რომელია სამყაროს შექმნის თარიღი, რა არგუმეტები გვაქვს ამაზე ათეისტემის მიმართ |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
რომელია სამყაროს შექმნის თარიღი, რა არგუმეტები გვაქვს ამაზე ათეისტემის მიმართ |
damiane80 |
Jul 15 2009, 11:36 AM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,022 რეგისტრ.: 4-March 09 წევრი № 6,599 |
მოკლედ ხალხნო და ჯამაათნო თემა არის ასეთი, რომელია სამყაროს შექმნის თარიღი. როგორც ვიცი ეკლესიის პოზიცია ამ საკითხზე არის ის, რომ სამყარო შეიქმნა ჩვენს წელთა აღრიცხვამდე დაახლოებით 5508 წელს. საინტერესოა საიდან მოდის ეს გამოთვლა, რამდენად დოგმატურია ეს სწავლება და რა უნდა ვუპასუხოთ იმ ადამიანთა არგუმენტებს, რომლებიც საუბრობენ დინოზავრებზე იურულ პერიოდზე და დედამიწის არსებობის რამოდენიმე მილიონ წლიან ეპოქაზე.
და ბოლოს ეს საკითხი ვფიქრობ ძალიან პრაქტიკული მნიშვნელობისაა, ბევრ მორწმუნეს აბრკოლებს და უარგუმენტოდ ტოვებს ზემოაღნიშნული კამათისას, ამასთან ბევრს არ აძლევს შესაძლებლობას იწამოს ჭეშმარიტი ღმერთი გთხოვთ თქვენ გამოხმაურებებს და არგუმენტირებულ მსჯელობა ამ საკითხზე |
გიორგი |
Jul 18 2009, 02:25 AM
პოსტი
#2
|
მეცნიერი & ხელოვანი ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 |
damiane80
ციტატა როგორია სამყაროსა და ადამიანის შექმნის თარიღზე ეკლესიის პოზიცია, რას ემყარება იგი; არა მგონია ეკლესიის პოზიცია იყოს, რომ ადამიანის (ან სამყაროს) ასაკი 7,000 წელია. ეს თუ ასეა მაშინ ძალიან ცუდად ყოფილა საქმე, რადგან ეს ყველაფერი ნიშნავს: "მე არ მაინტერესებს ნახშირბადით დათარიღების მეთოდები, მე არ მაინტერესებს რადიოაქტიური ელემენტების ნახევრად-დაშლის პერიოდები, მე არ მაინტერესებს შრეებად გეოლოგიური დათარიღების მეთოდები, არც დნმ-ის ანალიზი, მე ვიცი რომ შეუძლებელია ადამიანი 7,000 წელზე მეტი ხნის იყოს და მორჩა" ამგვარი მიდგომა მრევლს დააკარგინებს ეკლესიას. თანაც ტექნიკურ დისციპლინებში განათლებულ მრევლს. მეტი არაფერი იქნება. ფაქტების უარყოფა სხვას არაფერს მოიტანს. ეს რაც შეეხება ადამიანის ასაკს, ხოლო იმის მტკიცება, რომ სამყაროც 7,000 წლის არის, უკვე აბსურდზე მეტია და სასაცილო მდგომარეობაში ჩააყენებს ამის დამწერს და მთქმელს, ეს ნიშნავს, რომ "მე დავბრმავდი და არ მინდა გავიხედო ელექტრონული ტელესკოპში და დავინახო მილიარდობით სინათლის წლით დაშორებული გალაქტიკები". ციტატა რა უნდა ვუპასუხოთ იმ ადამიანთა არგუმენტებს, რომლებიც საუბრობენ დინოზავრებზე იურულ პერიოდზე და დედამიწის არსებობის რამოდენიმე მილიონ წლიან ეპოქაზე. არაფერი. უნდა დავეთანხმოთ და იქვე გავუსწოროთ რომ დედამიწა არამც თუ რამოდენიმე მილიონი წელი, არამედ რამოდენიმე ათასი მილიონი ანუ მილიარდი წელი არსებობს. -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 5th May 2024 - 04:21 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი