მოზაიკა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მოზაიკა |
georgios |
Aug 14 2011, 12:34 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,263 რეგისტრ.: 13-August 11 წევრი № 11,439 |
მოზაიკა, რომელსაც ღრმა ფესვები გააჩნია, გავრცელდა ქრისტიანულ ხელოვნებაში და დღემდე დაცულია ნამუშევრები, რომლებიც გამორჩეულია და აღგვაფრთოვანებს.
მოზაიკის ხელოვნების საყურადღებო ნიმუშები არის, მაგალითად სიცილიაზე. ეს არის სიცილიის ქალაქ ჩეფალუს საკათედრო ტაძარი. ამ ტაძრის ერთ-ერთი ღირსშესანიშნავობა არის მოზაიკა. ის შესრულებულია როჟერ მეორის მიერ 1145 წელს მოწვეული ბიზანტიელი ოსტატების მიერ. არა მარტო ამ ტაძარში, ზოგადად იტალიის ხელოვნებაში ვხედავთ ბიზანტიელი ოსტატების გავლენას და ეს განსაკუთრებით ჩანს ქვეყნის სამხრეთ ნაწილში, მათ შორის სიცილიაზე. ჩეფალუს ტაძარში ეს არის პალერმოში არსებული ტაძარი, მარტორანა. ეს კი ამ ტაძრის მოზაიკა ხარება მთავარანგელოზი მიქაელი მთავარანგელოზი გაბრიელი მირქმა ღვთისმშობლის მიძინება შობა -------------------- დღესაც არ ვიცი ფერი შენთა უძირო თვალთა,
მხოლოდ ვიცი, რომ შენი ცქერა სევდასა ჰგავდა - ხატების სევდას, ფრესკების სევდას... |
georgios |
Sep 15 2011, 09:50 AM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,263 რეგისტრ.: 13-August 11 წევრი № 11,439 |
რავენაში თეოდორიხის დახმარებით აგებულია ასევე არიოზელთა ბაპტისტერიაც.
აქ საყურადღებოა მოზაიკა, რომელიც ასახავს ნათლისღებას. საყურადღებოა, რომ აქ ქრისტე გამოსახულია სრულად შიშველი, რაც სავარაუდოდ მიანიშნებს არიოზელთა სწავლებაზე ქრისტეს ქმნადობის შესახებ. პერსონიფიცირებულია მდინარე იორდანე მოხუც კაცში. არიოზელთა სწავლება იმის შესახებ, რომ ნათლისღებისას შევიდა იესოში ღვთაებრივი საწყისი, ასახულია დეტალში, რომელშიც წყალი გადმოდის არა იოანეს ხელიდან, არამედ მტრედისგან. მოციქულთა პროცესია გამზადებული ტახტი რავენაში არის მეორე, მართლმადიდებლური ბაპტისტერია, ყველაზე ძველი შენარჩუნებული შენობა ქალაქში. ბაპტისტერიაში არის მოზაიკა, რომელიც ასევე ასახავს ნათლისღების სცენას. ცენტრში გამოსახულნი არიან იოანე და ქრისტე, ასევე მდინარე იორდანეს პერსონიფიკაცია - კაცი პირსახოცით. ცენტრის გარშემო გამოსახულნი არიან მოციქულები გვირგვინებით, რომლებიც იუწყებიან ზეციურ იერუსალიმზე. რავენას მთავარეპისკოპოსის კაპელაში გამოსახულია საკმაოდ იშვიათი სახეობა ქრისტეს გამოსახულების - მეომარი ქრისტე. -------------------- დღესაც არ ვიცი ფერი შენთა უძირო თვალთა,
მხოლოდ ვიცი, რომ შენი ცქერა სევდასა ჰგავდა - ხატების სევდას, ფრესკების სევდას... |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd May 2024 - 10:48 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი