IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

43 გვერდი V « < 40 41 42 43 >  
Reply to this topicStart new topic
> გამარკვიეთ..., ზოგადი შეკითხვები და ძიებანი ბიბლიაში
mari90
პოსტი Dec 10 2014, 11:55 PM
პოსტი #821


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 85
რეგისტრ.: 19-June 14
წევრი № 13,743



A.V.M
ციტატა
ცოტა თბილად რომ ვილაპარაკოთ არ გინდა ? რაღაც მეაგრესიულა შენი პოსტები .


რატომ გეაგრესიულათ? არა არანაირი აგრესია. უბრალოდ, გარკვევა მინდოდა რაღაც ადგილების. როცა შენს რწმენას იცავ და ისეთ საკითხებზე გიწევს გამოქომაგება, რაც ორაზროვანია, უბრალოდ ძალიან წამგებიან პოზიციაში ვარდები და ისედაც ხომ ბნელებს გვიწოდებენ და მერე სულ მთლად. და მერე შენც გიჩნდება ეჭვი, როცა ბოლომდე არაა გარკვეული ესა თუ ის ადგილი. ათასი სულელური აზრი გიტრიალებს და ამიტომ ვეძებ, იქნებ ვინმემ იცოდეს, ან წაკითხული ქონდეს ისეთი განმარტება, რომელიც მინიმუმამდე დაიყვანს ეჭვის ფაქტორს და ლოგიკასთან ახლოს იქნება.

ციტატა
შენ რა იცოდი და რამდენად ცდებოდი მაგაზე ვერაფერს გეტყვი

მე ვიცოდი - რა შეთანხმება აქვს ქრისტეს ბელიართან? (II კორ. 6, 14-15).
სახარებაში კი ეშმაკები ქრისტეს სთხოვენ და ისიც უსრულებს თხოვნას და საერთოდაც, მის სახელს ყვირიან ხოლმე, ანუ ღმერთის საქმეები ეშმაკმა იცის და ყვირის, მაშინ როცა ქრისტე მალავდა ხოლმე თავის ვინაობას გარკვეულ დრომდე.
მაინტერესებს რა პასუხი უნდა გავცეთ ამ დროს.

ციტატა
ნებართვას იღებს ქვემდგომი ზემდგომისსგან და ეშმაკები რომ რაიმეზე ,,ნებართვას არ იღებდნენ'' ღმერთისგან , მაშინ ღმერთზე ზემდგომნი გამოდიან და რა გინდა მითხრა , შენ იცოდი რომ უფალზე ზემდგომნი არიან ეშმაკები ?
მეეჭვება ...


ეგ ადრე არ იყო ეგრე, სანამ ეშმაკს ჩამოაგდებდა ღმერთი? მაშინ იყო მისი ქვეშევრდომი თუ რაც ქვია.
ახლაც ასე როგორაა, როცა გადმოაგდო თავის ანგელოზებიანაო? და თან პავლეც ამბობს - რა შეთანხმება აქვს ქრისტეს ბელიართან? (II კორ. 6, 14-15). ანუ ისევ მისი ქვეშევრდომია და არ გადმოუგდია, თუ რას ამბობთ? ზემდგომი, ქვემდგომი რა შუაშია. ანგელოზებზე რომ იყოს საუბარი კი ბატონო, მაგრამ ეშმაკსა და ანგელოზს შორის განსხვავება არ ყოფილა ანუ?
რავიცი აბა, რა გითხრათ. თქვენ თვითონ მოგწონთ ასეთი ვერსია?
ამიტომ ვეძებ რაიმეს უფრო მოსაწონს და ჯერჯერობით ვერ მივაგენი.

ციტატა
და რა გინდა მითხრა , შენ იცოდი რომ უფალზე ზემდგომნი არიან ეშმაკები ?
მეეჭვება ...


დამცინით თუ რა ხდება. (( მე ვამბობ, რა საქმე აქვს საერთოდ ღმერთს ეშმაკთან თქო, და თურმე იმას ვამბობდი, რომ უფალზე ზემდგომია?? პირიქით, ვამბობ 180* . აქ უფრო გამაგიჟეს მგონი )) არ გეწყინოს, ეტყობა ვერ გაიგე. კარგად გაიაზრე, გთხოვ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sanfol
პოსტი Dec 11 2014, 03:37 PM
პოსტი #822


მშვიდობისმყოფელი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,068
რეგისტრ.: 19-October 14
წევრი № 13,848



უდაბნოში სატანა ცდიდა ქრისტესო ეს რა ლოგიკაში ჯდება? ღმერთი ხომ ბოროტით არ იცდება და არც არავის ცდის მისით? არ იცოდა სატანამ ვისთან ქონდა საქმე როცა ეუბნებოდა მთელ ქვეყნიერებას მოგცემ რაზეც ხელმწიფება მაქვსო?

და კიდევ ადამიანურ დონეზე რა ხდება როცა განსაცდელია გადატანით მნიშვნელობით კი ღმერთს აქვს სურვილი ქონდეს ყველა არსებას თავისი ნება იმ ეშმაკსაც და თუ უნდა ეშმაკს შემებრძოლოს შემებრძოლება, მაგრამ განსაცდელი მე კარგი გაგებით მახსოვდა ღმერთს ვახსენდებით როცა განსაცდელს გვივლენსო და ასეთ ფრაზები დასაჯერებელია? მოკლედ რომ ვთქვათ განსაცდელს ღმერთი გვივლენს თუ ბოროტი?


--------------------
მშვიდობა თქვენდა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mari90
პოსტი Dec 11 2014, 05:51 PM
პოსტი #823


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 85
რეგისტრ.: 19-June 14
წევრი № 13,743



ციტატა
უდაბნოში სატანა ცდიდა ქრისტესო ეს რა ლოგიკაში ჯდება?


ქრისტემ მაგალითი მოგვცა.

ციტატა
და კიდევ ადამიანურ დონეზე რა ხდება


მაგ ადამიანურზე ვამბობ. ქრისტე უნდა იყოს ადამიანისთვის მაგალითი. ანუ ქრისტეს უნდა მივბაძოთ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Dec 11 2014, 07:02 PM
პოსტი #824


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ციტატა

მე ვიცოდი - რა შეთანხმება აქვს ქრისტეს ბელიართან? (II კორ. 6, 14-15).

აბსოლუტურად სხვადასხვა რამეა , სხვა პოლუსია ეგ ციტატა , ღადარინელთა შემთხვევასთან .
სიკეთე და ბოროტება ერთად ვერ იმოქმედებენ ვერასოდეს , მაგრამ ეს არ ნიშნავს იმდენად დიდი ძალაუფლება ჰქონდეს ბოროტ ძალას რომ უფლის დაშვების გარესე რამე გააკეთოს . უფლის დაშვების გარეშე რომ მოქმედებდეს რაიმე სახით , მაშინ გინდა თუ არ გინდა გამოდის რომ მასზე აღმატებული თუ არა თანასწორია .
ციტატა
ანუ ღმერთის საქმეები ეშმაკმა იცის და ყვირის

რა თქმა უნდა იცის და ხანდახან ყვირის კიდეც . ვერცერთი ადამიანი ისე კარგად ვერ ,,იცნობს'' ღმერთს , როგორც ეს ბოროტ ძალას აქვს . თუნდაც იმ მარტივი მიზეზის გამო , რომ ადამიანს მაქსიმუმ რამდენიმე ასეული წელი უცოცხლია , ეშმაკს კი საუკუნეების გამოცდილება აქვს ღმერთთან ურთიერთობაში .
ციტატა
მაინტერესებს რა პასუხი უნდა გავცეთ ამ დროს.

პასუხი ძალიან მარტივია . ღმერთს ემორჩილება ყველა და ყველაფერი , არ აქვს მნიშვნელობა ეს ადამიანი იქნება , ქარი , ცეცხლი , ეშმაკი თუ ბეჰემოტი . რადგან არცერთ ქმნილებას არ შესწევს იმის ძალა , რომ მისი შემქმნელის გარეშე გააკეთოს ესა თუ ის ქმედება .
ხოლო თუკი ადამიანი იტყვის , რომ კონკრეტულ სიტუაციაში , ღმერთის დაშვების გარეშე უნდა შესულიყვნენ ეშმაკები თუნდაც ღორების კოლტში , მისი საუბრიდან ავტომატურად გამოვა დასკვნა რომ , ეშმაკები ან მეტნი არიან ძალაუფლებით ღმერთზე , ანაც მისი თანასწორნი .
მე მესმის შენი , შენთვის ცოტა წარმოუდგენელი იყო და გიჭირს ამის დაჯერება ,შეიძლება არც გინდა დაიჯერო , მაგრამ დაიჯერებ თუ არ დაიჯერებ უნდა იცოდე , რომ ნებისმიერი ქმნილება ემორჩილება შემოქმედს , თუნდაც ისეთ პრიმიტიულ საკითხებში , როგორიც ეს ცხოველებში შესვლაა .

ციტატა
ქვეშევრდომი თუ რაც ქვია.

ქვეშევრდომსა და ქვემდგომს სორის განსხვავებას ხედავ ?
ციტატა
ანუ ისევ მისი ქვეშევრდომია და არ გადმოუგდია, თუ რას ამბობთ? ზემდგომი, ქვემდგომი რა შუაშია.

ტერმინოლოგიური გაურკვევლობაა შენში და რა ვქნათ , სანამ არ დააზუსტებ , არაფერი გამოვა . ვერც მიაგნებ როდესმე პასუხს მაგ შემთხვევაში .
ქვემდგომობა ნიშნავს ძალის , პატივის , დიდების და სხვა ღირსებების , ვინმეზე ნაკლებად მქონეობას . ახლა გეკითხები აქვს თუ არა ღმერთს , ეშმაკზე მეტი ძალა , ღირსება , პატივი და დიდება ?

ციტატა
რა შეთანხმება აქვს ქრისტეს ბელიართან?

ისევ ტერმინოლოგიური გაურკვევლობა . შეთანხმება სხვა ცნებაა და დაქვემდებარება სხვა.


ციტატა
თქვენ თვითონ მოგწონთ ასეთი ვერსია?

მოწონება არმოწონება არაფერ შუაშIა იმასთან ვიცოდე რომ , ღმერთზე ქვემდგომია ბოროტი , ხოლო ქვემდგომი კი ემორჩილება ზემდგომს .

ციტატა
ამიტომ ვეძებ რაიმეს უფრო მოსაწონს და ჯერჯერობით ვერ მივაგენი.

ვერც მიაგნებ ივერასოდეს იმის გამომრიცხავ ვერსიას ეკლესიაშI , რომ ეშმაკი ღმერთზე ქვემდგომია და ქვემდგომი კი ემორჩილება ზემდგომს .

ციტატა
ეტყობა ვერ გაიგე.

როგორც ჩანს შენ ვერ იგებ , რომ შემოქმედს ემორჩილება ყველა ქმნილება .
(გაიხსენე იობის სემთხვევა ბიბლიიდან , ეგებ დაგეხმაროს გამორკვევაში)


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mari90
პოსტი Dec 11 2014, 07:59 PM
პოსტი #825


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 85
რეგისტრ.: 19-June 14
წევრი № 13,743



A.V.M
ციტატა
რადგან არცერთ ქმნილებას არ შესწევს იმის ძალა , რომ მისი შემქმნელის გარეშე გააკეთოს ესა თუ ის ქმედება .
ხოლო თუკი ადამიანი იტყვის , რომ კონკრეტულ სიტუაციაში , ღმერთის დაშვების გარეშე უნდა შესულიყვნენ ეშმაკები თუნდაც ღორების კოლტში , მისი საუბრიდან ავტომატურად გამოვა დასკვნა რომ , ეშმაკები ან მეტნი არიან ძალაუფლებით ღმერთზე , ანაც მისი თანასწორნი .


მართალი ხარ. ეშმაკები თავისი ნებით ვერ შედიან ვერსად, თუ უფლის დაშვება არ მოხდა. მეც ასე ვიცი. ალბათ მაგიტომაც სთხოვეს, რომ შეეშვა ღორებში. შეპყრობილზე კი დაშვებული იყო ცოდვების გამო, სავარაუდოდ.
ახლა ყველაფერი ემთხვევა, ძალიან დიდი მადლობა. smile.gif
იქნებ ისიც იცოდე, რატომ დაუშვა ღორებში შესვლა?

ციტატა
რა თქმა უნდა იცის და ხანდახან ყვირის კიდეც . ვერცერთი ადამიანი ისე კარგად ვერ ,,იცნობს'' ღმერთს , როგორც ეს ბოროტ ძალას აქვს . თუნდაც იმ მარტივი მიზეზის გამო , რომ ადამიანს მაქსიმუმ რამდენიმე ასეული წელი უცოცხლია , ეშმაკს კი საუკუნეების გამოცდილება აქვს ღმერთთან ურთიერთობაში .


ალბათ ისევ უფლის დაშვებით იცის ხომ, თორემ ადამიანმა რატომ არ იცოდა იესოს ვინაობა?

ციტატა
გაიხსენე იობის სემთხვევა ბიბლიიდან , ეგებ დაგეხმაროს გამორკვევაში)

ეგ კი არ გამხსენებია ისე, მადლობა.
ციტატა
როგორც ჩანს შენ ვერ იგებ , რომ შემოქმედს ემორჩილება ყველა ქმნილება .

ძალიან კარგად ვიგებ. მეც ასე ვიცოდი. მაგრამ ის არ ვიცოდი ეშმაკი თხოვნით თუ მიმართავდა ხოლმე, ვინმეში/რამეში შესვლის წინ. ახლა უკვე გასაგებია. smile.gif
მადლობა კიდევ ერთხელ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
esre ars cheshmariteba
პოსტი Dec 11 2014, 08:30 PM
პოსტი #826


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 911
რეგისტრ.: 27-January 12
წევრი № 12,003



[quote name='A.V.M' date='Dec 11 2014, 08:02 PM' post='751854']
აბსოლუტურად სხვადასხვა რამეა , სხვა პოლუსია ეგ ციტატა , ღადარინელთა შემთხვევასთან .
სიკეთე და ბოროტება ერთად ვერ იმოქმედებენ ვერასოდეს , მაგრამ ეს არ ნიშნავს იმდენად დიდი ძალაუფლება ჰქონდეს ბოროტ ძალას რომ უფლის დაშვების გარესე რამე გააკეთოს . უფლის დაშვების გარეშე რომ მოქმედებდეს რაიმე სახით , მაშინ გინდა თუ არ გინდა გამოდის რომ მასზე აღმატებული თუ არა თანასწორია .


ეხლა მაიცააა გურამ მაშინ ეხლა ყველაზე ჩამწრელ შემთხვევას მოგიძებნი ბიბლიიდან მაშ ასე გადავშალოთ ებრაელთა მიმართ მიწერილი ეპისტოლე და ვნახოთ 2:14 ______ და რაკი შვილები სისხლისა და ხორცის მოზიარენი არიან, თავადაც ეზიარა მათ, რათა სიკვდილით განექარებინა ის, ვისაც აქვს ხელმწიფება სიკვდილისა, ანუ ეშმაკი

თუ უფლის დაშვების გარეშე ვერ იმოქმედებს ბოროტი მაშ რანაირად აქვს სიკვდილის ხელმწიფება ეშმაკს??? blink.gif არიქა გურამ უპასუხე თორემ ეჭქვეშ დგება შენი სიტყვები biggrin.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Dec 11 2014, 09:18 PM
პოსტი #827


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



esre ars cheshmariteba

ციტატა
არიქა გურამ უპასუხე თორემ ეჭქვეშ დგება შენი სიტყვები


შენ რა მართლა გჯერა იმისა, რომ უკეთურებას გარკვეული ძალაუფლება გააჩნია, რასაც წინ ვერ აღუდგება ღმერთი? თუ ამის მართლა გჯერა, ცუდად ყოფილა საქმე.

ებრაელთა მიმართ ეპისტოლიდან მოტანილი ციტატა თავის შინაარსს იტევს და მას შენს სიტყვებთან არანაირი კავშირი არ აქვს.

"და რაკი შვილები სისხლისა და ხორცის მოზიარენი არიან, თავადაც ეზიარა მათ, რათა სიკვდილით განექარებინა ის, ვისაც აქვს ხელმწიფება სიკვდილისა, ანუ ეშმაკი".

გასაგებად არის აქ ნათქვამი, რომ უფალი განკაცდა, რათა თავისი სიკვდილით განექარვებინა ის, ვისაც აქვს სიკვდილის ხელმწიფება, ანუ ეშმაკი. განექარვებინაო, ანუ განაქარვა ხომ? დაამარცხა ხომ ეშმაკი? ე.ი. რა ლოგიკურად ეშმაკის აღნიშნული ხელმწიფება განქარვებული უნდა იყოს. მაგრამ რატომ კვდება კვლავ ადამიანი?

მე მგონი ცხადია, თუ რა სიკვდილზეა აქ საუბარი. უპირველესად იმ სიკვდილზე მიანიშნებს მოციქული, რაც ცოდვით დაცემის შემდეგ შეემთხვა ადამიანს, ანუ სულიერი სიკვდილი, როცა ის მოაკლდა სამოთხისეულ სამყოფელს და დაშორდა ღმერთს, რითაც ბოროტის ტყვეობაში აღმოჩნდა, როგორც ცოდვისმიერ შებორკილი. იმ ცოდვის, რომლის მოთავეც არის ეშმაკი, იმ ცოდვის, რომლის გამოც ადამიანს სიკვდილი შეემთხვა, როგორც სულიერი, ასევე ფიზიკური. ანუ მიზეზი ადამიანის სიკვდილისა გახდა სწორედ და მხოლოდ ცოდვა და არა სხვა რამ. მაგრამ ყველაზე ტრაგიკული ამ ყოველივეში, როგორც ვთქვი, გახლდათ ის, რომ ადამიანს სულიერი სიკვდილი შეემთხვა, თორემ ფიზიკური სიკვდილით ეხლაც კვდება ადამიანი.

"სიკვდილის ნესტარია ცოდვა" (1 კორ. 15.56) ცხადად ამბობს პავლე მოციქული, ცოდვის მოთავე კი ეშმაკია. "მაგრამ მადლობა ღმერთს, რომელიც გვაძლევს ძლევას ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ" (1 კორ. 15.57).

ანუ ებრაელთა მიმართ ეპისტოლეში ნათქვამი ხელმწიფება ნიშნავს არა იმას, რომ როგორც ფაქტი სიკვდილი ეშმაკის დაფუძნებულია, რომელსაც წინ ვერ აღუდგება ღმერთი ("ხოლო როდესაც ეს ხრწნადი შეიმოსავს უხრწნელობას და ეს მოკვდავი შეიმოსავს უკვდავებას, მაშინ აღსრულდება დაწერილი სიტყვა: „დაინთქა სიკვდილი ძლევით; სად არის, სიკვდილო, ნესტარი შენი? სად არის, ჯოჯოხეთო, ძლევა შენი?“ (1 კორ. 54-55)), არამედ იმას, რომ ეშმაკი, როგორც ცოდვის მოთავე, ამ ცოდვის კაცობრიობაში შეტანით გაუხდა დასაბამში ადამიანს როგორც ფიზიკური, ასევე სულიერი სიკვდილის მიზეზი. ეს უკანასკნელი განქარდა მაცხოვრის განაკცებით: "ვინაიდან ისე შეიყვარა ღმერთმა ქვეყანა, რომ მისცა თავისი მხოლოდშობილი ძე, რათა ყოველი მისი მორწმუნე კი არ წარწყმდეს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე" (იოანე 3.16). ხოლო ფიზიკური სიკვდილი, როგორც კორინთელთა მიმართ ეპისტოლის მითითებულ მუხლებშია ნათქვამი, განქარდება საუკუნეთა დასასრულს.

ხოლო ის, რომ ეშმაკს არ აქვს არავითარი ხელმწიფება ადამიანზე, ეს კარგად ჩანს იობის წიგნიდან, სადაც ეშმაკი მიმართავს ღმერთს: "მიუგო სატანამ უფალს და უთხრა: მერედა ტყუილუბრალოდ არის იობი ღვთისმოშიში? განა შენ არ გყავს დაცული მთელი მისი სახლ-კარითა და საბადებლითურთ? მისი ხელით ნაქმნარი შენგან არის კურთხეული, მისი საქონელი გამრავლებულია ქვეყნად" (1.9-10).

"უთხრა უფალმა სატანას: აჰა, შენს ხელთ იყოს მთელი მისი საბადებელი! ოღონდ თავად მას ნუ შეეხები" (1.12).

"უთხრა უფალმა სატანას: აჰა, შენს ხელთ იყოს, ოღონდ მის სიცოცხლეს გაუფრთხილდი" (2.6)


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Dec 12 2014, 01:51 AM
პოსტი #828


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



mari90
ციტატა
იქნებ ისიც იცოდე, რატომ დაუშვა ღორებში შესვლა?

თავად ითხოვეს ღორებში შესვლა , რომ არ ეთხოვათ მეეჭვება შეეშვა .
ამასთანავე მეორე მომენტიცაა გასათვალისწინებელი , ღადარინელები მეღორეობით ირჩენდნე თავს . უფალმა კი იქ უდიდესი სასწაული აღასრულა , მაგრამ მიუხედავად ამისა იმდენად დიდი იყო მათი სიბრმავე , რომ იქაურობიდან გაცლა თხოვეს იესომ იმიტომ რომ მათ ,,ბიზნესს'' რაიმე სახის პრობლემა არ შექმნოდა .
ღორების კოლტი კი დაინთქა , ეს უნდა ყოფილიყო იმის მანიშნებელი , რომ ღმერთის გარეშე ვერცერთ საქმეში ვერავინ მიაღწევს წარმატებას , ამ შემთხვევაში კი ,,პირად ბიზნესში''.

ციტატა
თორემ ადამიანმა რატომ არ იცოდა იესოს ვინაობა?

პიროვნულია ეს . ვიღაცამ შეიცნო , ვიღაცამ ვერა .

ციტატა
მადლობა კიდევ ერთხელ.

პირიქით .
მადლობა შენ .

esre ars cheshmariteba
ციტატა
არიქა გურამ უპასუხე თორემ ეჭქვეშ დგება შენი სიტყვები

შეგახსენებ ჩემო ,,ჭეშმარიტება'' რომ მე დაახლოებით 4 წლის წინ მოვრჩი შენთან ,,სერიოზულ პოლემიკას'' როდესაც სულის უკვდავების თემას ვეხებოდით . იმის შემდეგ არანაირი სურვილი არ მაქვს , კვლავ ფუჭად ვხარჯო დრო .


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mari90
პოსტი Dec 12 2014, 05:37 PM
პოსტი #829


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 85
რეგისტრ.: 19-June 14
წევრი № 13,743



A.V.M
ციტატა
თავად ითხოვეს ღორებში შესვლა , რომ არ ეთხოვათ მეეჭვება შეეშვა .


მეც ასე ვფიქრობ. რამდენი ვინმე განკურნა, არასოდეს მსგავსი ფაქტი არ მომხდარა. ღორებში დაუშვა ალბათ იმიტომ, რომ ჯერ ერთი ღორი უსულოა და მის ყოფნა-არყოფნას აზრი არა აქვს. ასევე თურმე ბიზნესი ქონიათ, და აბა მე საიდან ვიცოდი ღადარინელები რითი ირჩენდნენ თავს. ეგ რომ მცოდნოდა მაგ შეკითხვას არც დავსვამდი. ვერ გავითვალისწინე, რომ ეგენი ღორს არ ჭამენ. ეგ რომ გამხსენებოდა, რა უნდოდა მაგ ფაქტის ახსნას. ამიტომ ჯობია მგონი თავი შეიკავოს ადამიანმა ურწმუნოებთან კამათისას, თუ ებრაელთა ტრადიციებში, ასევე ისტორიაში კარგად გარკვეული არ არის. მადლობა კიდევ ერთხელ. ბოდიშით თუ გაგაწვალეთ. შენდობას ვითხოვ. აწი ჯერ აქ დავაზუსტებ ხოლმე პასუხს. ყველას დიდი მადლობა. გფარავდეთ ღმერთი. smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
esre ars cheshmariteba
პოსტი Dec 12 2014, 08:53 PM
პოსტი #830


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 911
რეგისტრ.: 27-January 12
წევრი № 12,003



ციტატა(afxazi @ Dec 11 2014, 10:18 PM) *

esre ars cheshmariteba
შენ რა მართლა გჯერა იმისა, რომ უკეთურებას გარკვეული ძალაუფლება გააჩნია, რასაც წინ ვერ აღუდგება ღმერთი? თუ ამის მართლა გჯერა, ცუდად ყოფილა საქმე.

ებრაელთა მიმართ ეპისტოლიდან მოტანილი ციტატა თავის შინაარსს იტევს და მას შენს სიტყვებთან არანაირი კავშირი არ აქვს.

"და რაკი შვილები სისხლისა და ხორცის მოზიარენი არიან, თავადაც ეზიარა მათ, რათა სიკვდილით განექარებინა ის, ვისაც აქვს ხელმწიფება სიკვდილისა, ანუ ეშმაკი".

გასაგებად არის აქ ნათქვამი, რომ უფალი განკაცდა, რათა თავისი სიკვდილით განექარვებინა ის, ვისაც აქვს სიკვდილის ხელმწიფება, ანუ ეშმაკი. განექარვებინაო, ანუ განაქარვა ხომ? დაამარცხა ხომ ეშმაკი? ე.ი. რა ლოგიკურად ეშმაკის აღნიშნული ხელმწიფება განქარვებული უნდა იყოს. მაგრამ რატომ კვდება კვლავ ადამიანი?

მე მგონი ცხადია, თუ რა სიკვდილზეა აქ საუბარი. უპირველესად იმ სიკვდილზე მიანიშნებს მოციქული, რაც ცოდვით დაცემის შემდეგ შეემთხვა ადამიანს, ანუ სულიერი სიკვდილი, როცა ის მოაკლდა სამოთხისეულ სამყოფელს და დაშორდა ღმერთს, რითაც ბოროტის ტყვეობაში აღმოჩნდა, როგორც ცოდვისმიერ შებორკილი. იმ ცოდვის, რომლის მოთავეც არის ეშმაკი, იმ ცოდვის, რომლის გამოც ადამიანს სიკვდილი შეემთხვა, როგორც სულიერი, ასევე ფიზიკური. ანუ მიზეზი ადამიანის სიკვდილისა გახდა სწორედ და მხოლოდ ცოდვა და არა სხვა რამ. მაგრამ ყველაზე ტრაგიკული ამ ყოველივეში, როგორც ვთქვი, გახლდათ ის, რომ ადამიანს სულიერი სიკვდილი შეემთხვა, თორემ ფიზიკური სიკვდილით ეხლაც კვდება ადამიანი.

"სიკვდილის ნესტარია ცოდვა" (1 კორ. 15.56) ცხადად ამბობს პავლე მოციქული, ცოდვის მოთავე კი ეშმაკია. "მაგრამ მადლობა ღმერთს, რომელიც გვაძლევს ძლევას ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ" (1 კორ. 15.57).

ანუ ებრაელთა მიმართ ეპისტოლეში ნათქვამი ხელმწიფება ნიშნავს არა იმას, რომ როგორც ფაქტი სიკვდილი ეშმაკის დაფუძნებულია, რომელსაც წინ ვერ აღუდგება ღმერთი ("ხოლო როდესაც ეს ხრწნადი შეიმოსავს უხრწნელობას და ეს მოკვდავი შეიმოსავს უკვდავებას, მაშინ აღსრულდება დაწერილი სიტყვა: „დაინთქა სიკვდილი ძლევით; სად არის, სიკვდილო, ნესტარი შენი? სად არის, ჯოჯოხეთო, ძლევა შენი?“ (1 კორ. 54-55)), არამედ იმას, რომ ეშმაკი, როგორც ცოდვის მოთავე, ამ ცოდვის კაცობრიობაში შეტანით გაუხდა დასაბამში ადამიანს როგორც ფიზიკური, ასევე სულიერი სიკვდილის მიზეზი. ეს უკანასკნელი განქარდა მაცხოვრის განაკცებით: "ვინაიდან ისე შეიყვარა ღმერთმა ქვეყანა, რომ მისცა თავისი მხოლოდშობილი ძე, რათა ყოველი მისი მორწმუნე კი არ წარწყმდეს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე" (იოანე 3.16). ხოლო ფიზიკური სიკვდილი, როგორც კორინთელთა მიმართ ეპისტოლის მითითებულ მუხლებშია ნათქვამი, განქარდება საუკუნეთა დასასრულს.

ხოლო ის, რომ ეშმაკს არ აქვს არავითარი ხელმწიფება ადამიანზე, ეს კარგად ჩანს იობის წიგნიდან, სადაც ეშმაკი მიმართავს ღმერთს: "მიუგო სატანამ უფალს და უთხრა: მერედა ტყუილუბრალოდ არის იობი ღვთისმოშიში? განა შენ არ გყავს დაცული მთელი მისი სახლ-კარითა და საბადებლითურთ? მისი ხელით ნაქმნარი შენგან არის კურთხეული, მისი საქონელი გამრავლებულია ქვეყნად" (1.9-10).

"უთხრა უფალმა სატანას: აჰა, შენს ხელთ იყოს მთელი მისი საბადებელი! ოღონდ თავად მას ნუ შეეხები" (1.12).

"უთხრა უფალმა სატანას: აჰა, შენს ხელთ იყოს, ოღონდ მის სიცოცხლეს გაუფრთხილდი" (2.6)

აქ უკვე მთლიანად გამოჩნდა შენი სახე დავით, ვაღიარებ რომ ნამდვილად კეთილი ხარ და ცდილობ რომ ყოველთვის მომაწოდო პასუხი ჩემ პოსტზე.

დავით შენი საქციელით სრულად წარმოაჩინე უფალი ჩვენი იესო ქრისტე , რისთვისაც ქედს ვიხრი შენს წინაშე !

კარგი ადამიანი ხარ smile.gif .
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Dec 12 2014, 09:37 PM
პოსტი #831


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



mari90
გაიხარე და ველოდებით მომდევნო კითხვას...


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sanfol
პოსტი Dec 14 2014, 09:16 PM
პოსტი #832


მშვიდობისმყოფელი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,068
რეგისტრ.: 19-October 14
წევრი № 13,848



ციტატა
უდაბნოში სატანა ცდიდა ქრისტესო ეს რა ლოგიკაში ჯდება? ღმერთი ხომ ბოროტით არ იცდება და არც არავის ცდის მისით? არ იცოდა სატანამ ვისთან ქონდა საქმე როცა ეუბნებოდა მთელ ქვეყნიერებას მოგცემ რაზეც ხელმწიფება მაქვსო?

და კიდევ ადამიანურ დონეზე რა ხდება როცა განსაცდელია გადატანით მნიშვნელობით კი ღმერთს აქვს სურვილი ქონდეს ყველა არსებას თავისი ნება იმ ეშმაკსაც და თუ უნდა ეშმაკს შემებრძოლოს შემებრძოლება, მაგრამ განსაცდელი მე კარგი გაგებით მახსოვდა ღმერთს ვახსენდებით როცა განსაცდელს გვივლენსო და ასეთ ფრაზები დასაჯერებელია? მოკლედ რომ ვთქვათ განსაცდელს ღმერთი გვივლენს თუ ბოროტი?



--------------------
მშვიდობა თქვენდა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Feb 27 2015, 10:30 PM
პოსტი #833


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ციტატა

უდაბნოში სატანა ცდიდა ქრისტესო ეს რა ლოგიკაში ჯდება?

დაწყებითი კლასის მოსწავლის ლოგიკაც სავსებით გასაგებს ხდის მაგ ეპიზოდს.
ციტატა
ღმერთი ხომ ბოროტით არ იცდება და არც არავის ცდის მისით?

რა თქმა უნდა ღმერთი ბოროტით არ იცდება , მაგრამ ქრისტე ღმერთი იყო მხოლოდ ?
ციტატა
არ იცოდა სატანამ ვისთან ქონდა საქმე როცა ეუბნებოდა მთელ ქვეყნიერებას მოგცემ რაზეც ხელმწიფება მაქვსო?

ნწუ ....
არ იცოდა . ეჭვობდა და ამ ეჭვის გასაქარწყლებლად ძალიან კარგი კითხვაც მოიგონა . თუ მთელი ქვეყნიერების ძალაუფლების შეთავაზებაზე დათანხმდებოდა ქრისტე , დარწმუნდებოდა რომ ღმერთი არ იყო .



ციტატა
და კიდევ ადამიანურ დონეზე რა ხდება როცა განსაცდელია გადატანით მნიშვნელობით კი ღმერთს აქვს სურვილი ქონდეს ყველა არსებას თავისი ნება იმ ეშმაკსაც და თუ უნდა ეშმაკს შემებრძოლოს შემებრძოლება, მაგრამ განსაცდელი მე კარგი გაგებით მახსოვდა ღმერთს ვახსენდებით როცა განსაცდელს გვივლენსო და ასეთ ფრაზები დასაჯერებელია?

ვერ გავიგე

ციტატა
განსაცდელს ღმერთი გვივლენს თუ ბოროტი?

ღმერთის გარეშე ბოროტი ვერაფერსაც ვერ მოგვივლენს...


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sanfol
პოსტი Feb 28 2015, 11:41 AM
პოსტი #834


მშვიდობისმყოფელი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,068
რეგისტრ.: 19-October 14
წევრი № 13,848



A.V.M
არა ქრისტე ღმერთი არ იყო მხოლოდ, მაგრამ იაკობი წერს, რომ ღმერთი არც თვითონ იცდება და არც არავის ცდის ბოროტით და ყველა ჩვენი გულისთქმებით ვიცდებითო, ესეიგი ეს ეშმაკი რო ცდის ქრისტეს რატო ცდის? ღმერთი ხო არც არავის ცდის ბოროტით, იქნებ არცაა საბოლოო ჯამში ბოროტი და ჩვენ სასარგებლოდ გვაყენებინებს ამ ეშმაკებსაც? ან ძველ აღთქმაში რაც იყო ადამიანები აქეთ ცდიდნენ ღმერთს? ხან შვილის შეწირვას ითხოვდა ღმერთი, ხანაც ხალხს ახოცინებდა ერთმანეთს რა არის საერთოდ მისთვის ბოროტება? იქნებ ეს აბსტრაქტული მცნებაა და საერთოდ ვერ გრძნობს ადამიანისთვის რამხელა საფრთხეების მოტანა შეუძლია და რა ტკივილებში და განცდებშია?


--------------------
მშვიდობა თქვენდა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Mar 2 2015, 10:20 AM
პოსტი #835


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



sanfol
ციტატა
არა ქრისტე ღმერთი არ იყო მხოლოდ, მაგრამ იაკობი წერს, რომ ღმერთი არც თვითონ იცდება და არც არავის ცდის ბოროტით და ყველა ჩვენი გულისთქმებით ვიცდებითო, ესეიგი ეს ეშმაკი რო ცდის ქრისტეს რატო ცდის? ღმერთი ხო არც არავის ცდის ბოროტით, იქნებ არცაა საბოლოო ჯამში ბოროტი და ჩვენ სასარგებლოდ გვაყენებინებს ამ ეშმაკებსაც?

თავად სცემ კითხვას პასუხს ქრისტე მარტო ღმერთი არ იყო. ამავე ლოგიკით გამოდის ღმერთი ჯვარს როგორ ეცვა და მას ტკივილი როგორ მივაყენეთ? ქრისტე მარტო ღმერთი არ იყო და მის ადამიანურ ბუნებას ნუ უარყოფ.
ციტატა
ან ძველ აღთქმაში რაც იყო ადამიანები აქეთ ცდიდნენ ღმერთს? ხან შვილის შეწირვას ითხოვდა ღმერთი, ხანაც ხალხს ახოცინებდა ერთმანეთს რა არის საერთოდ მისთვის ბოროტება? იქნებ ეს აბსტრაქტული მცნებაა და საერთოდ ვერ გრძნობს ადამიანისთვის რამხელა საფრთხეების მოტანა შეუძლია და რა ტკივილებში და განცდებშია?

ამ თემაზე სიმართლე ვთქვა არანაირი სურვილი არ ამქვს პასუხი გავცე. პირველ კითხვას უბრალოდ ის პასუხი აქ ქრსიტეს შმედგომი წესით და კანონით მანამდე არსებულს სჯი ისინი ერთმანეთისან განსხვვდბიან. მერე კითხვა საერთოდ არ ღირს პასუხის გსაცემად.


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sanfol
პოსტი Mar 2 2015, 01:50 PM
პოსტი #836


მშვიდობისმყოფელი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,068
რეგისტრ.: 19-October 14
წევრი № 13,848



G_saxva
ციტატა
თავად სცემ კითხვას პასუხს ქრისტე მარტო ღმერთი არ იყო. ამავე ლოგიკით გამოდის ღმერთი ჯვარს როგორ ეცვა და მას ტკივილი როგორ მივაყენეთ? ქრისტე მარტო ღმერთი არ იყო და მის ადამიანურ ბუნებას ნუ უარყოფ.

ხოო მართალი ხარ
ციტატა
ამ თემაზე სიმართლე ვთქვა არანაირი სურვილი არ ამქვს პასუხი გავცე. პირველ კითხვას უბრალოდ ის პასუხი აქ ქრსიტეს შმედგომი წესით და კანონით მანამდე არსებულს სჯი ისინი ერთმანეთისან განსხვვდბიან. მერე კითხვა საერთოდ არ ღირს პასუხის გსაცემად.

არ დაფიქრებულხარ ღმერთმა შენთვის საძაგელი რამე რომ დაგავალოს რას გააკეთებდი? ჯერ საიდან მიხვდებოდი, რომ ღმერთია და მერე როგორ შეასრულებდი? უნდა გავიგო რისი გამკეთებელია ღმერთი და რატომ ავალებს ამაზრზენ რაღაცეებს ხალხს


--------------------
მშვიდობა თქვენდა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Mar 2 2015, 04:15 PM
პოსტი #837


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



sanfol
ოჰ ჰო ჰო ჰო რა კორიანტელი დააყენა. ერთადერთ კითხვას გავცემ პასუხს დანარჩენი იმდენად არაორდინალური აბსურდული და სასცილოა არცერთი მორწმუნე განურჩევლად რწმენისა არ დასვამს.
ციტატა
ჯერ საიდან მიხვდებოდი, რომ ღმერთია და მერე როგორ შეასრულებდი?

იმიტომ რომ ღმერთი საძაგელ რაღაცეებს არ გავალებს. ღმერთი უდიდესი სიყვარულია smile.gif


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sanfol
პოსტი Mar 2 2015, 04:32 PM
პოსტი #838


მშვიდობისმყოფელი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,068
რეგისტრ.: 19-October 14
წევრი № 13,848



G_saxva
გიორგი ძველი აღთქმა ჩემი დაწერილი არაა, რახან მე "კარგად" ვარ და მასეთ რაღაცეებს არ მავალებს ესეიგი კითხვაც აღარ უნდა გამიჩნდეს სხვებს რატო ავალებდა?

ციტატა
იმიტომ რომ ღმერთი საძაგელ რაღაცეებს არ გავალებს. ღმერთი უდიდესი სიყვარულია

რა არის შენთვის და ღმერთისთვის საძაგლობა? იქნებ ესეც აბსტრაქტული ცნებაა


--------------------
მშვიდობა თქვენდა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Mar 2 2015, 04:44 PM
პოსტი #839


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



sanfol
ციტატა
გიორგი ძველი აღთქმა ჩემი დაწერილი არაა, რახან მე "კარგად" ვარ და მასეთ რაღაცეებს არ მავალებს ესეიგი კითხვაც აღარ უნდა გამიჩნდეს სხვებს რატო ავალებდა?

კიტხვის გაჩენა ერთია მაგრამ აშკარა მკრეხელობაში გადავარდან არც შენ და არც მე არ შეგვფერის. ძველ აღთქმის მთავარი არსი ის იყო ღმერთის მოსვლამდე რჯული შეენახად მხოლო დღევანდელი აღთქმის მთავარი არსი ადმაინის განღმრთობაა.
ამათ შორის განსხვავება ხომ არის? მაშინ მაშინდელ რჯულსა და ახლანდელ რჯულს შორისაც იქნება განსხვავება და ნუ საზღვრავ დღევანდელი მომენტიდან მაშინდელ სჯულსა და კანონებს. წჰაერს სანტიმეტრებით ხომ ვერ გაზომავ? მსგავსი რაღაცის გაკეთება გინდა შენც.
ციტატა
რა არის შენთვის და ღმერთისთვის საძაგლობა? იქნებ ესეც აბსტრაქტული მცნებაა და ადამიანიდან გამომდინარე იქცევა თუ აბრაამს გაუჭირდებოდა ისაკის შეწირვა აღარ დაავალებდა თუ არ გაუჭირდა აგერ დაუვალებია და თვითონაც სუფთა დარჩა?

არ მინდა ამზე საუბარი რადგან არარეალურს საუბრობ. რაღაც ტერმინებით და ამ ქვეყნიური ამბებით გინდა ღვთიური ბუნება გამოიკვლიო მაგრამ შეუძლებელს ხარ შეჭიდებული. აბრაამის გამოცდა ღვთისთვის არ იყო, ეს თავად აბრაამისთვის იყო.


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sanfol
პოსტი Mar 2 2015, 09:00 PM
პოსტი #840


მშვიდობისმყოფელი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,068
რეგისტრ.: 19-October 14
წევრი № 13,848



G_saxva
ხოდა აბრაამისთვის რო იყო მერე სწორად მიგაჩნია ეგ? სწორია ადამიანს შვილის შეწირვა დაავალო? ეს ჩვეულებრივი მოვლენაა ღმერთისთვის და ჩვენც ჩვეულებრივად უნდა მივიღოთ მსგავსს თუ გვეტყვის?


--------------------
მშვიდობა თქვენდა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

43 გვერდი V « < 40 41 42 43 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 24th April 2024 - 03:27 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი