IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ტიხრული მინანქარი
ალექსანდრე
პოსტი Oct 26 2006, 01:57 AM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,232
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 7



მოდით აქ ვისაუბროთ ტიხრულ მინანქარზე, საქართველოში უძველეს ხელოვნების დარგზე და მის გამოყენებაზე საეკლესიო ნივთებსა და ხატების შესამკობად


მინანქარს თვალსაჩინო ადგილი უჭირავს შუა საუკუნეების ქართულ ხელოვნებაში. იგი განვითარების ისეთსავე მაღალ საფეხურზე იდგა, როგორზეც ხუროთმოძღვრება, კედლის მხატვრობა და რელიეფური პლასტიკა. ამის დამადასტურებლად მარტო ხახულის ხატზე შემორჩენილი მინანქრის რაოდენობა და შესრულების დონეა საკმარისი. ქართული ტიხრული მინანქრის კოლორიტი განსხვავდება სხვა (მაგ., ბიზანტიური) ქვეყნების ტიხრული მინანქრისგან. ქართული მინანქრის ფერებს შორის თავისებურია ე.წ. ხორცისფერი და გამჭვირვალე მწვანე. შ.ამირანაშვილის მოსაზრებით, მინანქრის ფერებში მანგანუმის შერევის შედეგად ხორცისფერს იღებდნენ. ქართული ტიხრული მინანქრის ბევრი ნიმუში დაკარგულია; უძველესი VIII საუკუნით არის დათარიღებული; ეს არის კათალიკოსის გულზე დასაკიდი ჯვარი (დაცულია საქართვილოს ხელოვნების მუზეუმში), ამავე პერიოდს ეკუთვნის მთლიანად ტიხრული მინანქრით შესრულებული ენკოლპიონი. IX საუკუნისაა ვარძიის ხატზე დაცული მინანქრები, ხახულის ხატის რამდენიმე მინანქარი. ჯუმათის ორი ხატის მინანქრები ჯერ კიდევ XIX საუკუნეში დაიქსაქსა სხვადასხვა კოლექციაში, მათგან 3 მედალიონი საქართველოს ხელოვნების მუზეუმს დაუბრუნდა. ხახულის ხატის ცენტრში ჩასმული იყო X საუკუნის მინანქრის ღვთისმშობლის გამოსახულება, ეს იყო ყველაზე დიდი ქართ. ტიხრული მინანქარი, რომელიც XIX საუკუნეში გაიტაცეს და ნაწილებად დაამტვრიეს. ახლა შემორჩენილია ღვთისმშობლის სახე, ხელები და შარავანდის ნაწილი. იგი ერთ-ერთი საუკეთესო ქართული მინანქარია. ტიხრული მინანქრის ხელოვნება განსაკუთრებით X-XII საუკუნეებში აყვავდა. ტიხრული მინანქრის წარმოება საქართველოში, როგორც ჩანს, XV საუკუნეში შეწყდა. ამ საუკუნისაა ვარაუდით წმ. გიორგის ორი ხატი ( დაცულია საქართველოს ხელოვნების მუზეუმში).

ბოდბის ივერიის ღვთისმშობლის ხატი
IPB-ს სურათი

ჯვარცმა
IPB-ს სურათი


ტიხრული მინანქრის სახელოსნო ''ლეგენდა'' www.enamelworld.com


--------------------
ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო.

ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
26 გვერდი V « < 24 25 26  
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები(500 - 500)
marine
პოსტი Aug 20 2023, 05:14 PM
პოსტი #501


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,034
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ჩემთან ბრძანდებოდა ცნობილი ინგლისელი მეცნიერი, რომელიც მთელი სიცოცხლის განმავლობაში ტიხრულ მინანქარზე მუშაობს. იგი ამბობდა, რომ დღემდე არ არის დადგენილი, პირველად სად წარმოიშვა ტიხრული მინანქარი, საქართველოში თუ ბიზანტიაში. კითხვა დღესაც პასუხგაუცემელია. მე ვფიქრობ, რომ ალბათ საქართველოში წარმოიშვა, იმდენად დახვეწილია, იმდენად ამაღლებულია ეს ხელოვნება ჩვენთან. მართალია, საბერძნეთშიც ასევე იყო, მაგრამ ეს ხელოვნება იქ დღესაც თითქმის დაკარგულია. საქართველოში კი იგი კვლავ აღდგა და განვითარდა"

/კათოლიკოს-პატრიარქი ილი II/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

26 გვერდი V « < 24 25 26
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 3 მომხმარებელი (მათ შორის 3 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 11th May 2024 - 10:51 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი