წინადადებები, კითხვები და შენიშვნები ადმინისტრაციას |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
წინადადებები, კითხვები და შენიშვნები ადმინისტრაციას |
ნანინა |
Dec 15 2009, 09:16 PM
პოსტი
#41
|
სოფო ჯგუფი: Members პოსტები: 5,621 რეგისტრ.: 8-July 08 მდებარ.: dedaqalaqi წევრი № 5,299 |
k@the
ქეთი, როდესაც ადამიანს არ ესმის როგორ უნდა მოიხსენიოს მოძღვარი ან ბოლოს და ბოლოს ადამიანები ვართ და ყველა ვცხარდებით (მეც საკმაოდ ემოციური ვარ ), მოდერი იმისთვისაა, რომ წესის დარღვევაზე რეაგირება მოახდინოს. ბიძაშვილი, ძმაკაცი, ძმაკაცის მეზობელი და მულის ქმარის დის ბიძაშვილი და რაღაცა ეგეთი უბედურებები უნდა დამთავრდეს საქართველოში ჩვენ ქვეყანაშიც ასეა, ნაცნობ-ნაცნობობაზე წესების დარღვევის გამო რომ არ გვსჯიან, იმიტომ გვაქვს "აწყობილი" ქვეყანა თორე მოდერი ვერც ზრდილობას ასწავლის და ვერც მოქცევას, მოდერი არის ფორუმის ინტერესების დამცველი არ ვიცი მე ასე ვფიქრობ, გაგიჭირეთ საქმე ამ ჩემი აზრებით მე მართლა გულისტკივილით ვამბობ და დანარჩენი თქვენზეა დამოკიდებული რას გააკეთებთ -------------------- იყავი ის, რაც ხარ!!!
|
კანუდოსელი |
Dec 15 2009, 09:42 PM
პოსტი
#42
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
მე მგონი მეუფეზე ჭედავ და ბოდავსო არ უნდა თქვა,ვცდები?თუ არ თვლი ასე? ვინ ვინ და თქვენ ამას არ უნდა ამბობდეთ... ჰმ.... მგონი, რომ ფორუმზე მოდერატორების საქმე არაა ვინმეს აღზრდა და გამოსწორება. მითუმეტეს როცა ეს ზრდასრულ ადამიანებს ეხება. არც სხვისი ზრდილობის სიტყვიერი შეფასებაა მოდერის საქმე. ალბათ როცა წესი დაირღვევა, იუზერის გაფრთხილებების ფურცელზე უნდა აისახოს ეს პროცენტულად. არ აქვს მნიშვნელობა, მოეწონება იუზერს თუ არ მოეწონება, გაითვალისწინებს ამას მომავალში თუ არ გაითვალისწინებს, არადა კიდევ მიემატოს გაფრთხილება. კანუდოსელის,(მხოლოდ მაგალითისთვის გასახელებ ) ან ნებისმიერი ჩამოყალიბებული პიროვნების აღზრდა და 'დანამუსება' მოდერატორის საქმე არაა. არცაა საჭირო, რაღა დროს . დააშავა? - ჩაეწეროს გაფრთხილება. დააშავებს მრავალჯერ ზედიზედ? - გადაეზრდება ავტომატურად ბანში. ამით მოდერატორი, პიროვნულად არავის ეხება, ის მართლაც მოდერატორად რჩება და წესების შესაბამისად მოქმედებს. ვერ შეეგუება იუზერი ასეთ მიდგომას? წავა. მაგრამ მგონია, რომ როგორც წესი ყველა ეგუება, უბრალოდ შეიძლება შეგუებასთან ერთად ბევრი აპროტესტოს. ეგ არაფერი, მთავარია წესი იყოს წესი და ყველასათვის საერთო. ყველაზე დიდი შეცდომა მოდერატორებისა, ალბათ ისაა, რომ პროცენტიან გაფრთხილებებს ერიდებიან და "შენგან ამას არ მოველოდი", "შენ ეს როგორ გეკადრება", "რა აზრი აქვს გაფრთხილებებს, ზრდილობა უნდა ვისწავლოთ" -ო და მსგავსი მიმართვებით გამოდიან, როცა მათგან ზრდილობის სწავლება, არავის არაფერში ჭირდება და არც უნდა იყოს მოდერის საქმე. ასეთ დარიგებებში, მოდერიც ტყილად ხარჯავს ენერგიას და იუზერის პროცენტიანი გაფრთხილების გარეშე გამოდის 'დანაშაულისაგან'. ასე რომ, მოდერატორებო, არ დაინანოთ პროცენტიანი გაფრთხილებები, ჩალის ფასი აქვს თქვენს ყველა სხვა მოწოდებებს, მეტყველების კულტურასა და ა.შ. დანარჩენთან დაკავშირებით . პ.ს. რამდენი ვწერე ძლივს ნორმალური პოსტი არ წავიკითხე -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
newbie |
Dec 15 2009, 09:56 PM
პოსტი
#43
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 577 რეგისტრ.: 28-April 09 წევრი № 6,908 |
მე ვაპროტესტებ
ჩემი სუბიექტური აზრია რომ არ გვაქვს საკმარისი არგუმენტი მივცეთ ვორნი. რომელი პუნქტი დაარღვია უფლება-მოვალეობების,? ვერ ვიტყვით რომ იყო ცილისწამება, თავად დარწმუნებულია იმ ფაქტების სისწორეში რასაც წერს, ჩვენ შეიძლება არ ვეთანხმებით, მაგრამ არგუმენტირებული მტკიცებულები , კონკრეტულ თემაზე ვამბობ, სად არის სიმართლე არ გაგვაჩნია , ცოტა ბუნდოვან საკითხებზე იყო კამათი. ის ჭედავს და მსგავსი სიტყვები არ იყო აგრესიით ნათქვამი და თვითონ ამით შეიძლება სულაც არ გამოხატავდეს უპატივცემულობას და არც მსმენელმა გაიგოს ასე.. ესეც ბუნდოვანი მეჩვენება. ზემოთ ითქვა ამის შესახებ. მოკლედ მარტო იმის თქმა მინდა რომ არ არის საკმარისი მიზეზი. არ ყოფილა აშკარა ცილისწამება, ან აგრესია, ან სასულიერო პირთა შეურაცხყოფა, ან ლანძღვა. რავი ვცდები? ზოგადად სასულიერო პირებისადმი დამოკიდებულებას რაც შეეხება, ვეთანხმები აქ გამოთქმულ აზრებს, დედაც გვიყვარს პატივს ვცემთ, ეს არ ნიშნავს იმას რომ იგი უნაკლოა ან ჩვენ ვერ ვხედავთ მის ნაკლებს, უბრალოდ მის ნაკლებზე არ ვსაუბრობთ გარეთ, რავი ვინმე საუბრობს დედის შეცდომების შესახებ ოჯახის გარეთ? ფორუმი სახლი არ არის, ადგილია სადაც ყველანაირი ხალხი შემოდის, აასევე ვერ ვიტყვი რომ ეკლესიაში არსებულ პრობლემებზე სასაუბროდ ყველაზე კარგი დროა შერჩეული, სხვა არვიცი, მარა ჩემი ნაცნობების 99 პროცენტი სანთელს ანთებს მარტო, და ვინ როოგორ "ზედმიწევნით" ასრულებს მცნებებს ამაზე აღარაფერს ვიტყვი, და ვინ როგორი ცხოვრებით ცხოვრობს, და ეკლესიაში მისვლას ვინც გადაწყვეტს და მსგავს რამეს წაიკითხავს არცერთ ხსენებულ მოძღვართან არ მივა ცოდვების სათქმელად, მე პირადად ვერ მივიდოდი და სხვა მოძღვრებსაც ეჭვQვეშ დავაყენებდი.. ეს არის ერთადერთი რაც ამ ფაქტების კონსტატაციით კეთდება, არ ვამბობ რომ მოძღვრის ყველა ქმედება უცილობელ სიმართლედ მივიღოთ და თავი დავხაროთ, უნდა ვთქვათ თუ რამე არასწორია და მათაც ვუთხრათ , და გავაკეთოთ ყველფერი ეკლესიაში პრობლემების აღმოფხვრისთვის.. მაგრამ ის პრობლემები რომლებზეც ვსაუბრობთ იმ კონკრეტულ თემაში ცოტა სადავოა, არ ღირს ამის გამო მოძღვრის დისკრედიტაცია, ჩვენ შეიძლება გვეჩვენებოდეს რომ ჩვენი აზრი უცილობელი ჭეშმარიტებაა, მაგრამ ღმერთი მოუაზრებელი და შეუცნობელი, ვიცით მარტო ის რაც გამოგვიცხადა, ამიტო ასეთ საკითხებზე თავის დადება რომ ჩვენი აზრია სწორი რთულია.. ანუ ვგულისხმობ როცა მოძღვრის მიერ არ ხდება ღვთის გმობა ან აშკარა ერეტიკული სწავლების ქადაგება.. შეიძლება ადამიანს გულით უყვარდეს უფალი და მრევლიც ქრისტესკენ მიყავდეს, ქონდეს რაღაც თავისებური ხედვა საკითხების რომელიც არასწორედ გვეჩვენება, ამაში საგანგაშო არაფერია ამის თქმა მინდა.. როგორც ის პატერიკი ხელაპყრობით რომ ადიდებს გლახაკი უფალს, როგორც იცის ისე , ეპისკოპოსი რომ გამოივლის და ასწავლის რომ ღვთის დიდება პირჯვრის გადაწერით ხდება,( ნუ ყველამ იცის მგონი ეს პატერიკი,მოკლედ დავწერ), ეპისკოპოსი გასცდება და ხედავს მორბის გლახაკი წყალზე როგორც ხმელეთზე და საიდან არის სწორი პიჯვრის გადაწერაო, წადი და როგორც აქამდე გიდიდებია უფალი ისე ადიდეო ეპისკოპოსმა უთხრა.. ანუ სიფრთხილეა საჭირო როდის რა ვთქვათ მოძღვარზე, მეც მითქვამს ასი პროცენტით დარწმუნებულს, მერე საპირისპირო დავინახე და ძალიან ვინანე.. რთულია ჩემი სუბიექტური აზრია შეიძლება ვცდები |
kato_Bato |
Dec 15 2009, 09:57 PM
პოსტი
#44
|
Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь.. ჯგუფი: Senators პოსტები: 15,479 რეგისტრ.: 4-November 06 მდებარ.: Not shureLand.... წევრი № 389 |
ამ ფორუმზე მუდმივად ხარაკირის ხასიათზე ვდგები.
არ შემოვდივარ, მენატრება. მელას თავისი მახრჩობელაო... -------------------- მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.
- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს.... - როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა. - ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები... |
ნანინა |
Dec 15 2009, 10:21 PM
პოსტი
#45
|
სოფო ჯგუფი: Members პოსტები: 5,621 რეგისტრ.: 8-July 08 მდებარ.: dedaqalaqi წევრი № 5,299 |
newbie
ის ყველაფერი, რაც მე დავწერე კიდევ ერთხელ ვამბობ არ ეხებოდა მარტო ერთ ადამიანს ან კონკრეტულ ფაქტს იმაში გეთანხმებით, რომ ეს ფორუმი მართლაც ჭრელია და საკუთარ ეკლესიაზე თუ გული გვტკივა საჯაროდ არ უნდა ვაკრიტიკოთ, ისევე როგორც ოჯახის პრობლემები არაა გარეთ გასატანი უბრალოდ მაცხოვარმა თქვა, ვინც ერთი მაინც დააბრკოლოს ჩემთან მომავალი, უმჯობესია წისქვილის ქვა მოიკიდოს ზურგზეო (ბოდიში უხეში პერიფრაზისთვის ). აქ კი მოძღვართა განკითხვით ბევრი ბრკოლდება და ერთად ვიფიქროთ ამაზე. ყველას გვეხება ეს -------------------- იყავი ის, რაც ხარ!!!
|
newbie |
Dec 15 2009, 11:15 PM
პოსტი
#46
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 577 რეგისტრ.: 28-April 09 წევრი № 6,908 |
ნანინა
ციტატა ის ყველაფერი, რაც მე დავწერე კიდევ ერთხელ ვამბობ არ ეხებოდა მარტო ერთ ადამიანს ან კონკრეტულ ფაქტს სიმართლე გითხრა არც მაქვს ეჭვი რომ კონკეტულ ადამიანს შეეხე, ვიცი ზოგადად თქვი სხვა თემებშიცაა ეგ სიტუაცია, მითუმეტეს ვორნი არ გიხსენებია.. უბრალოდ თვითონ რომ თქვა ვორნი დამადეთ გულზე დამადეთო, : D ფორმალობაა დასაცავიო, და მოდერატორებიც შესაბამისად მოიქცნენ, ამაზე ვთქვი რომ თუ ფორმალობაზეა ლაპარაკი რომელიმე მუხლის აშკარად გამოხატულ დარღვევას ვერ ვამჩნევ.. მოდერატორის კომპეტენციაა არვიცი ნუ თუ თვითონ უნდა ეს ვორნი ძალიან კიბატონო, ისე თუ კაი რამეა მეც მომეცით ვორნი, ამიწონეთ ერთი ორი კილო .. რავიცი |
ნანინა |
Dec 15 2009, 11:22 PM
პოსტი
#47
|
სოფო ჯგუფი: Members პოსტები: 5,621 რეგისტრ.: 8-July 08 მდებარ.: dedaqalaqi წევრი № 5,299 |
newbie
იქნებ მოვეშვათ კონკრეტულ ადამიანებს? ჩემი თხოვნაა -------------------- იყავი ის, რაც ხარ!!!
|
newbie |
Dec 16 2009, 12:45 AM
პოსტი
#48
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 577 რეგისტრ.: 28-April 09 წევრი № 6,908 |
ნანინა
ეხლა ვფიქრობ და ვერ მივხვდი რას მთხოვ? ვის გინდა რომ მოვეშვა? ვაშეტა მე უფლება მაქვს ეთიკურად არავისაც არ მოვეშვა , ააგერ დაკუმენტ მუხლი 4. წევრის უფლებები და მოვალეობები 1. ფორუმის წევრს უფლება აქვს: ა) წერილობით გამოთქვას თავისი აზრი; ბ) ეთიკის ფარგლებში დაიცვას თავისი მოსაზრება; შენ კიდევ არღვევ მევოთხე მუხლის "ე " ქვეპუნქტს ე) წეროს გასაგებად, მკაფიოდ და მისი ნაწერი არ შეიცავდეს რაიმე ხასიათის მოწოდებას, ....... იმიტომ რომ ვერ გავიგე რას მწერ, ოდა ფორუმის წესების გამკაცრებას თუ გავითვალისწინებთ, გეკუთვნის სამართლიანი ვორნი მოვრჩი. |
ნანინა |
Dec 16 2009, 12:47 AM
პოსტი
#49
|
სოფო ჯგუფი: Members პოსტები: 5,621 რეგისტრ.: 8-July 08 მდებარ.: dedaqalaqi წევრი № 5,299 |
newbie
გავედი მე ამ თემიდან და მოდერებმა მიხედეთ თუ შეიძლება. მე მოვრჩი გაოფებას, ჩემი აზრი გასაგებად დავწერე და ვისაც უნდა მიიღოს და გაიგოს -------------------- იყავი ის, რაც ხარ!!!
|
KAIROS |
Dec 16 2009, 04:53 AM
პოსტი
#50
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
მგონი, რომ ფორუმზე მოდერატორების საქმე არაა ვინმეს აღზრდა და გამოსწორება. მითუმეტეს როცა ეს ზრდასრულ ადამიანებს ეხება. არც სხვისი ზრდილობის სიტყვიერი შეფასებაა მოდერის საქმე. ალბათ როცა წესი დაირღვევა, იუზერის გაფრთხილებების ფურცელზე უნდა აისახოს ეს პროცენტულად. არ აქვს მნიშვნელობა, მოეწონება იუზერს თუ არ მოეწონება, გაითვალისწინებს ამას მომავალში თუ არ გაითვალისწინებს, არადა კიდევ მიემატოს გაფრთხილება. კანუდოსელის,(მხოლოდ მაგალითისთვის გასახელებ ) ან ნებისმიერი ჩამოყალიბებული პიროვნების აღზრდა და 'დანამუსება' მოდერატორის საქმე არაა. არცაა საჭირო, რაღა დროს . დააშავა? - ჩაეწეროს გაფრთხილება. დააშავებს მრავალჯერ ზედიზედ? - გადაეზრდება ავტომატურად ბანში. ამით მოდერატორი, პიროვნულად არავის ეხება, ის მართლაც მოდერატორად რჩება და წესების შესაბამისად მოქმედებს. ვერ შეეგუება იუზერი ასეთ მიდგომას? წავა. მაგრამ მგონია, რომ როგორც წესი ყველა ეგუება, უბრალოდ შეიძლება შეგუებასთან ერთად ბევრი აპროტესტოს. ეგ არაფერი, მთავარია წესი იყოს წესი და ყველასათვის საერთო. ყველაზე დიდი შეცდომა მოდერატორებისა, ალბათ ისაა, რომ პროცენტიან გაფრთხილებებს ერიდებიან და "შენგან ამას არ მოველოდი", "შენ ეს როგორ გეკადრება", "რა აზრი აქვს გაფრთხილებებს, ზრდილობა უნდა ვისწავლოთ" -ო და მსგავსი მიმართვებით გამოდიან, როცა მათგან ზრდილობის სწავლება, არავის არაფერში ჭირდება და არც უნდა იყოს მოდერის საქმე. ასეთ დარიგებებში, მოდერიც ტყილად ხარჯავს ენერგიას და იუზერის პროცენტიანი გაფრთხილების გარეშე გამოდის 'დანაშაულისაგან'. ასე რომ, მოდერატორებო, არ დაინანოთ პროცენტიანი გაფრთხილებები, ჩალის ფასი აქვს თქვენს ყველა სხვა მოწოდებებს, მეტყველების კულტურასა და ა.შ. დანარჩენთან დაკავშირებით . პ.ს. რამდენი ვწერე ნამდვილად! მოვიდა ამის დრო, საჭიროა ესეთი ქმეება, რომ კანონი ყველასათვის თანასწორია. და კიდევ კანონები თუ იქნება, მაშინ ზოგიერთი ისეთი საკითხიც უნდა მოგვარდეს, რომელიც დღეს ირღვევა. მოკლედ ვეთანმხები კოტეს! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
b-a-r-b-a-r-e |
Dec 16 2009, 08:49 AM
პოსტი
#51
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,436 რეგისტრ.: 24-September 09 წევრი № 7,538 |
ვინ ვინ და თქვენ ამას არ უნდა ამბობდეთ... ჰმ.... ნუ მაცინებთ ერთი რა გავსებული მაქვს კომპი მაკომპრომატებელი მასალით, ამაღელვეს რა ახლა ამათაც წესების გამკაცრებას არ ვემხრობი ზოგადად. მე ვემხრობი კონკრეტული უზერების გამორჩევას და მათ მიმართ გამკაცრებას. იქნება ეს იეღოველი,ეკუმენისტი,ბუდისტი( ხადია "აპოლოგეტიკის" გარეთ). ხარისხი,თანამდებობა,ინტელექტ ი და ასე შემდეგ არ გაძლევს უფლებას სინოდის წევრების უსაფუძვლო ბრალდებები უყენო,სასულიერო სემინარიაში შემსვლელები დააბრკოლო,წმინდანად შერაცხულ ქალს გიჟი უწოდო,მოკლედ,ბევრი რამ. ეს შეურაცხოფა ეხება წმინდანებს და მოსაგრე მამებს,ეკლესიის მესვეურთ,თორემ ვიღაც მოხელე რა მოსატანია მათთან,ახლოსაც ვერ მოვა. -------------------- დავიღლე.........მოდი ჩემთან უფალო...........ძალიან დავიღალე,მართლა დავიღალე.........
"წიგნებით ვერ ჩახედავ ნამდვილებს..." |
KAIROS |
Dec 16 2009, 10:37 AM
პოსტი
#52
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა წესების გამკაცრებას არ ვემხრობი ზოგადად. მე ვემხრობი კონკრეტული უზერების გამორჩევას და მათ მიმართ გამკაცრებას. ციტატა ვინ ვინ და თქვენ ამას არ უნდა ამბობდეთ... ჰმ.... ნამდვილად! ამ ზემორე პოსტის მერე საერთოდ... -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
b-a-r-b-a-r-e |
Dec 16 2009, 10:40 AM
პოსტი
#53
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,436 რეგისტრ.: 24-September 09 წევრი № 7,538 |
ნამდვილად! ამ ზემორე პოსტის მერე საერთოდ... დამჭიპეთ დამნაშავე ვარ -------------------- დავიღლე.........მოდი ჩემთან უფალო...........ძალიან დავიღალე,მართლა დავიღალე.........
"წიგნებით ვერ ჩახედავ ნამდვილებს..." |
ქევანა |
Dec 16 2009, 03:25 PM
პოსტი
#54
|
მთვლემარე დრაკონი ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 |
ციტატა საქმე ისაა, რომ კრიტიკაცაა და კრიტიკაც... მე ამ კრიტიკაში გულისტიკივილი ვერ დავინახე, თუნდაც ასე იყოს, აქ დაწერით რაე ეშველება? როდესაც ვხედავ, რომ ჩემი საყვარელი და ახლობელი ადამიანი შეცდომას ჩადის, მე მას პირში ვეტყვი და მივუთითებ და არა ზურგს უკან ვაკრიტიკებ ესაა ადამიანური სამართალიც და ქრისტიანულიც იარეთ ფორუმულ შეხვედრებზე და პირში უთხარით რაც გინდათ http://church.ge/index.php?showtopic=7131&st=60 -------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
ნანინა |
Dec 16 2009, 03:43 PM
პოსტი
#55
|
სოფო ჯგუფი: Members პოსტები: 5,621 რეგისტრ.: 8-July 08 მდებარ.: dedaqalaqi წევრი № 5,299 |
ქევანა
"პირში თქმაში" თუ აუცილებლად პირადად ნახვა იგულისხმებოდა არ ვიცოდი მოვალ თუ შევძლებ, მაგრამ ჩემი სათქმელის თქმა არც ვირტუალურად გამიჭირდება და არც პირადად რაც შეეხება კანოდოსელს და მიშას, რომლებიც წინა თემაში მოიხსენიეს, მე მათთან მქონდა კამათი, ორივეჯერ წესების დარღვევის გამო. ერთხელ ხსენებულმა სონღულასვილმა რელიგიური პროსტიტუცია უწოდა საქართველოს ეკლეიაში რუსეთის პატრიარქის ჩამოსვლას (ან ჩამოვა და ან არა კდიე), კანოდოსელმა კი ნაბოდვარად მოიხსენია მეუფის დაწერილი. მოდით მივყვეთ ისევ და ისევ წესებს ზ) დისკუსიისას თავი აარიდოს ფორუმის მომხმარებლებს შორის არაეთიკურ მიმართვებს, შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს, განკითხვას, ცინიზმსა და ირონიას. ძალიან გამეხარდა ეს ქვეპუნქტი რომ მოვნახე წესებში, თურმე ცინიზმიც წესების დარღვევა ყოფილა. ცინიზმი კი ამ ორი იუზერის მხრიდან პირადად ჩემდამიც იყო და მე რას ვჩივი, სასულიერო პირების მიმართაც. ასე რომ მე ვინმეს კი არ ვემტერები, მე ვითხოვ წესების დაცვას. დავიღალე ამდენი წერით. ცინიზმს ცინიზმი მოყვება, განკითხვას განკითხვა, ჩემი მხრიდანაც. მე კი არ შემიძლია ამ ფორუმზე ვუსმენდე სამღვდელო პირთა აბუჩად აგდებას და ერთმანეთის უპატივცემულობას. თუ არ ვარ მართალი ესეც მითხარით და გავჩუმდები ან შესაბამისად მოვიქცევი. მაშინ გააუქმეთ ეს წესები, რაღა საჭიროა. თუ არა და მე ისეთს არაფერს ვითხოვ, რაც მოთხე მუხლში არ წერია იქნებ მიპასუხოს, აფხაზმა კანონისტმა, ვინმე ჭკუათამყოფელმა ადამიანმა ტყუილად ვწერ ამდენს? -------------------- იყავი ის, რაც ხარ!!!
|
KAIROS |
Dec 17 2009, 01:02 PM
პოსტი
#56
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
მოკლედ არის პრობლემა
მე ამიკრძალეს (თავჯდომარის მოწოდება, ლამის აკრძალვაა) მეწერა ერთერთ თემაში " ციტატა ნუ დააფიქსირებენ საკუთარ შეხედულებებს ამ თემაში რათა არ შექმნან კონფლიქტური სიტუაცია " , რომელიც ახლა ღვთისმეტყველების განყოფილებაშია და რომელსაც ღვთისმეტყველებასთან არაფერი აკავშირებს, მეტიც თემაში ვრცელდება წიგნები, რომელიც არამართლმადიდებლურია, არაა გამოცემული იმ ეპარქიის მღვდელმთავრის ლოცვა-კურთხევით და არ გააჩნია რეცენზია საპატრიარქოს მიერ.მე მხოლოდ წიგნების გავრცელების წინააღმდეგი ვარ, ან მაქსიმუმ ღვთისმეტყველებიდან მათი გავრცელების წინააღმდეგი, იყოს აპოლოგეტიკაში, როგორც სადაო წიგნები, რომელსაც ნაწილი ღებულობს და ნაწილი არა, და არა იმ ბერის, რომელსაც პიროვნულად არასოდეს შევხებივარ. ასე რომ, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ადმინისტრაცია მიკრძალვს დავაფიქსირო სადმე ჩემი აზრი, ადმინისტრაციას შეუძლია არ დახუროს ის თემა, რასაც ვთხოვდი, რათქმაუნდა არ ვეთანხმები, მაგრამ ვემორჩილები ამ გადაწყვეტილებას; ასევე ვეთანხმები იმ აზრს, რომ ყველას შეუძლია წეროს ის რაც მოესურვება, შესაბამისად ამის გამო, რომ პრობლემა იყოს, მაშინ ნახევარი ფორუმი დასაკეტი იქნებოდა, მაგრამ აქ ხომ მოძღვრის და მართლმადიდებლობის სახელით ვრცელდება წიგნები, რომელიც არაა მისაღები? რათქმაუნდა ამაში არ დამეთანხმა იმ თემაში მპოსტველთა დიდი უმრავლესობა, უბრალოდ იმიტომ რომ ჩემი მუდმივი ოპოზიციაა და 2X2=4 ამაშიც არ დამეთანხმებიან, მაგრამ ეს იცის ეს თეოლოგიაში მეტად თუ ნაკლებად და ობიექტურად მოაზროვნე ფორუმელებმა, და არაა ეს ჩემი აკვიატება, კითხეთ თავად ამ აკრძალვის ავტორს და ისიც დამეთანხმება , რომ წიგნები შეიცავს დიდი რაოდენობით შეცდომებს და მიუღებელ აზრებს, მაშინ თუკია ასე, ვეკითხები ისევ მას, მაშ რა უნდა ამ წიგნებს ღვთისმეტყველებაში? თუკი მათზე საუბარსაც გვიკრძალვთ? თუკი ვინმე შეურაცხყოფას აყენებს ვინმეს ეს აკრძალეთ და არა კამათი. ასე რომ, შეუძლებლად ვთვლი ერთდროულად ერთიდაიგივე თემაზე იყოს ორი თემა, ერთი ღია, მეორე დაკეტილი, შეუძლებლად ვთვლი ღვთისმეტყველების განყოფილებაში ვრცელდებოდეს წიგნები, რომლებიც ათეოლოგიურია და შეუძლებლად ვთვლი ვიყო იქ, სადაც მიკრძალავენ დავაფიქსირო ჩემი აზრი, სიმშვიდის არ დარღვევის გამო, ესეთი "სიმშვიდე" ჭაობის სიმშვიდეს გავს უფრო. გამოდის, რომ სიმშვიდეს და "კონფლიქტურ სიტუაციებს" ქმნის ჩემი პოსტები, შემიძლია გამოვთქვა სრული მზადყოფნა დავტოვო ასეთი სიმშვიდე. იხარეთ; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
afxazi |
Dec 17 2009, 01:07 PM
პოსტი
#57
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
KAIROS
ციტატა მე მხოლოდ წიგნების გავრცელების წინააღმდეგი ვარ, ან მაქსიმუმ ღვთისმეტყველებიდან მათი გავრცელების წინააღმდეგი, იყოს აპოლოგეტიკაში, როგორც სადაო წიგნები, რომელსაც ნაწილი ღებულობს და ნაწილი არა, და არა იმ ბერის, რომელსაც პიროვნულად არასოდეს შევხებივარ. კარგი კაიროს გადავიტან აპოლოგეტიკაში. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
Atman |
Dec 17 2009, 01:08 PM
პოსტი
#58
|
მეცამეტე მეომარი ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 |
afxazi
რატო გადაიტან? -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
afxazi |
Dec 17 2009, 01:09 PM
პოსტი
#59
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
Atman
ციტატა რატო გადაიტან? რა მნიშვნელობა აქვს შენთვის სად იქნება, მთავარია რომ გეძლევა საშუალება ისაუბრო იმაზე რაზეც გინდა. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
b-a-r-b-a-r-e |
Dec 17 2009, 01:10 PM
პოსტი
#60
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,436 რეგისტრ.: 24-September 09 წევრი № 7,538 |
კაიროს
პირადად მე ვფიქრობ რომ უნდა დატოვო ეს თემა და არა ფორუმი,რადგან არ შეგიძლია კამათის გარეშე იყო იქ სადაც ხარ დატოვე მაშინ,მე პირადად გული დამწყდება,მაგრამ არეულობას იწვევ და არეულობის გამომწვევი თუ ხვდება რომ უნდა დატოვოს თემა ეს ძალიან კარგია. -------------------- დავიღლე.........მოდი ჩემთან უფალო...........ძალიან დავიღალე,მართლა დავიღალე.........
"წიგნებით ვერ ჩახედავ ნამდვილებს..." |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 19th October 2024 - 08:15 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი