მზის ამოსვლამდე..., რატომ ვერ ვდგებით? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მზის ამოსვლამდე..., რატომ ვერ ვდგებით? |
Atman |
Jul 8 2010, 02:25 PM
პოსტი
#81
|
მეცამეტე მეომარი ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 |
თავიდან დავდებ რომ არ ჩამორჩეს ოფებს:
დღის რეჟიმი (გაგრძელება) ახლა ვისაუბროთ დილით ადგომაზე. აღმოჩნდა, რომ არსებობს კანონზომიერებები, რომლებიც აკავშირებს ჩვენს განწყობას და ბედსაც კი დილით ადგომის დროსთან. გონების, ჭკუის და ორგანიზმის სასიცოცხლო ტონუსი პირდაპირ კავშირშია ამასთან. ამიტომ დაწვრილებით განვიხილოთ ეს ურთიერთკავშირები: თუ ადამიანი ფსიქიკური და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გარეშე დგება 3 საათზე, მაშინ მას შეუძლია მნიშვნელოვნად განვითარდეს სულიერ პროგრესში. ამ დროს მზის აქტივობა ჯერ კიდევ ძალიან სუსტია, ხოლო მთვარე საკმაოდ ძლიერად მოქმედებს ჭკუაზე. შედეგად ჭკუა ბუნებრივად იმყოფება მშვიდ მდგომარეობაში. ამ დროს ძალიან კარგია ღმერთზე ფიქრი და ლოცვა. თუმცა ის ადამიანები, რომლებიც ამ დროს დგებიან, ძალიან მგრძნობიარე ფსიქიკის მატარებელნი არიან და მათთვის არაა რეკომენდებული ხალხმრავალ ადგილსი დიდხანს ყოფნა. ამიტომ ასეთი ადრეული ადგომა რეკომენდებულია ძირითადად მღვდელმსახურებისთვის და ჩვეულებრივი მიწიერი ცხოვრებისგან მოწყვეტილი ადამიანებისთვის. ის, რომ ბრძენი ადამიანების გრაფიკი ცოტა “სასაცილოა”, ბჰაგავად-გიტაშიც დასტურდება: “ის, რაც ღამეა ყოველი არსებისთვის, თვითკონტროლირებულისთვის გამოღვიძების დროა; და ყოველი არსების გამოღვიძების დრო ღამეა თვითდაკვირვებული ბრძენისათვის.” მათ, ვინც 3-დან 4 საათამდე დგება, ასევე საკმარისი ძალა ექნება სულიერი განვითარებისთვის. ამასთან მათი ფსიქიკური მგრძნობელობა არც ისეთი მაღალია, რომ განდეგილური ცხოვრების წესით იცხოვრონ. ადრეულ საათებში რეკომენდებულია მხოლოდ სულიერი პრაქტიკით დაკავება, იმიტომ რომ ეს დრო ბუნების მიერ სწორედ ამ მიზნისთვისაა განსაზღვრული. იმ ადამიანებს, რომლებიც ყოველდღიურად ადრეულ დილას ლოცულობენ, დრო სიურპრიზს უმზადებს – მათ სულის დიადი საიდუმლოებები გაეხსნებათ. ერთადერთი პირობაა – ისინი უნდა ეცადნონ უფრო მეტი დრო გაატარონ წმინდა ადამიანებთან და ნაკლები მათთან, ვისი ცნობიერებაც ცოდვითი საქმიანობითაა დაბინძურებული. მკითხველი: გამოდის, რომ სახლიდან არ უნდა გამოვიდეთ და არ უნდა ვიმუშაოთ? ავტორი: არა, ჩვენ უნდა შევასრულოთ ჩვენი მოვალეობები. მაგრამ უნდა გვესმოდეს, როგორ მოვიქცეთ იმ ხალხთან, ვისაც სულიერი პროგრესირება არ უნდა. გონიერი ადამიანი არ მოუსმენს ყურადღებით მათ უაზრო ლაპარაკს. მოსმენის პროცესი ძალიან მოქმედებს გონებაზე, ამიტომ ცუდი ურთიერთობის შედეგად შეიძლება ენთუზიაზმიც გაგვიქრეს იმისა, რომ ჩვენი ცხოვრება ბედნიერებისკენ შევცვალოთ. თუ ადამიანი თავის დღეს 4-დან 5 საათამდე იწყებს, მას შეუძლია პესიმისტიდან ოპტიმისტი გახდეს. სწორედ ამ დროს დედამიწა ოპტიმიზმის მდგომარეობაშია. ყველა მგალობელი ჩიტი, რომელიც სათნოების გუნაშია, გრძნობს ამას და ჭიკჭიკს იწყებს. იმ ადამიანებს, რომლებიც აქტიურად იღვიძებენ ამ დროს, შეუძლიათ გახდნენ კარგი მეცნიერები, პოეტები, მუსიკოსები ან უბრალოდ ოპტიმისტი ადამიანები. ადრეული ადგომა ყოველთვის სიხარულთან ასოცირდება. რელიგიური ადამიანები ამ დროს დიდ ბედნიერებას განიცდიან, ღმერთს უგალობენ, მსახურებას ატარებენ. ამ დროს კარგია ლოცვა, სულიერი წიგნების კითხვა და ა.შ. ადამიანებს, რომლებიც 5-დან 6 საათამდე დგებიან, შეუძლიათ, რომ მთელი სიცოცხლის განმავლობაში ფიზიკური და ფსიქიკური სიფხიზლე ჰქონდეთ. მათი შესაძლებლობები, რომ ნებისმიერი ავადმყოფობა დაამარცხონ, საკმაოდ მაღალია. ამ დროს ასევე კარგია სულიერი პრაქტიკით დაკავება. განსაკუთრებით კარგია ლოცვების, ან იმ ინფორმაციის დამახსოვრება, რომელიც სულიერი განვითარებისთვის გვჭირდება. მზე ჯერ არაა აქტიური, მაგრამ უკვე მთვარეც აღარაა აქტიური, ამიტომ ჭკუა ძალიან მგრძნობიარე ხდება ნებისმიერი ინფორმაციისადმი. და ეს ინფორმაცია სწრაფად და ღრმად ინახება მეხსიერებაში. ისინი, ვინც 6-დან 7-მდე დგებიან, მზის ამოსვლის შემდეგ დგებიან. ეს ნიშნავს, რომ ისინი არ ცნობენ დროის კანონებს, მაგრამ მაინც ცდილობენ რომ ძალიან ბევრი არ იძინონ. მათი ტონუსი შედარებით ნაკლები ინება, ვიდრე სასურველია და საქმეებიც არც თუ ისე ცუდად წაუვათ, მაგრამ ცხადი ხარვეზებით. მათი ჯანმრთელობა ასე თუ ისე ნორმალური იქნება (მაგრამ ეს არ ეხება მათი ცხოვრების კრიტიკულ სიტუაციებს). ანუ ვინც ამ დროს დგება, არ ექნება საკმარისი მარაგი ფიზიკური და ფსიქიკური მდგრადობისთვის. და ბუნებრივია არ ექნებათ დიდი პროგრესი ცხოვრებაში. მკითხველი: და თუ ზამთარში მზე 8 საათზე ამოდის, ნიშნავს თუ არა ეს, რომ ეს გრაფიკი 2 საათით გვიან უნდა გადავწიოთ? ავტორი: უკიდურესი ჩრდილოეთით მზე საერთოდ არ ამოდის ნახევარი წლით და მეტითაც, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ იქ ადამიანები ზამთრის ძილის მდგომარეობაში უნდა იყვნენ. ჩემს მსჯელობაში იგულისხმება არა ცხადი განთიადი და ჰორიზონტზე მზის გამოჩენა, არამედ მზის ის მდგომარეობა, რომლის დროსაც იგი აქტიურ მოქმედებას იწყებს დედამიწის იმ წერტილში, სადაც ვიმყოფებით. ის, ვინც ადრე დგება, გრძნობს, რომ 6 საათამდე ბუნება მშვიდია, 6-ის მერე კი დედამიწა მაშინვე გადადის მშვიდი მდგომარეობიდან ფხიზელ მდგომარეობაში, მიუხედავად იმისა ზამთარია თუ ზაფხული. თუ ადამიანი 7-დან 8 საათამდე დგება, მისთვის გარანტირებულია უფრო დაბალი ფიზიკურ-ფსიქიკური ტონუსი, ვიდრე მისთვის ბედითაა განსაზღვრული. ამგვარად ის ხელიდან უშვებს ყველაზე სასიკეთო დროს, ამიტომ მთელი დღე ექნება მოუსვენრობა, ან იმის შეგრძნება, რომ ენერგია არ ყოფნის საქმიანობაზე ყურადღების კონცენტრაციისთვის. ასეთ ადამიანს მიდრეკილება აქვს ჰიპოტონიისკენ, თავის ტკივილისკენ, მადის დაქვეითებისკენ, იმუნიტეტის დაქვეითებისკენ, პასიური ცხოვრებისეული პოზიციისკენ, კუჭის მჟავიანობის და ღვიძლის ფერმენტული აქტივობის შემცირებისკენ. ხოლო თუ ცხოვრება აიძულებს მას, რომ ყოველდღე მოუწიოს ენერგიის უკმარისობის დაძლევა, მაშინ ჩნდება ნევროზულობა, მოუსვენრობა, ზედმეტი დაძაბულობა, და პირიქით, ზედმეტი მადისკენ, არტერიული წნევის მომატებისკენ, ზედმეტი მჟავიანობისკენ, ანთებითი პროცესების მომატებისკენ მიდრეკილება. მკითხველი: მგონი ყველა დაავადება ჩამოთვალეთ. ავტორი: აბა რა გეგონათ? ყველა დამრღვევი უნდა დაისაჯოს, დროის კანონებთან ხუმრობა კი ცუდია. მაგრამ ეს არაა ყველაზე დიდი საშინელება. მათ, ვისაც ჩვევად აქვს 8-დან 9 საათამდე ადგომა, უეჭველია, რომ უკვე აღარ შეუძლიათ ხასიათის ნაკლოვანებების დაძლევა და როგორც წესი რაღაც ცუდი ჩვევები აქვთ. ამ დროს ადგომა განაპირობებს ცხოვრებისეულ სიძნელეებთან დაჯახებას, ქრონიკული დაავადებების დიდ რისკს, იმედგაცრუებებს და წარუმატებლობებს. ასეთ ადამიან ყოველთვის გაუჭირდება სიტუაციის სწორად შეფასება და სწორი გადაწყვეტილებების მიღება. ისინი ვერ გააკეთებენ სწორ ცხოვრებისეულ არჩევანს და მოვლენათა დინებას გაყვებიან, ისე რომ არ ექნებათ ძალა რაიმე შეცვალონ თავის ცხოვრებაში. ის ადამიანები, რომლებსაც “ჭკუა ჰყოფნით”, რომ 9-დან 10 საათამდე ადგნენ, ცხოვებაში დეპრესიას, აპათიას და სიცოცხლის წყურვილის დაკარგვას, საკუთარი ბედის გამო იმედგაცრუებას, შიშებს, ბრაზიან ხასიათს და ა.შ. აწყდებიან. ასევე უკონტროლო მავნე ჩვევებს, უბედურ შემთხვევებს, სწრაფად პროგრესირებად ავადმყოფობებს და ადრეულ სიბერეს... უკვე აღარ გავაგრძელებ იმათ აღწერას, ვინც 10 საათის შემდეგ დგება... -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
ikanosi |
Jul 8 2010, 02:33 PM
პოსტი
#82
|
ირაკლი ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,285 რეგისტრ.: 3-January 10 მდებარ.: ფოთი - თბილისი წევრი № 7,906 |
ციტატა ის ადამიანები, რომლებსაც “ჭკუა ჰყოფნით”, რომ 9-დან 10 საათამდე ადგნენ, ცხოვებაში დეპრესიას, აპათიას და სიცოცხლის წყურვილის დაკარგვას, საკუთარი ბედის გამო იმედგაცრუებას, შიშებს, ბრაზიან ხასიათს და ა.შ. აწყდებიან. ასევე უკონტროლო მავნე ჩვევებს, უბედურ შემთხვევებს, სწრაფად პროგრესირებად ავადმყოფობებს და ადრეულ სიბერეს... განწირული ვარ -------------------- ფარით ან ფარზე
|
კანონისტი |
Jul 8 2010, 02:54 PM
პოსტი
#83
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
მზის ამოსვლა არ ვიცი მე, 6-ზე ვდგები და 10-ის მერე ვწვები
არის შემთხვევები, რომ მიზეზებისდა გამო ეს რეჟიმი დამერღვევა, მაგრამ ვცდილობ მალევე დავუბრუნდე -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
აკაკი |
Jul 8 2010, 02:59 PM
პოსტი
#84
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,626 რეგისტრ.: 21-May 09 წევრი № 7,018 |
ციტატა ის ადამიანები, რომლებსაც “ჭკუა ჰყოფნით”, რომ 9-დან 10 საათამდე ადგნენ, ცხოვებაში დეპრესიას, აპათიას და სიცოცხლის წყურვილის დაკარგვას, საკუთარი ბედის გამო იმედგაცრუებას, შიშებს, ბრაზიან ხასიათს და ა.შ. აწყდებიან. ასევე უკონტროლო მავნე ჩვევებს, უბედურ შემთხვევებს, სწრაფად პროგრესირებად ავადმყოფობებს და ადრეულ სიბერეს... უკვე აღარ გავაგრძელებ იმათ აღწერას, ვინც 10 საათის შემდეგ დგება... რა მაგათი ბრალია... "ბედი" ასეთი "შეხვდათ" |
marine |
Jul 8 2010, 03:38 PM
პოსტი
#85
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,110 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
Atman |
Jul 8 2010, 03:42 PM
პოსტი
#86
|
მეცამეტე მეომარი ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 |
ikanosi
marine დროზე თუ არ შეცვლით რეჟიმს რაც დრო გავა უფრო ნაკლებად გაგეცინებათ ახალგაზრდული ენერგია დიდი მარაგია, მაგრამ ამ მარაგის უაზრო ფლანგვა არაა კარგი. -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
terra |
Jul 8 2010, 03:49 PM
პოსტი
#87
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 4,231 რეგისტრ.: 2-April 08 წევრი № 4,398 |
Atman
ციტატა ახალგაზრდული ენერგია დიდი მარაგია, მაგრამ ამ მარაგის უაზრო ფლანგვა არაა კარგი. + -------------------- უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
|
izi-bartki |
Jul 8 2010, 07:02 PM
პოსტი
#88
|
შეიყვარეთ სიყვარული ჯგუფი: Members პოსტები: 3,169 რეგისტრ.: 15-June 07 მდებარ.: გაღმა ნაპირი..:) წევრი № 2,203 |
Atman
ძალიან მაგარია! მე პირადად რაც ადრე დავიწყე ადგომა,რადიკალურად შემეცვალა განწყობაც და ხასიათიც (უკეთესობისკენ) საერთოდ მიყვარს დილის სიმშვიდე,სიმყუდროვე. ისე შარსან მქონდა მცდელობა 6 ზე ადგომის და ცოტა ხანი ვიყავი მაგ რეჟიმსი მაგრამ მაშინ ალბათ კარგად ვერ ვაცნობიერებდი ადრე ადგომის მნიშვნელობას და დროს,ყველაზე მთავარი ისაა რომ სულ მქონდა დროის უკმარისობის შეგრძნება (სულ საათზე ვიყურებოდი) -------------------- "რომელმან სუას წყლისა მისგან რომელი მე მივცსე მას,არა სწყუროდეს უკუნისამდე"(იოან.4.14)
"ჭეშმარიტება არ იჩაგრება იმით, რომ ვიღაცა მას არ იზიარებს". შილერი. |
Atman |
Jul 8 2010, 07:34 PM
პოსტი
#89
|
მეცამეტე მეომარი ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 |
პატრიარქის კურთხევაა ბოლოს და ბოლოს!
-------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
ქევანა |
Jul 9 2010, 01:37 PM
პოსტი
#90
|
მთვლემარე დრაკონი ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 |
ციტატა უკვე აღარ გავაგრძელებ იმათ აღწერას, ვინც 10 საათის შემდეგ დგება... ვაიმე, სასწრაფოდ უნდა ჩავდგე გამოსწორებულთა რიგში ძილის რეჟიმის დარღევა ეს ჩემი ტკივილია კარგი სტატიაა, ატმან :ჰუგ: -------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
Atman |
Jul 9 2010, 02:23 PM
პოსტი
#91
|
მეცამეტე მეომარი ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 |
კიდევ ერთი რჩევა: დილით ადგომისას აუცილებლად გადაივლეთ წყალი, თანაც მაშინვე, როგორც კი ადგებით. ზაფხულში სასურველია ცივი წყალი, ზამთარში ოდნავ თბილი. განსაკუთრებით ეს ეხებათ მამაკაცებს. ქალბატონებისთვის ზედმეტად ცივი წყალი არაა რეკომენდებული.
მთელი ღამის განმავლობაში შლაკების გამოყოფის ერთ-ერთი გზა კანის ფორებია. დილას გადავლებას თუ ვერ მოასწრებთ, 9 საათის მერე კანი უკან იწოვს კანზე არსებულ ტოქსინებს. ასევე კარგი იქნება თუ კოვზით ან რაიმე სპეციალური საშუალებით ადგომისთანავე მოიშორებთ ნადებს ენიდან, იმიტომ რომ ენაზეც ბევრი ტოქსინი გროვდება ღამით. ჰოდა კიდე მავიწყდებოდა. ჩვევად გაიხადეთ, რომ საწოლთან 1 ჭიქა ცივი წყალი გედგათ და გაღვიძებისთანავე გადაჰკარით (კარგია ანადუღარი თუ იქნება). ეს პროცედურები ყოველდღიურად წმენდს ორგანიზმს ტოქსინებისგან და აიურვედის მიხედვით სავალდებულოც კია. -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
Iona |
Jul 9 2010, 02:37 PM
პოსტი
#92
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 943 რეგისტრ.: 6-February 07 წევრი № 1,025 |
ციტატა პატრიარქის კურთხევაა ბოლოს და ბოლოს! მართლა ? პ.ს გუშინ დავწექი 9 თუ ათის ნახევარზე საგამოს და მაგ დროს გამეღვიძა ოღონდ უკვე დილა იყო -------------------- ვაჲ ჩუენდა შენ მიერ, ჵ სიკუდილო, რამეთუ თანა-მდები ხარ უწყალოჲ, რომელი არავის მიუტევებ, და მოსესხე ხარ სასტიკი, რომელი არა გარდაიჴადები. და მტაცებელი ხარ ძლიერი, რომელი არა დააცადებ; და მპარავი ხარ მღჳძარე, რომელსა არა გრცხუენის; და ჴელმწიფე ხარ მბრძანებელი, რომელსა არა გეშინის...
|
Atman |
Jul 9 2010, 02:44 PM
პოსტი
#93
|
მეცამეტე მეომარი ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 |
Iona
ციტატა მართლა ? კი, ჩემი ყურით მოვისმინე. გერმანიაში რომ იყო მოეწონა იქაური რეჟიმი (დილას ადრე ადგომა) და ჩვენც მოგვიწოდა ამისკენ. -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
მაშიკო |
Jul 9 2010, 02:46 PM
პოსტი
#94
|
მარიამი ჯგუფი: Members პოსტები: 2,850 რეგისტრ.: 18-May 09 მდებარ.: ქუთაისი წევრი № 7,002 |
Atman
ხვალ და ზეგ არ მცალია და აი ორშაბათს ავდგები ერთი დილის 5 საათზე და ვნახავ როგორ გავატარებ დღეს. -------------------- უფალო იესო ქრისტე, ძე ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი. მომეც ძალა და უნარი, ვადიდო სახელი შენი.
|
Atman |
Jul 9 2010, 02:54 PM
პოსტი
#95
|
მეცამეტე მეომარი ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 |
მაშიკო
ციტატა ხვალ და ზეგ არ მცალია და აი ორშაბათს ავდგები ერთი დილის 5 საათზე და ვნახავ როგორ გავატარებ დღეს. ეგ სისტემატიური უნდა გახდეს და ცხოვრების წესი. ერთხელ და ორჯერ ადგომით შედეგს ვერ იგრძნობ, პირიქით, თავიდან გაგიჭირდება და დილას დაგეძინოს კიდეც შეიძლება, მაგრამ გაუძელი და მიეჩვევი თანდათან -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
Iona |
Jul 9 2010, 03:12 PM
პოსტი
#96
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 943 რეგისტრ.: 6-February 07 წევრი № 1,025 |
კაი იდეაა ნამდვილად ---- მარა ამ ფეხბურთის გადამკიდე რას დაწვები ადრე - კიდევ კაი მთAვრდება ეს ოხერი -------------------- ვაჲ ჩუენდა შენ მიერ, ჵ სიკუდილო, რამეთუ თანა-მდები ხარ უწყალოჲ, რომელი არავის მიუტევებ, და მოსესხე ხარ სასტიკი, რომელი არა გარდაიჴადები. და მტაცებელი ხარ ძლიერი, რომელი არა დააცადებ; და მპარავი ხარ მღჳძარე, რომელსა არა გრცხუენის; და ჴელმწიფე ხარ მბრძანებელი, რომელსა არა გეშინის...
|
ქევანა |
Jul 9 2010, 03:12 PM
პოსტი
#97
|
მთვლემარე დრაკონი ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 |
აუ, წყლის დალევაზე გამახსენდა. ჭამის პროცესში წყლის დალევა სასურველია თუ ჭამას რო მორჩები მერე? ადრე მახსოვს ვიღაცამ მითხრა ჭამისას წყლის დალევა არაა სასურველიო :)
როგორაა, გამარკვიეთ :დ |
Atman |
Jul 9 2010, 03:24 PM
პოსტი
#98
|
მეცამეტე მეომარი ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 |
ქევანა
წყლის და საერთოდ სითხის დალევა შეიძლება ჭამამდე 30 წუთით ადრე ან ჭამიდან მერე 2-3 საათის მერე. სასურველია სადილობისას ამ სადილობამდე ტკბილი სითხეები არ მიიღოთ, მონელებას აფერხებს. თუ ყელი გაგიშრათ ცოტა წყლის დალევა სადილობის დროსაც შეიძლება. ისევ გაგახსენაბთ სადილობა ყველაზე კარგია 11-დან 1 საათამდე. -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
izi-bartki |
Jul 10 2010, 01:03 PM
პოსტი
#99
|
შეიყვარეთ სიყვარული ჯგუფი: Members პოსტები: 3,169 რეგისტრ.: 15-June 07 მდებარ.: გაღმა ნაპირი..:) წევრი № 2,203 |
ქევანა წყლის და საერთოდ სითხის დალევა შეიძლება ჭამამდე 30 წუთით ადრე ან ჭამიდან მერე 2-3 საათის მერე. სასურველია სადილობისას ამ სადილობამდე ტკბილი სითხეები არ მიიღოთ, მონელებას აფერხებს. თუ ყელი გაგიშრათ ცოტა წყლის დალევა სადილობის დროსაც შეიძლება. ისევ გაგახსენაბთ სადილობა ყველაზე კარგია 11-დან 1 საათამდე. საშუალოდ დღის განმავლობაში რა როდენობით უნდა მივიღოთ წყალი? რაც დაცხა უფრო ბევრს ვსვავ . . . (P.S.გაასწორა დღეს 6 ზე ადგომამ დავწერე კიდევ ერთი პატარა ნაწილი ჩავამატე ) -------------------- "რომელმან სუას წყლისა მისგან რომელი მე მივცსე მას,არა სწყუროდეს უკუნისამდე"(იოან.4.14)
"ჭეშმარიტება არ იჩაგრება იმით, რომ ვიღაცა მას არ იზიარებს". შილერი. |
Atman |
Jul 10 2010, 01:04 PM
პოსტი
#100
|
მეცამეტე მეომარი ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 |
izi-bartki
2-3 ლიტრი რომც არ გწყუროდეს მაინც უნდა დალიო. -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 21st May 2024 - 08:40 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი