თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ უცხოეთში მყოფი ჩვენი თანამემამულენი _ <<<ჩვენებურები>>>

პოსტის ავტორი: salome თარიღი: Aug 6 2006, 06:51 PM

ამ თემას ტრადიციულად ვხსნი smile.gif


პოსტის ავტორი: mnate თარიღი: Aug 8 2006, 10:13 AM

salome

ტრადიციების მოყვერული ხალხი ვართ smile.gif შესანიშნავი თემაა ყველამ უნდა ვეცადოთ ვიაქტიუროთ.

პოსტის ავტორი: salome თარიღი: Aug 11 2006, 06:16 AM

ფერეიდნელები ,,არტ-გენზე"

IPB-ს სურათი


პოსტის ავტორი: mnate თარიღი: Aug 11 2006, 10:20 AM

ციტატა
ფერეიდნელები ,,არტ-გენზე"


მარჯვნივ ადამიანს ვიცნობ ბექა გონაშვილი, ინტერნეტ სივრცეში საყოველთაოდ ცნობილი ჩაკრულო biggrin.gif

პოსტის ავტორი: salome თარიღი: Aug 12 2006, 10:27 AM

ციტატა(mnate @ Aug 11 2006, 06:20 AM) *

მარჯვნივ ადამიანს ვიცნობ ბექა გონაშვილი, ინტერნეტ სივრცეში საყოველთაოდ ცნობილი ჩაკრულო biggrin.gif


მაგი არ ვიცი ნამდვიLად, მაგრამ დანარჩენები კი ნამდვილად მაგარი ხალხია..
{თან ჩემი ნათესავებიც არიან smile.gif }

პოსტის ავტორი: mnate თარიღი: Aug 12 2006, 10:29 AM

ციტატა
მაგი არ ვიცი ნამდვიLად, მაგრამ დანარჩენები კი ნამდვილად მაგარი ხალხია..


"ჩაკრულოს" ყველა იცნობს, ყველგან მაგას ეძახიან მომღერალია საუცრად ასრულებს (ანსამბლში) ქართულ სიმღერებს, თავისი ფორუმიც აქვს smile.gif

პოსტის ავტორი: salome თარიღი: Aug 12 2006, 10:31 AM

ციტატა(mnate @ Aug 12 2006, 06:29 AM) *

"ჩაკრულოს" ყველა იცნობს, ყველგან მაგას ეძახიან მომღერალია საუცრად ასრულებს (ანსამბლში) ქართულ სიმღერებს, თავისი ფორუმიც აქვს smile.gif


ხოომ, მე სხვა ფორუმებში არ ვარ და ალბათ მაგიტომ smile.gif

პოსტის ავტორი: mnate თარიღი: Aug 12 2006, 10:36 AM

ციტატა
ხოომ, მე სხვა ფორუმებში არ ვარ და ალბათ მაგიტომ


ეგაა, და შენი ნათესავები ხელოვანები არიან? smile.gif

პოსტის ავტორი: salome თარიღი: Aug 12 2006, 10:48 AM

ციტატა(mnate @ Aug 12 2006, 06:36 AM) *

ეგაა, და შენი ნათესავები ხელოვანები არიან? smile.gif


იცი, მე აქ არ ვიყავი არტ-გენზე რომ გამოსულან....მერე გავიგე..
და ისე ფერეიდანში წერენ სიმღერებს(ქართულებს) და მღერიან...
ფესტივალზე იმღერეს თუ არა არ ვიცი smile.gif
ისე არც დავინტერესეულვარ მაგით biggrin.gif

პოსტის ავტორი: mnate თარიღი: Aug 12 2006, 10:55 AM

ციტატა
ისე არც დავინტერესეულვარ მაგით


ეგეთი რამეები მეც მჭირს biggrin.gif

კარგი ხალხი იქნება smile.gif საერთოდ ხელოვნება სამშვინველს და სულს ალამაზებს, სწორედ ამიტომ დაამტკიცა ეკლესიამ გალობა wink.gif

პოსტის ავტორი: salome თარიღი: Aug 12 2006, 05:48 PM

მიკროფონთან რომ კაცია,არის ბოლოში მდგომი გოგოების მამა...
შუაში კი ცოლი, ქმარი და შვილი..smile.gif
ბოლოში რომაა,ის ცხოვრობს თბილიში, დანარჩენები კი დღე-დღეზე დაბრუნდებიან ფერეიდანშიsmile.gif

პოსტის ავტორი: mnate თარიღი: Aug 12 2006, 07:01 PM

ციტატა
დანარჩენები კი დღე-დღეზე დაბრუნდებიან ფერეიდანში


რა ბენიერებაა რომ კონტაქტი აქვთ smile.gif

პოსტის ავტორი: salome თარიღი: Aug 17 2006, 11:40 PM

ფერეიდნელი ბატონი ალექსანდრე და უწმინდესი...

პოსტის ავტორი: ninucia თარიღი: Aug 29 2006, 07:11 PM

ფერეიდნელები მართლა არაჩვეულებრივი ხალხია და დიდად დასაფასებელი. მათ ხომ ადენი წლის განმავლობაშიც შეინარჩუნეს ქართველობა...მარტო ეს რამდენს ნისჰნავს smile.gif

წავალ - არ ვიცი სად . . .
ვნახავ - არ ვიცი ვის . . .
ვეტყვი - არ ვიცი რას . . .
გავყვები მარტო გზას.
ხომ სადმე მივალ?!
ხომ დამხვდებიან იქ?!
ჰოდა, სულ ერთია . . .
სად . . . ვის . . . რას . . .
გავყვები მარტო გზას.


აი ეს ლექსი ფერეიდნელების საიტზე ვნახე. ამას წერს გიორგი ალავერდაშვილი. smile.gif

mnate
ბექა ხო ძაან მაგარია რააა...არტ-გენზე ძაან აქტიური იყო. ბოლოს წამყვანიც smile.gif სამწუხაროდ ძალიან მინდოდა წასვლა მაგრამ ქალაქიდან გასული ვიყავი.

პოსტის ავტორი: ninucia თარიღი: Aug 29 2006, 10:03 PM

mnate
უიი რა ცუდია, მოიცა აბა ვნახო რა სჭირს. smile.gif http://www.chveneburebi.com/forum/

პოსტის ავტორი: salome თარიღი: Aug 30 2006, 07:24 PM

არ იცით, ,,პატრიოტულ ბანაკში'' ფერეიდნელები რომ იყვნენ???

პოსტის ავტორი: salome თარიღი: Aug 31 2006, 05:33 PM

http://image.700up.com/uploads/0ccb0cfc75.jpg



http://image.700up.com/uploads/1d604706bf.jpg

პოსტის ავტორი: salome თარიღი: Sep 18 2006, 11:47 AM

http://irib.ir/worldservice/georgianradio/default.htm

ირანის რადიო

პოსტის ავტორი: Andria თარიღი: Oct 8 2006, 06:54 AM



უფალი გფარავდეთ

პოსტის ავტორი: maeasi თარიღი: Oct 8 2006, 01:39 PM

QUOTE(Andria @ Oct 8 2006, 03:54 AM) *

ფერეიდნელი ქართველები საოცარი ხალხია, სწორედ ისეთები, "ნამდვილი ქართველები", რომ ეწოდებათ...
მათით ვამაყობ და მათი საქციელი მამხნევებს ჩემი ქვეყნისაგან შორს აშშ-ში

უფალი გფარავდეთ

სიმართლე გითხრა,მეც აღფრთოვანებული ვარ მათით
როცა ფერეიდნელი ბიჭები ქართულად მგეროდნენ,ჩოხებში გამოწყობილნი, მთელი დარბაზი ტიროდა და ისინიც ძლივს იკავებდნენ თავს
საოცარი გრძნობააა

პოსტის ავტორი: salome თარიღი: Oct 8 2006, 07:40 PM

ციტატა(maeasi @ Oct 8 2006, 09:39 AM) *

სიმართლე გითხრა,მეც აღფრთოვანებული ვარ მათით
როცა ფერეიდნელი ბიჭები ქართულად მგეროდნენ,ჩოხებში გამოწყობილნი, მთელი დარბაზი ტიროდა და ისინიც ძლივს იკავებდნენ თავს
საოცარი გრძნობააა



ფილარმონიაში იყავიი?? unsure.gif


პოსტის ავტორი: maeasi თარიღი: Oct 8 2006, 08:44 PM

QUOTE(salome @ Oct 8 2006, 04:40 PM) *

ფილარმონიაში იყავიი?? unsure.gif

არა,სალო,ფილარმონიაში არ ვყოფილვარ

სამედიცინოშიც იყო 4ში და იქ მოვისმინე

კიდე მინდააა smile.gif

პოსტის ავტორი: salome თარიღი: Oct 8 2006, 08:58 PM

ციტატა(maeasi @ Oct 8 2006, 04:44 PM) *

არა,სალო,ფილარმონიაში არ ვყოფილვარ

სამედიცინოშიც იყო 4ში და იქ მოვისმინე

კიდე მინდააა smile.gif

ხო, არ ვიცოდი მანდაც თუ გამოდიოდნენ, თოორემ იქ გავჩნდებოდიsad.gif
ტექსტი მაგათი დაწერილია ხომ იცი smile.gif

პოსტის ავტორი: maeasi თარიღი: Oct 8 2006, 09:02 PM

QUOTE(salome @ Oct 8 2006, 05:58 PM) *

ხო, არ ვიცოდი მანდაც თუ გამოდიოდნენ, თოორემ იქ გავჩნდებოდიsad.gif
ტექსტი მაგათი დაწერილია ხომ იცი smile.gif

მართლააა?
რა საყვაელები არიან smile.gif

მთელი დარბაზი ფეხზე ადგა,ვტიროდით,დარბაზიდას შეძახილები უნდა გენახა,ბიჭები ფახზე იდგნენ და ძმებოო ეძახდნენ
ისეთი ამაგელვებელი იყო sad.gif smile.gif

პოსტის ავტორი: salome თარიღი: Oct 8 2006, 09:06 PM

ციტატა(maeasi @ Oct 8 2006, 05:02 PM) *

მართლააა?
რა საყვაელები არიან smile.gif

მთელი დარბაზი ფეხზე ადგა,ვტიროდით,დარბაზიდას შეძახილები უნდა გენახა,ბიჭები ფახზე იდგნენ და ძმებოო ეძახდნენ
ისეთი ამაგელვებელი იყო sad.gif smile.gif



ვაიი, რა საყვარლები არიან, ამ დღეებში ბრუნდებიან ფერეიდანში, ფილარმონიაში რომ ვნახე, ისეთი თვალცრემლიანი ამბობდნენ ამას, გული დამეწვა sad.gif

პოსტის ავტორი: maeasi თარიღი: Oct 8 2006, 09:07 PM

QUOTE(salome @ Oct 8 2006, 06:06 PM) *

ვაიი, რა საყვარლები არიან, ამ დღეებში ბრუნდებიან ფერეიდანში, ფილარმონიაში რომ ვნახე, ისეთი თვალცრემლიანი ამბობდნენ ამას, გული დამეწვა sad.gif

wub.gif ეგენი არიან ნამდვილი ქართველები

პოსტის ავტორი: salome თარიღი: Oct 8 2006, 10:52 PM


ორივეს ვიცნობბ, მერე??? huh.gif

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Nov 9 2006, 11:12 PM

მე ვსწავლობ სპარსულ ენას უნივერსიტეტში, და ვიცნობ ბევრ ფერეიდნელ ქართველს, რომლებიც აქ ცხოვრობენ..
მართლა საოცარი ხალხიაsmile.gif)
უნდა აღვნიშნო რომ საიტი გაიხსნა ახლახან
http://www.fereidani.com/
_ადამიანის მიერ, რომელსაც ასევე ძალიან უყვარს ფერეიდანი, შეიხედეთ, და გაითვალისწინეთ, რომ ირანის ისლამური რსეპუბლიკა თვალს ადევნებს ამ ხალხის საქართველოში მოღვაწეობას, და ხანდახან ძალიან ცნობისმოყვარე და მეტისმეტად გულმხურვალე ქართველობის შეკითხვები და საქციელი, პრობლემებს უქმნის ხოლმე მათsad.gif(
იმედი მაქვს სწორად გამიგებთsmile.gif)
აბა, ახლა ვნახოთ ფერეიდანიsmile.gif)

პოსტის ავტორი: _ნინო_ თარიღი: Nov 11 2006, 12:12 AM

ფერეიდნელი ქართველები, ჩვენი თანაფესვები! მათ საოცარი სიყვარული აქვთ ღვთისა, მამულისა და ერისა! ჩემთვის მისაბაძნი არიან!

პოსტის ავტორი: tat-ia თარიღი: Nov 11 2006, 12:19 AM

გასაოცარია, დღემდე რომ შემოინახეს მშობლიური ენა, მეც ვიყავი "ჩვენებურებზე", ფერეიდნელების სიმღერაზე კინაღამ ვიტირე, მთელი კვირა აღფრთოვანებული დავდიოდი, აბა smile.gif

პოსტის ავტორი: ანნა თარიღი: Nov 19 2006, 04:07 AM

ციტატა(salome @ Aug 11 2006, 05:16 AM) *

ფერეიდნელები ,,არტ-გენზე"

IPB-ს სურათი


ნუ გონაშვილი ყველგან არის rolleyes.gif შემოგევლე

საოცარი ხალხია რომელსაც სჭირდებათ დაფასება სიყვარული და მოფერება

დღეს კიდევ უყურე ტაო კლარჯეთში მცხოვრებ ქართველებს რომლებიც 1500 წელი იქ ცხოვრობენ და ქართულად ლაპარაკობენ.

პოსტის ავტორი: Andria თარიღი: Nov 19 2006, 07:32 AM

...

პოსტის ავტორი: დავით ივერიელი თარიღი: Nov 20 2006, 12:55 AM

აუ ჩვენებურების "ელია გოგო" მიყვარს... ტელეფონზეც მიყენეია ზარადა biggrin.gif


პოსტის ავტორი: mogzaura თარიღი: Nov 20 2006, 01:25 AM

ეგ სიმღერა მეც ძალიან მიყვარს!მეც ვუყურე მაგ გადაცემას და აღბრთოვანებას ვერ ვმალავდიsmile.gif

პოსტის ავტორი: teo.. თარიღი: Nov 26 2006, 01:46 AM

ციტატა(salome @ Aug 11 2006, 05:16 AM) *

ფერეიდნელები ,,არტ-გენზე"

IPB-ს სურათი


უი smile.gif ეს ხომ ბექაა გონაშვილი (მარცხნივ)

პოსტის ავტორი: _MATASI_ თარიღი: Nov 26 2006, 10:59 PM

ფერეიდნელ ქარტველებს რომ საქართველო უყვართ ნეტავი ჩვენ გვიყვარდეს ასე...
ისე "ჩვენებურები" მარტო ჩვენებურები არ არიან... მე ვიცნობ რამდენიმე თურქეტსჰი მცხოვრებ ლაზს...ერთი ჩემი მეგობარია, და მინდა ვტქვა რომ მატაც არანაკლებ უყვართ ჩვენი ქვეყანა smile.gif

პოსტის ავტორი: თეკლა თარიღი: Nov 28 2006, 02:42 AM

QUOTE(_ნინო_ @ Nov 11 2006, 12:12 AM) *

ფერეიდნელი ქართველები, ჩვენი თანაფესვები! მათ საოცარი სიყვარული აქვთ ღვთისა, მამულისა და ერისა! ჩემთვის მისაბაძნი არიან!

მართლაცდა რომ.

პოსტის ავტორი: _ნინო_ თარიღი: Nov 28 2006, 12:46 PM

თეკლა
ორი კვირის წინ სამებაში ლოცვა სანამ დაიწყებოდა რამდენიმე ფერეიდნელი ვნახე იმ დღის ჩამოსულები. როდესაც უწმინდესი მობრძანდა ჩვენი თანაფესვები ტაძრის შესასვლელთან დახვდნენ. პატრიარქმა ასე მიმართა:ქართველებიო, გულში ჩაიკრა თითოეული მათგანი და ატირდა.

ეს ჩემთვის მართლაც რომ საოცარი იყო. ასე ახლოდან არასოდეს მენახა უწმინდესის ტირილი. ღმერთმა გააძლიეროს ჩვენი უსაყვარლესი პატრიარქი.მადლობა უფალს ასეთი მწყემსთავარი რომ გვარგუნა.


პოსტის ავტორი: teo.. თარიღი: Nov 28 2006, 10:53 PM

ციტატა(_MATASI_ @ Nov 26 2006, 09:59 PM) *

ფერეიდნელ ქარტველებს რომ საქართველო უყვართ ნეტავი ჩვენ გვიყვარდეს ასე...
ისე "ჩვენებურები" მარტო ჩვენებურები არ არიან... მე ვიცნობ რამდენიმე თურქეტსჰი მცხოვრებ ლაზს...ერთი ჩემი მეგობარია, და მინდა ვტქვა რომ მატაც არანაკლებ უყვართ ჩვენი ქვეყანა smile.gif


ნამდვილად ასეა მე მყავს პატარა მეგობარი თურქეთიდან სისხლით ქართველი, რომელსაც ერთხელ ღვთისმშობლისა და წმ. ანნას მირონმდინარე ხატი გავუგზავნე ინტერნეტით და ძალიან დაინტერესდა შემდეგ ამერიკაში სასწავლებლად ჩამოვიდა და აქ წმ. ნინოს სახელობის ქართულ ეკლესიაში მოინათლა. მის სახელს და გვარს შეგნებულად არ დავასახელებ რადგან მისმა ოჯახის წევრებმაც არ იციან მისი მოქცევის შესახებ და არ მინდა საფრთხე შეუქმნან smile.gif

კიდევ მყავს მეგობარი მათე რომელიც წმინდა სისხლის თურქია, მაგრამ ამერიკაში ჩამოსვლის შემდეგ მოინათლა და ჩვენი ეკლესიის მრევლი გახდა (მას მონათვლამდე საოცარი გამოცხადებები ქონდა)

მადლობა უფალს

პოსტის ავტორი: სალომე თარიღი: Nov 29 2006, 10:51 AM

ციტატა
კიდევ მყავს მეგობარი მათე რომელიც წმინდა სისხლის თურქია, მაგრამ ამერიკაში ჩამოსვლის შემდეგ მოინათლა და ჩვენი ეკლესიის მრევლი გახდა (მას მონათვლამდე საოცარი გამოცხადებები ქონდა



ოო, მათე მართლაც საოცარი ადამიანია...ისე შემიყვარდა...რომ ვემშვიდობებოდი ამეტირა....როგორც ვიცი, საქართველოში აპირებს საბოლოოდ ცხოვრებას...

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Nov 29 2006, 05:34 PM

teo..
შეგიძლია იმ ქართველის კოორდინატები რომ მომცე PM-ით?
სანთლით დავეძებ უცხოეთის ქართველებს (ფერეიდნელები უკვე ვიპოვე biggrin.gif )

პოსტის ავტორი: სალომე თარიღი: Nov 29 2006, 09:39 PM

მართალი ხარ!!! ამ ორი დღის წინ ვნახე ერთ-ერთი და სწორედ ეგ მითხრა....
თუმცა ივერია ფორუმზე ისეთ რაღაცეებს წერენ, ყბა ჩამომივარდება ხოლმე.... blink.gif
და ნინოს თავისი სიხარული უნდოდა გამოეხატა და ამიტომ დაწერა.... smile.gif
კატო-ბატო, შენ რომლებს იცნობ? huh.gif

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Nov 29 2006, 10:26 PM

ციტატა(სალომე @ Nov 29 2006, 09:39 PM) *

მართალი ხარ!!! ამ ორი დღის წინ ვნახე ერთ-ერთი და სწორედ ეგ მითხრა....
თუმცა ივერია ფორუმზე ისეთ რაღაცეებს წერენ, ყბა ჩამომივარდება ხოლმე.... blink.gif
და ნინოს თავისი სიხარული უნდოდა გამოეხატა და ამიტომ დაწერა.... smile.gif
კატო-ბატო, შენ რომლებს იცნობ? huh.gif


მე კახას(აჰმადს) ვიცნობ კარგად, ახლახან მისი ძმაც გავიცანი, აი ის ფერეიდანში ვინც ქართულს ასწავლის, დანარჩენებს ისე, მისალმებითsmile.gif


ერთად წიგნის თარგმნაც კი გვინდოდა, მაგრამ ვეღარ შევძელითsad.gif

პოსტის ავტორი: სალომე თარიღი: Nov 29 2006, 10:36 PM

ციტატა(kato_Bato @ Nov 29 2006, 06:26 PM) *

მე კახას(აჰმადს) ვიცნობ კარგად, ახლახან მისი ძმაც გავიცანი, აი ის ფერეიდანში ვინც ქართულს ასწავლის, დანარჩენებს ისე, მისალმებითsmile.gif
ერთად წიგნის თარგმნაც კი გვინდოდა, მაგრამ ვეღარ შევძელითsad.gif

ოო, კახას მეც ვიცნობ, ძალიან საყვარელია!

გიორგი აქ რომ იყო ჩამოსული, რეალში მაშIნ გავიცანი...

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Nov 29 2006, 10:52 PM

ციტატა(სალომე @ Nov 29 2006, 10:36 PM) *

ოო, კახას მეც ვიცნობ, ძალიან საყვარელია!

გიორგი აქ რომ იყო ჩამოსული, რეალში მაშინ გავიცანი...



ხო, ძალიან საყვარელი და თავმდაბალი ხალხია, მიუხედავად იმ დიდი თავშეკავებისა რასაც ისინი იჩენენ, წესისამებრ, მაინც ვერ იგრძნობ რომ უცხოები"ელ"ები არიანsmile.gif

თუმცა ასევეა ირანშიცsmile.gif
სტუმართმოყვარეობა აღმოსავლეთისთვის დამახასიათებელია, ასე გგონია არსადაც არ წასულხარ, შენი ქვეყანააsmile.gif)

ასევეა ირანელებისთვის საქართველოsmile.gif

პოსტის ავტორი: შოთა თარიღი: Dec 1 2006, 05:58 PM



მინდა მოგმართოთ ყველა ფორუმელებს, რომ ჩემამდე მოსული ინფორმაცით, ჩვენი დაპოსტილი პოსტებით რომელებიც ფერეიდანელე ქართველებს და მათ კავშირ ეხება საქართველოს საპატრიარქოსთან ანდაც მათ მონათვლასაც საქართველოში უქმნიან მაგ ხალხს გარკვეულ პრობლემებს რამეთუ ირანი დღემდე არის რადიკალური ისლამური ქვეყანა და მათ შორის მათი ლიდერიც ეგრეთია, ამიტომ საშიროება რომ ჩვენი დაწერილი
პოსტები ჩაუვარდებათ ხელში ასევე არა სასურველ პირებს რომლებიც გამოიყენებ ამ ინფორმაცია თავის საკეთილდღეოდ.
ამიტომ გთხოვთ შეიკავოთ თავი მსგავსი ფაკტების დაპოსტისგან ასევე მათი პირადი ფოტოების დადები, შესაბამისად ყველა მსგავსი პოსტის დამალვას მეც ვაპირე.

პოსტის ავტორი: teo.. თარიღი: Dec 6 2006, 11:23 PM

ციტატა(კანონისტი @ Nov 29 2006, 04:34 PM) *

teo..
შეგიძლია იმ ქართველის კოორდინატები რომ მომცე PM-ით?
სანთლით დავეძებ უცხოეთის ქართველებს (ფერეიდნელები უკვე ვიპოვე biggrin.gif )



მისი ნათლობის ამბავი გასაიდუმლოებულია თვითონ დედ-მამამაც კი არაფერი არ იციან, რადგან მისივე თქმით შესაძლოა სიცოცხლეს გამოასალმონ ალაჰის დაგმობისთვის და ქრისტეს აღიარებისათვის, უმჯობესია მე დაველაპარაკო მას და გავაცნო თქვენი სურვილი, თუ დამთანხმდა მე მივცემ თქვენს მისამართს და დაგეკონტაქტებად , მგონი ასე უფრო გამართლებული იქნება ჩემი მხრიდან.. საოცარი ადამიანია ძალიან უყვარს ქართველები და ქართულადაც ბრწყინვალედ ცეკვავს, მთხოვა რომ ჩამოვალ შენს ანსამბლში მაცეკვეო ამის დრო და საშვალება არ ჰქონდა სწავლის გამო, მაგრამ ერთ-ერთი წვეულების დროს ერთად მოგვიწია ცეკვამ და მინდა გითხრათ აღფრთოვანებული დავრჩი smile.gif დაველაპარაკები და აუცილებლად შეგატყობინებთ პასუხს

პოსტის ავტორი: tatuli თარიღი: Jan 3 2007, 12:09 PM

ციტატა(salome @ Aug 11 2006, 06:16 AM) *

ფერეიდნელები ,,არტ-გენზე"

IPB-ს სურათი



zalian gamixarda chakrulos ak danaxva. chakrulo mec lazebisgan gavicani. beka zalian kargi adamiania.

პოსტის ავტორი: თიო თარიღი: Jan 4 2007, 04:37 AM

ფერეიდნელების სიმღერა პირველად შარშან მოვისმინე ფესტივალი "ჩვენებურების" დახურვაზე და გული კინაღამ გამიჩერდა!...
გადახვეწილი და მაინც საქართველოთი მსაზრდოებელი გენი! _ რომლის გზაც ბედნიერებისკენ ცისარტყელის ქვეშ გადის!...
...

ეს საიტი მომაწოდა ერთმა ფერეიდნელმა მეგობარმა:

http://irib.ir/worldservice/georgianradio/

სასურველია, თუ ხანდახან მაინც შევალთ და ვნახავთ საიტს_რითაც ქართულ რადიოს და ამ საიტის არსებობას მხარს დავუჭერთ!...

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Jan 21 2007, 01:53 PM

ნახეთ, როგორი ყაყაჩოები იზრდება ფერეიდანში.
გინახავთ აქამდე ასეთი?

IPB-ს სურათი


ესეც ზამთარი ფერეიდანში smile.gif

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Jan 21 2007, 05:12 PM

kato_Bato
რა ლამაზიაააა biggrin.gif

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Jan 21 2007, 08:37 PM

ამ ადგილს ფერეიდანში ქვია "ქვაყრილი"

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: tako თარიღი: Jan 21 2007, 09:21 PM

ძალიან უცნაური ყაყაჩოებია, მაგრამ ძალიან ლამაზია smile.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jan 23 2007, 05:36 PM

ფერეიდნელი ქართველები დამეთანხმებით გამორჩეული არიან უცხოეთის ქართველთა შორის

მე პირადად შარშანწინ ამისრულდა ბავშვობის ოცნება და გავიცანი რამდენიმე ირანელი ქართველი, თან არამხოლოდ გავიცანი, ბევრთან ვმეგობრობ კიდევაც

აქ დავწეროთ შთაბეჭდილებები ამ ხალხზე, და საერთოდ, ირანის ქართველთა ყოფაზე

ეს ფერეიდნული საქორწილო მოსაწვევია:
IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jan 23 2007, 05:50 PM

teo..

ციტატა
უმჯობესია მე დაველაპარაკო მას და გავაცნო თქვენი სურვილი, თუ დამთანხმდა მე მივცემ თქვენს მისამართს და დაგეკონტაქტებად... დაველაპარაკები და აუცილებლად შეგატყობინებთ პასუხს

არაფერი უთქვამს???

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Jan 24 2007, 01:57 AM

ესეც ფერეიდანი smile.gif

IPB-ს სურათი


იმედი მაქვს, მეღირსება როდესმე მისი ნახვა IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: zepp თარიღი: Feb 8 2007, 04:56 AM

ჩვენებურები ლაზები ლინკზე დააკლიკეთ და ნახეთ რას ოინობენ sad.gif

http://www.youtube.com/watch?v=rS4G0ax81-I

პოსტის ავტორი: van111 თარიღი: Feb 8 2007, 05:08 AM

ციტატა(zepp @ Feb 8 2007, 04:56 AM) *

ჩვენებურები ლაზები ლინკზე დააკლიკეთ და ნახეთ რას ოინობენ sad.gif

http://www.youtube.com/watch?v=rS4G0ax81-I

აუ მაგარი იყო ძაან, უყურეთ ხალხო გამხიარულდებით smile.gifsmile.gif

პოსტის ავტორი: Karo თარიღი: Feb 10 2007, 05:31 PM

მეც ვიცნობ ერთ ლაზს, ბაიარ შაჰილსsmile.gif მაგარი კაცია... თან მაგრად მღერის...

პოსტის ავტორი: pushoka თარიღი: Feb 21 2007, 01:35 PM

თუ იცით ან თუ გაქვთ ვინმეს ინფორმაცია როდისთვის აპირებენ ჩამოსვლას ჩვენებურები თურქეთიდან???ზუსტად არ ვიცი როდის მაგრამ ჭორის დონეზე გაგებული მაქვს რო აპირებენ?

თუ იცით ან თუ გაქვთ ვინმეს ინფორმაცია როდისთვის აპირებენ ჩამოსვლას ჩვენებურები თურქეთიდან???ზუსტად არ ვიცი როდის მაგრამ ჭორის დონეზე გაგებული მაქვს რო აპირებენ?

პოსტის ავტორი: თათი87 თარიღი: Feb 21 2007, 07:52 PM

pushoka
თუ ფესტივალს გულისხმობ ტარდება გაზაფხულობსა და შემოდგომაზე!
ზუსტი თარიღი არ ვიცი სამწუხაროდ sad.gif

პოსტის ავტორი: nino-iza თარიღი: Mar 2 2007, 02:59 PM

ჩემო თბილო და ტკბილო ადამიანებო დალიან მიხარია და ვარ ამაკი რომ ვიგაც ჩემი სამშობლოს ბედ_იგბალზე წუხს. გაიხარეთთთთთთთთთთთთთთთთთთთ
თთთთთთთთ!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

Karo
მეც ვიცნობ ლაზებს და ისიც ვიცი რო მარტლა ჩვენებური ხალხია.ძალია კარგ ღვინოს აყენებენ.

პოსტის ავტორი: nino-iza თარიღი: Mar 2 2007, 03:15 PM

სალომე
სალო ბანაკში ფერეიდნელები არ იკვნენ გული კი დალიან დამწყდა.

პოსტის ავტორი: სალომე თარიღი: Mar 2 2007, 03:36 PM

ციტატა(nino-iza @ Mar 2 2007, 11:15 AM) *

სალომე
სალო ბანაკში ფერეიდნელები არ იკვნენ გული კი დალიან დამწყდა.



ნინო, ვერ მივხვდი სად არ იყვნენ? და რატომ დაგწყდა გული? biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: თათი87 თარიღი: Mar 2 2007, 05:35 PM

ციტატა
მეც ვიცნობ ერთ ლაზს

ჩემი ძმა პაესტკაში იყო და ლაზების სოფელშიც შეუვლიათ და უცეკვიათ, თურმე ხალხი ცრემლებს ვერ იკავებდა და ზოგი თვითონაც აყოლია მათ ცეკვას! მაგრამ სამწუხაროდ რომ ვუყურე ახალგაზრდები ძალიან ინერტულები იყვნენ! ძველი თაობა ვერ ივიწყებს საქართველოს თორე მგონი ახალგაზრდებს ( მათ გარკვეულ ნაწილს მაინც) თავიანთ სამშობლოდ თურქეთი მიაჩნიათ sad.gif sad.gif

პოსტის ავტორი: ubralod gio თარიღი: Mar 2 2007, 05:54 PM

თათი87
იცი ეგ გასაგებიც არის რაsad.gifმარა ვგიჟდები ფერეიდნელ ქართველებზე და იმათზე კიდევ თურქეთში რო არიან მუჰაჯირობის დროს რო მოუწიათ იძულებით გადასახლება!იცი როგორი ქართველები არიან?smile.gifთეთრები,ქერა თმებით და ცისფერი თვალებითsmile.gifსისხლს არაფრის დიდებით არ უღრევენ თურქებში ქორწინება მხოლოდ ერთმანეთში აქვთ...მეტყველებაsmile.gifსუ მაღალ მთიანი აწარული კილო აქვთsmile.gifარაფრით ივიწყებენ მათ წარმომავლობას და გვარებს.ყველამ იცის რა გვარისები არიან და ასე შემდეგ.იციან თამარი და ადიდებენ მას,კონცხებზე გადმოდგებიან და ჩრდილოეთით გამოიხედავენ და ცრემლიანი თვალებით შესცქერიან მხარეს და იციან რომ მათი ფესვები იქ იმ სანატრელ მხარეში არის....

პოსტის ავტორი: თათი87 თარიღი: Mar 2 2007, 06:22 PM

ubralod gio
გიო იცი რა არის?! უბრალოდ ჩვენ არაფერს ვაკეთებთ მათთვის და ამიტომ არც გვაქვს მორალური უფლება მოვთხოვოთ ქართველობა, მოვთხოვოთ ჩვენი ტრადიციების დაცვა, მაშინ როცა ჩვენ თვითონ აღარ ვიცავთ მათ და ჩვენ თვითონ დავცინით ხშირად და მოძველებულსა და ყავლაგასულს ვეძახით smile.gif

პოსტის ავტორი: ubralod gio თარიღი: Mar 2 2007, 07:29 PM

თათი87
ხო ეგ ვთქვი მეც სწორედ რა მარა ისინი კიდევ ქართველები არიან

პოსტის ავტორი: თათი87 თარიღი: Mar 2 2007, 11:33 PM

ubralod gio
კი ისინი არიან! მეც ვნახე (ოღონდ ტვ-ში) და ერთი ისეთI ლამაზი ბავშვი იყო ლამის გავგიჟდი!
სახეზე რო შეხედავ ეტყობათ ქართული იერი!
მაგრამ ლაზების უმრავლესობა, რაც არ უნდა მწარე იყოს ჩემი აზრით დაკარგულია! და ვერც გავამტყუნებთ sad.gif
აბა შენ წარმოიდგინე მათ ადგილას თავი!
შენი ისტორიული სამშობლო არაფერს აკეთებს შენთვის, სამაგიეროდ შენზე ზრუნავს სხვა ქვეყანა, რომელიც მართალია სულ ცოტა ხანია რაც იმ მიწის "მეპატრონე" გახდა , რომელზეც შენ ცხოვრობ, მაგრამ...
რომელს აირჩევ?
დარწმუნებული ვარ, არიან ისეთებიც, რომლებიც ისტორიული სამშობლოს სასარგებლოდ გადახრიან სასწორის პინას! მაგრამ ალბათ ასეთნი ძალიან ცოტანი არიან, იშვიათი გამონაკლისები! ეს ჩემი სუბიექტური აზრია! smile.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 12 2007, 02:02 PM

ეს სიტყვები ამოვიკითხე ჟურნალში "ჩვენი მწერლობა" და თვალზე ცრემლები მომადგა..

"ამ ზაფხულს სტამბოლში ვიყავი. თარჯიმნად უმცროსი შვილი, მაია წავიყვანე. საღამო ხანი იყო. ვსეირნობდით. უცბად, სასტუმროსთან ორმა მამაკაცმა გააჩერა. გურჯი ხარ? - ჰკითხეს. - დიახო, - უპასუხა. - ლაზიო? - ლაზი მამაჩემიაო. ამ დროს წამოვეწიე, თან მეცინება: მე თუ ლაზი ვარ, შენ ლაზი არ ხარ-მეთქი, - ვეუბნები შვილს.

ერთი სიტყვით, იმათგან ერთ-ერთმა მთხოვა: დედა მყავს ლაზი, სტამბოლში ცხოვრობს, ალბათ ოცი წელი იქნება ლაზური არ გაუგონია და იქნებ დაელაპარაკოთო.

დაურეკა. გვიანი იყო და ოჯახის წევრა უპასუხა: სძინავსო. გააღვიძეთო, - უთხრა შვილმა. ყურმილში მოხუცი ქალის ხმა გაისმა, - ბებო, როგორ ხარ? - ვეკითხები მეგრულად, იქიდან ის მელაპარაკება ლაზურად, სიტყვებს კარგად ვერ ვარჩევ, მაგრამ ვგრძნობ მეფერება, მეფერება.. გურჯისტანის ამბებს მეკითხება, სამშობლოს ამბებს... "

კახმეგ კუდავა

პოსტის ავტორი: vano78 თარიღი: Mar 20 2007, 11:48 AM

მართლაცდა ის ხალხი რომელთაც 300 წლის მანძილზე შეინარჩუნეს ეროვნული თვითმყოფადობა და ენა მეტ ყურადღებას ითხოვენ. ხომ შეიძლებე ებრაელებივით გამოვაცდახადოთ საყოველთაო მოწვევა, შეიქმას აქ ცხოვრების ღირსეული პირობები და ჩამოვასახლოთ ეს ხალხი აქ, რომელიც ზუსტად იმ კილოთი მეტყველებს და აზროვნებს რითაც წავიდნენ აქედა. ფერიდნენელბს როცა ეძალებათ სამშობლოზე ფიქრი და ცისარტყელას ხედავენ იძახიან თუ იქ მოახერხებ გაძრომასო მაშინ საქართველოს დაინახავო. ანდაც ლაზები გავიხსენოთ, თურქეთის ბიზნესის, ჯარისა და პოლიტიკის უმაღლეს ეშელონებში დიდი თანამდებობები უკავითო. მართლაცდა რა ვინ მისცა საქართველოს დასაკარგი შვილები. მე მაქვს სახში ერთი ფერეიდნელი ქართველის კაზიმი ქვია. მიხევის ქალოს ისე მღერის რომ შეუძლებელია ცრემლი არ მოგერიოს, ამ ადამიანისა და მთლიანად ამ ხალხის სულისა და გულის ტირილია. ღმერთო დაგვიფარე.

პოსტის ავტორი: აფხაზეთი თარიღი: Mar 22 2007, 03:57 PM

ციტატა(zepp @ Feb 8 2007, 05:56 AM) *

ჩვენებურები ლაზები ლინკზე დააკლიკეთ და ნახეთ რას ოინობენ sad.gif

http://www.youtube.com/watch?v=rS4G0ax81-I


zepp, არ არიან ესენი ლაზები. გურჯები არიან. wink.gif ეს აჰმედ მელაშვილის გადაღებული კინოფირია, მის მშობლიურ სოფელში ჰაირიეში. ასევე, მაჭახელას ხეობის სოფლებიცაა ამ კინოფირში.

კარგად ვიცნობ ამ კინოფირს (ასევე სხვებსაც, რომელიც არ დადებულა ქსელში), ვინაიდან მე გადმომცა რამოდენიმე წლის წინ თურქეთში ერთ-ერთმა ჩემმა ქართველმა (და არა ლაზმა) მეგობარმა, შესაბამისი კომენტარებით wink.gif

ციტატა(Karo @ Feb 10 2007, 06:31 PM) *

მეც ვიცნობ ერთ ლაზს, ბაიარ შაჰილსsmile.gif მაგარი კაცია... თან მაგრად მღერის...


იცნობ ბაიარ შაჰინს (გუნდარიძეს), რომელიც გახლავს არა ლაზი, არამედ - ქართველი (აჭარელია, მაჭახელას ხეობიდან) wink.gif

პოსტის ავტორი: natia83 თარიღი: Mar 30 2007, 12:02 AM

შედით ამ საიტზე და ნახავთ ყველაფერს


http://fereidani.site.ge/chveneburebi.php


გფარავდეთ უფალი

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 30 2007, 01:02 PM

natia83

ნათი, რა კარგი საიტია smile.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 16 2007, 11:18 AM

http://www.chveneburi.net/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 17 2007, 03:03 PM

www.fereidani.com

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: May 17 2007, 03:26 PM

დღეს ამაღლების დღესასწაულზე არის ამავე დროს ხსენება ყოველთა ფერეიდნელთა ქართველთა, ქრისტეს სარწმუნოებისათვის მოწყვეტილთა

შეეწიოს მათი ლოცვა ყველა ჩვენებურს!

პოსტის ავტორი: _Matasi_ თარიღი: May 17 2007, 03:47 PM

დღეს პატრიარქმა დალოცა საქართველოში მცხოვრები ფერეიდნელი ქართველები... smile.gif და თქვა, ღმერთს ვევედროთ, რომ უფრო მეტმა ფერეიდნელმა გაიაროსო 'ცისარტყელის ქვეშ' smile.gif

ბექამ კი ერთ-ერთი ფერეიდნელი - თორნიკე გამაცნო smile.gif

შორს არიან, მაგრამ ისინი ჩვენზე მეტად გრძნობენ საქართველოს სიყვარულს... და უფრო მეტად აფასებენ...


პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: May 17 2007, 06:42 PM

_Matasi_

ციტატა
ბექამ კი ერთ-ერთი ფერეიდნელი - თორნიკე გამაცნო


მაგათ ვენაცვალე ორივეს!!! wub.gif

თორნიკე ჩემი ძმაა smile.gif ასე შევარქვი: "ქართული სულის უკვდავების ცოცხალი სიმბოლო"

პოსტის ავტორი: ბექა.შუხოშვილი† თარიღი: May 17 2007, 10:39 PM

ციტატა(_Matasi_ @ May 17 2007, 04:47 PM) *

დღეს პატრიარქმა დალოცა საქართველოში მცხოვრები ფერეიდნელი ქართველები... smile.gif და თქვა, ღმერთს ვევედროთ, რომ უფრო მეტმა ფერეიდნელმა გაიაროსო 'ცისარტყელის ქვეშ' smile.gif

ბექამ კი ერთ-ერთი ფერეიდნელი - თორნიკე გამაცნო smile.gif

შორს არიან, მაგრამ ისინი ჩვენზე მეტად გრძნობენ საქართველოს სიყვარულს... და უფრო მეტად აფასებენ...

მაგარი იყო მართლა თამუ smile.gif
თორნიკეს რაც შეეხება საოცარი ადამიანია და ძალიან მაგარი პიროვნება ვენაცვალე მაგას და სრულიად ფერეიდნელებს ბევრ თბილისელ ქართველს და საქართველოში მცხოვრებ ქართველებს სჯობნიან ქართული სულით smile.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: May 18 2007, 12:09 PM

ბექა.შუხოშვილი†

ციტატა
თორნიკეს რაც შეეხება საოცარი ადამიანია და ძალიან მაგარი პიროვნება ვენაცვალე მაგას და სრულიად ფერეიდნელებს ბევრ თბილისელ ქართველს და საქართველოში მცხოვრებ ქართველებს სჯობნიან ქართული სულით


პირველად რომ გავიცანი თორნიკე, ძმაკაცი ფაქტიურად არ ჰყავდა.... ჯგუფში ბიჭები დედას რომ იგინებოდნენ, ვერ ძლებდა მათთან... sad.gif ეგ კი არა, ახალჩამოსულს თურმე გინების სიტყვები ჰგონებია, რომ ახალქართულზე სხვა რამეს ნიშანვდა, აბა ასეთ საშინელებას ხომ არ იტყვიანო

საოცრად მალე დავმეგობრდით..... მაგრამ საოცარი იყო ის განცდა, რაც დამეუფლა მაშინ, ჩემმა ბიძაშვილმა (რომელიც მას ქართულს ასწავლიდა) რომ მითხრა დღეს ფერეიდნელი ბიჭი უნდა გაგაცნოო

განცდა იყო იმდენად ძლიერი, რომ ლექციაზე ვერ გავჩერდი... წამებს ვითვლიდი, როდის შემისრულდებოდა ბავშვობის ოცნება და საკუთარი თვალით ვნახავდი ფერეიდნელ ქართველს

პირველი მისალმება, ხელის ჩამორთმევა და.... ძველქართული გულის ამოძახილი: მიხარის ძაან (სასიამოვნოა-ს ნაცვლად wink.gif )

მადლობა ღმერთს, რომ ეს ოცნება ამისრულა..... wub.gif

პოსტის ავტორი: sofi89 თარიღი: May 18 2007, 12:59 PM

აუ, რა მაგარიაააა rolleyes.gif
ტელევიზორში რომ ვუყურებ ხოლმე,ცრემლები მადგება...ვენაცვალე მაგათ wub.gif 2kiss.gif

პოსტის ავტორი: inkvizitor თარიღი: May 21 2007, 11:26 PM

ისე, სკაიპი ან რამე მაგისთანა არა აქვთ იქ, ფერეიდანში?
თუ ვინმემ იცით, დავეკონტაქტოთ იქაურებს, მერე ისინი სხვებს გაგვაცნობენ და გულში ჩავიკრათ მთელი ფერეიდანი.
მაგარი იქნება.

პოსტის ავტორი: nino_france თარიღი: May 30 2007, 12:01 AM

ციტატა(inkvizitor @ May 21 2007, 11:26 PM) *

ისე, სკაიპი ან რამე მაგისთანა არა აქვთ იქ, ფერეიდანში?
თუ ვინმემ იცით, დავეკონტაქტოთ იქაურებს, მერე ისინი სხვებს გაგვაცნობენ და გულში ჩავიკრათ მთელი ფერეიდანი.
მაგარი იქნება.

კარგი აზრიაsmile.gif მემგონი ყველა ქართველს ძალიან გაგვიხარდება ფერეიდანელებთან ურთიერთობაsmile.gif

პოსტის ავტორი: Qeti თარიღი: Jun 2 2007, 08:40 PM

"ქართული სულის უკვდავების ცოცხალი სიმბოლო"

ღმერთმა დალოცოს და გააძლიეროს ყველა, ვინც იმსახურებს ამ სიტყვებს!



ციტატა
შორს არიან, მაგრამ ისინი ჩვენზე მეტად გრძნობენ საქართველოს სიყვარულს... და უფრო მეტად აფასებენ...


მართალია, მათი სიყვარული და პატრიოტიზმი, ასჯერ, ათასჯერ უფრო მეტად დასაფასებელია და სამაგალითო...

პოსტის ავტორი: ბექა.შუხოშვილი† თარიღი: Jun 6 2007, 05:23 PM

ციტატა
მართალია, მათი სიყვარული და პატრიოტიზმი, ასჯერ, ათასჯერ უფრო მეტად დასაფასებელია და სამაგალითო...

ხო მართალი ხარ sad.gif ნეტა ჩვენ აქ მცხოვრები ქართველები მათგან ვიღებდეთ მაგალითს კაი იქნებოდა sad.gif

პოსტის ავტორი: Lile თარიღი: Jun 7 2007, 11:46 AM

აუ, რა სურვილი გამიჩნდა იცით, ფიროსმანივით მომინდა ერთი "დუქნის" გაკეთება, სადაც ყველა ემიგრანტ ქართველს შეეძელბოდა მოსვლა და ერთმანეთის ნახვა. ზოგი საქმეზე ჩამოდის, ზოგი სასწავლებლად, ზოგი ფესტივალს ჩამოყვება ხოლმე და ა.შ. მეც ჰერეთისა და თურქეთის ბევრ ქართველს ვიცნობ (ფერეიდნელებს ჯერ არა sad.gif ), და ხომ კარგი იქნებოდა საღამოობით, საქმის მერე ყველანი - აქაურები, იქაურები - შევკრებილიყავით, ჩაი დაგველია, გვესაუბრა, ერთმანეთს მოვფერებოდით...
ისეთი სურვილი გამიჩნდა, ახლავე, ამწუთშიც მზად ვარ მაგ საქმეს შევუდგე wink.gif

ყველა სულით ქართველს ვენაცვალე მე!!! wub.gif

პოსტის ავტორი: islam თარიღი: Aug 14 2007, 09:49 PM

მოგესალმებით ჩვენებურებო

პოსტის ავტორი: islam თარიღი: Oct 27 2007, 02:06 PM

სალამი

ფორუმელებს

პოსტის ავტორი: -ქეთი- თარიღი: Oct 28 2007, 12:30 PM

hi.gif hi.gif hi.gif

პოსტის ავტორი: mii თარიღი: Dec 27 2007, 07:38 PM

რა ბედნიერი იქნება ქართველი ხალხი ყველა ჩვენებურები საქართველოში რომ ცხოვრობდეს და თან რა ბევრიც ვიქნებით))))) ეჰ რომ ასე არ არის

პოსტის ავტორი: iisperiTOVLI თარიღი: Apr 30 2008, 07:24 PM

ჩვენებურებს სიცოცხლეეე! smile.gif ყველა დალოცოს ღმერთმა!..

პოსტის ავტორი: ჩაკრულო თარიღი: Jul 5 2008, 12:04 PM

ციტატა(salome @ Aug 11 2006, 06:16 AM) *

ფერეიდნელები ,,არტ-გენზე"

IPB-ს სურათი


სეენ გაგახარებს ღმერტი :0 საიდაინა გაქვს ეს ფოტო? smile.gif
წვერებსი რო არის ეგ არის ბატონიალექსანდრე იოსელიანი და მისი ოჯახია, ვაჟი, მეუღლე, რძალი და შვილიშვილი, პტარა ნოდარიკო, ერთ ეღთი პირველი ნაცნობობა ჩემი ფერეიდნელ ქართველებთან მოდის სწორედ ალექსანდრე იოსელიანიდან, და შარშან წინ ისე დაემთხვა რომ ჩამოსულები იყვენენ საქართველოში, და ბატონმა ალიმ დამირეკა და ეგრევე ვუთხარი რომ ყველაზე კარგი ერთმანეთის მოსანახულებელი ადგილი არტ-გენის ფესტივალი იყო smile.gif ხოდა მოვიდნენ, ცოტა დააგვიანდათ, ვიღაც იოსელიანი შეხვედრიათ გზაში და როგორც წესი ეგრევე სადღაც რესტორნში წაუყვანია biggrin.gif:D:D

მოვიდნენ თუ არადა სცენაზე ავიყვანე პირდაპირ, და მე კარგად ვხედავდი ალექსანდრეს სიტყვების დროს ხალხი როგორ ტიროდა დაბლა, ერთი გოგო იყო და სუ ცრემლიანი თვალები ქონდა...

ბევრი რამის მოყოლა შემილია ამ დღეზე... ახლაც ტანში ჟრუანტელ დამივლის ხოლმე როცა მახსენდება ნოდარიკოს ხმა მიკროფონში: "გამარჯობააა" და ასე ეძახოდა ყველას, პოლიციელებთან მიდიოდა, გამყიდველებთან, ბავშვებთან და გახარებული, გაბრწყინებული სახიტ ყველას გამარჯობააააას ეძახდა!!!


ღმერთს ებარებოდეთ,


ბექა

ციტატა(inkvizitor @ May 21 2007, 11:26 PM) *

ისე, სკაიპი ან რამე მაგისთანა არა აქვთ იქ, ფერეიდანში?
თუ ვინმემ იცით, დავეკონტაქტოთ იქაურებს, მერე ისინი სხვებს გაგვაცნობენ და გულში ჩავიკრათ მთელი ფერეიდანი.
მაგარი იქნება.

laugh.gif
მე მსნ-შ0ი ვიდეო კონფერენციას ვაწყობ და ისე ვქეიფობთ ხოლმეე biggrin.gif rolleyes.gif

როგორც სოლომონ გოგაშვილი იტყოდა: ესენი არიან დაკონსერვებული ქართული ისტორიაო" biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
ერთ-ერთი კონცერტის დროს biggrin.gif

პოსტის ავტორი: neki თარიღი: Jul 5 2008, 06:16 PM

ციტატა(ჩაკრულო @ Jul 5 2008, 12:04 PM) *

როგორც სოლომონ გოგაშვილი იტყოდა: ესენი არიან დაკონსერვებული ქართული ისტორიაო" biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
ერთ-ერთი კონცერტის დროს biggrin.gif

http://bin.ge/file/186249/qartuli-istoria.wmv.html

http://www.radikal.ru


P.S. ძალიან კარგი ხალხი არიან ფერეიდნელები! მინდა ავღნიშნო ,რომ იმ კონცერტზე, რისი კადრიც მოცემულია smile.gif ასევე თვალცრემლიანები უყურებდნენ მათ გამოსვლას დარბაზში მჯდომი სტუმრები! მ

პოსტის ავტორი: kent5 თარიღი: Jan 23 2011, 09:51 AM

ჩემი აზრით ვისაც გულით უნდა ჩამოსვლა ჩამოდის. ქაშუეთის წმ. გიორგის ეკლესიის წინსმძღვარი თავის იდეალურ მეუღლესთან ერთად, ასყობილი დატოვეს ამერიკაში ყველაფერი და ჩამოვიდნენ. თუმცა ამ გმირული საქმის ესე მოკლედ გადმოცემა დააბნევს მკითხველს. თუ გული გულოდს ქადა ორი ხელით.... ხომ გაგიგიათ.

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Jan 23 2011, 03:07 PM

kent5
ჩამოსვლა-არ ჩამოსვლა არაა მნიშვნელოვანი, მთავარი ისაა როგორ უყურებ ცხოვრებას შენ.
როგორც ძნელ, მაგრამ ჩასაბარებელ გამოცდას, თუ როგორ, ცერთი ჩვეულებრივი ადამიანი, რა ვჭამო, რა ჩავიცვა, სად გავიცინო.
მე ხანდახან ძალიან პატრიოტი ვარ, ხშირად ვგიჟდები ლიტერატურაზე, ყოველდღე მაქვს სიკეთის გაკეთების სურვილი, მაგრამ ძირითადად ამას ფონად ჩემი გაუთავებელი მოვალეობები და"ერთი ამომასუნთქა" გასდევს.
ანუ ჩემი ფონი, ქრისტიანული ფსიქოლოგიის მიხედვით, თუ არსებობს ასეთI ცნება, არ არის მორწმუნის, ჩვეულებრივი ადამიანი ვარ.
ქრისტიანული გადასახედიდან ტალანტების დამმარხავი და "Aდამიანური" გადასახედიდან პოტენციური კარგი ტიპი, რომელსაც თუ "შანსს" მისცემ, რამე კარგს იზამს.აი, რომ დამკრას თავში, შეიძლება ძალიან დიდი გმირობა ჩავიდინო, მაგრამ მე ამას არ გავაკეთებ ყოველ დღე და არ იქნება ეს ჩემი მუდმივი პულსი.

ეს ხალხი რომ დაგიბრუნდეს, დაგიჯდეს აქ და პრეზიდენტი და საზოგადოება აგინოს, რასაც 99% აკეთებს, რა ბედენაა?
ან ამათი ოჯახი რომ იყოს მშიერი და ჩაუცმელი არა ქრისტეს, არამედ უმუშევრობის სახელით?
"ჩემი სამშობლო ჩემი გულია" აქ თუ არ ვიპოვი, აქ თუ არ გავაღებ და გავაშენებ, სულ ამაოა ეს ამდენი მაგალითი.
ყველა დღევანდელი დღით ცხოვრობს, ისიც ქუჩაში რომ ნამწვავს აგდებს, ჩემს 3 წლის შვილს რომ ყურში ახველებს და ცხვირსახოცს არ იფარებს, ისიც დღევანდელი დღით ცხოვრობს, არ უნდა ამხელა იდეალების ბრახუნი გადაღლილ ხალხს. არავინ არ იხსენებს გრიგოლ ხანძთელის მაგალითს, ყველას გაბრიელ ბერის მითის დამსხვრევის ეშინია.
ვითOმ სასწაული გაქრება და ქრისტე არ გაჩერდება თავის ადგილას!

პოსტის ავტორი: Heinrich von Sinsheim თარიღი: Jan 23 2011, 03:53 PM

mii
თუ მარტო იძულებით გადასახლებულს გულისხმობ, კი ბატონო, მაგრამ ყველა უცხოეთში მომუშავე რომ ერთად ჩამოვიდეს ნამდვილი კატასტროფა იქნება. ქართული ბიუჯეტის ძალიან დიდ ნაწილს სწორედ ის თანხა შეადგენს, რომელსაც უცხოეთში დასაქმებულები ოჯახებს უგზავნიან. თანაც, უმუშევრობის ისედაც კატასტროფული შედეგი საერთოდ ცამდე აიწევს. ამ ყველაფერმა შეიძლება შიმშილიც კი გამოიწვიოს ქვეყანაში.

islam mash'Allah ყველა ქართველ მუსლიმს!

პოსტის ავტორი: kent5 თარიღი: May 4 2011, 02:26 PM

მე, აბსოლუტურად გეთანხმები, მაგრამ ცხოვრება დღითი დღე საქართველოში უარესდება ძვირდება, მაშინ მაგ ლოგიკით უნდა ავიბარგოთ ყველა და მივატოვოთ ჩვენი სამშობლო. მასე არ გამოვა, მთავარია გულით გიყვარდეს შენი ქვეყანა და მაშინ უფლის ნებით არ გავიწირებით, მხოლოდ სიყვარული სიყვარული და ისევ სიყვარული, აი რა გადაგვარჩენს. mze.gif girl_angel.gif yvavilebi.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 28 2014, 01:22 PM

თურქეთელი ქართველები wub.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 29 2016, 11:26 AM

"ჰენრი ქავთარაძე: - თურქეთში ქართველის მიხვდომა ასე დავცადე - ლობიო იცი-მეთქი? ის ქართველი არ არის, თუ იტყვის, ლობიო არ ვიციო. თუ იცის, იმითი ვხვდები, რომ ქართველია.ზამთარში სტამბოლში ვცხოვრობ, ზაფხულში - მაჭახელაში".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 8 2017, 09:23 PM

"... [ლაზეთში] ერთ გარდაცვლილ ქალს თმაში უპოვეს ჯვარი..."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 7 2017, 02:35 PM

- სად არის? (მეგობარზე ვეკითხები)
- ეთრევა.
- სად?
- რა ვიცი, მივა-მოვა.
- როგორ არის?
- მე ვლევ, ის თვრება - ასე.
. . .
თურქეთის ქართველები. smile.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 6 2019, 07:25 PM

"დღესაც კი, როდესაც თურქეთი ყველაზე ახლო და ერთგულ მეზობლად იქცა, საზღვრები თითქმის გახსნილია და ერთმანეთთან დასამალი თითქმის აღარაფერი გვაქვს, მით უმეტეს, ისტორიულ თემებზე მსჯელობას აღარ ვერიდებით, აჰმედ მელაშვილის სახელი საქართველოში კვლავ თითებზე ჩამოსათვლელმა ადამიანმა თუ იცის. ამაში, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ქართული მხარეა დამნაშავე.

მწერალ ფრიდონ ხალვაშის 2007 წელს გამოქვეყნებულ წიგნში "ომრი" აღწერილია 1968 წელს ქართველ მწერალთა მოგზაურობა თურქეთში და აჰმედ მელაშვილთან შეხვედრის რამდენიმე საინტერესო და ამაღელვებელი ეპიზოდი: სადაც აკრძალეს საქართველო, აჰმედმა იქ იქართველა. ის იყო გამხდარი, აჩრდილად ქცეული კაცი, ფიჩხად მდგარი. თან კოჭლობით დასდევდა, თან ერიდებოდა, საქმე გონჯად არ წასვლოდათ.

ორი ქართველი თურქეთისა და რუსეთის უშიშროების თანამშრომლების გააქტიურებულ მზერას უფრთხოდა და ლამის მალულად შეხვდა ერთმანეთს - ჯერ ორი წუთით, შემდეგ ერთი საათით, მოახერხეს და მომავალ ჟურნალს სახელიც შეურჩიეს - "ჩვენებური". შემდეგ სხვა ჩვენებურები გააცნო, თანაც მოასწრო თავისი ტკივილი გაეზიარებინა, მოახერხა სტუმრებისათვის "ჩვენებურების გადარჩენილი ჩვენებურობა" ეჩვენებინა.

აჰმედის შემყურე ქართველი მწერალი საკუთარ თავს გამოუტყდა: "მთელი მუსლიმური საქართველოს ტკივილი ამ ერთ კაცშია თავმოყრილი.

ჩვენ, საქართველოს ქართველები, რაგინდ ვიპატრიოტოთ, მელაშვილის გვერდით ვეღარაფრად გამოვჩნდებით.

უფრო გულახდილი ვიყო? - იქ, ბურსაში, იმ ერთი მღელვარე საათის განმავლობაში, აჰმედ მელაშვილისგან საქართველოს სიყვარული უფრო მეტად ვისწავლე, ვიდრე მანამდე - შინ".

მელაშვილისვე შთაგონებით ითარგმნა ქართული ისტორიული რომანების მთელი სერია. 1977 წელს აჰმედ ოზქანმა ჟურნალ "ჩვენებურის" გამოცემა დაიწყო. უმძიმეს წლებშიც კი საზღვრის სხვადასხვა მხარეს მცხოვრები ქართველების ერთმანეთთან დაკავშირებას, ფოლკლორული საღამოებისა თუ შეხვედრების მოწყობას ახერხებდა. თუმცა სიმი 1980 წელს გაწყდა - აჰმედ ოზქან მელაშვილი მოკლეს. მისი მოღვაწეობა თურქეთის ექსტრემისტული ძალებისთვის მიუღებელი იყო..."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 14 2019, 03:26 PM

"მადლი უფლისა არის ჩვენთან, რომ სულიერად ქართველები ვართ. სხვა ერის წარმომადგენლები მალევე გადადიან ამა თუ იმ ქვეყნის ყაიდაზე. სამი საუკუნეა, თურქეთში ქართველები ცხოვრობენ, რომ გაივლიან, მე მათ ზურგით ვცნობ. შევხედავ და ათას კაცში იმ ორ ქართველს ზურგიდანვე ვიცნობ.

მივდივარ და ვეკითხები, შენ ქართველი ხარ? - კი, ქართველი ვარ, როგორ მიხვდი? მივხვდი, რადგან მისი გავლაც კი სხვანაირია, მხრებით ვცნობ ყველა ქართველს, რომლებიც სიმართლეს ადიდებენ"

/დეკ. ამირან ამირანაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 1 2022, 01:39 PM

"ხაზი უნდა გაესვას, რომ XIX საუკუნეში ბევრი ქართველი მაჰმადიანი მოლა ქართულად ქადაგებდა. ამ მხრივ სახელი გაითქვა ახმედ ეფენდი ხალიფაშვილმა. 1860-იან წლებში ის ჯამეში ქართულად ქადაგებდა და ყურანსაც ქართულად უხსნიდა მრევლს, რის გამოც სტამბოლში ჩაიყვანეს და სამართალში მისცეს"

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქართველი ხალხის ეთნიკური ისტორია", გვ. 72/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 2 2022, 04:49 PM

"დღეისათვის ქალაქებში ცხოვრების პირობებში უფროსი თაობა ცდილობს ახალგაზრდა ქართველები ერთმანეთთან დაახლოვოს, გააცნოს ერთმანეთს. მნიშვნელოვანია სოციალური ქსელის როლიც. ეთნიკურმა ქართველებმა ერთმანეთის გაცნობის ორიგინალური ხერხიც გამონახეს - ქუჩაში, ტრანსპორტში ყოფნისას თუ მიიჩნიეს, რომ ახლოს მდგომი ადამიანი ეთნიკური ქართველია, მობილური ტელეფონით ხმამაღლა "ტყუილ" საუბარს მიმართავენ. მაგალითად, ასეთს: "როგორ ხარ, ჭოო!" და ა.შ. ერთ-ერთ ჩვენს ინფორმატოს ამ გზით 50-მდე თანამემამულეს ყავს გაცნობილი".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქართველი ხალხის ეთნიკური ისტორია", გვ. 350/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 6 2022, 09:46 PM

"ერთ-ერთი ინფორმატორი აღნიშნავდა: "მე ვიტირე ბათუმი რომ დავინახე". ამ შემთხვევაში წინაპართა სამშობლოს დანახვაზე ცრემლი თურქეთელი ქართველის ეთნიკური იდენტობის მნიშვნელოვანი გამოხატულებაა. კიდევ ერთი ამონარიდი: "შევარდნაძეს რომ დავინახავდი, საგარეო საქმეთა მინისტრი რომ იყო, ჩემი კაცი იყო, მომწონდა და მიყვარდა. მე ნამდვილი ქართელი ვარ. ქართველს რამე რომ დაემართოს, აქ ვტირი. ახლა მისვლა-მოსვლაა და ეს ინტერესს ბადებს ქართული ენის შესწავლის. ენა არ იციან, მაგრამ გულში ქართველები არიან". ვფიქრობთ, ამ სიტყვებს კომენტარი არ სჭირდება. ცრემლს კიდევ უნდა დავუბრუნდე 2014 წელს სინოპის ერთ-ერთ ქართულ სოფელში ეთნოგრაფიული მასალების ჩაწერის შემდეგ, როდესაც 75 წლის ინფორმატორი გვემშვიდობებოდა, მას ცრემელები წამოუვიდა და მხოლოდ იმის თქმაღა მოახერხა: "რაღაი მეშველება ახლა მე!"

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქართველი ხალხის ეთნიკური ისტორია", გვ. 352/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 8 2022, 04:10 PM

"უნიას რაიონის სოფელ ქუსჩის სასაფლაოზე განისვენებს 1990-იან წლებში თურქეთის სოფლის მეურნეობის მინისტრი და ვიცე-პრემიერი რაფაიდინ შაჰინი (ლორთქიფანიძე). მისი საფლავის ქვაზე დაბადებისა და გარდაცვალების თარიღებია ამოკვეთილი: 1939-2013. ანდერძის თანახმად მიცვალებულს საქართველოდან ჩამოტანილი ქვით გაუკეთეს საფლავი და მიწა საქართველოდან, აჭარის სოფელ ვაიოდან ჩამოტანილი დააყარეს და დაკრძალეს საქართველოში დაბადებული ბებიისა და ბაბუას გვერდით. ეს ფაქტიც თურქეთის პოლიტიკური მოღვაწის მაღალი ქართული ეთნიკური ცნობიერების დამადასტურებელია".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქართველი ხალხის ეთნიკური ისტორია", გვ. 349/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 8 2022, 04:45 PM

"ეთნიკურ ქართველს სიამაყის გრძნობას თავისი გარეგნობაც უვითარებს. საუბრისას, როდესაც ქალებს ექსპედიციის წევრმა ქალებმა კომპლიმენტი უთხრეს, რომ ლამაზები ხართ, პასუხი იყო მოკლე და მოსწერებული: "გურჯი ვარ და!"

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქართველი ხალხის ეთნიკური ისტორია", გვ. 348/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 8 2022, 06:26 PM

"მუსლიმანმა ქართველებმა ახალი თვითსახელწოდება შექმნეს - "ჩვენებური". ხოლო გარშემომყოფი თურქებისთვის ისინი "გურჯები" იყვნენ. ასე რომ, ენისა და განსხვავებული კულტურის გამო, მათ არც თურქული მოსახლეობა გაითავისებდა. მიუხედავად იმისა, რომ ქართველები მათ სარწმუნოებაზე (ისლამზე) იყვნენ გადასული".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქართველი ხალხის ეთნიკური ისტორია", გვ. 342/

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)