღუმენი საბა (ოსტაპენკო)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 7 2017, 01:32 PM

"გაიმეფე გულში სიჩუმე და მერე ილაპარაკე."

/წმ. იოანე კრონშტადტელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 10 2017, 12:18 PM

"მრავალმეტყველება, ამომძირკველი გულის სითბოსი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 11 2017, 11:30 AM

"ჭკვიანია ის, ვინც ღმერთს აამებს და უმეტესად დუმს, ან თუ საუბრობს, მცირედს საუბრობს, ისიც მხოლოდ საჭიროსა და ღვთისათვის სათნოს".

/ღირსი ანტონი დიდი/

"მრავლისმეტყველების ჟამს ძნელია არ შესცოდო. მაშინ სულში ჩნდება სევდა, რაც წმინდა მღვდელთავარ თეოფანე დაყუდებულის სიტყვებით, იმის ნიშანს წარმოადგენს, რომ "ამ ლაპარაკის გამო ჩვენ უფალს დავშორდით".

/ს.ა. ნილუსი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 31 2017, 12:11 PM

"რამდენჯერ უნანია ადამიანს თავისი სიტყვები! აბბა არსენი გავიხსენოთ: "ყოველთვის, როცა ვლაპარაკობდი, ვინანიებდი, როდესაც ჩუმად ვიყავი, მონანიება არ მჭირდებოდა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 10 2017, 07:53 PM

"მამა იერონიმე საუბარში არ ერეოდა - ის მუდმივად ღმერთს ესაუბრებოდა, ამიტომაც მოჩანდა შორეული კაცთათვის და უცხო - ამ სოფლისთვის."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 12 2017, 09:10 AM

"მდუმარებით ადამიანს განაიარაღებ"

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 3 2017, 10:44 AM

"ენა ჩემი - მტერი ჩემიო"


"მდუმარება არის უმაღლესი საფეხური ღვთისმსახურებისა, უმაღლესი მსახურება უფლისა. წმინდა მამები სწორედ მდუმარებით მივიდნენ სრულყოფილებამდე. მას შემდეგ, რაც გაივლიდნენ ათას ბრძოლას, მოიპოვებდნენ უდიდეს სათნოებებს - მორჩილებას, ქალწულებას და ა.შ., საბოლოოდ მდუმარებით აგვირგვინებდნენ თავიანთ ღვაწლს. ისინი მდუმარებით ესაუბრებოდნენ უფალს და ამაო მეტყველებისთვის დრო აღარ რჩებოდათ; მდუმარებაში ჯვარზე ეკვრებოდნენ და აკრავდნენ თავიანთ ვნებებს და როცა მათთან ხალხი რჩევისთვის მიდიოდა, მამები თავიანთი მდუმარებით მიუგებდნენ შეკითხვებზე, თავიანთი სიჩუმით კურნავდნენ და ასაზრდოებდნენ მათ სულს".

/მამა კონსტანტინე გიორგაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 3 2017, 07:23 PM

"ვეცადოთ ნელ-ნელა დავეუფლოთ მდუმარების ხელოვნებას".

/დეკ. დავით ციცქიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 4 2017, 11:34 AM

"სჯობია, გარეგნულად დუმდე, შინაგანად კი ღმერთს ესაუბრებოდე".

/მამა კონსტანტინე გიორგაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 5 2017, 10:30 AM

"ზოგი ბუნებით არის სიტყვაძუნწი. რამდენი კაცია ჩვენს გვერდით, ძალიან ცოტას რომ ლაპარაკობს, მაგრამ სულში ვნებათა ქარიშხალი უტრიალებს... ეს მდუმარება არ გახლავთ. მდუმარება ის არის, როცა ადამიანი ქრისტესმიერი სიმშვიდითაა აღსავსე და ცდილობს, უნებლიეთ უფალი არ განაგდოს თავისი სულიდან. ერთი განკითხვის სიტყვაც კი, როგორც წმინდა მამები ამბობენ, უმალ განაშორებს ადამიანს ღვთის მადლს."

/მამა კონსტანტინე გიორგაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 5 2017, 11:03 PM

"დუმილით შეწყნარებული"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 7 2017, 11:30 AM

"პირველად ვაიძულოთ ჩვენი თავი მდუმარებად და მაშინ მდუმარებისგან იშვება რაღაც ისეთი, რაც თვით მდუმარებამდე მიგიყვანს".

/დეკ. დავით ციცქიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 11 2017, 11:36 AM

"ენა, როგორც ერთი წმინდა მამა ამბობს, ჩვენს პირის ღრუში დაბმული მხეცია, რომელიც შეიძლება გაწვრთნა, მოიშინაურო, შენს სამსახურში ჩააყენო, მაგრამ თუ ნებაზე მიუშვებ, შეიძლება ისე გამოგივარდეს პირიდან, რომ დაგაზიანოს შენც და ბევრი სხვაც."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 12 2017, 10:58 AM

"თუკი შეძლებ დაიცვა შენი ენა, ღვთისაგან მოგეცემა მადლი გულის დალბობისა, რათა მისი მეშვეობით დაინახო საკუთარი სული და ამ მადლით შეხვიდე სულიწმინდის სიხარულში".

/წმ. ისააკ ასური/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 14 2017, 12:44 PM

"არცარა ენის უტკბესი იქნების და არცარა ენის უმწარესი პირსა ყოვლისა ქვეყანისასაო."

/სულხან-საბა ორბელიანი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 15 2017, 11:25 AM

"ერთ-ერთი ნიშანი, გამოკვეთილად რომ ახასიათებს კაცობრიობას, ამაოდმეტყველებაა, რომელიც სისხლხორცეულად გამომდინარეობს ადამიანთა ამაო საქმეებიდან, ამაო იდეებიდან, ამაო დაპირებებიდან, ამაო მეგობრობიდან, ამაო სიყვარულიდან და, საერთოდ, ამაო ცხოვრებიდან."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 17 2017, 09:55 PM

"ეშმაკი მდუმარების წინაშე უძლურია"

/მღვდელი დავით ოქრუაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 19 2017, 08:05 AM

"როცა ადამიანს შენი არ სჯერა, უნდა დადუმდე, რადგან არც შენს ახსნა-განმარტებას ექნება აზრი."

/მღვდელი დავით ოქრუაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 25 2017, 10:32 PM

"კარგია, თუ ვინმე ღვთისთვის იტყოდეს და კარგია, თუ ვინმე ღვთისთვის დუმდეს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 27 2017, 08:35 PM

"ფუჭსიტყვაობა მეტად მაცდური ვნებაა. შეიძლება, ეკლესიურად ცხოვრობდე, სხვა ნაკლოვანებების გამოსწორებაზე ზრუნავდე, ხოლო ამაოდმეტყველების ცოდვას ყურადღება არც კი მიაქციო, აღსარებაში არ მოიხსენო, მისგან თავის დახსნა არ მოინდომო."

/დეკ. დავით ციცქიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 30 2017, 10:24 AM

"მდუმარება დიდებული რამ არის. თუ ისწავლი ენის დამორჩილებას, მდუმარების სიხარულსაც შეიგრძნობ".

/მამა იერონიმე ეგინელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 30 2017, 10:47 AM

"ღირსი სალამან მდუმარე ჩვენთვის ცნობილი პირველი წმინდანია, რომელმაც მდუმარების აღთქმა იტვირთა და მუდმივი შინაგანი ლოცვით და უდიდესი სიმშვიდით სათნოეყო ღმერთს. ის მდინარე ევფრატის სანაპიროზე, ერთ გამოქვაბულში დაეყუდა და მხოლოდ უფალს ესაუბრებოდა თავის წმინდა ლოცვებში. ასეთ ღვაწლში იმყოფებოდა ღირსი სალამანი აღსასრულამდე".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 30 2017, 11:17 PM

"რაც უფრო ცოტას ილაპარაკებს ადამიანი, მით უფრო ნაკლებ ცოდვას ჩაიდენს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 30 2017, 11:30 PM

"სამოთხეში ბევრია ცოდვებმონანიებული ცოდვილი,მაგრამ მოლაყბე - არც ერთი".

/ბერი ზოსიმე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 3 2017, 01:17 PM

"მდუმარების იდეალი იმასაც გულისხმობს, რომ ჩვენი აზრები და შეხედულებები რაც შეიძლება ლაკონურად, დაწურულად გამოვთქვათ".

/დეკ. დავით ციცქიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 4 2017, 11:01 PM

"დუმილის ცოდნა - დიდი საქმეა სულიერ ცხოვრებაში. ის ლოცვისთვის ინახავს სულიერ ძალებს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 5 2017, 11:38 AM

"ისაუბრე, თუ გაქვს სათქმელი, მდუმარებაზე აღმატებული".

/წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი/

"მდუმარება ყველა სიტყვაზე აღმატებულია"

/წმ. ნიკოლოზ სერბი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 5 2017, 06:13 PM

" - მძულს დუმილი მაშინ, ოდეს საუბრის დროა!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 10 2017, 10:40 PM

"ბაგეების მოთმინებით მდუმარება"

/ფილოთეოს სინელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 21 2017, 06:38 PM

"საპირისპირო რამ ხდება მაშინ, როდესაც ადამიანი ბევრს ლაპარაკობს, თუნდაც სუფრაზე. ასეთი საუბრის შემდეგ თავს იჩენს ერთგვარი სიცარიელის, გამოფიტვის, დაოსების უსიამო განცდა. მორწმუნე ალბათ მადლის დაკარგვასაც შეიგრძნობს. ამით უფალი მიგვანიშნებს, რაოდენ არასათნოა მისთვის ზღვარგადასული საუბარი".

/დეკ. დავით ციცქიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 1 2017, 02:52 PM

"მძიმედ მოლაპარაკე ჭკვიანია"

/დეკ. დავით შაქარაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 6 2017, 09:42 AM

"თქვა მამა პიმენმა: - არის კაცი, რომელსაც ჰგონია, რომ დუმილს იმარხავს და ამ დროს გონება მისი სხვებს განიკითხავს. არის კაციც, რომელიც განთიადიდან მწუხრამდე მრავალს იტყვის და ამ დროს დუმს, რადგან სულის სარგებლის გარდა არაფერს იტყვისო. მართლაც საგულისხმო დარიგებაა სულიერი მღვიძარების მოსურნისათვის."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 30 2017, 10:13 AM

"სულიერი ადამიანისთვის ყველაზე ძნელი საკუთარი აზრების სიტყვებით გამოთქმაა. ამიტომ მდუმარებას ამჯობინებს".

/წმ. ნიკოლოზ სერბი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 11 2018, 10:42 PM

ერთი წმინდანი ამბობდა: „ლაპარაკი რომ ისწავლო, ამისათვის რამდენიმე წელია საჭირო. მე კი, უკვე ათწლეულებია ვსწავლობ მდუმარებას, და ჯერ კიდევ სრულყოფილად ვერ ავითვისე ეს ხელოვნება".

"მდუმარებისას ხდება ადამიანისა და ღმერთის შეხვედრა."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 29 2018, 08:24 PM

"[არქიმანდრიტ პართენ აფციაურს] განდეგილობისა და მდუმარების მრავალმა წელმა ღრმა შინაგანი სიჩუმე და განუწყვეტელი ლოცვა ასწავლა."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 29 2018, 10:37 PM

"ხშირად იყავი ჩუმად და ნაკლები ილაპარაკე - დაისადგურებს შენს სულში სიჩუმე, ხოლო სული გექნება მშვიდი და წყნარი"

/წმ. სერაფიმე საროველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 7 2018, 08:29 PM

„თუ საუბრობ, უნდა დუმილს აჯობოს!..“

/მამა პეტრე/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 17 2018, 07:39 PM

"ჩუმმყოფი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 19 2018, 10:00 PM

"მე ყველაზე ბედნიერი ვარ ადამიანებს შორის, რადგან უზრუნველად ვცხოვრობ და განუწყვეტლივ ვტკბები მდუმარების თაფლით. და როცა მადლი მშორდება, მდუმარება რაღაცნაირად, როგორც სხვა მადლი, მათბობს თავის წიაღში".

/ბერი იოსებ ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 24 2018, 09:41 AM

"ჭკვიანია ის, ვინც ღმერთს აამებს და უმეტესად დუმს, ან თუ საუბრობს, მცირედს საუბრობს, ისიც მხოლოდ საჭიროსა და ღვთისათვის სათნოს".

/წმ. ანტონი დიდი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 26 2018, 07:46 PM

"სულიწმინდა (მართლმადიდებელში) არაფრით ისე არ დაიშრიტება, როგორც ამაო საუბრებით".

/წმ. ანტონი დიდი/

"გონიერმა კაცმა, ღვთაებრივ სიბრძნეს ნაზიარებმა, კარგად უწყის, რა სჯობს მისთვის და როგორ უნდა მოიქცეს. ამიტომაც არ ჩქარობს ლაპარაკს, არამედ კარგად ასწონ-დასწონის და ისე გადაწყვეტს, როდის ისმინოს და როდის ისიტყვოს, ხოლო უგუნური ადამიანი არ იქცევა ასე და არ შეიკრძალავს ენას".

/წმ. ანტონი დიდი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 16 2018, 05:02 PM

"ნურასდროს იყვირებ, ნუ ილაპარაკებ ძალზე ხმამაღლა და აჩქარებით, რადგან ვინც სიტყვებს განამრავლებს, იგი დაზღვეული ვერ იქნება ცოდვისაგან. სიტყვამრავალი კაცი ბრიყვი და უგუნურია".

/წმ. ანტონი დიდი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 17 2018, 05:41 PM

"ბარგანებში (კავკასიის მთებში) ვნახე ორი მეუდაბნოე მონაზონი: ბერდიაკონი ონისიფორე და ბერი პახუმი. მამა ონისიფორე სიამოვნებით გვესაუბრებოდა და დაწვრილებით გვპასუხობდა შეკითხვებზე, მზად იყო, დაგვხმარებოდა თავისი მრავალწლიანი გამოცდილებით. საუბარი შეეხო იესოს ლოცვას.

ჩვენ ვსაუბრობდით ეგნატეს (ბრიანჩანინოვი) და თეოფანე დაყუდებულის წიგნებზე (ისინი ჯერ არ იყვნენ წმინდანად შერაცხულნი). მერე კი მამა პახუმთან მივედით. ის თავისი კელიიდან გამოვიდა და კართან ქვის საფეხურზე ჩამოჯდა. ვკითხე: "სად მდებარეობს გულის ის ადგილი, რომელზეც წერენ წმინდანები: მარცხენა ძუძუს ზევით თუ ქვევით?" ისე შემომხედა, თითქოს ახლა შემამჩნიაო და მითხრა: "არ ვიცი".

სიჩუმე ჩამოვარდა. სადღაც შორს, ტყის იქით იყურებოდა. მდუმარედ ვისხედით ათი წუთი, მერე ბერი წამოდგა - დროა, წავიდეო და კელიაში შევიდა. ის, რაც მე მამა ონისიფორემ მითხრა, დამავიწყდა ასეთი საუბრისთვის ჩემი შინაგანი მოუმზადებლობის გამო, მამა პახუმის დუმილი კი დღემდე მახსოვს."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 31 2018, 09:31 PM

"ერთმა ბერდიდმა თქვა: - ზენაარმა ორი ყური და ერთი პირი იმიტომ მოგვცა, რომ ორჯერ ნაკლები ვილაპარაკოთ, ვიდრე ვისმენთო".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 10 2018, 08:35 PM

"მდუმარება მაძლევს საშუალებას შინაგანი ლოცვისა და საკუთარი თავის კონტროლისას. მდუმარებით შესრულებულ ლოცვას უფრო ისმენს უფალი. მდუმარება მიცავს მრავალსიტყვაობისაგან. ბევრ ლაპარაკში ადამიანი მეტს სცოდავს".

/მონაზონი ელისაბედი (დანელია)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 22 2018, 07:43 PM

"სათნოების მოპოვების უმოკლესი გზა არის დადუმება ბაგისა, დაბრმავება თვალთა, დაყრუება ყურთა".

/ნიკიტა სტიფატი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 4 2018, 10:03 PM

"ჩუმად იჯდა, უძრავად, მდუმარებამოსხმული. მხოლოდ მყუდროება იყო მასთან".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 27 2018, 02:05 PM

"პითაგორა ვერასდროს დაიყოლიეს ეჭამა თევზი, რადგან თევზი თავისი ბუნებით უტყვია და სიმბოლურად მდუმარებას გამოხატავს, რასაც იგი ღვთაებრივ, ზეციურ ნიჭად თვლიდა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 5 2019, 09:23 PM

"მერვე სათნოებაა - მყუდროება, ანუ განშორება ყოველგვარი ცხოვრებისეული საზრუნავისა და შფოთისგან, ანდა უპასუხო მდუმარება კაცთა შორის ყოფნისას. საკუთარი ენის მომთოკველი მთელ სხეულსაც მოთოკავს."

/ღირსი პაისი (ველიჩკოვსკი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 24 2019, 06:13 PM

"იყავი ბრძენი და შენი დუმილით გააჩუმე ავის მთქმელი ბაგენი".

/ღირსი მაქსიმე აღმსარებელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 9 2019, 05:15 PM

"ნუ იჩქარებ იმსჯელო შემდეგ სამ საგანზე:

ღმერთზე, სანამ რწმენაში არ განმტკიცდები, სხვის ცოდვებზე, სანამ შენსას არ გაიხსენებ და მომავალ დღეზე, სანამ განთიადს არ იხილავ".

/წმ. ნიკოლოზ სერბი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 29 2019, 09:07 PM

"დაიდეთ ბაგეებზე დუმილი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 31 2019, 02:14 PM

"ხსნა მრავალსიტყვაობაში კი არა, საკუთარი თავისადმი სრულ ყურადღებაშია"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 14 2019, 11:26 AM

"კითხვა: რამდენად შეეფერება ქრისტიანს ხანგრძლივი საუბარი?

პასუხი: ღირს მამა არსენს არ უყვარდა, როდესაც რჩევისთვის მასთან მისული ადამიანი ზედმეტი დროით რჩებოდა. ის ამბობდა: „საუბრის დასაწყისში მას ვუყურებ როგორც ანგელოზს, ბოლოს კი, როცა წასვლას აგვიანებს, როგორც მაცდურს.“

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 20 2019, 07:47 PM

"ბრძენი იყავი და მდუმარებით დაუყავ პირი იმათ, ვინც ბოროტს იტყვის შენზე! არ განურისხდე მათ და არც აგინო"

/წმ. ანტონი დიდი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 22 2019, 10:00 PM

"სიბრძნისმეტყველნი დღეს დუმან, მაგრამ მდუმარენიც თავისი ცოდნითა და ცხოვრებისეული ცოდნითა და ცხოვრებისეული გამოცდილებით გვამდიდრებენ"

/მამა გიორგი საბიაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 29 2019, 08:41 PM

"დუმილში ჩაიძირა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 20 2019, 09:29 PM

"იმ ადამიანისადმი, რომელიც სირთულეებს გვიქმნის და გვაწუხებს, სათუთად უნდა გამოვიჩინოთ სიყვარული, რათა იგი ვერ მიხვდეს, რომ ვცდილობთ მის შეყვარებას. და გარეგნულად თავს ძალიან ნუ გამოვიჩენთ, რადგან ამით მასში წინააღმდეგობას ვიწვევთ. მდუმარება ყოველგვარი ბოროტებისგან გვიხსნის. ენის მოთოკვა დიდი რამაა. მდუმარება ერთგვარი საიდუმლო გზით ასხივოსნებს მოყვასს."

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 21 2019, 08:09 PM

"მდუმარებით, სულგრძელებით და ლოცვით საიდუმლოდ მოგვაქვს სარგებელი სხვებისთვის"

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 30 2019, 04:36 PM

"როდესაც ადამიანი ნამდვილად შეიყვარებს უფალს, დუმილი და გონებითი ლოცვა ურჩევნია".

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 19 2019, 05:54 PM

"აირჩიე მდუმარება, რადგან იგი მრავალი უბედურებისაგან იცავს"

/წმ. ისააკ ასური/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 19 2019, 06:15 PM

"იესოს მდუმარებამ შეარცხვინა პილატე. ხოლო ღვთისმოსავი კაცის ბაგის მდუმარება ამარცხებს ამპარტავნებას"

/ღირსი იოანე სინელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 19 2019, 06:42 PM

"მდუმარება ყველაზე დიდი და ნაყოფიერი სათნოებაა. ღმერთშემოსილმა მამებმა მას უცოდველობა უწოდეს. მდუმარება იგივეა, რაც დაყუდება".

/ბერი ეფრემ ფილოთეველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 19 2019, 07:17 PM

"ვიდრე რომელიმე საზოგადოებაში წახვიდოდე, უფლისადმი ილოცე, რათა მან დაიცვას შენი ბაგეები მდუმარებით. საუბრის განმავლობაში გახსოვდეს, რომ უფალი ყველგან შენთანაა და ყველგან გისმენს. დროდადრო გულში ესაუბრე მას; როდესაც დასრულდება საუბარი, საკუთარ თავს ანგარიში მოსთხოვე, რომ მადლობა გადაუხადო უფალს, თუ საუბრისას ისეთი იყავი, როგორიც უნდა ყოფილიყავი, ანდა შენ მიერ ჩადენილი შეცდომები გამოასწორო.

ზოგს ჰგონია, დუმს, მაგრამ გულში განიკითხავს; ასეთი განუწყვეტლივ მრავალსიტყვაობს, ხოლო მეორე დილიდან საღამომდე ლაპარაკობს და ამასთან იცავს მდუმარებას, რადგან უსარგებლოს არაფერს ამბობს"

/ამბა პიმენი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 20 2019, 04:46 PM

"იღვაწე ადამიანო, დაეუფლე შენ ენას და არ განამრავლო სიტყვები, რათა არ განამრავლო ცოდვები"

/წმ. ანტონი დიდი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 20 2019, 05:09 PM

"კეთილგონიერი მდუმარება ლოცვის დედაა"

/ღირსი იოანე სინელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 21 2019, 03:24 PM

"მდუმარება უხილავ ბრძოლაში უდიდესი ძალა და გამარჯვების დიდი იმედია. მდუმარება ძლიერ უყვარს მას, ვინც მხოლოდ ღვთის იმედადაა და არა საკუთარი თავის. ის წმიდა ლოცვის დამცველი და სათნოებების მოპოვების გზაზე საოცარი შემწეა".

/წმ. ნიკოდიმოს მთაწმინდელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 21 2019, 03:58 PM

"ენა ყველაზე დიდ ზიანს აყენებს ადამიანს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 22 2019, 02:59 PM

"ამბა ნილოსი ამბობდა: მდუმარების მოყვარულს მტრის ისრები ვერ დაკოდავს; ხალხთან მოსაუბრე კი მუდამ მოწყლულია"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 22 2019, 03:19 PM

"მდუმარება სულიერი სიბრძნის ნიშანიცაა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 22 2019, 03:39 PM

"მდუმარებას რომ შეეჩვიო, ერთ უბრალო და იოლ ხერხს გასწავლი: დაიწყე ეს საქმე და თავად გიჩვენებს, როგორ მოიქცე და დაგეხმარება კიდეც. ამ ღვაწლისას გულმოდგინება რომ შეინარჩუნო, ხშირად იფიქრე განუკითხავი ლაყბობის დამღუპველ შედეგსა და კეთილგონივრული მდუმარების მაცხოვნებელ ნაყოფზე. როდესაც მდუმარების მაცხოვნებელ ნაყოფს იგემებ, მაშინ უკვე არანაირი გაკვეთილი აღარ დაგჭირდება"

/წმ. ნიკოდიმოს მთაწმინდელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 22 2019, 03:58 PM

"ვინც მდუმარეა, კეთილგონიერებასა და სიბრძნეს ამჟღავნებს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 24 2019, 04:24 PM

"გაუფრთხილდი ენას: იგი ხშირად წარმოსთქვამს იმას, რისი დაფარვაც უმჯობესი იქნებოდა"

/წმ. ნილოს სინელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 24 2019, 04:51 PM

"როცა საუბარს აპირებ, წინასწარ განსაზღვრე, გულით რისი თქმა გსურს. ბევრ ისეთს აღმოაჩენ, რომ სჯობს, არ ამოსცდეს შენს ბაგეთ. იცოდე, მისგანაც, რისი თქმაც კარგი გგონია, სჯობდა, ზოგი რამ დუმილში დამარხულიყო. ამას ხშირად საუბრის დამთავრებისთანავე მიხვდები"

/წმ. ნიკოდიმოს მთაწმინდელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 26 2019, 05:29 PM

"თავი აიძულეთ, რომ მდუმარება დაიცავით. ესაა ყველა სათნოების მშობელი. დადუმდით, რომ ილოცოთ"

/ბერი ეფრემ ფილოთეველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 2 2019, 02:59 PM

"მე მინახავს ერთი ახალგაზრდა მორჩილი, რომელსაც ბაგეები კი ჰქონდა, მაგრამ ხმა არა, რასაც მისი მოძღვარიც მიდასტურებდა (ანუ ეს მორჩილი იმდენად იმარხავდა ბაგეს უქმეტყველებისაგან, რომ მუნჯი გეგონებოდა)."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 10 2019, 04:48 PM

"რაც უფრო მეტს საუბრობს ადამიანი, მით მეტ შეცდომებს უშვებს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 28 2020, 03:33 PM

"სულელი ბევრს ლაპარაკობს, ჭკვიანი უსმენს!"

/ელიფ შაფაქი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 30 2020, 07:27 PM

"ყველაზე დიდი მაღალფარდოვნება დუმილი არის"

/ბესიკ ხარანაული/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 3 2020, 03:30 PM

"დუმილი სულს ლოცვისათვის ამზადებს. სიჩუმე! - რაოდენ კეთილად მოქმედებს იგი სულზე"

/ღირსი ნიკონი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 3 2020, 09:35 PM

"რა არის ყველაზე ძნელი? - დუმილი"

/წმ. სიმონ ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 4 2020, 07:00 PM

"ყველა მდუმარე როდია თავმდაბალი, მაგრამ ყველა თავმდაბალი უტყვია"

/წმ. ისააკ ასური/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 5 2020, 08:32 PM

"კარგად და უცოდველად საუბარი რომ ვისწავლოთ, ჯერ უნდა შევისწავლოთ მდუმარება"

/სქიმონაზონი ზოსიმე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 6 2020, 03:51 PM

"მინახავს საკუთარი სიტყვებისაგან მრავალი ცოდვით დაცემული, მაგრამ თითქმის არავინ - მდუმარებით"

/წმ. ამბროსი მედიოლანელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 8 2020, 09:03 PM

"მსჯელობა ყველაზე უკეთესია, მოსმინება ყველაზე საჭირო, მდუმარება ყველაზე უკეთესი, მრავალმეტყველება - ყველაზე ცუდი"

/სქიმონაზონი პართენი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 8 2020, 09:28 PM

"ტკბილი ბაგე მეგობრებს იმრავლებს, ამოდმეტყველი ენა კი - კეთილ განწყობას"

/სიბრძნე ზირაქისა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 13 2020, 04:03 PM

"მდუმარება კლავს გარეგან გრძნობებს და აღძრავს დაფარულ შინაგან მოძრაობას"

/წმ. ისააკ ასური/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 19 2020, 09:52 PM

"ღობის გარეშე დარჩენილი ბაღი გაითელება და გაჩანაგდება; ამგვარადვე დაღუპავს თავის სათნოების ნაყოფს ყველა, ვინც არ მოიზღუდავს თავის ბაგეთ"

/წმ. ეფრემ ასური/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 21 2020, 04:29 PM

"ღმერთზე ფიქრისას სულიც კი თითქოს მუნჯდება და დუმდება... დგება ჟამი დუმილისა და იმისა, რომ ცნობიერებაში ფარულად გვეპყრას ამ გამოუთქმელი საღმრთო ძალის აუხსნელი სასწაული"

/წმ. გრიგოლ ნოსელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 22 2020, 08:14 PM

"მდუმარების გარეშე მადლი არ ჩერდება. მადლის გარეშე კი ადამიანი არარაა."

/მამა იოსებ ათონელი (ისიხასტი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 23 2020, 09:23 PM

"საუბრის ხელოვნების უმაღლეს საფეხურზე სწავლობ დუმილს"

/ვასილი კლუჩევსკი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 26 2020, 10:35 PM

"ქალს ფიქრი აებურდა და ისევ ყოვლად ქალურ თავშესაფარს, დუმილს მიმართა"

/ლევან გოთუა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 11 2020, 10:42 PM

"რატომ არ ატარებთ ცხოვრებას დუმილში, მხოლოდ კითხვებზე პასუხით შემოფარგლულნი? განა არ იცით დუმილის ნაყოფი, რომელიც გიცავთ ყოველგვარი ბოროტებისაგან?! ვინც იცავს დუმილს, მასში მყოფობს სულიწმიდა".

/მამა ვალენტინი (მორდასოვი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 12 2020, 08:49 PM

"საუბრისას მეტი მოისმინე, ნაკლები ილაპარაკე"

/მამა ვალენტინი (მორდასოვი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 13 2020, 08:10 PM

"წმინდა ამბროსი ამბობს, რომ თუ ჩვენ პასუხს ვაგებთ ამაოდ მეტყველებისათვის, ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ ამაო დუმილისთვისაც არ დავისაჯოთ"

/მამა ვალენტინი (მორდასოვი)/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 13 2020, 10:12 PM

"დიდი გმირობა ყოფილა, თავის სიჩუმეს რომ მოერევა ვინმე!"

/ლევან გოთუა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 19 2020, 07:17 PM

"სხვათა უსარგებლო საუბრები არ უნდა გავიმეოროთ"

/მამა ვალენტინი (მორდასოვი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 30 2020, 05:21 PM

"მხოლოდ მაშინ ისაუბრე, როდესაც ჩათვლი, რომ დუმილზე მეტის თქმა შეგიძლია"

/მონაზონი ვერონიკა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 14 2020, 05:46 PM

"მოისმინე სიტყვა? მოკვდეს შენთან ერთად. ნუ გეშინია, არ აგაფეთქებს"

/სიბრძნე ზირაქისა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 4 2020, 08:35 PM

"ჭკვიანია ის, ვინც ღმერთს აამებს და უმეტესად დუმს, ან თუ საუბრობს, მცირედს საუბრობს, ისიც მხოლოდ საჭიროს და ღვთისთვის სათნოს"

/ღირსი ანტონი დიდი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 20 2020, 08:06 PM

"დღის განმავლობაში ვილაპარაკოთ მხოლოდ აუცილებელზე, ისეთ რამეზე, რაც ჩვენც გვარგებს და სხვასაც"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 25 2020, 09:32 PM

"მდუმარება შეკრებს, სიტყვები კი განაბნევს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 27 2020, 03:29 PM

"მეტად გაჩუმებული იყავი და ნაკლები ილაპარაკე - დაისადგურებს შენს სულში სიჩუმე. ხოლო სული გექნება მშვიდი და წყნარი"

/ღირსი სერაფიმე საროველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 29 2020, 02:17 PM

"პარადოქსის შემსწრენი ვართ: ვინც ბევრს ფიქრობს, ცოტას ლაპარაკობს და ვინც ცოტას ფიქრობს, ბევრს ლაპარაკობს"

/ბერი სიმეონ ჯოხაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 30 2020, 07:49 PM

"ცნობილია - ყველაფერი დიადი მდუმარებით აღესრულება, მაგალითად, დიდი აღმოჩენები მეცნიერებაში - ყველა მათგანს მდუმარება უძღოდა წინ"

/ბერი სიმეონ ჯოხაძე/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 19 2020, 08:10 PM

"იღვაწე, ადამიანო, დაეუფლე შენს ენას და არ განამრავლო სიტყვები, რათა არ განამრავლო ცოდვები".

/წმ. ანტონი დიდი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 21 2020, 08:42 PM

"ერიდე ენით კიცხვასა და ლალვას, და საერთოდაც, აღვირი ამოსდე შენს ენას"

/წმ. ეფრემ ასური/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 15 2020, 06:37 PM

"დუმილი და განუწყვეტელი იესოს ლოცვა უფლისმიერი ცხონების საიდუმლოა"

/სქემარქიმანდრიტი ვიტალი (სიდორენკო)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 24 2020, 08:37 PM

"მას სურდა სათნოებათა ის დიდი სიტკბოება ეგემა, რაც სრულ მდუმარებას მოაქვს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 4 2021, 08:20 PM

"ყველაზე მძიმე უნარი - არის მდუმარება.

ყველაზე მავნე უნარი - არის ყბედობა"

/ღირსი სილუანე ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 30 2021, 01:52 PM

"ისწავლე სიმშვიდე და დუმილი, და ყველა შეგიყვარებს"

/ღირსი ანატოლი პოტინელი (ზერცალოვი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 29 2021, 10:26 PM

"როდესაც მდუმარებაში ვართ, მაშინ მტერს - ეშმაკს არაფერი ესაქმება ადამიანის დაფარულ გულთან; ეს უნდა გვესმოდეს დუმილის შესახებ"

/წმ. სერაფიმე საროველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 9 2021, 09:56 PM

"ბევრმა არასწორმა სიჩუმემ, მოგვიანებით შეიძლება დამანგრეველი ხმაური გამოიწვიოს!.."

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 9 2021, 10:13 PM

"ჩუმად ყოფნა არ ნიშნავს, რომ სალაპარაკო არ გაქვს. ელოდები დროს, როცა საუბარს აზრი ექნება!.."

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 24 2021, 07:30 PM

"უმჯობესია, დუმილით გადაიტანო წყენა, ვიდრე პასუხით აჯობო"

/წმ. გრიგოლ დიოლოღოსი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 27 2021, 09:00 PM

"უჰ, რამდენი რამის თქმა მსურს, ღმერთო…
თავს ძალას ვატან, გავჩუმდე… მეც გამოვიყენო ჯვარცმულის დუმილი…"

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 28 2021, 01:31 PM

"ვინც სიწმინდეზე ზრუნავს, ის დაკვირვებითა და მოკლედ ლაპარაკობს"

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 2 2021, 04:22 PM

"ყვედრების მდუმარებით მოსმენით ქრისტეს მიმბაძველი ხდები"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 2 2021, 06:43 PM

"როგორც მჭიდროდ დახურულ ჭურჭელში სწრაფად ქრება ცეცხლი, ასევე, მდუმარებით დაბეჭდილ სულში სწრაფად წყნარდება გულისწყრომა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 7 2021, 08:55 PM

"გაუფრთხილდი ენას: იგი ხშირად წარმოთქვამს იმას, რისი დაფარვაც უმჯობესი იქნებოდა!"

/წმ. ნილოს სინელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 8 2021, 04:54 PM

"ჩვეულებრივად უკეთესად საუბრობენ ისინი, ვინც ნაკლებს ლაპარაკობენ"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 8 2021, 05:38 PM

"თუ ენას დაიცავ, უფლისგან ლმობიერების მხურვალე მადლი მოგეცემა, რომ მასში შენი სული დაინახო და სულიერ სიხარულში შეხვიდე!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 9 2021, 05:23 PM

"ბევრი არ ილაპარაკო: ბრძენი ბევრს არ ლაპარაკობს. ბევრი ლაპარაკით შეუძლებელია არ სცოდო. უნდა ეცადო, რომ ილაპარაკო ცოტა და დროულად, სწორედ მაშინ, როდესაც ხედავ, რომ დუმილი უსარგებლოა. მოკლედ, არც მაშინ ილაპარაკო, როცა არ იცი!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 11 2021, 09:58 PM

"მეტად უსმინე, ვიდრე ილაპარაკებდე; მრავალმეტყველებით ცოდვას ვერ გადაურჩები!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 13 2021, 06:21 PM

"საუბარში არ შეიძლება იყოს რამენაირი უხეშობა: რამეთუ ჭკვიან ადამიანებს ჩვეულებრივ ამკობს მოკრძალება და უმწკვლოება მეტად, ვიდრე - ქალწულებს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 13 2021, 07:27 PM

"როგორც გემოთმოყვარეობისაგან იბადება მტანჯველი ფიქრები, ასევე, მრავალმეტყველებისაგან და უპატიო საუბრებისგან - ჭკუიდან გადასვლა"

/წმ. ისააკ ასური/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 17 2021, 05:22 PM

"თუ საუბრის დასაწყისშივე მიხვდები, რომ იგი ცოდვილია, გადააბიჯე მას და თქვი: "არა, ამაზე არ ვისაუბრებთ!" ანდა, მცირედი დუმილის შემდეგ თქვი: "დამავიდწყდა, რაზე დავიწყე საუბარი", - და გადაიტანე იგი სხვაზე - უცოდველზე".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 22 2021, 08:43 PM

"არ ილაპარაკო ბევრი, თუნდაც ყველაზე უკეთესად შეგეძლოს საუბარი!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 14 2021, 06:34 PM

"ის კი არაა ბრძენი, ვინც ბევრს ლაპარაკობს, არამედ ის, ვინც იცის დრო, თუ როდის უნდა ილაპარაკოს. გონებით დადუმდი, გონებითვე ილაპარაკე".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 19 2021, 07:58 PM

"მორწმუნე ნაკლებს უნდა ლაპარაკობდეს, მაგრამ ბევრს აკეთებდეს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 21 2021, 09:37 PM

"დაუფიქრებელი ლაქლაქი დაფდაფს ჰგავს: მთელი ძალით გრგვინავს, შიგნით კი ცარიელია"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 23 2021, 06:34 PM

"კარგია დროული მდუმარება, იგი სხვა არაფერია, თუ არა - დედა ბრძნული ფიქრებისა!"

/ამბა დიოდოხოსი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 25 2021, 05:16 PM

"უკეთესია ალალბედზე ისროლო ქვა, ვიდრე გაუაზრებლად თქვა სიტყვა. გაიაზრე და შემდეგ თქვი, რათა არ თქვა რაიმე უსარგებლო, მავნე ან - უადგილო. უადგილოდ ლაპარაკიც სირცხვილია!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 25 2021, 05:44 PM

"ზოგს ჰგონია, რომ დუმს, მაგრამ გულში განიკითხავს; ასეთი განუწყვეტლივ მრავალსიტყვაობს, ხოლო მეორე დილიდან საღამომდე ლაპარაკობს და ამასთან, იცავს მდუმარებას, რადგან უსარგებლოს არაფერს ამბობს"

/ამბა პიმენი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 26 2021, 05:10 PM

"არა იფიქრო შენს მდუმარებაზე, არ განდიდდე მისით, არამედ გამოსცადე შენი ზრახვები: მდუმარებაშიც კი შეიძლება მძიმედ სცოდო!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 26 2021, 06:24 PM

"ვიდრე რომელიმე საზოგადოებაში წახვიდოდე, უფლისადმი ილოცე, რათა მან დაიცვას შენი ბაგეები მდუმარებით, საუბრის განმავლობაში გახსოვდეს, რომ უფალი ყველგან შენთანაა და ყველგან გისმენს. დროდადრო გულში ესაუბრე მას!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 26 2021, 09:07 PM

"თუ თავს მდუმარებას აიძულებ, არ იფიქრო, რომ სათნოებას აღასრულებ, არამედ თავი ლაპარაკისთვის უღირსად მიიჩნიე!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 30 2021, 05:31 PM

"გეშინოდეს ამაოდ მეტყველების ისე, როგორც გეშინია მტაცებელი ცხოველებისა და ფრინველებისა: იგი მათ მსგავსად ანადგურებს წმიდა ცხოვრების ნაშრომს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 31 2021, 06:47 PM

"არჩიე მდუმარება, რადგან იგი მრავალი უბედურებისგან იცავს!"

/წმ. ისააკ ასური/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 1 2021, 07:33 PM

"მხოლოდ სულიერი საუბარია სასარგებლო, ხოლო ყველაზე უმჯობესი კი - მდუმარება!"

/ამბა თალასი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 1 2021, 08:49 PM

"რაოდენ დამაზრობელ მდგომარეობაშიც არ უნდა აღმოჩნდე, გამარჯვება მდუმარებაშია!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 2 2021, 04:54 PM

"თუ ადამიანს წმიდა წერილის ეს გამონათქვამი ემახსოვრება: "რამეთუ სიტყუათა შენთაგან განჰმართლდე და სიტყუათა შენთაგან დაისაჯო", - მაშინ დადუმებას ამჯობინებს".

/ამბა პიმენი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 2 2021, 07:38 PM

"უფრო იოლია საერთოდ დადუმდე, ვიდრე - არ თქვა რაიმე ზედმეტი!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 2 2021, 07:58 PM

"მინახავს საკუთარი სიტყვებისაგან მრავალი ცოდვით დაცემული, მაგრამ თითქმის არავინ - მდუმარებით"

/წმ. ამბროსი მედიოლანელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 2 2021, 08:12 PM

"ხშირად ვნანობთ იმას, რომ ბევრი ვილაპარაკეთ, და არასდროს - იმას, რომ ბევრს ვდუმდით".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 2 2021, 08:25 PM

"უფრო მეტად გიყვარდეს მდუმარება, ვიდრე - ლაპარაკი; რამეთუ მდუმარება კრებს, ლაპარაკი კი - განაბნევს"

/ამბა ისაია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 3 2021, 12:59 PM

"კარგად და უცოდველად საუბარი რომ ვისწავლოთ, ჯერ უნდა შევისწავლოთ მდუმარება"

/სქიმმონაზონი ზოსიმე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 3 2021, 02:10 PM

"რაც ნაკლებად ილაპარაკებ ადამიანებთან, მეტად ისაუბრებ უფალთან".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 7 2021, 12:20 PM

"თავად უფალი არასდროს საუბრობდა ამაოდ"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 30 2021, 07:16 PM

"არაფრის მომცემ, ცარიელ საუბრებს სჯობს, იჯდე და სუფთა ჰაერი ჩაისუნთქო, ან ზეცას ახედო… მეტ ინფორმაციას მიიღებ!.."

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 16 2021, 07:01 PM

"რა სასიამოვნოა სულიერ ძმებთან საუბარი, თუ ამასთან შესაძლებელი გახდება, რომ არც უფალთან საუბარი შევწყვიტოთ. მაგრამ გონება ვერ შეძლებს, ერთდროულად ორივე საუბარს გაუძღვეს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 22 2021, 03:29 PM

"სიფხიზლე, გონების დაცვა, შინაგანი მდუმარე ლოცვის შეძენა შეუძლებელია დუმილში ვარჯიშის გარეშე. მოძღვარი [ბერი იოსებ ვატოპედელი] ამბობდა, რომ დუმილით შევიძენთ ლოცვას, ხოლო ლოცვის შემდეგ - ნამდვილ დუმილს. გულისხმობდა იმ დუმილს, რომელიც მოწმობს ყოველივე ამქვეყნიურისა და ადამიანურისადმი მიჯაჭვულობის სრულ არქონას და ღმერთთან ერთობას. წმიდა პორფირი კავსოკალიველი ამბობდა: "როდესაც ქრისტეს შეიყვარებ, დუმილი და გონებისმიერი ლოცვა გირჩევნია. მაშინ სიტყვები ჩერდება. ჯერ შინაგანი დუმილია, სიჩუმე, რასაც თან ახლავს და მოჰყვება საღმრთო მოხილვა, საღმრთო ერთობა და სულის ღმრთეებასთან შერწყმა".

/არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 23 2022, 08:02 PM

"...გაიმაგრეს სულები დუმილით..."

/წმ. ნიკოლოზ სერბი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 31 2022, 09:43 PM

"დავჩუმდეთ"

/რეზო ინანიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 18 2022, 01:23 PM

"კეთილი მეტყველება და ისიც, მხოლოდ კეთილი, ვერცხლის მსგავსია, ხოლო მდუმარება - ოქროა რჩეული"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 20 2022, 02:31 PM

"თუ მდუმარება კეთილ საუბრებზე უპირატესად მიიჩნევა, მაშინ იგი მეტად სასარგებლოა საშუალო საგნებზე საუბრისას. მაგრამ როდესაც არ შეგვიძლია დადუმება და მსგავს საგნებზე საუბარი გვიტაცებს, მაშინ, უკიდურეს შემთხვევაში, ნუ გავაგრძელებთ საუბარს, რათა მრავალმეტყველებით არ ჩავვარდეთ მტრის რაიმე მახეში!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 26 2022, 10:05 PM

"მავნე ჩვევა და მოუფრთხილებლობა იმისა, რაც ჩვენთვის სასარგებლოა, - აი, რა გვიშლის ყოველთვის მდუმარებით დავიცვათ ბაგე".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 19 2022, 07:57 PM

"ადამიანი უნდა იყოს მშვიდი და არა თავხედი; უფრო მეტად უნდა მდუმარე იყოს, "ვიდრე მოუბარ" ("ოდეს იწყოს ვინმე უბნობად, მაშინ შენ სდუმენ").

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 14 2022, 04:42 PM

"განმარტოებას ამაოდმეტყველება არ ახასიათებს, რომლის გამოც სამსჯავროზე პასუხის გაცემა მოგვიწევს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 1 2022, 08:38 PM

"ყველა მდუმარე როდია თავმდაბალი, მაგრამ ყველა თავმდაბალი უტყვია!"

/წმ. ისააკ ასური/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 19 2022, 09:52 PM

"უნდა გავექცეთ უსარგებლო საუბრებს და არ დავუკავშირდეთ მათ, ვინც ღვთის შიშს არად აგდებს. რადგან ისინი სასარგებლოს არაფერს ამბობენ, არაფერს აკეთებენ უფლისთვის: არ საუბრობენ არც სათნოებებზე, არც - ღვთისმოსაობაზე, არც - სიწმიდეზე. მათი საუბარი - სიკვდილით სიკვდილია; მათი რჩევა - ჯოჯოხეთის უფსკრული; მათი ერთობა - სულიერი დაღუპვა!"

/წმ. ეფრემ ასური/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 30 2022, 04:21 PM

"მე ოდნავ შევბრუნდი, რომ მდუმარების ფრთას შევფარებოდი"

/შარლოტ ბრონტე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 30 2022, 09:45 PM

"გაცილებით უკეთესია დადუმდე, ვიდრე ასწავლო სხვას ის, რაც თავად არ გაგიკეთებია"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 4 2022, 04:30 PM

"ზოგი მთელი დღე ლაპარაკობს და სიკეთე მოაქვს, ზოგი კი ერთ სიტყვას იტყვის და ამით შეურაცხყოფს ძმას"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 5 2022, 09:39 PM

"მდუმარება საუკეთესო და საოცარია ყველა დამრიგებლურ საუბართან შედარებით. მას პატივს მიაგებდნენ და თაყვანს სცემდნენ ჩვენი მამები და მისით განდიდდნენ. მაგრამ ჩვენი უძლურების გამო, ჯერ კიდევ ვერ მივაღწიეთ იქამდე, რომ სრულყოფის გზით ვიაროთ, მაშ, ვისაუბროთ იმაზე, რაც დამოძღვრის სფეროშია და ვისაუბროთ მამათა სიტყვებზე დაყრდნობით, და წმიდა წერილის განმარტებას ნუ შევუდგებით, რადგან ეს საქმე საკმაო საფრთხეს უქადის უცოდინართ. წმიდა წერილი სულიერადაა წარმოთქმული, ხორციელ ადამიანს კი სულიერის გააზრება არ შეუძლია. უმჯობესია, საუბრისას მამათა სიტყვებს მივენდოთ და მათში სარგებელს ვიპოვით. მაგრამ უნდა ვისარგებლოთ ზომიერად, ვიხსენებდეთ ნათქვამს: "მრავალმეტყველებისგან ვერ გაექცევი ცოდვასაც", და ამ ყველაფერთან ერთად რომ არ ჩავვარდეთ გონების განდიდებასა და აზრების თვითქებაში, ვიფიქროთ იმაზე, რომ რასაც საქმით ვერ შევასრულებთ, იმას თვით დასასჯელად ვამბობთ!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 10 2022, 12:27 PM

"არაფერია უფრო მეტად დამანგრეველი და ბოროტადმავნებელი, ვიდრე შეუკავებელი ენა; და არაფერი ისე ძლიერ არ ანაწყენებს და ანადგურებს სულიერ სიმდიდრეს. რამეთუ, რასაც ყოველდღე ჩვენში ვქმნით, იმას მრავალმეტყველება კვლავ ანადგურებს, და რასაც შრომით ვაგროვებთ, ის კვლავ ენის მიერ ითელება. რა არის შეუკავებელ ენაზე უარესი? იგი დაუკავებელი ბოროტებაა! უნდა მოზღუდო იგი, ალაგმო და შეავიწროვო. და, ასე ვიტყვი: აიძულო, მხოლოდ საჭიროებას ემსახუროს! უადგილო ფუჭი საუბრების ნაყოფი ხანდახან დაცინვა და ყვედრებაა, როდესაც ისინი ჩვენს უგუნურ მეტყველებას ნახავენ; ზოგჯერ კი - სინდისის შებღალვა, ზოგჯერ - ღვთის სასჯელი და სულიწმიდის განაწყენება, რაც ყველა დანარჩენზე უარესია"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 11 2022, 10:02 PM

"როგორც ჯებირებში მომწყვდეული წყალი მიილტვის მაღლა, საკუთარ დინებას მიცემული კი იღვრება ყველა მხარეს და მიისწრაფვის დაბალი ადგილებისაკენ, ასევეა სულიც, დაჯილდოებული კეთილგონიერი მდუმარებით, იგი თავის თავში გროვდება და მიისწრაფვის მაღლა, მაშინ კი, როცა მრავალმეტყველებას მიეცემა, იგი, ასე ვთქვათ, გარეგნულ შორეულ საგნებზე მოედინება"

/წმ. გრიგოლ დილოღოსი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 11 2022, 10:23 PM

"ვერიდოთ მეტყველების დროს მღელვარებას, რათა მისმა თაკარა სიცხემ ჩვენი შრომის ნაყოფი არ დაწვას"

/ამბა მოსე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 12 2022, 11:50 AM

"ღრუბელი მზეს ეფარება; ხოლო მრავალმეტყველება აბნელებს სულს, რომელმაც ლოცვითი ჭვრეტით განათლება დაიწყო"

/წმ. ისააკ ასური/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 12 2022, 09:50 PM

"როდესაც ჭკვიან კაცს რაიმეს თქმა სურს, იგი ჯერ დაფიქრდება და საკუთარ თავში გააანალიზებს და უკვე შემდეგ იტყვის; სულელი - პირიქით: ჯერ ლაპარაკობს, ხოლო შემდეგ უკვე ფიქრობს იმაზე, რაც თქვა"

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)