რომელია სამყაროს შექმნის თარიღი, რა არგუმეტები გვაქვს ამაზე ათეისტემის მიმართ |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
რომელია სამყაროს შექმნის თარიღი, რა არგუმეტები გვაქვს ამაზე ათეისტემის მიმართ |
damiane80 |
Jul 15 2009, 11:36 AM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,022 რეგისტრ.: 4-March 09 წევრი № 6,599 |
მოკლედ ხალხნო და ჯამაათნო თემა არის ასეთი, რომელია სამყაროს შექმნის თარიღი. როგორც ვიცი ეკლესიის პოზიცია ამ საკითხზე არის ის, რომ სამყარო შეიქმნა ჩვენს წელთა აღრიცხვამდე დაახლოებით 5508 წელს. საინტერესოა საიდან მოდის ეს გამოთვლა, რამდენად დოგმატურია ეს სწავლება და რა უნდა ვუპასუხოთ იმ ადამიანთა არგუმენტებს, რომლებიც საუბრობენ დინოზავრებზე იურულ პერიოდზე და დედამიწის არსებობის რამოდენიმე მილიონ წლიან ეპოქაზე.
და ბოლოს ეს საკითხი ვფიქრობ ძალიან პრაქტიკული მნიშვნელობისაა, ბევრ მორწმუნეს აბრკოლებს და უარგუმენტოდ ტოვებს ზემოაღნიშნული კამათისას, ამასთან ბევრს არ აძლევს შესაძლებლობას იწამოს ჭეშმარიტი ღმერთი გთხოვთ თქვენ გამოხმაურებებს და არგუმენტირებულ მსჯელობა ამ საკითხზე |
კანონისტი |
Jul 15 2009, 06:33 PM
პოსტი
#2
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
damiane80
ციტატა ანუ საეკლესიო სწავლება სამყაროს შექმნის თარიღზე საერთოდ არ არსებობს???? არა, არ არსებობს. ციტატა მაშინ არც ამ მეცნიერს ექნებოდა არავითარი შიში იმისა, რომ ვიღაც მას არასწორად გაუგებს. ამ მაგალითიდანაც ჩანს, რომ სამყაროს წარმოშობაზე განსხვავებული აზრი, თითქმის ურწმუნოებასთან არის გაიგივებული საზოგადოებაში (ხალხში) და ეს პრობლემაა, რომელსაც სწორად მიდგომა სჭირდება. სამწუხაროდ, ცუდად ჩამოყალიბებული სტერეოტიპის ბრალია. საქმე ისაა, რომ სამყაროს ევოლუციური განვითარებისა თუ მრავალმილიარდიანი ასაკის თაობაზე მეცნიერული შეხედულებები პოსტ-საბჭოთა ერებში თავის დროზე ათეიზმთან და რელიგიასთან ბრძოლის გვერდიგვერდ შემოვიდა. ამის ბრალია ის, რომ ეს იდეები გაიგივდა ათეიზმთან. თორემ, როგორ შეიძლება მორწმუნე შეეწინააღმდეგოს ევოლუციის თეორიას (მე ცხადია, მაიმუნისგან ადამიანის წარმოშობას არ ვგულისხმობ. საერთოდ, თეორიას), როდესაც ეკლესიური სწავლება გარკვევით ამბობს, რომ: ციტატა გ. სამყარო მყისიერად არ წარმოშობილა, იგი თანდათანობით იქმნებოდა უმარტივესიდან რთულისაკენ; -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 5th May 2024 - 12:49 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი