თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ზოგადი რელიგიური საუბრები და სიახლენი _ რას გულისხმობს ეს ფრაზა?

პოსტის ავტორი: n*i*n*o თარიღი: Feb 9 2012, 02:36 PM

,,და აჰა ესერა მე თქვენთანა ვარ,ყოველთა დღეთა,ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა."(მთ.28.20 )
რას გულისხმობს ეს ფრაზა? და თქვენ როგორ გესმით?

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Feb 9 2012, 04:44 PM

საერთოდ სახარებისეული სიუჟეტი ისე კი არ უნდა მივიღოთ როგორც გვესმის.არამედ ისე,როგორც ამას ეკლესია გვასწავლის.
აი რას ამბობს იოანე ოქროპირი:
,,მოციქულები ვერ იქნებოდნენ ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა,არამედ იგი ამბობს- ყველა ერთგულთანო,როგორც ერთ სხეულთან.ნუ მეტყვით,-თქვა მან-სირთულეებსა და წინააღმდეგობებზე:თქვენთან მე ვარ,რომელიც ყოველივეს გავაიოლებ..."

(გავაგრძელო?)

პოსტის ავტორი: n*i*n*o თარიღი: Feb 9 2012, 05:02 PM

ციტატა(A.V.M @ Feb 9 2012, 05:44 PM) *

საერთოდ სახარებისეული სიუჟეტი ისე კი არ უნდა მივიღოთ როგორც გვესმის.არამედ ისე,როგორც ამას ეკლესია გვასწავლის.
აი რას ამბობს იოანე ოქროპირი:
,,მოციქულები ვერ იქნებოდნენ ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა,არამედ იგი ამბობს- ყველა ერთგულთანო,როგორც ერთ სხეულთან.ნუ მეტყვით,-თქვა მან-სირთულეებსა და წინააღმდეგობებზე:თქვენთან მე ვარ,რომელიც ყოველივეს გავიღებ..."

(გავაგრძელო?)






კი ამის აზრიც ვერ გავიგე ჯერ

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Feb 9 2012, 05:16 PM

,,მოციქულები ვერ იქნებოდნენ ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა,არამედ იგი ამბობს- ყველა ერთგულთანო,როგორც ერთ სხეულთან.ნუ მეტყვით,-თქვა მან-სირთულეებსა და წინააღმდეგობებზე:თქვენთან მე ვარ,რომელიც ყოველივეს გავაიოლებ!ამას იგი ძველ აღთქმაშიც ხშირად ეუბნებოდა წინასწარმეტყველებს: იერემიას,როდესაც მიუთითებდა თავის სიჭაბუკეზე;მოსეს და იეზიკელს,რომლებიც ყოყმანობდნენ , იგი ეუბნებოდა : ,,მე თქვენ თანა ვარ."ამასვე ეუბნევა აქაც თავის მოწაფეებს.მაგრამ შენიშნე აქაც, რა განსხვავებაა მათ შორის.ისინი ხშირად უარობდნენ, როდესაც იგზავნებოდნენ ერთ კონკრეტულ ერთან;ესენი კი იგზავნებოდნენ რა მთელ ქვეყნიერებაზე, არ უარობდნენ. ქვეყნის აღსასრულზე იმიტომ ახსენებს მათ,რომ უფრო მიიზიდა ისინი და რომ მათ მხოლოდ წინამდებარე მწუხარებებზე კი არ ეფიქრათ,არამედ მომავალ ,დაუსრულებელ სიკეთეებზეც.მწუხარებები,-ამბობს იგი,-რომლებიც თქვენ შეგემთხვევათ,მთავრდება აწინდელ ცხოვრებასთან ერთად,რამდენადაც ეს აწინდელი საუკუნეც დამთავრდება;სიკეთეები კი რომლებსაც მიიღებთ,მარადიულია,როგორც ადრეც ხშირად მითქვამს თქვენთვის...."

(ეხლა გავიქეცი.მაგვიანდება.
და ჩემო ნინო!ვფიქრობ რომ ამ მუხლზე შენ გაქვს ინფორმაცია არამართლმადიდებლური წყაროდან.ხოდა ტყუილად რომ არ მაბეჭდინო გვერდები,ბარეღამ თქვი თუ რა არის შენი აზრით მასში შეუსაბამობა და იმაზე გიპასუხებ.

პოსტის ავტორი: n*i*n*o თარიღი: Feb 9 2012, 06:03 PM

ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა-ში რა იგულისხმება?

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Feb 9 2012, 06:56 PM

ციტატა
ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა-ში რა იგულისხმება?

გავიხსენოთ მომენტი,როდესაც ზემოთაღნიშნული დიალოგი მიმდინარეობდა.
უფალი ესაუბრებოდა მოციქულებს.
ანუ მაშინ რომ ეთქვა-მე თქვენთანა ვარ ამინ." აქედან შეიძლებოდა ვიღაცას ეთქვა რომ უფალი მხოლოდ მოციქულებთან იქნებოდა.მაგრამ უფალი ახსენებს სიტყვას-,,ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა." სოფლის აღსასრულამდე მოციქულები ვერ იქნებოდნენ. ე.ი. უფალი არის ყველასთან ვინც მას ერთგულობს და არა მხოლოდ მოწაფეებთან.

პოსტის ავტორი: n*i*n*o თარიღი: Feb 9 2012, 07:19 PM

ეხლა გასაგებია smile.gif მადლობა smile.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Feb 9 2012, 07:28 PM

ციტატა
ეხლა გასაგებია smile.gif მადლობა

არაფრის.... kiss1.gif
მე უბრალოდ ციტირებები გავაკეთე ...

(თუ რამე დაგჭირდა გვითხარი.იქნებ დაგეხმაროთ...)

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)