IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

26 გვერდი V « < 2 3 4 5 6 > »   
Reply to this topicStart new topic
> ცოცხალი სამყაროს ევოლუციის თეორია., ანუ რამდენი წლისაა ადამიანი და ფორმირდა თუ არა იგი მაიმუნისგან?
რამდენი წლისაა და როგორ ფორმირდა ადამიანი?
რამდენი წლისაა და როგორ ფორმირდა ადამიანი?
7000 წლისაა. ფორმირდა დამოუკიდებლად, პირდაპირი გზით, არაფრისგან, ბუნებასთან ფიზიკურ-ბიოლოგიური კავშირის გარეშე. [ 19 ] ** [26.76%]
200.000 წლისაა. ფორმირდა დამოუკიდებლად, პირდაპირი გზით, არაფრისგან, ბუნებასთან ფიზიკურ-ბიოლოგიური კავშირის გარეშე. [ 9 ] ** [12.68%]
200.000 წლისაა. ფორმირდა მაიმუნისგან, რამოდენიმე მილიონწლიანი გენეტიკური ცვლილების და განვითარების შედეგად. [ 11 ] ** [15.49%]
არ ვიცი. [ 32 ] ** [45.07%]
სულ ხმები:: 71
სტუმრებისთვის ხმის მიცემა აკრძალულია 
აკაკი
პოსტი Jul 20 2009, 08:30 PM
პოსტი #61


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



CONSCIENTIOUSNESS
გიორგი
smile.gif მოდით მაშIნ თქვენ თქვენნაირ "არსებებს" "ადამიანებს" ნუხღარ დაუძახებთ a075.gif ან თქვენ თავს smile.gif



P.S

თუ ვართ ადამი-ანები ვიყოთ (ადამის მოდგმა) a075.gif

ხომ მარტივია? a075.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Jul 20 2009, 09:31 PM
პოსტი #62


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



damiane80
არ არის ეგრე.
დეტალურად უნდა წაიკითხო ევოლუციის საკითხები. იქ ყველაფერი კარგად არის ახსნილი.

გარდამავალი სახეობები უამრავია ადამიანებსა და მაიმუნებს შორის. ძალიან ძალიან დიდი რაოდენობით არის ნაპოვნი და დნმ-ის ანალიზ ჩატარებული და იდეალურად რეკონსტრუირებული უამრავი არსება, რომელიც რაღაცით წააგავს მაიმუნს და რაღაცით ადამიანს.

დათარიღების მეთოდები მრავალმხრივი და უტყუარია, რაც გვაძლევს ქრონოლოგიურ სურათს, რომ ეს გარდამავალი არსებები რაც უფრო ძველია მით უფრო ახლოს დგას მაიმუნთან და რაც უფრო ახალია მით უფრო ახლოს დგას ადამიანთან.

ფრინველები წარმოიშვნენ პტეროზავრებისგან ანუ დინოზავრების იმ პატარა სახეობებისგან, რომლებმაც გაუძლეს კოსმოსურ კატასტროფას და კიდევ უფრო დაპატარავდნენ გარემოსთან შეგუებადობის გამო.

უფრო მაღალ დონეზე კამათი უკვე პოპულარული ენით შეუძლებელია. მერე უკვე საჭირო ხდება ძალიან კონკრეტული მტკიცებულებების დეტალური გარჩევა.

ციტატა
რატომ ვფიქრობთ, რომ ღმერთმა შექმნა მხოლო ერთი სახეობის უჯრედი, რომელიც ევოლუციის შედეგად მივიდა მაიმუნამდე და შემდეგ გარდაიქმნა ადამიანად? რატომ არ შეიძლება ღმერთს შეექმნა რამდენიმე უჯრედი: ცალკე უჯრედი ცხოველის სახეობისთვის (რომელშიც ჩადებულია ყველა კოდი რაც ცხოველს ესაჭიროება), ასევე შექმნა ფრინველისათვის (ანუ ცალკე უჯრედის სახეობა) ასევე ცალკე უჯრედი თავისი უკვდავი სულით შექმნა ადამიანისათვის, რომელსაც იმთავითვე გააჩნდა უკვდავი სული (როცა უჯრედი იყო) ისე როგორც ჩანასახს იმთავითვე სული გააჩნია.

იმიტომ რომ ერთი უჯრედისგან შეუძლებელია 1.800.000 წელიწადში პირდაპირ ადამიანის ფორმაცია... არც ადამიანია უფრო მეტი ხნის და არც მისი ფორმაცია გაგრძელებულა ასეულობით მილიონი წლის განმავლობაში.

ციტატა
ვინმეს შეუძლლია მეცნიერული ახსნა მოუძებნოს თუნდაც მირონის დენას ხატიდან ან ნებისმიერ სხვა სასწაულს???

არსებობს სასწაულების გარკვეული კატეგორია, რომელიც ამოუხსნელია, მაგრამ ადამიანის მაიმუნისგან ფორმირება ძალიან კარგად იხსნება, უფრო კარგად ვიდრე დინოზავრებისგან ფრინველების ფორმაცია, რადგან ადამიანის ფორმირების პროცესი ბევრად უფრო ახალია და შესაბამისად უამრავი ნივთმტკიცებულებები გვაქვს, რომლის დეტალური ანალიზი შეიძლება.

ციტატა
ანუ შენ შეგიძლია მაჩვენო მტკიცებულება იმისა, რომ მაიმუნმა მიიღო სული, თავისუფალი ნება და ა.შ???. რაღაც არა მგონია!!

არც იმის მტკიცებულება შეუძლია ვინმეს წარმოადგინოს, რომ ადამიანს სული გააჩნია.

ადამიანის სულის არსებობა რომ მტკიცდებოდეს მეცნიერულად ეს წარმოუდგენელი გადატრიალება იქნებოდა.

გესმის ხომ სიტუაციის სირთულე და სიმძიმე? როგორ დავამტკიცებ იმას, რომ მაიმუნმა მიიღო სული მაშინ როდესაც არავის არ შეუძლია დაამტკიცოს რომ ადამიანს აქვს სული...


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აკაკი
პოსტი Jul 20 2009, 09:42 PM
პოსტი #63


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



როგორ? აბა ვინც კლინკ=იკური სიკვდილი განიცადა??

მათ ხომო ნახეს რომ სული აქვთ და სადღღაც გავიდნენ

კანონისტი
ღმერთMა დამიფაროს, არ ვიცი შეიძლება ვცდები, მაგრამ როცა კონკურსის "ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიის" ფინალში დაისვა დაახლოებით ასეთI შეიკთხვა იქ იყო ასეთI პასუხი მე ასე გავიგე smile.gif
-
სამყაროზე არ მიგულისხმი მე ვეთქვი ცოცხალ არსებაზე

ანუ ყოველი ცოხალი არსება შექმნა ღმერთმაა და მას მიანიჭა მისი გვარი

და არა ერთუჯრედიანი ევოლუციისათვის

__
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Jul 20 2009, 09:58 PM
პოსტი #64


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



აკაკი
ციტატა
როგორ? აბა ვინც კლინკ=იკური სიკვდილი განიცადა??

ჩვენ არ ვიცით არაფერი იმ გამოსახულებების წარმოშობის შესახებ, რასაც ადამიანი კლინიკური სიკვდილის დროს ხედავს.

ეს გამოსახულებები შესაძლოა იყოს ადამიანის ტვინში ჩამოყალიბებული, სიზმრისმაგვარი ინფორმაციის გაელვება ტვინის სხვადასხვა უბნებიდან.

მიმდინარეობს ამ საკითხების კვლევაც, მაგრამ რეალური შედეგი - "ნული". yes.gif

ადამიანის ტვინის ფენომენი ძალიან მწირად არის გამოკვლეული. სიზმრის ანალოგიურად, როგორც შეიძლება დაგვესიზმროს ძალიან გრძელი ამბავი, ჩვენთვის ნაცნობი ადგილები, ლოგიკური სიტუაციები, აზრიანი და უაზრო გამოსახულებების მთელი სიუჟეტები, ყველაფერი ის რაც წინა დღით ვნახეთ თუნდაც და ა.შ. ასევე შეიძლება კლინიკური სიკვდილის დროს დაფიქსირებული მთელი სიუჟეტი იყოს ადამიანის გონების ნაყოფი.

ციტატა
მათ ხომო ნახეს რომ სული აქვთ და სადღღაც გავიდნენ

უფრო სწორი იქნებოდა გეთქვა, რომ მათ მოეჩვენათ რომ სადღაც გავიდნენ, მაგრამ რეალურად მოეჩვენათ თუ მართლა არსებობს ცნობიერება ტვინის გარეთაც, ამის დამამტკიცებელი არავითარი საბუთი არ არსებობს ანუ ისიც შეიძლება მართალი იყოს და ისისც, მტკიცებულებები არ გვაქვს და ჰაერზე ვდგავართ. დანარჩენი უკვე ინდივიდუალური რწმენის საკითხია.


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აკაკი
პოსტი Jul 20 2009, 10:03 PM
პოსტი #65


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



გიორგი
როგორ შეიძლება ყველა ადამიანს, ვინც კლინიკური სიკვდილი განიცადა დასიზმრებოდა ერთი და იგივე რამ, რომ ყველა საიდანღაც გადიან და ხედავენ რაღაც არსებებს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Jul 20 2009, 10:17 PM
პოსტი #66


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



damiane80
ციტატა
სხვათაშორის ეს ვერსია, ერთ წინააღმდეგობასაც ხსნის "ევოლუციურ თეორიაში", რომელიც ცხოველთა გარდამავალი სახეობების არ არსებობას შეეხება . ასეთი სახეობები არ არსებობს იმიტომ, რომ ერთი სახეობიდან მეორეზე გადასვლა შესაძლოა არ მომხდარა, რადგან ეს იმთავითვე იყო კოდირებული.

არსებობს, თანაც საკმაო რაოდენობით...

იხ. ეს ლინკი:
http://en.wikipedia.org/wiki/List_of_transitional_fossils

ნაპოვნია რამოდენიმე ათეული გარდამავალი სახეობა, რომლებიც თითქმის ყველა რგოლს აკავშირებს ერთმანეთთან. მათ დეტალურ ევოლუციას გაეცანი ზემოთ.


აკაკი
ციტატა
როგორ შეიძლება ყველა ადამიანს, ვინც კლინიკური სიკვდილი განიცადა დასიზმრებოდა ერთი და იგივე რამ, რომ ყველა საიდანღაც გადიან და ხედავენ რაღაც არსებებს

არ არის ასე. no.gif
ჯერ ერთი დავიწყოთ იმით რომ კლინიკურ სიკვდილგამოვლილი ადამიანების უმეტესობა (70-80%) საერთოდ არაფერს არ ხედავს, არც ერთი და იგივეს და არც განსხავებულს, ზუსტად ისეთ მდგომარეობაში მოდიან გონზე, როგორც მძიმე კომიდან გამოსვლისას ანუ არ ახსოვთ არაფერი საერთოდ.

ახლა რაც შეეხება იმათ ვინც "რაღაც" დაინახა, ჩვენ ზუსტად არ ვიცით ვინ რას ხედავს და რამდენად ერთნაირია ეს რეალობები. საერთოდ ტვინის თვისებაა ასეთ დროს დაინახოს ადამიანები, რადგან ისედაც, სიზმარშიც ყველაზე დიდი ასოციაციები პიროვნების მიმართ არსებობს, ხოლო თუ ადამიანების გამოსახულებები მყიფეა ისინი იწყებენ ლივლივს, გამჭვირვალობას, გაბუნდოვანებას და რაღაც "არამიწიერი" ელფერის დაკვრას.

ამით ვერაფერს ვერ ვიტყვით. rolleyes.gif

არის შემთხვევები რომ კომაში მყოფ ადამიანსაც მოუყოლია მსგავსი ტიპის რაღაცეები, მაგრამ ის ნამდვილად არ ყოფილა კლინიკური სიკვდილის მდგომარეობაში.

ჩვენ რაც დანამდვილებით ვიცით არის ის რომ ზოგიერთი ადამიანი ხედავს რაღაც გამოსახულებებს, მაგრამ არავინ იცის რა არის ეს გამოსახულებები.


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აკაკი
პოსტი Jul 20 2009, 10:28 PM
პოსტი #67


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



გიორგი
შენ არ ხარ ადამიანი???!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Jul 20 2009, 10:32 PM
პოსტი #68


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



აკაკი
ციტატა
შენ არ ხარ ადამიანი???!

ვერ გავიგე... rolleyes.gif

აქამდე ადამიანი მეგონა ჩემი თავი და ახლა პატარა დავეჭვდი... biggrin.gif


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
constantine
პოსტი Jul 20 2009, 10:34 PM
პოსტი #69


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 139
რეგისტრ.: 8-December 07
წევრი № 3,380



ციტატა
შენ არ ხარ ადამიანი???!



biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აკაკი
პოსტი Jul 20 2009, 10:38 PM
პოსტი #70


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



გიორგი
შენთვითონ ცდილობ დაამტკიცო. რომ ადამიანი არ ხარ!

"ადამი-ანი" ჩვენნაირ არსებას "ადამის" გაჩენის შემდეგ ეწოდა

რადგან ჩვენ ადამის მოდგმა ვართ ................... დააკვირდი " ადამი-ანი"

___

შენ ცდლობ დააამტკიცო, რო ადამიანი კი არა ჰომოკიბორგოზავრი biggrin.gif თუ რაღაც ეგეთი ხარ ( და ვართ) biggrin.gif
_
ადამიანი მარტო ზედაპირული სიტყვა და წოდება არ არის .....

_
აბა რომელი იტყვით, რომ არ არის სიმართლე? biggrin.gif a075.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Jul 20 2009, 10:49 PM
პოსტი #71


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



აკაკი
ციტატა
შენ ცდლობ დააამტკიცო, რო ადამიანი კი არა ჰომოკიბორგოზავრი

მართალია, ადამიანებს უტყუარი, მეცნიერული და ემპირიული ნივთმტკიცებულებები აქვთ, რომ NDE-ს მდგომარეობაში ნანახი არის სულის არსებობის პირდაპირი დამამტკიცებელი საბუთი, მაგრამ "რატომღაც" ამას არავინ აღიარებს მსოფლიოში.

აი, ჰომოკიბორგოზავრები კი თვლიან, რომ ამის დამამტკიცებელი ფაქტები არ არსებობს და მათ იციან რომ კლინიკური სიკვდილის დროს წარმოქმნილი გამოსახულებები შეიძლება ტვინის ფუნქციის შედეგიც იყოს. (უშვებენ მაინც ამას)

ადამიანები სიზმრებს არ ხედავენ, მათ აქვთ ან პირდაპირი ღვთის ჩვენებები ან სიზმარშიც რეალობას ხედავენ.

ჰომოკიბორგოზავრებს კი ხანდახან ესიზმრებათ რაღაცეები, რომლებიც არც რეალურია და არც ონტოლოგიური.

ადამიანებს არ უნდათ ევოლუციის თეორიის რეალობის თუნდაც დაშვება, აღიარებაზე არცაა ლაპარაკი და დარწმუნებულნი არიან რომ პირდაპირ "გაჩდნენ" დედამიწაზე, ზოგის ცნობით პირდაპირ ტალახისგან, ზოგის ცნობით ყოვლისშემძლე კვერთხის აქნევით და ზოგის ცნობით საერთოდ უკვერთხოდ, უბრალოდ არ იყვნენ და გაჩდნენ და მორჩა.

აი, ჰომოკიბორგოზავრები კი ეჭვობენ რომ ამდენი დამამტკიცებელი არგუმენტი ტყუილი არ იქნება და თუ 100%-ით არა, ნაწილობრივ მაინც ვარაუდობენ რომ ევოლუცია შეიძლება მოხდა და ამდენი ანალიზი ზღაპარი ვერ იქნება.

დამშვიდდი? smile.gif

ჰოდა, ახლა ვისაც დასაშვებად მიაჩნია ევოლუციის თეორია ანუ ჯერჯერობით ასეთი არის ხუთი ადამიანი ამ გამოკითხვაში, გაგვატარეთ და უარგუმენტო საუბრით ნუ დაგვღლით...


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აკაკი
პოსტი Jul 20 2009, 10:58 PM
პოსტი #72


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



გიორგი
მე სიზმრები და რაღაც რუღაცეებზე არ დამიწერია პირდაპირ წოდებაზე ვილაპარაკე biggrin.gif

__

ღმერთI ყოვლის შემძლეა და ხელები არ სჭირდება რაიმის გასაკეთებლად და მოსაზელად, ის ყოვლისშემძლეა,

კაცთათვისშეუძლებელი, ღმერთისთვის შესაძლებელია
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Jul 20 2009, 11:02 PM
პოსტი #73


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



აკაკი
ციტატა
ღმერთI ყოვლის შემძლეა და ხელები არ სჭირდება რაიმის გასაკეთებლად

მაშინ რატომ დასჭირდა მილიარდობით წელი, უამრავი ნივთიერების თავმოყრა და ძალიან გრძელი ტრანსფორმაციის პროცესი მზის სისტემის შესაქმნელად?


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აკაკი
პოსტი Jul 20 2009, 11:09 PM
პოსტი #74


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



გიორგი
ვინ გითხრა, რომ დასჭირდა? biggrin.gif
რომც დაჭირვებოდა, მარტივია: ღმერთMა ასე ინება a075.gif
+

ღმერთის ნებაა a075.gif , კიდევ ერთI მოსაზრება მაქვს, ზოგიერთ ფაქტს იმიტომ აქვს ჩვენთვის გაუგებარი და დამაეჭვებელი მოსაზრება, რომ ამით ჩვენ ვიცდებით

ჩვენ გონიერი არსებები ვართ და გვაქ მრავალი მოსაზრებები ერთ ფაქტზე

ღმერთმა ინება, რომ ყოფილიყო ასეთI სიტუაცია და გაურკვევლობა, ჩვენი გონება იმდენად დაბალია, რომ ვერც კი გავწვდებით ამ უდიდეს ფაქტებს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Jul 20 2009, 11:14 PM
პოსტი #75


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



აკაკი
ციტატა
ვინ გითხრა, რომ დასჭირდა?

არ გადამრიო ახლა? biggrin.gif
აბა, ერთი დააკონკრეტე... ე.ი. არ იყო არაფერი და უცბად მზე გაჩნდა თუ? rolleyes.gif

ციტატა
რომც დაჭირვებოდა, მარტივია: ღმერთMა ასე ინება

ჰოოო... და იქნებ მაიმუნისგან ადამიანის ფორმირებაც ინება?
თუ შენ ზუსტად იცი რისი ფორმირება როგორ ინება ღმერთმა? rolleyes.gif


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აკაკი
პოსტი Jul 20 2009, 11:26 PM
პოსტი #76


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



გიორგი
კი ვიცი იმიტომ, რომ ბიბლიაში გვეუბნება a075.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Jul 20 2009, 11:29 PM
პოსტი #77


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



აკაკი
ციტატა
კი იმიტომ, რომ ბიბლიაში გვეუბნება

რაო მზე პირდაპირ შევქმენიო ეგრევეო? rolleyes.gif

თანაც ალბათ 7,000 წლის წინო და მაშინ ნეტავი 2 მლნ სინათლის წლით იქით მყოფ ანდრომედას გალაქტიკას როგორ ვხედავთო თუ მანდაც ჰომოკიბორგოზავრის ამბავია? biggrin.gif


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აკაკი
პოსტი Jul 20 2009, 11:57 PM
პოსტი #78


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



გიორგი
შენ ერთMანეთში ურევ, შენ მIთხარი ადამიანზე გითხარი, რომ ბიბლია გვეუბნება და იქიდან ვიცი, რომ ღმერთმა შექმნა

და თუ მთLიანი სამყარო სადაც კონკრეტულად შენი საყვარელი მზე შედის ეგეც ღმერთMა შექმნა a075.gif ღმერთმა თქვა შეიქმნა სამყარო

ყოვლისშემძლე არს ღმერთი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
abo
პოსტი Jul 21 2009, 02:30 AM
პოსტი #79


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,533
რეგისტრ.: 20-March 07
წევრი № 1,441



ბოდიშს ვიხდი გიორგისთან, მაგრამ აქ შემომსვლელთაგან ყველამ რომ 7 000-ს მიცეს ხმა, ამით დავადგენთ სიცოხლის წარმოშობის ასაკს? ან კოოცერვატების შეერთების თეორიაა სწორი?

ჩემი აზრით ეს საკითხი ადამიანისთვის ყოველთვის უცნობი დარჩება, მიუხედავად მეცნიერების განვითარებისა, ვინაიდან ღმერთი ზოგიერთ საკითხს ადამიანისთვის ყოველთვის შეუცნობელს ტოვებს.
აბო.


--------------------
არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
CONSCIENTIOUSNESS
პოსტი Jul 21 2009, 02:40 AM
პოსტი #80


Stalker
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 387
რეგისტრ.: 23-February 08
მდებარ.: The Dark Side Of The Moon
წევრი № 4,010



აკაკი
ყველა შენი პოსტი სრულიად მოკლებულია არგუმენტაციას! დაწყებული "ადამიანის" განმარტებით დამთავრებული კლინიკური სიკვდილის დროს ჩვენებებით!
ამ ყველაფერზე მოკლე კომენტარის დაწერა შემიძლია სიტყვა "ადამიანი" ადამ-თან კავშირში მხოლოდ ქართულშია რუსული "Человек" და ინგლისური "Human" არ ყოფილან ადამის შთამომავლები რახან მათ სახელწოდებაში ადამი არ ურევია? თუ შენ იმ თეორიის მიმდევარი ხარ რომელიც ამტკიცებს რომ მარტო ქართველები ვართ ჭეშმარიტი მორწმუნეები და სწორედ რომ მხოლოდ ქართველები გადავრჩებით?!
კლინიკურ სიკვდილთან დაკავშირებით "არგუმნტი"-ც სასაცილოა 70-80% საერთოდ არაფერს ხედავს ჩემს გარშემო სანაცნობოში 2 დამიანი იყო რომელსაც დაუფიქსირდათ გულის გაჩერება რამოდენიმე წამით ანუ განიცადეს კლინიკური სიკვდილი ერთი მამაკაცია და მას არაფერი ახსოვს მეორე ქალბატონია და თავიდან იძახდა არაფერი მახსოვსო თუმა მერე გადაცემები ნახა და შეიცვალა აზრი თურმე გაახსენდა რომ უნახია biggrin.gif და მეზობლებში იწონებდა თავს გვირაბი ვნახეო. . . smile.gif
კიდევ არის 1 ადამიანი ჩემი ბავშვობის მეგობარი რომელმაც 3 კვირა გაატარა რეანიმაციაში კომურ მდგომარეობაში, როცა გამოფხიზლდა ყვებოდა რომ რესტრანში ჩინელებთან ერთად იყო და მანქანაც გაუცვალა მათ smile.gif მოკლედ ეს ყველაფერი არის ჩვენი ტვინის ილუზია თუ დამცავი მექანიზმი არ ვიცი რა ვუწოდო დაინტერესებულ პირებს ამ საკითხით შეუძლიათ მოიძიონ მასალა სხვადასხვა სამეცნიერო სტატიებსა თუ პუბლიკაციებში.


რაც შეეხება თავად მსჯელობას #44 პოსტში უკვე ვთქი და აქ განვმეორდები.

არსებობს ფაქტები ძვლების, თავის ქალების, სამუშაო იარაღების, ნახატების და ა.შ. სახით რომელიც მეტყველებს იმაზე რომ არსებობდნენ ადამიანის ჯიშები რომლებიც აღარ არსებობენ მათ ყველას თავისი სახელი ეწოდათ და გაკეთდა დიდი გენეოლოგიური ხე რომელზეც ჩამოიწერა ადამინის ევოლუციის ეტაპები. ეს ყველაფერი გაკეთდა მეცნიერების, პალეონტოლოგების, ბიოლოგების, ქიმიკოსების და ა.შ. ათწლეულების (თუ არა ასწლეულების) უდიდესი შრომის წყალობით უამრავი, ფული, ძალა, ენერგია დაიხარჯა ამ ყველაფრისათვის, იმისთვის რომ კაცობრიობას გაეგო ჭეშმარიტება საჯუთარ წარმოშვებასთან დაკავშირებით. ყველა ამ მეცნიერებამ ცალსახად განაცხადა რომ ყველა ეს ფაქტი ეს აღმოჩენილი "საბუთები" არის ჭეშმარიტი მათი დათარიღებაც არის ჭეშმარიტი, აქედან გამომდინარე ერთადერთი ახსნა რომელიც შეიძლება მოეძებნოს ამ ფაქტებს არის ის რომ ასიათასწლეულების ნამძილზე ადამიანი განიცდიდა ევოლუციას (და განიცდის დღესაც და არამხოლოდ ადამიანი), ნებისმიერი ცოცხალი ორგანიზმი მუდმივ ტრანსფორმაციაშია!!!

ეს ყველაფერი არ არის ჩემი მოგონილი ეს მეცნიერულად დამტკიცებული ფაქტებია!



--------------------
ყველაზე დიდი ქონება არის ნათელი გონება!

For millions of years mankind lived just like the animals, Then something happend which unleashed the power of our imagination We learned to talk!
Stephen Hawking, Pink Floyd.

When I do good, I feel good. When I do bad, I feel bad. That's my religion.
Abraham Lincoln
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

26 გვერდი V « < 2 3 4 5 6 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 30th March 2024 - 03:38 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი