IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

28 გვერდი V « < 26 27 28  
Reply to this topicStart new topic
> მართლმადიდებლობა და მედიცინა
marine
პოსტი May 11 2022, 08:42 PM
პოსტი #541


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მართლმადიდებლობამ და მის კვალდაკვალ მართლმადიდებლობაზე ორიენტირებულმა მედიცინამ უარი თქვა პოლითეიზმზე, უსხეულო არსებებთან განურჩეველ კონტაქტებზე, მათ დახმარებაზე ავადმყოფობის განკურნების და სნეულებისგან დაცვის საქმეში. მკაცრი ქრისტიანული მონოთეიზმის გამომუშავების პარალელურად ყალიბდებოდა მკურნალობის ახალი, არაწარმართული სულიერი კულტურა. ამგვარად, მართლმადიდებლობა დაეხმარა მედიცინის, როგორც მეცნიერების ჩამოყალიბებას"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 13 2022, 12:28 PM
პოსტი #542


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"პირველი დიდი საავადმყოფო VII ს-ში მცირე აზიის სომხებით დასახლებულ რაიონში - კაბადოკიაში გაჩნდა (ქ. კესარია, სებასტია)"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 15 2022, 07:25 PM
პოსტი #543


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ეკლესიაში მარადიულად მოქმედებს ძალა, რომელიც კურნავს! და ეს არის ძალა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 4 2022, 01:35 PM
პოსტი #544


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მედიცინა ღვთივკურთხეული დარგია, თავად უფალია სულისა და ხორცის უბადლო მკურნალი, ჩვენ კი - მიწიერ ექიმებს - მონიჭებული გვაქვს ვალდებულება, ვუმკურნალოთ ხორციელ თუ მშვინვიერ სნეულებებს და, ამასთან, ვუმკურნალოთ ისე, რომ არ დავაზიანოთ ადამიანის სხეული ("ექიმო, არ დააზიანო!"), უწინარესად კი - მისი უკვდავი სული, რომელიც თავად მაცხოვარმა შთაბერა მის მიერვე მიწისგან ქმნილ ადამიანს. ადამიანის კონსტიტუციის ვერტიკალი - სხეული, სამშვინველი და სული - შეიძლება დაზიანდეს როგორც ქვემოდან ზემოთ, ისე - პირიქით: სულის დაზიანებამ სხეულისა და სამშვინველის დაზიანებაც გამოიწვიოს"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 4 2022, 05:08 PM
პოსტი #545


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"თანამედროვე მედიცინის განვითარებამდე, მით უფრო ბიბლიურ ხანაში, სამედიცინო საქმიანობა მღვდლების ხელში იყო, ისინი მხოლოდ ტრადიციულ და ემპირიულ ცოდნას ფლობდნენ მედიცინის შესახებ. მსხვერპლშეწირვის ტრადიციული წესის აღსრულების შედეგად, მათ გარკვეული წარმოდგენა შეექმნათ ცხოველების ანატომიაზე, მაგრამ ადამიანის ანატომია, როგორც მეცნიერება, თითქმის არ არსებობდა. რამეთუ ძველი აღთქმის ტრადიციით, მკაცრად იყო აკრძალული გარდაცვლილი ადამიანის გვამთან შეხება, რომ აღარაფერი ვთქვათ გვამის გაკვეთაზე. ბიბლიაში მეტად მწირად მოიპოვება ანატომიასა და ფიზიოლოგიასთან დაკავშირებული ფაქტები"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 17 2022, 01:10 PM
პოსტი #546


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"თქმულება "ხოგაის მინდი" უძველესთაგანია ქართულ ფოლკლორში. იგი უნდა დათარიღდეს IV საუკუნეზე ადრინდელი პერიოდით, რადგან თავისი შინაარსით, წარმართული პერსონაჟებით, ღვთაებებით ქართული წარმართული ეპოქის გარკვეულ სურათს ქმნის. უკანასკნელი გამოკვლევებით და ზოგი მკვლევრის მოსაზრებით (ამბ. გაჩეჩილაძე), "ხოგაის მინდი" თითქოს ამ ეპოქის ლიტერატურული ძეგლია, ლიტერატურული ნაწარმოების გადმონაშთია, ფრაგმენტი და არა ფოლკლორული ნიმუში - ხალხური თქმულება.

თქმულებაში ხაზგასმულია გველის სიბრძნე, განსაკუთრებით მკურნალობის ცოდნის მხრივ (გველთან დაკავშირებული წარმოდგენები ქართულ ეთნოგრაფიასა და ფოლკლორში საკმაოდ სისრულითაა შესწავლილი ჩვენი ეთნოგრაფებისა და ისტორიკოსების მიერ). საქართველოში გველს უძველესი დროიდანვე უკავშირებდნენ დოვლათიანობასა და ნაყოფიერებას. ის ქართველურ ტომებში ხან ოჯახის მფარველად და დამცველად გვევლინება, ხან უშვილო ქალთათვის შვილიერების მიმნიჭებლად. ამიტომაც არის, რომ უძველს კოლხურ, საკულტო დანიშნულების ბრინჯაოს ცულებზე ხშირად ვხვდებით გველის გამოსახულებას. საკულტო დანიშნულების საგნები: ბრინჯაოს ცული (ცაგერის მუზეუმიდან), ყელსაკიდი სტილიზებულთავიანი გველის გამოსახულებით (ეშერის არქეოლოგიური მასალიდან), თრიალეთში ნაპოვნი თიხის ჭურჭელი (საფიქრებელია, სამკურნალო საშუალებათა შესანახად) გველის სტილიზებული ორნამენტებით მიუთითებს, რომ ქართულ აზროვნებაში გველი დაკავშირებული იყო ნაყოფიერებასა და მკურნალობასთან.

ქართულ ხალხურ მედიცინაშიც გველს სამკურნალო თვისებებს მიაწერდნენ. ზოგან გველის ტყავი წამლად მიაჩნდათ. ხევსურეთში სამკურნალოდ ახლაც ხმარობენ ყვითელყვავილიან მინდვრის ბალახს, რომელსაც გველის წამალს ეძახიან.

"იადიგარ დაუდში" გველის ხორცი საუკეთესო წამლადაა მიჩნეული. "უსწორო კარაბადინში" ხაზგასმულია გველის ქონის, ტყავისა და ქერქის (კანი ქერტლით) წამლად გამოყენება. ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილი აღწერს კვერს, რომელიც "გუელის ხორცითა" მზადდება. კვერი დიდი "თერიაყის" შემადგენლობაში შედიოდა და მიჩნეული იყო მოწამლულის, გველისა და მორიელის ნაკებენის, ცოფის, მანკანაცის, ღორთელის, ლაყუასა და მრავალი სხვა დაავადების სამკურნალოდ.

მაშასადამე, არა მარტო ფოლკლორსა და ხალხურ მედიცინაში, არამედ ქართულ კლასიკურ სამედიცინო ძეგლებშიც კი გველი წამლადაა აღიარებული.

მკურნალობის, ცოდნისა და სიბრძნის სიმბოლოდ გველის აღიარების თემაზეა აგებული როგორც უძველესი თქმულება "ხოგაის მინდი", ისე ვაჟა-ფშაველას "გველის-მჭამელი".

გველი, როგორც ბრძენი და მეცნიერი არსება, შემდეგში ქრისტიანულმა რეგლიამაც აღიარა, რაც სახარებაშიც კი აისახა: "იყვენით თქუენ მეცნიერნი ვითარცა გველნი და უმანკო ვითარცა ტრედნი".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქართული მედიცინის ისტორია", გვ. 90/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 17 2022, 01:24 PM
პოსტი #547


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"უფრო გვიანდელ მონათმფობელურ ხანაშიც სამკურნალო წყლების გამოყენებაზე მიუთითებს ისტორიული წყაროები. ცნობილი ქართველი მოღვაწე პეტრე იბერიელი, რომელიც ცხოვრობდა 412-488 წლებში, იყო მაიუმის ეპისკოპოსი პალესტინაში და, როგორც ირკვევა, ექიმიც. ბევრი მარხულობის შედეგად პეტრეს "განირყუნა სტომაქი" და "მაშინ ჰრქუეს ვიეთმე რათა წარვიდეს ცხელთა წყალთა და განიკურნეს". ცხადია, აქ ლაპარაკი უნდა იყოს მინერალური წყლებით მკურნალობის შესახებ"

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქართული მედიცინის ისტორია", გვ. 78/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 18 2022, 12:44 PM
პოსტი #548


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"შეუძლებელიც კი არის, რომ მინერალური წყლებით მკურნალობა საქართველოში უძველესი დროიდან არ მომდინარეობდეს, რადგან, როგორც აკად. ნ. ბერძენიშვილმა გაარკვია, წყალტუბოს აბანოები - "აბანოისა სახლი", როგორც მას მემატიანე უწოდებს, უკვე მე-12 საუკუნეში მეფის ხელთ იყო. წყალტუბოს თერმული მინერალური წყლის აღმოჩენა უნდა მივაკუთვნოთ VI-VII საუკუნეებს".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქართული მედიცინის ისტორია", გვ. 79/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 18 2022, 04:52 PM
პოსტი #549


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"წიგნი სააქიმოი" ფეოდალური საქართველოს მედიცინის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი ძეგლია როგორც სამედიცინო-ბიოლოგიურ საკითხთა განხილვის სისრულით, ისე სიღრმით. შეიძლება თამამად ვთქვათ, რომ მსოფლიო მედიცინის ისტორიაში იშვიათია თავისი დროისათვის ასე ღრმააზროვანი და იმდროინდელი თეორიული და პრაქტიკული მედიცინის მომცველი სხვა მსგავსი ძეგლი. ის დაწერა 1206 - 1210 წლებში ხოჯაყოფილმა თამარის სამეფო კარის "ვაზირთა უპირველესის", მწიგნობართუხუცესის, ანუ, დღევანდელი გაგებით, "განათლების მინისტრის" ანტონ ჭყონდიდელის ბრძანებით"

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქართული მედიცინის ისტორია", გვ. 164/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 18 2022, 05:22 PM
პოსტი #550


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"სათვალის გამოგონების ადგილი და დრო ჯერ კიდევ დაუდგენელია. არაზუსტი ცნობებით მხედველობის საკორექციო საშუალებანი თითქოს პირველად XIII საუკუნის ბოლოს გაჩნდა ვენეციაში. თუ ვინ გამოიგონა პირველად სათვალე, ამის ზუსტად დადგენა ვერ მოხერხდა. საფრანგეთში შემონახულია საფლავის ქვა ნახევრად წაშლილი წარწერით: "აქ განისვენებს სალვინო არმატი ფლორენტიიდან, სათვალეების გამომგონებელი, ღმერთი შეუნდობს მას თავის ცოდვებს". წარწერა დათარიღებულია 1317 წლით. არსებობს აგრეთვე გადმოცემა, თითქოს სათვალე გამოეგონოს ოქსფორდელ მღვდელ ბეკონს, რომელმაც ფლორენციაში ყოფნისას (1285 წელს) თავისი აღმოჩენის შესახებ აცნობა ფლორენციელ მღვდლებს. ეს აღმოჩენა შემთხვევითი ხასიათის იყო, რადგან თვალის ოპტიკურ თვისებებს იმ დროისათვის ჯერ კიდევ არ იცნობდნენ. ისინი საკმაოდ დაგვიანებით შეისწავლა ასტრონომმა კეპლერმა (1571-1630 წწ.)"

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქართული მედიცინის ისტორია", გვ. 248/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

28 გვერდი V « < 26 27 28
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 4 მომხმარებელი (მათ შორის 4 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 1st November 2024 - 03:59 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი