IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

26 გვერდი V « < 21 22 23 24 25 > »   
Reply to this topicStart new topic
> ვისწავლოთ მედავითნეობა, ...
ალექსანდრე
პოსტი May 9 2010, 08:03 PM
პოსტი #441


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,232
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 7



კესო
ციტატა
კვირის ცისკარზე გალობებში ხომ გვაქვს 3 კანონი: პასექის, ღვთისმშობლის და კვირის... და ჩასართავები? გუნდი რას ურთავს ამ დროს?

როგორც წესი უმცირესის ჩასართავები უნდა მაგრამ როგორც ვიცი სამრევლო ტაძრებში არ ურთავენ

კესო
ციტატა
ეს ლიტურგიკულ კრებულში ნახეთ?

მამა ბიძინას მიერ მოცემულ კონსპექტში ვნახე, მაგრამ გალობა "ანგელოზი ღაღადებს" არ იყო მითითებული, ამიტომ სხვა წიგნში გადავამოწმე და იქ ასე ეწერა.


--------------------
ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო.

ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Maria_mi
პოსტი Sep 17 2010, 08:00 PM
პოსტი #442


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 73
რეგისტრ.: 21-March 08
წევრი № 4,280



გთხოვთ,იქნებ მიპასუხოთ,მედავითნეობის სწავლას სად შევძლებ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Maria_mi
პოსტი Sep 17 2010, 08:00 PM
პოსტი #443


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 73
რეგისტრ.: 21-March 08
წევრი № 4,280



გთხოვთ,იქნებ მიპასუხოთ,მედავითნეობის სწავლას სად შევძლებ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
yipiani gio
პოსტი Sep 17 2010, 09:22 PM
პოსტი #444


Tavadi Yipiani
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,917
რეგისტრ.: 25-May 07
მდებარ.: saburtalo
წევრი № 2,017



Maria_mi
ციტატა
გთხოვთ,იქნებ მიპასუხოთ,მედავითნეობის სწავლას სად შევძლებ?

სამებაშიც და თუ არ ვცდები ქაშუეთშიც...


--------------------
alazani.ge

ფოლკოლორული საიტი.ვისაც გაინტერესებთ ფოლკლორი და ხელოვნება
გვეწვიეთ.ამ საიტზე მრავალი საინტერესო მასალის მოძიება შეგიძლიათ
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Maria_mi
პოსტი Sep 17 2010, 10:24 PM
პოსტი #445


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 73
რეგისტრ.: 21-March 08
წევრი № 4,280



ისევ შენ და ისევ შენsmile.gif)) დიდი მადლობა!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თინათინი
პოსტი Feb 15 2012, 12:16 AM
პოსტი #446


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 17
რეგისტრ.: 23-November 10
წევრი № 9,946



ციტატა(გიორგიი @ Jun 5 2007, 05:15 PM) *

თუ რამე იცით აქ დაწერეთ მედავითნეობის შესახებ!

სად შეიძლება მედავითნეობის სწავლა? არსებობს რაიმე სპეციალური კურსი?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Feb 15 2012, 12:22 AM
პოსტი #447


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



თინათინი
ციტატა
სად შეიძლება მედავითნეობის სწავლა? არსებობს რაიმე სპეციალური კურსი?

ვიცი რომ სამებაში - ახალგაზრდულ ცენტრში ასწავლის მედავითნეობას მამა ბიძინა (გუნია).
მე ადგილობრივ ტაძარში ვისწავლე.


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 8 2015, 03:01 PM
პოსტი #448


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,111
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ძლისპირი შედგება ორი სიტყვისგან: ძლის და პირი - შენიშნავს კ. კეკელიძე. პირი აღნიშნავს დასაწყისს, ძლის - ძალის კი სიმს (ხუთძალი, ათძალი, ძნობა=ძლობა).

მეცნიერი მოიხმობს ბიბლიის ქართულ თარგმანს:

"და მოიღო მარიამ წინასწარმეტყველმან, დამან არონისამან, ბობღანი ხელითა თვისითა, და განვიდოდეს ყოველნი დედანი მისთანა ბობღნებითა და (მ)ძნობ(რ)ითა; უ-პირ-ობდა (Преднача) მათ მარიამ და ეტყოდა:

"უგალობდით უფალსა, რამეთუ დიდებით დიდებულ არს (გამოსვლა XV, 20-22).

ამრიგად, ძლის-პირი სიტყვის თავდაპირველი მნიშვნელობით აღნიშნავს ჰიმნის პირველ, საწყის სიტყვას, შესრულებულს მუსიკალურ საკრავზე"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 16 2015, 02:57 PM
პოსტი #449


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,111
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"...ამის შემდეგ მედავითნე კითხულობს აღდგომის კანონს, რომელიც ასე იწყება:

"აღდგომისა დღე არს, განვბრწყინდებოდეთ აწ, ერნო, პასქა უფლისა პასქა, რომლითა ქრისტემან ღმერთმან სიკვდილისაგან მიხსნა და ქუეყანით ცად აღმიყვანნა სუფევად ძლევისა მგალობელნი დღეს".

ეს საგალობელი ქრისტიანული ეკლესიის უდიდეს ავტორიტეს, წმინდა იოანე დამასკელს ეკუთვნის და "ოქროს კანონის" ანუ "კანონთა მეფის" სახელოწოდებითაა ცნობილი ქრისტიანულ მწერლობაში"

/"კარიბჭე" N8, 2015, გვ. 7/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 24 2015, 06:59 PM
პოსტი #450


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,111
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"სწორედ სულთმოფენობის დღესასწაულით თავდება ბრწყინვალე აღდგომის სადღესასწაულო ორმოცდაათი დღე, რომელსაც ზატიკი ეწოდება და რომლის შემდეგაც ეკლესია ჩვეულებრივ რიგით კალენდარზე გადადის".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 25 2015, 06:36 PM
პოსტი #451


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,111
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ყოველი კვერექსის შემდეგ მღვდელი მოუწოდებს ხალხს მთლიანად მიენდონ უფალ იესო ქრისტეს. იგი აცხადებს: "თავი თვისი და ურთიერთას და ყოველი ცხოვრებაი ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ". ხალხი კი ამაზე პასუხობს: "შენ, უფალო!"

/წმ. ნიკოლოზ სერბი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 13 2015, 03:23 PM
პოსტი #452


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,111
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"წმინდა გიორგი ათონელის ბიოგრაფიაში, მის მოღვაწეობაში, მთავარი მწიგნობრულ-ლიტერატურული საქმიანობა იყო. მისი ღვაწლისა და პიროვნების წარმოსაჩენად მარტო ის იკმარებს, რომ დღემდე სწორედ მის მიერ ნათარგმნი: "სახარება", "სამოციქულო", "დავითნი, "პარაკლიტონი", "მარხვანი", "ზატიკი" იკითხება ქართულ ეკლესიაში ღვთისმსახურების დროს.

"სახარება" და "დავითნი" რათქმაუნდა, გიორგი ათონელამდე და მის შემდეგაც ითარგმნა, მაგრამ მხოლოდ მისეულმა თარგმანმა შეიძინა კანონიკური ხასიათი, ვულგატას მნიშვნელობა და დაკანონდა ლიტურგუკულ პრაქტიკაში"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 12 2015, 04:27 PM
პოსტი #453


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,111
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მესამე ჟამი სულიწმინდის გარდამოსვლის დროა; მეექვსე ჟამი - უფლის მიმსჭვალვის ჯვარზე, მეცხრე - მაცხოვრის სიკვდილისა"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 20 2015, 11:14 PM
პოსტი #454


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,111
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"კეთილმორწმუნე მედავითნე"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 17 2015, 04:59 PM
პოსტი #455


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,111
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ეკლესიაში ახლად მოსულ ადამიანს ხშირად უკვირს, თუ რატომ წარმოსთქვამს მედავითნე "უფალო შეგვიწყალენს" 40-ჯერ. ასეთ შემთხვევაში ვპასუხობთ ხოლმე, რომ როგორი სიხშირითაც იღებს ადამიანი პურსა და წყალს და თუკი მას აქვს წყლის და პურის ხმევის მოთხოვნილება მანამ, სანამ იგი ხორცშია და მისი ხორციელი არსებობა არ დასრულდება, ასევეა ამ შემთხვევაშიც... სულსაც სჭირდება საკვები, რომელსაც შეადგენს ლოცვა... სულს სჭირდება ინტენსიურად აღიარება იმისა, რომ იგი ცოდვილია, დაცემულია და შესაწყალებელი. ამიტომაც ვიმეორებთ ხშირად: "უფალო შეგვიწყალენ".

/დეკ. გიორგი თევდორაშვილი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 24 2015, 10:53 PM
პოსტი #456


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,111
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381




რჩევები მედავითნეებს
21.06.2014
ჟურნალი "მწყემსი" (#1899 წ., ##9-10) მედავითნეებს ამგვარ რჩევებს აძლევს:

1. ყველა ეკლესიური სამსახური და ყველა წესი აღასრულე ეკლესიური წესრიგის დაცვით, კრძალულებით და მშვენიერად წაიკითხე და იგალობე აუჩქარებლად. დაიცევ კითხვისა და გალობის დროს ძველი ეკლესიური წესი. უმთავრესად ნუ აჩქარდები, როცა წმინდა ლოცვებს კითხულობ. ვინ მოგდევს უკან? სად მიეჩქარები? ნუთუ შეგენანება, რომ მთელ კვირაში ერთი საათი მოახმარო გულსმოდგინე, გონიერს და გულითად ღვთის ვედრებას? შეიგნე, ნუ გააჯავრებ უფალს, ნუ დაამცირებ ლოცვას, ნუ აცთუნებ ხალხს და ნუ ჩქარობ.

2. ისე წაიკითხე, რომ პირველად შენ თვითონ გესმოდეს, რასაც კითხულობ, რათა შენ მიერ კითხულმა ლოცვებმა და ფსალმუნებმა პირველად თვითონ შენს გულში აღძრან ღვთის ვედრების სურვილი, რომ შენ მარტო პირით და ენით კი არ ლოცულობდე, არამედ გულით.

3. შენს შემდეგ ნუ დაივიწყებ ხალხსაც, რომელიც დგას წმინდა ტაძარში; ისე წაიკითხე, რომ შენი კითხვა გაიგონ მლოცველებმაც, რათა მათაც შენთან ერთად, რომელიც მლოცველებს წინ უდგეხარ, ერთითა პირითა და ერთითა გულითა ილოცონ და ადიდონ უფალი.

4. თუ კარგად არ იცი კითხვა, მაშინ ეცადე, რომ სახლში ხშირად იკითხო საღმრთო და საეკლესიო წიგნები, რომ ტაძარში ყოველთვის შეგეძლოს ამ წიგნების კითხვა კეთილკრძალულებით, გარკვევით და ყველას გასაგებად.

5. როცა სხვა კითხულობს და ცდება, ხმამაღლა ნუ გაუსწორებ მას შეცდომას ღვთისმსახურების დროს, რომ ამით მლოცველების მყუდროება არ დაარღვიო; შენ თვითონ დაიხსომე ეს შეცდომა და ღვთისმსახურების გათავების შემდეგ უთხარი მას ჩუმად.

6. იმათ, რომელთაც კითხვა არ იციან, სრულებით არ უნდა წააკითხონ, ვიდრემდის ისინი სახლში არ მიეჩვევიან კარგად და კეთილკრძალულებით კითხვას.

7. ღვთისმსახურების დროს ისე არ უნდა დაახველო, რომ მთელს ეკლესიაში გაისმას ხმა, არ უნდა ილაპარაკო, მით უმეტეს, არ უნდა გაიცინო, ვინაიდგან თუ თქვენც კი, მკითხველნი და მგალობელნი, იწყებთ ლაპარაკს, სიცილს და ხმაურობას, მაშინ როგორღა ილოცავს ხალხი, რომელიც შეიკრიბა ტაძარში, რათა თქვენთან ერთად შეევედროს ღმერთს?

8. თუ ვინიცობაა, რომ ღვთისმსახურების დროს დაგჭირდეს ტაძარში გავლა, ნუ აჩქარდები, ხალხს ნუ წაჯეგავ, უმთავრესად ეცადე, რომ ფეხი ფრთხილად დაადგა, რომ წაღის ქუსლების ხმა არ გაისმას, გაიარე ჩუმად, წყნარად, კეთილკრძალულებით, რომ შენგან მლოცველებმაც ისწავლონ ტაძარში დგომა და გავლა-გამოვლა ღვთისმსახურების დროს.

9. ეცადე, რომ გალობითაც იგალობო გონიერად და წმიდის გულით, რათა შენმა გალობამ მლოცველთა გულში აღძრას ღვთის ვედრება.

10. იგალობე ისე, რომ სიტყვები ესმოდეს კაცს, ნუ ჩქარობ.

11. გალობის კილოს ნუ შეცვლი შენი ნებით: ვთქვათ, დღეს ერთი საგალობელი იგალობე ერთ კილოზე; მეორე დღეს იმავე საგალობელს სხვა კილოზე ნუ გალობ, - ამის გამო გარეშე პირს არ შეუძლიან, გალობა შეისწავლოს.

12. იკითხე და იგალობე ყოველთვის ერთგვარი კეთილკრძალულებით და მუყაითობით, მიუხედავად იმისა, ბევრი ხალხია ტაძარში თუ ცოტა. შეიძლება, ტაძარში მარტო მღვდელი, შენ და ყარაული იქნეთ, მაგრამ შენ მაინც ბეჯითად და კეთილკრძალულებით შეასრულე შენი მოვალეობა. ასე უნდა მოიმოქმედო, რადგან შენ ემსახურები ღმერთს და არა ხალხს. შენ ფსალმუნებით და სასულიერო საგალობლებით უწოდებ ხალხს ღვთისადმი და ასწავლი მათ, იცხოვრონ ღვთის სასიამოვნოდ, და როცა რაიმე მიზეზისა გამო ანუ საქმის დღეებში ტაძარში მლოცველები არ იქნება, მაშინ უფრო ვალდებული ხარ შენ, მათ მაგიერ კრძალულებით შეევედრო უფალს.

13. თუკი ვინმე მოიპოვება ისეთი, რომლისგან შეგიძლია შეისწავლო კარგი და კეთილგანწყობილი გალობა, ნუ დაიზარებ, უფრო კარგად შეისწავლო გალობა, აგრეთვე უყურადღებოდ ნუ გაუშვებ მცოდნე პირთა რჩევა-დარიგებას.

14. როცა მღვდელი გითითებს რაიმე შეცდომა-ნაკლულევანებაზე, ნუ გაჯავრდები, ნუ გაიბუტები და ნურც წინააღმდეგობას გაუწევ მას, არამედ მოისმინე და გაისწორე შეცდომა, ვინაიდგან მღვდელი ვალდებულია გაგისწოროს შეცდომა; თუ მღვდელმა არ გიჩვენა შენი შეცდომა, მაშინ იგია პასუხისმგებელი.

15. საზოგადოდ, რჩევანი და განკარგულებანი მღვდლისა ეკლესიის შესახებ სიხარულით და სიყვარულით აღასრულე, ვინაიდგან შენ ასრულებ ღვთის საქმეთა.

16. კეთილი, გამგონე, ღვთის საქმის მოსიყვარულე და გულსმოდგინე მკითხველნი და მგალობელნი აკურთხოსმცა უფალმა და შეეწიოს მათ, რათა უმეტესად შეისწავლონ თავიანთი საქმე, რომ იგინი ღირსნი გახდნენ, მოისმინონ უფლისაგან სასურველი სიტყვები: "კეთილ მონაო, სახიერო და სარწმუნოო! მცირედსა ზედა სარწმუნო იქმენ, მრავალსა ზედა დაგადგინო შენ; შევედ სიხარულსა უფლისა შენისასა" (მათ. 25:21); ხოლო დაუდევარნი და ზარმაცნი ნუ დაივიწყებენ წინასწარმეტყველის სიტყვებს: "წყეულ არს კაცი, რომელიც უდებებით ასრულებს ღვთის საქმეთა". ამიტომ თავს ნუ დაიღუპავთ, ცოდვაში ნუ აგდებთ ხალხს, გასწორდით და აღასრულეთ საქმენი ღვთის შიშით და კეთილკრძალულებით.
სტატიის ავტორი: კახაბერ კენკიშვილი


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
damiane80
პოსტი Oct 14 2015, 08:15 PM
პოსტი #457


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,022
რეგისტრ.: 4-March 09
წევრი № 6,599



მეგობრებო

ერთი კითხვა მაქვს მედავითნეებთან და იქნებ მიპასუხოთ. კითხვა ასეთია:

ცისკრის ლოცვებზე, "ღმერთი უფალის" შემდეგ არის 2 სტიქოლოგია და შესაბამისად იკითხება 2 ფსალმუნი (შაბათის მსახურებაზე ეს არის მაგფალითად მე-2 და მე-3 კანონები). როგორც იცით ფსალმუნთა რიგითობა იცვლება დღეების მიხედვით და ეს ცხრილი მოცემულია ფსალმუნთა წიგნის დასაწყისში.

ამ ცხრილის მიხედვით ჯვართამაღლების წარგზავნიდან დეკემბრის შუა რიცხვებამდე ცოტა შეცვლილია წასაკითხი კანონების რიგითობა და მაგალითისათვის გუშინ საღამოს მსახურებაზე (ანუ დღევანდელი რის ოთხშაბათის ცისკრუის ლოცვებზე) უჩვენებდა 3 კანონს მე-10, მე-11 და მე-12, არადა სტიქოლოგია კვლავაც ორია. ასეთ დროს როგორ უნდა მოხდეს კანონიების წაკითხვა:
ა) ერთ-ერთი დაიტევება?;
ბ) ბოლო 2 კანონი წაიკითხება გადაბმულად?
გ) თუ არის სხვა რაიმე წესი??

მადლობელი ვიქნები პასუხისათვის, თუ არ დაიზარებთ.

პ.ს ყველას გილოცავთ სვეტიცხოვლობას, ვისთვისაც ეს დღე ძვირფასია!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
damiane80
პოსტი Oct 16 2015, 08:11 PM
პოსტი #458


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,022
რეგისტრ.: 4-March 09
წევრი № 6,599



ჩაირიხინა ამ კითხვან უპასუხოდ, თუ ვინმე შეძლებს დახმარებას???!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 16 2015, 10:40 PM
პოსტი #459


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,111
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ციტატა(damiane80 @ Oct 16 2015, 09:11 PM) *

ჩაირიხინა ამ კითხვან უპასუხოდ, თუ ვინმე შეძლებს დახმარებას???!!!


ტაძარში სხვა შენზე განსწავლული მედავითნე არ არის ვისაც შეეკითხები და დაწვრილებით აგიხსნის? smile.gif


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
damiane80
პოსტი Oct 18 2015, 05:01 PM
პოსტი #460


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,022
რეგისტრ.: 4-March 09
წევრი № 6,599



ციტატა(marine @ Oct 16 2015, 10:40 PM) *

ტაძარში სხვა შენზე განსწავლული მედავითნე არ არის ვისაც შეეკითხები და დაწვრილებით აგიხსნის? smile.gif


...რომ იყოს აქ ხო არ ვიკითხავდიsmile.gifsmile.gifsmile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

26 გვერდი V « < 21 22 23 24 25 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 22nd May 2024 - 02:38 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი