IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Reply to this topicStart new topic
> ფეხბურთი და სიყვარული
თომასი
პოსტი Jul 9 2016, 12:23 AM
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 4
რეგისტრ.: 8-July 16
წევრი № 14,431



დიდი ხანია ვეძებდი ინტერნეტ სივრცეში ისეთ ადგილს, სადაც მომეძლეოდა შანსი, რომ უბრალოდ დამეწერა და ღამის 12 საათზე შემთხვევით წავაწყდი ამ ადგილს.დიდი მწერალი არ ვარ, მეტსაც გეტყვით წერა რამდენიმე დღეა დავიწყე. საკუთარი ბიოგრაფიით შორს, რომ ვერ წავალ უკვე ვიცი, მაგრამ მაინც ეს თემა ვარჩიე.დღეისათვის ყველაზე აქტუალური თემა ევროპის ჩემპიონატია.ზაფხულია, საფრანგეთის ქუჩებში დიდი არეულობაა, სხვადასხვა ნაკრების მაისურში გამოწყობილი გულშემატკივრები ერთმანეთში ირევიან, მღერიან, ცეკვავენ, ერთობიან და სულმოუთქმელად ელიან საყვარელი ნაკრების სტადიონზე ხილვას. მოკლედ რომ ვთქვათ, დიდი საფეხბურთო ზეიმია. ასეთი ფონის შემდეგ ძნელია ქართულ რეალობაში გადმოსვლა ძნელი და ამავდროულად დასანანიც კი. გლდანში სულ სხვა ვითარებაა, აქ სულ სხვა დილა თენდება და სულ სხვა ღამე ღამდება. საფრანგეთისაგან განსხვავებით, აქ ერთფეროვნების ზეიმია, სასმახურიდან მოსულ დაღლილ ხალხს ფეხბურთის ყურების სურვილი ეკარგებათ . თუმცა არის ადგილები, სადაც ნამდვილი საფეხბურთო გარემოა შექმნილი და ეს ძალიან მახარებს.
16 ივნისის დილა გათენდა, მას შემდეგ, რაც ყველა თამაშს თვალი მივადევნე ველოდებოდი ინგლისის ნაკრების თამაშს. მათი თავგადაკლული ფანი ვარ. არ ვიცი რატომ, ალბათ იმიტომ, რომ მიყვარს ინგლისში გაუთავებელი წვიმა და ნისლიანი ალბიონი, წვიმიანი ქუჩებში ოდნავ ნასვამი გულშემატკივრების შეძახილები და დიდი საფეხბურთო ჟინი. არ ვიცი ალბათ ოდესმე ინგლისს თუ ვეწვევი პირველი ლუდის ბარში შევალ ერთ-ორ ბაკალს დავლევ და ასე აჟიტირებული ვივლი სტადიონამდე.მოკლედ შორს რომ არ წავიდე ვემზადებოდი თამაშისთვის, მარგამ მაინც არ ვიყავი ბედნიერი თითქოს რაღაც მაკლდა რაღაც არ მასვენებდა ალბათ ის რასაც დიდი ხანია გავურბივარ და თავს ვარიდებ-სიყვარული.. ფეხბურთი და სიყვარული ორი სრულიად განსხვავებული თემაა თუმცა ჩემთვის ორივე ძალიან ნაცნობია.ჩემს გვერდით არ იყო ის ადამიანი, რომელიც ძალიან მიყვარდა.სპონტანურობა არ მახასიათებს, მაგრამ ჩავიცვი ხელპირი დავიბანე ხურდები ჩავიყარე ჯიბეში და წავედი. მივდიოდი მასთან სამსახურში. გზაში ვიყიდე შოკოლადი, რომელიც მას უყვარდა მე არ მიყვარს შოკოლადი, მაგრამ ჩემთვისაც ვიყიდე.მეტროთი მგზავრობა ძალიან მომწონს ზიხარ შენთვის ჩუმად და აკვირდები გარშემო მყოფს ფიქრობ,ოცნებობ, შემდეგ ისევ აკვირდები მგზავრებს და შემდეგ ისევ ფიქრობ, ფიქრობ გაუთავებლად სანამ შენი ჩასვლის დრო არ მოვა.მე კი თავისუფლების გაჩერებაზე ჩამოვედი კოჯრის გზაზე მუშაობდა გვანცა .სულ დამავიწყდა გვანცა იყო ის გოგონა, რომელიც თავდავიწყებით მიყვარდა.დიდი რომატიკოსი არ ვარ მაგრამ ამ გოგონამ შეძლო და სიყვარულის მორევში ჩამითრია.ადრეც ვიყავი მასთან მისული თუმცა შესვლა ვერ გავბედე. ავტობუსის ნომერი ვიცოდი, თუმცა დაბნეულობისაგან შემეშალა და სულ სხვა ავტობუსს გავყევი, შემდეგ ფეხით ვიარე და 1 საათში კოჯორში აღმოვჩნდი შევედი სამსახურის ეზოში ჩამოვჯექი, სუფთა ჰაერი შევიგრძენი, ჯიბიდან ტელეფონი ამოვიღე და მივწერე, რომ გარეთ გამოსულიყო შემდეგ დამეწყო ისტერიკული ნერვიულობა და დაახლოებით 2 წუთში იგი მირეკავდა, იმწამსვე ვუპასუხე და მივიღე სრულიად მოულოდბნელი პასუხი მან ვერ მიცნო ჩემი ნომერი არც კი ეწერა ტელეფონში ეს უცებ დავივიწყე და კიდევ ერთხელ ვუთხარი, რომ გარეთ გამოსულიყო თუმცა ამჯერადაც მოულოდნელი პასუხი მივიღე კახეთში ყოფილა დაქალთან ერტად შემდეგ გავიგე, რომ ეს ყველაფერი ტყუილი იყო.ბანალურია,მაგრამ მაინც ვიტყვი, თუ რა მოულოდნელობებით აღსავსეა ეს ცხოვრება, ხან სასიხარულო, ხანაც სამწუხარო მოულოდნელობებით. ძალიან დამცხა, თავიდან დაწყებული თითქოს ყველა ნერვი ერთად გაწყდა და სწრაფად დაეშვა ფეხბისაკენ აი ეს ვიგრძენი გამოვედი გარეთ იმედგაცრუებული და ავტობუსი არ ჩანდა დიდხანს არც ველოდებოდი და ნელ-ნელა ფეხით დავიძარი. მიყვარს ფეხით მარტო სიარული ამ დროსაც ძალიან ბერვს ვფიქრობ ახლაც ვფიქრობდი იმაზე თუ რა უიღბლო ვარ ჩანთიდან ამოვიღე შოკოლადი და გზას გავუყევი.ავტობუსი დიდხანს არ გამოჩნდა, შემდეგ მომლოდინე ხალხიც შევნიშნე და მივხვდი, რომ კიდევ ბევრის გავლა მომიწევდა ფეხით და აი ასე ფიქრებში გართული კოჯრიდან ფეხით მივედი თავისუფლების მეტრომდე და საინტერესო იყო ის, რომ არ დავიღალე კი არ დავიღალე გადავიღალე.ინგლისის თამაში დამთავრებული იყო სახლში რომ მივედი ეს იყო ალბათ დღის იმედგაცრუება, თუმცა მალევე შევეგუე და თითქოს დავივწიწყე თავს ვატყუებდი უფრო სწორედ. და ყვეალაზე საინტერესო იცით რა არის? დღეს რომ მოერე შანსი მომცეთ ალბათ ისევ მასთან წავიდოდი და შემდეგ კოჯრიდან იმედგაცრუებული ისევ ფეხით დავეშვებოდი მეტრომდე. აი ეს იყო ის რისი თქმაც მინდოდა, მაგრამ ბევრი რამ კიდე უთქმელი დამრჩა, ბევრი საინტერესო რამ და დიდი იმედი მაქვს, რომ მათი თქმის საშუალებაც მომეცემა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 20th June 2018 - 09:10 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი