თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ გალერეა _ იმ ეშკახეხ იერუშალაიმ - თუ დაგივიწყო იერუსალიმ...

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jun 14 2009, 07:03 PM

ვიწყებ სურათების ატვირთვას და თან მოყოლას...

გუშინ ვიყავი იერუსალიმის ჯვრის მონასტერში. საოცარი განცდაა მართლაც იერუსალიმში ასვლა. ვის არ აღუწერია, ვის ლექსად, ვის პროზად, ვის ნახატით და ვის სიმღერით, ყველა თითქოს რაღაცას გადმოსცემს, მაგრამ სამწუხაროდ, სრულად ვერავინ. შეუძლებელია სრულად გადმოსცე ის, რაც იგრძნობა ამ ქალაქში....


ძველი ქალაქის შესასვლელი, მორწმუნე იუდეველი:

http://www.radikal.ru

მეფე დავითის კოშკი:

http://www.radikal.ru

იერუსალიმის ჯვრის მონასტერი გზიდან:

http://www.radikal.ru



შოთა რუსთაველის ბარელიეფი მონასტრის შესასვლელთან:

http://www.radikal.ru

ყველა ქართველისთვის საამაყო წარწერა

http://www.radikal.ru

ადრე იდო ეს ფოტო და კაიროსმა იკითხა წვრილი წარწერის ტექსტი. იქ წერია, რომ უდიდესი ქართველი პოეტი, რომელიც ამ მონასტერში ცხოვრობდა მე-12 საუკუნეში


მონასტრის შესასვლელი:

http://www.radikal.ru

საქართველოს საელჩოს მრჩეველთან ირაკლისთან ერთად, ტაძრის შესასვლელში:
http://www.radikal.ru

აქვე ვსარგებლობ შემთხვევით და მადლობას ვუხდი ირაკლის და დიპკორპუსს ჩვენთვის გაწეული უდიდესი დახმარებისთვის smile.gif

ჯვრის მონასტრის მაღაზიაში არაბი ქრისტიანები იყვნენ, რომლებიც სუვენირებისა და საეკლესიო ნივთების შეძენის შემდეგ იქვე, ჩვენთვის სახელდახელოდ გამოწურული ნატურალური წვენებით გაგვიმასპინძლდნენ. წვენს მალევე მოვრჩით, რადგან შოთა რუსთაველთან შეხვედრა გველოდა....

ქართველი მლოცველების მიერ შეწირული წმინდა ნინოს ჯვარი (ასე განგვიმარტეს ადგილობრივმა არაბებმა) მონასტრის ეზოში:

http://www.radikal.ru

ძელი ტაძრის შესასვლელთან (იქვე კედელზე, საბერძნეთის რესპუბლიკის გერბი და იერუსალიმის ბერძნული საპატრიარქოს დროშები):

http://www.radikal.ru

ტაძრის კარების თავზე: ლოთის ხატი, რომლის მიერ მორწყული სამი ხე ერთ ხედ შეერთდა, საიდანაც შემდეგ დამზადდა მაცხოვრის ჯვარი:

http://www.radikal.ru

ქართული წარწერა მონასტრის კარიბჭის თავზე:

http://www.radikal.ru




პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jun 14 2009, 07:13 PM

ჯვრის მონასტრის ინტერიერი:

http://www.radikal.ru

აქედან მარჯვენა სვეტის აღმოსავლეთ ნაწილზე არის რუსთველის ფრესკა.

ესეც ფრესკასთან:

http://www.radikal.ru

მონასტრის საცავში, პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ შეწირული ხატი ( laugh.gif )

http://www.radikal.ru

ამის შემდეგ გავემართეთ ბეთლემში. იქაურ ფოტოებს მოგვიანებით დავდებ smile.gif

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Jun 14 2009, 07:28 PM

ყოჩაღ კანონ, ძალიან კარგი სურათებია, აბა კიდევ მეტი და მეტი მოგვაშველე.
kiss1.gif kiss1.gif
წარმომიდგენია რა განცდებში ხარ. smile.gif

პოსტის ავტორი: L@SH@KoRi თარიღი: Jun 14 2009, 07:43 PM

აუ ძალიან მაგარია. მეეეეეეეეეეც მინდაააააააააააა smile.gif rolleyes.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jun 14 2009, 07:57 PM

ვაგრძელებ....

გზად ბეთლემისკენ. პალესტინის ავტონომიის უმნიშვნელოვანესი ქალაქი რამალა:
(მოძრაობაშია გადაღებული და ხარისხი ცუდია)

http://www.radikal.ru

გამშვები პუნქტი ისრაელი-პალესტინის საზღვარზე (სადაც წარწერა გვაუწყებს, რომ გადასვლა აკრძალულია ისრაელის მოქალაქეებისთვის). პალესტინის საზღვარი და ბეთლემის შესასვლელი ფაქტიურად ერთია:

http://www.radikal.ru

ბეთლემის ქართულ სახლში. სამწუხარო გაუგებრობის გამო იერუსალიმის ბერძნულ საპატრიარქოსთან, ეს სახლი ჩვენ თვალწინ გაურკვეველი ვადით დაიკეტა:

http://www.radikal.ru

ქართული სახლის მონაზონ დედა ზოილესთან და ქართული დელეგაციის წარმომადგენელთან ერთად, ქართულ სახლში:

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jun 14 2009, 08:10 PM

"... და შენ იუდეის ქალაქო ბეთლემო, არ ხარ მცირე, რამეთუ შენგან იშვება კაცთა მაცხოვარი..."

შობის ტაძარი ბეთლემში
http://www.radikal.ru

ტაძრის ინტერიერი (ორი არაბი ჯვარს იწერდა ამ დროს):

http://www.radikal.ru

მოზაიკის ძველი ფენა ტაძრის იატაკის ქვეშ:

http://www.radikal.ru

ბეთლემის სომხური საკურთხეველი, ცენტრალური მართლმადიდებლური საკურთხევლიდან მარცხნივ:

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Jun 14 2009, 08:11 PM

რა კარგ და მადლიან ადგილებზე ხარ კანონ, სიამოვნებით შემოგიერთდებოდი kiss1.gif

პოსტის ავტორი: VisualBB თარიღი: Jun 14 2009, 08:16 PM

ვაააააჰ, უმაგრესიააა, რა, ნეტა ოდესმე მოვხვდე,

ძაან მაგარია "კანონისტ" მალადეც smile.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jun 14 2009, 08:26 PM

მაცხოვრის შობის ადგილი:

http://www.radikal.ru

მდებარეობს ტაძრის ტრაპეზის ქვეშ. როგორც წესი, ჩადიან მარჯვენა კიბით და ამოდიან მარცხნივ. შობის ადგილიდან ოდნავ უკან და მარჯვნივ არის ბაგა, სადაც რამდენიმე წუთის დაბადებული განხორციელებული სიტყვა ღმრთისა მიაწვინა ყოვლადწმინდა დედამ:

http://www.radikal.ru

ულამაზესი და განცდით აღსავსე წამი. ეხები წმინდა ადგილს და არ იცი, რა თხოვო უფალს, საიდან დაიწყო ან რა თქვა, რომელი ერთი შეჰვედრო. თითქოს ყველა ლოცვა ერთად დაგავიწყდა და მხოლოდ "უფალო" თუ გაკრთება ბაგიდან... გაივლის ეს წამი და მერე უკვე ყველაფერი მოდის, მოდის თავისით და უწყვეტად, თითქოს ტვინი გვერდზე გასწია სულმა და თავად ალაპარაკდა....

http://www.radikal.ru

ჩასასვლელ კიბესთან დასვენებულია ბეთლემისად წოდებული ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი:

http://www.radikal.ru

გარეთ, ტაძრის შესასვლელიდან მარცხნივ ცალკე არის აღმართული ლათინთა ეკლესია. მის თავზე - ვატიკანისა და ფრანცისკანული (იერუსალიმური) დროშები:

http://www.radikal.ru


ეს იყო სულ, რაც საინტერესო მინდოდა მეთქვა და მეჩვენებინა. წინ მელოდება გალილეაში, სამარიასა და ჩრდილო ისრაელში გასვლა, ქ. ნაზარეთი, მდ. იორდანე და რაღა თქმა უნდა იერუსალიმის მაცხოვრის აღდგომის ეკლესია.

მადლი და მშვიდობა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, თქვენ თანა, ძმებო წმინდა მიწიდან. ამინ
ჰაბარუხ ვეჰაშალომ ადონეინუ იეშუა ჰამეშიახ, ლეხემ, ახიმ შელი მაარეც ჰაკადოშ. ამენ
ი ხარის კე ი ირინი ტუ კირიუ იმონ იისუ ხრისტუ, მეტა იმონ, ადელфი მუ აპო ტონ აღიონ ტოპონ. ამინ

kanonisti.gif kiss1.gif

პოსტის ავტორი: ბექა თარიღი: Jun 14 2009, 08:50 PM

ღმერთო რა მაგარია wub.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Jun 14 2009, 10:00 PM

ციტატა
ულამაზესი და განცდით აღსავსე წამი. ეხები წმინდა ადგილს და არ იცი, რა თხოვო უფალს, საიდან დაიწყო ან რა თქვა, რომელი ერთი შეჰვედრო. თითქოს ყველა ლოცვა ერთად დაგავიწყდა და მხოლოდ "უფალო" თუ გაკრთება ბაგიდან... გაივლის ეს წამი და მერე უკვე ყველაფერი მოდის, მოდის თავისით და უწყვეტად, თითქოს ტვინი გვერდზე გასწია სულმა და თავად ალაპარაკდა....

უყურე შენ rolleyes.gif
კარგია, კარგი, ეგრე გააგრძელე smile.gif

პოსტის ავტორი: .ნინო თარიღი: Jun 14 2009, 10:05 PM

მშვიდობა მოგცეს უფალმა და სიკეთით დაგაბრუნოს... მიხარია რომ გვიზიარებ, იმედია ოდესმე საკუთარი თვალითაც ვიხილავ... smile.gif

პოსტის ავტორი: patara sayvarelo თარიღი: Jun 14 2009, 11:41 PM

კანონისტი
რა კარგი სურათებიაააა rolleyes.gif

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Jun 14 2009, 11:42 PM

კანონისტი
kiss1.gif

პოსტის ავტორი: tamuna_18 თარიღი: Jun 15 2009, 10:53 AM

აუ ეს დაუვიწყარი განცდები.. და ემოციები. კიდე მინდა იერუსალიმში. რა ბედნიერი ხარ !

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Jun 15 2009, 12:53 PM

კანონისტი
დათო, კიდევ გვაჩვენე სურათები smile.gif ის ლათინების დროშებიო რომ თქვი, ერთი როგორ გავს ჩვენსას smile.gif თუ ჩვენია? unsure.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: tamuna_18 თარიღი: Jun 15 2009, 01:08 PM

ეგ იერუსალიმის დროშაა

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jun 15 2009, 09:12 PM

დღეს მოულოდნელად და დაუგეგმავად აღმოვჩნდი იერუსალიმში. მქონდა რამდენიმე ოფიციალური შეხვედრა.
http://www.radikal.ru

მარცხნიდან:
დავიდ აბბადი, ისრაელის სახელმწიფოს წითელი დავითის ვარსკვლავის საზოგადოების კოორდინატორი
ამოს ავგარი, მსოფლიო ებრაული თანამშრომლობის ორგანიზაციის (JDC) ნიუ-იორკის ოფისის ხელმძღვანელი
ნანა ყეინიშვილი, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტი
და მე smile.gif

ამის შემდეგ ებრაელმა მასპინძლებმა ასევე მოულოდნელად წაგვიყვანეს აღდგომის ტაძარში...

გზად ტაძრისკენ ძველ ქალაქში

http://www.radikal.ru

აღდგომის ტაძრის ხედი

http://www.radikal.ru

შესასვლელშივე არის ქვა, სადაც დაასვენეს ჯვრიდან გარდამოხსნილი მაცხოვარი. ქვას ასდის ენითაუწერელი სურნელება

http://www.radikal.ru

იქვე, კედელზე არის გარდამოხსნის ფრესკა. იწყება მარჯვნიდან, რადგან იქითა მხარეს არის გოლგოთა

http://www.radikal.ru



თავად კუვუკლია, ანუ მაცხოვრის საფლავი არის ტაძრის დასავლეთ ნაწილში. მის წინ არის აღდგომის ტაძარში შესასვლელი, საიდანაც აღმოჩნდებით ტაძრის მთავარ - ბერძნულ საკურთხეველთან

აღდგომის ტაძარი:

http://radikal.ru/F/s61.radikal.ru/i172/0906/bd/913d6538d635.jpg.html

კუვუკლია სამხრეთიდან:

http://www.radikal.ru

კუვუკლიის შესასვლელი (ფოტო აღმოსავლეთიდან):

http://www.radikal.ru


კუვუკლია კი, როგორც იცით, იყოფა ორ ნაწილად: ანგელოზის ეკვდერად და თავად საფლავად

ანგელოზის ეკვდერი, სადაც მთავარანგელოზმა გაბრიელმა მენელსაცხებლე დედებს პირველებს უთხრა: "რად ეძიებთ ცოცხალს მკვდართა შორის? არ არის აქ, არამედ აღდგა..."

http://www.radikal.ru

ეკვდერიდან საფლავზე შესასვლელი (ახლოდან). კარის მარცხნივ მოჩანს დედები ნელსაცხებლით, ხოლო მარჯვნივ - მთავარანგელოზი გაბრიელი:

http://www.radikal.ru

უფალო, გვიხსენ და გვილხინე ჩვენ ცოდვილთ......

http://www.radikal.ru

უბედნიერესი წუთები გრძელდება.... ეხლა უფრო დაწყნარებით შეგიძლია ილოცო....

http://www.radikal.ru




გოლგოთისკენ.....

http://www.radikal.ru

გოლგოთა. ამ ადგილას იყო აღმართული მაცხოვრის ჯვარი:

http://www.radikal.ru

გოლგოთის ქვემო ნაწილი, კლდის ნახეთქი, რომელიც მაცხოვრის ჯვრიდან გარდამოსულმა სისხლმა გააპო...

http://www.radikal.ru

აღდგომის ტაძრის უძველესი საკურთხეველი:

http://www.radikal.ru

დღეს ეს იყო. იგეგმება ჩვენი გაყვანა იერუსალიმში უკვე ორგანიზატორთა მიერ. შემდეგ კვლავ დავდებ ახალ-ახალ ფოტოებს.

პოსტის ავტორი: ბექა თარიღი: Jun 15 2009, 09:17 PM

ვაიმე რა მაგარია wub.gif ყფალმა შეისმინოს შენი ლოცვა kiss1.gif

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Jun 15 2009, 09:27 PM

ვაახ, კეთილად მშურს, მაგარია კანონისტ მალადეც,

ღმეთმა ყველა მოგვავხვედროს ერთხელ მაინც, smile.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jun 15 2009, 09:47 PM

ხოოო, სულ დამავიწყდა. დღეს გავიცანი ისრაელის მოსადის უფროსი და იერუსალიმის დეპარტამენტის უფროსი (სურათის გადაღებაზე უარი მითხრეს)

smile.gif

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Jun 15 2009, 09:52 PM

მოსადი რა არის საინტერესოა, არ ვიცი

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jun 15 2009, 09:57 PM

ციტატა
მოსადი რა არის საინტერესოა, არ ვიცი

ისრაელის უშიშროების სამსახური smile.gif

პოსტის ავტორი: უჩა თარიღი: Jun 15 2009, 11:05 PM

ციტატა
ისრაელის უშიშროების სამსახური smile.gif

ეუჰ ამას უყურე რეებს ჩალიჩობს. biggrin.gif kiss1.gif

გაიხარე ძამი. მართლა ძალიან წმინდა და ლამაზი ადგილებია.
ჯერ მარტო სურათებიდან რა ენერგია მოდის და რეალურად რომ ნახავ ამ ყველაფერს და მოილოცავ წარმომიდგენია რა დიდი გრძნობაა. smile.gif
მოგვიხსენიე დათუჩ ჩვენცა. :წუბ: გაგაძლიეროს უფალმა. kiss1.gif

პოსტის ავტორი: alilo თარიღი: Jun 15 2009, 11:21 PM

ყოჩაღ კანონისტ მართლაც სასიამოვნო და საინტერესო სურათები დაგვიდე,გაიხარე.


პ.ს. მეც მინდა ისრაელში tongue.gif laugh.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jun 15 2009, 11:41 PM

ორი კურიოზი.

გოლგოთაზე სურათის გადაღება რომ მინდოდა, თავი გაიგიჟა ვიღაც ბერძენმა არ შეიძლებაო. ქუდზე და ინგლისურის კილოზე ვიცანი, რომ ბერძენი იყო. უცებ, მივუტრიალდი და ვეკითხები:
- ისტე ელლინოს? (ბერძენი ხართ?)
- ნე, ნე, იმე ელლინოს. კე ესი? (კი, კი, ბერძენი ვარ. შენც?)
- ნე, ალლა აპო ტინ ამერიკინ (დიახ, ოღონდ ამერიკელი) rolleyes.gif

აბა მაგდენი უშეცდომო ბერძნული სად ვიცოდი, რომ ყველაფერი ზუსტად მეთქვა laugh.gif laugh.gif

შედეგს კი ხედავთ ფორუმზე. cool.gif laugh.gif laugh.gif laugh.gif
(აღდგომის ტაძარში ტყუილი არ არის კარგი, მაგრამ ფოტოს გადაღების ნებართვა ეთნიკური კუთვნილების მიხედვით - უარესი)

მეორე სანთლების ყიდვის დროს. სომეხი ყიდდა. ესეც კილოზე ვიცანი
- ჰაი ეს? (სომეხი ხარ?)
- ჰაააა, დუნელ ჰაი ეს? (ხოოოო, შენც სომეხი ხარ?)
- ჩე, იეს ვრაცი ემ, ჰაი ინკერნერ უნემ ვრასტანუმ იევ ჰაიერენ სოვორუმ ემ (არა, ქართველი ვარ, სომეხი მეგობრები მყავს საქართველოში და სომხურს ვსწავლობ)

ამის შედეგი კიდევ ჩემოდანშია ნახევარ ფასად ნაყიდი სანთლების სახით rolleyes.gif laugh.gif laugh.gif

პოსტის ავტორი: ბექა თარიღი: Jun 15 2009, 11:44 PM

კანონისტი
მაგარი იყო ძალიან biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Jun 15 2009, 11:44 PM

კანონისტი
საღოლ ტო, რა ენები გცოდნია, biggrin.gif მაგარი იყო biggrin.gif
, ბედნიერი კაცი ხარ, ღმერთMა დაგლოცოს

პოსტის ავტორი: S a l l y თარიღი: Jun 15 2009, 11:47 PM

მაგარიააა

პოსტის ავტორი: ბიძია თომა თარიღი: Jun 15 2009, 11:49 PM

ციტატა(კანონისტი @ Jun 16 2009, 12:41 AM) *

ორი კურიოზი.

გოლგოთაზე სურათის გადაღება რომ მინდოდა, თავი გაიგიჟა ვიღაც ბერძენმა არ შეიძლებაო. ქუდზე და ინგლისურის კილოზე ვიცანი, რომ ბერძენი იყო. უცებ, მივუტრიალდი და ვეკითხები:
- ისტე ელლინოს? (ბერძენი ხართ?)
- ნე, ნე, იმე ელლინოს. კე ესი? (კი, კი, ბერძენი ვარ. შენც?)
- ნე, ალლა აპო ტინ ამერიკინ (დიახ, ოღონდ ამერიკელი) rolleyes.gif

აბა მაგდენი უშეცდომო ბერძნული სად ვიცოდი, რომ ყველაფერი ზუსტად მეთქვა laugh.gif

შედეგს კი ხედავთ ფორუმზე. cool.gif laugh.gif laugh.gif
(აღდგომის ტაძარში ტყუილი არ არის კარგი, მაგრამ ფოტოს გადაღების ნებართვა ეთნიკური კუთვნილების მიხედვით - უარესი)

მეორე სანთლების ყიდვის დროს. სომეხი ყიდდა. ესეც კილოზე ვიცანი
- ჰაი ეს? (სომეხი ხარ?)
- ჰაააა, დუნელ ჰაი ეს? (ხოოოო, შენც სომეხი ხარ?)
- ჩე, იეს ვრაცი ემ, ჰაი ინკერნერ უნემ ვრასტანუმ იევ ჰაიერენ სოვორუმ ემ (არა, ქართველი ვარ, სომეხი მეგობრები მყავს საქართველოში და სომხურს ვსწავლობ)

ამის შედეგი კიდევ ჩემოდანშია ნახევარ ფასად ნაყიდი სანთლების სახით rolleyes.gif laugh.gif

ოხ შე რა გითხარი ეგ ენა რომ არ გქქონდეს ყვავები წაგიღებდნე დ ამთელი ზამთარი ეყოფოდი საჯიჯგნათ. laugh.gif laugh.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Jun 16 2009, 02:48 AM

ციტატა
(აღდგომის ტაძარში ტყუილი არ არის კარგი, მაგრამ ფოტოს გადაღების ნებართვა ეთნიკური კუთვნილების მიხედვით - უარესი)

საგიჟეთი... ნუ ყველგან ხვდებით ამ ეთნიკურ გამორჩევებს...

ციტატა
იეს ვრაცი ემ

მე ქართველი ვარ
AM-ემ biggrin.gif
კანონ, "ვრაცებს" რატომ გვიძახიან იქნებ აგვიხსნა? smile.gif

შალომ;

კაიროსი!

პოსტის ავტორი: ნიკა თარიღი: Jun 16 2009, 04:58 AM

კანონისტი


დავით სათაურით მივხვდი რომ შენი გახსნილი იქნებოდა biggrin.gif გაიხარე. ულამაზესი სურათებია smile.gif ბევრი არ იცელქო და მშვიდობით დაგვიბრუნდი smile.gif


კაი ბერძენი მოატყუე, მარა სომეხის ესე მწარედ მოტყუება იოლი საქმე არ არის biggrin.gif


hats of to you biggrin.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jun 16 2009, 10:58 AM

KAIROS

ციტატა
კანონ, "ვრაცებს" რატომ გვიძახიან იქნებ აგვიხსნა?

ივერი ==> ივირ ==> ვირ

"ვირ"-ს ემატება ძველსომხურში ქვეყნის საწარმოებელი სუფიქსი "-ქ" (მაგ. ჯავახქ, გუგარქ...) ==> ვირქ (ასე ერქვა საქართველოს ადრე)

სადაურობის საწარმოებლად "ვირ"-ს ემატება "-(ა)ცი" (მაგ. სასუნცი, კალანკატუაცი...) ==> ვირაცი ==> (ი-ს შეკუმშვის შედეგად) ვრაცი

ამ სიტყვიდან და სპარსული "-სტან"-ის დამატებით მიიღეს საქართველოს თანამედროვე სახელწოდება - ვრასტან.

ბეშალომ,

ჰაკანონისტ

შეფაიმ, ისრაელ.





განსაკუთრებით მძიმე რელიგიური იუდეველები ასე დადიან:

http://www.radikal.ru

არ დაგავიწყდეთ, რომ ამ დროს 34 C ტემპერატურა. rolleyes.gif huh.gif

ეხლა ცოტა სემინარების კურიოზი:

"ადამიანი ხშირად კარგავს დროს იმაში, რომ სხვას უნდა უმტკიცოს რამე. დრო კი ფულია. ამიტომ ჩემი რჩევაა, რომ დაეთანხმეთ ყველას ყველაფერში, სანამ ფულს არ ითხოვს"

ხმ!.... laugh.gif laugh.gif laugh.gif

პოსტის ავტორი: zviadauri თარიღი: Jun 16 2009, 11:54 AM

დავით მაგარია,ეს მადლი რომელიც მიიღე და ჩამოიტან მოგვაფრქვიე უხვად

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Jun 16 2009, 11:56 AM

ციტატა
"ადამიანი ხშირად კარგავს დროს იმაში, რომ სხვას უნდა უმტკიცოს რამე. დრო კი ფულია. ამიტომ ჩემი რჩევაა, რომ დაეთანხმეთ ყველას ყველაფერში, სანამ ფულს არ ითხოვს"

ებრაული ლოგიკა biggrin.gif

ციტატა
ივერი ==> ივირ ==> ვირ

"ვირ"-ს ემატება ძველსომხურში ქვეყნის საწარმოებელი სუფიქსი "-ქ" (მაგ. ჯავახქ, გუგარქ...) ==> ვირქ (ასე ერქვა საქართველოს ადრე)

სადაურობის საწარმოებლად "ვირ"-ს ემატება "-(ა)ცი" (მაგ. სასუნცი, კალანკატუაცი...) ==> ვირაცი ==> (ი-ს შეკუმშვის შედეგად) ვრაცი



ხოხ smile.gif უყურე შენ, რა ჩახლართული ყოფილა, ანუ რაიმე ორიგინალური არაა, ივერიელებია იგივე... გრუზიაზეც ასე ამბობენ, გურჯ- ხომ საერთოდ...

საინტერესოა, ისე ებრაელებისათვის ჩვენ გრუზინ-ები ვართ ხომ? საინტერესოა რატომ? აკი გრუზინ უფრო სლავური არაა? მე ვიცი რომ იაპონურად, კორეულად (ჩინურდაც?) გრუზიაა, რუსების გავლენით?
რა მანამდე არ გვიცნობდნენ? თუ უბრალოდ ივერიელები ჩაანაცვლეს?
როცა თავიდან გამოვჩდით ასპარეზზე? /გამოვჩნდით კი? sad.gif )

მიდი გააგძელე, ზემო სურათმა რაღაც ასოციაციები აღძრა ჩვენი ულტრაკონსერვატორების მიმართ biggrin.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jun 16 2009, 10:36 PM

KAIROS

ციტატა

საინტერესოა, ისე ებრაელებისათვის ჩვენ გრუზინ-ები ვართ ხომ? საინტერესოა რატომ? აკი გრუზინ უფრო სლავური არაა? მე ვიცი რომ იაპონურად, კორეულად (ჩინურდაც?) გრუზიაა, რუსების გავლენით?


გავლენა ცხადია რუსეთისაა. ისე კი:
იაპონურად - გურუჟია
კორეულად - კურუჯია
ჩინურად - გელუჟია

რაც შეეხება ებრაულს.

ევროპელი ებრაელები გვეძახიან - გეორგიას (גורגיה) ხოლო სლავური ქვეყნების ებრაელები - გრუზიას (גרוזיה)

ოფიციალურ დოკუმენტებში უფრო მეტად გრუზია წერია, თუმცა კი მეორეც გვხვდება. ქართველმა ებრაელებმა ქართველ ებრაისტებთან ერთად თურმე აღმოაჩინეს IV საუკუნის ხელნაწერი, სადაც საქართველო მოხსენიებულია გურგიად (იწერება ზუსტად ისე, როგორც გეორგია) და ეხლა მიდის ასე ვთქვათ, გადაწყობა გურგია-ზე

ქართველი შესაბამისად არის "გრუზინი" (მდედრ. "გრუზინით"), ან "გურგი(თ)"

როდესაც მინდა ვუთხრა მე ქართველი ვარ, აღარ ვიცი რომელი ვთქვა, რადგან მქონდა შემთხვევა, რომ ვუთხარი "ანი გურგი" და მეკითხება ეგ რა ქვეყანააო, ან "ანი გრუზინი" და ასევე - ეგ რა ქვეყანააო. როცა მეორე ვარიანტს ვეუბნები (შესაბამისად), იგებენ.


ხვალ ამ სემინარების შესახებ დავდებ ფოტოებს და ცოტას მოგიყვებით. სხვათა შორის, დღეს საქართველოს პრეზენტაცია მქონდა და საკმაოდ წარმატებულად smile.gif

პოსტის ავტორი: Ismail თარიღი: Jun 16 2009, 11:21 PM

smile.gif

პოსტის ავტორი: kmunebi თარიღი: Jun 17 2009, 11:17 AM

საოცარი ფოტოებია... smile.gif


პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Jun 17 2009, 11:37 AM

კანონისტი

ციტატა
ხვალ ამ სემინარების შესახებ დავდებ ფოტოებს და ცოტას მოგიყვებით. სხვათა შორის, დღეს საქართველოს პრეზენტაცია მქონდა და საკმაოდ წარმატებულად smile.gif

მიხარია ძალიან , დავით, რომ კარგად მიდის შენთან საქმეები a025.gif

ციტატა
ოფიციალურ დოკუმენტებში უფრო მეტად გრუზია წერია, თუმცა კი მეორეც გვხვდება. ქართველმა ებრაელებმა ქართველ ებრაისტებთან ერთად თურმე აღმოაჩინეს IV საუკუნის ხელნაწერი, სადაც საქართველო მოხსენიებულია გურგიად (იწერება ზუსტად ისე, როგორც გეორგია)

და "გურგ" ბერძნული "გეო" -მიწიდან მოდის, წმინდა გიორგისგან თუ "გორგ" ებრაულადაც მგელს ნიშნავს, როგორც სპარსულად?

პოსტის ავტორი: შოთა თარიღი: Jun 17 2009, 11:40 AM

რაც შეხება საართველოს სახელს ისრაელში სულ რამოდენიმე წლის უკან გრუზია თი მოიხსენობოდა მაგრამ ბოლო რმოდენიმე წელია რაც ოფიციალურად შეიცვალა გეორგიათი და შესაბამისად მოსახლეობის ნაწილს კიდე არ აქვს გაცნობიერებული ეს ახალი სახელი და ისევ ძველი სახელით მოიხსენიებენ საქართველოს, რაც შეხება ტელევიზიას და გაზეთობას უკვე ისინი ახალი სახელით მოიხსენიებენ.

staywhite

ციტატა
თუ "გორგ" ებრაულადაც მგელს ნიშნავს, როგორც სპარსულად?


მგელი ებრაულათ ზეევ არის.

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Jun 17 2009, 08:52 PM

კანონისტი

ციტატა
დღეს საქართველოს პრეზენტაცია მქონდა და საკმაოდ წარმატებულად

ყოჩაღ კანონ, შენი იმედი გვაქვს,
მოგვაშვეე კიდევ სურათები kiss1.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jun 17 2009, 09:51 PM

პრეზენტაციის სურათს მერე დავდებ.

მანამდე კი - ჩემი ახალი უკრაინელი მეგობარი ანდრიი კალჩენკო smile.gif

http://www.radikal.ru


პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jun 17 2009, 10:21 PM

საინტერესო დეტალი:

სასტუმროს შესასვლელზე, ყველა ნაგებობის კარებზე და თვით ცალკეული ნომრების კარებებზეც არის მიკრული ასეთი რამ:

http://www.radikal.ru

მასზე გამოსახულია ებრაული ასო ש (შ) - ანუ შალომ (მშვიდობა) და შიგნით დევს სახლის დალოცვის იუდეური ლოცვა. ეს არის გახსენება კარების წითხრილზე წაცხებული იმ სისხლისა, რომელიც ეგვიპტიდან გამოსვლის წინ გააკეთა ყველა ებრაელმა, ნიშნად იმისა, რომ ამ სახლში ებრაელი ცხოვრობდა. აქ არის ამგვარი ტრადიცია, რომ ყველა კარებზე უკეთდება ეს ნიშანი იმის აღსანიშნად, რომ მასში მცხოვრები ყველა ებრაელია.

პოსტის ავტორი: ეკატო თარიღი: Jun 17 2009, 10:39 PM

ამ თემაში რომ შემოვდივარ დადებითი ენერგიით ვიმუხტები და გავდივარ, გაიხარე დათო kiss1.gif





ციტატა
ამის შედეგი კიდევ ჩემოდანშია ნახევარ ფასად ნაყიდი სანთლების სახით

rolleyes.gifrolleyes.gifrolleyes.gif
ნეტა ერთი ცალი არ მერგება? wub.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jun 17 2009, 10:42 PM

ეკატო

ციტატა
ნეტა ერთი ცალი არ მერგება?

მა როგორ kiss1.gif

პოსტის ავტორი: ეკატო თარიღი: Jun 17 2009, 10:45 PM

ციტატა(კანონისტი @ Jun 17 2009, 10:42 PM) *

ეკატო

მა როგორ kiss1.gif

jump.gif dans2.gif friends.gif mpua.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Jun 17 2009, 10:48 PM

მაგარია , ყოჩაღ!
პ.ს.
კანონისტ მაქ რა გინდა სამოთხე რიონთან ყოფილა biggrin.gif გადმოდი იქნებ შენ გააგებინო რამე biggrin.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jun 17 2009, 10:54 PM

KAIROS
რიონთან ფილიალი იქნება laugh.gif laugh.gif

ზემოთ სურათი ნახე? საინტერესო ტრადიცია ჰქონიათ....

ქოშერის კვებაზე გითხარით ხომ?

ეკატო
kiss1.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Jun 17 2009, 10:58 PM

ციტატა
ზემოთ სურათი ნახე? საინტერესო ტრადიცია ჰქონიათ....

კი ეგ ხომ უძველესი ტრადიციაა, გახსოვს ბენ ჰური ფილმი? აი იქაც კარებთანაა ეს წარწერა, ისე შენ ჯვარი გადაწერე ხოლმე და ეწამები biggrin.gif

მიხედე რა რიონისსამოთხისტებს დავიღალე biggrin.gif

ქოშერზე დააზუსტე smile.gif

პოსტის ავტორი: .:Lela:. თარიღი: Jun 17 2009, 11:01 PM

ციტატა(კანონისტი @ Jun 17 2009, 10:21 PM) *

საინტერესო დეტალი:

სასტუმროს შესასვლელზე, ყველა ნაგებობის კარებზე და თვით ცალკეული ნომრების კარებებზეც არის მიკრული ასეთი რამ:

http://www.radikal.ru

მასზე გამოსახულია ებრაული ასო ש (შ) - ანუ შალომ (მშვიდობა) და შიგნით დევს სახლის დალოცვის იუდეური ლოცვა. ეს არის გახსენება კარების წითხრილზე წაცხებული იმ სისხლისა, რომელიც ეგვიპტიდან გამოსვლის წინ გააკეთა ყველა ებრაელმა, ნიშნად იმისა, რომ ამ სახლში ებრაელი ცხოვრობდა. აქ არის ამგვარი ტრადიცია, რომ ყველა კარებზე უკეთდება ეს ნიშანი იმის აღსანიშნად, რომ მასში მცხოვრები ყველა ებრაელია.

მაგარიაააააა biggrin.gif

ციტატა(KAIROS @ Jun 17 2009, 10:58 PM) *

მიხედე რა რიონისსამოთხისტებს დავიღალე biggrin.gif

laugh.gif biggrin.gif კაი იყო რაააა

პოსტის ავტორი: llaasshhaa თარიღი: Jun 17 2009, 11:54 PM

wub.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jun 18 2009, 08:55 PM

გახსნაზე, ერთ-ერთი ორგანიზატორთან - ელა კრასნიცკისთან ერთად smile.gif

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Jun 18 2009, 09:33 PM

ციტატა(კანონისტი @ Jun 18 2009, 07:55 PM) *

გახსნაზე, ერთ-ერთი ორგანიზატორთან - ელა კრასნიცკისთან ერთად smile.gif

http://www.radikal.ru

kiss1.gif
საცა ქალი დეინახო არ გაუშვა, ჩაკარტოჩკდი biggrin.gif

ეჰ, მეც ქე მინდა მანდ, მარა არაო, დეეტიე საცა ხარო tongue.gif (იმერული აქცენტით)

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Jun 19 2009, 11:42 AM

ნაინა

ციტატა
საცა ქალი დეინახო არ გაუშვა, ჩაკარტოჩკდი

თან ასეთი ბომბა ქალი, ხომ ? laugh.gif

კანონისტი
ნეტაი ზუსტად ვიცოდე რას აკეთებ მაქ user.gif

p.s. ჩვენი შოთა არ ნახე? თუ მანდ აღარაა?

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jun 19 2009, 04:12 PM

staywhite
დღეს მივდივარ შოთასთან smile.gif

ისე, მნახა უკვე smile.gif

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Jun 19 2009, 04:19 PM

staywhite

ციტატა
თან ასეთი ბომბა ქალი, ხომ ?

კიიი, აპა რავა biggrin.gif

ისე კანონაც მოსუქებულა ცოტა ამ ბოლო დროს, სიმპატიჩნად გამოიყურება,
როგორც ბებიაჩემი იტყოდა პაწა მოფერიანებულა biggrin.gif

პოსტის ავტორი: შოთა თარიღი: Jun 20 2009, 06:30 PM

staywhite

ციტატა
p.s. ჩვენი შოთა არ ნახე? თუ მანდ აღარაა?


აქა ვარ აქ მეც smile.gif დღეს გავაცილე კანონისტი თავისთან რომ მივა მოგაწვდით ახალ ახალ სურათებს smile.gif

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Jun 20 2009, 06:32 PM

შოთა

ციტატა
აქა ვარ აქ მეც smile.gif დღეს გავაცილე კანონისტი თავისთან რომ მივა მოგაწვდით ახალ ახალ სურათებს smile.gif

იცოცხლე , შოთა a025.gif ღმერთმა კარგად გამყოფოს სადაც ხარ და მასე მშობლიურობა არ მოგაკლებინოს შემოსწრებული თანამემამულისთვის yvavilebi.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jun 20 2009, 07:31 PM

გუშინ და დღეს თელ ავივსა და იაფოში ვიყავი. smile.gif

თელ ავივს შესვლისთანავე ეტყობა, რომ ქვეყნის სერიოზული ეკონომიკური ცენტრია. ამგვარი ბიზნეს-ცენტრები არცთუ იშვიათია ქალაქში:

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

საცხოვრებელი კორპუსი:

http://www.radikal.ru

საქალაქო ავტობუსი:

http://www.radikal.ru

თუმცა ამგვარი წარწერები შიდა უბნების შენობებზე:
http://www.radikal.ru

პირდაპირ დაყრილი ნაგავი:
http://www.radikal.ru

და პოლიციაზე გაბრაზებული ადამიანების წარწერებიც ( biggrin.gif ):
http://www.radikal.ru

არსებობს laugh.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jun 20 2009, 07:42 PM

36. ხოლო იოპეში [იგივე იაფო] იყო ერთი მოწაფე ქალი, სახელად ტაბითა, რაც თარგმანით ნიშნავს ქურციკს; სავსე იყო კეთილი საქმითა და მოწყალებით, რასაც იქმოდა.
37. მოხდა ისე, რომ იმ დღეებში დასნეულდა და მოკვდა. განბანეს და ქორედში დაასვენეს.
38. რაკი იოპე ლიდიასთან ახლოსაა, მოწაფეებმა გაიგეს, პეტრე იქ არისო, და სათხოვნელად აახლეს ორი კაცი, რათა დაუყოვნებლივ მისულიყო მათთან.
39. პეტრეც ადგა და გაჰყვა მათ. როცა მივიდა, ქორედში აიყვანეს, სადაც შემოეხვივნენ ქვრივი ქალები, მწარედ რომ ტიროდნენ და უჩვენებდნენ მოსასხამებსა და სამოსელს, რომლებსაც ქსოვდა ტაბითა, სანამდის მათთან იყო.
40. პეტრემ გარეთ გაიყვანა ყველა, მუხლი მოიყარა და ილოცა, მერე კი მიუბრუნდა გვამს და თქვა: ტაბითა, აღდეგ! მანაც გაახილა თვალი და, პეტრე რომ დაინახა, წამოჯდა. (საქმ. 9)

გადმოცემით, სწორად ამ მღვიმით ჩავდივართ იმ სახლში, სადაც ეს უდიდესი სასწაული აღასრულა მოციქულთა თავმა:
http://www.radikal.ru
(ხელში მართალ ტაბითას ხატი მიჭირავს)

მართალ ტაბითას საფლავთან აღმართულია პალესტინის რუსული სასულიერო მისიის იურისდიქციას დაქვემდებარებული თელ ავივის ეკლესია:
http://www.radikal.ru

მე და შოთა ეკლესიის კარიბჭესთან:
http://www.radikal.ru

ეს მე, სამხრეთი ფასადის წინ:
http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jun 20 2009, 07:53 PM

წირვის შემდეგ წავედით იაფოში [იოპეში]

იაფო ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში იყო როგორც ოსმალური, ისე ჯვაროსნული მმართველობის ქვეშ. ამ ძველ და პატარა ქალაქზე თანაბრად აისახა ყველა აქ მომსვლელის ტრადიცია, არქიტექტურა და სჯული.

ევროპული სტილის ქალაქის საათი, მარჯვნივ - საუკუნეების ისტორიის მქონე თურქული დუქანი. თურქეთის დროშაა იქვე აღმართული, ხოლო უკან მოჩანს მინარეთი:
http://www.radikal.ru

გზა იაფოს პორტისკენ. უკან შესანიშნავი ხედი იშლება თელ ავივისკენ:
http://www.radikal.ru

მინარეთი პორტში, ზღვის ფონზე:
http://www.radikal.ru

მეჩეთთან ახლოს მდებარეობს რომაული წესის კათოლიკური მონასტერი, პეტრე მოციქულის სახელობისა.

მონასტრის ეკლესია გარედან:
http://www.radikal.ru

შიგნიდან:
http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Jun 20 2009, 07:54 PM


კანონისტი
შოთა

გეიხარეთ, ბიჭებო smile.gif აბა რა ეგონათ, ქართველები რომ მაგრები ვართ დარწმუნდნენ კიდევ ერთხელ a025.gif

პ.ს.

ციტატა
და პოლიციაზე გაბრაზებული ადამიანების წარწერებიც ( biggrin.gif ):

მაგ სურათის ზემოთ , ნაგვების გვერდით, კაი დროს წაგისწრია როჟა laugh.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jun 20 2009, 08:19 PM

შემდეგ მოკირწყლული, ოსმალური სტილის ვიწრო ქუჩა ეშვება უშუალოდ პორტისკენ:
http://www.radikal.ru

ეს გზა ჩადის ბიზანტიური არქიტექტურის ეკლესიასთან:
http://www.radikal.ru

staywhite
laugh.gif kiss1.gif kiss1.gif

ამის შემდეგ მე და შოთამ გადავწყვიტეთ გაგვესეირნა ზღვაში, აი ამ იახტით:

http://www.radikal.ru



იაფო ახლოდან:

http://www.radikal.ru

შორიდან:

http://www.radikal.ru

თელ ავივი ზღვიდან:

http://www.radikal.ru

იახტაზე: smile.gif

http://www.radikal.ru



http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

აბა, თუ მიხვდებით რა სასმელია? laugh.gif laugh.gif laugh.gif

http://www.radikal.ru




ასე დასრულდა ჩემი ორდღიანი სტუმრობა შოთასთან. დიდება უფალს და მადლობა ჩემ ძმას, რომ ასეთი შინაარსიანი დღეები გავატარე, ვნახე საინტერესო ადგილები და მომეცა საშუალება პირველად დავსწრებოდი საღმრთო ლიტურგიას წმინდა მიწაზე.


kanonisti.gif

პოსტის ავტორი: შოთა თარიღი: Jun 20 2009, 08:23 PM

ციტატა
პირდაპირ დაყრილი ნაგავი:


მოკლედ ავტო სადგური რომ ყველგან ავტო სადგურია რაა biggrin.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jun 20 2009, 08:25 PM

ციტატა
2 წევრი: კანონისტი, შოთა

friends.gif

პოსტის ავტორი: შოთა თარიღი: Jun 20 2009, 08:26 PM

staywhite

ციტატა
მაგ სურათის ზემოთ , ნაგვების გვერდით, კაი დროს წაგისწრია როჟა



ნეტა იცოდე მაგ სურათის გამოს საიდან დაბრუნდა უკან

laugh.gif

პოსტის ავტორი: ეკატო თარიღი: Jun 20 2009, 08:54 PM

რა საინტერესო არქიტექტურა ჰქონია თელ ავივს, მშვენიერი ფოტოებიც გადაგიღია thumbs.gif


ციტატა
აბა, თუ მიხვდებით რა სასმელია?

წარწერის წაკითხვა საჭირო არაა ისედაც მივხვდით biggrin.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jun 20 2009, 09:19 PM

ეკატო
smile.gif

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Jun 20 2009, 09:23 PM

შოთა

ციტატა
ნეტა იცოდე მაგ სურათის გამოს საიდან დაბრუნდა უკან

laugh.gif

ნამდვილად ღირდა.. მეტად ორიგინალურია smile.gif სავარაუდოდ, არ გამონთებია ის ტიპი biggrin.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jun 21 2009, 08:21 PM

საქართველოს პრეზენტაცია სლაიდ-შოუს სახით. ეს პირველი გვერდია, სადაც მონაწილეთა გასაკვირად "საქართველო" დავწერე მათ ენებზე - უკრაინულად, ებრაულად და უზბეკურად e025.gif

http://www.radikal.ru

უკრაინელი ანდრიუშა და მე:
ГРУЗИНСЬКО-УКРАЇНСЬКА ДРУЖБА БЕЗСМЕРТНА !!! laugh.gif

http://www.radikal.ru

NO COMMENT ! laugh.gif toast.gif rolleyes.gif friends.gif
http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: ბექა თარიღი: Jun 21 2009, 08:28 PM

აუ რა მაგარიაააა jump.gif jump.gif ძალიან ძალიან ლამაზია wub.gif

P.S. მეჩვენება თუ შოთა გამხდარა ბოლოს რო ვნახე laugh.gif

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Jun 21 2009, 08:32 PM

ციტატა(კანონისტი @ Jun 21 2009, 08:21 PM) *



NO COMMENT ! laugh.gif toast.gif rolleyes.gif friends.gif
http://www.radikal.ru




ქაღთველების ცუდი გავლენა მსოფილოზე biggrin.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jun 21 2009, 08:35 PM

მხევალი ნინო
ცუდი თუ კარგი? a075.gif biggrin.gif

ბექა, შემოდგომაზე ჩამოდის, რომ იცოდე!... laugh.gif laugh.gif

პოსტის ავტორი: ნიკა თარიღი: Jun 21 2009, 08:51 PM

კანონისტი


ვახტანგურათ დალევა არ გვეშლება ქართველებს. biggrin.gif ულამაზესი სურათები იყო smile.gif

პოსტის ავტორი: zedela თარიღი: Jun 21 2009, 09:16 PM

woow რა მაგარი სურათებია..ფაქტიურად მეც ვიმოგზაურე ისრაელში... smile.gif

პოსტის ავტორი: ბექა თარიღი: Jun 21 2009, 09:39 PM

კანონისტი

ციტატა
ბექა, შემოდგომაზე ჩამოდის, რომ იცოდე!...

ვინ ჩამოდის შემოდგომაზე? laugh.gif ეს უკრაინელი თუ მისთერ ისრაელი? biggrin.gif

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Jun 21 2009, 09:45 PM

ბექა

ციტატა
ეს უკრაინელი თუ მისთერ ისრაელი?



უფრო, მის უკრაინას ჩამოიყვანს ეგ, ისეა გაეშმაკებული და ისეთებს მწერს სკაიპში biggrin.gif 2kiss.gif

პოსტის ავტორი: ბექა თარიღი: Jun 21 2009, 10:12 PM

მხევალი ნინო

ციტატა
მის უკრაინას ჩამოიყვანს ეგ

ვაა დავით რა პონტში ხარ laugh.gif biggrin.gif მის უკრაინა შენი იყო ჯანდაბას მე ვიცე უკრაინა გამომიყოლე biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: .:Lela:. თარიღი: Jun 21 2009, 11:42 PM

ბექა
biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: admin თარიღი: Jun 22 2009, 12:19 AM

კანონისტი
გაიხარე კანონ kiss1.gif ძალიან კარგი სურათებია, მაგრამ ამ უკრაინელ კაცებს რას დასდევ? biggrin.gif biggrin.gif

ციტატა
woow რა მაგარი სურათებია..ფაქტიურად მეც ვიმოგზაურე ისრაელში... smile.gif

მოვა დრო და როცა ჩახვალ, აქ ხომ უკვე ვიყავიო იტყვი biggrin.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jun 22 2009, 04:46 PM

ბექა

ციტატა
ვინ ჩამოდის შემოდგომაზე? laugh.gif ეს უკრაინელი თუ მისთერ ისრაელი?

უკრაინელი biggrin.gif

admin
ციტატა
ამ უკრაინელ კაცებს რას დასდევ?

ყველაფერს თავისი ადგილი აქვს ამ ცხოვრებაში, ჩემო ძმაო !! biggrin.gif
ქალსაც და კაცსაც laugh.gif

23 ივნისს (ანუ ხვალ) - სასწავლო ვიზიტი იერუსალიმში
24 ივნისს - გალილეის, ნაზარეთისა და მდ. იორდანის მოლოცვა
25 ივნისს - იერუსალიმის ძველი ქალაქის (ვია დოლოროზა, აღდგომის ტაძარი, გოდების კედელი) მოლოცვა

smile.gif

პოსტის ავტორი: ბექა თარიღი: Jun 22 2009, 05:22 PM

კანონისტი

ციტატა
უკრაინელი

ჩამოვიდეს biggrin.gif biggrin.gif
ციტატა
23 ივნისს (ანუ ხვალ) - სასწავლო ვიზიტი იერუსალიმში24 ივნისს - გალილეის, ნაზარეთისა და მდ. იორდანის მოლოცვა25 ივნისს - იერუსალიმის ძველი ქალაქის (ვია დოლოროზა, აღდგომის ტაძარი, გოდების კედელი) მოლოცვა

wub.gif wub.gif wub.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jun 22 2009, 07:18 PM

ხოო, სულ დამავიწყდა მეჩვენებინა. აი, აქ ვცხოვრობ მე:

კიბუცი (ებრაული კომუნის ტიპის დასახლება, სოფელი) შეფაიმი, ჰერცელიასა და ნათანიას შორის

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: Ismail თარიღი: Jun 22 2009, 07:22 PM

ციტატა(კანონისტი @ Jun 22 2009, 07:18 PM) *

ხოო, სულ დამავიწყდა მეჩვენებინა. აი, აქ ვცხოვრობ მე:

კიბუცი (ებრაული კომუნის ტიპის დასახლება, სოფელი) შეფაიმი, ჰერცელიასა და ნათანიას შორის

http://www.radikal.ru

როგორი "სოფელია"? ასფალტი არის კიდე სადმე დასაგები თუ აღარ? biggrin.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jun 22 2009, 07:26 PM

Ismail
კიბუცი ძალიან საინტერესო მოვლენაა, რეგისტრირდება როგორც კერძო სამართლის სამეწარმეო იურიდიული პირი, მინიმუმ 10 კაცია საჭირო და გადაეცემა მიწის ფართობი. კიბუცს აქვს ერთიანი მეურნეობა და რამდენადაც ერთი იურიდიული პირია, მეურნეობით მიღებული მთელი შემოსავალი თანაბრად ნაწილდება კიბუცის მცხოვრებლებზე, ანუ ჰავერ კიბუცზე.

კიბუცის მმართველობის ორგანო არის საერთო კრება, რომელიც ირჩევს კიბუცის მეთაურს. იგი ვალდებულია ურთიერთობა აწარმოოს ისრაელის მთავრობასთან.

კიბუცის ქონება საერთოა და სახლებს შორის ღობეები არ არსებობს.

როგორც სსრ კავშირიდან ამოსული ებრაელები იტყვიან, ეს არის ის, რაც უნდოდა კომპარტიას კოლმეურნეობების სახით. laugh.gif

smile.gif

პოსტის ავტორი: Ismail თარიღი: Jun 22 2009, 07:28 PM

ციტატა(კანონისტი @ Jun 22 2009, 07:26 PM) *

Ismail
კიბუცი ძალიან საინტერესო მოვლენაა, რეგისტრირდება როგორც კერძო სამართლის სამეწარმეო იურიდიული პირი, მინიმუმ 10 კაცია საჭირო და გადაეცემა მიწის ფართობი. კიბუცს აქვს ერთიანი მეურნეობა და რამდენადაც ერთი იურიდიული პირია, მეურნეობით მიღებული მთელი შემოსავალი თანაბრად ნაწილდება კიბუცის მცხოვრებლებზე, ანუ ჰავერ კიბუცზე.

კიბუცის მმართველობის ორგანო არის საერთო კრება, რომელიც ირჩევს კიბუცის მეთაურს. იგი ვალდებულია ურთიერთობა აწარმოოს ისრაელის მთავრობასთან.

კიბუცის ქონება საერთოა და სახლებს შორის ღობეები არ არსებობს.

smile.gif

უცნაური ხალხია ეს ებრაელები.

ჩვენთანაც დავნერგოთ არ გამოვა? biggrin.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jun 22 2009, 07:29 PM

Ismail
ეს მერე ჩავამატე და ვერ დაინახე ეტყობა: biggrin.gif

ციტატა
როგორც სსრ კავშირიდან ამოსული ებრაელები იტყვიან, ეს არის ის, რაც უნდოდა კომპარტიას კოლმეურნეობების სახით.


სხვათა შორის, აქვს საპატრიარქოს იდეა.... smile.gif

პოსტის ავტორი: Ismail თარიღი: Jun 22 2009, 07:32 PM

ციტატა(კანონისტი @ Jun 22 2009, 07:29 PM) *

Ismail
ეს მერე ჩავამატე და ვერ დაინახე ეტყობა: biggrin.gif
სხვათა შორის, აქვს საპატრიარქოს იდეა.... smile.gif

შპს "შატილი". biggrin.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jun 23 2009, 10:54 PM

დღეს ვიყავი იერუსალიმის ტექნოპარკში, ასევე დავათვალიერეთ ერთი საწარმოც (სასწავლო ვიზიტი იყო).

ხვალ მივდივარ ჩრდილოეთ ისრაელში (გალილეა, კაპერნაუმი, ნაზარეთი, მდ. იორდანე), მაზეგ კი - ისევ იერუსალიმში.

ფოტოებს მერე ერთად დავდებ smile.gif

მოგიხსენიებთ ლოცვებში kiss1.gif

პოსტის ავტორი: ეკატო თარიღი: Jun 25 2009, 11:57 PM

კანონისტი
ფოტოები შემოგვაკლდა ამ თემაში, ხომ მშვიდობაა? biggrin.gif

რაღაც კარგ ფოტოებს შეგვპირდი , გალილეაოო, იორდანეოოო.. აბა სადაა? user.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jun 26 2009, 07:01 PM

ვიწყებ შეპირებულ ფოტოებს.

ნაზარეთი

გზად მაგედონის მთა, ანუ ებრაულად "ჰარ მაგედონ", რომელიც წმინდა წერილის მიხედვით ბოროტისა და კეთილის ბრძოლის ადგილი იქნება

http://www.radikal.ru

ესეც ნაზარეთი. ამ ქალაქში ცხოვრობდა წმინდა ოჯახი

http://www.radikal.ru

ხარების კათოლიკური კათედრალი. აქ მუსლიმებს უნდოდათ დიდი მეჩეთის აგება, მაგრამ ფრანცისკანელებმა არ დაანებეს, ტაძარს დაჩრდილავსო. ამის გამო მართალია მომცრო მეჩეთი ააგეს, მაგრამ ნახეთ რამდენი მეგაფონია მომცრო ბოძზე : )) გარდა მაგისა, ნახეთ ეკლესიის შესასვლელში წარწერა: "ვინც ისლამის გარდა სხვა რწმენას ეძებს, იგი ვერასდროს ჰპოვებს მას და დაკარგულთა რიცხვში აღმოჩნდება - წმინდა ყურანი" : ))

http://www.radikal.ru

ტაძრის შესასვლელი ფასადი:

http://www.radikal.ru

ამ ადგილას ახარა მთავარანგელოზმა გაბრიელმა მარადქალწულს, რომ ძე ღმრთისას შობდა. მოსახსენებელს ვკითხულობ... kiss1.gif

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Jun 26 2009, 07:06 PM

ციტატა
"ვინც ისლამის გარდა სხვა რწმენას ეძებს, იგი ვერასდროს ჰპოვებს მას და დაკარგულთა რიცხვში აღმოჩნდება - წმინდა ყურანი" : ))

biggrin.gif
ასეა ყველას ესკლუზივი უნდა biggrin.gif
ესეც მომეწონა
ციტატა
ებრაულად "ჰარ მაგედონ", რომელიც წმინდა წერილის მიხედვით ბოროტისა და კეთილის ბრძოლის ადგილი იქნება

დარწმუნებულები არიან სადმე ყვირილასთან ან ცხენისწყალთან არ იქნება? biggrin.gif

ციტატა
მოსახსენებელს ვკითხულობ


დიიიდი გრაციე, ისა და ეგ რომელი ტომია? biggrin.gif

ილოცე;

კაიროსი!

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jun 26 2009, 07:11 PM

იქვე ფრანცისკანელ ბერ ფელიქსთან ერთად (პოლონეთი)

http://www.radikal.ru

კათედრალი ორსართულიანია. ზემო სართულზე არის წმინდა ოჯახის სახელზე ნაკურთხი ტრაპეზი

http://www.radikal.ru

ეს კი თავად ტაძრის ინტერიერი

http://www.radikal.ru

ეს კიდევ მეე smile.gif

http://www.radikal.ru

ღმრთისმშობლის ქანდაკება ტაძრის ეზოში. დააკვირდით, ყოვლადწმინდა დედა გველს თავს უჭეჭყავს, თანახმად უფლის წინასწარმეტყველებისა, რომელიც მან ევას განუცხადა სამოთხიდან გამოძევების დროს

http://www.radikal.ru


პოსტის ავტორი: inaina თარიღი: Jun 26 2009, 07:26 PM

ციტატა(კანონისტი @ Jun 26 2009, 08:11 PM) *


ღმრთისმშობლის ქანდაკება ტაძრის ეზოში. დააკვირდით, ყოვლადწმინდა დედა გველს თავს უჭეჭყავს, თანახმად უფლის წინასწარმეტყველებისა, რომელიც მან ევას განუცხადა სამოთხიდან გამოძევების დროს

http://www.radikal.ru

ეს არ ვიცოდი
მადლობა დავით smile.gif
ასე რომ ევა მაგალითად აღარ ვარგა,გველი დამარცხებულია smile.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jun 26 2009, 07:37 PM

გალილეა

გზად - ქალაქი კანა, სადაც აღესრულა პირველი სასწაული მაცხოვრისა - წყლის ღვინოდ ქცევა. სამწუხაროდ, ამ სასწაულის ადგილას მდებარე ტაძარში ვერ შევედით.

http://www.radikal.ru

გზად - პატარა ქალაქი მიგდალა (ებრ. "კოშკი"), საიდანაც იყო წარმოშობით მენელსაცხებლე დედათაგან ერთ-ერთი - მარიამ მაგდალინელი, ანუ მაგდალელი

http://www.radikal.ru

დახვეული მთის გზა გალილეის ტბისკენ მიემართება

http://www.radikal.ru

ესეც გალილეის (იგივე გენესარეთის იგივე ტიბერიის) ტბა, რომელთანაც დაკავშირებულია მაცხოვრისა და მისი მოწაფეების ამქვეყნიური ცხოვრების მრავალი მომენტი

http://www.radikal.ru

ეს კიდევ მთა, სადაც 20 საუკუნის წინ გაისმოდა განკაცებული ღმრთის მარად ცოცხალი და იმედით სავსე სიტყვები - ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა, ნეტარ იყვნენ მგლოვარენი გულითა, რამეთუ იგინი ნუგეშინისცემულ იქნენ....

http://www.radikal.ru


თევზისა და პურის გამრავლების ადგილი - ბენედიქტელთა მონასტერი

http://www.radikal.ru

ტაძრის სადა ინტერიერი

http://www.radikal.ru

დაფა გვაუწყებს, რომ პაპთაგან ორი - პავლე VI და იოანე-პავლე II სტუმრობდნენ მონასტერს

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Jun 26 2009, 07:37 PM

ციტატა
იქვე ფრანცისკანელ ბერ ფელიქსთან ერთად (პოლონეთი

biggrin.gif
ჩემი ახლობელი smile.gif
რა პატარაა მსოფლიო...
ეგ აქ გაშავდა smile.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jun 26 2009, 07:46 PM

იორდანე

შესასვლელშივე მოულოდნელი სასიხარულო ამბავი, კარებთან ახლოს განთავსებულია ნათლისღების ამსახველი ციტატა წმ. სახარებიდან ქართულ ენაზე

http://www.radikal.ru

წყალში ჩასვლის წინ. ამ ადგილებს ახსოვთ იოანე ნათლისმცემლის სიტყვები: "შეინანეთ, რამეთუ მოახლოებულ არს სასუფეველი ცათა..."

http://www.radikal.ru

"რაჟამს იორდანეს შინა ნათელ-იღე უფალო, მაშინ სამებისა თაყვანისცემაი გამოჩნდა..."

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: @ninonino@ თარიღი: Jun 26 2009, 07:55 PM

კანონისტი
დავით,ძალიან საინტერესოა ყველაფერი smile.gif ალბათ ოდესმე მეც მოვილოცებ,ახლა კი შენს ფოტოებს და მონათხრობს დავჯერდები.
მაგარი ხარ smile.gif
შენი ნიკა გელოდებააა smile.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Jun 26 2009, 07:57 PM

რა სიმპო ხარ biggrin.gif

რა წესი გვაქვს რა ქართველებს, იმ პატარა წარწერაში სამი შეცდომაა, უხ!

ისე მე რომ ყველა სერიის შემდეგ ვწერ კომენტარებს biggrin.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jun 26 2009, 08:22 PM

იერუსალიმი

გავიარეთ მორწმუნეთა კვარტალში. საერთოდ, ორთოდოქსი იუდეველები ორ ჯგუფად იყოფიან: ჩვეულებრივი და ულტრა. ულტრა-ორთოდოქსები:
- არ ცნობენ ისრაელის სახელმწიფოს. თალმუდის თანახმად, მესამე ტაძრის აგების შემდეგ უნდა მოვიდეს მესსია, რომელიც დაარსებს მსოფლიოს მმართველ იუდეურ სახელმწიფოს. რადგან ეს წინაპირობები არ არის დაცული, არ ცნობენ სახელმწიფოს.
- მკაცრად მიჯნავენ ქალებს და კაცებს. ავტობუსებიც კი ამ უბანში ორად არის გაყოფილი: ქალების ნაწილი და კაცების.
- უმკაცრესად იცავენ შაბათს. შაბათ დღეს და იუდეურ დღესასწაულებში ამ უბანში შესვლა ოფიციალურად არის აკრძალული. სამწუხაროდ, ერთმა დაარღვია ეს წესი და "ქვაი დაკრიბეს" sad.gif ძლივს გადარჩა თურმე
- დადიან განსაკუთრებით ჩაცმულები. ჩაცმულობის მიხედვით არის გრადაცია:
- შავი კიპა;
- გრძელსახელოებიანი და შავი კიპა;
- გრძელსახელოებიანი და შლაპა;
- გრძელსახელოებიანი, შლაპა და კულულები;
- გრძელსახლოებიანი, შლაპა, კულულები და პიჯაკს შიგნით სალოცავი ნაჭერი - ტალიტი, რომლის ბოლოები პიჯაკს გარეთ არის ჩამოკიდებული

ახლა დავათვალიეროთ სურათები:

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

ეს ყველა ფოტო ავტობუსიდან არის გადაღებული, რადგან გადმოსვლა და გავლა არაიუდეველისთვის ცოოოოოტა საშიშია smile.gif



KAIROS
biggrin.gif biggrin.gif

არ შეიმჩნიო biggrin.gif

@ninonino@
მენატრებით ძალიან kiss1.gif პატარა ბიჭუნა განსაკუთრებით smile.gif

იერუშალაიმი გეთსემანიის ბორცვიდან:

http://www.radikal.ru

დახშული ოქროს კარიბჭე, კარიბჭე მესიისა, რომლის გახსნასაც მოუთმენლად ელიან იუდეველნი. ხოლო 20 საუკუნის წინ ეს კარიბჭე გაიარა "კიცვსა ზედა მჯდომარე" მაცხოვარმა. ფოტო გადაღებულია ძველი ქალაქის გარედან, ანუ ამ გალავნის შიგნით არის ისტორიული იერუსალიმი

http://www.radikal.ru

გეთსემანიის ბაღის შესასვლელის გზის მოპირდაპირედ - იერუსალემი ჰაიკაკან პატრიარქუციუნ smile.gif

http://www.radikal.ru

ადგილი, სადაც უფალმა ილოცა სინედრიონზე გადაცემის წინა ღამეს. ამ ქვაზე დაეწვეთა უწმინდესი სისხლი...

http://www.radikal.ru

გეთსემანიის ეკლესიის ფასადი

http://www.radikal.ru

საკურთხეველი:

http://www.radikal.ru

ეს მეე smile.gif

http://www.radikal.ru

ეს კიდევ გეთსემანიის ბაღში:

http://www.radikal.ru

ბაღის მოპირდაპირედ მდებარე მართლმადიდებლური მონასტერი. სამწუხაროდ, არ შეგვიყვანეს sad.gif

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jun 26 2009, 08:36 PM

დავითი დავითის კოშკის ფონზე smile.gif

http://www.radikal.ru

კვლავ აღდგომის ტაძარში. ტაძრის წინ

http://www.radikal.ru

გარდამოხსნის ქვასთან

http://www.radikal.ru

აქსიოოოოოოოოს !!!! smile.gif

http://www.radikal.ru

საკურთხეველთან, ფსალმუნს ვკითხულობ (მე-11 კანონს tongue.gif)

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jun 26 2009, 09:08 PM

მშენებარე სინაგოგა გოდების კედელთან

http://www.radikal.ru

შვიდსანთელა გოდების კედელთან

http://www.radikal.ru

ოქროსგუმბათიანი ტაძრის ფონზე (შეცდომით - ომარის მეჩეთი). ქვემოთ მოჩანს გოდების კედელი

http://www.radikal.ru

გოდების კედელი, ანუ იერუსალიმის მეორე ტაძრის გალავნის დასავლეთი კედელი

http://www.radikal.ru

"ბარუხ ათა, ადონაინუ იეშუა ჰა-მეშიახ, ელოჰიმ ავიიმენუ, ვე-ბარუხ-ჰუ ეთ შემხა ჰაკადოშ, ბეოლამ ოლამიმ, ამენ..." rolleyes.gif

http://www.radikal.ru

თალმუდის მიხედვით, მესსიის მოსვლის ჟამს პირველად გეთსემანიის ბაღის ქვეშ დასაფლავებულნი აღდგებიან, ამიტომ.... e025.gif

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

(სამწუხაროდ, კიპის გარეშე არ შეიძლებოდა მისვლა)





მოვრჩი. smile.gif

ხვალ მკვდარ ზღვაზე მივდივარ smile.gif

kiss1.gif


პოსტის ავტორი: Giorgi- თარიღი: Jun 26 2009, 11:00 PM

კარგია დათო, ყველაფერი კარგია. კარგი ბიჭი ხარ, ჩვენთვისაც ილოცე

მზეს მოერიდე და ებრაელებს smile.gif

აგერ შენმა ძმამ შემჭამა რასაც ქვია, ძაან აიშვა რაც შენ წახვედი, რაღაც ფულებს აგროვებს და ბანკეტიო თუ ქალებიო, აღარც ვუსმენ უკვე ისეა შეცვლილი smile.gif


პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: Jun 27 2009, 01:02 AM

Giorgi-

ციტატა
რაღაც ფულებს აგროვებს და ბანკეტიო თუ ქალებიო, აღარც ვუსმენ უკვე ისეა შეცვლილი

biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

წამოი, წამოი, არ იქნება ცუდი პონტი biggrin.gif

პოსტის ავტორი: შაკო თარიღი: Jun 27 2009, 01:31 AM

დავით მიხარია რომ ესე ხარ... დარწმუნებული ვარ ეს ყველაზე ბედნიერი დღეებია შენთვის smile.gif

პ.ს. ჩემთვისაც რომ ჩემ "მიწაზე"ხარ biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: Jun 27 2009, 02:42 AM

ციტატა
http://www.radikal.ru

ვააახ, ჩემნაირი FIAT PUNTO გაიჩითა.... biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: ბექა თარიღი: Jun 27 2009, 03:49 AM

ამის დედა ვატირე საქმეა ეხლა ეს? biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif ჩემ ციფრულს უფრო მეტი მადლი აქ ვიდრე მე biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Jun 27 2009, 04:59 AM

კანონისტი
მიხარია შენს მაგივრად smile.gif ძალიან შთამბეჭდავია და ასევე ლამაზად აღწერ 2kiss.gif

ციტატა
ხვალ მკვდარ ზღვაზე მივდივარ smile.gif

მკვდარი ზღვის მარილი წამოიღე 200 გ მაინც smile.gif სერიოზულად, ხუმრობის გარეშე ვამბობ, ძალიან სასრგებლო რამეა.

პოსტის ავტორი: ლია თარიღი: Jun 27 2009, 04:08 PM

ციტატა(კანონისტი @ Jun 26 2009, 09:22 PM) *



ბაღის მოპირდაპირედ მდებარე მართლმადიდებლური მონასტერი. სამწუხაროდ, არ შეგვიყვანეს sad.gif

http://www.radikal.ru



ამ სურათებს რომ ვუყურებ, ისე მიხარია, თითქოს მეც მანდ ვიყო smile.gif

ეს ის ადგილია, სადაც სტეფანე პირველმოწამე ჩაქოლეს ქვებით.
გოლგოთას გზაზე რომ გაივლი, რუსულ მონასტერში შედი, იქ ძველი ქალაქის კარიბჭეა და "ნემსის ყუნწი" smile.gif

გიდებს ხანდახან არ შეყავთ ტურისტები მანდ.

პოსტის ავტორი: შოთა თარიღი: Jun 28 2009, 11:01 AM

ციტატა
გოლგოთას გზაზე რომ გაივლი, რუსულ მონასტერში შედი, იქ ძველი ქალაქის კარიბჭეა და "ნემსის ყუნწი"


რომელ მონასტერს გულისხმობ?

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jun 28 2009, 11:31 AM

staywhite
წამოვიღე kiss1.gif

სამხრეთ ისრაელი
გზად: ქ. აშდოდი

http://www.radikal.ru

ქ. აშკელონი

http://www.radikal.ru

მნიშვნელოვანი ინდუსტრიული ქალაქი ბე'ერ შევა:

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

ბედუინების სოფელი:

http://www.radikal.ru

ღაზას სექტორი

ისრაელ-პალესტინის საზღვარი ღაზას სექტორთან:

http://www.radikal.ru

გამშვები პუნქტი:

http://www.radikal.ru

ეს ადგილი ნახევარ წლის წინ ინტენსიურად იბომბებოდა: ( laugh.gif e025.gif )

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: nazi თარიღი: Jun 28 2009, 11:35 AM

რა ბედნიერი ხარ დავით girl_angel.gif
ასე აგისრულოს უფალმა ყველა ნატვრა smile.gif


p.s მეც მინდაა, ნეტავ თუ ვეღირსები ოდესმე unsure.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jun 28 2009, 11:53 AM

ნეგევის უდაბნო და ისრაელის კრატერი

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru


მკვდარი ზღვა

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

სასტუმროების კომპლექსი:

http://www.radikal.ru

ა, ბატონო: არ ვიძირები biggrin.gif

http://www.radikal.ru

უდაბნოს ტრადიციულ ტრანსპორტზე: smile.gif

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: ::სალომე:: თარიღი: Jun 28 2009, 01:07 PM

კანონისტი
kiss1.gif kiss1.gif kiss1.gif


პოსტის ავტორი: ნიკა თარიღი: Jun 29 2009, 11:34 AM

კანონისტი


შენ რა ჩაგძირავს, უმწიკლო სულის პატრონი ხარ biggrin.gif

პოსტის ავტორი: ლია თარიღი: Jun 29 2009, 03:55 PM

ციტატა(შოთა @ Jun 28 2009, 12:01 PM) *

რომელ მონასტერს გულისხმობ?



გამარჯობა smile.gif აქედან ვხედავ კარგად ხართ smile.gif

სახელი არ მახსოვს, სამწუხაროდ sad.gif ვია დოლოროსაზე ..... უკაცრავად მონასტერი არა, ეკლესიაა

ბუხუტის კითხე იცის, მაგან მიმასწავლა cool.gif

ეხლა აქ არ მაქვს დისკი, თორემ სურათებს დავდებდი. ძველი ქალაქის კარიბჭეა მანდ. ეგ კარიბჭე გაიარა მაცხოვარმა გოლგოთის თხემისკენ. უკანა მხარეს მანდვე არის "ნემსის ყუნწი". სახარებაში რომ არის ნახსნები აქლემი უფრო ადვილად გავა ნემსის ყუნწში, ვიდრე მდიდარი შევა ცათა სასუფეველშიო, ეგ არის ნაგულისხმევი smile.gif

პატარა შემოსასვლელი იყო დატოვებული ქალაქში. ღამით ქალაქი რომ იკეტებოდა, მწყემსები დგებოდნენ ამ ადგილას და ასე შეყავდათ ცხვრები ქალაქში biggrin.gif სათითაოდ..... smile.gif


მე როგორც ვიცი, ეს ადგილი რუსულმა ეკლესიამ შეიძინა 20 საუკუნის დასაწყისში. საძირკველის ამოთხრა რომ დაიწყეს, მაშინ აღმოაჩინეს კარიბჭეც და "ნემსის ყუნწიც". მაშინ მიხვდენენ, რას გულიასხმობდა მაცხოვარი....

ძალიან თუ გაიჭირვებს აქლემი biggrin.gif შეიძლება მართლაც შეძვრეს laugh.gif




პოსტის ავტორი: llaasshhaa თარიღი: Jun 29 2009, 10:15 PM

დავით შენ ხო არ იცი როგორი სიამოვნება მივიღე მხოლოდ ფოტოების ნახვით და შენ ადგილას რა გრძნობა იქნება წარმომიდგენია მადლობა უფალს რო ასეთი დიდებული ადგილი მოილოცე wub.gif 2kiss.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jul 1 2009, 11:27 AM

გუშინ გვქონდა დახურვის ცერემონიალი, საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები დაესწრნენ (აქვე მინდა გავასწორო პირველ გვერდზე გაპარული შეცდომა - ნაცვლად ირაკლისა უნდა ეწეროს სანდრო (საქართველოს საელჩოს წარმომადგენელზე))

ახლა, 1 საათში წმინდა გიორგის საფლავზე მივდივარ, ხოლო შემდეგ მეექვსედ აღვალ იერუსალიმში.......... rolleyes.gif

ფოტოებს ერთიანად დავდებ.

ხვალ საღამოდან შოთასთან გადავდივარ smile.gif

შოთა

מחר אני הלח לביתך ב-5

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Jul 1 2009, 12:00 PM

კანონისტი

ციტატა
ხვალ საღამოდან შოთასთან გადავდივარ

და როის ბრუნდები? a025.gif განა ტერიტორიულად ახლოს ვიყავით ერთმანეთთან, მაგრამ მაქ რომ ხარ მგონია უფრო შორს ხარ sad.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jul 2 2009, 12:31 PM

30 ივნისი - კურსების დახურვის ცერემონიალი

საქართველოს დიპკორპუსის წარმომადგენლების გვერდით

http://www.radikal.ru

კურსების ხელმძღვანელობას ქართული სუვენირები გადაეცათ - საქართველოს დროშა და ქართველი ქალისა და მამაკაცის პატარა ფიგურები

http://www.radikal.ru

მარად საქართველოს ღირსების დასაცავად!...

http://www.radikal.ru

ქართულ-უკრაინული

http://www.radikal.ru

და ქართულ-ებრაული

http://www.radikal.ru

ძმობა უკვდავია kiss1.gif

ყველანი ერთად

http://www.radikal.ru


1 ივლისი -
* ქ. ლიდია, წმ. გიორგის საფლავი
* ქ. იერუსალიმი, მაცხოვრის აღდგომის ეკლესია
* ქ. თელ ავივი, საქართველოს საელჩო ისრაელში


წმ. გიორგის ბერძნული მონასტერი

http://www.radikal.ru

ტაძრის ინტერიერი

http://www.radikal.ru

საკურთხევლის ქვემოთ არის წმინდა გიორგის საფლავი

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Jul 2 2009, 12:32 PM

ციტატა
წმინდა გიორგი

wub.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jul 2 2009, 12:36 PM

ქართველები კვლავ იერუსალიმში გაშლილი დროშით

http://www.radikal.ru

მაცხოვრის საფლავის შესასვლელთან - უფალო, ჩვენ დავბრუნდით შენთან kiss1.gif

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jul 2 2009, 12:48 PM

საქართველოს საელჩო განთავსებულია თელ ავივის საოფისე ცენტრის 24-ე სართულზე.

ცენტრის შესასვლელი:

http://www.radikal.ru

24 სართული

http://www.radikal.ru

ესეც მეე smile.gif

http://www.radikal.ru

ხედი საელჩოს ფანჯრებიდან

http://www.radikal.ru


რამდენიმე საათში შოთასთან ვიქნები kiss1.gif

პოსტის ავტორი: zviadauri თარიღი: Jul 2 2009, 12:59 PM

როდის ჩამოდიხარ დავით შე კაცო

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jul 2 2009, 01:01 PM

zviadauri
6 ივლისს, გამთენიას kiss1.gif

პოსტის ავტორი: zegardeli თარიღი: Jul 2 2009, 03:03 PM

კანონისტი
საინტერესო მოგზაურობა გქონიათ. მაინტერესებს რას ფიქრობენ იერუსალიმში ქართული დროშის შესახებ და თუ ამავე თემაში არ გითქვიათ ამის შესახებ, იქნებ ორი სიტყვით გვითხრათ???

პოსტის ავტორი: sable თარიღი: Jul 2 2009, 05:04 PM

მშვენიერი მოგზაურობაა თავის აღწერიანად, სარმატებები წმინდა მიწაზე smile.gif

პს. ისე იერუსალიმში ბევრი ქართული მონასტერი იყო, თუმცა სხვებზე ინფორმაცია სამწუხაროდ, როგორც წესი ძალიან მწირეა.

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Jul 2 2009, 05:43 PM

ციტატა(კანონისტი @ Jun 28 2009, 11:53 AM) *

ნეგევის უდაბნო და ისრაელის კრატერი

ა, ბატონო: არ ვიძირები biggrin.gif

http://www.radikal.ru





საშენო ზღვაა, ცურვა შენ არ იცი და biggrin.gif

პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Jul 2 2009, 11:30 PM

რა კარგი ფოტოებია დავით. შეგეწიოს წმიდა მიწის მოლოცვის მადლი და მშვიდობით დაგაბრუნოს სამშობლოში! smile.gif

პოსტის ავტორი: ვალერი თარიღი: Jul 3 2009, 12:04 AM

რა კარგია რომ მოილოცე ეს წმინდა ადგილები smile.gif , შეგეწიოს და გაგაძლიეროს უფალმა smile.gif

პოსტის ავტორი: შაკო თარიღი: Jul 3 2009, 12:52 AM

როგორ ხარ დავით ბატონო smile.gif გაგიტკბა ხომ მანდ ყოფნა smile.gif ? იმ კვირაში გნახავ თბილისში.

პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: Jul 4 2009, 11:35 PM

შაკო

ციტატა
როგორ ხარ დავით ბატონო

ციტატა
გაგიტკბა ხომ მანდ ყოფნა

ხვალ ჩამოდის გვიან ღამით, ანუ უკვე ზეგინდელი დღე რომ იქნება დაწყებული, 1სთ-ზე.

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jul 4 2009, 11:40 PM

გუშინ ვიყავი გეთსემანიის ბაღში, მაცხოვრის საფლავზე ისევ და ღმრთისმშობლის საფლავზე.

დღეს ვიყავი გალილეის ტბის პირას მდებარე რამდენიმე ეკლესიაში, ქ. კანაში, ქ. ნაზარეთსა და თაბორის მთაზე.

ფოტოებს თბილისში დავდებ.

თბილისში მოვდივარ ჩვენი დროით 22:25 და მანდ ვიქნები დაახლოებით 1-ზე.

smile.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jul 6 2009, 12:00 PM

სამღვდელმთავარო ბისონი ჯვრის მონასტრიდან

http://www.radikal.ru

შოთა და მე მაცხოვრის საფლავის შესასვლელთან. რიგში

http://www.radikal.ru

ღმრთისმშობლის საფლავის შესასვლელი

http://www.radikal.ru

თავად საფლავთან kiss1.gif

http://www.radikal.ru







იერუსალიმისად წოდებულ ღმრთისმშობლის ხატთან. ეს ხატი ღმრთისმშობლის საფლავიდან 5 მეტრშია

http://www.radikal.ru

მაცხოვრის ამაღლების ადგილი. ეს ტერიტორია ამჟამად მუსლიმების ხელშია და მეჩეთითაა გარშემოტყმული. სამწუხაროდ, შესვლაზე ფული არის გადასახდელი sad.gif

http://www.radikal.ru

იერუსალიმის ხედი ზეთისხილის მთიდან

http://www.radikal.ru

ნაზარეთის ხარების ბერძნული ეკლესია

http://www.radikal.ru

ფსალმუნის კითხვა ეკლესიაში. ზოგი რუსული წესით კითხულობს და ზოგი ბიზანტიური წესით biggrin.gif

http://www.radikal.ru

გალელეის ქ. კანა, მაცხოვრის პირველი სასწაულის ეკლესია

http://www.radikal.ru

"...იყო იქ ექვსი ქვის კასრი, იუდეველთა განწმენდის ჩვეულებისამებრ დადგმული, რომლებშიაც ჩადიოდა ორი თუ სამი საწყაო. უთხრა მათ იესომ: აავსეთ კასრები წყლით; და მათაც აავსეს პირთამდე. კვლავ უთხრა მათ: ახლა კი ამოიღეთ და მიართვით თამადას. და მიართვეს..." (ინ. 2; 6-8)

http://www.radikal.ru

თევზისა და პურის გამრავლების ბენედიქტური მონასტერი. კონცერტი

http://www.radikal.ru

პეტრეს პრიმატის ფრანცისკანული ეკლესია

"...ხოლო როდესაც ისაუზმეს, იესომ სიმონ-პეტრეს უთხრა: სიმონ, იონას ძეო, ამათზე მეტად გიყვარვარ? უთხრა მას პეტრემ: დიახ, უფალო; შენ იცი, რომ მიყვარხარ. უთხრა მას იესომ: აძოვე ჩემი კრავები. მეორედაც უთხრა მას: სიმონ იონას ძეო, გიყვარვარ? უთხრა მას პეტრემ: დიახ, უფალო; შენ იცი, რომ მიყვარხარ. უთხრა მას იესომ: მწყემსე ჩემი ცხვრები. მესამედაც უთხრა მას: სიმონ, იონას ძეო, გიყვარვარ? შეწუხდა პეტრე, რადგან მესამედ ჰკითხა, გიყვარვარო? და უთხრა მას: უფალო, შენ ყველაფერი იცი, იცი, რომ მიყვარხარ. უთხრა მას იესომ: აძოვე ჩემი ცხვრები." (ინ. 21; 15-17)

ამ ადგილას ითქვა ეს სიტყვები...

http://www.radikal.ru

დავრდომილის აღდგინების ბერძნული ეკლესია

"...მაშინ ჩაჯდა ნავში, უკანვე გამოცურა და მივიდა თავის ქალაქში. და, აჰა, სარეცლით მიჰგვარეს მას დავრდომილი; იხილა იესომ მათი რწმენა და უთხრა დავრდომილს: გამხნევდი, შვილო, მოგეტევა შენი ცოდვები." (მთ. 9; 1-2)

http://www.radikal.ru

აქ აღსრულებული სასწაულის ფრესკა

http://www.radikal.ru

წმინდა ნინოს ხატი kiss1.gif

http://www.radikal.ru





თაბორის მთა. მაცხოვრის ფერისცვალების მონასტერი

http://www.radikal.ru

ტაძრის ინტერიერი

http://www.radikal.ru

გალილეის ხედი თაბორის მთიდან

http://www.radikal.ru



ასე დასრულდა ჩემი მომლოცველობა წმინდა მიწაზე. საინტერესო, შთამბეჭდავი, სულში ჩამწვდომი და დამაფიქრებელი.

გაივლის წლები და 2009 წლის 11 ივნისი - 5 ივლისი მუდამ იქნება ჩემთვის ცხოვრების ერთ-ერთი ულამაზესი მონაკვეთი.

განსაკუთრებული იყო 15 ივნისი, იერუსალიმის დროით 15:02 საათი, 10 წლიანი ოცნების აღსულება - პირველი შეხება მაცხოვრის საფლავზე. სიმბოლურია ალბათ ისიც, რომ ამ პერიოდის განმავლობაში 7-ჯერ ავედი იერუსალიმში და ბოლო სიწმინდე რაც მოვილოცე, იყო თაბორის ფერისცვალების მონასტერი.

ვისურვებდი, რომ ეს მოლოცვა ყოფილიყოს ჩემთვის დიდი სულიერი ფერისცვალების საწყისი.

მე მუდამ მაძლიერებდა თქვენი ლოცვა, თქვენი გამხნევება, თქვენთან მიწერ-მოწერა, თქვენთან საუბარი და რაც მთავარია, თქვენი მოლოდინი. ყველას გისურვებთ წმინდა მიწაზე ფეხის დადგმას.

სიყვარულით,


კანონისტი

ისრაელი - საქართველო

პოსტის ავტორი: zviadauri თარიღი: Jul 6 2009, 12:33 PM

დავით შენ გაიხარე, ძალიან ლამაზი და ბედნიერი დღეები გადალახე ძმაო და აწი უფრო მეტი ასეთი დღე გელის ცხოვრებაში.გაიხარე

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Jul 6 2009, 01:38 PM

კარგი იყო!

პოსტის ავტორი: სოფი თარიღი: Jul 6 2009, 06:59 PM

მოკლედ,გაიგეთ ალბათ,რომ კანონისტი უკვე დაუბრუნდა თავის მშობლიურ მხარეს biggrin.gif

გუშინ მის დასახვედრად გავეშურეთ მე, .ნინო, ცქნაფო და ადმინი..
მართალია, მქონდა ბედნიერება, თვით დიდი კანონას ჩამოსვლა ციფრულით დამეფიქსირებინა,მაგრამ ვაი მაგ ბედნიერებას,ერთი სურათი არ გამოსულა წესიერი biggrin.gif ანუ ხარისხია ცუდი,თუ რაღაც მენიუშია შესაცვლელი, და ჯერ ფორუმელი ვერ ვნახე,რომ მაგას რამე უშველოს,არ ვიცი biggrin.gif ნუ ხასიათების ციფრული მაქვს,როცა მოესურვება კარგად იღებს,და როცა არა, ჯორიც ვერ გაეჯიბრება laugh.gif


მოკლედ, დიდი შემართებით გავემართეთ აეროპორტისაკენ,და შიგ შესულებს, კაი ხანიც მოგვიწია ყურყუტი biggrin.gif
რეისმა 20 წთ დაიგვიანა,და როცა გავიგეთ სანატრელი ხმა,უკვე ჩამოფრინდა თქვენი სასურველი თვითმფრინავიო biggrin.gif და იმედი მოგვეცა, თითქმის 40წთ (თუ მეტი არა tongue.gif ) ბარგის ჩამოსვლას ველოდეთ..

ნუ სურათებიდანაც შეატყობთ ჩვენს მოუთმენლობას.დათოს 5 წუთში ერთხელ ვურეკავდით biggrin.gif

http://www.radikal.ru


http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: სოფი თარიღი: Jul 6 2009, 07:16 PM

ცქნაფომ, ერთი სურათი მაინც გადამიღეთ მაგის ლოდინშიო biggrin.gif

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru


აქ უკვე აღარაფრის თავი აქვთ,, საწოლი ესიზმრებათ,და გაბრუნებასაც ფიქრობენ biggrin.gif http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru


URL=http://www.radikal.ru]IPB-ს სურათი[/URL]

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Jul 6 2009, 07:19 PM

სოფი

შენ არ ჩანხარ? kiss1.gif
გოგოები რა სიმპატიურები არიან kiss1.gif

სოფი, მე რამდენი ხანი მელოდეთ? biggrin.gif

პოსტის ავტორი: სოფი თარიღი: Jul 6 2009, 07:26 PM

დათომ ჩემოდანი გახსნა

http://www.radikal.ru


ცქნაფომ ინტერესით ჩახედა,იქნებ რაცხა საჩუქარი "დამიძროსო," მაგრამ მალევე გაუცრუვდა ეს იმედი,რადგან დათომ ჩანთა ჩვენი ფორუმელი შოთას "პასილკის" ამოსაღებად და ვინმე უცნობი მამაკაცისთვის გადასაცემად გახსნაbiggrin.gif


http://www.radikal.ru


გულდაწყვეტილი ცქნაფოს გადაღება გამომრჩა biggrin.gif

პოსტის ავტორი: სოფი თარიღი: Jul 6 2009, 07:37 PM

k@the

ციტატა
შენ არ ჩანხარ? kiss1.gif


უმეტესად თავად ვიღებდი და.. biggrin.gif

1-2 სურათში კი ვარ,მაგრამ დათოს მეგობრის თხოვნით იმ სურათს ვერ დავდებ,გასაგები მიზეზების გამო.. სურათის ჩამოჭრა ან იმ ადამიანის სახის შეფერადაება biggrin.gif მე არ ვიცი, და თუ ვინმე მომეშველება,სიამოვნებით დავდებ იმათაც..


ციტატა
სოფი, მე რამდენი ხანი მელოდეთ? biggrin.gif

არ მახსოვს biggrin.gif თუმცა ალბათ მაგდენი ხანი არა, და რაც მთავარია მაშინ დრო და დაღლა არც შეგვიმჩნევია smile.gif ემოციებში ვიყავით kiss1.gif

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jul 7 2009, 05:05 PM

ციტატა(სოფი @ Jul 6 2009, 07:37 PM) *

http://www.radikal.ru

ვა, ჩემი ბიძაშვილებიც ჩანან smile.gif

არ გადაგიღიათ მაგათთვის ცალკე?

პოსტის ავტორი: Irma თარიღი: Jul 7 2009, 05:47 PM

გაიხარე კანონისტი, არაჩვეულებრივი ფოტორეპორტაჟია.

პოსტის ავტორი: სოფი თარიღი: Jul 7 2009, 09:15 PM

ციტატა
არ გადაგიღიათ მაგათთვის ცალკე?

no.gif

ვცდილობ ნაცნობი ხალხი გადავიღო ხოლმე biggrin.gif tongue.gif

არც ვიცოდი ვინ იყვნენ..

პოსტის ავტორი: Amuza თარიღი: Jul 8 2009, 11:19 AM

დათოც მოფრენილა, რა კარგი ფოტო კოლაჟია, ასე მგონია მეც ვიყავი ისრაელშითქო smile.gif

პოსტის ავტორი: inaina თარიღი: Jul 8 2009, 02:48 PM

ესე იგი ასეთი იმედგაცრუებული დიდი ხანია არ ვყოფილვარ
როგორ მინდოდა მეც დავხვედროდი,მაგრამ ასეა,ოჯახი,ბოვშვები და კიდო სოფელი biggrin.gif
მაგრამ ახლა რომ შემოვედი და ეს სურათები ვნახე,ისე გამიხარდა რომ დახვდით,რომ სულ აღარ ვდარდობ მე რომ არ ვიყავი.
ძალიან კარგები და საამაყოები ხართ smile.gif
გენაცვალეთ kiss1.gif wub.gif

პოსტის ავტორი: zedela თარიღი: Jul 8 2009, 09:41 PM

ვააა...
აჰლან ვა საჰლან დავით a075.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jul 9 2009, 11:30 AM

zedela
ოო, შუქრან ზედელ.

ქიF ჰალუქ? შუ უხბაარაქ? kiss1.gif

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Jul 9 2009, 11:34 AM

კანონისტი
მომენატრე! kiss1.gif

პოსტის ავტორი: zedela თარიღი: Jul 9 2009, 02:18 PM

კანონისტი
უიმე..biggrin.gif მეგონა ვერ გაიგებდიიbiggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jul 14 2009, 08:21 AM

smile.gif

პოსტის ავტორი: zaz თარიღი: Jul 21 2009, 02:44 PM

კანონისტი
მაინტერესებს თუ იცით იერუსალიმის დავითის კოშკი ძველი ნაგებობაა თუ უბრალოდ იმ ადგილას დგას სადაც თავის დროზე იყო დავითის კოშკი?
ის გრძელი, ვიწროყელიანი ნაგებობა კოშკზე მგონი მინარეთია არა?
ბოდიშს ვიხდი იმის გამო, რომ კითხვა გალერეის თემას არ შეესაბამება.
იმედია მოდერატორი ამ კითხვას არ წაშლის.

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jul 21 2009, 02:48 PM

zaz
მინარეთია და ახალია.

საერთოდ, იერუსალიმში ქრისტემდელი არცერთი ნაგებობა არ არის გადარჩენილი, მხოლოდ კედლები და ნანგრევები. დანარჩენი ყველაფერი ახალია

პოსტის ავტორი: zaz თარიღი: Jul 21 2009, 03:56 PM

კანონისტი
დიდი მადლობა

პოსტის ავტორი: llaasshhaa თარიღი: Jul 31 2009, 09:19 PM

დავითს ერთ გემრიელ კოლაჟს გავუკეთებ biggrin.gif David In Jerusalem biggrin.gif

პოსტის ავტორი: ნონა თარიღი: Aug 6 2009, 07:28 PM

დათო

უღრმესი მადლობა ამ სულისშემძვრელი რეპორტაჟისთვის!

ბედნიერი ადამიანი ხარ, ამის საშუალება რომ მოგეცა და მადლიერებას იმსახურებ ჩვენთვის ასეთი მონდომებით გადმოცემისთვის...

გავთბი და ავიწიე rolleyes.gif

ქებით thumbs.gif



პოსტის ავტორი: liziko-liziko თარიღი: Mar 13 2010, 01:21 AM

http://www.radikal.ru

იერუსალიმი....იესოს ჯვარცმა...sad.gif girl_angel.gif

http://www.radikal.ru

აღდგომის ტაძარი kiss1.gif smile.gif

http://www.radikal.ru

პილატე და იესო sad.gif იესო girl_angel.gif

http://www.radikal.ru

ადგილი სადაც მოჭრეს ხე, რომლისგანაც გააკეთეს იესოს წმინდა ჯვარიsad.gif kiss1.gif

http://www.radikal.ru

ბეთლემის ვარსკვლავი kiss1.gif

http://www.radikal.ru

გოლგოთაზე ასასვლელი კიბე sad.gif

http://www.radikal.ru

გოლგოთას ქვა kiss1.gif girl_angel.gif

http://www.radikal.ru

ღვთისმშობელი girl_angel.gif

http://www.radikal.ru

ეკლიანი გზა, მაგრამ ყველაზე თბილი...იესოსთან მიდიან სასუბროთ kiss1.gif rolleyes.gif

http://www.radikal.ru

გოდების კედელიsad.gif ki.gif

http://www.radikal.ru

ბეთლემი.......

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

მაცხოვრის საფლავი girl_angel.gif kiss1.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Mar 13 2010, 01:41 PM

ციტატა(llaasshhaa @ Jul 31 2009, 09:19 PM) *

დავითს ერთ გემრიელ კოლაჟს გავუკეთებ biggrin.gif David In Jerusalem biggrin.gif

პირობა კაცს ცოლს გააშვებინებსო, ძველებს უთქვამთ და..... rolleyes.gif rolleyes.gif rolleyes.gif

პოსტის ავტორი: liziko-liziko თარიღი: Mar 13 2010, 10:56 PM

არააა ცოლი არ გაუშვა, პირობა უნდა აღასრულო smile.gif rolleyes.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 23 2013, 05:19 PM

შალომ...

შალომ იერუშალაიმ,
ღმერთი მუდამ გწყალობს,
ისრაელის ქართველობავ,...
ქრისტეს მიწა-წყალო.
ჩვენს შორის ხომ არასოდეს
არ ყოფილა მტრობა,
ოცდაექვსსაუკუნოვან
ვუმღერ მეგობრობას....
ხან ვკითხულობ აჯიაშვილს,
ხან ჯანაშვილს ვუსმენ,
ხან ჩემს მიწას ვეფერები,
უბეს ცრემლით ვუვსებ.
სხვა რა გითხრა ამის მეტი -
დიდებულო ერო,
შალომ იერუშალაიმ,
შალომ ისრაელო.

ოთარ რურუა

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)