IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> წმინდა მამათა გამონათქვამები თავმდაბლობაზე
იოანა
პოსტი Jul 25 2006, 08:06 PM
პოსტი #1


აკურთხევს სული ჩემი უფალსა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,554
რეგისტრ.: 23-July 06
წევრი № 5



ნებისმიერ შემთხვევაში ვიყოთ მდაბალნი, რადგან მდაბალი მიწაზე წევს და მიწაზე მწოლარე როგორღა დაეცემა. ცხადია, რომ სიმაღლეზე მყოფს ხელეწიფება დაცემა.
წმ. ბასანოფი დიდი და იოანე წინასწარმეტყველი

მრავალნი ვუწოდებთ ჩვენს თავს ცოდვილს და შესაძლოა ასეც ვფიქრობდეთ, მაგრამ გულის სიმდაბლეს სხვებისგან მიყენებული შეურაცხყოფა გამოცდის.
წმ. იოანე სინელი


ცოდვილი ანდა ზარმაცი ადამიანი, თავმდაბალი და გულით შემუსვრილი ღვთისათვის უფრო სათნოა, ვიდრე ის, ვინც მრავალ კეთილ საქმეს იქმს და ამით თავმომწონეობს.
აბბა დოროთე


სიამაყემ და ამპარტავნებამ ეშმაკი ციდან გადმოაგდო, თავმდაბლობასა და მორჩილებას კი ადამიანი მიწიდან ზეცაში აჰყავს.
წმ. ანტონი დიდი


სიმდაბლე იმაში მდგომარეობს, რომ მიუტევო ძმას, რომელმაც შენს წინაშე შესცოდა, მანამდე, ვიდრე იგი შენდობას ითხოვდეს.
წმ. პიმენი დიდი


--------------------
თავის სახედ და ხატად შექმნა ღმერთმა ადამიანი და ამ არსების უპირველესი დანიშნულებაა თანდათანობით უფროდაუფრო ემსაგვსოს შემქმნელს თავისას...
------------------------------------------------------
იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა?! იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი...
------------------------------------------------------
აზროვნება სულის თვისებაა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
31 გვერდი V « < 29 30 31  
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები(600 - 601)
marine
პოსტი May 10 2024, 02:00 PM
პოსტი #601


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,051
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"სიმდაბლეზე ასეა ნათქვამი:

"მას არა აქვს ენა, რომ ილაპარაკოს ბოროტად სხვებზე, და არა აქვს თვალები, რომ დაინახოს სხვისი ბოროტება, არა აქვს ყურები, რომ ისმინოს სხვისი ავსიტყვაობა"

/წმ. ნიკოლოზ სერბი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 14 2024, 06:42 PM
პოსტი #602


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,051
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ჭეშმარიტი სიმდაბლე სულიერი გონებაა. იგი ღვთის ნიჭია; იგი ადამიანის გონებასა და გულში ღვთის მადლის მოქმედებაა.

შეიძლება იყოს თვითნებური სიმდაბლეც: მას საკუთარი თავისთვის თხზავს ამპარტავანი სული, მოხიბლული და ცრუსწავლებით მოტყუებული სული, სული, რომელიც საკუთარ თავს ეპირფერება, სული, რომელიც სოფლისაგან ფერებას ეძებს, სული, რომელიც სავსებით მიისწრაფვის მიწიერი წარმატებისა და მიწიერი სიამეებისკენ, სული, რომელსაც დაუვწყებია მარადისობა, ღმერთი.

თვითნებური, საკუთარი შეთხზული სიმდაბლე შედება ურიცხვი, სხვადასხვაგვარი ეშმაკობისაგან, რომლებითაც ადამიანური სიამაყე ცდილობს სიმდაბლის დიდება დაიჭიროს დაბრმავებული სოფლისაგან, სოფლისაგან, რომელსაც თავისი უყვარს, სოფლისაგან, რომელიც ადიდებს მანკიერებას, როცა მანკიერება სათნოების იერს იმოსავს, სოფლისაგან, რომელსაც სძულს სათნოება, როცა სათნოება მის თვალებს საკუთარი წმინდა უბრალოებით, სახიერებისადმი წმინდა და მტკიცე მორჩილებით წარმოუდგება.

ქრისტეს თაავმდაბლობას არაფერი ისე არ ემტერება, როგორც თვითნებური სიმდაბლე, რომელიც ქრისტეს მორჩილების უღელს უარყოფს და ღვთისადმი თვალთმაქცური მსახურების საფარველქვეშ მკრეხელურად ემსახურება სატანას"

/წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

31 გვერდი V « < 29 30 31
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 3 მომხმარებელი (მათ შორის 3 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 17th May 2024 - 12:19 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი