თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ საქართველოს ისტორია _ თანამედროვე საქართველო

პოსტის ავტორი: orthodox-georgia თარიღი: May 20 2008, 05:17 PM

ამ თემაში ვისაუბროთ საქართველოს უახლეს ისტორიაზე, ანუ დღევანდელ სიტუაციაზე. რა ხდება ჩვენს ქვეყანაში, ვსწავლობთ თუ არა რამეს ჩვენი მდიდარი ისტორიიდან და ხომ არ ვუშვებთ ხანდახან იგივე შეცდომებს რამდენჯერმე.

პოსტის ავტორი: orthodox-georgia თარიღი: May 22 2008, 08:16 PM

გთხოვთ ამ თემაზე გამოთქვათ თქვენი აზრი

პოსტის ავტორი: tetnuldi თარიღი: May 25 2008, 03:07 PM

კარგი თემაა!!!ძალიან ბევრი "ცუდი"ხდება,მაგრამ არანაკლებია "კარგი",გულს რომ გაუხარდება ისეთი ამბებიც smile.gifჩვენ, მთავარია მოვუსმინოთ უწმინდესს და შევასრულოთ მისი რჩევა-დარიგებები!!! smile.gif" ცუდი ამბები" უფრო უარესები გველის sad.gif

პოსტის ავტორი: veriko7 თარიღი: May 25 2008, 04:07 PM

ციტატა(tetnuldi @ May 25 2008, 04:07 PM) *

კარგი თემაა!!!ძალიან ბევრი "ცუდი"ხდება,მაგრამ არანაკლებია "კარგი",გულს რომ გაუხარდება ისეთი ამბებიც smile.gifჩვენ, მთავარია მოვუსმინოთ უწმინდესს და შევასრულოთ მისი რჩევა-დარიგებები!!! smile.gif" ცუდი ამბები" უფრო უარესები გველის sad.gif

თუ შეიძლება მიტხარი დღEს კარგი რა ხდება? smile.gif

პოსტის ავტორი: orthodox-georgia თარიღი: May 25 2008, 10:01 PM

ციტატა(veriko7 @ May 25 2008, 04:07 PM) *

თუ შეიძლება მიტხარი დღEს კარგი რა ხდება? smile.gif

მთლად სასოწარკვეთილებაში კი ნუ ჩავარდებით ახლა mad.gif
მაგისთვის კი არ გავხსენი თემა biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: - თეკლა - თარიღი: May 25 2008, 11:08 PM

ციტატა(veriko7 @ May 25 2008, 04:07 PM) *

თუ შეიძლება მიტხარი დღEს კარგი რა ხდება? smile.gif

კარგი - ძალიან ბევრი რამ ხდება, სიხარულო - განა ვერ ამჩნევ? - კი ცუდიც არის, განა არ არის, მაგრამ მოდი კარგი დავინახოთ და მასზე ავაგოთ ჩვენი ყოფა, ვიდრე ცუდზე

ჩემი საქართველო არ არის ჯერ კიდევ ისეთი, რომელსაც მე ვინატრებდი ჩვენი შვილებისათვის, მაგრამ იმედს ვიტოვებ, რომ მივაღწევთ სასურველ შედეგს, მთავარია რწმენა არ დავკარგოთ, არ გავბოროტდეთ და ერთმანეთის სიყვარულით მივიდეთ ამ შედეგამდე

გაგვაძლიეროს უფალმა

პოსტის ავტორი: თათარაშვილი თარიღი: May 25 2008, 11:17 PM

ერთი რამ არ უნდა დაგვავიწყდეს როცა ვსაუბრობთ იმაზე თუ რა მდგომარეობაშია საქართველო... ყველაფერი და ყველა იდეალურად ვერ იქნება. დედამიწაზე სამოთხე არ არის და პრეზიდენტი კიდე ღმერთი... და ნუ მოვინდომებთ კიდევ დედამიწაზე ბაბილონის გოდოლის აშენებას თორე, ისევე თავზე დაგვენგრევა როგორც დაენგრათ დიდი ხნის წინ ადამიანებს...

წინსხვლა არის მარა მთავარია როგორ წინსვლა? სულიერი თუ მატერიალური... ?! მატერიალური ნაკლებად მნიშვნელოვანია (თუმცა საჭირო ადამიანებისთვის)... მთავარი და უპირველესია სულიერი წინსვლა თუ არის? და მემგონი არის.... (ასევე დავძენ რომ ეკლესიის სავსება განიზაზღვრება არა მრევლის სიმრავლით, არამედ რწმენის სიძლიერითა და ქრისტიანული მოძღვრების ჭეშმარიტი მატარებელი მრევლით). ბოლო წლებთან შედარებით საქართველოში ბევრი რამე გაკეთდა სულიერ გზაზე...

პოსტის ავტორი: tetnuldi თარიღი: May 25 2008, 11:19 PM

ციტატა(veriko7 @ May 25 2008, 04:07 PM) *

თუ შეიძლება მიტხარი დღEს კარგი რა ხდება? smile.gif

smile.gif კარგი,რამდენიმეს,ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანს გეტყვი!"დღეს",ძალიან ბევრ ადგილზე შენდება ტაძრები;
ფოლკლორული სიღერები "პოპულარული"ხდება;ქართული გალობა "იხვეწება";ტარდება(და უფრო მეტიც ჩატარდება)"სასიამოვნო& quot;საღამოები:სიმღერის,გალობის,
ან შემეცნებითი...!!!რომელი ეპოქა იცით,რომელსაც არ ახლავს "ცუდი"ამბები?!ეს ასე იყო,არის და იქნება ყოველთვის!!!მთავარია,რომ ჩვენ ვიცოდეთ,გააზრებული გვქონდეს ჩვენი ცხოვრების არსი,მიზანი!ღვთის შეწევნით ყველაფერი კარგად იქნება.ამინ! smile.gif

ციტატა(თათარაშვილი @ May 25 2008, 11:17 PM) *

ერთი რამ არ უნდა დაგვავიწყდეს როცა ვსაუბრობთ იმაზე თუ რა მდგომარეობაშია საქართველო... ყველაფერი და ყველა იდეალურად ვერ იქნება. დედამიწაზე სამოთხე არ არის და პრეზიდენტი კიდე ღმერთი... და ნუ მოვინდომებთ კიდევ დედამიწაზე ბაბილონის გოდოლის აშენებას თორე, ისევე თავზე დაგვენგრევა როგორც დაენგრათ დიდი ხნის წინ ადამიანებს...

წინსხვლა არის მარა მთავარია როგორ წინსვლა? სულიერი თუ მატერიალური... ?! მატერიალური ნაკლებად მნიშვნელოვანია (თუმცა საჭირო ადამიანებისთვის)... მთავარი და უპირველესია სულიერი წინსვლა თუ არის? და მემგონი არის.... (ასევე დავძენ რომ ეკლესიის სავსება განიზაზღვრება არა მრევლის სიმრავლით, არამედ რწმენის სიძლიერითა და ქრისტიანული მოძღვრების ჭეშმარიტი მატარებელი მრევლით). ბოლო წლებთან შედარებით ბევრი რამე გაკეთდა სულიერ გზაზე...

გეთანხმები!გაიხარე!!! smile.gif

პოსტის ავტორი: nino_ni თარიღი: May 25 2008, 11:19 PM

ციტატა
ჩემი საქართველო არ არის ჯერ კიდევ ისეთი, რომელსაც მე ვინატრებდი ჩვენი შვილებისათვის, მაგრამ იმედს ვიტოვებ, რომ მივაღწევთ სასურველ შედეგს, მთავარია რწმენა არ დავკარგოთ, არ გავბოროტდეთ და ერთმანეთის სიყვარულით მივიდეთ ამ შედეგამდე

კი,მასე ვთვლი მეც.
არც კარგად არის ყველაფერი და არც ძააააან ცუდად....
ყველაფერი იმედია მოგვარდება...ყველაფერს დრო ჭირდება.........და რაც მოგვარებულია,ისიც უნდა დავინახოთ smile.gif

პოსტის ავტორი: orthodox-georgia თარიღი: May 26 2008, 10:28 PM

ციტატა(nino_ni @ May 25 2008, 11:19 PM) *

კი,მასე ვთვლი მეც.
არც კარგად არის ყველაფერი და არც ძააააან ცუდად....
ყველაფერი იმედია მოგვარდება...ყველაფერს დრო ჭირდება.........და რაც მოგვარებულია,ისიც უნდა დავინახოთ smile.gif

ღმერთმა გისმინოს!!! ki.gif

პოსტის ავტორი: orthodox-georgia თარიღი: May 29 2008, 11:03 PM

ციტატა(თათარაშვილი @ May 25 2008, 11:17 PM) *

ყველა იდეალურად ვერ იქნება. დედამიწაზე სამოთხე არ არის და პრეზიდენტი კიდე ღმერთი...

მერე არც არავინ სთხოვს ღმერთობას. უბრალოდ სამშობლოს მოყვარული მაინც ხო უნდა იყოს

პოსტის ავტორი: თათარაშვილი თარიღი: May 29 2008, 11:14 PM

ციტატა
მერე არც არავინ სთხოვს ღმერთობას. უბრალოდ სამშობლოს მოყვარული მაინც ხო უნდა იყოს

მერე და ვინ თქვა ან სად თქვა რომ მას სამშობლო არ უყვარს?
ყველაფერი ისე არაა როგორც ჩანს...

ჩვენ, ქართველი ერი, ძალიან მოუთმენელი ხალხი ვართ. არ გვიყვარს პროგრესის მომენტი, ჩვენ ეგრევე აშენებული გვინდა... ასე არაა... როდესაც მიხეილ სააკაშვილი მოვიდა ქვეყნის სათავეში, გახსოვთ რა დრო და რა ეპოქა იყო, რა დღეში იყო საქართველო... დავიჯერო არაფერი არ შეუცვლია თქვენთვის მას? მე არავის არ ვემხრობი და არ ვამართლებ, მარა ასეთი თვალახვეულობაც მართლა არ შეიძლება. აბა ჩვენ რა გვეგონა ეხლა 3 წელიწადში ქვეყანას ააშენებდა? არ არსებობს პრეზიდენტი, არ არსებობს ქვეყანა რომელსაც პრობლემები არ ქონდეს. ეხლა გაჩეჩილაძე რომ მოვიდეს სათავეში, თქვენ გგონიათ და მე მგონია რომ მას პრობლემები არ ექნება? თუ ეგრევე ააშენებს ქვეყანას...

ასე არ შეიძლება...
ჩვენ უნდა გვესმოდეს რომ თუ გვინდა იდეალურ ქვეყანაში ვიცხოვროთ, პირველ რიგში ჩვენ, ქართველი ერი უნდა შევიცვალოთ ზნეობრივად და დავიბრუნოთ ჩვენი ტრადიციულ/კულტურულ/ზნეობრიობა რომელიც შობს ადამიანის კეთილშობილებას... როცა ქვეყანაში განათლებული და ზნეობრივი ერი იცხოვრებს, იმას რაც არ უნდა ცუდი პრეზიდენტი ჩაუყენო სათავეში მაინც ვერ შეცვლის წესიერ ხალხს. და როცა ქვეყანაში ზნებრივად გახრწნილი საზოგადოებაა და ასევე უზნეოდ ზრდის მომავალ თაობას, მას რაც არ უნდა განათლებული და კარგი პრეზიდენტი ჩაუყენო სათავეში, მაინც არ გამოჩნდება... ასე რომ პრობლემები საკუთარ თავებში, საკუთარ უარყოფით საქციელებსა და ჩვევებში ვეძებოთ... ჩვენ თუ ხელი შევუწყეთ ყველამ ერთმანეთს... მაშინ გვექნება შედეგი თორე პარლამენტისა და პრეზიდენტის გინებით 24 საათი ჩვენ ქვეყანას ვერ ავაშენებთ... თუ რამის კეთება გვინდა უნდა გავაკეთოთ... ხშირ შემთხვევაში ვლაყბობთ უაზროთ, ვაგინებთ და ვაფურთხებთ პრეზიდენტს და ჩვენ ვართ უარეს მდგომარეობაში, ის ქვეყნისთვის რაიმეს მაინც აკეთებს, და ჩვენ რას ვაკეთებთ ეს მაინტერესებს... რა თქმა უნდა აქვს მასაც უარყოფითი მხარეებიც მარა ნუ დაგვავიწყდება რომ ისიც ცოდვილი ადამიანია და მანაც შეიძლება დაუშვას შეცდომა.

გამოსავალი საქმეშია და არა ლაპარაკში.

პოსტის ავტორი: orthodox-georgia თარიღი: Jun 5 2008, 01:30 PM

ციტატა(თათარაშვილი @ May 29 2008, 11:14 PM) *

...

არ არსებობს ქვეყანა რომელსაც პრობლემები არ ქონდეს. ეხლა გაჩეჩილაძე რომ მოვიდეს სათავეში, თქვენ გგონიათ და მე მგონია რომ მას პრობლემები არ ექნება? თუ ეგრევე ააშენებს ქვეყანას...

ასე არ შეიძლება...
ჩვენ უნდა გვესმოდეს რომ თუ გვინდა იდეალურ ქვეყანაში ვიცხოვროთ, პირველ რიგში ჩვენ, ქართველი ერი უნდა შევიცვალოთ ზნეობრივად და დავიბრუნოთ ჩვენი ტრადიციულ/კულტურულ/ზნეობრიობა რომელიც შობს ადამიანის კეთილშობილებას.... და როცა ქვეყანაში ზნებრივად გახრწნილი საზოგადოებაა და ასევე უზნეოდ ზრდის მომავალ თაობას, მას რაც არ უნდა განათლებული და კარგი პრეზიდენტი ჩაუყენო სათავეში, მაინც არ გამოჩნდება... ასე რომ პრობლემები საკუთარ თავებში, საკუთარ უარყოფით საქციელებსა და ჩვევებში ვეძებოთ... ჩვენ თუ ხელი შევუწყეთ ყველამ ერთმანეთს... მაშინ გვექნება შედეგი თორე პარლამენტისა და პრეზიდენტის გინებით 24 საათი ჩვენ ქვეყანას ვერ ავაშენებთ... თუ რამის კეთება გვინდა უნდა გავაკეთოთ... ხშირ შემთხვევაში ვლაყბობთ უაზროთ, ვაგინებთ და ვაფურთხებთ პრეზიდენტს და ჩვენ ვართ უარეს მდგომარეობაში, ის ქვეყნისთვის რაიმეს მაინც აკეთებს, და ჩვენ რას ვაკეთებთ ეს მაინტერესებს... რა თქმა უნდა აქვს მასაც უარყოფითი მხარეებიც მარა ნუ დაგვავიწყდება რომ ისიც ცოდვილი ადამიანია და მანაც შეიძლება დაუშვას შეცდომა.

ამაში გეთანხმები

ციტატა(თათარაშვილი @ May 29 2008, 11:14 PM) *

როცა ქვეყანაში განათლებული და ზნეობრივი ერი იცხოვრებს, იმას რაც არ უნდა ცუდი პრეზიდენტი ჩაუყენო სათავეში მაინც ვერ შეცვლის წესიერ ხალხს.

ამაში კი ვერა

ციტატა(თათარაშვილი @ May 29 2008, 11:14 PM) *

გამოსავალი საქმეშია და არა ლაპარაკში.

ანუ საქმე ლაპარაკის ნაცვლად გინდოდა გეთქვა? biggrin.gif

პოსტის ავტორი: orthodox-georgia თარიღი: Jul 17 2008, 04:51 PM

..........................................................

პოსტის ავტორი: zedela თარიღი: Jul 18 2008, 04:28 AM

თათარაშვილი

ციტატა
მერე და ვინ თქვა ან სად თქვა რომ მას სამშობლო არ უყვარს?
ყველაფერი ისე არაა როგორც ჩანს...

ჩვენ, ქართველი ერი, ძალიან მოუთმენელი ხალხი ვართ. არ გვიყვარს პროგრესის მომენტი, ჩვენ ეგრევე აშენებული გვინდა... ასე არაა... როდესაც მიხეილ სააკაშვილი მოვიდა ქვეყნის სათავეში, გახსოვთ რა დრო და რა ეპოქა იყო, რა დღეში იყო საქართველო... დავიჯერო არაფერი არ შეუცვლია თქვენთვის მას? მე არავის არ ვემხრობი და არ ვამართლებ, მარა ასეთი თვალახვეულობაც მართლა არ შეიძლება. აბა ჩვენ რა გვეგონა ეხლა 3 წელიწადში ქვეყანას ააშენებდა? არ არსებობს პრეზიდენტი, არ არსებობს ქვეყანა რომელსაც პრობლემები არ ქონდეს. ეხლა გაჩეჩილაძე რომ მოვიდეს სათავეში, თქვენ გგონიათ და მე მგონია რომ მას პრობლემები არ ექნება? თუ ეგრევე ააშენებს ქვეყანას...

აი ამაში სრულიად გეთამხნები...და რამდენჯერ მქონია ეგეთი საუბრები...რო გაიძახიან რა გააკეთა კარგი..ცუდის მეტი არაფერი..არ გვინდა მაგის დაგებული გზები....

მოკლედ მართლა დაუნახავები ვართ...ცუდი რა თქმა უნდა იქნება..მაგრამ ბევრი კარგიც გააკეთა..და კიდე ბევრი გაკეთდება...
ვოტ ტაკbiggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Jul 18 2008, 06:33 AM

კი ქართველები ძალიან მოუთმენელი ხალხი ვართ, მუდამ ვჩქარობთ და არ ვაფასებთ გაკეთებულს, თითქოს ვალდებულებაში ვთვლით ყველაფერს, მაგრამ, ჩემს შემთხვევაში, შორიდან დამნახველისთვის, გეკეთებული ისეთი არაფერი სჩანს ტაშის დაკვრად რომ ღირდეს. გამიხარდება თუ ვცდები smile.gif

თუ არ დაგეზარებათ წაიკითხეთ ამ გაზეთში სტატია ,,მერე რა რომ სველია, სველი იასამანი''
ეს ამერიკაში გამომავალი ქართული გაზეთია, სახელწოდებით მამული.

http://www.mamuli.com/

ბოლო ნომერშია სტატია, ანუ დააკლიკეთ მაგ გვერდზე რომელიც გამოჩნდება და მერე უკვე მოძებნით.

და არა მარტო ეგ სტატია, მანდ ბევრია ისეტი საქართველოს დღევანდელ მდგომარეობას რომ ასახავს, თუნდაც ახალი ბინების მშენებლობაზე.

პოსტის ავტორი: Ligia თარიღი: Jul 18 2008, 10:38 AM

მე "კარგზე" დავწერ

მე რასაც ვუყურებ და რასთანაც მაქვს შეხება და რაზეც შემიძლია ვილაპარაკო ის არის ბიზნესის ამბავში ახალგაზრდები ნამდვილად წინ მიდიან, უფრო ფართო აზროვნება და სწორი ხედვა აქვთ

კერძო კომპანიებს ახალგაზრდა და არაპოსტსაბჭოური, მოქნილი, შემოქმედებითი ტვინი ჭირდებათ და დიდათ აღარ მიესალმებიან ნაცნობების მოყვანას
მე რასაც ვუყურებ და ვისთანაც შეხება მაქვს ჭკვიანი და მშრომელი ახალგაზრდები არიან, და უმეტესობამ თუ რამე მიაღწია თავისით მიაღწია და არა ნაცნობობით
ამიტომაც როცა ამბობენ თუ ნაცნობი არ გყავს ვერაფერს ამ ქვეყანაში ვერ მიაღწევო სულ წინააღმდეგოაბს ვუწევ

ადრე ასე არ იყო, ნაცნობობით ეწყობოდნენ სამსახურებში, და კადრები გაბერილი იყო, უმეტესობას საქმე არ ქონდა და საქმეც რეალურად არც კეთდებოდა, (საკუთარი თვალით მინახავს ერთერთ სამინისტროში) სახელმწიფო სტრუქტურებში ჯერ კიდევ მასეა, მაგრამ კერძოებში უკვე ერიდებიან (არ მაქვს ლაპარაკი ნაცნობზე, რომელიც მართლა მაგარია და ღირსეულია)

პრეზიდენტის სტიპენდიები ძალიან კარგია, ბევრ ახალგაზრდას მოიეცა საშუალება საზღვარგარეთ სწავლისა, ბანკები რომ სასწავლო სესხებს გასცემენ ნაწილ თანხას გაანთლების სამანისტრო იძლევა

პოსტის ავტორი: ჯეგე თარიღი: Jul 18 2008, 10:47 AM

Ligia

დასტურ!!!

პოსტის ავტორი: ketino თარიღი: Jul 28 2008, 11:35 PM

ციტატა
აბა ჩვენ რა გვეგონა ეხლა 3 წელიწადში ქვეყანას ააშენებდა?

რატო კაცო, ომისგან დაქცეული გერმანია ჰიტლერმა ეკონომიურად მძლავრად განავითარა სულ რაღაც 3-4 წელიწადში smile.gif
საქართველოს უახლოეს ისტორიაზე საუბარი ძნელია.... გავა დრო და თაობები შეაფასებენ, ვაი მას ვისაც შთამომავლობის საყვედური შეხვდება smile.gif

და თუ ახლანდელ ცხოვრებაზე გინდა საუბარი, - მე პასს... mellow.gif

ციტატა
ბანკები რომ სასწავლო სესხებს გასცემენ ნაწილ თანხას გაანთლების სამანისტრო იძლევა

ვაიმე, ჩემი ტკივილია ეს სტუდენტური სესხი biggrin.gif
არააა, ეგ ყველაფერი თვალისასახვევად არის... ეხლა პროცენტები გაზარდეს, unsure.gif

პოსტის ავტორი: Ligia თარიღი: Aug 16 2008, 05:35 PM

ციტატა(ketino @ Jul 29 2008, 12:35 AM) *

ვაიმე, ჩემი ტკივილია ეს სტუდენტური სესხი biggrin.gif
არააა, ეგ ყველაფერი თვალისასახვევად არის... ეხლა პროცენტები გაზარდეს, unsure.gif

ხო ვიცი ახლა შეზღუდვებია
ჩემი ტკივილიც ეგ იყო, მაგრამ გამოსავალი მაინც მოვნახე, ვჩხრიკე ვჩხრიკე და უფასო ინსტიტუტები გამოვჩხრიკე, შვედეთში მაგალითად,

ასე რომ თუ სწავლა გინდა საზღვარგარეთ ისწავლი smile.gif არის ამის საშუალება

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Aug 16 2008, 05:39 PM

მე სერიოზულად შემეშინდა, რომ თავისუფლებას დავკარგავდითsad.gif

და არასდროს არ მდომებია ასე ჩემი ქვეყანა მქონოდა, როგორც ამ კვირის განმავლობაში.....

პოსტის ავტორი: Ligia თარიღი: Aug 16 2008, 07:58 PM

მე არ შემშინებია სიმართლე რომ გითხრათ, რომ თავისუფლებას დავკარგავდით

ცოტა "შემოულაწუნე მამაო ოხროხინე" დაჭირდა ქართულ ერს რომ ცოტა ღმერთისკენაც გაგვეხედა
ამაზე უარესებიც გადაგვიტანია, ჯერ მარტო ტყვის ყიდვა-გაყიდვა რად ღირს

პოსტის ავტორი: kmunebi თარიღი: Aug 17 2008, 12:30 AM

ციტატა(Ligia @ Aug 16 2008, 07:58 PM) *

მე არ შემშინებია სიმართლე რომ გითხრათ, რომ თავისუფლებას დავკარგავდით

ცოტა "შემოულაწუნე მამაო ოხროხინე" დაჭირდა ქართულ ერს რომ ცოტა ღმერთისკენაც გაგვეხედა
ამაზე უარესებიც გადაგვიტანია, ჯერ მარტო ტყვის ყიდვა-გაყიდვა რად ღირს

რა თქმა უნდა... sad.gif
ჩვენ საკუთარიცოდვების გამო მოგვეზღო.
საჭროა ხოლმე გამოფხიზლება...

პოსტის ავტორი: Ligia თარიღი: Aug 17 2008, 07:10 PM

ციტატა(kmunebi @ Aug 17 2008, 01:30 AM) *

რა თქმა უნდა... sad.gif
ჩვენ საკუთარიცოდვების გამო მოგვეზღო.
საჭროა ხოლმე გამოფხიზლება...

ეგრეა ეგრე
როგორც მიტხრეს შიდა ქართლში ყოფილა ზუსტადაც იეღოველების ყველაზე ძლიერი ბუდე, საკმაოდ ბევრნი ყოფილან მანდ, ხოდა .....

ან კიდე ასეთ სიტუაციაში ჩვენი საკუთარი ერი რომ კიდევ საკუთარ ხალხს დაუწყებს გინებას და შეურაცხყოფის მიყენებას რა გასაკვირია ასეთი ერისთვის სასჯელი, ხოდა არც მიკვირს

პოსტის ავტორი: kmunebi თარიღი: Aug 17 2008, 07:14 PM

ციტატა(Ligia @ Aug 17 2008, 07:10 PM) *

ეგრეა ეგრე
როგორც მიტხრეს შიდა ქართლში ყოფილა ზუსტადაც იეღოველების ყველაზე ძლიერი ბუდე, საკმაოდ ბევრნი ყოფილან მანდ, ხოდა .....

ან კიდე ასეთ სიტუაციაში ჩვენი საკუთარი ერი რომ კიდევ საკუთარ ხალხს დაუწყებს გინებას და შეურაცხყოფის მიყენებას რა გასაკვირია ასეთი ერისთვის სასჯელი, ხოდა არც მიკვირს

არა მარტო იეღოველებზეა აქ საუბარი.
თუნდაც ის რომ ხშირად ტაძრები ცარიელია, უფალს ვივიწყებთ და მხოლოდ გაჭირვების დროს გვახსენდება.
არაეკლესიური ცხოვრება, მრუშობა, პარვა, კაცის კვლა და ათასი უბედურება ჩვენს საზოგადოებაში. sad.gif

პოსტის ავტორი: Ligia თარიღი: Aug 18 2008, 03:15 PM

ციტატა(kmunebi @ Aug 17 2008, 07:14 PM) *

არა მარტო იეღოველებზეა აქ საუბარი.
თუნდაც ის რომ ხშირად ტაძრები ცარიელია, უფალს ვივიწყებთ და მხოლოდ გაჭირვების დროს გვახსენდება.
არაეკლესიური ცხოვრება, მრუშობა, პარვა, კაცის კვლა და ათასი უბედურება ჩვენს საზოგადოებაში. sad.gif

აგრეა აგრე

ოღონდ სხვა ერებზე არ დამიწყოს ხალხმა ლაპარაკი, სხვებთან უარესი ხდება მარა მაინც კარგად ცხოვრობენო

იმათ გასაგონად ვიტყვი, ღმერთი იმას უფრო დასჯის ვის დასჯასაც აზრი აქვს, რაც საზღვარგარეთ კატასტოფები მოხდა, ვის გაახსენდა ჭეშმარიტი ღმერთი, საქართველოში კიდე ასე თუ ისე ხალხმა შეიხედა მაინც ეკლესიებში

აბა უმსხვერპლო ცხონება სად გაუგია

ხოდა იმასაც დავამატებ
ბორჯომის ნაკრძალში რომ გაქანებული ხანძარია, და ეს გათახსირებული რუსები ვერტმფრენებს არ უშვებენ ხანძრის ჩასაქრობად, აბა კაი წვიმა და თქეში წამოვიდეს, ვინღა იქნება მაგის გამჩერებელი, მანდაც ხო არ ვიტყვით პატარა ქვეყანა ვართ და რუსები რასაც გვიდნა იმას გვიზავენო smile.gif

ეეეე ნეტა მართლა წამოვიდეს კაი კოკისპირული წვიმა რა, თუმცა მაგასაც დამსახურება უნდა, და ვიმსახურებთ რო ? sad.gif

პოსტის ავტორი: kmunebi თარიღი: Aug 18 2008, 05:38 PM

მოდის ქართველი ერი ნელ-ნელა გონზე... smile.gif

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Aug 18 2008, 05:40 PM

kmunebi
თუ როგორც ფსალმუნში წერია არ "ისწრაფეს და დაივიწყეს ღმერთი" ისევე....

პოსტის ავტორი: kmunebi თარიღი: Aug 18 2008, 05:48 PM

ციტატა(kato_Bato @ Aug 18 2008, 05:40 PM) *

kmunebi
თუ როგორც ფსალმუნში წერია არ "ისწრაფეს და დაივიწყეს ღმერთი" ისევე....

რა თქმა უნდა. უფალს ჩვენი დასჯა რომ უნდოდეს გორსა და ცხინვალს არ დაგვიბომბავდნენ...
მთლიანად საქართველოს ოკუპაციას მოახდენდნენ.
ასე რომ რაც მოგვდის ეს ყოველივე ჩვენი ბრალია და საკუთარ თავში უნდა ვეძებოთ მიზეზი.

პოსტის ავტორი: Ligia თარიღი: Aug 19 2008, 11:10 AM

ციტატა(kmunebi @ Aug 18 2008, 05:48 PM) *

რა თქმა უნდა. უფალს ჩვენი დასჯა რომ უნდოდეს გორსა და ცხინვალს არ დაგვიბომბავდნენ...
მთლიანად საქართველოს ოკუპაციას მოახდენდნენ.
ასე რომ რაც მოგვდის ეს ყოველივე ჩვენი ბრალია და საკუთარ თავში უნდა ვეძებოთ მიზეზი.

დასტურ kmunebi
მარა რო ვერ ხედავს ამას მაინც ხალხი sad.gif

პოსტის ავტორი: iako თარიღი: Aug 19 2008, 12:57 PM

ჩვემზე მოწეულმა ამ განსაცდელმა და ომმა ბევრს დაანახა, საკუთარი შეცოდებები.

მხოლოდ ძალიან მძიმე იყო სასყიდელი ამისა.მაგრამ როცა ისე ვერ ვხედავთ, მიუხედავად უფლის მრავალგზის გაფრთხილებისა, მაშინ ზომებიც ძალიან მკაცრია.

უფალო შეგვიწყალე ჩვენ ცოდვილნი.

პოსტის ავტორი: kmunebi თარიღი: Aug 19 2008, 01:15 PM

ეს ყოველივე რა თქმა უნდა ზოგადად მთლიანად საზოგადოების, მრევლისა და ქართველების გონს მოსაყვანი პერიოდი იყო. sad.gif
ასევე თითოეული ჩვენგანი უნდა დაფიქრდეს ყოველივეზე და კარგად გაანალიზოს. sad.gif

პოსტის ავტორი: Ligia თარიღი: Aug 19 2008, 03:16 PM

ციტატა(kmunebi @ Aug 19 2008, 01:15 PM) *

ეს ყოველივე რა თქმა უნდა ზოგადად მთლიანად საზოგადოების, მრევლისა და ქართველების გონს მოსაყვანი პერიოდი იყო. sad.gif
ასევე თითოეული ჩვენგანი უნდა დაფიქრდეს ყოველივეზე და კარგად გაანალიზოს. sad.gif

გადაგყვებიან ზედ, sad.gif

საკუთარი კეთილდღეობა სამწუხაროდ უფრო გვადარდებს ვიდრე ჩვენი ქვეყნის ბედი
მაგაზე უფრო მეტირება ვიდრე რუსები რომ მისხედან აქ, თუმცა რა ორივე უარესია ერთმანეთზე sad.gif

პოსტის ავტორი: მართა თარიღი: Aug 19 2008, 03:19 PM

საქართველოს ცხოვრება წარსულიდან შეგვიძლია შევისწავლოთ. ისტორია ხშირად განმეორებულა,აუცილებელია შეცდომები გავითვალისწინოთ დიდმაც და პატარამაც.ეს მხოლოდ ქვეყნის მმართველს არ ეხება(თუმცა მეტადრე მას ჭირდება დაკვირვება წარსულზე)აუცილებელია ქართველმა და საერთოდ ამ ქვეყანაში მცხოვრებმა თითოეულმა მოქალაქემ,შეიმეცნოს მასზე დაკისრებული პასუხისმგებლობა,რადგან ჯერ ერთი რომ იყო ქართველი არ არის იოლი და მეორეც თუ აქ ცხოვრობ უნდა გიყვარდეს და აფასებდე,უნდა უვლიდე და უფრთხილდებოდე! როცა საშიშროება გაჩნდება ჰორიზონტზე, მხოლოდ მაშინ ვიცით "შეფუცხუნება" არადა ცხოვრობდე აქ,ნიშნავს იმას რომ მუდამ "შეფუცხუნებული" უნდა იყო... თუნდაც გაერთიანება და ერთსულოვნება რა გახდა ჩვენი სამშობლოსთვის, როგორი ამაყი ვარ მაშინ როცა ქვეყნის გადასარჩენად ოდითგანვე და დღესაც ვიცით ქართველებმა ურთიერთსიყვარული და პატივისცემა და რაც მთავარია დიდიც და პატარაც ერთი დროშის ქვეშ დგება და ამაყად იძახის: " ვერ დაგვაჩოქებთ, ვერ მოგვერევით, ჩვენ გავიმარჯვებთ, საქართველო უკვდავია, ჩვენ ერთად ვართ!!!" ჰოდა მოდი და ნუ იტყვი წარსული რა შუაშიაო?! აი ასე იყო ადრეც და ასე იქნება მარადის! ამინ, უფლის წყალობა საქართველოს და უკვდავება!
თითქოს საქართველოს სახეაო ჩვენი ფორუმიც, ომამდე საშინლად დაძაბული სიტუაცია იყო ფორუმზე, ერთმანეთს ლამის "ვჭამდით" ახლა? განა ყველა არ გავხდით მოწმე? ერთად ვართ თუნდაც კარდინალურად განსხვავებული აზრის მქონენი... ჰოდა გაუმარჯოს საქართველოს და ჩვენი ფორუმის ერთიანობას!

პოსტის ავტორი: kmunebi თარიღი: Aug 19 2008, 08:02 PM

ციტატა(მართა @ Aug 19 2008, 03:19 PM) *

მართა გეთანხმები. smile.gif
ჩემს აზრსაც დავამატებ.
ომი არ უნდა იყოს გაერთიანების აუცილებელი საშუალება,როცა პრეტენზია გაქვს რაღაცაზე და ცდილობ მის მოპოვებას, მისი ღირსიც უნდა იყო ამავდროულად, ასე რომ ერთიანობა მუდამ უნდა იყოს ქართველებში.
უახლესმა ისტორიამ და წარსულმა, კერძოდ აფხაზეთისა და ოსეთის ომმა, 90-იან წლებში ბევრი რამ გვასწავლა, მაგრამ ვიყენებთ კი ჩვენ ამ გამოცდილებას?!
რწმენა გვაკლია და საკუთარი თავსი ფასი არ ვიცით და იმედს ხან ჩრდილოეთით, ხან კიდევ აღმოსავლეთით ვეზებთ. sad.gif
სიტყვებზე არ შენდება არაფერი, მისი საფუძველი და მამოძრავებელი ძალა უნდა იყოს საქმე, ამას მე იმ დოზით რაც საჭიროა ვერ ვხედავ... sad.gif

პოსტის ავტორი: მართა თარიღი: Aug 22 2008, 02:47 AM

ფაქტია რომ ჩვენ ვართ იმ თანამედროვე საქართველოს შვილები, რომლის მრავალი "გარდაქმნითი" პროცესები საკუთარ თავზე ვიწვნიეთ,ეს კიდევ ერთი ფურცელია საქართველოს ისტორიის, ქვეყნისა რომელიც ნელ-ნელა იკრებს ძალებს და იმედია უფლის წყალობით მიაღწევს განვითარების მნიშვნელოვან დონეს! ეს ეხება როგოც სულიერ ასევე მატერიალურ სფეროს! ჩვენ ვართ შვილები იმ ისტორიული ხანისა, რომლის დროსაც საქართველომ მიაღწია დამოუკიდებლობას, გადააგდო რუსთა ბატონობა და ხელი შეუწყო კომუნიზმის ნგრევას, ჩვენ ვართ შვილები იმ თანამედროვე საქართველოსი როცა დავკარგეთ ჩვენი ყველაზე ძვირფასი და საყვარელი კუთხეები,ჩვენ ვართ შვილები და მოწმენი სამოქალაქო ომისა, ურთიერთმტრობისა და მრავალი აჯანყებისა,ჩვენ ვართ მოწმენი კიდევ მრავალი საამაყო თუ სამარცხვინო ფაქტისა, ჩვენ ვცხოვრობთ ისტორიული პიროვნების ილია|| -ის ხანაში, ჩვენ ვუყურეთ როგორ აიგო თანამედროვე საქართველოს სიამაყე სამების ტაძარი! ჩვენ ეხლა ვრთ მოწმენი ბრძოლისა ღირსების შესანარჩუნებლად რომ გვიწევს, ჩვენ ვართ მოწმენი ომისა რომელმაც უნდა დაგვაბრუნებინოს ჩვენი მიწა-წყალი და ქართველთა დანთხეული სისხლი არ იქნება უშედეგო და არაფრის მომტანი !!! ჰოდა გაუმარჯოს თანამედროვე საქართველოს ძნელ-ბედობის ჟამს,მალე გამარჯვება გვეზეიმოს დღევანდელ საქართველოში!

პოსტის ავტორი: მეოცნებე თარიღი: Nov 28 2008, 09:37 PM

მე ვფიქრობ, სიტუაცია მალე გამოსწორდება და ყველაფერი კარგად იქნება.უარესისთვის გაგვიძლია და ამასაც გავუძლებთ. ანუ "მზიანი ღამეა და მალე გათენდება..."

პოსტის ავტორი: sable თარიღი: Nov 30 2008, 08:05 PM

მეოცნებე

მართლა მეოცნებესავით გამოგივიდა smile.gif

პოსტის ავტორი: მეოცნებე თარიღი: Nov 30 2008, 10:14 PM

ციტატა(sable @ Nov 30 2008, 08:05 PM) *

მეოცნებე

მართლა მეოცნებესავით გამოგივიდა smile.gif

იქნებ ჩვენი ისტორიაც ოცნებების კრებული გგონია?????

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 18 2013, 03:50 PM

ამ თემაში საქართველოს ისტორიის დღევანდელობა განვიხილოთ...

მეუფე ანანია: ,,რეგიონალიზმი არის უდიდესი ბოროტება''

ძალზედ მნიშვნელოვანი საკითხი ჩვენი ეკლესიისათვის არის ეროვნული კონსოლიდაცია, ეროვნული მთლიანობა, ეროვნული სიძლიერე, ყველა საკითხში ამოსავალი წერტილი უნდა იყოს საღვთო სჯული. ჩვენი უწმინდესი პატრიარქი ძალზედ ხშირად ამბობს, რომ ღმერთი აერთიანებს, ხოლო ეშმაკი ჰყოფს. ეს ყველამ უნდა გავითვალისწინოთ. ეს ნიშნავს, რომ აუცილებლად საჭირო არის ხელი შეეწყოს ჩვენს ეროვნულ კონსოლიდაციას., საუკუნეთა მანძილზე საქართველოს ეკლესია აერთიანებდა ჩვენს ხალხს, ჩვენს ქვეყანას და დღესაც ეს მოვალეობა აქვს ჩვენს ეკლესიას. მან ხელი უნდა შეუწყოს ქვეყნის გაერთიანებას, განსაკუთრებით სულიერ გაერთიანებას.

ჩვენ უნდა ვიცოდეთ რა უდევს საფუძვლად ჩვენში თვალნათელ კუთხურობას, ეთნიკურ გათიშულობას, რომელიც ძალზედ ხშირად ჩნდება დღეს ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში, ამას ჰქონდა ისტორიული მიზეზები. როგორც ვიცით XV-XVI საუკუნეებში დაიშალა ერთიანი საქართველოს სახელმწიფო და შემდგომ თანდათანობით ჩამოყალიბდა კუთხური სახელმწიფოებრივი ერთეულები. ამ მოვლენას განსაკუთრებით ხელს უწყობდნენ უცხო იმპერიები. ერთიანი საქართველოს დაშლის შემდგომ შექმნილი სამეფოები მართალია ქართული იყო, მაგრამ ეს იყო კუთხური სამეფოები თავისი სახელმწიფოებრიობით, თავისი ზედაფენით, თავისი არმიით, საკუთარი ინტერესებით. კახეთის სამეფო, იმერეთის სამეფო, ქართლის სამეფო და ასევე სამთავროები ხშირად ერთმანეთისადმი მტრულად იყვნენ განწყობილნი და მეთექვსმეტე, მეჩვიდმეტე, მეთვრამეტე საუკუნეების ისტორია არის სწორედ ამ სახელმწიფოებრივ ერთეულთა შორის მუდმივი ომის ისტორია. თითქმის სამასი წელი არსებობდა ეს სახელმწიფოები. სახელმწიფოს კი აქვს ისეთი თვისება, რომ თავისი საზღვრების შიგნით მცხოვრებლებს უყალიბებს ეთნიკურ ვინაობას, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩამოყალიბდა კახელობა-კუთხურობა, ჩამოყალიბდა იმერლობა და ა.შ., ჩამოყალიბდა ქართული ცალ-ცალკე ეთნო-ჯგუფები და დაიშალა ერთიანი თვითშეგნება. მანამდე იყო ერთიანი ერი, ერთიანი საქართველოს სახელმწიფო. დაიშალა ერთიანი სახელმწიფო და ერი დაიშალა ეთნიკურ ჯგუფებად. ეს იყო უდიდესი ტრაგედია. დღესაც ეს არის უდიდესი ტრაგედია და მიზეზი მრავალი უბედურებისა.

ჩვენმა დიდმა წმიდანმა ილია ჭავჭავაძემ და თერგდალეულებმა კარგად შეამჩნიეს კუთხურობის საფრთხე და ჩვენი ინტელიგენცია სათავეში ჩაუდგა ერის კონსოლიდაციის პროცესს. ჩვენი ერის კონსოლიდაცია დაიწყო მეცხრამეტე საუკუნეში. ეს იყო ძალზედ მნიშვნელოვანი პროცესი გამთლიანებისა, კუთხურობის აღმოფხვრისა. კახელობის, იმერლობის, ქართლელობის და სხვათა ეთნოგრაფიული გათიშულობის აღმოფხვრის პროცესი. ეს იყო ჩვენი ინტელიგენციის უდიდესი მიზანი და სურვილი.

ეროვნული კონსოლიდაციის პროცესი კომუნისტური დიქტატურის დროს შენელდა.

ახლა ღვთის მადლით და ღვთის შეწევნით გვაქვს ეროვნული სახელმწიფო. დაწყებულია ჩვენი ერის გამთლიანების, კონსოლიდაციის პროცესი კვლავ. ჩვენი ერი არის ცოცხალი ორგანიზმი, ჯანსაღი ორგანიზმი და ბუნებრივად მომდინარეობს მისი გაერთიანების პროცესი ეროვნულ სახელმწიფოში. ახლა მთავარი არის, სწორედ ამიტომ მოგახსენებთ ჩვენს სიტყვებს, რომ ხელი არ შევუშალოთ ერის კონსოლიდაციას. ზედაფენამ, თუ გნებავთ პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ, ინტელიგენციამ ნებით თუ უნებლიეთ არ უნდა შეაფერხოს გამთლიანების პროცესი.

ჩვენ უნდა გავიცნობიეროთ, რომ კუთხურობა ძალზედ ცუდია. სწორედ იგია მიზეზი, რომ ამდენი პრობლემა არის ამჟამად საქართველოში.

ბოლშევიკებმაც კი ვერ გაბედეს საქართველოს კუთხური ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფა სუბ-ეთნიკური ნიშნით. მაშინ ჯერ კიდევ ცოცხალი იყო ილიას პლეადა, როცა ბოლშევიკები აწყობდნენ ადმინისტრაციულ სისტემას საქართველოში. როგორც ვთქვით, მათ ვერ გაბედეს და კუთხური პრინციპი საფუძვლად არ დაუდეს მმართველობას ანუ არ შექმნეს კახეთის რეგიონი, მხარე ან გუბერნია. მათ რეგიონული პრინციპით კი არ დაყვეს საქართველო, არამედ პავლე ინგოროყვას მეცადინეობით ქვეყანა დაყვეს რაიონებად. რაიონს კი საფუძვლად არ უდევს კუთხური პრინციპი. მაგალითად კახეთში არსებობდა მრავალი რაიონი და ეს რაიონები ექვემდებარებოდნენ არა კახეთის გუბერნატორს, კახეთის პროკურორს, ან შინაგან საქმეთა მინისტრს, არამედ უშუალოდ თბილისს. ეს იყო ფაქტიურად უნიტარული, ცენტრალიზებული სისტემა.

ასეთი სისტემა საჭიროა იმისათვის, რომ დღესაც გაგრძელდეს ჩვენი ერის კონსოლიდაციის პროცესი. რეგიონალიზმი არის ძალზედ ცუდი ქართველი ერისათვის. ის ხელს უშლის ერის გამთლიანებას. რეგიონალიზმი არის უდიდსი ბოროტება და ეს უნდა გაითვალისწინოს როგორც ინტელიგენციამ, ასევე განსაკუთრებით მე გთხოვთ და გლოცავთ თქვენ და ეს მიიღეთ როგორც კურთხევა, თქვენმა პარტიამ (ქართველ ნაციონალისტთა ერთობა) გაითვალისწინოს, რომ რეგიონალიზმი ცუდია და ვებრძოლოთ რეგიონალიზმს. უნდა მოისპოს საქართველოს დაყოფა რეგიონებად.

საქართველო უნდა იყოს ერთიანი უნიტარული სახელმწიფო, იმისათვის, რათა ქართველი ერი გამთლიანდეს ისევე, როგორც იყო XII-XIII საუკუნეებში, საქართველოს ოქროს ხანაში.

ასე რომ გლოცავთ და გაკურთხებთ, ეს არის ჩვენი თხოვნა თქვენთან.

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Dec 18 2013, 04:10 PM

სიმართლე ვთქვა მეზარება ამდენის წაკითხვა და მოკლედ რომ გადმოვცეთ რაზეა საუბარი არ შეიძლება?

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 19 2013, 10:52 AM

ციტატა(G_saxva @ Dec 18 2013, 05:10 PM) *

სიმართლე ვთქვა მეზარება ამდენის წაკითხვა და მოკლედ რომ გადმოვცეთ რაზეა საუბარი არ შეიძლება?

მოკლედ ის შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს დაქუცმაცება უნდათ... sad.gif

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Dec 19 2013, 01:42 PM

marine
ეგ ხომ ეგრე იყო ყოველთვის.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 19 2013, 03:01 PM

რეგიონალიზმი პატრიარქმაც დაგმო...

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Dec 19 2013, 06:29 PM

დასაგმობია და იმიტომ .
თან სეპარატისტულად მწვავე რეგიონებს ხელ-ფეხი ეხსნებათ .

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Dec 20 2013, 09:04 AM

ისე კონკრეტულად რა ასპექტში განვიხილოთ დღევანდელობა? როგორც ვხვდები მარინე შენ გინდა ისე მონარქიაზე გაამახვილო ყურადღება და მაგაზე მედაო biggrin.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 20 2013, 10:32 AM

ციტატა(G_saxva @ Dec 20 2013, 10:04 AM) *

ისე კონკრეტულად რა ასპექტში განვიხილოთ დღევანდელობა? როგორც ვხვდები მარინე შენ გინდა ისე მონარქიაზე გაამახვილო ყურადღება და მაგაზე მედაო biggrin.gif

გიო, ეს თემა იმიტომ გავხსენი, რომ დღევანდელი ისტორიის სუნთქვა ისმოდეს smile.gif მონარქია აქ არაფერ შუაშია, მისთვის ხომ ცალკე თემაა smile.gif

ციტატა(A.V.M @ Dec 19 2013, 07:29 PM) *

დასაგმობია და იმიტომ .
თან სეპარატისტულად მწვავე რეგიონებს ხელ-ფეხი ეხსნებათ .

yes.gif ძალიან მართალი ხარ, გურამ!!!

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 12 2014, 12:50 PM

"გვაძალებენ შესვლას ისეთ გაერთიანებაში, სადაც დაკანონებულია გათახსირება, სიბილწე, ერთსქესიანთა ქორწინება, ინცესტი (ნათესაური სექსი), ასევე იუვენალური სამართალი, როცა მშობლებს შვილები შეიძლება წაართვან იმის გამო, რომ მათ C ვიტამინი აკლიათ.

შეიძლება მერე ეს ბავშვები გააშვილონ ელგბტე ოჯახებზე და ჩვენ გვეუბნებიან, რომ უნდა გავხდეთ იმ კავშირის წევრი, სადაც ეს ყველაფერი კანონმდებლობით არის დაწესებული.

ნუ იყოფინ!"

/მეუფე სპირიდონი (აბულაძე)/

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Feb 12 2014, 01:02 PM

ციტატა
"გვაძალებენ შესვლას ისეთ გაერთიანებაში, სადაც დაკანონებულია გათახსირება, სიბილწე, ერთსქესიანთა ქორწინება, ინცესტი (ნათესაური სექსი), ასევე იუვენალური სამართალი, როცა მშობლებს შვილები შეიძლება წაართვან იმის გამო, რომ მათ C ვიტამინი აკლიათ.

შეიძლება მერე ეს ბავშვები გააშვილონ ელგბტე ოჯახებზე და ჩვენ გვეუბნებიან, რომ უნდა გავხდეთ იმ კავშირის წევრი, სადაც ეს ყველაფერი კანონმდებლობით არის დაწესებული.

ნუ იყოფინ!"

რა გაერთიანებები

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 12 2014, 01:22 PM

ციტატა(ikanosi @ Feb 12 2014, 02:02 PM) *

რა გაერთიანებები

არ იცი, ვითომ, რა კურსი და მიმართულება გააგძელა ახალმა მთავრობამ ძველი მთავრობისა? rolleyes.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 12 2014, 01:59 PM

"ჩვენ ვხედავთ, რამდენი უბედურება ხდება მსოფლიოში.

დემოკრატიის ნიღბით შეფუთული მსოფლიო გაიხრწნა და გადაგვარდა.

განა პავლე მოციქული არ ამბობს, რომ როგორც კი იტყვიან მშვიდობა და უსაფრთხოებაა მთელს მსოფლიოში, მაშინ დადგება სწორედ აღსასრულიო.

ახლახან ვუყურე ტელევიზიით, თუ როგორ დაესხა თავს 7000-მდე გატიტვლებული, გათახსირებული, ელგებეტე თემის წარმომადგენელი ეკლესიას, რომელსაც ჯაჭვის სახით იცავდნენ მორწმუნეები, ესენი კი სიბინძურეებს ასხურებდნენ, ორგიებს მართავდნენ.

და დღევანდელი გაგებით ის ბილწები ითვლებიან დემოკრატებად, ეკლესიის დამცველები კი აგრესორებად.

აი, ასეთია დღევანდელი, გაუკუღმართებული, ანტიქრისტესეული გაგება."

/მეუფე სპირიდონი/

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Feb 13 2014, 12:39 PM

ციტატა
არ იცი, ვითომ, რა კურსი და მიმართულება გააგძელა ახალმა მთავრობამ ძველი მთავრობისა?

მე კი ვიცი მაგრამ შენ რას გულისხმობ :დ

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 13 2014, 12:40 PM

ციტატა(ikanosi @ Feb 13 2014, 01:39 PM) *

მე კი ვიცი მაგრამ შენ რას გულისხმობ :დ

მე ვეთანხმები ეკლესიის დამოკიდებულებას ამ საკითხთან დაკავშირებით...

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 26 2014, 10:51 AM

"რა ხდება დღეს ქართულ სინამდვილეში; საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები სულ უფრო ხშირად სდებენ ბრალს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ადამიანის უფლებების მიმართ უპატივცემულობასა და ე.წ. ჰომოფობიაში, თუმცა ნაკლებად ცდილობენ პრობლემის არსში ჩაღრმავებას.

ადამიანის უფლებები უაღრესად მნიშვნელოვანი და, იმავდროულად, ძალიან ფაქიზი სფეროა და მათ, ვინც აქ მოღვაწეობს, დიდი სიფრთხილე მართებთ.

გულდასაწყვეტია და სამწუხარო, რომ ასეთი ბრალდებები გაისმის იმ ქვეყანაში, სადაც საუკუნეთა განმავლობაში ერთმანეთის გვერდით მშვიდობიანად თანაარსებობდა ქრისტიანობა, იუდაიზმი და ისლამი და მიწის მცირე მონაკვეთზე, თითქმის გვერდიგვერდ აღმართულია სხვადასხვა რელიგიათა სალოცავები;

ასეთ რამეზე საუბარია იმ კულტურის სივრცეში, რომელიც აბრაამისეული სტუმართმოყვარეობით არის გაჟღენთილი და სადაც საუკეთესოს სინონიმად არსებობს სიტყვა - "საუცხოო".

/ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 18 2014, 05:04 PM

""საქართველო ნეიტრალური სახელმწიფო უნდა იყოს!"

/წმ. ეპისკოპოსი გაბრიელ ქიქოძე/

პოსტის ავტორი: terra თარიღი: Mar 18 2014, 05:08 PM

ციტატა(marine @ Mar 18 2014, 05:04 PM) *

""საქართველო ნეიტრალური სახელმწიფო უნდა იყოს!"

/წმ. ეპისკოპოსი გაბრიელ ქიქოძე/

ვენაცვალე სულში. მეც მაგას ვამბობ.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 18 2014, 05:09 PM

ციტატა(terra @ Mar 18 2014, 05:08 PM) *

ვენაცვალე სულში. მეც მაგას ვამბობ.

2kiss.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Mar 18 2014, 10:20 PM

terra
დიდი სურვილი მაქვს მეც , რომ ვიყოთ ეგრე , მაგრამ შანსი არაა ...

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 1 2014, 08:39 PM

"ჩვენი ხელისუფლება და ხალხი რომ აცნობიერებდეს საკუთარ ისტორიულ მისიას, ასე არ წარმართავდა ჩვენს მომავალს, არამედ ერის მომავალზე ზრუნვით, ისე, როგორც ჩვენს ერს ეკადრება.

ხელისუფლება უნდა გრძნობდეს თავისი ხალხის მაჯისცემას, მაგრამ ამის უნარი მხოლოდ ეკლესიურ ხელისუფლებას ექნება, რომელიც ნამდვილად იქნება სამშობლოსთვის თავდადებული ადამიანების ერთობა.

დღემდე, სამწუხაროდ, ასეთები არ არიან.

პირიქით- მათ მონური მორჩილება აქვთ უცხო ძალებისა, ამიტომაც საქართველო ვერ ვითარდება სწორი მიმართულებით".

/მეუფე იობი (აქიაშვილი)/

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Nov 15 2014, 10:12 PM

შეხედეთ რა დღეშია მამული, ენა, სარწმუნოება.
დიდი შანსია ავტონომიების ახალი ტალღაც მალე დაიწყოს, ჩვენ ამერიკა არ ვართ, რომ ყველას თავისი შტატი ქონდეს. ქართულ სიტყვებს ვეღარ გაიგონებთ აფხაზეთსა თუ სხვა რეგიონებში. სარწმუნოება ცუდ დღეშია ხალხს ქრისტიანობა მხოლოდ სადღეგრძელოებზე ახსენდებათ. ომი როცა იწყება მაშინ ხდება ხალხი ერთმანეთზე მზრუნველი რატომ ხდება ასე და გამოსავალს რაში ხედავთ?

[img]http://eurodialogue.org/files/fckeditor_files/georgia-map-4.jpg[/img
]
IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

რამდენად სწორად მიგაჩნიათ მივაწვეთ იმ აზრს, რომ ყველაფერი უნდა გვქონდეს ქვეყანაში საერთო, თუ გვინდა, რომ ერთიანი საქართველო გვქონდეს. ერთ მამული ავტონომიების გარეშე, ერთი ენა ქართული და რაც მთავარია ერთი სარწმუნოება მართლმადიდებლური ქრისტიანობა?

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 15 2014, 11:03 PM

მამა გაბრიელს აქვს ნაწინასწარმეტყველები, რომ საქართველო დაიშლება... მაგრამ დადგება დრო და კვლავ აღდგება მისი ტერიტორიული მთლიანობა...

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Nov 16 2014, 01:31 PM

ციტატა(marine @ Nov 15 2014, 11:03 PM) *

მამა გაბრიელს აქვს ნაწინასწარმეტყველები, რომ საქართველო დაიშლება... მაგრამ დადგება დრო და კვლავ აღდგება მისი ტერიტორიული მთლიანობა...

ხო როცა იტყვის ყველა აღარაფერი გვეშველებაო მაშინ მოხდება სასწაულიო და თვითონ სათაურზე რა აზრის ხარ? ვეცადოთ მის დამკვიდრებას სხვებშიც?

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 16 2014, 02:10 PM

ციტატა(sanfol @ Nov 16 2014, 02:31 PM) *

თვითონ სათაურზე რა აზრის ხარ? ვეცადოთ მის დამკვიდრებას სხვებშიც?

კითხვა ვერ გავიგე, სანდრო... unsure.gif

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Nov 16 2014, 02:12 PM

ციტატა(marine @ Nov 16 2014, 02:10 PM) *

კითხვა ვერ გავიგე, სანდრო... unsure.gif

ანუ ამ იდეოლოგიის გატარებას შევეცადოთ სხვა ადამიანებშიც? რომ ერთი ენა უნდა გვქონდეს ერთი მამული და ერთი სარწმუნოება?

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 16 2014, 02:32 PM

ციტატა(sanfol @ Nov 16 2014, 03:12 PM) *

ანუ ამ იდეოლოგიის გატარებას შევეცადოთ სხვა ადამიანებშიც? რომ ერთი ენა უნდა გვქონდეს ერთი მამული და ერთი სარწმუნოება?

ქართული ენა ძალიან დაკნინებულია საქართველოში... აქ მცხოვრები სხვა ეროვნების ხალხი რუსულად საუბრობს და არ იციან ქართული... ეს ძალიან მტკივა sad.gif რაც შეეხება სარწმუნოებას, ვერ მოთხოვ სხვა რელიგიის წარმომადგენლებს მართლმადიდებლები გახდნენ... მთავარია თავზე არ მოგვახვიონ თავისი რელიგია და საერთოდ, ერთმანეთის რელიგიებს პატივი ვცეთ ჩვენც და მათაც...

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Nov 17 2014, 12:26 AM

ციტატა(marine @ Nov 16 2014, 02:32 PM) *

ქართული ენა ძალიან დაკნინებულია საქართველოში... აქ მცხოვრები სხვა ეროვნების ხალხი რუსულად საუბრობს და არ იციან ქართული... ეს ძალიან მტკივა sad.gif რაც შეეხება სარწმუნოებას, ვერ მოთხოვ სხვა რელიგიის წარმომადგენლებს მართლმადიდებლები გახდნენ... მთავარია თავზე არ მოგვახვიონ თავისი რელიგია და საერთოდ, ერთმანეთის რელიგიებს პატივი ვცეთ ჩვენც და მათაც...

ჩემი აზრით მინიმუმ წახალისებული უნდა იყოს მართლმადიდებლობა, განსაკუთრებული როლიც იმიტომ აქვს კონსტიტუციურად, რომ რაიმე უპირატესობა გააჩნდეს სხვა რელიგიებთან შედარებით. სკოლებში შაბათ-კვირას გაკვეთილების მიცემა უნდა აიკრძალოს საერთოდ ან მცირე რაოდენობით უნდა მოხდეს ეს და არა ისე აბა რა გენაღვლებათ ბავშვებო შაბათკვირა მოდის და მიდით 2-2 გვერდიანი დავალებები მოამზადეთ ყველა საგანში. მე ეს გაურკვევლობა სულ მაწუხებდა ხოლმე ეკლესიაში ვიარო, დავისვენო თუ გაკვეთილები მოვამზადო? ასეთია დარწმუნებული ვარ ყველა ბავშვის აზრიც. ჯარში უნდა გატარდეს იგივე რაც დავით აღმაშენებლის დროს ყოველგვარი ბილწსიტყვაობის აკრძალვა და ა.შ. ბიბლია უნდა დაურიგდეს ყველას მაგრამ არა სასჯელის მიღების დროს პირიქით თუ კი გამოიჩენს სამხედრო თავს კვირაობით უნდა მიეცეს შესაძლებლობა იკითხოს ბიბლია და ეკლესიაში წავიდეს. პატიმრებს დასასჯელად კი არა წახალისებისთვის უნდა ქონდეთ ბიბლია და კიდე იქნება ბევრი რეფორმა გასატარებელი, რა საკითხი შეიძლება გვაწუხებდეს ან სხვის წუხილის გაზიარებით მაინც რო ვიმსჯელოთ. მამული ენა სარწმუნოება უნდა იყოს ჭეშმარიტი ქართველის განმსაზღვრელი არსი, ეს თუ არ მოხდა 1 მილიარდმა ჩინელმა რომ თქვას ქართველები ვართო მივიღებთ საქართველოში? ვერ/არ მივიღებთ ამის არც რესურსი გვაქვს და არაფერი. ასე ყველა ქართველია, მაგრამ ვინც ქრისტიანობაში ნორმალურად ერკვევა ის აუცილებლად გაწირავს თავს მოყვასის გულისთვის, საქართველო ეს რაღაც შემოსაზღვრული ტერიტორია არაა პირველ რიგში ის არის ხალხი. ვინ უფრო გაწირავს თავს ომში ის ვინც თავის ოჯახს იცავს მხოლოდ თუ ქრისტიანობისთვის, რომელიც იბრძვის? წარმართებს მოვუყევი დაახლოებით იგივე და პატრიოტი არა ხარო, ვერ წარმოუდგენიათ რა არის სარწმუნოება რატომ უნდა გასწირო მისთვის თავი და არა სამშობლოსთვის, ძალიან ცუდია ქრისტიანობაში ქრისტეს თუ ვერ დაინახავენ, რომელიც გვასწავლის გიყვარდეს მოყვასი ვითარცა თავი თვისიო, ჩემი აზრით ქრისტიანობის არსი ყველაფერს მოიცავს თავის სამშობლოიანად. ძალიან მომრავლდა ურწმუნო ხალხი ან ნაკლებად რწმენიანი, უნდა აინტერესებდეს რატომ აკეთებენ ამა თუ იმ რიტუალს, კითხვა არ უნდა ტეხავდეს რამის, ეს ფორუმიც იმიტომაა, რომ გავარჩიოთ და ვიმსჯელოთ, ზოგს შეიძლება გონია, რომ ჩემი დასმული კითხვებით მართლმადიდებლობაში ამით ვებრძვი და არ მჯერა ან რამე ასეთი ცდება, იმიტომ რომ მე მინდა განვმტკიცდე მასში და არა თვალდახუჭული ვიყო ქრისტიანი, შეხედეთ მაინც რა ხდება უკვე გვერდი შექმნეს ფეისბუქზე სახელით "ბრმადმადიდებლები". ენა კი მართლაც ცუდ დღეშია ზემოთ მოყვანილი რუკაც მოწმობს ამაზე, ისევე როგორც მამული

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Nov 17 2014, 09:40 AM

ციტატა
სკოლებში შაბათ-კვირას გაკვეთილების მიცემა უნდა აიკრძალოს საერთოდ ან მცირე რაოდენობით უნდა მოხდეს ეს და არა ისე აბა რა გენაღვლებათ ბავშვებო შაბათკვირა მოდის და მიდით 2-2 გვერდიანი დავალებები მოამზადეთ ყველა საგანში. მე ეს გაურკვევლობა სულ მაწუხებდა ხოლმე ეკლესიაში ვიარო, დავისვენო თუ გაკვეთილები მოვამზადო?

biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif ეს მართლა მაგარი რაღაცაა. არასდროს მომსვლია თავი მსგავსი რამ. არ გეწყინოს ახლა რასაც გკითხავ მაგრამ მაინტერესებს, რამდენი წლის ხარ?

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Nov 17 2014, 12:49 PM

ციტატა(G_saxva @ Nov 17 2014, 09:40 AM) *

biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif ეს მართლა მაგარი რაღაცაა. არასდროს მომსვლია თავი მსგავსი რამ. არ გეწყინოს ახლა რასაც გკითხავ მაგრამ მაინტერესებს, რამდენი წლის ხარ?

18

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 17 2014, 01:01 PM

sanfol

სანდრო, როგორც ვიქცევით ქართველები, ისე გვექცევა უფალიც... როგორც ვექცევით რწმენას და მართლმადიდებლობას, ისეთი შედეგია ქვეყანაში...

მე არ მიკვირს, მართლმადიდებლობა რომ ფარულად თუ აშკარად იდევნება... რომ ბოროტნი სულნი ებრძვიან სიწმინდეს...

თუ ქართველი ადამიანი დაკარგავს ზნეობას (და სამწუხაროდ ჩანს, რომ თავზე გვახვევენ და ჩვენც ბრმებივით ამისკენ მივდივართ), დაკარგავს უფალსაც და ღმერთმა აგვარიდოს ეს განსაცდელი... ნუ იყოფინ!!!!

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Nov 17 2014, 02:47 PM

sanfol

ციტატა
18

გურამიშვილის სიტყვები გაიხსენე : "ნუ გენაღვლების სწავლაზე ყრმის წკეპლით ცემის კივილი,"
ეკლესიაში წირვა ლოცვაზე დასწრებას შაბათს და კვირას 2-2 საათი სჭირდება დანარჩენი დღე შენს განკარგულებაშია.

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Nov 17 2014, 04:05 PM

ციტატა(G_saxva @ Nov 17 2014, 02:47 PM) *

sanfol

გურამიშვილის სიტყვები გაიხსენე : "ნუ გენაღვლების სწავლაზე ყრმის წკეპლით ცემის კივილი,"
ეკლესიაში წირვა ლოცვაზე დასწრებას შაბათს და კვირას 2-2 საათი სჭირდება დანარჩენი დღე შენს განკარგულებაშია.

blink.gif განა არ იცი, რომ კვირა ღმერთს უნდა მიუძღვნა მთლიანად? გრჩება შაბათი სწავლისთვის დასვენებისთვის და ეკლესიაში წასვლისთვისაც, თუ გავითვალისწინებთ, რომ ადამიანს სხვა მოთხოვნილებებიც აქვს ან შორს არის გარესამყაროსგან მაშინ ერთი სუ25 უნდა გყავდეს აეროდრომზე, რომ ყველაფერი მოასწროს

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 17 2014, 04:08 PM

საბერძნეთში მთავრობამ კვირა დღე სამუშაო დღედ გამოაცხადაო... რამდენად მართალია არ ვიცი mellow.gif

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Nov 17 2014, 04:23 PM

sanfol

ციტატა
განა არ იცი, რომ კვირა ღმერთს უნდა მიუძღვნა მთლიანად?

შეგიძლია ამიხსნა კვირა დღე ღმერთს რომ უნდა მიუძღვნა ამში რა იგულისხმება ან როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი?

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Nov 17 2014, 06:27 PM

G_saxva

ციტატა
შეგიძლია ამიხსნა კვირა დღე ღმერთს რომ უნდა მიუძღვნა ამში რა იგულისხმება ან როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი?

დილით წირვაზე დასწრების და ზიარების მიღების შემდგომ კარგი იქნება თუ ყველა განმარტოვდება და ბიბლიას წაიკითხავს არამგონია ბევრს 1ხელ მაინც ქონდეს წაკითხული, უნდა აინტერესებდეს ადამიანს რატომ არის ქრისტიანი რატომ აკეთებს ამას მე კი ბევრ პასუხს ვპოულობ ამოუწურავია ბიბლია, ვისაც წაკითხული აქვს მისი განმარტებები წაიკითხოს წმინდა მამათა მიერ. ასევე უამრავი საღვთისმეტყველო მასალაა დაგროვილი ინტერნეტშიც და დრო კვირას კი არა სხვა დღეებში არ მყოფნის ხოლმე მის გასაცნობად. ასევე კარგი იქნება თუ ფორუმზე ან რეალურ სივრცეში კითხვებზე გასცემს ხოლმე პასუხებს და ამით მაინც დაეხმარება სხვას თუ ხორციელ სათნოებებს ვერ უზიარებს ადამიანებს. მე ვფიქრობ როცა სხვებს ვეხმარებით მაშინ ყველაზე მეტად ვემსგავსებით ქრისტეს და როგორც აფხაზს აქვს დაწერილი მარტო ომებში არ უნდა გვახსენდებოდეს ერთმანეთის მოყვასის სიყვარული

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Nov 18 2014, 09:12 AM

დილის წირვის მერე სახლში უნდა წახვიდე და მთელი დღე ბიბლია იკითხო? მეეჭვება სასულიერო პირის გარდა ეგ ვინმემ გააკეთოს და ისინიც ვერ გააკეთებენ.
მოდი კითხვას დავსვავ სხვანრიად შენ როგორ იქცევი კვირას.

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Nov 18 2014, 01:56 PM

G_saxva
მე დაახლოებით 3 თვეა ასე ვიქცევი და ჯერ არ წამიკითხავს ბოლომდე ახალი აღთქმა შეიძლება მთელი დღე არ ვკითხულობდე(არამგონია კარგი იყოს ერთბაშად ამდენი ინფორმაციის მიღება) მაგრამ დავწერე წინა პოსტში რა შეიძლება კიდევ გააკეთოს ადამიანმა + არსებობს მრავალი საკითხი რომელიც ითვალისწინებს წაკითხვას და გაგებას, მე არ ვარ ბოლომდე გათვიცნობიერებული ქრისტიანობაში და თუნდაც ინტერნეტში ზღვა მასალაა კარგად სწავლისათვის. შეგიძლია შენც მიამატო რაიმე როგორ მივუძღვნათ ღმერთს ეს დღე და რა შეიძლება აკეთოს ქრისტიანმა კვირა დღეს და არამარტო

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Nov 18 2014, 03:21 PM

წარმოუდგნელია ადამიანმა (უმრავლესობას ვგულისხმობ) დღეში რამოდენიმე საათი ბიბლია იკითხოს. თუნდაც იკითხოს მარტო წაკითხვა რა ხეირია? თუ არ გაიგე რაზეა საუბარი. ამიტომ არის პატრიარქის მოწოდება დღეში ერთი თავი სახარება და ერთი თავი სამოციქული იკითხოს ადამიანმა.

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Nov 18 2014, 04:31 PM

ციტატა(G_saxva @ Nov 18 2014, 03:21 PM) *

sanfol

წარმოუდგნელია ადამიანმა (უმრავლესობას ვგულისხმობ) დღეში რამოდენიმე საათი ბიბლია იკითხოს. თუნდაც იკითხოს მარტო წაკითხვა რა ხეირია? თუ არ გაიგე რაზეა საუბარი. ამიტომ არის პატრიარქის მოწოდება დღეში ერთი თავი სახარება და ერთი თავი სამოციქული იკითხოს ადამიანმა.

აბა რას გვთავაზობ? მთელი დღე როგორ მივუძღვნათ ღმერთს? ინტერნეტში ჯერ მარტო თეოდორე.ჯი-რო ავიღოთ 500-ზე მეტი აუდიო ჩანაწერია ეს მარტო 1 მღვდლის. მერე რამდენი სასულიერო მოღვაწეა იმათი გამონათქვამების კითხვას დრო არ უნდა? 1 ცხოვრება არ მეყოფა, რომ მე ვთქვა ჭეშმარიტი მართლმადიდებელი ვარ თქო და კვირა ვერ შევავსო ღმერთით ეს ხო არარეალურია. ადამიანი ღვთის ხატი იმიტომაა, რომ ცხოველისგან განირჩეოდეს და ყოველდღიური ინსტიქტები არ მართავდეს ვინც არაა უნდა გახდეს ამისკენ უნდა მიისწრაფოდეს და 1 დღე საერთოდ არაა საკმარისი მე ჩემ საქმეს ვდებ ხოლმე და ხშირად ვერ ვასწრებ ისე გადის დრო საღვთისმეტყველო საკითხების კითხვაში/წერაში გარჩევაში ფორუმზე და ა.შ. და ერთი და დღე კვირა ვერ უნდა გამოვყო სრულად, რომ დავუჯდე და ყველა სხვა საქმე დავივიწყო?

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Nov 18 2014, 04:54 PM

ჩემო კარგო თავად ბერები ვერ ახერხებენ მთელი დღე ლოცვსა და წმინდა წერილის კIთხვაში გაატარონ და შენ ამბობ მთელი დღე მას აკეთებ? ბერობის უმაღლესი ერტილი არის განდგომილობა ყველასა და ყველაფრისგან მხოლო ისინი ლოცულობენ მთელი დღე და ღამე და ამ სიწმინდის მისაღწევათ ათ წელულები სჭირდებათ და ისიც მხოლოდ რჩეულებს.
მე არაფერს არ გთავაზობ შენ გვთავაზობ როგორ უნდა გავატაროთ კვირა დღე.

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Nov 18 2014, 05:54 PM

ციტატა(G_saxva @ Nov 18 2014, 04:54 PM) *

sanfol

ჩემო კარგო თავად ბერები ვერ ახერხებენ მთელი დღე ლოცვსა და წმინდა წერილის კIთხვაში გაატარონ და შენ ამბობ მთელი დღე მას აკეთებ? ბერობის უმაღლესი ერტილი არის განდგომილობა ყველასა და ყველაფრისგან მხოლო ისინი ლოცულობენ მთელი დღე და ღამე და ამ სიწმინდის მისაღწევათ ათ წელულები სჭირდებათ და ისიც მხოლოდ რჩეულებს.
მე არაფერს არ გთავაზობ შენ გვთავაზობ როგორ უნდა გავატაროთ კვირა დღე.

მე შორს ვარ ჭეშმარიტი ქრისტიანობისგან და ვცდილობ დრო დავუთმო შესწავლას საკითხებისა, ვინც თვლის რომ ქრისტიანია რა თქმა უნდა ის არ გაიხდის კვირა დღეს წმინდად. რაში აინტერესებს მან ხომ ყველაფერი იცის ქრისტიანობის შესახებ, მე კი დავწერე არაა ასე თქო არა ვარ მე ნამდვილი ქრისტიანი შეუძლებელია სხვაგვარად რომ იყოს მე მთელი ცხოვრება ღმერთის საქმეებს უნდა ვაკეთებდე. მანამდე კი უნდა გავითვისო კარგად ქრისტიანობა რაშიც, ბევრ სიახლე აღმოვაჩინე უკვე აქამდე რაც მეგონა სხვანაერად იყო თურმე სხვაგვარად ყოფილა და შენ გინდა თქვა, რომ იმ ადამიანს რომელიც კვირა დღესაც კი ჩვეულებრივი ყოველდღიური საქმეებით ატარებს ქრისტიანობა ესმის?

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Nov 18 2014, 05:59 PM

გააჩნია შენ რას ეძახი ქრისტიანობის გაგებას და ქრისტიანულობას?
ჩემი აზრით ქრისტიანი ის ადმაინი ვინც ნათელ იღო და იესო ქრისტეს ღმერთად აღიარებს, შესაბამისა მის მცნებებს იცავს (ცდილობს ყოველ შემთხვევაში)

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Nov 18 2014, 06:30 PM

ციტატა(G_saxva @ Nov 18 2014, 05:59 PM) *

sanfol

გააჩნია შენ რას ეძახი ქრისტიანობის გაგებას და ქრისტიანულობას?
ჩემი აზრით ქრისტიანი ის ადმაინი ვინც ნათელ იღო და იესო ქრისტეს ღმერთად აღიარებს, შესაბამისა მის მცნებებს იცავს (ცდილობს ყოველ შემთხვევაში)

არ ეთანხმები, რომ ადამიანი მესამედ უნდა იშვას, ფიზიკურად და ნათლობის შობის შემდეგ? ადამიანი რომელიც შეგუებულია ჩვეულ მდგომარეობას, მუშაობს კვირას(აქ მარტო კვირაზე არაა ბევრი მაგალითის მოყვანა შემიძლია ჩემ თავზეც) და არ ცდილობს იცხოვროს ქრისტეს მსგავსად მორჩა ვსო ქრისტიანი ვარო და გააგრძელოს ჩვეული დამძიმებული ცხოვრება და არ ისწრაფოდვეს ქრისტესკენ ცოტა მეეჭვება ქრისტიანობა უნდოდეს ასეთ ადამიანს. სახელმწიფოს კიდე მეეჭვება ადამიანის სულიერებაზე ზრუნავდეს თორე არ დაავალებდა ბავშვებს, დიდებს, მოხუცებს სკოლებში/უნივერსიტეტებში/სამსახურში კვირაობით რაიმის გაკეთებას. სამსახურს კიდევ ვერ გააკონტროლებს ადამიანი არ უნდა დათანხმდეს მასეთ სამსახურს, მაგრამ სკოლა? კარგი რა, რას გასწავლიან როგორ გახდე სხვაზე მაგარი უკეთესი პროფესიონალი და ასე შემდეგ რათა ბოლოს ისევ და ისევ სახელმწიფოს მონა იყო და არა ღმერთის.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 24 2014, 01:53 PM

"დღეს უღმერთობას ევროპულ სულსაც უწოდებენ. რატომ? ევროპას, ხომ ვბაძავთ ყველაფერში და ამით ვგეგმავთ ჩვენს გადარჩენის გზას?

გადარჩენა ქრისტეშია.

ევროპელი იყო წმინდა ნიკოლოზ სერბი, პაისი ათონელი, იუსტინე პოპოვიჩი, მაგრამ ისინი წმინდანები არიან.

მივიღოთ წმინდა ევროპა და არა გარყვნილი იდეოლოგია".

/დეკ. შიო პაიჭაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 3 2015, 01:56 PM

11:15 / 03-04-2015

10 რამ, რაც თბილისში ყველას ნერვებს უშლის

თბილისი ძალიან საინტერესო ქალაქია და ბუნებრივია, მას ხიბლს ის ადამიანები სძენენ, რომლებიც ამ ქალაქში ცხოვრობენ. თბილისელები ძალიან ხშირად ბრაზობენ ამა თუ იმ პრობლემაზე და ჩვენც გადავწყვიტეთ, იმ ძირითადი ათი საკითხის შესახებ დაგვეწერა, რაც თბილისელებს აღიზიანებთ.

1. ტაქსისტები.
მათი მომსახურება ქალაქში ყველას სჭირდება, თუმცა მიუხედავად ამისა, მაინც ვბრაზობთ მათზე. სწორედ ტაქსისტებს ეხებათ სოციალური ქსელის მომხმარებელთა სტატუსების უმეტესობა. ცოდვა გამხელილი სჯობს და ტასქისტები ხშირად მართლაც სცოდავენ. როგორც წესი, თუ 3 ლარზე შეგითანხმდებიან და ხუთლარიანს მიაწვდი, არ აქვთ ხურდა, რომ დაგიბრუნონ და იქამდე წუწუნებენ, სანამ მთელ თანხას არ დაუტოვებ, რადგან ძალიან, ძალიან გეჩქარება.

ტაქსის მძღოლთა უმეტესობა უსმენს ისეთ რადიოს, რომელიც მხოლოდ მას ან მაქსიმუმ რადიოს წამყვანს უყვარს. ხშირია, როდესაც ტაქსისტი რაიონიდანაა ჩამოსული და არ იცის ისეთი საკვანძო ადგილები, როგორიცაა: მერვე საავადმყოფო, "დინამოს" სტადიონი და სხვა.

2. ავტობუსის კონტროლიორი.
ეს ხალხი მთელ ქალაქს უშლის ნერვებს. მათ წინააღმდეგ ისე ერთიანდება ერი, რომ ასეთი ერთობა, ალბათ, მხოლოდ 9 აპრილს იყო. ავტობუსში ამოსულ კონტროლიორს, რომელიც რეალურად, მხოლოდ კანონის დაცვისაკენ მოგვიწოდებს, ყველა პირად მტრად აღიქვამს, რადგან ის ბილეთის აღებას გვთხოვს. მას ათასნაირი ხერხით ვატყუებთ, არ ვიღებთ ბილეთს და მას შემდეგ, რაც ის ჩავა ავტობუსიდან, ველოდებით ბილეთს ევროკავშირის მიმართულებით.

3. ქვეითი მოსიარულე.
ეს ხალხი, როგორც წესი, მძღოლებს უშლიან ნერვებს და უჩენენ თავსატეხს. თბილისელთა უმეტესობა "ვერ ხედავს" ქვეითთა გადასასვლელ ხიდს, თუმცა კარგად ამჩნევს გზას და პირდაპირ ცდილობს მის გადაჭრას. მძღოლი კი, რომელიც გზას არ უთმობს, აუცილებლად წყევლის, ან გინების ობიექტი ხდება. ფეხით მოსიარულეთა უმეტესობამ არ იცის გზაზე გადასვლის ელემენტარული წესი და ხშირად სწორედ ისინი ქმნიან ავარიულ სიტუაციებს და ხდებიან უახლოესი ჰოსპიტალის კლიენტები.

4. დაუდევარი მძღოლები.
ჩვენი მცირე გამოკითხვის შედეგებში ნერვების მომშლელთა ერთ-ერთი უპირობო ლიდერები დაუდევარი მძღოლები არიან, რომლებიც ხშირად არღვევენ საგზაო ნიშნებს ისე, რომ ქვეითის სიცოცხლეს უქმნიან საფრთხეს. იმის მიუხედავად, რომ შუქნიშანი წითელს აჩვენებს, საკმაოდ მაღალი სიჩქარით განაგრძობენ სიარულს. როგორც ჩანს, თბილისელი მძღოლების დიდმა ნაწილმა "დაამუღამა" ქუჩები, სადაც ვიდეოკონტროლი არ ხორციელდება, მათი დაუდევრობა კი მწვანეზე მიმავალ მოსიარულეს უდიდეს საფრთხეს უქმნის.

კიდევ ერთი, რასაც დაუდევარი მძღოლები სცოდავენ, ტროტუარებზე სიარული და "ზებრას" დაიგნორებაა...

5. საცობები.
ამას ათასობით მიზეზი აქვს, თუმცა უპირველესი მაინც წვიმაა. სწორედ ამ ბუნებრივ მოვლენას მოჰყვება ხოლმე ქალაქში კილომეტრიანი საცობები. ამის მიზეზი მძღოლებიც არიან, რომელთა უმეტესობა ცდილობს, საცობიდან რაიმე ხრიკით გამოძვრეს და ამით კიდევ უფრო დიდ საცობს ქმნიან.

6. დაუბანლობა.
საინტერესოა, რომ ამ ფაქტით გაღიზიანებას ხშირად ის ადამიანები გამოხატავენ, ვინც თავადაა ამ პრობლემის წყარო. ამ პრობლემიდან პირდაპირ მოდის მეორე უფრო დიდი პრობლემა - ოფლის სუნი, რომელიც საზოგადოებრივი ტრანსპორტის დახურულ სივრცეში საოცარ არომატს იწვევს. ორივე ეს პრობლემა ძალიან იოლად გადასაჭრელია, მაგრამ არავინ ცდილობს მის გადაჭრას.

7. დაზიანებული გზები.
დაზიანებული გზები ჩვენს ნერვებსაც აზიანებს ყოველ დილით, თუ საღამოს. მაგრამ დედაქალაქში ასე მომრავლებული ორმოები, რომელთა შეკეთებას დედაქალაქის მერია

უკვე თვეებია ვერ ახერხებს, დამატებით მიზეზს ქმნის საცობისთვის...

8. ქუჩაში დაყრილი ნაგავი.
მიუხედავად იმისა, რომ ეს ფაქტი ყველას გაღიზიანებას იწვევს, მაინც არავინ ცდილობს ურნამდე მისვლას. ბევრი ამის მიზეზს იმით ხსნის, რომ ურნიდან ამოსულ ნაგვის სუნს ვერ იტანს. მავანში კი NBA-ს ვარსკვლავის, აწ გარდაცვლილი ჩემბერლენის სული რეინკარნირდება და პერიმეტრიდან ცდილობენ ნაგვის სროლას, მაგრამ როგორც წესი, აცილებენ. თუმცა ეს ხალხი დაახლოებით 10 წუთში იწყებს წუწუნს, რომ ქუჩაში ნაგავი ყრია.

9. აგრესიული მათხოვრები.
როგორც წესი, მათხოვარი მოკრძალებულია და მორიდებით ითხოვს დახმარებას. თბილისელთა სამართლიან გაღიზიანებას იწვევს ქუჩაში მყოფი არცთუ ცოტა მათხოვარი, რომელიც შემწეობას აგრესიულად ითხოვს, ხოლო თუ დაგინახა, რომ ხურდა გაქვს, მაგრამ არ აძლევ, არც წყევლას ერიდებიან.

10. ნაგვის მანქანები.
მახსოვს, წლების წინ, როდესაც თინა ხიდაშელი ოპოზიციაში იყო, ერთ-ერთი სატელევიზიო დებატისას მის ოპონენტს "ნაციონალური მოძრაობიდან" ეუბნებოდა, სადმე, რომელიმე ევროპულ ქვეყანაში გინახავთ, რომ ქალაქში ნაგვის მანქანები დღისით მოძრაობდნენ და ქუჩებში საცობს ქმნიდნენო? სამწუხაროა, რომ ხიდაშელს ეს დღეს აღარ აწუხებს. რასაც ვერ ვიტყვით ამ ქალაქის მაცხოვრებლებზე, რომლებსაც პიკის საათებში, თბილისის ისედაც ვიწრო ქუჩებში მხოლოდ იმის გამო უწევს შეყოვნება, რომ დასუფთავების სამსახურს ნაგავი გააქვს. როგორც წესი, ეს პროცედურა, ღამის საათებში უნდა ხდებოდეს...

ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმისა, რაც თბილისელებს აღიზიანებთ, თუმცა აბსოლუტურად ყველა პრობლემის სათავე ჩვენ თავადვე ვართ და სწორედ ჩვენ შეგვიძლია ამის მოგვარება. მთავარია მონდომება და პრობლემის საკუთარ თავში ძიება.

ლადო გოგოლაძე
AMBEBI.GE

http://www.ambebi.ge/sazogadoeba/127739-10-ram-rac-thbilisshi-yvelas-nervebs-ushlis.html

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 15 2015, 08:35 PM

"სვანეთში, ხაიში-მესტიის გზის ცენტრალური მონაკვეთი ადგილობრივმა მოსახლეობამ გადაკეტა. აქციის მონაწილეები ხუდონჰესის მშენებლობის შესაძლო დაწყებას აპროტესტებენ. აქციაზე სამართალდამცავებსა და შეკრებილებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ტერიტორიაზე, სადაც აზომვითი სამუშაოების დაწყება იგეგმება ადგილობრივი მოსახლეობა სპეციალურ ტექნიკას არ უშვებს. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს და ხუდონჰესის პროექტი არ გაუქმდება მდგომარეობა ძალიან გართულდება. "ნიუპოსტთან" საუბრისას შეკრებილები ასევე აცხადებენ, რომ სამუშაოების დაწყების შემთხვევაში ისინი ფიზიკურად გაუსწორდებიან ყველას, ვინც ამ ტერიტორიაზე გამოჩნდება. ხაიშის მოსახლეობას მესტიის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებიდანაც შეუერთდნენ."

/FB/

wub.gif ჩემო საყვარელო სვანებო, ვლოცულობ თქვენზე, შეგეწიოთ წმინდა კვირიკე და ივლიტა და ყველა სალოცავი, რომ გაიმარჯვოთ ამ ბოროტებაზე!!!

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 19 2016, 09:27 PM

"- დღეს რა პრობლემის წინაშე დგანან ადამიანები?

- ნამეტანი ევროპულობისკენ რომ არიან მიმართულები და მატერიალური მხარე რომ უყვართ, ეგ არ მომწონს. ცოტა ტრადიციები ირღვევა. ჩვენი გვერთმევა და სხვისას ვიღებთ. ისე გამოდის, რომ დედა გყავდეს და დედინაცვალი ავირჩიოთ და მისი სული დავიფიცოთ. უნდა შევინარჩუნოთ ის, რაც ოდითგან გვქონდა".

/სქემმონაზონი ნინო (კორძაია)
"კარიბჭე" N1, 2016, გვ.33/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 10 2018, 05:46 PM

"ამჟამად ჩვენი ქვეყანა მძიმე მდგომარეობაშია ჩავარდნილი, როგორც სულიერი, ასევე ეკონომიკური თუ პოლიტიკური თვალსაზრისით. დღითი დღე მატულობს ქართველი მათხოვრების რიცხვი. დავფიქრდეთ, ხომ არ არის ეს საზღაური იმისათვის, რომ ოდესღაც მაგიდები სართულებად დაწყობილი ხორაგით იზნიქებოდა და ამდენი საჭმელ-სასმელი მეორე დღეს იყრებოდა?! სამწუხაროდ, დღესაც რესტორნებში უამრავი საჭმელი იყრება. ხალხის უმრავლესობა კი შიმშილობს.

ჩვენი ერის მნიშვნელოვანი ნაწილი საზღვარგარეთაა გახიზნული. იქ ჩვენი თანამემამულენი უმძიმეს შრომასა და ჭაპანს ეწევიან, რათა აქ ოჯახები არჩინონ. ქართველი მამაკაცები უცხოეთში ქურდებისა და ყაჩაღების სახელით არიან ცნობილნი. განა ეს საზღაური არ არის ჩვენი შეცდომებისთვის?

წმინდა პაისი ათონელი წერს: "მათ, ვისშიც არის კეთილი განწყობა, განსაცდელი ეხმარება. ისინი, ვისაც ასეთი განწყობა არ აქვს, უფლის დადანაშაულებას, მის გმობას იწყებენ. ბოროტება ისაა, რომ ადამიანები არ აღიარებენ, შევცოდეთო, არამედ იტანჯებიან.

ჩვენ ეშმაკს ბევრი უფლება მივეცით. ბოროტება ისაა, რომ ჩვენ არ გვაქვს სინანული და ამით ხელს ვუშლით ღმერთს, რომ ჩაერიოს და დაგვეხმაროს. ჩვენ გველის ჭექა-ქუხილი! დაე, გამოგვიწოდოს უფალმა ხელი! ვითხოვოთ სინანული, ვაღიაროთ უფლის წინაშე, რომ ჩვენ ჩვენი საქმეებისამებრ მოგვეზღოს, რათა უფალმა მოიღოს კურთხევა და არ განგვაშოროს თავისი წყალობა".

/ფსიქოლოგი ლევან გურიელიძე
"კარიბჭე" N10, 2010, გვ.17/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 11 2019, 07:24 PM

"წესრიგი იწყება ჩემიდან!
ქვეყნის განვითარება იწყება ჩემით!'

/მამა დავითი (ოქრუაშვილი)
"ქვვაკუთხედი" N2, 2019, გვ.4/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 18 2019, 07:57 PM

"გადაგვარების, მოსპობის პირზე ვდგავართ ქართველები. უკან და უკან მივდივართ და უნდა წავიდეთ წინ, სადაც ღმერთია, რწმენა, სიყვარულია".

/დეკ. გიორგი თევდორაშვილი
"თბილისელები" N16, 2019, გვ.20/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 21 2019, 07:24 PM

"დღეს ჩვენი ქვეყანა რომ ასეთ მდგომარეობაშია, ეს ჩვენი ბრალია"

"ლოცვით, რწმენით, მარხვით, ცრემლით უნდა მივაღწიოთ ნორმალურ ცხოვრებას და მერე გვეყოლება ნორმალური მთავრობა"

"ამდენი მუსულმანი, არაბი შემოგვესია და ვდუმვართ"

დეკ. გიორგი თევდორაშვილი/

/"თბილისელები" N16, 2019, გვ. 20/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 5 2019, 11:57 AM

"ერი ყოფნა-არყოფნის ზღვარზე დგას..."

/"კრიალოსანი" N3, 2008, გვ.23/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 5 2019, 09:12 PM

"ეკლესიაში, ქვეყანაში უამრავი პრობლემაა, მაგრამ გამოსწორება საკუთარი თავით დაიწყე"

/დეკ. გიორგი თევდორაშვილი
"თბილისელები" N28, 2019, გვ.20/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 7 2019, 08:39 PM

"მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2025 წლისათვის საქართველოს მოსახლეობა 800 ათასით შემცირდება, 2050 წლისათვის კი განახევრდება"

/"კრიალოსანი" N3, 2008, გვ.23/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 9 2019, 09:12 PM

"რაც ხდება, ჩვენი ცოდვების გამოა, რასაც იმსახურებს ერი, ის მთავრობა და ხელისუფლებაა"

/"კრიალოსანი" N11, 2008, გვ.34/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 14 2019, 03:42 PM

"დღევანდელი დღე ძირითადი ქრისტიანული პრინციპების დარღვევამ მოიტანა"

/ილია მეორე
"კრიალოსანი" N12, 2008, გვ.4/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 21 2019, 09:51 PM

"ობიექტური პირობების მიხედვით, საქართველოს ყველა ბრძოლა მოსაგები აქვს. სამწუხაროდ, საქართველო ნეიტრალური ვერ იქნება იმიტომ, რომ ჰყავს მეზობლები, რომლებსაც ფაქტიურად მისი გადაყლაპვა უნდათ"

/პროფესორი ნოდარ ნათაძე
"კრიალოსანი" N12, 2008, გვ.28/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 22 2019, 07:48 PM

"დღეს ქართველ ერს სჭირდება სულიერი ამაღლება, სულიერი აღორძინება, გამოჯანმრთელება. ეს მიიღწევა მხოლოდ ღმერთთან სიახლოვით, ღვთის მადლთან ზიარებით. აღდგომის მადლს უნდა ეზიაროს კვლავ ქართველი ერი. ეს პროცესი დაწყებულია პატრიარქის წინამძღოლობით, რომელიც ღმერთმა გამოგვიგზავნა, როგორც მწყემსი კეთილი;

მთელი ერი უნდა დაუბრუნდეს დედაეკლესიის წიაღს. ყოველი ქრისტიანისთვის აუცილებელია აღსარება, ლოცვა, მარხვა; გვირგვინი ლოცვის, მარხვის და აღსარებისა არის ზიარება ქრისტეს ხორცის"

/მეუფე დანიელი დათუაშვილი
"კრიალოსანი" N7, 2009 გვ. 19/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 22 2019, 08:12 PM

"თუ თითოეული ჭეშმარიტების გზას დავადგებით, გადავრჩებით, ხოლო თუკი ისევ ფუჭ იმედებს დავამყარებთ ამა თუ იმ სახელმწიფოებსა და პიროვნებებზე, ალბათ, ისევ გაჭირვებაში ვიქნებით; თუმცა გაჭირვება ხშირად ჩვენი ხსნაა"

/მამა გურამ ბერძული
"კრიალოსანი" N7, 2009 გვ. 24/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 2 2020, 03:47 PM

"21-ე საუკუნე არის ტელეფონში თავჩარგულობის ეპოქა"

/"კარიბჭე" N3, 2020, გვ.16/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 5 2020, 01:13 PM

"არ მიყვარს პოლიტიკური გამოსვლები, მაგრამ ეს პოლიტიკაზე მეტია, რომ ქვეყანას პატრონი არ ყავს...
ძალიან სირცხვილია, რაც ხდება.
არც მოგება ვიცით ღირსეული და არც წაგება...
სკამებს მიაკვდით და ხალხის ბედი არც ერთს გაღელვებთ...
ვინც ქოვიდს გადაურჩა, ის თქვენს კინკლაობას და ამბიციას უნდა შესწიროთ...
დაამთავრეთ ეს მასკარადი...
როდემდე ეს უმსგავსობა!.."

/მამა პეტრე კვარაცხელია
FB/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 9 2020, 11:16 AM

"ღმერთო, ისეთ საქართველოში გაგვაღვიძე, პარტიები არა, ერი იყოს გამარჯვებული!.."

/მამა პეტრე კვარაცხელია
FB/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 10 2020, 10:22 PM

"არასდროს განვითარდება ქვეყანა, თუ განსხვავებული აზრის გამო, ლანძღვა-გინებას არ შევეშვებით!.."

/მამა პეტრე კვარაცხელია
FB/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 18 2020, 08:48 PM

"ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ მომავალი მშვიდობიანი და კეთილია. ღვთისმშობელი დედა არ დაუშვებს იმას, რომ საბოლოოდ დაეცეს ქართველი კაცი. ნუ შეგეშინდებათ როცა ხედავთ გაჭირვებას. არ უნდა გაგიტყდეთ გული, როცა ნახავთ რაღაც უსამართლობას"

/ილია მეორე
"საპატრიარქოს უწყებანი" N8, 2020, გვ.5/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 27 2020, 08:38 PM

" - დღეს საქართველოს მძიმე განსაცდელის ჟამი უდგას. პირადად თქვენ რა გაძლევთ მომავლის იმედს?

- ჩვენ მორწმუნე ხალხი ვართ. უკვე ოცი საუკუნეა, საქართველო იცავს მართლმადიდებლობას, როგორც უდიდეს საუნჯეს, რადგან სწორედ ამან გადაარჩინა ჩვენი ქვეყანა... კითხვაზე, თუ რაშია ჩვენი ხსნა, ეკლესიას აქვს ცალსახა პასუხი - სულიერებაში. ყველა ქართველი პასუხისმგებელი ვართ უფლისა და ერის და ასევე საკუთარი სულის წინაშე. ყოველმა ადამიანმა გამოხსნის საქმე უნდა დაიწყოს თავისი თავიდან. ამ შემთხვევაში გახდება ერი ძლიერი და ბოროტებასთან ბრძოლისუნარიანი".

/პროფესორი ფარნაოზ ლომაშვილი
"კარიბჭე" N12, 2020, გვ.7/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 30 2020, 08:55 PM

"ქოვიდიც ჩვენი გამოცდაა, რწმენით და ლოცვით გავუძლებთ!.."

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 15 2021, 08:50 PM

"მუსლიმები და ქრისტიანები ჩვენს მიწაზე საუკეთესო მეგობრები იყვნენ...
მე მყავს მუსლიმი მეგობრები და უამრავ სიკეთეს ვსწავლობ მათგან!.."

/მამა პეტრე კვარაცხელია
FB/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 2 2021, 10:06 PM

"აფხაზეთი, სამაჩაბლო და გარეჯი საქართველოა!.."

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 29 2021, 06:10 PM

"დიდი ხანია მოსახლეობასა და ხელისუფლებას შორის კედელი ისედაც აღმართულია... იმაზე მაღალი და მძიმე, ვიდრე რიონის ხეობაში ჩადგმული რკინის კედელი.."

/მამა პეტრე კვარაცხელია/

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)