IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

21 გვერდი V  1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
> რა არის ჯოჯოხეთი
ილია
პოსტი May 2 2007, 10:45 PM
პოსტი #1


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 903
რეგისტრ.: 29-March 07
წევრი № 1,525



ჯოჯოხეთს შესახებ დავწეროთ. მე მაქ უამრავი შეკითხვა, ვის რაგვაინტერესებს ვიმსჯელოთ,
ჯოჯოხეთში მყოფ სულების ლოცვას შეისმენს უფალი?
ჯოჯოხეთის შექმნის მიზანი რაარის? ანუ არცერთი სული არ ქრება თუ როგორ ვთქვა? მარადიულად არსებობს ყველა სული?


--------------------
უფალო, მასწავლე, როგორ მიყვარდე, მცირე ხნით მაინც მიბოძე ეს სიყვარული

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
missis_kartveli
პოსტი May 2 2007, 10:48 PM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,142
რეგისტრ.: 14-December 06
მდებარ.: tbilisi
წევრი № 684



ღმერთმა ადამიანს უკვდავი სული ჩაჰბერა, შესაბამისად სული მარადიულად არსებობს. სული რომელიც სასუფეველში ხვდება, მარადიულ ნეტარებას განიცდის, ხოლო ჯოჯოხეთში მყოფი სული მარადიულ ტანჯვას
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მაკუნა
პოსტი May 2 2007, 10:54 PM
პოსტი #3


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,495
რეგისტრ.: 18-March 07
წევრი № 1,409



ცოტა რთული თემაა და ვფიქრობ მამაოს გარეშე ამ თემის გარშემო საუბარი გაგვიჭირდება. რა ვიცი რა ვიცი unsure.gif unsure.gif


--------------------
ყველას უნდა მთის მწვერვალზე ცხოვრება, თუმცა ჭეშმარტი ბედნიერება სწორედ იმაშია, თუ როგორ ადიხარ ციცაბო ფერდობზე...

ადამიანს უფლება აქვს უყუროს მეორეს ზემოდან ქვემოთ იმ შემთხვევაში, როდესაც მას წამოდგომაში ეხმარება...

არც ერთი ადამიანი არ იმსახურებს შენს ცრემლებს, ხოლო ვინც იმსახურებს ის არასოდეს აგატირებს...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი May 2 2007, 11:04 PM
პოსტი #4


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



მე მაქვს კარგი წიგნი მაგაზე, რომელსაც ბოლო ნახევარი საათია ვეძებ სახლში და ვერ ვიპოვე. იმედია ვიპოვი და საინტერესო რამეებს დავწერ აქ


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ილია
პოსტი May 2 2007, 11:12 PM
პოსტი #5


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 903
რეგისტრ.: 29-March 07
წევრი № 1,525



ციტატა
ხოლო ჯოჯოხეთში მყოფი სული მარადიულ ტანჯვას

აქდან ადამიანები ხომ ვლოცულობთ მათვის ეს არშველის? და კიდე წამიკითხავს ადამიანი რომ ბერად აღიკვეცება ან სასულიერო პირი ხდება მათი წინაპრებისათვის მსუბუქდება იქ ტანჯვა და ხო შელება გამოვიხსნათ მათი სულები ჩვენი ლოცვებით?


--------------------
უფალო, მასწავლე, როგორ მიყვარდე, მცირე ხნით მაინც მიბოძე ეს სიყვარული

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ეკუმენისტი
პოსტი May 2 2007, 11:40 PM
პოსტი #6


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 285
რეგისტრ.: 1-May 07
წევრი № 1,803



ციტატა(ilia_7 @ May 2 2007, 10:12 PM) *

აქდან ადამიანები ხომ ვლოცულობთ მათვის ეს არშველის?


შველის, მიცვალებულთათვის ლოცვა ტყუილად არ არსებობს smile.gif თუმცა თვითმკვლელების და ათეისტების სულებზე არ ლოცულობენ როგორც გამიგია...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დათიკო
პოსტი May 2 2007, 11:42 PM
პოსტი #7


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



makuna7474
ციტატა
მამაოს გარეშე

მოძღვრის გარეშე უმჯობესია ითქვას, ვიდრე მამაოს გარეშე. მამაო წოდებითი ბრუნვის ფორმაა და მიცემით ბრუნვაში ო ბრუნვის ნიშანს არ დაირთავს.
ბოდიშით ოფტოპიკისთის, მაგრამ დროა გადავეჩვიოთ ენის დამახინჯებას.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ილია
პოსტი May 2 2007, 11:58 PM
პოსტი #8


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 903
რეგისტრ.: 29-March 07
წევრი № 1,525



ციტატა
თუმცა თვითმკვლელების და ათეისტების სულებზე არ ლოცულობენ როგორც გამიგია...

მოწყალებას გაცემენ ლოცვებში არ მოიხსენიებენ
ანუ მოწყალება მათ სახელზე გარკვეულწილად უმსუბუქებთ იქ ყოფას არაა?

აი მგონი საინტერესი იქნება დეკანოზ თეოდორე გიგნაძის განმარტება.
შეიძლება თუ არა ჯოჯოხეთში მოხვედრილი სული სამოთხეში გადავიდეს?

- ადამიანი სულისა ხორცის ერთობაა. გარდაცვალებისას ადამიანური ბუნება ორად იხლიჩება. ხორცი მიწად იქცევა. ადამიანური პიროვნება არსებობას სულის მიერ განაგრძობს. მაგრამ ადამიანი არ არის მხოლოდ სული. მხოლოდ სული არ არის სრულყოფილი ადამიანი. მას არ შეუძლია სრულყოფილი არსებობა. მას არ შეუძლია სრული ნეტარება ან ტანჯვა განიცადოს. იგი ერთგვარ მოლოდინშია.

მაგრამ მოლოდინის ორი სხვადასხვა მდგომარეობა არსებობს: პირობითად სამოთხე (არასრული) და ჯოჯოხეთი (არასრული), რომლებსაც ადამიანები გარდაცვალებისას პირადი სამშჯავროს მერე დაიმკვიდრებენ.

სამოთხეში მყოფ ადამიანს ჩვენი ლოცვა არ ჭირდება, რამეთუ იგი წმინდანია და თავად არის ჩვენი მეოხი. მაგრამ ჩვენ არ ვიცით, ვინ სად მიდის და რადგან ჯოჯოხეთში მყოფს ეკლესიის ლოცვა სჭირდება, ჩვენ ყველასთვის ვლოცულობთ.
ჩვენს ლოცვას არ შეუძლია ადამიანი ჯოჯოხეთიდან სამოთხეში აღიყვანოს(ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით), მაგრამ მდგომარეობას უმსუბუქებს, მარტოობისა და უსასოობის განცდას უქარწყლებს და ამგვარად ქრისტეს დიდებით დაბრუნებამდე შვებასა და ნუგეშს აძლევს.

უფლის მეორე მოსვლის შემდეგ, როდესაც შეიქმნება ახალი ცა და ახალი ქვეყანა (სამყარო შეიცვლება) და როდესაც აღდგებიან მკვდარნი (თითოეული სული კვლავ მიიღებს განახლებულ, უხრწნელ სხეულს), მაშინ სამოთხეში მყოფი სრული ადამიანები (სულით და ხორცით) შევლენ სრულ ნეტარებაში (იქნებიან ქრისტესთან და ერთმანეთთან); ხოლო ჯოჯოხეთში მყოფთაგან, რომლებსაც უყვარდათ ქრისტე, მაგრამ სიცოცხლეში ვერ მოასწრეს სარწმუნოებრივი საქმეებით ეჩვენებინათ ღვთის სიყვარული, აგრეთვე ჰქონდათ წმ. ეკლესიის მეოხება, უფლის კაცთმოყვარებით აღმოყვანილნი იქნებიან ჯოჯოხეთიდან და მართლებთან ერთად, თავადაც გამართლებულნი მარადის ქრისტესთან იქნებიან.

ხოლო ქრისტეს მოძულენი, რომლებიც ამ სიძულვილის გამო ქრისტესთან სიახლოვით იტანჯებიან, მარადიულად ქრისტეს გარეშე დარჩებიან, რაც წარმოადგენს კიდევაც ყველაზე საშინელ სატანჯველს


--------------------
უფალო, მასწავლე, როგორ მიყვარდე, მცირე ხნით მაინც მიბოძე ეს სიყვარული

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nat_uly
პოსტი May 3 2007, 12:23 AM
პოსტი #9


natalia
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,097
რეგისტრ.: 8-March 07
წევრი № 1,304



მე იმას გავიმეორებ რაც ჩემმა მოძღვარმა თქვა:ჯოჯოხეთი ღვთის წყალობაა იმ ადამიანებისათვის,რომლებსაც არასდროს არ უცხოვრიათ ეკლესიურად,და ისინი სამოთხეში უფრო დაიტანჯებიან ვიდრე ჯოჯოხეთში.რადგანაც არაეკლესიური ადამიანი ეკლესიაში 5 წუთსაც ვერ ჩერდება და სამოთხეში ყოფნას როგორღა აიტანს,მისთვის ჯოჯხეთის გარემო უფრო ასატანია.ასე რომ ჯოჯოხეთიც კი, ადამიანებისადმი უსაზღვრო სიყვარულის გამო შექმნა უფალმა.


--------------------
მე უგნური კაცთა შორის ვეძიებდი სიყვარულს, შენ კი უფალო გვერდით მყოლიხარ,
მომიტევე უფალო სიბრმავე ჩემი...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ალექსანდრე
პოსტი May 3 2007, 12:40 AM
პოსტი #10


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,232
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 7



ilia_7
ციტატა

მოწყალებას გაცემენ ლოცვებში არ მოიხსენიებენ
ანუ მოწყალება მათ სახელზე გარკვეულწილად უმსუბუქებთ იქ ყოფას არაა?

აი მგონი საინტერესი იქნება დეკანოზ თეოდორე გიგნაძის განმარტება.
შეიძლება თუ არა ჯოჯოხეთში მოხვედრილი სული სამოთხეში გადავიდეს?

- ადამიანი სულისა ხორცის ერთობაა. გარდაცვალებისას ადამიანური ბუნება ორად იხლიჩება. ხორცი მიწად იქცევა. ადამიანური პიროვნება არსებობას სულის მიერ განაგრძობს. მაგრამ ადამიანი არ არის მხოლოდ სული. მხოლოდ სული არ არის სრულყოფილი ადამიანი. მას არ შეუძლია სრულყოფილი არსებობა. მას არ შეუძლია სრული ნეტარება ან ტანჯვა განიცადოს. იგი ერთგვარ მოლოდინშია.

მაგრამ მოლოდინის ორი სხვადასხვა მდგომარეობა არსებობს: პირობითად სამოთხე (არასრული) და ჯოჯოხეთი (არასრული), რომლებსაც ადამიანები გარდაცვალებისას პირადი სამშჯავროს მერე დაიმკვიდრებენ.

სამოთხეში მყოფ ადამიანს ჩვენი ლოცვა არ ჭირდება, რამეთუ იგი წმინდანია და თავად არის ჩვენი მეოხი. მაგრამ ჩვენ არ ვიცით, ვინ სად მიდის და რადგან ჯოჯოხეთში მყოფს ეკლესიის ლოცვა სჭირდება, ჩვენ ყველასთვის ვლოცულობთ.
ჩვენს ლოცვას არ შეუძლია ადამიანი ჯოჯოხეთიდან სამოთხეში აღიყვანოს(ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით), მაგრამ მდგომარეობას უმსუბუქებს, მარტოობისა და უსასოობის განცდას უქარწყლებს და ამგვარად ქრისტეს დიდებით დაბრუნებამდე შვებასა და ნუგეშს აძლევს.

უფლის მეორე მოსვლის შემდეგ, როდესაც შეიქმნება ახალი ცა და ახალი ქვეყანა (სამყარო შეიცვლება) და როდესაც აღდგებიან მკვდარნი (თითოეული სული კვლავ მიიღებს განახლებულ, უხრწნელ სხეულს), მაშინ სამოთხეში მყოფი სრული ადამიანები (სულით და ხორცით) შევლენ სრულ ნეტარებაში (იქნებიან ქრისტესთან და ერთმანეთთან); ხოლო ჯოჯოხეთში მყოფთაგან, რომლებსაც უყვარდათ ქრისტე, მაგრამ სიცოცხლეში ვერ მოასწრეს სარწმუნოებრივი საქმეებით ეჩვენებინათ ღვთის სიყვარული, აგრეთვე ჰქონდათ წმ. ეკლესიის მეოხება, უფლის კაცთმოყვარებით აღმოყვანილნი იქნებიან ჯოჯოხეთიდან და მართლებთან ერთად, თავადაც გამართლებულნი მარადის ქრისტესთან იქნებიან.

ხოლო ქრისტეს მოძულენი, რომლებიც ამ სიძულვილის გამო ქრისტესთან სიახლოვით იტანჯებიან, მარადიულად ქრისტეს გარეშე დარჩებიან, რაც წარმოადგენს კიდევაც ყველაზე საშინელ სატანჯველს

როგორც ყოველთვის მამა თეოდორეს შესანიშნავი განმარტებები აქვს smile.gif


--------------------
ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო.

ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი May 3 2007, 12:58 AM
პოსტი #11


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



http://church.ge/index.php?showtopic=1558&...t=0&#entry83029

ეს კითხვაც აქ უნდა გადმოვიდეს...



--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მეხელი
პოსტი May 3 2007, 11:17 AM
პოსტი #12


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 54
რეგისტრ.: 25-April 07
წევრი № 1,751



შეკითხვები მაქვს. რას ფიქრობთ ჯოჯოხეთის მარადიულობაზე? როგორ შეიძლება ერთმანეთს შევუთავსოთ ჯოჯოხეთის ტანჯვათა მარადისობა ღმერთის უსაზღვრო სიყვარულს? ან როგორ იქნება ვინმე სასუფეველში ნატარებაში, როცა დაინახავს, რომ ჯოჯოხეთში სხვები იტანჯებიან? მაგალითად, წმინდა სვიმონ ახალ ღვთისმეტყველს მოყავს ერთი წმინდანის მაგალითი, რომელიც ღმერთს უარს ეუბნებოდა სამოთხეში შესვლაზე, თუ მისი ძმა თავისი ცოდვების გამო ჯოჯოხეთში მოხდებოდა. წმ. სვიმონი ამას სრული სიყვარულის გამოვლინებას უწოდებს. წმინდა ისააკ ასური კი თვით დემონების სიყვარულისკენაც მოგვიწოდებს.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი May 3 2007, 12:01 PM
პოსტი #13


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



მეხელი,

აჯობებს ბოლო კითხვებიდან დავიწყოთ, რომ პირველებს გაეცეს პასუხი, შენს მიერ მოყვანილი წმიდანები სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი და ისააკ ასური რაღათქმაუნდა იზიარებდნენ სწავლებას ჯოჯოხეთის მარადიულობის შესახებ და გმობდნენ ორიგენეს სწავლებას, რომელიც საბოლოოდ ყველას სამოთხეში დაბრუნებას ასწავლიდა, რაც დაიგმო კიდეც საეკლესიო კრებებზე, ასე რომ ეს დაზუსტება აუცილებელია, რომ ვინმეს არ ეგონოს, რომ მამები მართლმადიდებლური დოგმატიკის წინააღმდეგ იყვნენ, ახლა სანამ დავსვამდეთ რატომაა ჯოჯოხეთი მარადიული, მანამ ისევ დავაზუსტოთ რაა ჯოჯოხეთი:
ესაა ღვთის გარეშე ყოფნის საბოლოო არჩევანი, უნდა დავაზუსტოთ, რომ აქ ღმერთი კი არ არის დაშორებული ადამიანისაგან, არამედ თავად ადამიანი შორდება ღმერთს, სწორედ ეს იწვევს სულიერ ტანჯვას, ჯოჯოხეთიც ერთგვარი სულიერი მდგომარეობაა, არჩეული თავისუფალი ნებით, რადგანაც ამ არჩევანში ეშმაკისეული ძალები და მათი მიმდევარი სულები ჯოჯოხეთში მყოფნი გამყარებულები არიან, შესაბამისად, ამ არჩევანის შედეგი მუდამ ზრდადია, ისევე როგორც სამოთხეში ნეტარება მუდამ იზრდება ( საწინააღმდეგოდ იგივე ორიგენეს "მოყირჭების" თეორიისა) , ასევე ჯოჯოხეთშიც ღვთისაგან დაშორება მუდამ ზრდადია, ეს ადამიანის თავისუფალი ნების შედეგია და არა საღვთო რაიმე შურისძიებისა.

ასე გამოთქვამს ამას აღმოსავლეთის პატრიარქთა ეპისტოლე:

" ... (ღმერთი) გვაძლევს არჩევანის თავისუფლებას: დავემორჩილოთ ან არ დავემორჩილოთ ღვთის განზრახვას. და ყოველივე ამის შემდეგ განა უაზრობა და უსაფუძვლო არ იქნება იმის მტკიცება, თითქოს მსჯავრდებულთა ხვედრი ღვთის სურვილია? და განა ეს ცილისწამება არ არის ღვთისადმი? ნიშნავს თუ არა ეს საშინელ უსამართლობას და გმობას ზეცისა? ღმერთი არ არის თანამდგომი არავითარი ბოროტებისა. მას ყოველი კაცის ხსნა თანაბრად სურს, მასთან არა აქვს ადგილი თვალღებას (მიკერძოებას). ამიტომაც ვაღიარებთ, რომ ღმერთი სამართლიანად სჯის მათ, ვინც დარჩენილა ცოდვის მორევში თავისივე გამრუდებული ნებითა და მოუნანიებელი გულით. არასდროს ვრაცხდით და არც შევრაცხთ სამუდამო სასჯელისა და ტანჯვის მიზეზად ღმერთს, მით უფრო - კაცთმოძულედ. მან ხომ თავად ბრძანა: სიხარული ისადგურებს ზეცად, ცოდვილთაგან ერთმაც რომ შეინანოსო. სხვაგვარ რწმენასა და ფიქრს ჩვენ არასდროს გავიკარებთ, სანამ ვაზროვნებთ. მათ კი, რომელებიც უკუღმართად ფიქრობენ და ქადაგებენ, ჩვენ გადავცემთ სამუდამო ანათემას და ვრაცხთ ურწმუნოთა შორის ურწმუნოდ. "


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი May 3 2007, 12:38 PM
პოსტი #14


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



დამხმარე ლიტერატურა:

ბოროტების შესახებ-ბასილი დიდი

სამოთხის შესახებ-ეფრემ ასური

http://www.4shared.com/file/15204260/581ce...rem_asuri_.html


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Dulos
პოსტი May 3 2007, 02:39 PM
პოსტი #15


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 215
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,219



ციტატა
შველის, მიცვალებულთათვის ლოცვა ტყუილად არ არსებობს



თავად გჯერავს, რომ სიკვდილის შემდეგ ადამიანს ხვედრის შეცვლა არის შესაძლებელი?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი May 3 2007, 02:53 PM
პოსტი #16


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



Dulos
ციტატა
თავად გჯერავს, რომ სიკვდილის შემდეგ ადამიანს ხვედრის შეცვლა არის შესაძლებელი?

შენ არ გჯერა?


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მეხელი
პოსტი May 3 2007, 03:48 PM
პოსტი #17


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 54
რეგისტრ.: 25-April 07
წევრი № 1,751



KAIROS, მადლობას გიხდით ინფორმაციის მოწოდებისათვის, მაგრამ იგი ჩემს კითხვას არ ეხება, აქ მხოლოდ მართლმადიდებლური დოგმატური სწავლებაა გადმოცემული აღნიშნულ საკითხზე, რასაც მეც სრულებით ვიზიარებ.

რაც შეეხება ორიგენეს, მისი სწავლება საყოველთაო ცხონების შესახებ დაკავშირებულია სულთა წინარეარსებობის შესახებ სწავლებასთან, რაც ხაზგასმულია მეხუთე მსოფლიო კრებაზე მის წინააღმდეგ გამოტანილ ანათემატიზმებში. მაგრამ შეგახსენებთ, რომ საყოველთაო ცხონებას უშვებდა უდიდესი წმინდა მამა, გრიგოლ ნოსელი, რომელიც ამავე დროს გმობდა ორიგენეს სწავლებას სულთა წინარეარსებობაზე. ასევე გარკვეულ თავშეკავებულ მოსაზრებებს საყოველთაო ცხონების შესახებ გამოთქვამდა წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი და წმ. მაქსიმე აღმსარებელიც, ხოლო წმ. ისააკ ასურის ახლად აღმოჩენილ ნაშრომებშიც არის ასეთი სწავლებები.

მე არ მინდა იმის თქმა, რომ ყველა აუცილებლად ცხონდება, ეს ადამიანის ან თუნდაც დაცემული ანგელოზის თავისუფალ ნებაზე ძალადობა იქნება. მაგრამ როგორ შევურიგოთ ერთმანეთს ერთი მხრივ, პიროვნების თავისუფალი მაგრამ მისივე თავისუფლების წინააღმდეგ მიმართული ნება და მეორე მხრივ, ღმერთისა და წმინდანების სიყვარული და თანალმობა. მე მხოლოდ კითხვას ვსვამ და არანაირი მზა პასუხი არ გამაჩნია.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
orthodox_82
პოსტი May 3 2007, 05:24 PM
პოსტი #18


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 35
რეგისტრ.: 28-December 06
წევრი № 759



ციტატა(Dulos @ May 3 2007, 01:39 PM) *

თავად გჯერავს, რომ სიკვდილის შემდეგ ადამიანს ხვედრის შეცვლა არის შესაძლებელი?


კი, რა თქმა უნდა smile.gif


--------------------
[b]
უფალო შეგვიწყალენ
[/b]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიტა
პოსტი May 3 2007, 05:49 PM
პოსტი #19


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,738
რეგისტრ.: 19-March 07
წევრი № 1,428



მეც მწამს რომ შეიძლება სიკვდილის მერე ადამიანის ხვედრის შეცვლა ახლობლებზე ბევრი რამ არის დამოკიდებული-ლოცვების ფსალმუნების კითხვა,შეკვეთილი წირვა,პანაშვიდები,მის სახელზე ქველმოქმედება


--------------------
უფალო იესო ქრისტე,ძეო ღმრთისაო,შემიწყალე მე ცოდვილი
"ღმერთს უყვარვართ უფრო მეტად,ვიდრე მამას,დედას,მეგობრებს ან სხვა ვინმეს ძალუძს.მეტიც,მას ჩვენ მეტად უყვარვართ ვიდრე საკუთარი თავი გვიყვარს.."
პროტოპრესვიტერი მიქაელ პომაზანსკი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lado s
პოსტი May 3 2007, 05:54 PM
პოსტი #20


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 74
რეგისტრ.: 24-December 06
წევრი № 738



ციტატა(მეხელი @ May 3 2007, 03:48 PM) *


შეგახსენებთ, რომ საყოველთაო ცხონებას უშვებდა უდიდესი წმინდა მამა, გრიგოლ ნოსელი, რომელიც ამავე დროს გმობდა ორიგენეს სწავლებას სულთა წინარეარსებობაზე. ასევე გარკვეულ თავშეკავებულ მოსაზრებებს საყოველთაო ცხონების შესახებ გამოთქვამდა წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი და წმ. მაქსიმე აღმსარებელიც, ხოლო წმ. ისააკ ასურის ახლად აღმოჩენილ ნაშრომებშიც არის ასეთი სწავლებები.



წმინდა გრიგოლ ნოსელს რაც შეეხება, დაზუსტებით ვერ ვიტყვით ამას, რადგან ზოგიერთი მამა ამბობს, რომ ეს სწავლება მწვალებლება შეიტანეს მის ნაშრომებში, ზოგიც ამგვარ ეჭვს გამოთქვამს, ამასთან, ეს სწავლება არსებითად არ უკავშირდება სულთა წინარეარსებობას. რაც შეეხება წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველს და მაქსიმე აღმსარებელს, მოდი ჯობია ნუ დავაბრალებთ, რაც არ უთქვამთ. ისააკ ასურთან დაკავშირებით, ეს ე.წ. ახალი ნაშრომი მრავალ მწვალებლობას შეიცავს და ცხადია ამ სახით ის წმ. ისააკს არ ეკუთვნის, ან ჩამატებებია შიგ ან საერთოდ ნაყალბევია.
რაც შეეხება შენს მიერ დასმულ კითხვას, ღმერთი მოწყალეა და ამავე დროს სამართლიანი. ადამიანი კი თავისუფალი არსებაა და მისი ცხონება ამ თავისუფლებასთან პირდაპირ კავშირშია, წინააღმდეგ შემთხვევაში მთელი კაცობრიობის ისტორია თამაში გამოვა, ინდური „მაია“-ს მსგავსი, ანუ მათთან ყველაფერი ილუზიაა და თამაში, არც სამუდამო წარწყმედის შიში არსებობს.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

21 გვერდი V  1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 10th November 2024 - 10:12 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი