თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ უცხოეთში მყოფი ჩვენი თანამემამულენი _ მხიარული ესკიზები

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Jun 11 2008, 07:01 PM

მოკლედ,
ამ რამოდენიმე ხნის წინ, ვიჯექი და ვფიქრობდი, fiqri.gif კიიდევ რა თემა შეიძლება ამ განყოფილებაში გავხსნა,
თან ცოტა სახალისოც რომ იყოს dans2.gif და თან ფორუმელებს მისი წაკითხვისას სახეს ღიმილი უმშვენებდეთთქო. mze.gif

ჰოოდა,
ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა ვიფიქრე, gio.gif ( - ალბათ უფრო ცოტა, ბევრი ფიქრის დრო სად მაქვს biggrin.gif )
და აი, რა მოვიფიქრე :




დავწეროთ mail1.gif ჩვენს თავს გადამხდარი უჩვეულო piqri.gif dntknw.gif და სახალისო laugh.gif ისტორიები, რომლებიც დაკავშირებულია უცხოეთთან, ან უცხოელებთან.


პ.ს. ამ თემაში სიცილი ოFFტოპიკი არაა biggrin.gif


პ.პ.ს. თუმცა, საზღვარი ყველაფერს აქ cool.gif


პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Jun 11 2008, 08:16 PM

მოვალ საღამოს და დავწერ რამეს, ჯერ გავიხსენო biggrin.gif

პოსტის ავტორი: ართი ვარდი თარიღი: Jun 11 2008, 08:19 PM

ციტატა(k@the @ Jun 11 2008, 08:16 PM) *

მოვალ საღამოს და დავწერ რამეს, ჯერ გავიხსენო biggrin.gif

მეც ვიხსენებ ჯერ biggrin.gif
ისე ეხლახანს სამსახურში დამირეკა მოხუცმა ქალმა და მეუბნება , ტელეფონი გამეთიშა და ნწუ, ნწუს მეტს არაფერს ამბობსო biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif ჩავიხოვეთ გოგონები

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Jun 11 2008, 08:23 PM

ართი ვარდი
a025.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Jun 11 2008, 08:24 PM

ციტატა
სახალისო laugh.gif ისტორიები, რომლებიც დაკავშირებულია უცხოეთთან, ან უცხოელებთან.


მარტო უცხოეთთან და უცხოელებთან თუ ზოგადად? biggrin.gif სურათების არ იყოს smile.gif
მოკლედ მე დავიწყებ უცხოეთთან დაკავშირებით, კაციშვილი აზრზე არაა როგორც წესი ( 75 % ) სადაა საქართველო ან რა ქვეყანაა ( 90 % ) , ხოდა ასე მიწევს ყოველ წელს ახალი სტუდენტების მიღებისას ერთიდაიგივეს გამეორება, ერთ აფრიკელს ისე ვკითხე თუ იცი სადაა საქართველო მეთქი , ჯეორჯია? კიო ohmy.gif ვაა, მეთქი საღოლ ბლექმენთქი biggrin.gif სადა თქო და .... პარაგვაისთან ახლოსო კაცო sad.gif biggrin.gif კონტინენტი მაინც არ შეშლოდა biggrin.gif

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Jun 11 2008, 08:29 PM

ციტატა(KAIROS @ Jun 11 2008, 06:24 PM) *

მარტო უცხოეთთან და უცხოელებთან თუ ზოგადად? biggrin.gif სურათების არ იყოს smile.gif


მარტო უცხოეთთან და უცხოელებთან, განყოფილების თემატიკაში რო ჩაჯდეს yes.gif

მაგრამ ამ ლამაზი გოგოს პოსტს არ წავშლი! biggrin.gif პირველი ოFFი არ იშლება, დანარჩენები კი. მოდერი ვარ მე თუ არ ვარ?! cool.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: iako თარიღი: Jun 11 2008, 09:55 PM

ერთხელ მატარებლით ვმგზავრობთ მე და ჩემი და და რათქმა უნდა ქართულად ვსაუბრობთ. თან მატარებელი სავსე იყო და ფეხზე ვიდექით (ესეთებიც ხდება ხოლმე აქsmile.gif ), ერთი კაცი გამოდმებით გვიყურებს და თითქოს რაღაც ჩაფიქრებულ-სერიოზული- ცოტა გაღიზიანებულიც მოგვეჩვენა . ვიფიქრეთ ალბათ უცხო ენის მოსმენაზე ღიზიანდებაო.ბოლოს ვეღარ მოითმინა და გვეკითხება, საიდან ხართო. უფრო ჩეხურს მივამსგავსეო. გოგონა ახლავდა, ესპანელი აღმოჩნდა გაცვლითი პროგრამით ჩამოსული. იმისთვისაც უკითხავს შენი მხრის ხალხი ხომ არ არიანო smile.gif
ბოლოს ხან პოლონეთიო, ხან კიდევ რა ვიცი რა, მაგრამ ერთადერთი რაც არ გაუფიქრია რუსეთი, მათი ენა ცოტა უხეშად ჟღერსო.

ხოდა დავაკმაყოფილეთ მისი ცნობისმოყვარეობა (რადგან საჩხუბრად არ გვეკითხებოდა გაგვიხარდა), ჩასვლის წინ გვეუბნება: უი კი ჩემი შვილი ხშირად არის თქვენსკენ, მივლინებაშიო და თურმე ბელარუსიისთვის მიუკუთვნებია საქართველო. biggrin.gif

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Jun 11 2008, 10:12 PM

რამდენიც გინდა, იმდენი კურიოზი ხდება ჩვენს ირგვლივ smile.gif ზოგი თავიდანვე სასაცილოა, ზოგიც მერე ხდება სასაცილო , თორემ შემთხვევის ადგილას ხშირად მიწის გახეთქვა მერჩივნა user.gif ამ უკანასკნელზე გეტყვით:

მოკლედ, შარშან მიწურული შემოდგომისას ღამე 5 ზე დავბრუნდი სახლში სამსახურიდან, უნიფორმა მეცვა, არც გამიხდია ეგრევე საქმე დავიწყე, მილაგება, საუზმის მზადება ბიჭებისთვის და ასე სახლის საქმეები. ამ დროს 7-იც გახდა და ბავშვები ადგნენ სასკოლოდ, გავაცილე, 8 ხდებოდა. ოთხშაბათი დღე იყო, მარხვის, და ვიფიქრე, ბარემ გავალ თურქის მაღაზიაში და რამე ხილ-ბოსტნეულს ვიყიდი, სადილს მოვამზადებ, მოვიცილებ ანუ და მერე დავწვები biggrin.gif

ასევე გამოუცვლელად მივედი თურქებთან, 9-ის ნახევარია უკვე დილის, ვატყობ რომ უძილობის და დაღლილობის გამო მაქანებს, მაგრამ პირველად ხომ არაა, მოკლედ, ავაგროვე რაც მსურდა, ხალხიც ცოტა იყო ისე, ახალგახსნილზე(კიდევ კაი!). მივედი კასასთან, მომითვალა გამყიდველმა გოგომ რა მაქვს გადასახდელი, მე ჩემს პატარა ხელცანთაში ხელი ჩავდე საფულის ამოსაღებად, და გამოვშტერდი ალბათ გადაღლილობის გამო და საფულის მაგივრად ამოვიღე რევოლვერი user.gif უცებ სრული სიმშვიდე ჩამოვარდა და ვხედავ, რომ კასირშას ხელები მაღლა და თვალებგაფართოვებული კანკალით მიყურებს! მაშინ დავაფიქსირე რაც ხდებოდა, ეგრევე შევცვალე საფულით, მარა რაღა დროს!!!! მოკლედ, ადრენალინი იმ გოგოზე მეტად მე წამომეწია, სირცხვილის, გაუგებრობის და რა ვიცი, მოსალოდნელი მწვანეების (პოლიცია) გამოჩენის გამო. მოკლედ, მოვიბოდიშე, დაღლილი ვარ თქვა, ჩავყარე ცელოფანში ეს პროდუქტი და გამოვბრუნდი, მიწის გახეთქვას ვნატრობდი user.gif კიდევ კაი თურქები იყვნენ, თორემ სროკისა რა ვთქვა და ჯარიმის გადახდა მომიწევდა, თორემ ყველა ჭკუათმყოფელი მიხვდება, რომ თურქების მაღაზიას დილას ახალგახსნილზე ვინ დააყაჩაღებს sad.gif ასე იზმენებით მოვედი სახლში... ისე , როცა მეგობრებს მოვუყევი და იმათმა იცინეს, მერე მეც მეცინებოდა, თუმცა კაი ხნის მერე biggrin.gif

iako

ციტატა
ბოლოს ხან პოლონეთიო, ხან კიდევ რა ვიცი რა,


მე ყველას ნორვეგიელი ვგონივარ biggrin.gif და ვიკინგობის გამო გერმანელთა დამრტყმელმა ფრაქციამ (ასე უწოდეს თავს) მათი ჭკუით ცემაც დაგვიპირეს, თUმცა მალევე შეიცვალეს წარმოდგენა დამრტყმელ ფრაქციებზე biggrin.gif

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Jun 12 2008, 11:41 AM

staywhite
laugh.gif

ამ თემას ჩემგან შეყვარება ემუქრება biggrin.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jun 12 2008, 12:03 PM

1997 წელს ვიყავი თურქეთში, ქალაქ ქოჯაელში (სტამბულთან ახლოს, მარმარილოს ზღვის ნაპირას) მათემატიკის კონფერენციაზე.

თავისუფალ დროს ლუნაპარკში შევდიოდით ხოლმე. იქაურმა ადგილობრივებმა იცოდნენ, რომ ბევრი უცხოელი იყო ჩასული (30-მდე ქვეყნიდან ვიყავით) და დიდი ინტერესით გვათვალიერებდნენ და თუ საშუალება მიეცემოდათ, გამოგვესაუბრებოდნენ.

ერთ დღესაც, 2 თითქმის ჩემი ტოლი თურქი მეკითხება, სადაინ ხარო. მეც ამაყად მივუგე: გურჯისთან !!!

უცებ ასეთი სახე მიიღეს blink.gif მერე ასეთი unsure.gif მერე კი ასეთი dntknw.gif რის მერეც ატეხეს პანიკური ხარხარი....

მეთქი რა მოხდა-თქო და გურჯისტანი არსებობსო? მახსოვს ისტორიაში გავდიოდით, რომ ოსმალეთს გურჯისტანთან ჰქონდა ომები შუა საუკუნეებში და ახლაც თუ არსებობდა ეგეთი ქვეყანა არ ვიცოდითო. გავმწარდი (მარა რა ვიცოდი, უარესი გამწარება რამდენიმე წამში მელოდა tongue.gif ) და ვკითხე, აბა თურქეთს ჩრდილო-აღმოსავლეთით რომელი ქვეყანა ესაზღვრება-თქო და პასუხი ეგრევე მომცეს: რუსია

biggrin.gif

P.S. როგორც გავიგე, დაახლოებით იგივე შეგრძნება ჰქონიათ, ვინმემ რომ გითხრას, შუმერი ვარო e025.gif

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Jun 12 2008, 12:10 PM

კანონისტი


პირადად მე სიმწრის ცრემლები ცამომცვივდა. და ეს იმ ხალხისგან ვინც ტავად ცხოვრობს სხვის ტერიტორიაზე და ისიც სულ რამოდენიმე საუკუნეა. ასეთი ,,სასაცილოები,, აღარ მოყვეთ, ტქვენ კი ბატონოო კანონისტო, სასწრაფოდ გამოცხადდით სკაიპში!

პოსტის ავტორი: S a l l y თარიღი: Jun 12 2008, 01:38 PM

თურქეთში ყოფნისას ერტი-ორი მწარე კურიზული ამბავი გადამხდა,მაგრამ აქ არ მოიყოლება no.gif biggrin.gif


მამაჩემს კი ასეთი პატარა კურიოზი შეემთხვა თურქეთსი..
მამაჩემი და ჩემი ძმა რაღაც გამოფენაზე არიან წასულები,სადაც უნდა შეხვდნენ თურქ წარმომადგენლებს...მოდის მამაჩემთან ვიღაც თურქი და ეუბნება:
- მერაბა (''მერაბა'' თურქულად ნიშნავს გამარჯობას biggrin.gif)
მამაჩემიც ართმევს ხელს და ეუბნება:
-ირაკლი yes4.gif laugh.gif laugh.gif laugh.gif

მამჩემს ქართვლი მერაბა ეგონა და გაეცნო დიდი ამბით laugh.gif თურქი კიდე გაოცებული უყურებდა,ირაქლი ერაყელს ნუშნავს თურმე თურქულად biggrin.gif

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Jun 12 2008, 04:09 PM

S a l l y

ლოოოოოოოოოოოოლ , მაგარი იყო biggrin.gif

2004 წლის მიწურულში რომში ვიყავი ჩემი ახლობელი ბიჭების ერთად. ერთ საღამოსაც, კორსო რომ ჩავათავეთ და მანამდე მთელი დღე ფეხით დავდიოდით (მანქანა სადღაც შედარებით იაფფასიან სადგომზე იდგა უსაფრთხოდ, რამეთუ რომში ისე დაგეჯახებიან პარკინგისას, როგორც დაგიბარებია biggrin.gif ), მივაღწიეთ ესპანური კიბეების მისადგომებთან, ცივა მაგრად თან და მე ,12 სმ სიმაღლის ჩექმებით უკვე ნაბიჯს ვერ ვდგამ, ბიჭებმა შeმომთავაზეს სადმე კაფეში დამესვენა, სანამ ისინი კიბეებზე სურათებს გადაიღებდნენ. მოკლედ, შევედი რომელიღაც კაფეში, არც წამიკითხია რა კაფეა. ახლა ბომჟივით ჩაცმული ნაღდად არ ვიყავი, მარა შიგ ისეთი ჩაბრილიანტებული საზოგადოება იჯდა, რომ ჩემი მეგობრის ზურგჩანთა, რომელიც მომაბარეს (ზურგჩანთას ეწერა თან "fitness company" biggrin.gif), გვერდით რომ მედო, ჩამოვიღე და სკამის ქვეშ შევაცურე გადასამალად biggrin.gif ნუ, შევუკვეთე კაპუჩინო (რომელიც თურმე 18 ევრო ღირს biggrin.gif), ამ დროს ჩემმა რომაელმა მეგობარმა სმს მომწერა სად ხართ გამოვალო (სამარიაჟოდ ნოკია კომუნიკატორი მქონდა biggrin.gif ), ხოდა უნდა მივწერო ახლა სადაც ვარ,მარა რა ქვია კაფეს არ ვიცი. გვერდით ორი
იტალიელი ქალბატონი ზის, ჩაგუჩ-ჩაოოქროვილ-ჩაესკადებული და ვეკითხები ჯერ გერმანულად, რა ქვია ამ კაფეს თქვა, გაკვირვებული მიყურებენ, მერე ინგლისურად ვკითხე და უარესად გაკვირვებულებმა მითხრეს , რომ კაფეს ქვია "ელ გრეკო" და კაპუჩინოს ფინჯნის ლამბაქზე მიმითითეს, ნახე ზედ აწერიაო.მოკლედ,მივწერე მეგობარს, რომ ვზივარ ელ გრეკოში,მისგან მოვიდა პასუხი "lol". ჯერ კიდევ ვერ ვხვდები ზუსტად რაშია საქმე. მოლედ, ამ ქალების მზერამ ცოტა უხერხულშიც ჩამაგდო,ცოტა გავისწორ-გამოვისწორე კაბა და კურტკა, ერთი პატარა თVლიანი ბრილიანტის ბეჭედი მეკეთა, ისიც გავასწორე , ეს ქალები ადგნენ მერე და ცავიდნენ, რაღაც დაელაპარაკნენ აფიციანტს იტალიურად, ვერ გავიგე. ნუ,დავლიე ეს კაპუჩინო,ამ დროს ბიჭებიც მოვიდნენ და გავდივარ,ვეძახი ოფიციანტს, უნდა გადავიხადო, მოვიდა და მეუბნება, სენიორა, თქვენი გადახდილიაო. გამოვშტერდი ცხადია, მარა მადლობა თქვა და გამოვედი.

მერე წავიკითხე გარეთ აბრაზე, ეს ელ გრეკო ყოფილა რაცხა ბაბასილი კაფე, ადრე გოეთე და მაგარი ტიპები რომ დადიოდნენ და დღეს მილიონერების სასტავი რომ შედის user.gif.

ბიჭების ვერსიით , იმ ქალებმა გადამიხადეს ის ერთი ჭიქა 18 ევროიანი კაპუჩინო, ორი მიზეზის გამო: 1. ეგონათ ძალიან მაგარი ვიღაც ვარ, რომ დაჟე მკიდია რა კაფეა და სახელიც არ ვიცი ამ ელიტარული დაწესებულების; 2. შევეცოდე user.gif

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Jun 12 2008, 04:17 PM

რამდენი ვიცინე laugh.gif გაიხარეთ 2kiss.gif

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Jun 12 2008, 04:22 PM

აუფ, რა მაგარი თემა გავხსენი laugh.gif laugh.gif laugh.gif

მაგრად ვიცინე, ისე ნან, პარიზში შევბოდიალდით ეგრე ჩვენ 3 ქართველი და ერთი გერმანელი გოგო ბარში და აღმოჩნდა მონმარტრის მთაზე უძველესი ბარი biggrin.gif, კედლებზე სურათები ვნახეთ ბარის მეპატრონე ალენ დელონთან, იქეთ შარლ აზნაურთან და მოკლედ ბევრი ეგეთი ამ ბარში გადაღებული და ეს მეპატრონე გვერძე მაგიდაზე იჯდა ასაკიანი კაცი. biggrin.gif biggrin.gif მარა ჩვენთვია არავის გადაუხდია biggrin.gif

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Jun 12 2008, 04:27 PM

k@the

ციტატა
კედლებზე სურათები ვნახეთ ბარის მეპატრონე ალენ დელონთან


საქმეც მაგაშია, რომ შიგნით არავისი სურათი არ იყო,გარედან ეწერა რაც იყო biggrin.gif

პ.ს. გოდა დვა ნაზად მი ბილი ხულიგანამი user.gif

პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: Jun 12 2008, 07:30 PM

S a l l y

ციტატა
მამაჩემს კი ასეთი პატარა კურიოზი შეემთხვა თურქეთში...

laugh.gif laugh.gif laugh.gif

მაგარი იყო smile.gif

ოღონდ:
ციტატა
''მერაბა'' თურქულად ნიშნავს გამარჯობას

თურქულად გამარჯობა არის merhaba - "მერჰაბა", მაგრამ ჩვენებს ინერციით სულ მერაბა ესმით. biggrin.gif
ციტატა
ირაქლი ერაყელს ნუშნავს თურმე თურ

ჰო, İraklı - "ირაქლы" (ბოლოს რუსული მაგარი ы-სებრი) smile.gif

P.S. ალბათ თუ იფიქრა იმ საწყალმა თურქმა ეს ვინ ტერორისტებს გადავეკიდეო... biggrin.gif

პოსტის ავტორი: veriko7 თარიღი: Jun 12 2008, 07:53 PM

ციტატა(S a l l y @ Jun 12 2008, 01:38 PM) *

მამაჩემი და ჩემი ძმა რაღაც გამოფენაზე არიან წასულები,სადაც უნდა შეხვდნენ თურქ წარმომადგენლებს...მოდის მამაჩემთან ვიღაც თურქი და ეუბნება:
- მერაბა (''მერაბა'' თურქულად ნიშნავს გამარჯობას biggrin.gif)
მამაჩემიც ართმევს ხელს და ეუბნება:
-ირაკლი yes4.gif laugh.gif laugh.gif laugh.gif

მამჩემს ქართვლი მერაბა ეგონა და გაეცნო დიდი ამბით laugh.gif თურქი კიდე გაოცებული უყურებდა,ირაქლი ერაყელს ნუშნავს თურმე თურქულად biggrin.gif

laugh.gif laugh.gif მაგარი იყო

პოსტის ავტორი: iako თარიღი: Jun 13 2008, 10:07 PM

ნანა
თურქული მაღაზიის ამბავი გამახსენდა შენ რომ მომიყევი.მაშინ მეც ბევრი ვიცინე biggrin.gif

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Jun 13 2008, 11:24 PM

iako

ციტატა
თურქული მაღაზიის ამბავი გამახსენდა შენ რომ მომიყევი.მაშინ მეც ბევრი ვიცინე biggrin.gif


ახლა გამახსენდა მეც, რომ ნათქვამი მაქვს შენზე,თუ არ ვცდები სანამ სხვები მოვიდოდნენ biggrin.gif ახლა მეცინება, თორემ კაი ხანი მიხურდა ყურები გახსენებაზე user.gif

ერთს კიდევ მოგითხრობთ,უძველესი ამბავია. მოკლედ, მაშინ სერბული ენის ჟარგონი არ მესმოდა და ამან გამოიწვია ეს გაურკვევლობა.

ჩვენს ეკლესიაში ერთი მედავითნე კაცი იყო,მსახურების მერე ტრაპეზს რომ ვამზადებდით,მელაპარაკებოდა ხოლმე, რაღაცებს მეკითხებოდა საქართველოზე,ჩემი სახელი იცოდა და სახელით მომმართავდა, მე კიდევ არ ვიცოდი რა ერქვა. ერთხელაც ჩემს ქმარს ვკითხე, ასე და ასე , ეკლესიაში რომ მედავითნე კაცია, იმას რა ქვია თქვა, ვინ არის მეთქი და მიპასუხა, "ვინ არის და 'პაპაკ' (папак)". არაფერი, სხვა თემაზე გადავედი მერე. რამდენიმე დღის მერე წმინდა იოვანე ნათლისმცემლის ხსენების დღე იყო, 20 იანვარი, ჩემს მოძღვარ მამა მარკოს ქონდა "სლავა" იმ დღეს(რას ნიშნავს "სლავა" იხ. ამ თემაში http://church.ge/index.php?showtopic=4498&pid=337283&st=0&#entry337283)

ამასთან დაკავშირებით ყავდათ სტუმრები,ჩვენი მეუფე და იერარქები,სხვადასხვა მმიწებიდან მღვდელები,ასევე ახლო ნათესაობა და მეგობრები. მე სამზარეულო მებარა და სუფრის მოვლა. ხოდა ცხელ კერძს ვამატებდი სუფრაზე, რომ მივიტანე ეს კერძიანი ჯამი, ზემოთხსენებულმა მედავითნემ თავაზიანად გამიტავისუფლა სუფრაზე ადგილი, რომ ჩამდეგა ეს ჯამი და თან მეგობრულად მომიკითხა: ნანა, როგორ ხარო. მეც გავუღიმე და ვპასუხობ: "მადლობთ, თავად როგორ გიკითხოთ ბატონო პაპაკ" (!!!). სიჩუმე რომ ცამოვარდა წამით, მივხვდი რომ რაღაც დავაშუშე user.gif ამ დროს მოვიდა მამა მარკო, მომკიდა ხელი და გამიყვანა, მალე სიცილის ხმა გამოდიოდა სტუმრების ოთახიდან. როგორც მერე მარკომ ამიხსნა (არ დავტუქსულვარ ისე, სერბები თავისუფალი იუმორის მოყვარული ხალხია და მსუბუქად ირებენ ხოლმე ასეთებს), რომ "პაპაკ" თურმე ნიშნავს ჩვენებურ ჟარგონზე-> არიფს, გოიმს user.gif წარმოიდგინეთ, ისეთ საზოგადოებაში კაცს ვუთხარი , სხვა არაფერი თუ არა: როგორ ბრძანდებით ბატონო არიფო !!! user.gif მოკლედ, ვიტირე რა სიმწრით. ვინც ამ დღეში ჩამაგდო,იმას 1 თვე ხმას არ ვცემდი,თუმცა ისევ იმ კაცმა, რომელსაც თურმე დობრიცა ქვია, მოვიდა და მთხოვა, რომ დავწყნარდე,არაფერი არ მომხდარა ისეცუდი, როგორც მე მგონია user.gif

ასე შევრცხვი,მაგრამ მას მერე გაძლიერებული პროგრამით შEვისწავლე სერბული ჟარგონი და დაჟე შატროვაჩკული მიმოხვევებიც biggrin.gif

პოსტის ავტორი: nini_1 თარიღი: Jun 14 2008, 12:43 AM

კარგი ისტორიებია, გაიხარეთ თქვენ, კარგად ვიხალისე.

ერთს მეც დაგიწერთ, რამდენად სასაცილოა ეგ არ ვიცი, იმ დროს
ნამდვილად არ მეცინებოდა ისე ვიყავი გამწარებული biggrin.gif

რამდენიმე წლის წინ ამანათს ვაგზავნი სახლში, ანუ თბილისში ჩემებთან,
ხოდა მივედი საერთაშორისო დაჩქარებულ ფოსტაში (ქართულად ასე ჰქვია)
ხოდა შევავსე სპეციალური ბლანკი და ჩავწერე REP. OF. GEORGIA. ანუ საქართველო.
კი იცით ამერიკას აქვს შტატი ჯორჯია.
ხოდა რამდენიმე ხნის მერე რომ არადა არ ჩავიდა თბილისში ჩემი ამანათი ავტეხე რეკვები ფოსტაში, კაი ხნის საქმის გარჩევების შემდეგ მიპასუხეს, რომ ჯორჯიაში, აღნიშნულ მისამართზე რამდენჯერმე იქნა მიტანილი ამანათი მაგრამ სახლში არავინ დახვდაო, ამიტომ დაგიბრუნდებათ უკანო, კი დამიბრუნდა ლოდინის შემდეგ, მაგრამ ისიც გაირკვა რომ არა საქართველოში, არამედ შტატ ჯორჯიაში გააგზავნეს.
მაგრამ ყველაზე მეტად რა მაინტერესებს იცით?
ეს კითხვა ფოსტაშიც დავუსვი, მაგრამ ვერაფერი მიპასუხეს.
როცა მითხრეს რომ მისამართზე რამდენჯერმე იქნა ამანათი მიტანილი და არავინ დაგვხვდა სახლშიო, ძალიან მაინტერესებს ვიცოდე ჯორჯიის რომელ მხარეში იპოვეს ქეთევან წამებულის გამზირი და თან რამდენჯერმეც მივიდნენ ამანათის მისატანად.

ეხლა უფრო იციან რომ საქართველო არსებობს სადღაც, ადრე მაგ მხრივ აქ ნამეტანი სიბნელე იყო biggrin.gif

მეზობლები მყავს ცოლ-ქმარი ექიმები, შავკანიანები, შესანიშნავი ხალხია მართლა. მშვენივრად იციან სადაა საქართველო, რომელი ქვეყნები ესაზღვრება და სხვათა შორის სურვილსაც გამოთქვამენ მოინახულონ კიდეც.

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Jun 14 2008, 03:26 AM

სალლი ჩაგეთვალა biggrin.gif
მაგაზე ის ანეკდოტი გამახსენდა "ბონ აპატიტ" და "ჭიჭიკია ბატონო" biggrin.gif
ერთი სამხრეთამერიკელი სრულიად სერიოზულად მეკითხება: ძროხას ჭამთო? საწყალს თურმე სადღაც ინდუისტურ სამყაროში ვეგონეთ... თუმცა სატირალია ეს უფრო..

პოსტის ავტორი: daviti_23 თარიღი: Jun 23 2008, 02:21 PM

კარგი ისტორიებია გაიხარეთ!
ერთხელ ჯამრთელობის დაზღვევის ასაღებად ვართ და ჩვენი რიგი რომ მოვიდა,ერთმანეთში ვსაუბრობდით ორნი ვიყავით.თანამშრომელი დაინტერესდა თუ რომელ ენაზე ვსაუბრობდით და მე არ ეცოდინებოდა ჯეორჯია და კაცი მეუბნევა "ა,როგორ არ ვიცი სტალინიდან დაწყებბული სუყველა ბანდიტები ხართო" დაზღვევას ვინ ჩივის ლამის პოლიცია გამოიძახეს.

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Jun 23 2008, 07:01 PM

ციტატა
ჯეორჯია და კაცი მეუბნევა "ა,როგორ არ ვიცი სტალინიდან დაწყებბული სუყველა ბანდიტები ხართო" დაზღვევას ვინ ჩივის ლამის პოლიცია გამოიძახეს.

biggrin.gif გაარტყა რას ერჩი biggrin.gif

პოსტის ავტორი: daviti_23 თარიღი: Jun 23 2008, 11:17 PM

ციტატა(KAIROS @ Jun 23 2008, 07:01 PM) *

biggrin.gif გაარტყა რას ერჩი biggrin.gif

biggrin.gif არაბი იყო ძმა თუ არა ბიძაშვილი მაინც ეყოლებოდა ბარიგა biggrin.gif იმათი დასაძრახი რა გვჭირს biggrin.gif

პოსტის ავტორი: davita88 თარიღი: Jun 24 2008, 09:57 AM

პოლონეთში ვარ სბორებზე მოსკოვის ლოკომოტივთან ერთად,და ყოველი საღამოს ვარჯიშის შემდეგ მივდიოდით ძალიან დიდი აუზში , დაახლოებით 500 კაცი იქნებოდა, სუყველა არ ცამოვიდა ჩვენგან და 5 ვიყავით,რო შევედით ყურადგების ცენტრში მოვხდით ,და ვიგაც ბიჭები მოვიდნენ და შეგვიკლეს ხელში არ გვეშვებოდნენ ბოლოს ერთმა ჩემმა გუნდელმა რუსულად ეუზდელა ,( არ დავწერ იმ სიტყვას), თურმე პოლონურადაც ეგრე ყოპილა, ერთ წუთში ალყაში ვიყავით ჩვენ და ისინი ვისთანაც სპორი მოგვივიდა,500 კაცი ჩვენს ირგვლივ ტრიალებდა,ერთმა ჩემმა გუნდელმა (ელდარმა)უთხრა პირისპირ ვიჩხუბოთო, კარგიო, ჩხუბი ახალი დაწყებული ქონდათ პოლოცია მოვიდა და დაგვშალეს, მეორე დღეს დილით ვარჯიში გვქონდა და სასტუმროდან გადმოვიხედე 50 კაცი იდგა დუბინკებით, იმ დღეს არ გვივარჯიშია, პოლიცია გვაცილებდა ყველა ვარჯიშზე.მშვიდობით ჩავედით მოსკოვში

პოსტის ავტორი: davita88 თარიღი: Jun 24 2008, 10:18 AM

კიდევ დავწერ იმედია თავს არ მოგაწყენთ, ბარსელონაში ვარ ტურნირზე ,ყოველ ცელს ტარდება 17 -მდე გუნდების თამაშები,თამაშები კი იმართება ბარსელონადან ნახევარი სათის გზა არის კოსტა ბრავოში. სულ 32 გუნდია ზოგიერთს ჩამოვთვლი ( ბრაზილია, იაპონია,შვეიცარია, ბარსელონა,რომა ,აიაქსი.და სხვადასხვა ქვეყნების),ერთ-ერთი თამაშის დროს ბურთი გადავარდა სტადიონიდან და ისე მოხდა სტადიონზე ბურთი ვერ ვიპოვეთ თან ამ დროს ჩვენი ზამენის ფეხბურთელები ხურდებოდნენ კარების უკან, და მსაჯმა უთხრა ერთ-ერთ ჩემ გუნდელს(საპოგს)ესპანურად გადახტი მოიტანე ბურთი კი მართალია ესპანური არ იცოდა მაგრამ მსაჯმა მისახვედრად უთხრა ,არ მიაქცია ყურადგება საპოგმა და არბიტრმა წითელი ბარათი უჩვენა smile.gif ,ისედაც არ უწევდა თამაში.ეგ უნდოდა კიდეtongue.gif. ესე დარჩა საპოგი უთამაშებელი

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jun 24 2008, 10:29 AM

davita88
laugh.gif laugh.gif laugh.gif

პოსტის ავტორი: daviti_23 თარიღი: Jun 24 2008, 12:10 PM

არა არა მაგარი თემაა პოპულარიზაცია ჭირდება.დაწინაურებაsmile.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jun 24 2008, 01:15 PM

davita88
მაგეებზე მაგარი, საბუთები რომ არ შეგიმოწმეს, ისაა... e025.gif

პოსტის ავტორი: daviti_23 თარიღი: Jun 24 2008, 01:41 PM

ოხ საბუთებზე გამახსენდა.ერთხელ ფრანგული ჟანდარმერია გვაჩერებს მე და მეგობარს სადღაც გადაკარგულ სოპელში;ბებერი ჟანდარმი უსაქმური "გაიშნიკივით" იდგა და რულთან მე ვზივარ არანაირი საბუთი გარდა ქართული მართვის მოწმობისა.ხოდა საბუთები მოითხოვა და მეგობარმა მიაწოდა ლიტვური პასპორტი მართვის მოწმობა ხო "ეს კაიო წესრიგში გქონიათო წადით აბაო" ხოდა რომ უნდა დავძრა მანქანა გვაჩერებს მოიცათ მოიცათ კი მაგრამ შენი რად მინდა რულთან ის ზისო:)
ვაი დამცხა მეთქი დამახევს თავზე შევარდნაზის "პრავას" მივაწოდე ხელის კანკალით ეს რა არისო.სხვა რა გზა მქონდა რისკზე უნდა წავსულიკავი.მართვის მოწობა ვუპასუხე,მერე საფრანგეთში რომ დადიხარო უფლება ვინ მოგცაო .როგორ მეთქი თქვენ რა არ იცით რომ საქართველო შენგელში შევიდა ეს რამდენიმე დღეებია მეთქი,"ა,უი დაკოოღ" იყო პასუხი ანუ გასაგებიაო.როგორც ჩანს იმ სოფელში სიბნელე იყო მაგ მხრივ:)


პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jun 24 2008, 01:42 PM

ციტატა
მოიცათ მოიცათ კი მაგრამ შენი რად მინდა რულტან ის ზისოsmile.gif

laugh.gif laugh.gif laugh.gif laugh.gif laugh.gif

პოსტის ავტორი: daviti_23 თარიღი: Jun 24 2008, 01:46 PM

ძაან ბებრი იყო smile.gif თან მარტოsmile.gif

პოსტის ავტორი: ekato თარიღი: Jun 24 2008, 04:01 PM

მეც გამახსენდა ერთი ისტორია რომელიც ჩემ მეგობარს გადახდა მოსკოვში, ამ ამბავზე ახლაც მეცინება biggrin.gif

მეგობართან ერთად ტაქსით მგზავრობდა და ეუბნება (თავისი ჭკუით ქართულად) ეს ტაქსისტი რა ნაგლი როჟააო biggrin.gif biggrin.gif
გაგრძელებას აღარ მოვყვები, ისეთი ამბები ატყდა რომ მოსკოვის ხსენებაც კი აღარ უნდა biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: zedela თარიღი: Jun 24 2008, 04:09 PM

ციტატა(daviti_23 @ Jun 24 2008, 01:41 PM) *

ოხ საბუთებზე გამახსენდა.ერთხელ ფრანგული ჟანდარმერია გვაჩერებს მე და მეგობარს სადღაც გადაკარგულ სოპელში;ბებერი ჟანდარმი უსაქმური "გაიშნიკივით" იდგა და რულთან მე ვზივარ არანაირი საბუთი გარდა ქართული მართვის მოწმობისა.ხოდა საბუთები მოითხოვა და მეგობარმა მიაწოდა ლიტვური პასპორტი მართვის მოწმობა ხო "ეს კაიო წესრიგში გქონიათო წადით აბაო" ხოდა რომ უნდა დავძრა მანქანა გვაჩერებს მოიცათ მოიცათ კი მაგრამ შენი რად მინდა რულთან ის ზისოsmile.gif
ვაი დამცხა მეთქი დამახევს თავზე შევარდნაზის "პრავას" მივაწოდე ხელის კანკალით ეს რა არისო.სხვა რა გზა მქონდა რისკზე უნდა წავსულიკავი.მართვის მოწობა ვუპასუხე,მერე საფრანგეთში რომ დადიხარო უფლება ვინ მოგცაო .როგორ მეთქი თქვენ რა არ იცით რომ საქართველო შენგელში შევიდა ეს რამდენიმე დღეებია მეთქი,"ა,უი დაკოოღ" იყო პასუხი ანუ გასაგებიაო.როგორც ჩანს იმ სოფელში სიბნელე იყო მაგ მხრივsmile.gif


რა მაგარიიააა laugh.gif laugh.gif laugh.gif

პოსტის ავტორი: daviti_23 თარიღი: Jun 24 2008, 04:14 PM

ციტატა(ekato @ Jun 24 2008, 04:01 PM) *

მეგობართან ერთად ტაქსით მგზავრობდა და ეუბნება (თავისი ჭკუით ქართულად) ეს ტაქსისტი რა ნაგლი როჟააო biggrin.gif biggrin.gif

laugh.gif

პოსტის ავტორი: Rozoma თარიღი: Jun 24 2008, 04:35 PM

ციტატა(davita88 @ Jun 24 2008, 09:57 AM) *
პოლონეთში ვარ სბორებზე მოსკოვის ლოკომოტივთან ერთად

blink.gif რა გვარი ხარ?
OFF მაპატიეთ რა :ძალიანგთხოვთსმაილი:

პოსტის ავტორი: davita88 თარიღი: Jun 24 2008, 05:05 PM

ციტატა(კანონისტი @ Jun 24 2008, 02:15 PM) *

davita88
მაგეებზე მაგარი, საბუთები რომ არ შეგიმოწმეს, ისაა... e025.gif



კაი დავით მაგასაც მოვყვები biggrin.gif . მოსკოვში ვარ ახალი ჩასული და თან გუნდში აყვანის არ აყვანის პროცესია,თან ვიზაც დამიმთავრდა ერთ კვირიანი მქონდა,რუსულის გაგებაში არ ვარ ,სდრასტვუი და დასვიდანიას მეტი არ ვიცოდი არაფერი, პოლიციის მეშინოდა არ დამიჭიროსკენ თქო,მაგრამ ერთი უპირატესობა მქონდა ქერა ვარ და ქართველს არ ვგავარ, ერთხელაც ვარჯიშიდან მოვდივართ მე და ჩემი გუნდელი (სლავიკ), კრასნოდარელი ბიჭი იყო, ის კიდე შავი იყო ,არ გავდა რუსს და ვხედავ რო ჩვენსკენ ორი პოლიციელი მოდის გავშრი კაცი რა მექნა არ ვიცოდი არაფერი მქონდა რო მეჩვენებინა, გავიფიქრე რაც იქნება იქნებათქო. მოვიდნენ და ერთ-ერთი ამბოს ვაში დოკუმენტი , მე გაშეშებული უყურებდი სლავიკას რადა ჩემთვის არ უთქვიათ საბუთები , გაგიჯებული იყო სლავიკა ბედი შენ გქონიაო.ესე გადაურჩი კამერაში ყოფნას

ციტატა(teo... tee @ Jun 24 2008, 05:18 PM) *

ეს ამბავი არ მოგიყოლია დავით ? თუ მიმავიწყდაა ? რას გადარჩენილხარ?!



რავიცი აბა თიკა არ გამახსენდა biggrin.gif , რო გნახავ მოგიკვები სუყველას rolleyes.gif

ციტატა(Rozoma @ Jun 24 2008, 05:35 PM) *

blink.gif რა გვარი ხარ?
OFF მაპატიეთ რა :ძალიანგთხოვთსმაილი:

გეფერიძე ვარ. როგორც გატყობ შენც პეხბურთელი ხარ.მოსკოვის ლოკომოტივის სკოლის აღზრდილი ვარ ცნობისთვის

პოსტის ავტორი: Rozoma თარიღი: Jun 24 2008, 05:13 PM

ციტატა(davita88 @ Jun 24 2008, 05:05 PM) *
გეფერიძე ვარ. როგორც გატყობ შენც პეხბურთელი ხარ.მოსკოვის ლოკომოტივის სკოლის აღზრდილი ვარ ცნობისთვის

აღარ თამაშობ?
კი, ვცდილობ რომ ვიყო smile.gif

პოსტის ავტორი: davita88 თარიღი: Jun 24 2008, 05:27 PM

ციტატა(Rozoma @ Jun 24 2008, 06:13 PM) *

აღარ თამაშობ?
კი, ვცდილობ რომ ვიყო smile.gif


მენისკი მაქვს ეხლა ერთი წელი არ მითამაშია,ვიმკურნალე მაინც არ მორჩა .

პოსტის ავტორი: Rozoma თარიღი: Jun 24 2008, 05:30 PM

ციტატა(davita88 @ Jun 24 2008, 05:27 PM) *

მენისკი მაქვს ეხლა ერთი წელი არ მითამაშია,ვიმკურნალე მაინც არ მორჩა .

იმედი არ დაკარგო, მთავარია მოინდომო და მოახერხებ ფორმის აღდგენას, ეგ მენისკიც გაგივლის ღვთის წყალობით!

პოსტის ავტორი: daviti_23 თარიღი: Jun 25 2008, 03:25 PM

ტყავის ბურთის ოსტატებს გაუმარჯოს!!!
იმდღეს აქ პარკში ვეთამაშეთ ფრანგებს სამი სამზე და სამწუხაროდ წავაგეთ.ჯერ იმიტომ რომ ნასვამები ვიყავით მერე იმიტომ კიდე რომ პასებს არ ვაძლევდით ერთმანეთს და ყველა თავდასხმაში ვიყავით.ერთი კიდე საერთოდ გაგებაში არ იყო ბურთისsmile.gif იმათკენ იყო.მოკლედ მატჩი კაი გამოვიდა სანახაობრივად.გულშემატკივარი მოხიბლული დარჩა ჩემი თანაგუნდელის "ტეხნარობით" smile.gif ისე მეც კოფილი თქვენი კოლეგა ვარ მარათალ "პონტში"

პოსტის ავტორი: იოანა თარიღი: Jun 27 2008, 04:52 PM

არ ვიცი რამდენად სასაცილო იქნება თქვენთვის, მაგრამ ჩვენ ბევრი ვიცინეთ ერთ პატარა წინადადებაზე...

მოკლედ, კნოსოსის სასახლიდან ავტობუსამდე მისასვლელად ჩვენმა კოორდინატორმა 10 წუთი მოგვცა, მაგრამ ჩვენ სუვენირების მაღაზიებს გვერდი ვერ ავუარეთ და 20 წუთით დავაგვიანეთ. უკვე ყველა ავტობუსში იყო გარდა ერთი ქართველი და ერთი აზერი გოგოსი (იქ სადაც ქართველები ნახევარი საათით იგვიანებენ აზერები ერთი საათით იგვიანებენ, სომხები კიდე საერთდ არ იგვიანებენ biggrin.gif ).
კოორდინაორმაც გადაწყვიტა არ დალოდებოდა ამ ბავშვებს და გზა გაგვეგრძელებინა. აზერებს დიდად არ გაუპროტესტებიათ, ქართველებმა სერიოზულად გავაპროტესტეთ, მაგრა ამაოდ. ბერძნებისგან ისედაც უკმაყოფილო ქართველებს მეტი რაღა უნდოდათ, ავტობუსის მთელი ქართული ნაწილი აქოთქოთდა თუ რამდენად უხეშები და ასეთი და ისეთები არიან ბერძნები და რომ ამას ქართველი არასოდეს იზამდა და თუ როგორ შეიძლება სადღაც კრეტაზე დატოვო უცხოელი სტუდენტები მაშინ როცა შეიძლება ინგლისურად მოსაუბრე ადამიანი არ შეხვდეს ადამიანს, მაშინ როცა გაგვაფრთხილეს კრიმინალის პროცენტული მაჩვენებელი ძალიან მაღალია კრეტაზე და რომ ფრთხილად უნდა ვიყოთ და ა.შ და ა.შ
მთელი ერი განვიკითხეთ უმაღლეს დონეზე...
ცოტა ხანში ყველა გაჩუმდა... ავტობუსი ბერძნული სიმღერებით მშვიდად მიუყვებოდა გზას მატალის სანაპიროსკენ, მარცხნივ თვალს ვერ აწვდენდი ისეთ სიშორეზე იყო გადაჭიმული ზეთისხილების პლანტაციები, ბავშვები უკვე ტაქსში ისხდნენ ავტობუსში მყოფი ბერძნულად მოსაუბრე ქართველი გოგოს დახმარებით და ჩვენსკენ მოემართებოდნენ, მაგრამ გაბრაზება და დაძაბულობა ჰაერში მაინც იგრძნობოდა... ასეთ დროს ერთ პატივცემულ დოქტორანტს ბატონ რეზოს, რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩუმად იყო, ძალიან მშვიდად აღმოჰხდა: ამათ გაააუხმეთ ზეთისხილები...
იმ დაძაბულ მომენტში ამ ფრაზამ ძალიან ბევრი გვაცინა იმდენად სერიოზულად იყო ნათვამი smile.gif


ისე, კარგი გაკვეთილი აღმოჩნდა ქართველებისთვის და აზერებისთვის (სომხებს არც სჭირდებიდათ), მაგის შემდეგ თვით აზერებიც კი 10 წუთით ადრე მიდოდნენ ყველგან laugh.gif

პოსტის ავტორი: Rozoma თარიღი: Jun 27 2008, 04:57 PM

ციტატა(daviti_23 @ Jun 25 2008, 03:25 PM) *

ტყავის ბურთის ოსტატებს გაუმარჯოს!!!
იმდღეს აქ პარკში ვეთამაშეთ ფრანგებს სამი სამზე და სამწუხაროდ წავაგეთ.ჯერ იმიტომ რომ ნასვამები ვიყავით მერე იმიტომ კიდე რომ პასებს არ ვაძლევდით ერთმანეთს და ყველა თავდასხმაში ვიყავით.ერთი კიდე საერთოდ გაგებაში არ იყო ბურთისsmile.gif იმათკენ იყო.მოკლედ მატჩი კაი გამოვიდა სანახაობრივად.გულშემატკივარი მოხიბლული დარჩა ჩემი თანაგუნდელის "ტეხნარობით" smile.gif ისე მეც კოფილი თქვენი კოლეგა ვარ მარათალ "პონტში"

გაიხარე smile.gif

პოსტის ავტორი: Rozoma თარიღი: Jun 27 2008, 04:59 PM

იოანა
biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Jun 27 2008, 05:10 PM

იოანა
ვაა, მაგარი იყო biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: Marabella თარიღი: Jul 4 2008, 11:52 PM

იოანა
ვააა მართლა ესე ტოვებდნენ ?? უყურე მაგათ... ჰმ... mad.gif ბერძენს არ დატოვებენ მაგენი არსად...

ერთი ამბავი მოვყვე მინდა, თუმცა იფიქრებთ ეს გიჟიაო მარა ნუ რა ეხლა სიმართლე კია მაი და biggrin.gif თლა დალაგებული ნამდვილათ არ ვარ, კი კი...
ხოდა ერთხელაც მოვდივარ ქუჩაში, აქ აახენში და მოვდივარ რა თქმაა და ლამისაა მოვრბივარ! რათა რო სახლში რადიატორის რეგულატორი უნდა გამოეცვალათ და იმათ უნდა მოვუსწრო, ჩოყლაყები უნდა მომადგნენ რა biggrin.gif

ხოდა ამ სირბილში რაღაცა სასიამოვნო ამბავი მომაგონდა, ესე ვარ - სულ რაღაცას ვფიქრობ (აკი მოგახსენეთ არ ვარ დალაგებული თქვა biggrin.gif).
გამახსენდა ანუ რაღაცა სასაცილო და გვარიანად გამეღიმა ესე მარტო მოარულს და უცებ ორმა გოგომ შემომხედა და ქართულად ამბობენ
აბა ნეტა ამას რაღა აცინებსო... მე გავიშლიგინე... და მერე მოვედი აზრზე მეთქი ამათმა ქართულად რა თქვეს ??
აი მართლა მეჩქარებოდა და დღემდე ვნანობ რომ არ მივტრიალდი და ქართულადვე არ ვუთხარი მიხარის და ვიცინი თქო....

ასე იყო ეს 2kiss.gif-თ

ეს კი მე და k@the-ს შეგვემთხვა... smile.gif)

ერთ-შაბათს კიოლნში ვართ და გავიარეთ მაღაზიებში... რაღაცა უმაგრესი ჩანთების მაღაზიას ჰქონდა ფასდაკლება და ნუ
შევედით თვალისთვის წყლის დასალევინებლად და ძალიან კარგი გოგო იყო გამყიდველი (გერმანელი!).
ამ ნამეტან თვალიერებაში რომ გვნახა შეგვეკითხა სადაურები ხართო. ვუპასუხეთ... უი ბევრი მეგობარი მყავს ქართველიო.
და მერე გვეუბნება გამარჯობათ-ო ქართულად... გავშტერდით... მარა გაშტერება დაიცა ჯერ სად ვიყავით.
ნუ ვერაფერი ვნახეთ ხეირიანი და გამოვედით, მაგრამ გარედან ვიტრინაში
რომ შევხედე ბოლოს კიდევ ერთხელ რაღაცა ჩანთა მომეწონა, დავუძახე ქეთის და იმასაც მოეწონა.
ისევ შევბრუნდით და ნუ როგორღაც იყო ეს ჩანთა ჩამოვახსნევინეთ ამ ვიტრინიდან და ასე რომ გადავიხადე გვეუბნება
”დიდი მადლობა” და მერე ” აბა ჰეე”...

მე და ქეთი გაშტერებულები და ნასიამოვნები გამოვედით.

ასე იყო ესეც, არა ქეთი ?!

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Jul 5 2008, 12:01 AM

ციტატა(Marabella @ Jul 4 2008, 09:52 PM) *

მე და ქეთი გაშტერებულები და ნასიამოვნები გამოვედით.

ასე იყო ესეც, არა ქეთი ?!


გენაცვალე kiss1.gif ეგრე იყო, ეგრე biggrin.gif biggrin.gif
თან როგორ ნამდვილი ქართულით თქვა, თითქოს აუFვიდერზეენს გვეუბნებოდა, აბა ჰეეეე - ო biggrin.gif

პოსტის ავტორი: იოანა თარიღი: Jul 5 2008, 12:19 AM

მარაბელას მონათხრობზე გამახსენდა:

ერთხელ ბავშვებს მოუნდათ ნაყინის ჭამა, მივიდნენ გამყიდველთან და რათქმაუნდა ინგლისურად ეუბნებიან აის ქრიმი გვინდაო, გამყიდველმა ვერაფერი გაიგო. ბავ\სვები ხელებს, ფეხებს არ იშურებენ რომ აუხსნან რა უნდათ. ბევრი იტანჯეს თუ ცოტა და ამასთან გამყიდველი ხომ სულ მთლად დატანჯეს, განყიდველი მიუბრუნდა იქვე გვერდზე მდგომს და ქართულად ეუბნება: მგონი ჩაი უნდათო laugh.gif

აქ ხომ ძალინ ბევრი ქართველია, ნუ ქუჩაში რომ მივდივართ, თუ ვინმე ბერძნულად რამეს იტყვის ვამბობთ: უი, ბერძენი ჩამოსულაო biggrin.gif

პოსტის ავტორი: Marabella თარიღი: Jul 5 2008, 12:45 AM

იოანა
ვაიმე ვიცინე ბევრი! laugh.gif
და ისა კი მარა კაცო ნაყინის გამყიდველი თუკი იყო ეხლა რა დიდი მიხვედრა იმასღა უნდოდა რა ენდომებოდათ გამყიდვლებს, ჰაა ???

პოსტის ავტორი: იოანა თარიღი: Jul 5 2008, 12:51 AM

ციტატა(Marabella @ Jul 4 2008, 10:45 PM) *

იოანა
ვაიმე ვიცინე ბევრი! laugh.gif
და ისა კი მარა კაცო ნაყინის გამყიდველი თუკი იყო ეხლა რა დიდი მიხვედრა იმასღა უნდოდა რა ენდომებოდათ გამყიდვლებს, ჰაა ???


არა, მარტო ნაყინის გამყიდველი არ იყო, სხვა რაღაცეებსაც ყიდდა biggrin.gif

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Jul 19 2008, 09:36 PM

იოანა
ნაყინის ამბავი მაგარი იყო biggrin.gif

უახლოესი ინციდენტი ჩემი smile.gif რამდენიმე დღის წინ ბელგრადში სასტუმრო "სლავიის" რესტორანში ვიყავი, იქვე განთავსებულია ინტერნეტ კაფეც და რაღაცის გადმოწერა მინდოდა , თან იქაურ ქართველს ველოდებოდი იქ მოლაპარაკებისამებრ. ვიფიქრე,თან რაღაცას შევუკვეთავ, სანამ აქ ვზივარ მაინც, ხოდა ვინც მუშაობს იქ გოგო, იმან მითხრა რესტორნის ოფიციანტებთან უნდა შეუკვეთოო. ავდექი და გავედი რესტორნის მხარეს (დაღლილი და უძინარი ვიყავი ცხადია biggrin.gif ), მოკლედ, ერთ მაგიდასთან ორი ახალგაზრდა კაცი ზის თეთრი საროჩკებით ერთნაირად ჩაცმულები და რაღაც საფულეები უდევთ მაგიდაზე. მივედი და ვეუბნები თუ შეიძლება 1-ელ მაგიდასთან 1 თურქული ყავა და წყალი მომიტანეთ თქვა. ნუ მიყურებენ და ბატონოო, მეკითხებიან: გავუმეორე და მეუბნება ერთი, იცით ქალბატონო ჩვენ დაცვის პოლიციელები ვართო სადილზე შემოსულიო და ოფიციანტი რომ მოვა გამოგიგზავნითო 1 მაგიდასთანო user.gif მაგრად შემრცხვა, თან გვერდით მყოფებმა მაგრად იხალისეს, დავიბენი და გერმანულზე გადავედი სერბულის მაგივრად, ბოდიში და მიტევება გერმანულად ვთხოვე, ამაზე მთლად დაიზმენდნენ... თუმცა, ესენი უშუალო ხალხია და არ იციან ავარდნები ასეთებზე ღმერთს მადლობა.

პოსტის ავტორი: iako თარიღი: Jul 20 2008, 06:57 PM

ნანა შენ რომ არ შეგემთხვა ისეთი კურიოზი თუ არსებობს ნეტა.2kiss.gif


Marabella და k@the
ასეა ავალაპარაკეთ ლამის გერმანია ქართულად.biggrin.gif

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Jul 20 2008, 08:30 PM

staywhite

ციტატა
იოანა
ნაყინის ამბავი მაგარი იყო

უახლოესი ინციდენტი ჩემი რამდენიმე დღის წინ ბელგრადში სასტუმრო "სლავიის" რესტორანში ვიყავი, იქვე განთავსებულია ინტერნეტ კაფეც და რაღაცის გადმოწერა მინდოდა , თან იქაურ ქართველს ველოდებოდი იქ მოლაპარაკებისამებრ. ვიფიქრე,თან რაღაცას შევუკვეთავ, სანამ აქ ვზივარ მაინც, ხოდა ვინც მუშაობს იქ გოგო, იმან მითხრა რესტორნის ოფიციანტებთან უნდა შეუკვეთოო. ავდექი და გავედი რესტორნის მხარეს (დაღლილი და უძინარი ვიყავი ცხადია ), მოკლედ, ერთ მაგიდასთან ორი ახალგაზრდა კაცი ზის თეთრი საროჩკებით ერთნაირად ჩაცმულები და რაღაც საფულეები უდევთ მაგიდაზე. მივედი და ვეუბნები თუ შეიძლება 1-ელ მაგიდასთან 1 თურქული ყავა და წყალი მომიტანეთ თქვა. ნუ მიყურებენ და ბატონოო, მეკითხებიან: გავუმეორე და მეუბნება ერთი, იცით ქალბატონო ჩვენ დაცვის პოლიციელები ვართო სადილზე შემოსულიო და ოფიციანტი რომ მოვა გამოგიგზავნითო 1 მაგიდასთანო მაგრად შემრცხვა, თან გვერდით მყოფებმა მაგრად იხალისეს, დავიბენი და გერმანულზე გადავედი სერბულის მაგივრად, ბოდიში და მიტევება გერმანულად ვთხოვე, ამაზე მთლად დაიზმენდნენ... თუმცა, ესენი უშუალო ხალხია და არ იციან ავარდნები ასეთებზე ღმერთს მადლობა.


laugh.gif laugh.gif

იოანა
ციტატა
ერთხელ ბავშვებს მოუნდათ ნაყინის ჭამა, მივიდნენ გამყიდველთან და რათქმაუნდა ინგლისურად ეუბნებიან აის ქრიმი გვინდაო, გამყიდველმა ვერაფერი გაიგო. ბავ\სვები ხელებს, ფეხებს არ იშურებენ რომ აუხსნან რა უნდათ. ბევრი იტანჯეს თუ ცოტა და ამასთან გამყიდველი ხომ სულ მთლად დატანჯეს, განყიდველი მიუბრუნდა იქვე გვერდზე მდგომს და ქართულად ეუბნება: მგონი ჩაი უნდათო

ვაიმე, ვფორთხაააააააავ laugh.gif laugh.gif laugh.gif

პოსტის ავტორი: Marabella თარიღი: Jul 22 2008, 10:07 PM

ახალი ჩამოსული ვარ გერმანიაში და არ ვიცი ჯერ აქაური "წესები".... მაშინ პრაქტიკას ვაკეთებდი დისტანციური სწავლების უნივერსიტეტში ერთ არც-ისე მიმზიდველ ქალაქში. მე ქალაქში ვცხოვრობდი და ეს უნივერსიტეტი კაი ხელა მანძილზე იყო ქალაქგარეთ, 1 საათი მინდოდა გზაში. საღამოა და მოუთმენლად ველოდები ავტობუსს რომ ძლივს სახლში მივიდე... ნუ რაღაცა დაემართა და დააგვიანა, მოვიდა როგორც იყო. დავდექი მე უკანა კარებთან და ველოდები ეხლა გააღებს ეხლა გააღებს რომ ავიდე თქო... და უცებ დაიძრა ავტობუსი და წავიდა... biggrin.gif გავეკიდე გიჟივით "გააჩერე გააჩერე". სარკეში დამინახა და კიდევ კარგი გააჩერა (აქ იშვიათად რომ გაგიჩერონ მერე) გამიღო კარი და ავედი. თურმე რა... კარების გვერდზე კნოპკა რომაა იმისთვის უნდა მიმეჭირა რო კარები გაღებულიყო, მე კიდე ველოდებოდი იდიოტივით მძღოლი გამიღებს თქო

პოსტის ავტორი: iako თარიღი: Jul 24 2008, 02:12 PM

ციტატა(Marabella @ Jul 22 2008, 10:07 PM) *

ახალი ჩამოსული ვარ გერმანიაში და არ ვიცი ჯერ აქაური "წესები".... მაშინ პრაქტიკას ვაკეთებდი დისტანციური სწავლების უნივერსიტეტში ერთ არც-ისე მიმზიდველ ქალაქში. მე ქალაქში ვცხოვრობდი და ეს უნივერსიტეტი კაი ხელა მანძილზე იყო ქალაქგარეთ, 1 საათი მინდოდა გზაში. საღამოა და მოუთმენლად ველოდები ავტობუსს რომ ძლივს სახლში მივიდე... ნუ რაღაცა დაემართა და დააგვიანა, მოვიდა როგორც იყო. დავდექი მე უკანა კარებთან და ველოდები ეხლა გააღებს ეხლა გააღებს რომ ავიდე თქო... და უცებ დაიძრა ავტობუსი და წავიდა... biggrin.gif გავეკიდე გიჟივით "გააჩერე გააჩერე". სარკეში დამინახა და კიდევ კარგი გააჩერა (აქ იშვიათად რომ გაგიჩერონ მერე) გამიღო კარი და ავედი. თურმე რა... კარების გვერდზე კნოპკა რომაა იმისთვის უნდა მიმეჭირა რო კარები გაღებულიყო, მე კიდე ველოდებოდი იდიოტივით მძღოლი გამიღებს თქო



biggrin.gif 2kiss.gif

პოსტის ავტორი: shore თარიღი: Oct 3 2008, 01:59 AM

მართალია ეს ამბავი უცხოეთში არ მომხდარა, მაგრამ მაინც "თარგმანში დაკარგულებს" ეხება biggrin.gif

ერთ-ერთი მორიგი მგზავრობის დროს ბათუმიდან თბილისამდე, ერთი ასეთი სახალისო ამბის მომსწრე გავხდი -

ზაფხულის ბოლო იყო და მოგეხსენებათ ამ დროს რა რაოდენობის დამვენებელი უბრუნდება ოჯახს, საქართველოა მაინც და არც ერთი ადგილის ორჯერ (თუ მეტჯრ არა) გაყიდვა არის უცხო....
ჰოდა, ბათუმიდან თითქოს არაუშავს მშვიდად დავიძერით, მაგრამ აი ქობულეთში კი... დაიწყო რაც დაიწყო, დავა, ჩივილი, ნებით თუ ძალით ადგილის დამკვიდრება (პირდაპირი მნიშვნელობით), მოკლედ საკმაოდ "სახალისო" სიტუაცია შეიქმნა.
ერთ ერთ ასეთ ორნაყიდ ადგილას ორი უცხოელი მამაკაცი აღმოჩნდა, რომლებიც საკმაოდ მშვიდად და მათი აზრით პატიოსნად მგზავრობდნენ და საკმაოდ გაოგნებულები ადევნებდნენ თვალს ამ აუზაურს. მშვიდად მანამდე, სანამ ერთი საოცრად გარუჯული ფაშფაშა ქალბატონი არ დაადგათ თავს და კატეგორიული ტონით არ განუცხადა: "ფლიიზ ვსტანწე"! ...


დანარჩენი წარმოიდგინოს თავად მკითხველმა!...

კიდევ კარგი დროზე გამოჩნდა მადლიანი გამცილებელი, რომელსაც ინგლისური თუ არა, მდგომარეობის შინაარსი მაინც ესმოდა კარგად, და მალევე იხსნა საწყალი უცხოელები "პოლიგლოტი" ქალბატონის რისხვისაგან biggrin.gif


პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Oct 3 2008, 11:50 AM

მე შემემთხვა ამას წინათ თურქეთის საელჩოში:

რაღაცის გასარკვევად დავრეკე და ცხადია, თურქულად მომესალმა:
– ბუირუნ, ეფენდიმ (გისმენთ, ბატონოო). მეც ჩავირთე ( tongue.gif ) ვუხსნი, ამისთვის და ამისთვის მოვედი (საელჩოსთან ვიყავი), ეს საქმე მაქვს, ვიღაც თურქების სახელებიც ვუხსენე და უცებ ძალიან მშვიდი ხმით მეკითხება:
- უკაცრავად, თქვენ ქართველი ხართ?
- დიახ?....
- მერე რას მტანჯავთ? ქართულად მითხარით რა... biggrin.gif

პოსტის ავტორი: alilo თარიღი: Oct 22 2008, 02:25 PM

ციტატა
მე ჩემს პატარა ხელცანთაში ხელი ჩავდე საფულის ამოსაღებად, და გამოვშტერდი ალბათ გადაღლილობის გამო და საფულის მაგივრად ამოვიღე რევოლვერი უცებ სრული სიმშვიდე ჩამოვარდა და ვხედავ, რომ კასირშას ხელები მაღლა და თვალებგაფართოვებული კანკალით მიყურებს!


ვაი დედა კუჭი biggrin.gif








ციტატა
"მადლობთ, თავად როგორ გიკითხოთ ბატონო პაპაკ" (!!!). სიჩუმე რომ ცამოვარდა წამით, მივხვდი რომ რაღაც დავაშუშე ამ დროს მოვიდა მამა მარკო, მომკიდა ხელი და გამიყვანა, მალე სიცილის ხმა გამოდიოდა სტუმრების ოთახიდან. როგორც მერე მარკომ ამიხსნა (არ დავტუქსულვარ ისე, სერბები თავისუფალი იუმორის მოყვარული ხალხია და მსუბუქად ირებენ ხოლმე ასეთებს), რომ "პაპაკ" თურმე ნიშნავს ჩვენებურ ჟარგონზე-> არიფს, გოიმს წარმოიდგინეთ, ისეთ საზოგადოებაში კაცს ვუთხარი , სხვა არაფერი თუ არა: როგორ ბრძანდებით ბატონო არიფო


biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Oct 23 2008, 09:58 AM

biggrin.gif მაგარია biggrin.gif

მე მყავს ერთი გულითადი ძმაკაცი, მოკლედ ვართ ამ ჩვენს ლამაზ დედაქალაქში ( სადაც ნანას ის ამბავი შეემთხვა) ხოდა, შესულა თურმე ჩვენი ძმა და მეგობარი მეტროში... კაი მოსული ქართული და ჯიშიანი ცხვირიანი გახლავდათ ეს ჩვენი ძმა ( ახლა ოპერაცია გაიკეთა, პროფესიიდან გამომდინარე), ხოდა არის თავისთვის... უცებ ესმის ერთი კაცი ეუბნება მეორეს ," აუ ნახე რა ცხვირი აქვსო", მეორემ ".ა აბა, აბაო, არა აქვს ბადრიჯანივითო" biggrin.gif მერე იმან, არა ჩემს მეზობელ პეტროსას ქონდაო, იმან კიდევ ვიღაცას შეადარა და არის ერთი ქართული სიცილი და ხითხითი... ითმინა, ითმინა ჩვენმა ძამიკომ და ჩასვლის წინ უთხრა" არც შენ გაქვს ჩემო ძამია ნაკლებიო" biggrin.gif გაშტერდნენ თურმე ...

ხო ახლა მეზე, მოკლედ ახლა აქ კაიროსი კი ვარ, მარა მეც მაქვს გვარი, ხოდა, ეს გვარი მეგრულია, მარა იმერეთში გაზრდილს არაფერი მესმის მეგრული ( იშვიათის და აუცილებელის გარდა biggrin.gif ) , ჰოდა, ვარ ერთხელ ჩემთვის, გამწარებული ვმეცადინეობ, რაღაც გამოცდა მქონდა და ვათევ ღამეს, მერე ცოტა ტვ-ს გავხედე, არხიდან არხზე გადავრთე და უცებ მშობლიური ქვევრი არ შევნიშნე? ohmy.gif ვაა.. დავბრუნდი, ქართული ფილმია ღამის 4 სთ.ზე smile.gif გამეხარდა საოცრად, მოვეწყე, ვუყურებთქო, მარა... მეგრულადაა მთელი ფილმი და არ მესმის ინჩი-ბინჩი biggrin.gif , ხოდა ამ ორ საათიან ფილმს სულ ქვემოთ დაწერილი თარგმანით ვუყურე biggrin.gif საქმეა ესა? გადატრიალდებოდა ჩემი მეგრელი წინაპარი საფლავში biggrin.gif

პოსტის ავტორი: alilo თარიღი: Oct 23 2008, 01:55 PM

tongue.gif tongue.gif tongue.gif

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Oct 23 2008, 02:07 PM

KAIROS

ციტატა
არც შენ გაქვს ჩემო ძამია ნაკლებიო

ვაიმე, მივიცვალე laugh.gif

alilo
kiss1.gif laugh.gif

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Jan 1 2009, 10:16 PM

მოკლედ, 2006-ში რაღაც საქმეზე ვიყავი ბოსნიაში და იქ დღეა, რომ ვბრუნდები უკან. ჩემი ბოსნიელი ძმაკაცი მაცილებს და მანამდე სარაევოში რესტორანში შევედით. მე გამოპრანჭული ვარ, როცა მბეზრდება სწორი თმა, საღამოს როცა დავიბან თმას, წვრილ ნაწნავებად ვიმწნი და დილას რომ გავშლი ამ დამწნილს, თმები დახვეულია და ცოტა სხვანაირად გამოვიყურები smile.gif და ამ დღესაც ასე დახუჭუჭებული ვიყავი.

ვზივართ რესტორანში, ძმაკაცის მეგობარია კიდევ ჩვენს ერთად. უცებ მეზობელი მაგიდიდან მოიჭრა ერთი ახალგაზრდა კაცი და დაეცა ჩემს წინ მუხლებზე შემდეგი რეჩით: "ქალბატონო ინდირა, მე თქვენი ერთგული ფანი ვარ, თქვენ კი ჩემი სალოცავი ხართ, მე ღმერთმა მომცა ეს ბედნიერება, რომ თქვენ გიხილოთ, შემიბრალეთ მე უბადრუკი და ნება მომეცით თქვენს ხელს ვემთხვიო!". ნუ, ირგვლივ სიჩუმემ დაისადგურა, მე გამოქლიავებული ვუყურებ ამ კაცს, ხან ჩემებს, ვწითლდები, აზრზე არ ვარ რა ხდება, ან რატომ ვარ უცებ ქალბატონი ინდირა და ასე. ეს აგრძელებს თავისას, ჩემმა მეგობრებმა მოკიდეს ხელი აყენებენ, ეს არ დგება, წავიდა გაწევა-გამოწევა, ჩაერია რესტორნის პერსონალი, ეს კაცი გაყვირის, ეუბნება ჩემს მეგობარს , თქვენ ალბათ მისი მენეჯერი ხართ და ხელწერა მაინც მიბოძეთო... ერთი სიტყვით, როჟა გაიტანეს...

და რა ხდება ახლა: თურმე ვეგონე იუგოსლავიის ცნობილი პოპ-დივა ინდირა რადიჩი biggrin.gif მომღერალი ქალი, ძალიან პოპულარული biggrin.gif მას მერე ჩემი ბოსნიელი ძმაკაცი კლიჩკად მენეჯერია , მე კი ძველი იუგოსლავიის ტერიტორიაძე აღასასოდეს არ ვიხუჭუჭებ თმას smile.gif

აი, სურათები ჩემი და ინდირასი biggrin.gif
http://imageshack.us
http://g.imageshack.us/img140/indiraradic1btbh7.jpg/1/

http://imageshack.us
http://g.imageshack.us/img136/me1jf1.jpg/1/

პ.ს. ის მოღებულ მკერდიანია ინდირა biggrin.gif

პოსტის ავტორი: dariala თარიღი: Jan 1 2009, 10:35 PM

გაიხაროს ამ თემის გამხსნელმა smile.gif
მე რა დამემართა ეხლა. ერთი წლის წინ მე და ჩემი მეგობრები მოვხვდით პეტერბურგში. ხოდა რამოდენიმე დღე ვცხოვრობდით ერმიტაჟის წინ პატარა ჰოსტელ "ნორდში". მოკლედ ჩვენი ჩასვლა დამეთხვა როლინგ-სტოუნზის კონცერტს.ხოდა მსოფლიოს მასშტაბით თუ კი სადმე იყო ამ ჯგუფის ფანი ყველა პეტერბურგში იყო. თან კონცერტი უნდა ჩატარებულიყო ერმიტაჟის წინ რომ მოედანია იქ, თუ არ ვცდები სამეფო მოედანი ქვია. ჩვენი "ნორდიდან" სულ 10 მეტრში. ნუ დავიკავეთ ნომერი ამ ჰოსტელში დავტოვეთ ჩვენი ბარგი და გამოვედით ეხლა ერმიტაჟის დასაპყრობად. ჯერ მარტო ისაა კურიოზი, რომ ერთ დღეში ნახევარი ზამთრის სასახლე დავათვალიერეთ. ხოდა მოსაღამოვდა ეხლა და ვბრუნდებით უკან დაღლიღ-დაქანცულები, ერთი სული გვაქვს, როდის შევჭამთ რამეს და დვიძინებთ. უდაქანცულესები ვართ. შევაღეთ ჩვენი ნომრის კარი და რას ვხედავთ - ოთახი გადატენილია საწოლებით, რომლებზეც ვიღაც გაურკვეველი წარმოშობის ადამიანებს სძინავთ. და რომელთაც როგორც ჩანს არც ისე კარგი დამოკიდებულება აქვთ ჰიგიენურ საშუალებებთან. კულმინაცია კი იყო იატაკზე დაწოლილი საცვლების ამარა ჩინელი ხანშიშესული მამაკაცი, რომელიც ისე ხვრინავდა რომ კედლებს ზანზარი გაუდიოდა. გაშეშებულები ვიდექით სადღაც 10 წუთი, მერე გავვარდით ადმინისტრაციასთან. თურმე როლინგსტოუნზის ფანების შემოტევის გამო ყველა ნომერი ასე იყო გადატენილი. მტრისას ის ღამე ჩვენ გავატარეთ!!! ის იყო ყველაზე საშინელი და ყველაზე სასაცილო ღამე ჩემს ცხოვრებაში. მე კი მეცინება ამის გახსენებაზე და სხვისი არ ვიცი
biggrin.gif


staywhite
სხვათაშორის მე თავიდანვე ეგ სურათი მომხვდა თვალში და თქვენ მეგონეთ - მეთქი ეს ფოტო როგორ დადო აქ-თქო biggrin.gif

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Jan 2 2009, 02:04 AM

dariala

ციტატა
სხვათაშორის მე თავიდანვე ეგ სურათი მომხვდა თვალში და თქვენ მეგონეთ - მეთქი ეს ფოტო როგორ დადო აქ-თქო biggrin.gif


არა, მასე არ დავდივარ მე biggrin.gif აბანოში შEსვლის წინ თუ ვიქნები მასე მხოლოდ biggrin.gif

პ.ს. იცოცხლე smile.gif

პოსტის ავტორი: Marabella თარიღი: Mar 12 2009, 02:20 PM

staywhite
biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)