IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

14 გვერდი V < 1 2 3 4 > »   
Reply to this topicStart new topic
> ”ენებით ლაპარაკი”, რას გვასწავლის ბიბლია და წმიდა მამები ენებით ლაპარაკზე
მხევალი ნინო
პოსტი May 29 2007, 12:58 PM
პოსტი #21


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



Dulos
ციტატა
სულიწმიდით ნათლობისას ენებზე ლაპარაკის ნიჭს იღებდნენ.




ეგ, სხვა რამეა დულოს, ეს საჭირო იყო ქრსტიანობის გასავრცელებლად. ცხადია ქადაგება ყველას თავის ენაზე უნდა მოესმინა. მე დავწერე ექსტაზის შედეგად ძირს დავარდნილ ადამიანებზე, რომლებიც გაურკვეველ ენაზე ლაპარაკობენ. რა საჭიროატქო. ენებზე საუბარი ნიჭია, ხომ ასეეა ანუ ესქტაზის დროს თუნდაც ნახევარი ან ორი საათი თუ საუბრობ უცხო ენებზე ამას რა შედეგი ააქქვს, ვერ გავიგე.

მოციქულებს უცხო ენები საქადაგებლად სჭირდებოდათ, ორი ან სამი საათის განმავლობაში უცხო ენებზე ლაპარაკს რა შედეგი აქვს.

სადღაც წავიკითხე ესეთი განმარტებაც, რომ მოციქულები უცხო ენაზე კი არ ლაპარაკობდნენ, არამედ ტავიანთ ენაზე უბრალოდ იქ შეკრებილ ყველა ადამიანს ქადაგება ტავის ენაზე ესმოდაო. არ ცამქოლოთ ეხლა, სადღაც წავიკითხე, არც ავტორი მახსოვს და არც არაფერიsmile.gif))


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Dulos
პოსტი May 29 2007, 01:01 PM
პოსტი #22


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 215
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,219



ციტატა
როგორ გგონია,გავკადნიერდი და ასეთ თემაზე გავბედე საუბრის დაწყება და მაგ თავს ბოლომდე არ გადავიკითხავდი?


მაგას არ გაკადრებთ, უბრალოდ გამოკვირდა ის რომ პავლე მოციქული ენებზე ლაპარაკის შესახებ ბევრს ლაპარაკობს იგივე თავში და თქვენ მხოლოდ იმაზე გაამახვილეთ ყურადღება რაშიც მოწესრიგება სჭირდებოდათ კორინთელებს.



ციტატა
გამო რომ იქ გარკვეული დაპირისპირება არსებობდა ენებით მეტყველების საკითხთან დაკავშირებით



არა დაპირისპირება, არამედ უწესრიგობა იყო, ისევე როგორც სხვა საკითხებში და პავლე მოციქული ამ და სხვა საკითხების გადაწყვეტაში ეხმარება მათ.


ციტატა
პავლე წინააღმდეგი იყო ენებზე მეტყვეების მაშინ, როცა ამის თარგმანი არ ხდებოდა და ირგვლივ მყოფთათვის გაუგებარი რჩებოდა ლოცვის თუ წინასწარმეტყვლების შინაარსი.


რა თქმა უნდა, თU შენთვის გაუგებარ ენაზე გელაპარაკებიან ანდა ლაპარაკობენ, შენთვის ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. უმჯობესია წინასწარმეტყველება და ენების განმარტება.
აქვე არ უნდა გამოგვრჩეს ისიც, რასაც პავლე მოციქული ენებზე ლაპარაკის უპირატესობის შესახებ იძახის: კერძოდ კი ის, რომ ენებზე მოლაპარაკე საკუტარ თავს აშენებსო: "ენით მოლაპარაკე საკუთარ თავს აშენებს" (4). და კიდევ: "ვინც ენებით ლაპარაკობს, ის ადამიანებს კი არ ელაპარაკება, არამედ ღმერთს, რადგან არავის ესმის, რადგან სულით ლაპარაკობს იგი საიდუმლოებებს" (2)


ციტატა
ზოგადად კი ის რაღა თქმა უნდა სულის მიერ მოცემულ ამ ნიჭს არც ამცრობს დაარც ეწინააღმდეგება.


უფრო მეტიც! მოუწოდებს ეშურონ სულიერ ნიჭებს!



ციტატა
დულოს, ეგ ყველაფერი კარგი, მაგრამ მე აზრი მაინტერესებს, რაც მიგვიყვანს წმინდა წერილში დაწერილის ანალიზზე, რის გარეშეც შეუძლებელია წერილის გაგება...


დიდი სიამოვნებით.

კითხვა ზუსტად რაში მდგომარეობს, ხომ ვერ გამიმეორებდით?

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი May 29 2007, 01:12 PM
პოსტი #23


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



1. რა აზრი აქვს ლოცვას რომელიც არ გესმის?, ლოცვა ხომ საუბარია ღმერთთან, თუ არ გესმის ის ენა, რომელზეც ლაპარაკობ, მაშინ რა იცი რას ესაუბრები?
2. რა უპირატესობა აქვს ამ ენას იმასთან, რომლითაც ვლაპარაკობთ?
3. რა გარანტიაა, რომ ეს არ არის მასობრივი ექსტაზის შედეგი: მუსლიმ სუფიებში ასევე გვხვდება ენებზე ლაპარაკი


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Dulos
პოსტი May 29 2007, 01:23 PM
პოსტი #24


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 215
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,219



მხევალი ნინო

საქმე მოციქულთა 1:5: "არცთუ მრავალი დღის შემდეგ, მოინათლებით სულიწმიდით"

საქმე მოციქულთა 1:8: "არამედ თქვენ მიიღებთ ძალას, როცა გადმოვა სულიწმიდა თქვენზე და იქნებით ჩემი მოწმენი იერუსალიმში, მთელ იუდეასა და სამარიაში და ქვეყნის კიდემდე".

ეს სიტყვებია, რომელიც უფალმა ამაღლების წინ წარმოსთქვა. როგორც ვხედავთ, იგი ესაუბრება სულიწმიდით ნათლობის შესახებ. ამდროისათვის მოწაფეები გადარჩენილები იყვნენ, ვინაიდან სახარებებში ვკითხულობთ, რომ სახელები სიცოცხლის წიგნში იყო ჩაწერილი და სასწაულებსაც ახდენდნენ. მაგრამ ამის გარდა უფალი ელაპარაკებოდა მათ და ეუბნეოდა, რომ იყო კიდევ მეტი, რაც მათ უნდა მიეღოთ.

მეორე ადგილი მოვიყვანე იმისათვის, რომ მეჩვენებინა ენებით ლაპარაკის მნიშვნელობა და სახარების გავრცელების მთავარი აღჭურვილობა. თავად უფლის სიტყვებიდან: "მიიღებთ ძალას და იქნებით მოწმენი". ანუ იმისათვის, რომ დაემოწმებინათ ენები კი არ სჭირდებოდათ არამედ ძალა. ის ძალა, რომელსაც ვხედავთ საქმე მოციქულებში: ავადმყოფები იკურნებიან, მკვდრები ცოცხლდებიან და ა.შ. ძალის და ნიშნების გამოვლება სხვაა და ენებზე ლაპარაკი სხვა.


ციტატა
ცხადია ქადაგება ყველას თავის ენაზე უნდა მოესმინა.


რომის იმპერიისათვის იყო დამახასიათებელი ერთი საინტერესო რამ.
ჯერ კითხვა: რომელი ენა იყო გავრცელებული რომის იმპერიაში და იყო თუ არა საერთოდ სახელმწიფო ენა?


ციტატა
მე დავწერე ექსტაზის შედეგად ძირს დავარდნილ ადამიანებზე, რომლებიც გაურკვეველ ენაზე ლაპარაკობენ.


როგორც ხვდებით, წმიდა წერილის საფუძველზე მე ვემხრობი იმ აზრს, რომ XXI საუკუნის ეკლესიაში სულიწმიდის ნიჭები უნდა მოქმედებდნენ, ისევე როგორც I საუკუნეში. უფრო მეტიც, მათიმმნიშვნელობა არანაკლებია, ვინაიდან ბოლო ჟამია და მწამს მალე გავიგონებთ ბულის ხმას.

ამის გათვალისწინებით გეტყვით, რომ ჩემთვის მიუღებელია მსგვასი საქციელი და მეტიც: მიუღებელი. unsure.gif


ციტატა
მოციქულებს უცხო ენები საქადაგებლად სჭირდებოდათ, ორი ან სამი საათის განმავლობაში უცხო ენებზე ლაპარაკს რა შედეგი აქვს.


ამ აზრის გასამყარებელ ერთ ადგილს მაინც თუ მიუთითებთ სახინკლეს ვკისრულობ! smile.gif smile.gif smile.gif


ციტატა
სადღაც წავიკითხე ესეთი განმარტებაც, რომ მოციქულები უცხო ენაზე კი არ ლაპარაკობდნენ, არამედ ტავიანთ ენაზე უბრალოდ იქ შეკრებილ ყველა ადამიანს ქადაგება ტავის ენაზე ესმოდაო. არ ცამქოლოთ ეხლა, სადღაც წავიკითხე, არც ავტორი მახსოვს და არც არაფერი


არ ჩაგქოლავ, მაგრამ მეორედ ასეთი რამ აღარ თქვა. ან შეგიძლია შენს შვილს ძილის წინ წაუკითხო. smile.gif smile.gif

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი May 29 2007, 01:44 PM
პოსტი #25


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



Dulos
ციტატა
არ ჩაგქოლავ, მაგრამ მეორედ ასეთი რამ აღარ თქვა. ან შეგიძლია შენს შვილს ძილის წინ წაუკითხო.




ჩემო კარგო, მე არც იმის მიკვირს, რომ სულიწმინდის მადლით უცხო ენებზე შეიძლება საუბარი და არც იმის გამიკვირდება, რომ იმავე სულიწმინდის მადლით, სხვამ გაიგოს ტავის ენაზე ჩემს მიერ ქრთულად წარმოთქმული სიტყვები. ღმერთვისთვის ყველაფერი შესაძლებელია. როგორც ტავიდან ვთქვი, არ მახსოვს სად წავიკითხე, ეს იმიტომ, დავწერე მაინტერესებდა თუ ჰქონდა ვინმეს წაკიტხული ასეთი რამ ჩემს გარდა.

ჩეს შვილს, რომელიც ჯერ არ მყავს, მაგრამ იმედია ღვთის წყალობით მეყოლება, იმას ვასწავლი, რაც წეშმარიტია, ვირაცის არსწორი მოსაზრება რატომ ვასწავლო.


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი May 29 2007, 02:00 PM
პოსტი #26


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
1. რა აზრი აქვს ლოცვას რომელიც არ გესმის?, ლოცვა ხომ საუბარია ღმერთთან, თუ არ გესმის ის ენა, რომელზეც ლაპარაკობ, მაშინ რა იცი რას ესაუბრები?
2. რა უპირატესობა აქვს ამ ენას იმასთან, რომლითაც ვლაპარაკობთ?
3. რა გარანტიაა, რომ ეს არ არის მასობრივი ექსტაზის შედეგი: მუსლიმ სუფიებში ასევე გვხვდება ენებზე ლაპარაკი



საინტერესოდ ჩამოყალიბებული კითხვებია და ვფიქრობ, დულოსს, არგუმენტირებულ პასუხებს ითხოვს, ახლა დავბრუნდი და ჯერ ვკითხულობ, ასე გააგრძელეთ, საინტერესო თემაა.

იხარეთ,

კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
alex_b
პოსტი May 29 2007, 02:07 PM
პოსტი #27


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 254
რეგისტრ.: 27-February 07
წევრი № 1,210



დულოს

ციტატა
ამ აზრის გასამყარებელ ერთ ადგილს მაინც თუ მიუთითებთ სახინკლეს ვკისრულობ!


მეც მოვდივარ smile.gif
კანუდოსელი

ციტატა
1. რა აზრი აქვს ლოცვას რომელიც არ გესმის?, ლოცვა ხომ საუბარია ღმერთთან, თუ არ გესმის ის ენა, რომელზეც ლაპარაკობ, მაშინ რა იცი რას ესაუბრები?

ტაკ ე.ი.
ამ კითხვაზე მე მგონი დულოსმა უკვე გაცა პასუხი, დულოსმა რა ღმერთის სიტყვამ გასცა

ციტატა
"ენით მოლაპარაკე საკუთარ თავს აშენებს"

ეს ფრაზა ბიბლიიდაანაა და დულოსის პოსტებიდან smile.gif
და თუ ენებით ლაპარაკი, რომელიც არ გვესმის ეს აშენებს ჩვენს თავს, როგორღა შეიძლება დავსვათ კითხვა - რა აზრი აქვს ენებზე ლაპარაკს?

ციტატა
2. რა უპირატესობა აქვს ამ ენას იმასთან, რომლითაც ვლაპარაკობთ?

მაგის პასუხი რომაელთა მიმართ წერილში წერია მე-8 თავში
”ვინაიდან არ ვიცით რისთვის ვილოცოთ, როგორ შეეფერება, არამედ თვით სული შუამდგომლობს ჩვენთვის გამოუთქმელი ოხვრით. გულთამხილავმა კი იცის რა არის სულის ზრახვა და ის შუამდგომლობს წმიდათათვის” (როგორც ზეპირად მახსოვს)

ციტატა
3. რა გარანტიაა, რომ ეს არ არის მასობრივი ექსტაზის შედეგი: მუსლიმ სუფიებში ასევე გვხვდება ენებზე ლაპარაკი

ეს გარანტია კი ლუკას სახარების მე-11 თავში წერია (ესეც როგორც მახსოვს ასე ჟღერსsmile.gif
”განა არის თქვენს შორის მამა, რომელსაც შვილი თევზს სთხოვს - ის კი გველს აძლევს... ჰოდა თუ თქვენ, ბოროტებმა იცით კეთილ მისაცემელთა მიცემა თქვენი შვილებისათვის, მეტადრე ზეციერი მამა მისცემს სულიწმიდას იმას, ვინც სთხოვს.”
ვფიქრობ ეს მუხლი კარგად პასუხობს ამ კითხვას, რადგან შეუძლებელია ადამიანი ღმერთს იესოს სახელით სულიწმიდით ნათლობას სთხოვდეს, ღმერთმა კი ეშმაკს მისცეს უფლება, რომ ამ ადამიანში ჩაიბუდოს.
ხოლო რაც შეეხება ექსტაზსს, ეს სასაცილოც კია ყველა სულით მონათლულისთვის. იმისათვის, რომ სულით მონათლულმა ადამიანმა ენებზე დაიწყოს მეტყველება, სულაც არაა ექსტაზი საჭირო.



აბა სხვა შეკითხვებს ველოდები.


--------------------
იესო ქრისტე ჩემი მხსნელია
მე არ დავემონები ცოდვას!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი May 29 2007, 02:24 PM
პოსტი #28


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
აბა სხვა შეკითხვებს ველოდები.

ესენი ხო ამოწურე biggrin.gif

გვაცალე კაცო, იქნებ გეკამათებით smile.gif თუმც, ჯერ კანუდოსელს დავაცდი smile.gif


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Dulos
პოსტი May 29 2007, 02:28 PM
პოსტი #29


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 215
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,219



ნინო

ციტატა
ჩემო კარგო, მე არც იმის მიკვირს, რომ სულიწმინდის მადლით უცხო ენებზე შეიძლება საუბარი და არც იმის გამიკვირდება, რომ იმავე სულიწმინდის მადლით, სხვამ გაიგოს ტავის ენაზე ჩემს მიერ ქრთულად წარმოთქმული სიტყვები. ღმერთვისთვის ყველაფერი შესაძლებელია. როგორც ტავიდან ვთქვი, არ მახსოვს სად წავიკითხე, ეს იმიტომ, დავწერე მაინტერესებდა თუ ჰქონდა ვინმეს წაკიტხული ასეთი რამ ჩემს გარდა.

ჩეს შვილს, რომელიც ჯერ არ მყავს, მაგრამ იმედია ღვთის წყალობით მეყოლება, იმას ვასწავლი, რაც წეშმარიტია, ვირაცის არსწორი მოსაზრება რატომ ვასწავლო.


პასუხიდან გამომდინარე თუ ვიმსჯელებთ, გეწყინათ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
alex_b
პოსტი May 29 2007, 02:30 PM
პოსტი #30


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 254
რეგისტრ.: 27-February 07
წევრი № 1,210



KAIROS
ციტატა
ესენი ხო ამოწურე გვაცალე კაცო, იქნებ გეკამათებით თუმც, ჯერ კანუდოსელს დავაცდი

რავი მე რა კითხვაც მოვისმინე მარტივად, ისე მარტივად ვუპასუხე
რაც შეეხება შეკამათებას კაცები ვართ და დაგხვდებით.

ისე სხვათაშორის მინდა აღვნიშნო, რომ ორმოცდაათიანელებისთვის - ეს თემა ყველაზე მარტივია და ის თემაა, რომელზეც ძირითადად ყველა თავს არიდებს საუბარს, მიზეზად კი არაკომპეტენტურობა მოჰყავთ.


--------------------
იესო ქრისტე ჩემი მხსნელია
მე არ დავემონები ცოდვას!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_I_O_R_G_I_
პოსტი May 29 2007, 02:54 PM
პოსტი #31


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,857
რეგისტრ.: 31-July 06
წევრი № 27



http://www.orthodoxy.ge/apologetika/ormotsdaatianelebi.htm
ეს წაიკითხეთ
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი May 29 2007, 03:17 PM
პოსტი #32


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ მარტო მართლმადიდებლები კი არ არიან გაუნათლებლები ღვთისმეტყველებაში, არამედ იგივე სფეროში დეფიციტს განიცდის პროტესტანტული მრევლის 90%

პ.ს.
ასეთი პასუხები, რაც დამიწერეთ, გთხოვთ ნუღარ დაწერთ...შედევრია პასუხის არქონის

ციტატა(KAIROS @ May 29 2007, 02:24 PM) *

თუმც, ჯერ კანუდოსელს დავაცდი smile.gif


რაზე უნდა ვუპასუხო?


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი May 29 2007, 03:22 PM
პოსტი #33


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



QUOTE
რაზე უნდა ვუპასუხო?

რაც დაწერა იმაზე wink.gif
რადგან ალექსი ფიქრობს, რომ მისი პასუხები დამაჯერებელია (აბა ისე ხომ არ დაწერდა), ე.ი. საჭიროა მათზე პასუხის გაცემა.


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი May 29 2007, 03:29 PM
პოსტი #34


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



მარიამის თხოვნით

ციტატა(alex_b @ May 29 2007, 02:07 PM) *

ამ კითხვაზე მე მგონი დულოსმა უკვე გაცა პასუხი, დულოსმა რა ღმერთის სიტყვამ გასცა

ვერ ვნახე,იქნებ შენ მანახო...

ციტატა(alex_b @ May 29 2007, 02:07 PM) *

”ვინაიდან არ ვიცით რისთვის ვილოცოთ, როგორ შეეფერება, არამედ თვით სული შუამდგომლობს ჩვენთვის გამოუთქმელი ოხვრით. გულთამხილავმა კი იცის რა არის სულის ზრახვა და ის შუამდგომლობს წმიდათათვის” (როგორც ზეპირად მახსოვს)

და შენ გგონია, რომ ლოცვის არ ცოდნა ნიშნავს სიტყვების არცოდნას, თუ სულის მდგომარეობას ლოცვისას?
და თუ სულის, მაშინ რატომ არ შეიძლება სულის მდგომარეობა გამოვასწორო და მაინც ვილოცო ჩემი სიტყვებით?
თუ შეიძლება, მაშინ თქვებნი პასუხი პასუხი არაა


ციტატა(alex_b @ May 29 2007, 02:07 PM) *

ეს გარანტია კი ლუკას სახარების მე-11 თავში წერია (ესეც როგორც მახსოვს ასე ჟღერსsmile.gif

ეს პასუხი გავს ამას:
კითხვა: რა იცით რომ ჭეშმარიტი სარწმუნოება გაქვთ?
პასუხი: იმიტომ, რომ ბიბლიაში წერია, რომ თქვენ ვინც ირწმუნეთ, ჭეშმარიტი სარწმუნოებაში ხართ
კითხვა: რა იცით რომ ჭეშმარიტად ირწმუნეთ?
პასუხი: რადგან ბიბლიაში წერია, რომ ვისაც ჭეშმარიტი სარწმუენოება აქვს, მან სწორად ირწმუნა
biggrin.gif


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
alex_b
პოსტი May 29 2007, 03:29 PM
პოსტი #35


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 254
რეგისტრ.: 27-February 07
წევრი № 1,210



solomony
ეგ დიდი ხანია წავიკითხე smile.gif
არ გამოირჩევა კომპეტენციით smile.gif
კანუდოსელი

ციტატა
პ.ს.ასეთი პასუხები, რაც დამიწერეთ, გთხოვთ ნუღარ დაწერთ...შედევრია პასუხის არქონის

ეს ფრაზა ხომ არ არის პასუხის არქონის შედევრი biggrin.gif


--------------------
იესო ქრისტე ჩემი მხსნელია
მე არ დავემონები ცოდვას!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_I_O_R_G_I_
პოსტი May 29 2007, 03:29 PM
პოსტი #36


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,857
რეგისტრ.: 31-July 06
წევრი № 27



ერთი კითხვა მეც მაქვს.მარკოზის სახარება
15. და ჰრქუა მათ: წარვედით ყოველსა სოფელსა და უქადაგეთ სახარებაჲ ესე ყოველსა დაბადებულსა. 16. რომელსა ჰრწმენეს და ნათელ-იღოს, ცხოვნდეს; და რომელსა არა ჰრწმენეს, დაისაჯოს. 17. ხოლო სასწაული მორწმუნეთა მათ ესე შეუდგეს: სახელითა ჩემითა ეშმაკთა განასხმიდენ, ენათა ახალთა იტყოდიან, 18. გუელთა შეიპყრობდენ; დაღათუ სასიკუდინე რაჲმე სუან, არარაჲ ავნოს მათ; სნეულთა ზედა ჴელსა დასდებდენ, და განცოცხლდებოდიან
რატომ სხვა ნიჭებსაც არ იღებენ ის ხალხი აქ ნათქვამს უფლისმიერ მოციქულთა მიმართ.


ალექს ქვევითა პოსტი წაშალე ზევითაც იგივე წერია
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
alex_b
პოსტი May 29 2007, 03:44 PM
პოსტი #37


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 254
რეგისტრ.: 27-February 07
წევრი № 1,210



solomony
ეგ დიდი ხანია წავიკითხე smile.gif
არ გამოირჩევა კომპეტენციით smile.gif
კანუდოსელი

ციტატა
პ.ს.ასეთი პასუხები, რაც დამიწერეთ, გთხოვთ ნუღარ დაწერთ...შედევრია პასუხის არქონის

ეს ფრაზა ხომ არ არის პასუხის არქონის შედევრი biggrin.gif

კანუდოსელი

ციტატა
ვერ ვნახე,იქნებ შენ მანახო...


ციტატა
"ენით მოლაპარაკე საკუთარ თავს აშენებს"


ეს ფრაზა დულოსის სიბრძნე კი არა ბიბლიური ფრაზაა. ისე არ მიკვირს რომ არ გეცნობა smile.gif
1კორ.14:4

ციტატა
და შენ გგონია, რომ ლოცვის არ ცოდნა ნიშნავს სიტყვების არცოდნას, თუ სულის მდგომარეობას ლოცვისას?და თუ სულის, მაშინ რატომ არ შეიძლება სულის მდგომარეობა გამოვასწორო და მაინც ვილოცო ჩემი სიტყვებით?თუ შეიძლება, მაშინ თქვებნი პასუხი პასუხი არაა

გამოასწორე და ისე ილოცე შენი სიტყვებით და იქნებ, მოციქულ პავლესთვისაც გესწავლებინა ეს მეთოდი, რადგან როგორც ჩანს მოციქული ”მოძველებულ” მეთოდს იყენებდა ის, პირველ პირში ლაპარაკობდა ”ვიცით” ”ვილოცოთ”... ”ჩვენთვის”...



ციტატა
ეს პასუხი გავს ამას:კითხვა: რა იცით რომ ჭეშმარიტი სარწმუნოება გაქვთ?პასუხი: იმიტომ, რომ ბიბლიაში წერია, რომ თქვენ ვინც ირწმუნეთ, ჭეშმარიტი სარწმუნოებაში ხართკითხვა: რა იცით რომ ჭეშმარიტად ირწმუნეთ?პასუხი: რადგან ბიბლიაში წერია, რომ ვისაც ჭეშმარიტი სარწმუენოება აქვს, მან სწორად ირწმუნა


განსხვავება იცი რაშია?
უამრავი წრფელი ადამიანი ადამიანის განმარტებას ენდობა და აზრად არ მოსდის ერთხელ მაინც ჰკითხოს ღმერთს - ეგებ მეშლებაო. ხოლო მე მწამს, რომ ღმერთს ესმის, როდესაც მე ვლოცულობ, რომ ის დამეხმაროს ჭეშმარიტების პოვნაში. და ზოგიერთებისგან (იეღოველებს ვგულისხმობ wink.gif )განსხვავებით არაფერი მაქვს სახელმძღვანელო ბიბლიის გარდა, იმისათვის, რომ ღმერთი დამელაპარაკოს.

solomony
ციტატა
15. და ჰრქუა მათ: წარვედით ყოველსა სოფელსა და უქადაგეთ სახარებაჲ ესე ყოველსა დაბადებულსა. 16. რომელსა ჰრწმენეს და ნათელ-იღოს, ცხოვნდეს; და რომელსა არა ჰრწმენეს, დაისაჯოს. 17. ხოლო სასწაული მორწმუნეთა მათ ესე შეუდგეს: სახელითა ჩემითა ეშმაკთა განასხმიდენ, coloro:#3333FF/coloroენათა ახალთა იტყოდიანcolorc/colorc, 18. გუელთა შეიპყრობდენ; დაღათუ სასიკუდინე რაჲმე სუან, არარაჲ ავნოს მათ; სნეულთა ზედა ჴელსა დასდებდენ, და განცოცხლდებოდიან

მერედა ვინ გითხრა, რომ არ ღებულობენ?
ორმოცდაათიანელობა მარტო ენებით ლაპარაკით კი არ შემოიფარგლება, ისინი აღიარებენ ყველა ნიჭს, რომელიც ჩამოთვლილია 1კორ.12 თავში.


--------------------
იესო ქრისტე ჩემი მხსნელია
მე არ დავემონები ცოდვას!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი May 29 2007, 03:47 PM
პოსტი #38


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



კარგი გაიხარე, არ წამიკითხავს ეგ ციტატა, დღეს გავიგე biggrin.gif

მაგრამ კიდევ გეკითხები: რატომ არის რომ უცხო ენით მოლაპარაკე აშენებს და საკუთარი ენით - არა?

ეგ ადგილი თუ ბუკვალურად გაიგე ეგრე გამოდის, ამიტომ ამიხსენი თუ შეგიძლია, თუ არა მაშინ ძალიან გთხოვ უაზროდ ციტატების მოყვანისგან თავი შეიკავე...მაქსიმუმ გაიხარო, და დაამატო, რომ "შენ კანუდოსელო ეს არ წაგიკითხავსო".... biggrin.gif

ჰო ძალიან თუ ჩახლართული გეჩვენება მსჯელობა და ანალიზი მაშინ იმედია არ დაამატებ, ფილოსოფოსობო...მაგრები ხართ ხანდახან პროტესტანტები: სანამ ვინმე აზზე არაა, ეუბნებით: ნახეთ როგორი დებილები არიან მართლმადიდებლებიო, ხოლო თუ ის მართლმადიდებელი ანალიზს მოგთხოვთ, "პლასტინკას" ცვლით და ამბობთ: ეს ამაო ფილოსოფიააო, მოკლედ ჩამოყალიბდით: ან დებილები ვართ, ან არცთუ დებილები, მაგრამ მაინც ამაოდ მოაზროვნენი biggrin.gif


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_I_O_R_G_I_
პოსტი May 29 2007, 03:54 PM
პოსტი #39


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,857
რეგისტრ.: 31-July 06
წევრი № 27



მაშ შხამი რომ დალიონ არაფერი მოუვათ?

ციტატა
მარკოზის სახარება
15. და ჰრქუა მათ: წარვედით ყოველსა სოფელსა და უქადაგეთ სახარებაჲ ესე ყოველსა დაბადებულსა. 16. რომელსა ჰრწმენეს და ნათელ-იღოს, ცხოვნდეს; და რომელსა არა ჰრწმენეს, დაისაჯოს. 17. ხოლო სასწაული მორწმუნეთა მათ ესე შეუდგეს: სახელითა ჩემითა ეშმაკთა განასხმიდენ, ენათა ახალთა იტყოდიან, 18. გუელთა შეიპყრობდენ; დაღათუ სასიკუდინე რაჲმე სუან, არარაჲ ავნოს მათ; სნეულთა ზედა ჴელსა დასდებდენ, და განცოცხლდებოდიან

კიდევ უფრო დავაკონკრეტებ ჩემს კითხვას.აქ ჩამოთვლილ ნიჭებს თუ იღებენ ის ხალხი?
სახელითა ჩემითა ეშმაკთა განასხმიდენ, ენათა ახალთა იტყოდიან, 18. გუელთა შეიპყრობდენ; დაღათუ სასიკუდინე რაჲმე სუან, არარაჲ ავნოს მათ; სნეულთა ზედა ჴელსა დასდებდენ, და განცოცხლდებოდიან
ამ ნიჭებს თუ იღებენ
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
alex_b
პოსტი May 29 2007, 04:04 PM
პოსტი #40


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 254
რეგისტრ.: 27-February 07
წევრი № 1,210



ციტატა
კარგი გაიხარე, არ წამიკითხავს ეგ ციტატა, დღეს გავიგე მაგრამ კიდევ გეკითხები: რატომ არის რომ უცხო ენით მოლაპარაკე აშენებს და საკუთარი ენით - არა?ეგ ადგილი თუ ბუკვალურად გაიგე ეგრე გამოდის, ამიტომ ამიხსენი თუ შეგიძლია, თუ არა მაშინ ძალიან გთხოვ უაზროდ ციტატების მოყვანისგან თავი შეიკავე...მაქსიმუმ გაიხარო, და დაამატო, რომ "შენ კანუდოსელო ეს არ წაგიკითხავსო"....

განგიმარტავ (თუ ჩემს განმარტებას მიიღებ...)
იმდენად, რამდენადაც ენებით მოლაპარაკე ღმერთს ელაპარაკება, მიუხედავად იმისა, რომ მას არ ესმის ეს - მისი სული შენდება.
ხოლო როცა ადამიანი, რომელიც საკუთარი ენით ლაპარაკობს - ის ადამიანებს ელაპარაკება და ეს მოქმედება სასარგებლოა სხვა ადამიანებისთვის.
კონტექსტში თუ გადავხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ პავლე ლაპარაკობდა იმაზე, რომ ეცადათ კორინთელებს სხვებისთვის ყოფილიყვნენ აღმშენებლები.
თუმცა არც საკუთარი თავი უნდა დაევიწყებინად.

1კორ.14:19
”არამედ ეკლესიასა შინა მნებავს ხუთ სიტყუა გონებითა ჩემითა სიტყუად, რაჲთა სხუათაცა უმოძღურო, ვიდრე ბერთა სიტყუათა ენითა.”

solomony
ციტატა
კიდევ უფრო დავაკონკრეტებ ჩემს კითხვას.აქ ჩამოთვლილ ნიჭებს თუ იღებენ ის ხალხი? სახელითა ჩემითა ეშმაკთა განასხმიდენ, ენათა ახალთა იტყოდიან, 18. გუელთა შეიპყრობდენ; დაღათუ სასიკუდინე რაჲმე სუან, არარაჲ ავნოს მათ; სნეულთა ზედა ჴელსა დასდებდენ, და განცოცხლდებოდიანამ ნიჭებს თუ იღებენ


დიახ იღებენ, თუმცა არ მინახია, რომელიმეს გველი შეეპყროს, (ეს არც მოციქულებს უქნიათ, თუმცა ერთხელ პავლეს გველმა უკბინა და არაფერი მოუვიდა), მაგრამ თუ იგი შეეცდება ქრისტიანს ავნოს, ქრისტიანს არაფერი ევნება.
სხვა დანარჩენი ნიჭებიც ძალაშია. smile.gif
ისე მინდა ყურადღება გაამახვილო ამ სიტყვების წინ არსებულ სიტყვებზე:
მარკ.16:17. ”ხოლო სასწაული მორწმუნეთა მათ ესე შეუდგეს:” - ეს მორწმუნეების თანხმლები ნიშნებია, ხოლო თუ ვინმეს არ სწამს, ჩვენ რა ვქნათ?


--------------------
იესო ქრისტე ჩემი მხსნელია
მე არ დავემონები ცოდვას!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

14 გვერდი V < 1 2 3 4 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 25th September 2024 - 07:04 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი

IPS Driver Error  

There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.

Error Returned

We apologise for any inconvenience