ვისწავლოთ მედავითნეობა, ... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ვისწავლოთ მედავითნეობა, ... |
გიორგიი |
Jun 6 2007, 06:42 PM
პოსტი
#21
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 50 რეგისტრ.: 5-June 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 2,109 |
ხო ვნახე საინტერესო საიტია.
კანონისტი შენ დიდიხანია რაც მედავითნე ხარ? |
დათიკო |
Jun 6 2007, 09:58 PM
პოსტი
#22
|
დათიკო ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 |
კვირიაკეებად დაყოფაზე თქვი რა რამე კანონისტ
|
kato_Bato |
Jun 6 2007, 10:40 PM
პოსტი
#23
|
Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь.. ჯგუფი: Senators პოსტები: 15,479 რეგისტრ.: 4-November 06 მდებარ.: Not shureLand.... წევრი № 389 |
როგორ უნდა მოემზადოს ადამიანი, საიმისოდ რომ მედავითნე გახდეს?
სად უნდა ისწავლოს? -------------------- მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.
- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს.... - როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა. - ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები... |
კანონისტი |
Jun 7 2007, 11:24 AM
პოსტი
#24
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
გიორგიი
ციტატა კანონისტი შენ დიდიხანია რაც მედავითნე ხარ? 3 წელზე მეტია, რაც უშუალოდ ვმსახურობ. ისე 5 წელია რაც მეტ-ნაკლებად ვიცი ტიპიკონი დათიკო ციტატა კვირიაკეებად დაყოფაზე თქვი რა რამე კანონისტ მოდი ჯერ საღვთისმსახურო წიგნებზე ვთქვათ საღვთისმსახურო წიგნები იყოფა სამ ჯგუფად: ა) წლის ციკლის ბ) კვირის ციკლის გ) დღის ციკლის ა) წლის ციკლის წიგნებია: თვენი - წმინდანთა საკითხავების წიგნი. ყოველ კალენდარულ დღეს უწევს შესაბამისი წმინდანის საკითხავი. თვენი ამჟამად ხელნაწერის სახით არსებობს მხოლოდ, გამოცემულია რამდენიმე თვე და ფართოდ არ არის ჩვენში მსახურებებისას გამოყენებული საზოგადო თვენი - წმინდანთა საზოგადო საკითხავების წიგნი. იყოფა მართლმადიდებელ ეკლესიაში ცნობილ წმინდანთა დასებად და მოცემულია მათი საზოგადო (ანუ ყველასთვის საერთო) საკითხავები: მოციქულთა, წინასწარმეტყველთა, მოწამეთა, ღირსთა დ ა.შ. დღევანდელ დღეს საზოგადო თვენი ცვლის ჩვეულებრივ თვენს სადღესასწაულო - გამოკრებილი თვენი, ანუ წლის განმავლობაში ეკლესიის დიდი დღესასწაულების საკითხავთა წიგნი. აქ მოცემულია აგრეთვე მაღალი რანგის წმინდანთა მსახურებებიც ბ) კვირის ციკლის წიგნებია: პარაკლიტონი (ანუ რვახმათა) - მწუხრისა და ცისკრის გალობების წიგნი. პარაკლიტონი იყოფა რვა ხმად, ხოლო თითო ხმა - შვიდ დღედ. პარაკლიტონის კითხვა იწყება ყოველთა წმინდათა კვირიდან და სრულდება მეზვერისა და ფარისევლის კვირას მარხვანი (ანუ ტრიოდიონი) - დიდმარხვის საკითხავი წიგნი. იწყება მეზვერისა და ფარისევლის კვირიდან და სრულდება დიდი შაბათის შუაღამიანით ზატიკი - ერგასის (ანუ აღდგომის სადღესასწაულო დღეების) საკითხავი წიგნი გ) დღის ციკლის წიგნია: ჟამნი - ჟამნში მოცემულია დღის 9 ჟამის განმავლობაში წასაკითხი ლოცვები და მსახურების ტექსტები. აგრეთვე წმინდანთა ტროპრები და კონდაკები სამივე ციკლის წიგნები მსახურებისას გამოიყენება ერთდროულად. მედავითნის მთავარი ფუნქციაა დააზუსტოს მსახურების დაწყების წინ, რა როდის და როგორ იკითხება და ისე შეასრულოს მსახურება, მოძღვრის კურთხევით და განწესის შესაბამისად ამათ გარდა მსახურებისას გამოიყენება საღვთისმსახურო სახარება (ე.წ. ტრაპეზის სახარება) და სამოციქულო. ისინი იყოფა ე.წ. დასაწყისებად -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
გიორგიი |
Jun 7 2007, 03:48 PM
პოსტი
#25
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 50 რეგისტრ.: 5-June 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 2,109 |
მერე სამოციქულოს გამორჩევაც იქნებ აგვიხსნა
|
კანონისტი |
Jun 7 2007, 03:59 PM
პოსტი
#26
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
გიორგიი
ახლავე სამოციქულოს გამორჩევისათვის უნდა ვიცოდეთ რიცხვების ძველქართული შესატყვისები სამოციქულო შედგება მოციქულთა საქმეებისაგან, კათოლიკე ეპისტოლეებისაგან და პავლე მოციქულის ეპისტოლეებისაგან მთელი სამოციქულო უწყვეტად არის გადანომრილი და ამ ნომერს ეწოდება "დასაწყისი" (შემოკლებით - დას.) გამოსარჩევად უნდა გადავფურცლოთ კალენდარი (თუმცა სამოციქულოს ბოლოშიცაა) და ვნახოთ, რა საკითხავებია ამ დღეს აი, მაგალითად დღევანდელ დღეს: ცისკ. - ლუკა 31 დას. VII, 17-30. ლიტ. - საქმ. 47 დას. XXIII, 1-11. ინ. 54 დას. XVI, 15-23. ნათლისმც: 2 კორ. 176 დას. IV, 6-15. მთ. 40 დას. XI, 2-15. მწვანე ფერში არის ცისკრის საკითხავი სახარება (მედავითნეს არ ეხება) ლურჯ ფერში არის დღის სამოციქულო და წმიდის სამოციქულო პირველი იკითხება 47-ე დასაწყისი, ანუ ესაა მოციქულთა საქმეების 23-ე თავის 1-ლიდან 11 მუხლამდე მეორე არის 176-ე დასაწყისი, რაც იქნება კორინთელთა მიმართ მეორე ეპისტოლის მე-4 თავის მე-6-დან მე-15 მუხლამდე საკითხავი შესაბამისად, მოძღვრის ასამაღლებელზე - სიბრძნით ჩვენ ვუპასუხებთ საქმეთაგან მოციქულთა და კორინთელთა მიმართ მეორე ეპისტოლისაგან წმიდისა პავლე მოციქულისა, საკითხავნი.... -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
გიორგიი |
Jun 7 2007, 04:37 PM
პოსტი
#27
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 50 რეგისტრ.: 5-June 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 2,109 |
სამოციქულო სხვანაირ ინტონაციაში უნდა წაიკითხო და უფრო ნელა ხო?
|
კანონისტი |
Jun 7 2007, 04:38 PM
პოსტი
#28
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
გიორგიი
ციტატა სამოციქულო სხვანაირ ინტონაციაში უნდა წაიკითხო და უფრო ნელა ხო? სამოციქულოს წესით დიაკონი უნდა კითხულობდეს. შესაბამისად წაკითხვის სტილიც სხვანაირია -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
დათიკო |
Jun 7 2007, 05:01 PM
პოსტი
#29
|
დათიკო ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 |
კანონისტი
ციტატა ისინი იყოფა ე.წ. დასაწყისებად რა ნიშნით გამოიღჩევა დასაწყისების მუხლების რაოდენობა? |
გიორგიი |
Jun 7 2007, 05:54 PM
პოსტი
#30
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 50 რეგისტრ.: 5-June 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 2,109 |
ციტატა სამოციქულოს წესით დიაკონი უნდა კითხულობდეს. შესაბამისად წაკითხვის სტილიც სხვანაირია და მე სადაც ვნახე ყველგან მედავითნე კითხულობდა. |
კანონისტი |
Jun 7 2007, 06:05 PM
პოსტი
#31
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
დათიკო
ციტატა რა ნიშნით გამოიღჩევა დასაწყისების მუხლების რაოდენობა? შინაარსობრივად (როგორც ვიცი) გიორგიი ციტატა და მე სადაც ვნახე ყველგან მედავითნე კითხულობდა დიაკვნები არ არიან საკმარისი და იმიტომ აბა, დიდ სამებაში ნახე -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
babykido1 |
Jun 7 2007, 09:14 PM
პოსტი
#32
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 16 რეგისტრ.: 4-January 07 წევრი № 784 |
კანონისტი
შეიძლება რომ სამოციქულო ქალმა მედავითნემაც წაიკითხოს? და თუ არის ამის შესახებ სადმე დაფიქსირებული, თუ უბრალოდ ტრადიციაა რომ მამაკაცი კითხულობს? |
გიორგიი |
Jun 7 2007, 09:27 PM
პოსტი
#33
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 50 რეგისტრ.: 5-June 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 2,109 |
babykido1
ისე ერთხელ მე ქალიც მინახი და ალბათ ეს წინამძღვრის კურთხევაზე არის დამოკიდებულია არა? |
babykido1 |
Jun 7 2007, 09:33 PM
პოსტი
#34
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 16 რეგისტრ.: 4-January 07 წევრი № 784 |
გიორგიი
მეც მინახია, არ ვიცი ალბათ მასეა. პრინციპში პრობლემა არაა ჩემი აზრით, საწინასწარმეტყველოებს ყველა ქალი მედავითნე კითხულობს მაგრამ სამოციქულოზე ერთი მომენტია მანდ - ქალი რო დაიწყებს "ძმანოო..." დაველოდოთ აბა კომპეტენტურ პიროვნებას |
კანონისტი |
Jun 8 2007, 10:54 AM
პოსტი
#35
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
babykido1
ციტატა შეიძლება რომ სამოციქულო ქალმა მედავითნემაც წაიკითხოს? და თუ არის ამის შესახებ სადმე დაფიქსირებული, თუ უბრალოდ ტრადიციაა რომ მამაკაცი კითხულობს? ტრადიციაა ლოგიკურად, თუკი ქალს მედავითნეობის კურთხევა აქვს, შესაბამისად მან ყველა ის საკითხავი უნდა წაიკითხოს, რაც მედავითნეს ეკუთვნის, ანუ დიაკვნის არყოფნის დროს - სამოციქულოც babykido1 ციტატა სამოციქულოზე ერთი მომენტია მანდ - ქალი რო დაიწყებს "ძმანოო..." რა მოხდა მერე? განა მრევლი მისი ძმები არ არიან? -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
დათიკო |
Jun 8 2007, 01:03 PM
პოსტი
#36
|
დათიკო ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 |
ანა ხატია არის მედავითნე. ჩვენი თანაფორუმელია და ის გვიპასუხებს ასეთ კითხვებზე.
|
გიორგიი |
Jun 8 2007, 07:24 PM
პოსტი
#37
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 50 რეგისტრ.: 5-June 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 2,109 |
კანონისტი
შენ ვაკის სამებაში ხარ? |
Sotiris |
Jun 11 2007, 05:19 AM
პოსტი
#38
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,567 რეგისტრ.: 3-November 06 წევრი № 382 |
სამოციქულოს წესით დიაკონი უნდა კითხულობდეს. ეგ სად წაიკითხე? სამოციქულოს რომ წიგნისმკითხველი კითხულობს, ეგ არათუ თანამედროვე ქართულ, ბერძნულ და სლავურ ლიტურგიკულ წიგნებში წერია, ასევეა ხელნაწერებშიც. -------------------- მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა. |
კანონისტი |
Jun 11 2007, 09:57 AM
პოსტი
#39
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
გიორგიი
ციტატა შენ ვაკის სამებაში ხარ? კი Sotiris ციტატა ეგ სად წაიკითხე? სამოციქულოს რომ წიგნისმკითხველი კითხულობს, ეგ არათუ თანამედროვე ქართულ, ბერძნულ და სლავურ ლიტურგიკულ წიგნებში წერია, ასევეა ხელნაწერებშიც. საქმე ისაა, რომ სამოციქულო (მსგავსად სახარებისა) არ წარმოადგენს ლოცვას, მისი წაკითხვის ფუნქციაა მრევლის სწავლება და დამოძღვრა და შესაბამისად ერისკაცის მიერ მისი ამოკითხვა საზოგადო მსახურებისას არ ეგების კონკრეტულად არსად არ ამომიკითხავს. პრაქტიკულად მაქვს ნანახი სხვადასხვა ენოვანი ლიტურგიების ჩანაწერების ყურებისას -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
გიორგიი |
Jun 11 2007, 11:50 AM
პოსტი
#40
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 50 რეგისტრ.: 5-June 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 2,109 |
ვინმეს ხომ არ გაქვთ ბერძნული ლიტუგიის ჩანაწერი?
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 02:52 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი