კათოლიკეთა სამხილებელი მართლმადიდებლური კატეხიზმო, კითხვა პასუხი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
კათოლიკეთა სამხილებელი მართლმადიდებლური კატეხიზმო, კითხვა პასუხი |
შოთა |
Nov 17 2006, 02:58 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,637 რეგისტრ.: 28-July 06 მდებარ.: tel-aviv წევრი № 22 |
კითხვა: ერთნაირი სარწმუნოება აქვთ მართლმადიდებლებსა და ლათინებს?
მიგება: არა, მათ შორის არის განსხვავება და საკმაოდ სერიოზული. კ.: რითი განსხვავდება ერთმანეთისაგან კათოლიკეთა და მართლმადიდებელთა სარწმუნოება? მ.: მართლმადიდებლებმა შემოინახეს ქრისტიანული სარწმუნოება წმიდად და შეურყვნელად, ანუ ისე, როგორც განგვიცხადა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ, როგორც ქადაგებდნენ მოციქულები და განმარტავდნენ მსოფლიო საეკლესიო კრებები, წმიდა მამები და მასწავლებლები ეკლესიისა; კათოლიკეებმა კი დაამახინჯეს ქრისტიანული სარწმუნოება მთელი რიგი მწვალებლური სწავლებებით და შემოიღეს წმ. ეკლესიის გარდამოცემასთან შეუთავსებელი წეს-ჩვეულებანი. კ.: დიდი ხანია, სარწმუნოებრივი დაბნეულობა გაჩნდა დასავლეთის ეკლესიაში? მ.: სარწმუნოებრივი დაბნეულობა IX საუკუნეში განცხადდა და მას შემდეგ ეს პროცესი დღემდე არ შეწყვეტილა. კ.: რა მოიმოქმედა ეკლესიამ ლათინთა შორის გაჩენილი არასწორი სწავლების საპასუხოდ? მ.: ეკლესია მიუთითებდა მათ შორის გაჩენილ შეცდომებსა და არასწორ სწავლებაზე და მოუწოდებდა სიწმიდის დაცვისაკენ, მაგრამ კათოლიკეები წინააღმდეგობას უწევდნენ, რითაც ფაქტიურად თვითონ დააყენეს თავიანთი თავი ეკლესიის გარეთ. ამის შემდეგ ეკლესიამ ჩამოიშორა ისინი. კ.: სწორად მოიქცა ეკლესია, როცა მოიკვეთა კათოლიკეები? მ.: დიახ, სწორად მოიქცა, რადგან ეკლესია თითქმის ერთ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში მოთმინებით, მაგრამ დაჟინებით მოითხოვდა კათოლიკეთაგან - არასწორი სარწმუნოებრივი სწავლების უარყოფას. მაგრამ ისინი წინ აღუდგნენ ეკლესიის სწავლებას და ვინც ეკლესიისას არ ისმენს, „იყავნ იგი შენდა ვითარცა მეზუერე და წარმართი“, (მათე 15,17). პავლე მოციქული გვასწავლის: „მწვალებელსა კაცსა შემდგომად ერთისა და ორისა სწავლისა განეშორე. უწყოდე, რამეთუ გარდაგულარძნილ არ ეგევითარი იგი და ცოდვას და არს იგი თვით დასჯილ“ (ტიტე 3, 10-11) კ.: რა ცდომილებანი გააჩნია დღეისათვის დასავლეთის ეკლესიას? მ.: ეს ცდომილებანი შემდეგია ა) კათოლიკენი ასწავლიან, თითქოსდა რომის პაპი არის ღმერთის მოადგილე დედამიწაზე; ბ) ამბობენ, რომ რომის პაპი, როდესაც სარწმუნოებაზე საუბრობს, არასოდეს ცდება, ანუ მის შეუმცდარობას ამტკიცებს; გ) მათ სწამთ, თითქოს სული წმიდა გამოდის არა მხოლოდ მამისაგან, არამედ ძისაგანაც; I-II მსოფლიო საეკლესიო კრებებზე მიღებული „მრწამსის“ საწინააღმდეგოდ. დ) აღიარებენ ღვთისმშოვლის უბიწოდ ჩასახვას იოაკიმესა და ანასაგან; ე) აქვთ სწავლება, თითქოს წმიდანებს იმაზე მეტი ღირსება და დამსახურება აქვთ, ვიდრე ეს ერთი ადამიანის ცხონებისათვის არის საჭირო; ვ) ბავშვებს არ სცხებენ მირონს და არ აზიარებენ; ზ) ერის ადამიანებს არ აზიარებენ სისხლით; თ) ზიარებაში იხმარება გაუფუებელი პური; ი) მარხულობენ შაბათს; კ) ღვთისმსახურებისას იყენებენ ორღანს და სხვ. ერთი სიტყვით, დიარღვა დოგმატური ერთობა - ეკლესიის ერთობის პრინციპი, ერთმა ეკლესიამ მიითვისა ზოგადად მთელი ეკლესიის ღირსება; სიყვარულის პრინციპი შეცვალა დამორჩილების პრინციპმა. -------------------- http://www.youtube.com/user/shotka84tube
|
marine |
Dec 28 2021, 02:52 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,110 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"XIV საუკუნეში დიდი დავა იყო თაბორის ნათლის შესახებ. კათოლიკური აზროვნება და კერძოდ მისი წარმომქმნელი - კალაბრიელი ბერი ვარლამი ამ ნათლის მარადიულობასა და შეუქმნელობას უარყოფდა და მას ქმნილებად, დროში შექმნილად მიიჩნევდა. ამის საპირისპიროდ ცნობილი წმიდა მამა გრიგოლ პალამა ამტკიცებდა, რომ თაბორის ნათელი ეს არის ღმრთაებრივი ძალა, ენერგია, სხვაგვარად რომ ვთქვათ ღმერთი, რომელიც სრულიად მიღმიურია ხილული სამყაროსი, ამავე დროს თავისი ენერგიებით, მადლით ქმნის, იცავს და განმსჭვალავს მთელ ამ სამყაროს, რომ მაცხოვარმა თაბორზე მოწაფეები სწორედ ამ ღმრთაებრივი ძალის ხილვის ღირსი გახადა და არა რაღაც ზებუნებრივი სინათლისა, რომელიც თითქოს სწორედ ფერისცვალების სასწაულისათვის შეიქმნა. როგორც ამას ვარლამი ამტკიცებდა. ამ დავას გამოეხმაურდნენ ათონელი ბერებიც, რომელნიც უდიდესი ასკეტური ღვაწლის წყალობით თვითონ გახდნენ ღირსნი, საღვთო ნათელს გაენათებინა მათი გულები. მათ კონსტანტინოპოლში გაგზავნეს "ტომოსი", რომელშიც ადასტურებდნენ თაბორის ნათლის მარადიულობასა და ღმრთაებრიობას, კონსტანტინოპოლის ადგილობრივმა საკელესიო კრებამ 1351 წელს დაგმო ვარლამის მცდარი სწავლება, ხოლო გრიგოლ პალამას შეხედულებები მართლმადიდებლურად აღიარა".
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd May 2024 - 05:47 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი