თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ დაუსვით კითხვა მოძღვარს _ კითხვა მოძღვარს

პოსტის ავტორი: George994 თარიღი: Oct 11 2019, 12:34 AM

მოგესალმებით, სამი დღის წინ შემემთხვა რაღაც და ამ რაღაცას მოგვიანწბით დავუბრუნდები, დავიბადე ქრისრიანულ ოჯახში, მონათლულიც ვარ, მშობლები ადრეულ ასაკში გარდამეცვალნენ, აქედან აიღო სათავე ღმერთის მიმართ ჩემმა პროტესტმა, პროტესტმა გასტანა მთელი გარდატეხის ასაკი და საბოლოოდ მივედი დასკვნამდე რომ ღმერთი არარსებობს, 17-21 წლამდე ათეისტური ცნობიერება ჭარბობდა ჩემში, მაგრამ იქიდან განომდინარე რომ მიყვარს კითხვა, მაქვს გარკვეული წარმოდგენა ამ სამყაროზე კოსმოსზე უფრო კონკრეტულად, მივხვდი რომ ეს ყველაფერი არაფრისგან ვერ გაჩნდებოდა და საჭირო იყო გონიერი ძალა. დავიწყე ფიქრი კითხვა ამ თემაძე თუარა დაიწყო ჩემში ბრძოლა რომწლიც შიგნიდან მწვავდა,ისე რომ ამ თემაზე ფიქრს ვეღარ ვახერხებდი, მივხვდი რომ სანამ ჩემ თავს არ შევიცნობდი ანუ რა ხდებოდა ჩემში სანამ არ გავიგებდი ღმერთის პოვნაზე ფიქრს აზრი არ ქონდა , ეს ბრძოლა ზუსტად ერთი წლისწინ უეცრად შეწყდა, მივხცდი რომ ორი რამ მჭირდებოდა რწმენა და მიზანი , მიზანს რამეს მოვუხერხებდი მაგრამ რწმენა ჩანდა დილწმად რომლის გადალახვაც შეუძლებლად მიმაჩნდა, მაინც დავიწყე ძიება ბიბლიის კითხვა თუმცაღა გული ვერ დაცუდე მაგრამ რამოდენიმე საინტერესო აზრი მივიღე მიაგან, ვკითხულობდი სხვადასხვა სამეცბიერო გამოკვლევებს სამყაროს შექმნასთან დაკავშირებით და გარკვეული ხედვა ჩამომიყალიბდა, ახლახანს აღმოაჩინეს ე.წ ბნელი მატერია რომელიც ურთიერთქმედებს ხილულ მატერიასთან და ქმნის პეოცესს, ადამიანიც ხომ დაახლოებით იგივე პრინციპიტ არსევობს, სული ურთიერთქმედებს მატერიასთან და იქმნება სიცოცხლე "ადამიაბი" ასევე ცხოველებიც! იქიდან გამომდინარე რომ ადამიანის სული მიიჩნევა ღვთის ნაწილად ჩავთვალე რომ ღმერთზე სწორედ ამ მიმართულებით უნდა მეფიქრა, გამიჩნდა რწმენა მაგრამ კითხცებიც რომწლზე პასუხებიც სასწაფოდ მჭირდებოდა, რიათვის ვართ ამ ქვეყნად ადამიანები? რა მიზაბი რა მისია გვაქვს? ამაზე გამუდმებით დავიწყე ფიქრი, რა კუთზით არ შევხედე ამ საკითხს მაგრამ პასუხამდე ვერადრით ვერ მივედი, ერთხელაც უსარგებლო ფიქრის შემდეგ, გამახსენდა სიტყვები "ითხოვე და მოგეცემა" და ამ მიმართულებით განვაგრძე ფიქრი, რომ რადგან ეს თქმულა როგორც პირობად იყო შანსი რომ ღმერთს თავად დავეყენებინე გზაზე რომელიც პასუხთან მიმიყვანდა, მეორე დღეს ჩვეულებრივად დაიწყო ყველაფერი, სამსახურში ჩემთან ხშირად მოიხმარენ მარიხუანას, ერთი წლის წინ ძალიან ცუდათ გამხადა და ყველამ იცის რომ არ ვეწევი და ყოველ შემოთავაზებაზე უარს ვამბობდი, მაგრამ იმ დღეს გამოვართვი ვიფიქრე სახლში მოვწევდი, და სამსახურის შემდეგ სახლში მოვწიე და წავედი ძველ სამსახურში მეგობრის სანახავად, იქ სხვა ძველი თანამშრომლებიც შემზვდნენ, მათაც მოწევა შემომთავაზეს და არც მათ უთხარი უარი, ვაცნობიერებდი რომ ყველაფერი ცუდათ დამთავრდებოდა, მათაც უკვირდათ რადგან იცოდნენ რომ არ ვეწეოდი, მოკლედ მოვწიე იმაზე მეტი ვიდრე ვიცოდი რომ "საჭირო" იყო, ბიჭებს დავემშვიდობე და წავედი მეგობართან, განმარტოებით ვისხედით როდესაც ვიგრძენი რომ უკვე აღარ ვიყავი თრობის ქვეშ და ვიფიქრე რომ ცუდათ ვხდებოდი, მაგრამ მეგობარს ვთხოვე რომ წასულიყო და მარტო დავეტოვებინე, ბევრი თხოვნის შემდეგ დავითანხმე და წავიდა, რამოდენიმე ხანს ვცდილობდი დამეძინა, მაგრამ არაფერი გამომივიდა, ვცდილობდი გონება არდამეკარგა და ფიქრი შემძლებოდა, ჩემს მოპირდაპირედ გოგონა და ბიჭი დასხდნენ მოშორებით, მე თითქოს ჩემთავზე კონტროლი დავკარგე, რაღაც ძალამ მიმაშტერა და მხედველობის არის ფოკუსირება მოახდინა ამ წყვილზე, "აი ეს არის ცხოვრების არსი, სიყვარული, კაცსა და ქალს შორის" ჩამესმა ჩემივე ხმა, ეს ყველაფერი თრობას დავაბრალე, მაგრამ მალევე დაიწყო სხვა შეგრძნებები რომლებიც აქამდე ჩემთვის უცნობი იყო, თითქოს ორ სამყაროს შორის გავიჭედე ერთის მხრივ აქ ვიყავი და ცხადად ვხედავდი ყველაფერს მეორესმზრივ სხვა უცნობ გარემოში, დაიწყო მოჩვენებითი საუბრები, ბევრი მათგანიდან აზრი ვერ გამოვიტანე, მაგრამ ერთ მომენტში გავიგონე გარდაცვლილი მამაჩემის საუბარის ფრაგმენტები რომელიც თითქოს მე მეხებოდა, შემდეგ დეიდაჩემის დარიგებები განმეორდა იგივე ხმის ტემბრით როგორც ბავშვობაში მეუბნებოდა, რომ ადრე თუ გვიან მისი სიტყვები წინ დამხვდებოდა, ამ მომენტიდან გავაცნობიერე რომ ვკვდებოდი და გადავწყვიტე რომ სიცოცხლისთვის უნდა მებრძოლა, ხმები არ ჩერდებოდა ჩამესმოდა ჩემი პირველი შეყვარევულის საუბარი ღმერთის მიმართ რომ ვერ შემაგნებინა როგორ ვუყვარვარ და აღარ იცის რა გააკეთოს, შევიცანი მისი ხმა თითქოს ყურში ჩამჩურჩულებდა, ამ დროს გონებაში წამოვიდა სიტყვა ეჭვიანობა და რაღაც ხმამ გაიმეორა, შემდეგ სხვა გულნატკენი ადამიანების საუბრები ჩამესმა რომლებიც ღმერთს მიმართავდნენ, დამეწყო წარმოუდგენელი სინანულის გრძნობა, რომ ვერაფრის შეცვლას ვეღარ შევძლებდი, დავიწყე ფიქრი ჩემ დაზე რომელიც მარტო რჩებოდა, ეს იყო და გავედი თითქოს სხეულიდან, გარემოს ვიზუალური აღთქმა დავკარგე და აღმოვჩნდი ცარიელ ბნელ ნესტიან ადგილას, ამ გავაცბობიერე რომ ეს უნდა ყოფილიყო ჯოჯოხეთი მაგრამ ისეთი არა როგორიც ფილმებშია სულების ხარშვა არდამხვდა და რაღაც მხრივ იმედგაცრუებასავით განვიცადე ისევ ნაცნობი პროტესტის გრძნობა გამიჩნდა რომ მარტო მე რატომ უნდა ვყოფილიყავი ჯოჯოხეთში და ჩემს გარდა სხვა რატო არავინ არიყო, ირგვლივ კლდოვანი ადგილები სიბნელე და ნესტი აქაიქ ლავის ფარდასავით ეშვებოდა წარმოვიდგინე როგორ აჩვენებენ და გვიხატავენ ჯოჯოხეთს ფილმებში ასეთი რამ იქ არ იყო, სადღაც ერთმხარეს მუქი წითელი ცეცხლის ალის სილუეტი დავინახე ვიფიქრე რომ ეს უნდა ყოფილიყო ეშმაკი მაგრამ არანაირი შიშის გრძნობა არ გამჩენია, ერთხანს ვუყურებდი და ირონია ნარევი სიბრალულის გრძნობა გამიჩნდა თითქოს მივმართე კიდეც "რა ლამაზი იყავი და რას დამსგავსებიხართქო" ამ სილუეტშიც იგრძნობოდა სინანული, ვიფიქრე რომ ეს იყო დასასრული ვინმეს ჩემთვის განაჩენი უნდა გამოეტანა, ერთხანს ლოდინის შემდეგ მივხვდი რომ მხოლოდ მე შემეძლო ამის გაკეთება და მივმართე ღმერთს რომ ეს იყო ჩემი ადგილი ეს განაჩენი გამომქონდა ჩემი თავისთვის, ამის გააზრება იყო და სულ სხვა გარემოში აღმოვჩნდი, მთელი ჩემი არსება გაიჟღინთა სიყვარულის და რაღაც არაამქვეტნიური მონატრების გრძნობით, ჩამესმა დედაჩემის პირველი სიტყვები "ღმერთო ჩემო რა ლამაზია" დედა, დედა, დედა როგორ შეჰხაროდა მთელი ჩემი არსება ბავშვური ხმით მას, ამ დროს ყველა ჩემთვის საყვარელი ადამიანების განსაკუთრებით დედაჩემის ხმებით დაიწყო უფლის დიდების თქმა, ჩემი არსება უფრო და უფრო იჟღინთებოდა ამ სიყვარულით სიტყვები ჩამესმოდა ჯერ ართქმული მთელი ჩემი არსება ჰყვებოდა მას და იწყო ნათელი სიკაშკაშე, სიტყვების მნიშვნელობა ეხლა რომ ვფიქრობ გაუგებარი იყო ჩემთვის მაგრამ ჩემი არსებისთვის იმ მომენტში იყო ყველაზე მშობლიური ყველაზე წმინდა, ამდროს მოხდა გარკვეული ვიზუალიზაცია და ამდროს სიხარულისგან დავიწყე ტირილი უზომო ბედნიერება ვიგრძენი ვიცინოდი თან ვტიროდი თან ჩემთავს ვგმობდი იმის გამო რა დამოკიდებულებაც მქონდა მთელი ცხოვრება, ვფიქრობდი რომ ამ სილამაზეს ამ უნაკლო მოვლენას რად უნდოდა შენი მუხლებზე ხოხვა მარხვა პირჯვრის წერა ან ზიარება, მას არუნდა შენ გინდა და შენ გჭირდება ადამიანო ვარწმუნებდი ჩემ თავს. ნელნელა დავიწყე უკან დაბრუნება მაგრამ ვიბრძოდი ვცდილობდი რომ მასთან დავრჩენილიყავი, უკან დაბრუნებული ვიღიმოდი და ვტიროდი ბავშვივით, მაგ დროს გავიფიქრე რომ ყველა ადამიანი გარდაცვალებას ღიმილით ხვდება. დღეს უკვე ვფიქრობ რომ ხვთის განგებით მოხდა ეს ყველაფერი "ითხოვე და მოგეცემაო" თხოვნა ამისრულდა მაგრამ რატომ ამ ფორმით? ეს კითხვა მიტრიალებს თავში, მაგრამ მაგაზე პასუხიც ვიპოვე, თრობის ქვეშ რომ არ ვყოფილიყავი საღ გონებაზე მეხილა ეს ყველაფერი, სავარაუდოდ საგიჟეთიდან მომიწევდა ფოსტვა, თქვენი აზრი მაინტერესებს ამ ყველაფერზე. გრამატიკული შეცდომებისთვის ბოდიში, გფარავდეთ ღმერთი ❤

პოსტის ავტორი: დეკ. ირაკლი თარიღი: Oct 11 2019, 11:07 PM

გულდასმით წავიკითხე ბოლომდე,ამ ყველაფერს ერთი პასუხი არ ეყოფა.ვფიქრობ ჯობია პირადად შევხვდეთ და ვისაუბროთ

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)