IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Closed TopicStart new topic
> წესების გამკაცრება განყოფილებაში!, წაკითხვა აუცილებელია!
დათიკო
პოსტი Jun 3 2009, 10:43 PM
პოსტი #1


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



აპოლოგეტიკის განყოფილების გახსნის დღიდან, ვაკვირდებოდით რა წარმოებული დიალოგის ფორმებს, შინაარსსა და ურთიერთობებს, აღმოვაჩინეთ, რომ მხარეები ვერ აწარმოებდნენ საღვთისმეტყველო ან სამეცნიერო დიალოგს მათთვის დამახასიათებელ ფორმებში და საუბარი არაფრის მომცემ კამათამდე დაჰყავდათ. ამის გამო იმართება კამათი კამათისათვის, სადაც ზოგიერთი მხარე ცდილობს საკუთარი ამბიციების, სწავლების ან მოსაზრებების აგიტაციას, პროპაგანდას, ან შესაფერისი ცოდნის არქონის გამო იძულებულია თავი აარიდოს არგუმენტირებულ პასუხებს და ცინიზმი აიფაროს ფარად. ვაცხადებთ, რომ ასეთი სახის დიალოგის წარმოება ყოვლად დაუშვებელია!
ვითვალისწინებთ რა იმ ფაქტს, რომ აპოლოგეტიკის გაყოფილება მეტად საჭიროა ფორუმისთვის, არ ვთვლით საჭიროდ სრულებით დაიხუროს იგი და ამჯერად შემოვიფარგლებით მხოლოდ წესების გამკაცრებით:
განყოფილებაში გაუფრთხილებლად წაიშლება პოსტები თუკი:
1. არ შეიცავს:
ა) ლოგიკურ მსჯელობას
ბ) წყაროს (თუკი დამოწმებულია რაიმე არგუმენტით)
გ) წმინდა წერილის შესაბამის მუხლს (თუკი მოყვანილია ციტატა წმინდა წერილიდან)
დ) წმინდა მამათა ავტორიტეტულ შრომებს
2. არის ცინიკური (რომც იყოს არგუმენტირებული, გამართული თავისი შესაბამისი მტკიცებულებებით)
3. ტექსტი გაფერადებულია ან გაზრდილია ზომებში
(მისაღებია მხოლოდ ასოების გამუქება შავ ფერად - ე.წ. ბოლდი)
4. არ აგრძელებს წინა პოსტებში წამოწყებულ მსჯელობას.
5. შეიცავს საკუთარი რელიგიის აგიტაცია-პროპაგანდას და მარტოოდენ პროსელიტიზმს ემსახურება.

განყოფილების წესების დარღვევის შემთხვევაში ფორუმელი იღებს გაფთხილებას, განმეორების შემთხვევაში კი ბანს (ბანის ვადა განისაზღვრება მოდერატორის მიერ ინდივიდუალურად)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th March 2024 - 06:55 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი