განკითხვა, რა არის განკითხვა?! |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
განკითხვა, რა არის განკითხვა?! |
ალექსანდრე |
Jan 8 2008, 03:58 PM
პოსტი
#81
|
Advanced Member ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,232 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 7 |
ნუ განიკითხავთ და არ განიკითხებით, როგოროც განიკითხავთ ისევე განიკითხებით თქვენცო და რომელი საწყაულიტაც მიუწყავთ იმითივე მოგეწყვებათ თქვენცო. აქ უფალს არსად არ გამოუცალკევებია სასულიერო პირები სხვა ადამიანებისაგან, არამედ ზოგადად ყველა ადამიანის განკითხვაზეა საუბარი.
-------------------- ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო. ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა |
Genesis |
Jan 8 2008, 03:58 PM
პოსტი
#82
|
მივაფსი კრემლს ჯგუფი: Members პოსტები: 1,902 რეგისტრ.: 11-November 07 მდებარ.: mtskheta წევრი № 3,150 |
Genesis ???? მე, როგორც გავიგე უკვე არსებულს კი არ ცვლის, არამედ სანამ დაადგენს მანამ ისწაფვის სრულყოფილებამდე, ნუ ეოლოღუმენის მაგალითით ასე გავიგე. ანუ არსებობს ცალკეული აზრები, მათ შორის ეკლესია რომელიღაცასა მიიღებს. რაგითხრა აბა... მეც სხვისი ნათქვამიდან ვიცი კომპეტენტურმა პირმა უნდა დაწეროს რა როგორ -------------------- ღმერთმა ყველაფერი იცის...
ადამიანმა კი უკეთ იცის, თუ რა იცის ღმერთმა... |
ნათია |
Jan 9 2008, 06:05 PM
პოსტი
#83
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
ერთი მამა იხსენებს: "სასულიერო პირს განვიკითხავდი ღვინის ზედმეტი სმის გამო, უღირს მღვდლად, უღირს ადამიანად მიმაჩნდა. ერთხელ ერთ ჭერქვეშ მოგვიწია ღამის გათევა. ღამე გამეღვიძა და შევესწარი, როგორ მოთქვამდა ის მღვდელი თავის ცოდვებზე, როგორ ახლიდან თავს კედელს. იმდენად დიდი იყო მისი სინანული, რომ სულ სხვანაირად წარმოდგა იგი ჩემს თვალთა წინაშე. მივხვდი, ვცდებოდი და ჩემი განკითხვისა შემრცხვა".
-------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
Genesis |
Jan 9 2008, 06:20 PM
პოსტი
#84
|
მივაფსი კრემლს ჯგუფი: Members პოსტები: 1,902 რეგისტრ.: 11-November 07 მდებარ.: mtskheta წევრი № 3,150 |
ერთი მამა იხსენებს: "სასულიერო პირს განვიკითხავდი ღვინის ზედმეტი სმის გამო, უღირს მღვდლად, უღირს ადამიანად მიმაჩნდა. ერთხელ ერთ ჭერქვეშ მოგვიწია ღამის გათევა. ღამე გამეღვიძა და შევესწარი, როგორ მოთქვამდა ის მღვდელი თავის ცოდვებზე, როგორ ახლიდან თავს კედელს. იმდენად დიდი იყო მისი სინანული, რომ სულ სხვანაირად წარმოდგა იგი ჩემს თვალთა წინაშე. მივხვდი, ვცდებოდი და ჩემი განკითხვისა შემრცხვა". მშვენიერი მოთხრობაა, ოღონდ სრულყოფილებისთვის "სასულიერო პირი"ს მაგივრად "მორწმუნე" რომ დაეწერა ავტორს კარგი იქნებოდა... ანუ არავითარი კონკრეტიკა სასულიერო პირთან მიმარტებაში. -------------------- ღმერთმა ყველაფერი იცის...
ადამიანმა კი უკეთ იცის, თუ რა იცის ღმერთმა... |
ნათია |
Jan 9 2008, 06:22 PM
პოსტი
#85
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
უდაბნოში განმარტოებით მოღვაწე ერთ ბერს დროდადრო მღვდელი აკითხავდა ხოლმე, რათა სამეუფეო მსხვერპლი შეეწირა. ერთხელ ამ ბერთან ეშმაკის მიერ შეპყრობილი კაცი მივიდა და მღვდელი განიკითხა. ბერმა მოუსმინა მას და დაბრკოლდა. როცა მას, ჩვეულებრისამებრ, მღვდელმა მიაკითხა, რომ წირვა ჩაეტარებინა, ბერმა კარი არ გაუღო. მღვდელი დამწუხრებული დაბრუნდა შინ.
ბერი სალოცავად რომ დადგა, ზეციდან ხმა მოესმა: დაკარგეს ადამიანებმა ჩემი სიმართლე და მსჯავრში მეცილებიანო. ეს რომ გაიგონა, დაყუდებული შიშმა შეიყრო და შეძრწუნდა. ამ დროს დაინახა ოქროს ჭა, ოქროსავე თოკი და ჭურჭელი. წყალი გასაოცრად წმინდა იყო, მაგრამ წყლის ამომღები ჩანდა არაწმინდა. მივიდა მასთან უფლის ანგელოზი და უთხრა: ჰოი, კაცო, რას ავნებს ამ წმინდა წყალს უწმინდური ამომღები ან რას მოაკლებს ყოვლადწმინდა მსხვერპლს უღირსი შემწირველი? ის მხოლოდ თავს დაისჯის, მაგრამ სხვებს ვერარას ავნებს. ბერი გონს მოეგო, შეძრწუნდა, ცრემლით შეინანა დანაშაული, მოუხმო იმ მღვდელს, დაუჩოქა, შენდობა სთხოვა და ვედრებით დაითანხმა, რომ ძველებურად ეწირა ხოლმე. მას შემდეგ ეს ბერი სხვებსაც ასწავლიდა, არავინ განეკითხათ, რადგან მხოლოდ ღმერთია ყოველთა განმკითხველი. მით უფრო არ უნდა განვიკითხოთ მღვდლები, რომლებიც ანგელოზების გვერდით დგანან, წმინდა ძღვენს შესწირავენ უფალს და გარდმოიწვევენ სულიწმინდას, რომელსაც შვენის დიდება უკუნითი უკუნისამდე! -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
Genesis |
Jan 9 2008, 06:41 PM
პოსტი
#86
|
მივაფსი კრემლს ჯგუფი: Members პოსტები: 1,902 რეგისტრ.: 11-November 07 მდებარ.: mtskheta წევრი № 3,150 |
რომლებიც ანგელოზების გვერდით დგანან, წმინდა ძღვენს შესწირავენ უფალს მე პირადად ეს ადგილი არ მომწონს... შეგახსენებ რომ იესოსდროინდელი სინედრიონის მღვდლები ჭეშმარიტი ტაძრის მსახურები იყვნენ და მეეჭვება მხოლოდ მღვდლის სტატუსის გამო ამ წინადადებას შეესაბამებოდნენ... მათზე იმიტომ ვსაუბრობ, რომ ახლანდელ მრვდელზე რომ ვისაუბრო, კონკრეტიკას მომთხოვენ და კონკრეტულად ხელს რომ არავის დავადებ, ბანსაც მომცხებენ ანუ იმისთქმამინდა რომ სტატუსი მხოლოდ გარეგანი მხარეა... და არ შეიძლება ამ სტატუსის გამო, მოკვდავი ანგელოზებს ამოუყენო გვერდში და წმინდა მსხვერპლი აწირვინო უფალს... (იმედია წმიდა მსხვერპლის მნიშვნელობა ყველა წამკითხველს ესმის) -------------------- ღმერთმა ყველაფერი იცის...
ადამიანმა კი უკეთ იცის, თუ რა იცის ღმერთმა... |
ნათია |
Jan 9 2008, 07:01 PM
პოსტი
#87
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
Genesis
ციტატა და არ შეიძლება ამ სტატუსის გამო, მოკვდავი ანგელოზებს ამოუყენო გვერდში და წმინდა მსხვერპლი აწირვინო უფალს... გენეზის, რა თქმა უნდა, თავისი ინდივიდუალური თვისებებით, პიროვნული მიდრეკილებებით მღვდელიც ჩვეულებრივი ადამიანია, მაგრამ იგი არ არის მხოლოდ ჩვეულებრივი ადამიანი. ცნობილია მაქსიმე აღმსარებლის შედარება: ხმალი არის ცივი, ძლიერი, მტკიცე და მჭრელი, მაგრამ თუ მას ცეცხლში გავახურებთ, ჭრის გარდა, წვავს კიდეც. რაოცარი რამ მოხდა: სიმხურვალემ შეიძინა ჭრის თვისება და ჭრამ კი სიმხურვალისა. ეს თვისებები თითქოს აირია ერთმანეთში, მაგრამ ხმალი ხმლად დარჩა, ცეცხლი - ცეცხლად. ასევეა ხელდასხმის შემდეგ - როცა მღვდელზე სულიწმიდის მადლი გადადის, იგი აღარ არის ჩვეულებრივი ადამიანი, იგი ღვთაებრივი ცეცხლის მატარებელი ხდება. აკურთხებს მღვდელი ჩვეულებრივ წყალს და იგი უხრწნელი ხდება, ლოცულობს მღვდელი ლიტუგიისას და მისი ლოცვით ღმერთი ჩვეულებრივ პურსა და ღვინოს ხორცად და სისხლად გარდასახავს. ეს შემაძრწუნებელი საიდუმლოა, მღვდელი ამ დროს შუამავალი ხდება ერსა და ღმერთს შორის, საკურთხეველში ერისთვის ლოცულობს, მისთვის გამოითხოვს წყალობას. წარმოიდგინე, რამხელა პასუხისმგებლობაა თავად მღვდლისათვის. ხედავ რა განსხვავებაა ჩვეულებრივ ადამიანსა და მღვდელს შორის? -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
Genesis |
Jan 9 2008, 07:39 PM
პოსტი
#88
|
მივაფსი კრემლს ჯგუფი: Members პოსტები: 1,902 რეგისტრ.: 11-November 07 მდებარ.: mtskheta წევრი № 3,150 |
Genesis გენეზის, რა თქმა უნდა, თავისი ინდივიდუალური თვისებებით, პიროვნული მიდრეკილებებით მღვდელიც ჩვეულებრივი ადამიანია, მაგრამ იგი არ არის მხოლოდ ჩვეულებრივი ადამიანი. ცნობილია მაქსიმე აღმსარებლის შედარება: ხმალი არის ცივი, ძლიერი, მტკიცე და მჭრელი, მაგრამ თუ მას ცეცხლში გავახურებთ, ჭრის გარდა, წვავს კიდეც. რაოცარი რამ მოხდა: სიმხურვალემ შეიძინა ჭრის თვისება და ჭრამ კი სიმხურვალისა. ეს თვისებები თითქოს აირია ერთმანეთში, მაგრამ ხმალი ხმლად დარჩა, ცეცხლი - ცეცხლად. ასევეა ხელდასხმის შემდეგ - როცა მღვდელზე სულიწმიდის მადლი გადადის, იგი აღარ არის ჩვეულებრივი ადამიანი, იგი ღვთაებრივი ცეცხლის მატარებელი ხდება. აკურთხებს მღვდელი ჩვეულებრივ წყალს და იგი უხრწნელი ხდება, ლოცულობს მღვდელი ლიტუგიისას და მისი ლოცვით ღმერთი ჩვეულებრივ პურსა და ღვინოს ხორცად და სისხლად გარდასახავს. ეს შემაძრწუნებელი საიდუმლოა, მღვდელი ამ დროს შუამავალი ხდება ერსა და ღმერთს შორის, საკურთხეველში ერისთვის ლოცულობს, მისთვის გამოითხოვს წყალობას. წარმოიდგინე, რამხელა პასუხისმგებლობაა თავად მღვდლისათვის. ხედავ რა განსხვავებაა ჩვეულებრივ ადამიანსა და მღვდელს შორის? ეგ განსხვავება არაფერს ცვლის: მაგალითისთვის კაიაფა მღვდელმთავარმა მხოლოდ სტატუსის გამო იწინასწარმეტყველა შემდეგი: უმჯობესია ერთი კაცი მოკვდეს ვიდრე მთელი მსოფლიო დაიღოპოსო... ახლა ავდგეტ და იმის გულისთვის რომ იგი უფლის ცხებული მღვდელტავარი იყო, მისი ყველა ქმედება და ნათქვამი სიმართლედ მივიჩნიოთ? იოანეს 11 47. მაშინ შეკრიბეს მღვდელმთავრებმა და ფარისევლებმა სინედრიონი და თქვეს: რა ვქნათ? ეს კაცი მრავალ სასწაულს ახდენს. 48. თუ თავის ნებაზე მივუშვით, ყველა ირწმუნებს: მოვლენ რომაელები და წაგვართმევენ ჩვენს ადგილ-მამულსაც და ხალხსაც. 49. ერთმა მათგანმა, ვინმე კაიაფამ, რომელიც იმ წელიწადს მღვდელმთავარი იყო, უთხრა მათ: არაფერი თქვენ არ გაგეგებათ 50. და არც იმაზე ფიქრობთ, რომ უმჯობესია ერთი კაცი მოკვდეს ხალხისთვის, ვიდრე მთელი ხალხი დაიღუპოს. 51. ეს თავისით კი არ უთქვამს, არამედ იმ წელიწადს მღვდელმთავრად მყოფმა იწინასწარმეტყველა, რომ იესო უნდა მომკვდარიყო ხალხისათვის. 52. და არა მარტო ხალხისათვის, არამედ იმისთვისაც, რომ ერთად შეეკრიბა ღმრთის გაფანტული შვილები. 53. იმ დღიდან გადაწყვიტეს მოეკლათ იგი. ანუ მღვდელიც იკი შეიძლება სჩადიოდეს ბოროტს და ამასთან მის მიერ შესრულებული საიდუმლოება კიდე ჭეშმარიტი იყოს.... თვითონ ის წარმოდგენა მასებში რომ მღვდელი არასოდეს ცდება და ყოველთვის მართალია, იწვევს სავალალო შედეგებს(ამ სავალალო შედეგებზე მერე ვისაუბრებ) -------------------- ღმერთმა ყველაფერი იცის...
ადამიანმა კი უკეთ იცის, თუ რა იცის ღმერთმა... |
ნათია |
Jan 9 2008, 09:39 PM
პოსტი
#89
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
Genesis
ციტატა ახლა ავდგეტ და იმის გულისთვის რომ იგი უფლის ცხებული მღვდელტავარი იყო, მისი ყველა ქმედება და ნათქვამი სიმართლედ მივიჩნიოთ? ჩემო კარგო, რატომ გავიწყდება რომ მღვდელიც ადამიანია? ციტატა თავისი ინდივიდუალური თვისებებით, პიროვნული მიდრეკილებებით ..... თან აქ საუბარია არა მღვდლების "გრეხებზე" არამედ განკითხვაზე... -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
Genesis |
Jan 9 2008, 09:47 PM
პოსტი
#90
|
მივაფსი კრემლს ჯგუფი: Members პოსტები: 1,902 რეგისტრ.: 11-November 07 მდებარ.: mtskheta წევრი № 3,150 |
Genesis ჩემო კარგო, რატომ გავიწყდება რომ მღვდელიც ადამიანია? თან აქ საუბარია არა მღვდლების "გრეხებზე" არამედ განკითხვაზე... ეგ იმიტომ მოვაყოლე რომ... გიწერია განსაკუთრებით მღვდლები არ უნდა განვიკითხოთ იმიტომ რომ ანგელოზებთან დგანან და წმინდა ძღვენს სწირავენ უფალსო... მაგიტომ კი არ უნდა განვიკითხოთ მღვდლები, არამედ იმიტომ რომ არავის განკითხვა არ შეიძლება... -------------------- ღმერთმა ყველაფერი იცის...
ადამიანმა კი უკეთ იცის, თუ რა იცის ღმერთმა... |
ნათია |
Jan 9 2008, 09:55 PM
პოსტი
#91
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
Genesis
მგონი, ჩემი ზემოთ დაწერილი პოსტები კარგად არ წაგიკითხავს... შენი აზრით, რა არის მღვდლობის საიდუმლოება? ციტატა არამედ იმიტომ რომ არავის განკითხვა არ შეიძლება... არ განიკითხოთ - და არ განიკითხებით! რა თქმა უნდა, არავინ უნდა განიკითხო, მაგრამ ამ თემაში კონკრეტულად სასულიერო პირებზე ვმსჯელობთ.. -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
მაშიკო |
Sep 20 2009, 01:47 AM
პოსტი
#92
|
მარიამი ჯგუფი: Members პოსტები: 2,850 რეგისტრ.: 18-May 09 მდებარ.: ქუთაისი წევრი № 7,002 |
განკითხვა ცოდვა რომლელშიც თითქმის ყოველდღე ვვარდები ჩემდა საუბედუროდ
-------------------- უფალო იესო ქრისტე, ძე ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი. მომეც ძალა და უნარი, ვადიდო სახელი შენი.
|
Misha Songulashvili |
Sep 20 2009, 01:57 AM
პოსტი
#93
|
ეკუმენისტი ჯგუფი: Members პოსტები: 2,524 რეგისტრ.: 21-October 07 წევრი № 3,010 |
ნათია
მხოლოდ და მხოლოდ მართლმადიდებელი მღვდლის განკითხვა არ შეიძლება? -------------------- "ჩემზედ ამბობენ: 'ის სიავეს ქართლისას ამბობს,
ჩვენს ცუდს არ მალავს. ეგ ხომ ცხადი სიძულვილია!' ბრიყვნი ამბობენ, კარგი გული კი მაშინვე სცნობს _ ამ სიძულვილში რაოდენიც სიყვარულია!" |
მაშიკო |
Oct 8 2009, 07:23 PM
პოსტი
#94
|
მარიამი ჯგუფი: Members პოსტები: 2,850 რეგისტრ.: 18-May 09 მდებარ.: ქუთაისი წევრი № 7,002 |
მხოლოდ და მხოლოდ მართლმადიდებელი მღვდლის განკითხვა არ შეიძლება? ეგ შეკითხვა საიდან დაგებადა? სასულიერო პირის განკითხვა კი არა არც საერო პირის განკითხვა არ შეიძლება... მაგრამ ზოგჯერ უნებლიეთ განვიკითხავთ ხოლმე მაინც... განკითხვის ცოდვასთან ბრძოლის მეთოდების შესახებ თუ ფლობს ვინმე ინფორმაციას დადოს აქ... -------------------- უფალო იესო ქრისტე, ძე ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი. მომეც ძალა და უნარი, ვადიდო სახელი შენი.
|
b-a-r-b-a-r-e |
Oct 8 2009, 07:34 PM
პოსტი
#95
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,436 რეგისტრ.: 24-September 09 წევრი № 7,538 |
მე მოვისმინე ახლახანს სასულიერო პირის განკითხვა უფრო ხნიერი სასულიერო პირის მიმართ,რომელსაც მკითხავებს ადარებს და ახლა არც მე მინდა განკითხვა გამომივიდეს და ეს მოძღვარი ამბიონიდან ძველი ბიჭივით აკაჩავებდა,საუბარში უფრო მეტად სჭარმობდა "რა"ის ყოველ წინადადებას ასე ამთავრებდა "რა"
ძალიან მეტკინა გული,რადგან განკითხულ მოძღვარს არაფერი სჭირს განსაკითხი(იგი მთელი ქვეყნის სიქადულია),ხოლო გამნმკითხველ მოძღვარს პირადად ვიცნობდი და გული დამწყდა შეუნდოს უფალმა... და შეგვინდოს ჩვენ ყველას ეს პოსტიც შემინდეთ... -------------------- დავიღლე.........მოდი ჩემთან უფალო...........ძალიან დავიღალე,მართლა დავიღალე.........
"წიგნებით ვერ ჩახედავ ნამდვილებს..." |
მაშიკო |
Oct 8 2009, 07:49 PM
პოსტი
#96
|
მარიამი ჯგუფი: Members პოსტები: 2,850 რეგისტრ.: 18-May 09 მდებარ.: ქუთაისი წევრი № 7,002 |
მე ის მამაო უფრო მეცოდება ვისაც განიკითხავენ დღეს სწორედ ისეთ მამაოსთან ვიყავი,ვისაც ხშირად განიკითხავენ საერო პირები და ვერ ვხვდები რატომ... და ამ დროს ის საერო პირები სულიერებაზე დებენ თავს... თავად მამაოს რომ არ ეთქვა ვერც დავიჯერებდი რომ არსებობს ისეთი ადამიანები ვისაც შეუძლია ენა მიუტანოს მეუფეს...
-------------------- უფალო იესო ქრისტე, ძე ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი. მომეც ძალა და უნარი, ვადიდო სახელი შენი.
|
asmoo |
Oct 10 2009, 10:46 PM
პოსტი
#97
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 106 რეგისტრ.: 15-July 09 წევრი № 7,265 |
ეს ის ცოდვააა რომლისგანაც განშორება ძალიან ძნელია ,
|
m16 |
Oct 10 2009, 11:11 PM
პოსტი
#98
|
.......... ჯგუფი: Members პოსტები: 5,739 რეგისტრ.: 2-July 07 მდებარ.: Rustavii წევრი № 2,365 |
სასულიერო პირები ხომ განიკითხავენ?
-------------------- :)
|
asmoo |
Oct 10 2009, 11:15 PM
პოსტი
#99
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 106 რეგისტრ.: 15-July 09 წევრი № 7,265 |
m16
მერე რაღა ცუდში ვეჯიბრებით ჩვენ კარგ რაეში შევეჯიბროთ ერთმანეთს... ეგ ჩემი მამაოს სიტყევბია |
m16 |
Oct 10 2009, 11:20 PM
პოსტი
#100
|
.......... ჯგუფი: Members პოსტები: 5,739 რეგისტრ.: 2-July 07 მდებარ.: Rustavii წევრი № 2,365 |
asmoo
უფრო ადვილი არაა? -------------------- :)
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 21st September 2024 - 07:02 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი