IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

4 გვერდი V  1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
> მართლმადიდებელი ეკლესიები, ავტოკეფალური და ავტონომიური
კანონისტი
პოსტი Oct 21 2006, 02:18 PM
პოსტი #1


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



აქ განვიხილოთ მსოფლიოს მართლმადიდებელ ეკლესიათა დიპტიქთან დაკავშირებული საკითხები

მსოფლიოში ამჟამად არის 15 ავტოკეფალური და 4 ავტონომიური ეკლესია. ამასთან, რამდენიმე თვითგამოცხადებული ავტოკეფალური, ავტონომიური და სქიზმატური ეკლესიები

ძირითადი სადავო საკითხებია:
- ავტოკეფალია/ავტონომია
- სამეთაურო ტიტული
- საგამგებლო ტერიტორია
- ე.წ. სრული უფლებამოსილება (12 მღვდელმთავარი სინოდში, მირონის მოხარშვის უფლება)
- საღვთისმსახურო ენა და ეროვნული საკითხი (განსაკუთრებით ბერძნულენოვან საპატრიარქოებში)


P.S. ეს თემა ეძღვნება mnate-ს განსაკუთრებულ ინტერესს ამ საკითხისადმი biggrin.gif


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზებედე
პოსტი Oct 21 2006, 02:26 PM
პოსტი #2


ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19



მსოფლიო მართლმადიდებლური ეკლესიების ინტერნეტ მისამართები

http://patriarchate.ge/link.htm


--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Oct 21 2006, 06:01 PM
პოსტი #3


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
P.S. ეს თემა ეძღვნება mnate-ს განსაკუთრებულ ინტერესს ამ საკითხისადმი


უკვე ასეთ პატივში ვარ შენი მხრიდან biggrin.gif უფალმა გაგაძლიეროს smile.gif


ვფიქრობ საინტერესო იქნება ბატონი გაიოზის (ჩემს მიერ არაერთგზის ნახსენები მკვლევარის) შრომა, შეიძლება დროებით მასზე ვცენტრალიზდეთ. ალბათ როგორც მაღალი პროფესიონალიზმის კანონისტს შენიშვნები გექნება.

პ/ს იმედია ძალიან ბევრი გექნება laugh.gif უკეთ გავერკვევი biggrin.gif


ივერიის ეკლესიის ადგილი მსოფლიო დიპტიხში

საქართველოსა და მსოფლიო (კონსტანტინეპოლის) პატრიარქებს შორის კონსტანტინეპოლში უწმინდესისა და უნეტარესის ვიზიტის დროს მიმდინარებდა მოლაპარაკება საქართველოს საპატრიაქოს ადგილის შესახებ მსოფლიო მართლმადიდებლურ დიპტრიხში. მართლმადიდებელთა ნაწილი საქართველოს ეკლესიას მეცხრე ადგილზე მოიხსენიებს, ნაწილი მეექვსეზე _ კონსტანტინოპოლის, ალექსანდრიის, ანტიოქიის, იერუსალიმის, რუსეთის საპატრიარქოების შემდგომ. საქართველოს ეკლესიის მეცხრე ადგილზე მოხსენიება უსამართლობაა ისეთი საპატრიარქოს მიმართ, როგორიცაა ივერის ეკლესია. უსამართლოა მისი მეექვსე ადგილზე მოხსენიებაც.
საქართველოს საპატრიაქოს ადგილის შესახებ მსოფლიო დიპტიხში არსებობს ისეთი ნაშრომი, რომლის შემდეგაც რაიმეს დაწერა და გამოქვეყნება უხერხულიც კია. ვგულისხმობ მეუფე ანანიას (ჯაფარიძის) წერილს `საქართველოს საპატრიარქოს ადგილი მართლმადიდებლურ დიპტიხში” (`ჯვარი ვაზისა”, 1993, #1). მიუხედავად ამისა, თავდაბლად ვბედავთ, მკითხველს შევთავაზოთ ჩვენი მოსაზრებაც, რომელიც ახალ გარემოებებზეა დაფუძნებული.
აღნიშნულ წერილში მეუფე ანანია ამბობს: `ქართული ეკლესიის დიპტიხი საუკუნეების მანძილზე უცვლელად გადიოდა საბუთიდან საბუთში.. XIII საუკუნის დოკუმენტშიც ასეთი დიპტიხია დაცული: `...ჩვენცა, გლახაკი, ქრისტეს მიერ. შემდგომად ხუთთა პატრიარქთა და უპირველეს მათსა... სვეტიცხოვლის მეექვსისა და ქრისტეს მიერ ყოვლისა საქართველოისა კათალიკოზი ნიკოლოზ ვამტკიცებ და წარვწერ...” (ქართ. სამართ. ძეგლ. II გვ. 66).
აქედან ჩანს, რომ ქართული ეკლესიის მეთაურს დიპტიხის პატრიარქთა შორის მეექვსე ადგილი უწირავს, მაგრამ მას თავისი ღირსება არცერთ პატრიარქის ღირსებაზე ნაკლებად არ მიაჩნია.
დიპტიხში ქართველ პატრიარქს VI ადგილზე XI საუკუნის დასაწისშივე რომ აყენებდნენ, ეს შემდეგიდანაც ჩანს: საქართველოს საპატრიარქო შეიქმნა მსოფლიო ქრისტიანობის კათოლიკეებად და მართლმადიდებლებად გაყოფამდე, რაც 1054 წელს მოხდა. მის შემდეგ ქართული ეკლესია მუდამ იყო მართლმადიდებელთა დიდი ოჯახის წევრი, ამიტომაც გაყოფის შემდგომ შედგენილ ქართულ საბუთებში რომის პაპი აღარ იხსენიებოდა მართლმადიდებლობასთან და მართლმადიდებელ პატრიარქებთან კავშირში. გამონაკლისია ქართული ეკლესიის დიპტიხი, მასში რომის პაპის სხვა აღმოსავლელი პატრიარქების გვერდით დაყენება მიუთითებს იმაზე, რომ ქართული ეკლესიის დიპტიხი შედგენილია საეკლესიო განხეთქილებამდე, ხოლო შემდგომი საუკუნეების საბუთებში დიპტიხის შეუცვლელად გადატანა მიუთითებს საეკლესიო ტრადიციულობაზე, რომელიც განსაკუთრებით იყო დაცული ქართულ ეკლესიაში. გარდა ამისა, ქართული ეკლესია მუდამჟამს ერთგული იყო საეკლესიო კრებათა კანონებისა, განსაკუთრებით კი ქალკედონის კრებისა. ქალკედონის კრებამ კი თავის 28–ე კანონში დაადგინა, რომ კონსტანტინეპოლის პატრიარქი უნდა მდგარიყო არა პირველ ადგილზე, არამედ მეორე ადგილზე. პირველი ადგილი რომის პატრიარქს უნდა დაეკავებინა, კონსტანტინეპოლი `... მეორე იყო შემდგომად მისა...” (დიდი სჯულის კანონი, გვ. 275). იგივე დაადასტურდა იუსტინიანემ თავის 131–ე ნოველაში, კერძოდ, — `საეკლესიო კანონების განსაზღვრულობის თანახმად, უწმიდესი პაპი ძველი რომისა იყო პირველი ყველა მღვდელმთავართა შორის. ახალ რომისას კი ექნება მეორე ადგილი ძველი რომის წმიდა სამოციქულო საყდრის შემდეგ, მაგრამ ადგილს დაიწერს სხვა საყდრების მაღლა” (დას. კორპუს იურის ცივილის..., ლაიპციგი, 1833, გვ. 648–649). ტრულის საეკლესიო კრების 36–ე კანონმაც გაიმეორა ძველი კანონები და საპატრიაქოთა ადგილები ასე განსაზღვრა — `...განვსაზღვრებთ რაითა საყდარსა კონსტანტინეპოლისასა სწორი პატივი აქუნდეს ძველი რომისა საყდრისა და ვითარცა — იგი განდიდნების საეკლესიოთა შინა საქმეთა მეორე იყოს შემდგომად მისსა, რომლისა შემდგომად იყავნ ალექსანდრიელთა დიდისა ქალაქისაი და შემდგომად მისსა იერუსალიმელთა ქალაქისაი” (დიდი სჯულის კანონი, 1975, გვ. 386). ტრულის კრებამ გაიმეორა რა კონსტანტინეპოლის საყდართან დაკავშირებით მეორე მსოფლიო კრების მე–3 კანონი და 28–ე კანონი მეოთხე მსოფლიო კრებისა, განსაზღვრა, რომ პირველი ყოფილიყო რომის საყდარი, მეორე — კონსტანტინეპოლისა, მესამე — ალექსანდრიისა, მეოთხე — ანტიოქიისა და მეხუთე — იერუსალიმისა.
მცხეთელის (საქართველოს) საპატრიარქო საყდარი დადგა იურუსალიმის საყდრის შემდეგ. ქართული დიპტიხის შედგენისას გათვალისწინებულ იქნა მეორე მსოფლიო კრების მესამე, ქალკედონიის 28–ე, ტრულის 36–ე კანონები და მიიღო ასეთი სახე:
1. რომის საყდარი;
2. კონსტანტინეპოლის საყდარი;
3. ალექსანდრიის საყდარი;
4. ანტიოქიის საყდარი;
5. იერუსალიმის საყდარი;
6. მცხეთის (სვეტიცხოვლის) საყდარი.
ქართული დიპტიხის მიხედვით, საქართველოს ეკლესიის მეთაურს სხვა ავტოკეფალიური ეკლესიების მეთაურთა რიგში ეწირა მეექვსე ადგილი.
ქართული ეკლესიის მეთაურის მეექვსე ადგილზე მოხსენიებას ქართულ ეკლესიაში საუკუნეების მანძილზე ჰქონდა ისტორიულ–ტრადიციული მნიშვნელობა და ისევე შეუცვლელად ითვლებოდა, როგორც საეკლესიო კრებათა და მამათა კანონები.
დიპტიხის ზემოთ მოყვანილი სახე მიუთითებს იმაზე, რომ შედგენილია საეკლესიო განყოფამდე”.
ჩვენი აზრით, ქართული დიპტიხი უნდა შედგენილიყო მეთერთმეტე საუკუნემდე გაცილებით ადრე, 869–870 წლებისა და 879–880 წლების კონსტანტინეპოლის საკრებულოებამდე, სადაც დაფიქსირდა დიდი წინააღმდეგობანი დასავლეთისა და აღმოსავლეთის ეკლესიებს შორის. შესაძლოა, ეს მომხდარიყო გრიგოლ ხანძთელის მოწაფის არსენ I კათოლიკოსის დროს (860–887 წწ.), მისი კათოლიკოსობის პირველ წლებში ან უფრო ადრე, ქალკედონის ყრილობის (451 წ.) და კონსტანტინეპოლის III ყრილობის (680–681 წწ.) მერე, სომეხ–ქართველთა რელიგიური განხეთქილების შემდგომ. ამას გვაფიქრებინებს ის, რომ
არალოგიკურია, ქართული ეკლესიის მესვეურები იცნობდნენ და ესწრებოდნენ საეკლესიო კრებებს, მის დადგენილებებს, მათ შორის, დიპტიხის შესახებ და არ გასჩენოდათ სურვილი, რომ ავტოკეფალური სამოციქულო ღვთისმშობლის წილხვედრი ეკლესია შეეტანათ დიპტიხში. მით უმეტეს, რომ ამის საწიროება და ამის იდეოლოგია არსებობდა.
მეთერთმეტე საუკუნემდე, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარების დროიდან, ქართული წყაროები კათალიკოსს, `ზედამდგომელს ყოველთა” მამათავრად და მამფალად მოიხსენიებენ. მამამთავარი, მამფალი იგივე პატრიარქია. მით უმეტეს, რომ თავად საკათოლიკოსო ეკლესია ნიშნავს იმპერიაში (ამ შემთხვევაში, ბიზანტიის) არ შემავალი ქვეყნის მამამთავარს, კათოლიკე თან ნიშნავს საყოველთაოს. საქართველო მელქისედეკ პირველამდე, `პირველ” პატრიარქამდეც იყო ერთიანი მართლმადიდებლური ოჯახის წევრი, რომელსაც შესაბამისი ღირსებაც (პატივი, ანუ ადგილი დიპტიხში) ექნებოდა მისი ავტოფეკალიის ცნობის შემდეგ.
როგორც მეუფე ანანია წერს, ქართული ეკლესიის მეექვსე ადგილს სცნობდნენ მსოფლიოს სხვა საპატრიაქოები და ამის დასტურია 1438 წლის `საეკლესიო კრება”, რომელიც ფერარში გაიხსნა და ფლორენციაში გაგრძელდა, სადაც საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენელს მიტროპოლიტს მიუჩინეს მეხუთე ადგილი მართლმადიდებელთა შორის კონსტანტინეპოლის, ალექსანდრიის, ანტიოქიის, იერუსალიმის საპატრიაქოების წარმომადგენელთა შემდგომ. ამ კრებაზე ავტოკეფალურ ეკლესიად მიიჩნეოდა მხოლოდ ეს ხუთი ეკლესია. `ხოლო იბერიის მეფის ელჩი, რომელსაც აგრეთვე ტრაპეზუნტის იმპერატორის მანდატი ჰქონდა, პაპის თანმხლები პირის პირდაპირ იჯდა”.
მეუფე ანანიას თქმით, `ფლორენციის კრებაზე არა მარტო ეკლესიათა წარმომადგენელი სასულიერო პირები ისხდნენ `წესის” ანუ დიპტიხის მიხედვით, არამედ საერო პირებიც ასევე `წესის” მიხედვით ისხდნენ”.
ამ ფაქტის შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს იმპერიის საერო და სასულიერო ხელისუფლებათა წარმომადგენლობას შეეძლო საქართველოს ავტონომიური იმპერიის, ტრაპიზონის საკეისროს სახელითაც საუბარი და გადაწყვეტილების მიღება.
მიუხედავად იმისა, რომ კრებას ესწრებოდნენ ტრაპიზონის და რიზეს, ალბათ, ბერძნული საეპისკოპოების წარმომადგენლები. ალბათ, ვამბობთ იმიტომ, რომ იმ დროისათვის ჯერ კიდევ ძლიერი იყო, იმპერია იყო საქართველო, რომელსაც ეპარქიები ჰქონდა ყარსში, ანისში. როგორც თავად მეუფე წერს ზემოაღნიშნულ წერილში _ არზრუმში და გუმიშხანაში (ქალდიაში) საქართველოს ეკლესიები და საეპისკოპოები ჰქონდა ჯერ კიდევ XVII–XVIII საუკუნეებში შემორჩენილი, ამას უცხოელებიც ადასტურებენ. ძალიან საინტერესოა, რომ თითქმის ყველა წარმომადგენელმა მიიღო კრების დადგენილება, უნია ანუ დოგმები ფილიოკვეზე (რომ სულიწმიდა გამოდის ძისაგანაც) სალხინებელზე და სხვა.
საქართველოს მიტროპოლიტმა კი უარყო უნია და მართლმადიდებლურ მრწამსს, სულიწმიდის მადლით ქალკედონში დადგენილს არ უღალატა.
მართალია, იერუსალიმის კრებამ ფლორენციის უნია შეაჩვენა, მაგრამ, ვფიქრობთ, კონსტანტინეპოლის დაცემა სულ თოთხმეტიოდე წელიწადში იყო განპიროებული სულიწმიდის დაგმობით ბიზანტიის წარმომადგენელთა მხრიდან, რომელსაც ბიზანტიის საერო ხელისუფლებაც იზიარებდა და მიიღო კიდეც. სწორედ ამიტომ გაუქმდა ბიზანტიის იმპერია, საქართველო კი გადარჩა.
1443 წელს იერუსალიმის კრებამ შეაჩვენა უნია. არ მომხდარა მისი რატიფიკაციაც საპატრიაქოებში და საეპისკოპოებში, მაგრამ კრებაზე კი მრავალმა თავი შეირცხვინა.
ამით ისარგებლა რუსეთის მთავარმა ვასილ II ბნელმა, შეკრიბა საეკლესიო კრება, გადააყენებინა ბერძენი მიტროპოლიტი ისიდორე და მიტროპოლიტად აარჩევინა რიაზანისა და მურომის ეპისკოპოსი იონა. ეს მოხდა კონსტანტინეპოლის ხელდასხმის გარეშე, რომლის იურისდიქციაში მაშინ შედიოდა რუსეთი, ასევე სხვა რომელიმე პატრიარქის ხელდასხმის გარეშეც, რაც აუცილებელი იყო, ვინაიდან ავტოკეფალია მაშინ რუსეთს არ ჰქონდა. სხვათა შორის, ამის გამო ადრე რუსი მთავრები მიესწრაფოდნენ რა ეკლესიურ დამოუკიდებლობას კონსტანტინეპოლისაგან, ცდილობდნენ დაკავშირებოდნენ სხვა საპატრიარქოებს. ამის მაგალითი: კიევის მთავარმა იზიასლავ მსტისლავის ძემ, ვლადიმირ მონომახის შვილიშვილმა, თავისი ქვეყნის სრული დამოუკიდებლობის მისაღწევად კიევის მიტროპოლიტად აარჩევინა ადგილობრივი, მაღალინტელექტუალური, ლიტერატორი და ა. შ. კლიმენტი სმოლიატიჩი (აქამდე მიტროპოლიტად კონსტანტინეპოლის პატრიარქი ბერძნებს აგზავნიდა). კლიმენტის მიტროპოლიტად დამტკიცებას სწირდებოდა პატრიარქის ხელდასხმა. ამიტომ იზიასლავმა მიმართა საქართველოს მეფეს დიმიტრის და ისურვა მისი სიძეობა, დის ქმრობა, რათა საქართველოს პატრიარქს ეკურთხებინა რუსი მიტროპოლიტი. მაგრამ მაშინ ეს ვერ მოხერხდა, იზიასლავი მოულოდნელად გარდაიცვალა 1154 წელს ისე, რომ საცოლე არ უნახავს.
1448 წელს თვითგამოცხადებული მიტროპოლია არ ცნო ლიტვის სამთავროს უკრაინა–ბელორუსიის ეკლესიებმა. მათ კონსტანტინეპოლის პატრიარქმა ახალი მიტროპოლიტი უკურთხა, რომელიც კვლავ დაჯდა ძველ დედაქალაქ კიევში, სადაც ოდითგანვე იყო კათედრა 1299 წლამდე, როცა იგი გადაიტანეს ვლადიმირში, მერე კი მოსკოვში. მის მერე კიევის სამიტროპოლიტო ემორჩილებოდა კონსტანტინეპოლს. მოსკოველებმა 1589 წელს, გამოაცხადეს საპატრიარქო, რომელიც ოთხ წელიწადში ცნეს მართლმადიდებლურმა საპატრიარქოებმა. თუმცა უნდა ითქვას, რომ მოსკოვი და კიევი სულ სხვადასხვა ქვეყნებია და სხვადასხვა ხალხი ცხოვრობს მოსკოვეთში (რუსეთში) და უკრაინაში.
მოსკოვის სახელმწიფომ კი ავტოკეფალია მიიღო მხოლოდ იმიტომ, რომ კიევში ნამყოფია მოციქული. კიევი და უკრაინა კი რუსეთს დაპყრობილი ჰყავდა.
მოსკოვის მიწაზე მოციქული არ არის ნამყოფი, ხოლო უკრაინელებს, რომლებმაც ახლა დამოუკიდებელ სახელმწიფოებრიობას მიაღწიეს, ადრეც სურდათ და ახლაც უნდათ ჰქონდეთ თავისი საკუთარი ავტოკეფალიური ეკლესია. უკრაინაში მართლაც არსებობს უკრაინული მართლმადიდებლური ეკლესია, რომელიც როცა იქნება (ალბათ, მალე) მიიღებს ავტოკაფალიას, მას სცნობენ მსოფლიოს საპატრიაქოები, ვინაიდან უკრაინელები არიან დამოუკიდებელი სახელმწიფოს და ნაციის წარმომადგენლები, აქვთ მშობლიური უკრაინული ენა და მათთან ქრისტეს სჯული იქადაგა თავად ანდრია პირველწოდებულმა. უკრაინის ეკლესიის ცნობა უბრალოდ, დროის ამბავია. მისი არცნობა კი არ შეიძლება. ამის მერე მოსკოვის რუსეთის ეკლესიის ავტოკეფალია ჰაერში გამოკიდებული რჩება, მათ მიწაზე ხომ მოციქულს არ უქადაგია!
სხვათა შორის, საპატრიარქოს მიღების შემდეგ რუსეთის ეკლესიამ ერთი საუკუნეც ვერ გაძლო მყარად, სამწუხაროდ, და იგი შეარყია დიდმა საეკლესიო განხეთქილებამ. იმპერატორებისდროინდელ რუსულ ეკლესიაზე ამბობენ, რომ `ეს იყო არა მართლმადიდებლობა, არამედ მეფეთმადიდებლობა”.
1593 წლიდან რუსეთის საპატრიაქოს ცნობა და მისთვის მართლმადიდებლურ დიპტიხში მეხუთე ადგილის მიკუთვნება, რომელიც საქართველოს ეკლესიას ეკუთნოდა, გამოწვეული იყო იმით, რომ მართლმადიდებლური სამყარო იმედს ამყარებდა რუსეთის ძლიერ იმპერიაზე თურქულ–მუსულმანური უღლიდან გამოხსნის საქმეში.
ეს იყო წმინდა წყლის პოლიტიკა, პოლიტიკა და მხოლოდდამხოლოდ პოლიტიკა, რომელმაც არ გაამართლა.
იმის მაგივრად, რომ რუსეთი დახმარებოდა მართლმადიდებლურ ნაციებს თურქებისაგან გათავისუფლებაში, რასაც თითქოს აკეთებდა მეთვრამეტე–მეცხამეტე საუკუნეებში, ეს კი მხოლოდ საკუთარი ტერიტორიების განვრცობისათვის კეთდებოდა.
რუსეთმა შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროებზე და კავკასიაში დასამკვიდრებლად დაგმო სულიწმიდა და გააუქმა ივერიის ეკლესია, ორი ქართული საკათალიკოსო, ქართლისა და აფხაზეთისა და გააუქმა წმიდა დავით წინასწარმტეყველის ორი ტახტი ტფილისში და ქუთაისში.
რუსმა მოხელეებმა მოკლეს აფხაზეთის კათალიკოსის მოსაყდრე, მოვალეობის შემსრულებელი, ქუთათელი მიტროპოლიტი დოსითეოსი.
აღიარა თუ არა საქართველოს ეკლესიამ რუსეთის ეკლესიის მეხუთე ადგილი დიპტიხში, ამის დოკუმენტი არ არსებობს. ვფიქრობთ, რომ ანტონ I კათალიკოსის 1757 წლის მიმართვა რუსეთის იმპერატრიცა ელისაბედისადმი საბუთად ვერ გამოდგება. მის უფლებას გვაძლევს თავად ტექსტი: `...ყოველსა, რასაც აღიარებს და დაამტკიცებს, შეიწყნარებს და მიიღებს დღეს წმ. ეკლესია აღმოსავლეთისა, რომელ არს კონსტანტინეპოლისა, ალექსანდრიისა, ანტიოქიისა და იერუსალიმისა და ყოვლისა რუსეთისა მეცა აღვიარებ...”, აქ მიმართვა რუსი მეფისადმია და ამიტომაც მოხსენიებულია რუსეთის ეკლესია ჩვენზე წინ. სხვათა შორის, იმ ხანებში, პეტრე პირველის მერე რუსეთის ეკლესიას სათავეში ედგა ობერ-პროკურორი, პატრიარქობა გაუქმებული იყო, ხოლო დიპტიხში კი მოიხსენიებიან პატრიარქები და არა ობერ-პროკურორები.
ასევე, 1757 წელს ანტონის სიტყვებს კათალიკოს_პატრიარქის, ანუ ქართული ეკლესიის იურიდიული ძალა ვერ ექნებოდა, ვინაიდან 1755 წლის ბოლოს ანტონ პირველი მცხეთის საგანგებო საეკლესიო კრებამ კათოლიკოსობიდან გადააყენა. რამდენიმე თვის შემდგომ მან ითხოვა რუსეთში წასვლა და ღვთისმსახურების უფლების აღდგენა. კრებამ თხოვნა შეუსრულა. 1757 წლის 1 დეკემბერს ის ვლადიმირის ეპარქიის მთავარეპისკოპოსად დანიშნეს.
არც მას და არც ერეკლე II-ს არ ჰქონდათ უფლება, შეხებოდნენ ივერიის ეკლესიის ავტოკეფალიას და მის ადგილს დიპტიხში, მიუხედავად იმისა, რომ ბაგრატიონები იყვნენ. არც საპატრიარქოებს, რომელთაც რუსეთის ეკლესიას მიანიწეს მეხუთე ადგილი დიპტიხში, არ ჰქონდათ ამის უფლება.
როგორც ვერ გაბედეს და მესამე ადგილი ვერ მიანიწეს რუსეთის ეკლესიას კონსტანტინეპოლისა და ალექსანდრიის მერე, ანტიოქიისა და იერუსალიმის წინ, როგორც ამას ითხოვდა რუსეთის მეფე(!).
ვფიქრობ, საქართველოს სამეფოს გაუქმებაც ერთგვარი სასჯელი იყო ქართული ეკლესიის მართლმადიდებლობისა და ღირსების ხელყოფის გამო. თუმცა, ეს რუსეთს სრულიადაც არ ამართლებს.
როგორც ვთქვით, პოლიტიკურად ძლიერისთვის, სულიერად ძლიერის ადგილის მიკუთვნება დიპტიხში იყო გაუმართლებელი, რუსეთისთვის საქართველოს ადგილი არ უნდა მიეკუთვნებინათ.
მითუმეტეს, რუსეთის და თითქმის ყველა სხვა ეკლესიებისაგან, განსაკუთრებით ბიზანტიურ-ბერძნულისაგან განსხვავებით, ივერიის ეკლესიას არასოდეს შეხებია სქიზმა, ერესი, ხატმბრძოლობა, ღვთის მადლით არ შეხებია.
ქართველი პატრიარქების ერთ–ერთი წოდება იყო `პატრიარქი აღმოსავლეთისა”. ჩვენის აზრით, აღმოსავლეთის ეკლესიაში, მართლმადიდებლობაში, რომელიც მკვეთრად განირჩევა დასავლეთის ეკლესიისაგან მეტის სულიერებით, ორთოდოქსულობით, ერთგულებით, ტრადიციულობით, საერთოდ ფუნქციით, მისიით, ასევე შეიძლება შევამჩნითო თავისი აღმოსავლეთი, ანუ აღმოსავლეთის აღმოსავლეთი. ესაა იბერია, საქართველო, ლაზარე ერის (ენის) ეკლესია, როგორც იოანე–ზოსიმე ადარებს ქართულ ეკლესიას მართას, რომელიც წვრეტდა, სულიერად ტკბებოდა, არ ამაოებდა, ხოლო ბერძნულ–ბიზანტიურს, კონსტანტინეპოლისას მარიამს, რომელიც ფუსფუსებდა, ამაოებდა (ზვიად გამსახურდია). ასევე შეიძლება ითქვას, რომ ბერძნულ ოთხ საპატრიარქოსთან შედარებით, რომლებიც აღმოსავლური საპატრიაქოებია, საქართველოს საპატრიარქო არის აღმოსავლეთის აღმოსავლეთი საპატრიარქო. ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნის, რამოდენიმე მოციქულის მიერ დაარსებული ეკლესიის, ღვთისმშობლის მიერ შექმნილი ჯვრით მოქცეული ხალხის, ღვთის მეგობარი ლაზარე ენაზე მიმდინარე ღვთისმსახურების მატარებელი სამღვდელოების კუთვნილი დიპტიხის ადგილის სხვისთვის მინიწება გაუმართელებელია.
თუ წმ. იუსტინიანე რომის მერე კონსტანტინეპოლს მოიხსენიებს მეორე რომად, როგორც დიდი პატივისა და ღირსების გამოხატულებად, მაშინ ყურადღება უნდა მივაქციოთ ერთ მეტად მნიშვნელოვან მოვლენას. რომის დამაარსებელი და პირველი ხელმწიფე იყო რომულუსი. უკანასკნელ ხელმწიფეს ასევე რომულუსი ერქვა. კონსტანტინეპოლი დააარსა და ახალი რომის, მეორე რომის, ბიზანტიის პირველი იმპერატორი იყო წმ. კონსტანტინე. ბოლო იმპერატორსაც ბიზანტიისას ერქვა კონსტანტინე. საქართველოს კავკასიური იმპერია დააარსა და დედაქალაქი კავკასიონის მეტროპოლიაში, ტფილისში გადმოიტანა წმ. დავით აღმაშენებლმა (თბილისი ყოველთვის იყო იმპერიული ქალაქი. თვით საქართველოს დაშლილ–დაქუცმაცებულობის დროსაც კი თბილისის ხელმწიფეებს ემორჩილებოდნენ გარშემო არსებული სახანოები. მის უპირატესობას აღიარებდნენ მთელი საქართველოს მეფე–მთავრები. მას უწოდებდნენ `დიდ სამეუფო ქალაქს”) და თბილისის ბოლო გამგებელი იყო, საქართველოს (ქართლ–კახეთის) გაუქმებამდე, დავით გამგებელი, რომელმაც `დაგვირგვინება” ვეღარ გაბედა. საქართველოს უკანასკნელი გვირგვინოსანი იყო იმერეთის მეფე სოლომონ II, ნათლობის სახელი _ დავით.
თუ ერთიანი საქართველოს პირველ მეფედ (ტფილისის გარეშე) ჩავთვლით (და ასეცაა) ბაგრატ III–ს, მაშინ ჩვენ მესამე რომის ფუნქციას, ისევე როგორც აღმოსავლეთის აღმოსავლეთის ფუნქციას, ლაზარეს მისიას გავაგრძელებთ, ვინაიდან ბაგრატით არ დასრულებულა ჩვენი სამეფო.
თუ საქართველოს გაერთიანების ერთ–ერთ უმთავრეს არქიტექტორს გავიხსენებთ მეათე საუკუნისას, ვისი მეშვეობითაც ბაგრატ III გახდა ერთიანი საქართველოს მეფე, მასაც ერქვა დავით III, დიდი კურაპალატი.
შეიძლება ითქვას, რომ მესამე რომი ჩვენი სახელმწიფო იყო. (ეს საკითხი შემდგომ კვლევას მოითხოვს და ამაზე სხვა დროს).
ერთი ფაქტია, რუსეთმა ვერც მესამე რომობა შეძლო, ვერც ნამდვილი აღმოსავლეთობა, მართლმადიდებლობა. პირიქით, სულიწმიდა დაგმო იბერიის ეკლესიის გაუქმებით, შვა ბოლშევიზმი და დღესაც ეწევა ჩაჩანი ხალხის გენოციდს და რუსული საპატრიარქო, რომელც მეხუთე ადგილზე მოიხსენიება `ხუთთა პატრიარქთა” (პენტარხიის თეორიის მიხედვით) შორის, ხმა არ ამოიღო ძალადობის წინააღმდეგ. ისევე, როგორც სანამ სტალინმა არ აიძულა, 1943 წლამდე რუსეთის საპატრიაქომ არ ცნო 1917 წელს აღდგენილი საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია.
ახლა მივუბრუნდეთ დიპტიხის სულიერ და, რაც მთავარია, პერსპექტივის ასპექტებს. ამისათვის უნდა გავიხსენოთ იოანეს გამოცხადების კირილე ლავრიოტისისეული ეკზეგეზა (ასტერიოს არგირიუსის მოხსენიებიდან):
`1. უპირველეს ყოვლისა, კირილე შენიშნავს, რომ ფილადელფიის ეკლესიის ანგელოზის მიმართ ეპისტოლეს უკავია მეექვსე ადგილი _ სარდიკია_ანტიოქიის ეკლესიის მიმართ ეპისტოლეს შემდეგ და ლაოდიკია–რუსეთის ეკლესიის მიმართ ეპისტოლეს წინ. მართლაც, იბერიამ მიიღო ქრისტიანობა ანტიოქიის შემდეგ და რუსეთზე ადრე, კონსტანტინე დიდის მეფობისას, `ღვთისნიერი ქალის წყალობით” (გ. 831);
2. იგი აგრეთვე შენიშნავს, რომ ფილადელფიის ეკლესია არის ერთადერთი შვიდ ეკლესიას შორის, რომლისთვისაც `დაწნულია დიდების გვირგვინი და რომელსაც ეძღვნება დიდი ქება და კეთილი აღთქმები”, მართლაც, ქრისტიანულ ეკლესიებს შორის მხოლოდ იბერიის ეკლესიას არ გადაუხვევია არასოდეს მართლმადიდებლობის დოგმებიდან და ტრადიციებიდან, არასოდეს მოპყრობია უყურადღებოდ სახარებისეულ ზნეობრივ სათნოებებს და არასოდეს განუცდია არამარამართლმადიდებელი თუ ურწმუნო, უცხო ძალის ბატონობა ან უარყოფითი გავლენა (გვ. 831). სწორედ ამ ორ ელემენტს (ეპისტოლეს ადგილმდებარეობა და შინაარსი) მიჰყავს კირილე ორი ეკლესიის გაიგივებასთან. შემდეგ, რა თქმა უნდა, ეკზეგეტი იპოვის სხვა `დამახასიათებელ ნიშნებს”, რომლებიც განამტკიცებენ და მისი აზრით, უეწველს გახდიან აღნიშნულ გაიგივებას;
3. ასე, მაგალითად, თურქების უღლის ქვეშ მყოფი ბერძნებისადმი ქართველების მიერ გამოხატული კაცთმოყვარული დამოკიდებულების გამო იბერიას ეწოდა ფილადელფია, უფრო გულწრფელი და მტკიცე დამოკიდებულებისა, ვიდრე რუსეთის მიერ იყო გამოხატული (გვ. 882–883);
4. სტეფანეს ლექსიკონის მიხედვით, აღმოსავლეთში სამი ქალაქი ატარებს ფილადელფიის სახელს. ეს გარემოება გულისხმობს იბერიის დაყოფას სამ სამეფოდ: იმერეთი, ქართლი და კახეთი (გვ. 882);
5. ეპისტოლეში დგას განღებული კარისა და დავითის კლიტეს საკითხი. განღებული კარი ნიშნავს, რომ `კონსტანტინე დიდის მეფობიდან ჩვენს დრომდე მათი პატარა სამეფო ქრისტემ გაზარდა დიდ სახელმწიფოდ და ვერც ერთმა სახელმწიფომ უძველესმა, შუასაუკუნეობრივმა თუ თანამედროვემ ვერასოდეს მოახერხა მასზე ბატონობა (...), მაშინ როდესაც მისი უღმერთო და ბოროტმოქმედი მტრები იყვნენ იმდენად მრავალრიცხოვანნი, კარგად შეიარაღებულნი და მამაცნი, მსგავსად ველური მხეცებისა” (გვ. 883);
6. რაც შეეხება დავითის კლიტეს, კირილე მას ადარებს ქართველი მეფეების უძველეს ტრადიციას ეტარებინათ დიდი მეფეებისა და წინასწარმეტყველების, დავითისა და სოლომონის სახელები, როგორც ამასვე გვამცნობს იერუსალიმის პატრიარქის, ქრისანთოს ნოტრასის სინტაგმატიონი;
7. უფრო მეტიც, განღებული კარისა და დავითის კლიტეს საშუალებით `წმიდა იოანეს სურდა გენაცხადებინა (ეწინასწარმეტყველა) ერთის მხრივ, ქრისტიანული სარწმუნოების მტრების დამარცხება, ხოლო მეორეს მხრივ, დამონებული მართლმადიდებლობის აღორძინება (გათავისუფლება) და მათი მძლავრი და დაუმარცხებელი სახელმწიფოს აღდგენა, რომელიც ათას წელს იარსებებს” (გვ. 883).
სხვა გვერდზე კირილე მშვენივრად გადმოსცემს ფილადელფიის ეკლესიებისადმი ეპისტოლეს თავის ისტორიულ ინტერპრეტაციას. ის წერს, რომ ფილადელფიის ეკლესიის ეპისკოპოსისადმი მიმართული ეპისტოლე მოთავსებულია აპოკალიფსის წიგნის მე–3 თავის 7–13 მუხლებში. აღნიშნული შვიდი მუხლიდან პირველ ექვს მუხლში სულმან წმიდამ ალეგორიულად გადმოსცა საქართველოს მთელი ისტორია და მიგვანიშნა იმ ესქატოლოგიურ როლზე, რომლისთვისაც ის არის მოწოდებული. მე–7 მუხლით სული წმიდა მოძღვრავს ქართველებს, მიბაძონ ქრისტეს სიწმიდეს და განეშორონ მუსულმანების ბოროტმოქმედებას; მე–8 მუხლი შეიცავს ქართველების ისტორიას მათი გაქრისტიანებიდან წმიდათა ათასწლოვან მეფობამდე; მე–9 მუხლი ეხება მუსულმანების ბატონობის პერიოდს, კერძოდ, მუჰამედიის გამოჩენიდან კონსტანტინეპოლის დაცემამდე და კონსტანტინეპოლში ოტომანების დაფუძნებიდან მათი ტირანული იმპერიის სრულ განადგურებამდე; მე–10 მუხლი შეიცავს ქრისტეს დამოძღვრას ქართველებისადმი, რომელიც მათ მოუწოდებს იყვნენ უშიშარნი და არავითარი კავშირი არ იქონიონ არც ბოროტმოქმედ მუსულმანებთან, არც უგუნურ მწვალებლებთან (ლუთერანები და კალვინისტები), არც ხარბი და ანგარებიანი მართლმადიდებელი მეფეების სიცრუესთან (რუსები); ბოლოს, მე–12 მუხლში ქართველებისა და სხვა ყველა მართლმადიდებელი ეკლესიების მორწმუნეებისათვის აღთქმულნი არიან უდიდესი ჯილდოები (გვ. 884).
ბრწყინვალე ისტორიული გზა და განსაკუთრებული ესქატოლოგიური როლი, რომლისთვისაც მოწოდებულნი არიან ქართველები, წარმოადგენენ ღვთის ჯილდოს მათი შეურყეველი ქრისტიანული რწმენისა, მართლმადიდებლობისადმი მოშურნე ერთგულებისა და სახარებისეული დიდი სათნოებისათვის (გვ. 902–905, 927, 945).
ქართველების ძირითადი დამსახურებებისა და დამახასიათებელ ნიშნებს შორის კირილე ჩამოთვლის შვიდს, იგივენაირად, როგორც ისინი წარმოჩნდებიან ფილადელფიის ეკლესიისადმი ეპისტოლეში. ასე რომ, ჩვენი ბერის მიხედვით ეპისტოლეში ვხედავთ:
`1. რომ ეს სამეფო არის მცირე თავისი სიძლიერისა და ტერიტორიის მიხედვით; 2. რომ ის აღსაარებს აღმოსავლეთის ეკლესიის მართლმადიდებლურ სარწმუნოებას. 3. რომ მისი მეზობლები ცდილობენ აიძულონ უარყოს თავისი რწმენა; 4. რომ იგი ცხოვრობს ზედმიწევნით სწორად, ქრისტიანული ზნეობრივი კანონების მიხედვით; 5. რომ იგი თავისუფალია მუსულმანების ყოველგვარი ბატონობისა და გავლენისაგან; 6. რომ მან არ განიცადა არავითარი ვნება მეზობელი ხალხებისაგან, რომლებიც ყველა საშუალებით ცდილობენ მატერიალურად და სულიერად დააზიანონ იგი; 7. რომ იბერიის ეკლესიას, რომელმაც ხელშეუხებლად დაიცვა თავისი ქრისტიანული სარწმუნოება და ზედმიწევნით სწორად იცხოვრა სახარებისეული ზნეობრივი სათნოების მიხედვით, ღმერთი იფარავს და განაშორებს მისგან ყველა მტერს~. თითქოს ქრისტე ამბობდა: `ვიცი, რომ შენი ძალი მცირეა; ვიცი, რომ დაიმარხე ჩემი სიტყვა; ვიცი, რომ არ უარყავი ჩემი სახელი, ამიტომ მოგეცი კარი განღებული, რომელსაც ვერავინ დახშავს~ (გვ. 901).
კირილე ლავრიოტისისეული ეკზეგეზა აპოკალიფსისა კარგად აჩვენებს, რომ ჩვენს ეკლესიას ეკუთვნის რუსეთზე წინ ადგილი დიპტიხში.
ჩვენი საპატრიარქოს ადგილი მეექვსეა მსოფლიოს საეკლესიო ტრადიციით, საეკლესიო კრებების, სამართლიანობისა და კირილე ლავროიოტისის მიხედვით, მაგრამ უსათუოდ რუსეთზე წინ.
თუ კირილე ლავრიოტისის განმარტებებს, მეთოდებს გამოვიყენებთ, ეფესო_რომის ეკლესიამ, რომელიც საეკლესიო დადგენილებებით პირველად მოიხსენიება დიპტიხში და ასევე პირველად მოიხსენიება გამოცხადებაში, `მიატოვა პირველი სიყვარული~ (გამოცხ. 2.4), ამიტომ უნდა მოინანიოს, თორემ მისი ლამპარი, სასანთლე გადაიწევა თავისი ადგილიდან. თუმცა, იმედი არის, ვინაიდან მას, ეფესო-რომს სძულს ნიკოლაელთა საქმენი (გამოცხ. 32.5_6). ე. ი. მეორე გახდება პირველი, მესამე – მეორე, მეოთხე – მესამე, მეხუთე – მეოთხე, მეექვსე – მეხუთე.
საქართველოს ეკლესია გადაინაცვლებს მეხუთე ადგილზე. თუ არ მოხდა რომის მობრუნება ან რომში არ დაარსდა მართლმადიდებლური საპატრიარქო, რომელიც ქალკედონის კრების შესაბამისად, პირველი იქნება დიპტიხში. ან, ვიმეორებთ, თუ რომის ეკლესია მოინანიებს და დაუბრუნდება მართლმადიდებლობას, პირველ სიყვარულს, ორთოდოქსიას, აღიდგენს პირველობას. ეს, უბრალოდ, დიპტიხის პირველობა არაა.
თუმცა, უდიდესი მა


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Oct 23 2006, 11:52 AM
პოსტი #4


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



mnate
ციტატა
უფალმა გაგაძლიეროს

დაგლოცოს, გაგახაროს და გაცხონოს დედა ღვთისამ!!!

ციტატა
ალბათ როგორც მაღალი პროფესიონალიზმის კანონისტს შენიშვნები გექნება.

ეს ვიზე ამბობ? მეზე?? biggrin.gif

ძალიან კარგი მსჯელობაა. რამდენიმე საკითხი მთლად კარგად ვერ გავიგე განსახილველ თემასთან რა შუაში იყო smile.gif , თუმცა ძირითადად ვეთანხმები!

"მესამე რომს" რაც შეეხება, დავუმატებდი ცნობილ გამონათქვამს ქუთაისზე, დავითის დროინდელს:
"ახალო რომო, შენთვის თქვეს რომო,
უფროს იქნები ყოველ ქალაქთა..."

რუსეთის ეკლესიის შესახებ ვთქვი ჩემი აზრი. აქ გადამწყვეტი ის კი არ არის, ანდრიას საყდარი კიევია თუ მოსკოვი, აქ მთავარი ისაა, რომ ჩვენ ეკლესიას ეს პატივი უფრო ადრე ერგო და ის უნდა აღუდგეს!


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Nov 1 2006, 11:48 AM
პოსტი #5


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



ავტოკეფალური ეკლესიების მეთაურთა სრული ტიტულები ქართულ ენაზე და ორიგინალში:

1-Ή Αυτού Θειοτάτη Παναγιότης, Αρχιεπίσκοπος της Κωσταντινοπόλεως – Νέας Ρώμης και Οικουμενίκος Πατριάρχης
[ი ავტუ თიოტატი პანაიოტის, არხიეპისკოპოს ტის კოსტანდინოპოლეოს - ნეას რომის კე იკუმენიკის პატრიარხის]
მისი ღვთაებრივი ყოვლადუწმიდესობა, მთავარეპისკოპოსი კონსტანტინოპოლისა - ახლისა რომისა და მსოფლიო პატრიარქი

2-Ή Αυτού Θειοτάτη Μακαριότης ο Πάπας και Πατριάρχης της Μεγάλης πόλεως Αλεξανδρείας, Λιβύης, Πενταπόλεως, Αιθιοπίας, πάσης της Αιγύπτου καί πάσης Αφρικής, Πατήρ Πατέρων, Ποιμήν Ποιμένων, Άρχιερεύς Αρχιερέων, τρίτος καί δέκατος των Αποστόλων καί Κριτής τής Οικουμένης
[ი ავტუ თიოტატუ მაკარიოტის, ო პაპას კე პატრიარხის ტის მეღალის პოლეოს ალექსანდრიას, ლივიის, პენდაპოლეოს, ეთიოპიას, პასის ტის ეღიპტუ კე პასის აFრიკის, პატირ პატერონ, პიმინ პიმენონ, არხიერევს არხიერეონ, ტრიტოს კე დეკატოს ტონ აპოსტოლონ კე კრიტის ტის იკუმენის]
მისი ღვთაებრივი უნეტარესობა, პაპი და პატრიარქი დიდისა ქალაქისა ალექსანდრიისა, ლიბიისა, ხუთქალაქისა, ეთიოპიისა, სრულიად ეგვიპტისა და სრულიად აფრიკისა, მამაჲ მამათა, მწყემსი მწყემსთა, მღვდელმთავარი მღვდელმთავართა, მეცამეტე მოციქული და მსოფლიო მსაჯული

3-سعيد بطريرك المدينة الهي آنطاکية سورية کلکية عربية بين النّهرين و ساﺋر المشرق
[საიიდ ბათრიარქე ალ-მადინე ილაჰი ანთაქია, სურია, ქილიქია, არაბია, ბინე ალ-ნაჰრინ ვა საირ ალ-მაშრიყ]
უნეტარესი პატრიარქი ღვთისა ქალაქისა ანტიოქიისა, სირიისა, კილიკიისა, არაბეთისა, შუამდინარეთისა და სრულიად აღმოსავლეთისა

4-Ο Μακαριότατος Πατριάρχης της Αγίας πόλεως Ιεροσολύμων και πάσης της Παλεστίνας
[ო მაკარიოტატოს პატრიარხის ტის აღიას პოლეოს იეროსოლიმონ კე პასის ტის პალესტინას]
უნეტარესი პატრიარქი წმიდისა ქალაქისა იერუსალიმისა და სრულიად პალესტინისა

5-Святейший Патриарх Московский и всея Руси
[სვიატეიშიი პატრიარხ მასკოვსკიი ი ვსეია რუსი]
უწმიდესი პატრიარქი მოსკოვისა და სრულიად რუსეთისა

6-უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი

7-Његова светост, Архиепископ пећки, Митролоит београдско-карловачки, Патријарх српски
[ნიეგოვა სვეტოსტ, არხიეპისკოპ პეჩკი, მიტროპოლიტ ბეოგრადსკო-კარლოვაჩკი, პატრიარხ სრპსკი]
მისი უწმიდესობა, მთავარეპისკოპოსი პეჩისა, მიტროპოლიტი ბელგრად-კარლოვაცისა, პატრიარქი სერბეთისა

8-Prea Fericitul, Arhiepiscop al Bucureştilor, Mitropolit al Munteniei şi Dobrogei, Locţiitor al Cezareei Capadociei şi Patriarh al Bisericii Ortodoxe Române
[პრეა Fერიჩიტულ, არჰიეპისკოპ ალ ბუკურეშტილორ, მიტროპოლიტ ალ მუნტენიეი ში დობროჯეი, ლოკციიტორ ალ ჩეზარეეი კაპადოჩიეი ში პატრიარჰ ალ ბისერიჩიი ორტოდოკსე რომინე]
მისი უნეტარესობა, მთავარეპისკოპოსი ბუქარესტისა, მიტროპოლიტი მუნტენისა და დობრუჯისა, მოსაყდრე კესარია-კაბადოკიისა და სრულიად რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი

9-Светейши Патриарх Български, Митрополит Софийски
[სვეტეიში პატრიარხ ბლგარსკი, მიტროპოლიტ სოFიისკი]
უწმიდესი პატრიარქი ბულგარეთისა, მიტროპოლიტი სოფიისა

10-Ο Μακαριώτατος Αρχιεπίσκοπος Νέας Ιουστινιανής και πάσης Κύπρου
[ო მაკარიოტატოს არხიეპისკოპოს ნეას იუსტინიანის კე პასის კიპრუ]
უნეტარესი მთავარეპისკოპოსი ახალი იუსტინიანესი და სრულიად კვიპროსისა

11-Ο Μακαριώτατος Αρχιεπίσκοπος Αθηνών και πάσης Ελλάδος
[ო მაკარიოტატოს არხიეპისკოპოს ათინონ კე პასის ელლადოს]
უნეტარესი მთავარეპისკოპოსი ათენისა და სრულიად საბერძნეთისა

12-Fortlumturisë së Tij, Kryepiskop i Tiranës, Durrësit dhe gjithë Shqipërisë
[Fორტლუმტურისიო სიო ტიი, კრიუეპისკოპ ი ტირანიოშ, დურრიოსიტ დე გიითიო შქიპიორისიო]
მისი უნეტარესობა, მთავარეპისოპოსი ტირანისა, დურესისა და სრულიად ალბანეთისა

13-Jego Eminencja, Wielce Błogosławiony Prawosławny Metropolita Warszawski i całej Polski
[იეგო ემინენცია, ვიელცე ბიოგოსიავიონი პრავოსიავნი მეტროპოლიტა ვარშავსკი ი ცაიეი პოლსკი]
მისი უნეტარესობა, ყოვლადკურთხეული ვარშავისა და სრულიად პოლონეთის მართლმადიდებელი მიტროპოლიტი

14-Jeho Blaženosť, Arcibiskup pražský a prešovský, Metropolita Českých krajín a Slovenska
[იეჰო ბლაჟენოსც, არციბისკუპ პრაჟსკი ა პრეშოვსკი, მეტროპოლიტა ჩესკიხ კრაიინ ა სლოვენსკა]
მისი უნეტარესობა მთავარეპისკოპოსი პრაღისა და პრეშოვისა, მიტროპოლიტი ჩეხეთისა მიწათა და სლოვაკეთისა

15-His Beatitude, Archbishop of Washington and New York and Metropolitan of all America and Canada
[ჰიზ ბეათითიუდ, არჩბიშოფ ოვ უოშინგთონ ენდ ნიუ იორქ ენდ მეთროფოლითენ ოფ ოლ ემერიქა ენდ ქანადა]
მისი უნეტარესობა, მთავარეპისკოპოსი ვაშინგტონისა და ნიუ იორკისა და მიტროპოლიტი სრულიად ამერიკისა და კანადისა







--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Dec 26 2006, 12:14 PM
პოსტი #6


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



ამჟამად ვმუშაობ ახალ წიგნზე "ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიები და მათი კანონიკურ-ადმინისტრაციული მოწყობა". თითოეული ეკლესიისთვის ცალკე თავი ეძღვნება ეკლესიის მეთაურს. აქ შემოგთავაზებთ მათ მოკლე ბიოგრაფიებს.


მისი ღვთაებრივი ყოვლადუწმიდესობა,
მთავარეპისკოპოსი კონსტანტინოპოლისა - ახლისა რომისა და მსოფლიო პატრიარქი,
უფალი უფალი ბართოლომეოს I
Η Αυτού Θειοτάτη Παναγιότης,
ο Αρχιεπίσκοπος Κωνσταντινουπόλεως, Νέας Ρώμης και Οικουμενικός Πατριάρχης,
κύριος κύριος Βαρθολομαίος Α'


IPB-ს სურათი


ყოვლადუწმიდესი ბართოლომეოს I - კონსტანტინოპოლის ეკლესიის 270-ე მწყემსმთავარი (ერისკაცობაში დიმიტრიოს არხონდონისი) დაიბადა 1940 წლის 29 თებერვალს თურქეთის კუნძულ იმვროსზე (თურქ. გოქჩეადა). დაწყებითი სკოლა დაამთავრა იმვროსზე, ხოლო საშუალო - სტამბულში. 1961 წელს წარჩინებით დაასრულა ხალკის საღვთისმეტყველო სკოლა. 1961-63 წწ იყო თურქეთის შეიარაღებული ძალების თადარგის ოფიცერი.

1961 წელს აღიკვეცა ბერად და ეწოდა ბართოლომეოსი. ამავე წლის 13 აგვისტოს ხელდასხმულ იქნა ბერდიაკვნად. 1963-68 წწ მსოფლიო საპატრიარქოს სტიპენდიით სწავლობდა რომის პონტიფიკოსის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში. 1968 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია საეკლესიო სამართალში შვეიცარიის მსოფლიო საპატრიარქოს ინსტიტუტში თემაზე "წმიდა კანონებისა და კანონიკურ განწესებათა კოდიფიკაციისათვის მართლმადიდებელ ეკლესიაში". ამავე წელს დაინიშნა ხალკის საღვთისმეტყველოს სკოლის დეკანის თანაშემწედ. 1969 წლის 19 ოქტომბერს ხელი დაასხეს მღვდელმონაზვნად. 1972 წლიდან მუშაობდა პატრიარქის კაბინეტის გამგედ. 1973 წლის 25 დეკემბერს, ქრისტეშობის დღესასწაულზე ხელდასხმულ იქნა მცირე აზიის ღვთივდაცული ფილადელფიის ეპარქიის მიტროპოლიტად. 1974 წელს აირჩიეს წმიდა სინოდის წევრად. 1990 წლის 14 იანვარს გადაყვანილ იქნა ქალკედონის სამიტროპოლიტო კათედრაზე.

ყოვლადუწმიდესი დიმიტრიოსის გარდაცვალების შემდეგ, 1991 წლის 22 ოქტომბერს კონსტანტინოპოლის საეკლესიო კრებამ ქალკედონიელი მიტროპოლიტი ბართოლომეოსი აირჩია მსოფლიო პატრიარქად. ამავე წლის 2 ნოემბერს სტამბულის ფანარის წმ. გიორგის საპატრიარქო ტაძარში მოხდა მისი აღსაყდრება.

ყოვლადუწმიდესი ბართოლომეოს I დაჯილდოებულია მრავალი ჯილდოთი, ორდენითა და პრემიით. არის არაერთი უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, მათ შორის - თბილისისა და ბათუმის უნივერსიტეტებისა.

ფლობს ბერძნულ, თურქულ, ლათინურ, ფრანგულ, ინგლისურ, იტალიურ და გერმანულ ენებს.


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Dec 26 2006, 12:24 PM
პოსტი #7


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
1961 წლის 13 აგვისტოს ხელდასხმულ იქნა ბერდიაკვნად.



IPB-ს სურათი

შუაში ყოვლადუწმინდესი smile.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Sotiris
პოსტი Dec 26 2006, 10:09 PM
პოსტი #8


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,567
რეგისტრ.: 3-November 06
წევრი № 382



ციტატა(mnate @ Oct 21 2006, 06:01 PM) *

ვფიქრობ საინტერესო იქნება ბატონი გაიოზის (ჩემს მიერ არაერთგზის ნახსენები მკვლევარის) შრომა, შეიძლება დროებით მასზე ვცენტრალიზდეთ. ალბათ როგორც მაღალი პროფესიონალიზმის კანონისტს შენიშვნები გექნება.


კანონისტს არ ვიცი, მაგრამ მე კი მაქვს ნამდვილად, უბრალოდ ამდენ რამეზე წერა არ შემიძლია biggrin.gif


--------------------
მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Dec 26 2006, 11:45 PM
პოსტი #9


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
კანონისტს არ ვიცი, მაგრამ მე კი მაქვს ნამდვილად, უბრალოდ ამდენ რამეზე წერა არ შემიძლია


დაწერეეეე, უფ ამაზე მაინც დაწერე რა biggrin.gif ხო იცი სხვა თემებში არ ხარ პოპულარული tongue.gif laugh.gif

მესიანიზმის სუნია ხო შოთ? laugh.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Sotiris
პოსტი Dec 27 2006, 01:25 AM
პოსტი #10


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,567
რეგისტრ.: 3-November 06
წევრი № 382



ციტატა(მნათე @ Dec 26 2006, 11:45 PM) *

დაწერეეეე, უფ ამაზე მაინც დაწერე რა biggrin.gif ხო იცი სხვა თემებში არ ხარ პოპულარული tongue.gif laugh.gif


ეეე, ამაზეც თუ დავწერე, კიდევ ვიღაცას გადავიკიდებ ნამდვილად biggrin.gif ეგ მინდა კიდევ? biggrin.gif


--------------------
მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Dec 27 2006, 01:27 AM
პოსტი #11


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
ეეე, ამაზეც თუ დავწერე, კიდევ ვიღაცას გადავიკიდებ ნამდვილად ეგ მინდა კიდევ?


არავის გადაიკიდებ biggrin.gif თან საინტერესოა მართლა . . . . ნაციონალიზმის სუნი გცემს თუ მესიანიზმის ის მაინც მითხარი? laugh.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Sotiris
პოსტი Dec 27 2006, 01:41 AM
პოსტი #12


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,567
რეგისტრ.: 3-November 06
წევრი № 382



ციტატა(მნათე @ Dec 27 2006, 01:27 AM) *

ნაციონალიზმის სუნი გცემს თუ მესიანიზმის ის მაინც მითხარი? laugh.gif


მოკლედ რომ გითხრა, დიპტიხზე არგუმენტაცია მოიკოჭლებს, სხვადასხვა სახის შეცდომებია. მესიანიზმი არაჯანსაღი ნაციონალიზმიდან გამომდინარეობს. კირილე ლავრიოტის ნაწერების მსგავსი წინასწარმეტყველებები და განმარტებები ბერძნებს ვედრო მანეთად აქვთ, ჰოდა ახლა აღარ შევუდგები იმის განმარტებას, საბერძნეთის როლი როგორაა მათში წარმოდგენილი biggrin.gif


--------------------
მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Dec 27 2006, 01:44 AM
პოსტი #13


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
მოკლედ რომ გითხრა, დიპტიხზე არგუმენტაცია მოიკოჭლებს, სხვადასხვა სახის შეცდომებია. მესიანიზმი არაჯანსაღი ნაციონალიზმიდან გამომდინარეობს. კირილე ლავრიოტის ნაწერების მსგავსი წინასწარმეტყველებები და განმარტებები ბერძნებს ვედრო მანეთად აქვთ, ჰოდა ახლა აღარ შევუდგები იმის განმარტებას, საბერძნეთის როლი როგორაა მათში წარმოდგენილი


აი მომეწონააა biggrin.gif ეს საკითხი მართლა მაინტერესებს, რატომრაც კანონისტს ინდეფერენტული განწყობა აქვს sad.gif tongue.gif biggrin.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Dec 27 2006, 12:32 PM
პოსტი #14


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



მნათე
რატომ მაქვს ინდეფერენტული? ხომ გითხარი, რომ არ მომწონს ეგეთი განმარტებები (რაც გაიოზს აქვს). დაგიწერე კიდევაც....


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Dec 27 2006, 12:55 PM
პოსტი #15


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
მნათე
რატომ მაქვს ინდეფერენტული? ხომ გითხარი, რომ არ მომწონს ეგეთი განმარტებები (რაც გაიოზს აქვს). დაგიწერე კიდევაც....


იმეეე გდიიიი laugh.gif

აგერ შოთა ჩამოწერს ახლა tongue.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Dec 27 2006, 01:37 PM
პოსტი #16


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



Ή Αυτού Θειοτάτη Μακαριότης
ΘΕΟΔΩΡΟΣ Β΄
ο Πάπας και Πατριάρχης της Μεγάλης πόλεως Αλεξανδρείας, Λιβύης, Πενταπόλεως,
Αιθιοπίας, πάσης της Αιγύπτου καί πάσης Αφρικής,
Πατήρ Πατέρων, Ποιμήν Ποιμένων, Άρχιερεύς Αρχιερέων,
τρίτος καί δέκατος των Αποστόλων καί Κριτής τής Οικουμένης

მისი ღვთაებრივი უნეტარესობა
თეოდორე II
პაპი და პატრიარქი დიდისა ქალაქისა ალექსანდრიისა, ლიბიისა, ხუთქალაქისა,
ეთიოპიისა, სრულიად ეგვიპტისა და სრულიად აფრიკისა,
მამაჲ მამათა, მწყემსი მწყემსთა, მღვდელმთავარი მღვდელმთავართა,
მეცამეტე მოციქული და მსოფლიო მსაჯული


IPB-ს სურათი


უნეტარესი თეოდორე II (ერისკაცობაში ნიკოლაოს ხორევტაკისი) დაიბადა 1954 წლის 25 ნოემბერს კ. კრეტაზე (საბერძნეთი). იქვე დაამთავრა საშუალო სკოლა. სწავლა განაგრძო ათენის რიზარიოსის საეკლესიო სკოლაში, რომლის წარჩინებით დასრულების შემდეგ ჩაირიცხა თესალონიკის არისტოტელეს სახელობის უნივერსიტეტის საღვთისმეტყველო ფაკულტეტზე. შემდეგ სწავლა განაგრძო ოდესის ფილოსოფიის ფაკულტეტზე.

1975 წელს ხელდასხმულ იქნა დიაკვნად და დაინიშნა კრეტის სამთავარეპისკოპოსოს ლამბისისა და სფაკიონის სამიტროპოლიტოს მთავარდიაკვნად და სვინგელოზად.

1985 წელს ხელდასხმულ იქნა მღვდლად და დაინიშნა ალექსანდრიის საპატრიარქო ეგზარქოსად რუსეთში.

მომავალმა პატრიარქმა დააარსა ბერძნული კულტურის ინსტიტუტი და ფილიკის მუზეუმი. 1990 წელს ხელდასხმულ იქნა კირენის ეპისკოპოსად და დაინიშნა პატრიარქ პართენიოსის პირად წარმომადგენლად ათენში (1997 წლამდე). იგი თან დაჰყვებოდა პატრიარქს როგორც აფრიკაში ვიზიტების დროს, ისე სხვადასხვა საერთაშორისო და საღვთისმეტყველო კონფერენციებზე.

1997 წელს დაინიშნა აწ განსვენებული პატრიარქ პეტრე VII-ის ქორეპისკოპოსად, ხოლო ათი თვის შემდეგ - კამერუნის მიტროპოლიტად. აქ მან განსაკუთრებით ნაყოფიერად წარმართა თავისი მოღვაწეობა, ააშენა არაერთი სკოლა, ეკლესია და საავადმყოფო.

2002 წელს გადაყვანილ იქნა ზიმბაბვის მიტროპოლიტად. მიტროპოლიტმა თეოდორემ დააფუძნა 6 სამისიონერო ცენტრი, ასევე სხვა საზოგადოებრივი დაწესებულებები. აქ მოღვაწეობის დროს განსაკუთრებულ მზრუნველობას იჩენდა ბოტსვანელი და ანგოლელი მორწმუნეებისადმი.

ალექსანდრიის პატრიარქის ტრაგიკულად დაღუპვის შემდეგ მიტროპოლიტი თეოდორე 2004 წლის 9 ოქტომბერს ალექსანდრიის ეკლესიის წმიდა სინოდის მიერ ერთხმად იქნა არჩეული ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის პაპად და პატრიარქად. აღსაყდრება შესრულდა ამავე წლის 24 ოქტომბერს ალექსანდრიის ხარების საპატრიარქო ტაძარში.


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Sotiris
პოსტი Dec 27 2006, 09:16 PM
პოსტი #17


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,567
რეგისტრ.: 3-November 06
წევრი № 382



ციტატა(მნათე @ Dec 27 2006, 12:55 PM) *

აგერ შოთა ჩამოწერს ახლა tongue.gif


მოკლედ ეს არის მღვდელმონაზონ დიონისე შლენოვის მიერ რუსეთის საპატრიარქოს სინოდალური საღმრთისმეტყველო კომისიის მიერ გამართულ კონფერენციაზე წაკითხული მოხსენების, "ბერძნული ხალხური ესქატოლოგია: უკანასკნელი მეფის სახე", ტექსტი. ტექსტი რუსულადაა, მის გადათარგმნას აღარ დავიწყებ ახლა. ისე კი მოკლედ რომ ვთქვათ, ბერძნულ წარმოდგენაში გავრცელებულია სახე ე.წ. უკანასკნელი მეფისა, რომელიც თურქებს გარეკავს და ბერძნების ძველ დიდებას აღადგენს, ყოველგვარ მატერიალურ სიკეთეს მოუტანს მათ. ამ მეფის სამეფოს დამსხვრევის შემდეგ დაიწყება მეფობა ანტიქრისტესი. ასეთი შეხედულებები ჰქონდათ და აქვთ არცთუ შემთხვევით და ხელწამოსაკრავ ხალხს (მამა დიონისე ახსენებს კონსტანტინეპოლის პატრიარქ გენადი სქოლარიოსს, წმ. კოსმა ეტოლიელს, ფილოთეუს ყოფილ წინამძღვარ ბერ ეფრემს...), ამიტომ რატომაა კირილე ლავრიოტის ვერსია უფრო ფასეული (არადა მსჯელობაში სუსტი ადგილები აქვს), გაუგებარია.


--------------------
მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Dec 27 2006, 09:20 PM
პოსტი #18


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(Sotiris @ Dec 27 2006, 02:41 AM) *

მოკლედ რომ გითხრა, დიპტიხზე არგუმენტაცია მოიკოჭლებს, სხვადასხვა სახის შეცდომებია. მესიანიზმი არაჯანსაღი ნაციონალიზმიდან გამომდინარეობს. კირილე ლავრიოტის ნაწერების მსგავსი წინასწარმეტყველებები და განმარტებები ბერძნებს ვედრო მანეთად აქვთ, ჰოდა ახლა აღარ შევუდგები იმის განმარტებას, საბერძნეთის როლი როგორაა მათში წარმოდგენილი biggrin.gif


laugh.gif
სოტირის ჩაიწერე დავთარში: დაგეთანხმე laugh.gif

პ.ს.
ისე რა ამის პასუხია და ბართლომე როგორ გავს მამა ბიძინა გუნიას biggrin.gif


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Sotiris
პოსტი Dec 27 2006, 09:28 PM
პოსტი #19


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,567
რეგისტრ.: 3-November 06
წევრი № 382



ჰო, ერთი რამე დამავიწყდა: ბერძენთა შორის ფართოდაა გავრცელებული შეხედულება, რომ ამ უკანასკნელ მეფეს სახელად ერქმევა იოანე. ეს ოღონდ იმ ხალხს არ უთხრა, თორემ მერე შენ ნახე როგორ წავა მეფე-პრესვიტერ იოანეს (ანუ როგორც ზოგი ფიქრობს დავით აღმაშენებლის) დაკავშირება ამ იოანესთან biggrin.gif


--------------------
მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Dec 27 2006, 09:31 PM
პოსტი #20


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ეზოთერიას ვერ ვიტან laugh.gif ვერც მესიანიზმს laugh.gif

მაგრამ ფილადელფიის ეკლესიასა და კათალიკოსზე რას იტყვით?


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

4 გვერდი V  1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 24th April 2024 - 09:45 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი