იესოს არამეული ენა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
იესოს არამეული ენა |
Otherguy |
Sep 12 2013, 01:07 AM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,802 რეგისტრ.: 25-February 09 მდებარ.: Sorrow Hill წევრი № 6,554 |
რადგან აშკარაა, რომ იესო არამეულად საუბრობდა, მიკვირს, რომ თავიდანვე, ახალი აღთქმის არამეული ხელნაწერები დიდად არ იყო ეკლესიის მხრიდან მოწონებული და აღიარებული. წმ. ეფრემ ასურის და წმ. აფრაატის გარდა იშვიათად, რომ ვინმეს მხოლოდ არამეული ბიბლიით ეხელმძღვანელა.
არადა რაც მართალია მართალია - ყველაზე ახლოს იმასთან, თუ რას გულისხმობდნენ ნათქვამებში იესო და მისი მოციქულები, არამეულ ბიბლიაში შეგვიძლია ვნახოთ. როგორც არ უნდა იდეალურად ეთარგმნათ ბერძნულად, მაინც ხომ არამეულად იქნება ყველაზე ზუსტი? ნუ ეხლა პეტრეს რომ პეტრე არ ერქვა ეგ ხომ ფაქტია. იესომ უწოდა მას კეფა, რომელიც ბერძნულად იყო პეტრე და შემდეგ შერჩა მას ეს სახელი. რატომ არ ეძახდნენ კეფა მოციქულს? რატომ ეძახდნენ სულ პეტრე მოციქულს? იესოს არასოდეს დაუძახია მოციქულისთვის პეტრე, არასოდეს. ის ეძახდა მას კეფას. ან რომ წერია ლუკას 14:26-ში: "თუ ვინმე მოდის ჩემთან და არ მოიძულებს თავის დედ-მამას, თავის ცოლ-შვილს, თავის და-ძმას..."-ო, არამეულში ეგ სიტყვა ნიშნავს - "გვერდზე გადადება"-ს და რატომ არ შეიძლება ჩვენც ასე გავიგოთ? იესო სიძულვილს არასოდეს არ ქადაგებდა ისედაც. ან ფრაზა მათეს 10:34-ში: "ნუ გგონიათ, თითქოს მოვედი, რათა მშვიდობა მომეტანა ამ ქვეყნად; მშვიდობის მომტანად კი არ მოვედი, არამედ მახვილისა.", აქაც არამეული სიტყვები ასე პირდაპირ არ მიუთითებს ომების და მკვლელობების მოტანაზე. არამედ საუბარია იმაზე, რომ იესოს მოაქვს ადამიანებს შორის უთანხმოება და თავად ადამიანებში(ქრისტიანებში) ცხოვრების გაძნელება. რაც აისახა კიდეც ქრისტიანთა დევნაში შემდეგ საუკუნეებში. უამრავი ამგვარი რთული ფრაზაა ახალ აღთქმაში, რომელსაც არამეული სიტყვების განმარტება თავისუფლად ხსნის. მიკვირს რომ არამეულით დაინტერესება ყოველთვის ძალიან მიზერული იყო XXI საუკუნის მანძილზე. -------------------- 43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა... 46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ? |
G_saxva |
Sep 12 2013, 09:34 AM
პოსტი
#2
|
I n t e r n e t ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 4,913 რეგისტრ.: 11-March 13 მდებარ.: i n t e r n e t წევრი № 13,010 |
Otherguy
ჩემი აზრი ამსთან დაკვშირებით ასეთია, თარგმნისას რომ შეცვლილია სიტყვები ეს იმიტომ რომ შინაარსი უკეთ გაგვეგო. ანუ შინაარსი რომ არ დამახინჯებულიყო სიტყვები შეცვალეს -------------------- და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე? კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ. ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- |
MIRDAT |
Sep 12 2013, 09:33 PM
პოსტი
#3
|
MIRDAT ჯგუფი: Members პოსტები: 542 რეგისტრ.: 13-October 11 მდებარ.: შუახმელეთი წევრი № 11,666 |
Otherguy ჩემი აზრი ამსთან დაკვშირებით ასეთია, თარგმნისას რომ შეცვლილია სიტყვები ეს იმიტომ რომ შინაარსი უკეთ გაგვეგო. ანუ შინაარსი რომ არ დამახინჯებულიყო სიტყვები შეცვალეს შეიძლება მასეცაა, მაგრამ რა მაგალითიც აქვს მოყვანილი, მანდ აზრია შეცვლილი... არ ვარ ამ საკითხში გარკვეული, კარგი იქნებოდა რომ ესაუბრათ ისეთ ხალხს ვინც იცის რამე ამ საკითხის შესახებ.... |
nick |
Sep 12 2013, 10:06 PM
პოსტი
#4
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 70 რეგისტრ.: 30-August 13 წევრი № 13,314 |
ისე მიიღეთ ყოველი სწავლება როგორც ამას ეკლესია ასწავლის, მიღმიერ ხედვას უფალი ნელ-ნელა ღვაწლის შესაბამისად აძლევს ადამიანს.
ყოველი მწვალებლობა რწმენის და ცოდნის ნაკლებობის მქონე ადამიანთა მიერ ბიბლიის არასწორად გამოკვლევის შედეგად წარმოიშვა. -------------------- უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღვთისაო, მეოხებითა ღვთისმშობელისაითა, შემიწყალე მე ცოდვილი
|
Otherguy |
Sep 12 2013, 10:28 PM
პოსტი
#5
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,802 რეგისტრ.: 25-February 09 მდებარ.: Sorrow Hill წევრი № 6,554 |
nick
MIRDAT G_saxva გასაგებია, მაგრამ მაინც მიკვირს, რომ რამოდენიმე ეკლესიის მამის გარდა ორიგინალის კითხვის იდეა არავის გასჩენია. მაგალითად წმ. იოანე ოქროპირი დანანებით ამბობს ერთგან, რომ ბერძნული სეპტუაგინტა კარგია, მაგრამ ბევრი რამ იკარგება მაინც ებრაულიდან ბერძნულში თარგმანისას. იესო არამეულად საუბრობდა და არა ბერძნულად, ასე რომ არამარტო აზრი შეიძლება დაიკარგოს თარგმანისას, არამედ პოეტური ფრაზებიც. "მამაო ჩვენო" ირითმება რეალურად არამეულ ენაზე, ზოგ იგავებში კი ლამაზი პოეტური სიტყვების თამაშია. -------------------- 43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა... 46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ? |
A.V.M |
Sep 12 2013, 10:55 PM
პოსტი
#6
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
Otherguy
შენ წარმოიდგინე და სადღაც გეთანხმები... -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
MIRDAT |
Sep 13 2013, 02:45 AM
პოსტი
#7
|
MIRDAT ჯგუფი: Members პოსტები: 542 რეგისტრ.: 13-October 11 მდებარ.: შუახმელეთი წევრი № 11,666 |
ან რომ წერია ლუკას 14:26-ში: "თუ ვინმე მოდის ჩემთან და არ მოიძულებს თავის დედ-მამას, თავის ცოლ-შვილს, თავის და-ძმას..."-ო, არამეულში ეგ სიტყვა ნიშნავს - "გვერდზე გადადება"-ს და რატომ არ შეიძლება ჩვენც ასე გავიგოთ? იესო სიძულვილს არასოდეს არ ქადაგებდა ისედაც. აი ეს საკმაოდ კარგი მაგალითია რატომ ჯობია დედანი თარგმანს... ეგ კი არა, რამდენიმე გამოცემა მაქვს ბიბლიის და სხვადასხვა მუხლები სხვადასხვანაირად წერია ყველგან... (თუ საჭიროა შემიძლია მოვიყვანო 1–2 მაგალითი..) |
G_saxva |
Sep 13 2013, 09:19 AM
პოსტი
#8
|
I n t e r n e t ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 4,913 რეგისტრ.: 11-March 13 მდებარ.: i n t e r n e t წევრი № 13,010 |
მეც დიდი სიამოვნებით წავიკითხავდი არამეულზე სახარებას, მაგრამ ჯერ-ჯერობით იმით ვკმაყოფილდები რაც მაქ.
-------------------- და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე? კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ. ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- |
აკაკი |
Sep 13 2013, 12:06 PM
პოსტი
#9
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,626 რეგისტრ.: 21-May 09 წევრი № 7,018 |
|
Otherguy |
Sep 13 2013, 08:49 PM
პოსტი
#10
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,802 რეგისტრ.: 25-February 09 მდებარ.: Sorrow Hill წევრი № 6,554 |
აკაკი
G_saxva MIRDAT A.V.M აი ეს კითხვა მაქვს, ძველ აღთქმაში წერია: "რამდენ ხანსაც წყლულია მასზე, იმდენ ხანს იქნება უწმიდური. უწმიდურია იგი. განცალკევებით უნდა ცხოვრობდეს თავისი საცხოვრებელი ბანაკის გარეთ." - ზოგადად არ შეიძლებოდა კეთროვნების და სხვადასხვა ტიპის "უწმინდურების" ცხოვრება ხალხთან ერთად. მაშ რატომ არის რომ: "ხოლო როდესაც ბეთანიაში იყო და ინახად იჯდა სიმონ კეთროვანის სახლში, მოვიდა ქალი, რომელსაც ალებასტრის ჭურჭლით ჰქონდა ნარდის ძვირფასი ნელსაცხებელი, გატეხა ჭურჭელი და თავზე დაასხა მას." (მარკოზი 14:3) როგორ შეიძლება კეთროვანს ეცხოვრა ვინმესთან ერთდ სახლში? გადამდებია კეთრი... სინამდვილეში არამეული სიტყვები "გარიბო"(თიხის ჭურჭლების გამკეთებელი) და "გარობო"(კეთროვანი) მსგავსებია და მაშინ ხმოვნების გარეშე თუ იწერებოდა, თავისუფლად შეიძლებოდა არეოდათ. თანაც თუ მართლა კეთროვანი იყო, რატომ არ განკურნა იესომ? ან რატომ არ სთხოვა კეთროვანმა განკურნება? -------------------- 43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა... 46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ? |
A.V.M |
Sep 13 2013, 09:07 PM
პოსტი
#11
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
Otherguy
საინტერესო დასაწყისი გაქვს . ვნახო აბა რა გიწერია... ანუ გინდა თქვა რომ მთაწმინდელს შეეშალა რაღაც-რაღაცები თარგმნისას ხომ? -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
Otherguy |
Sep 13 2013, 09:14 PM
პოსტი
#12
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,802 რეგისტრ.: 25-February 09 მდებარ.: Sorrow Hill წევრი № 6,554 |
Otherguy საინტერესო დასაწყისი გაქვს . ვნახო აბა რა გიწერია... ანუ გინდა თქვა რომ მთაწმინდელს შეეშალა რაღაც-რაღაცები თარგმნისას ხომ? მთაწმინდელი რატომ გელანდებათ სულ? ბერძნულში წერია "სიმონ კეთროვანი" და იქიდან თარგმნა მთაწმინდელმა და ბევრმა სხვამ. საუბარია არამეულზე. იესო არამეულად საუბრობდა და უფრო ლოგიკურია სიმონი მეთიხე ყოფილიყო ვიდრე კეთროვანი. თუმცა მეორე ვარიანტია, რომ შეიძლება უბრალო დამთხვევაა. -------------------- 43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა... 46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ? |
A.V.M |
Sep 13 2013, 09:28 PM
პოსტი
#13
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
Otherguy
ციტატა მთაწმინდელი რატომ გელანდებათ სულ? მთაწმინდელის თარგმანით ვხელმძღვანელობ და იმიტომ... ანუ ბერძნულ ენაზე მთარგმნელებს მოუვიდათ შეცდომა შენი აზრით ხომ? -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
Otherguy |
Sep 13 2013, 09:31 PM
პოსტი
#14
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,802 რეგისტრ.: 25-February 09 მდებარ.: Sorrow Hill წევრი № 6,554 |
Otherguy მთაწმინდელის თარგმანით ვხელმძღვანელობ და იმიტომ... ანუ ბერძნულ ენაზე მთარგმნელებს მოუვიდათ შეცდომა შენი აზრით ხომ? ჰო, ანუ ამ შემთხვევაში მთაწმინდელი არაფერ შუაშია. პრობლემას იწვევს რამოდენიმე საკითხი: 1) რა უნდოდა კეთროვანს ქალაქში, ოჯახთან ერთად? კეთრი გადამდებია. თან კანონი იყო ღმერთის დაწესებული, რომ კეთროვნები ქალაქიდან უნდა გაეყვანათ. 2) რატომ არ განკურნა ქრისტემ კეთროვანი? ან რატომ არ თხოვეს ოჯახის წევრებმა მისი განკურნება? არის ერთი ვარიანტი, რომ ქრისტემ მანამდე განკურნა სიმონი და მეტსახელი კეთროვანი მაინც შერჩა. ეს შესაძლებელია, მაგრამ ამის დამადასტურებელი საბუთი არ არსებობს. ბიბლიაში არ წერია ყოველ შემთხვევაში. -------------------- 43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა... 46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ? |
აკაკი |
Sep 14 2013, 02:12 AM
პოსტი
#15
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,626 რეგისტრ.: 21-May 09 წევრი № 7,018 |
განაგრძეთ...
(ასე ჯობია) |
Otherguy |
Sep 14 2013, 11:22 AM
პოსტი
#16
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,802 რეგისტრ.: 25-February 09 მდებარ.: Sorrow Hill წევრი № 6,554 |
აკაკი
ესეიგი აქედან ლოგიკურად გამომდინარეობს, რომ მართლმადიდებლობა არაა ჭეშმარიტი რელიგია და რომ რასელისტობა არის ჭეშმარიტება. ამას ელოდი? აბა რა "შემდგომ?" კაცო. საინტერესო საკითხია ეგ და სრულიად ობიექტური. მართლმადიდებლობა რა შუაშია აქ? სიმონი მექვაბე იყო თუ კეთროვანი ამას არაფერი აკავშირებს ეკლესიასთან და მის დოგმატებთან. -------------------- 43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა... 46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ? |
A.V.M |
Sep 14 2013, 11:26 AM
პოსტი
#17
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
Otherguy
ეფრემ ასურის განმარტება გვაქვს ამ მუხლის? -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
აკაკი |
Sep 14 2013, 11:40 AM
პოსტი
#18
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,626 რეგისტრ.: 21-May 09 წევრი № 7,018 |
არა, ვერ გამიგე.
მე, პირიქით, დაინტერესებული ვარ და ამიტომ ვიკითხე, რომ მეტის წაკითხვა მომინდა, სანამ საკუთარ აზრს და მიდგომას დავწერდი (რომელიც, შეიძლება ითქვას, იგივეა). არ ვიცი, რათა ფიქრობ, რომ ჩაცივებული ვარ რამეებზე |
Otherguy |
Sep 14 2013, 10:07 PM
პოსტი
#19
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,802 რეგისტრ.: 25-February 09 მდებარ.: Sorrow Hill წევრი № 6,554 |
A.V.M
ეფრემ ასურს აქვს კომენტარი დაწერილი დიატესარონზე და თუ ვნახე უფასოდ სადმე, წავიკითხავ და დავდებ აქაც. უფასოდ არის მარტო მხატვრულ-თეოლოგიური ჰიმნები. აკაკი წმ. იოანე ოქროპირი წერს, რომ უკვე განკურნებული იყო იესოსგან სიმონი. მაგრამ მეტსახელი რატომ შერჩა გაუგებარია. ვიღაცას კიბო რომ ჰქონდეს და გადარჩეს, მთელი ცხოვრება "კიბო" უნდა ეძახონ? კაცი ძლივს გადარჩა, მოიშორა დაავადება და მეტსახელად უნდა ეგ დაავადება? თანაც კეთროვნება უწმინდურებას ნიშნავდა და მაგ მეტსახელს არავინ შეარქმევდა. -------------------- 43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა... 46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ? |
A.V.M |
Sep 14 2013, 11:03 PM
პოსტი
#20
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
Otherguy
ასური ვიცი . სხვა მაინტერესებს ვინც ასე მოქმედებდა... კაბადოკიელ მამებში ვითომ არ გვექნება არამეული სახარების ეგზეგეზები? -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 3rd May 2024 - 01:41 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი