ქრისტიანობის საფუძვლები, დეკ. თეოდორე გიგნაძე |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ქრისტიანობის საფუძვლები, დეკ. თეოდორე გიგნაძე |
აბე |
Mar 7 2010, 12:18 PM
პოსტი
#21
|
აბესალომ ჯგუფი: Members პოსტები: 1,705 რეგისტრ.: 14-December 08 მდებარ.: თბილისი წევრი № 6,107 |
მოკლედ ამ კურსის ავტორის შესახებ:
დეკანოზი თეოდორე გიგნაძე დაიბადა 1960 წელს. სკოლა დაამთავრა 1978 წელს. 1983 წელს დაამთავრა პოლიტექნიკური ინსტიტუტი, ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის სპეციალობით. 1989 წლიდან შეუდგა ეკლესიურ ცხოვრებას წმიდა პეტრესა და პავლეს სახელობის ტაძარში (წინამძღვარი: დეკანოზი არჩილ მინდიაშვილი). 1990-1994 წლებში სწავლობდა თბილისის სასულიერო აკადემიაში. მღვდლად ეკურთხა 1998 წელს. 2003 წლიდან ჯვართამაღლების ეკლესიის წინამძღვარია. მამა თეოდორეს ქადაგებები ძალიან ცნობილია. იგი მხურვალედ ქადაგებს არა მარტო ტაძარში, არამედ ზრუნავს ღვთის სიტყვის უფრო ფართოდ მოფენაზე. "ქრისტიანობის საფუძვლები" წარმოადგენს მის მიერ შექმნილ კურსს, რომელსაც "კითხულობს" დარბაზში უამრავი მსმენელისათვის. ეს დარბაზი როგორც წესი არის ხოლმე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის VIII კორპუსის სააქტო დარბაზი. "ლექციები" ტარდება თვეში ერთხელ და თითოეული "ლექცია" გარკვეულწილად წარმოადგენს წინა "ლექციის" გაგრძელებას. მამა თეოდორე ადრეც ატარებდა ხალხთან დარბაზში შეხვედრას, მაგრამ ყოველი თემა დამოუკიდებელი იყო ერთი-მეორისაგან. ამიტომ მან გადაწყვიტა ამისთვის მიეცა სისტემატიზებული სახე და ასე შეიქმნა კურსი "ქრისტიანობის საფუძვლები". ხოლო იმას, თუ რატომ ჩავსვი ბრჭყალებში სიტყვები "ლექცია" და "ლექციების კურსს კითხულობს", ამას თავად მამა თეოდორე განმარტავს, რომელსაც აუდიო ჩანაწერებში მოისმენთ. მოკლედ კი შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს შეხვედრები არ წარმოადგენს ლექციას მისი პირდაპირი მნიშვნელობით. ამ თემაში გამოქვეყნდება თითოეული შეხვედრის თარიღი, საათი და მისამართი. დასწრება, რა საკვირველია უფასოა და შეუძლია ნებისმიერ მსურველს! ასევე აქ დაიდება შეხვედრის აუდიო ჩანაწერები პირველივე პოსტში (ანუ ამ პოსტში). მე განვაახლებ ხოლმე ამ პოსტს ახალი ინფორმაციით (შეხვედრის დროითა და კორდინატებით და აუდიო ჩანაწერების ლინკებით). შეხვედრების აუდიო ჩანაწერები, რომლებიც განთავსებულია მმაოს ოფიციალურ ვებ გვერდზე. შეგიძლიათ გადმოწეროთ ან ინტერნეტშივე მოუსმინოთ ქადაგებებს' http://teodore.ge/?site-id=5&cat=10 ....................................................................................................... მისამართი: თსუ VIII კორპუსი, ჭავჭავაძის 13. -------------------- მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი (ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება") |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 04:56 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი