IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

6 გვერდი V « < 2 3 4 5 6 >  
Reply to this topicStart new topic
> ასტროლოგიის სიმცდარე, წარმართობიდან-ცაგარელამდე :)
ნონა
პოსტი Mar 31 2010, 08:26 PM
პოსტი #61


მშვიდი სისოვლე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,197
რეგისტრ.: 29-July 09
მდებარ.: ბათუმი
წევრი № 7,322



ციტატა(ქევანა @ Mar 30 2010, 04:23 PM) *

რას ამბობ, მათემატიკაც ზუსტი მეცნიერება და ასტროლოგიაც?

ერთი მეორეს აქტიურად იყენებს სხვა დისციპლინებთან ერთად yes.gif

რამდენადაც ჩემთვის ცნობილია უზუსტეს გამოთვლებს ეყრდნობა ასტროლოგია სანამ ბედ-იღბალს გაგვირჩევდეს smile.gif

პ.ს. რომის იმპერიაში კი დაახლოებით მეოთხე საუკუნემდე მათ არც მეტი არც ნაკლები მათემატიკოსებად მოიხსენიებდნენ biggrin.gif


--------------------
...უფალო, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Mar 31 2010, 08:32 PM
პოსტი #62


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



ამ თემას სახელი შეუცვალეთ თორე მე მრცხვენია ფორუმის მაგივრად biggrin.gif

ან ცაგარელის სიმცდარე დააწერეთ ან რამე ეგეთი...


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნონა
პოსტი Mar 31 2010, 08:52 PM
პოსტი #63


მშვიდი სისოვლე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,197
რეგისტრ.: 29-July 09
მდებარ.: ბათუმი
წევრი № 7,322



Atman
ციტატა
ეს ჩვენი გონებისთვისაა რთულად გასაგები, თორე იყვნენ ადამიანები, რომლებთან შედარებით აინშტაინი და ლეონარდოც დილეტანტები იყვნენ. მათ გააჩნდათ ერთიანი ცოდნა და ვერ დაარქმევდი ამ ცოდნას ვერც მათემატიკას და ვერც ფიზიკას. ყველაფერს მოიცავდა და ყველაფერს იტევდა და მოდიოდა მთავარი ცოდნიდან, რასაც ღმერთის სიყვარული ჰქვია... ამ სიყვარულის დაკარგვასთან ერთად ცოდნაც მისუსტდა და ნაწილებად დაიყო.

ამ ადამიანების დასახელება ხომ შეგიძლია? smile.gif

და საიდან ასკვნი (შენ ან სხვა), რომ ასეთი "უცნაური ყოვლისმცოდნეობის" საწყისი და გზა უფალშია? unsure.gif


ნეტარი ავგუსტინე, რომელიც თავისი სექტანტობის პერიოდში ასტროლოგიით იყო გატაცებული, ერთგან თავის აღსარებანში უფალს მიმართავს: "ისინი ამბობენ: ზეცამ ასე ინება, რომ უთუოდ უნდა სცოდო; ანდა ეს ვენერას საქმეა, ანდა მარსისა, ანდა სატურნისა... მაშასადამე, თუ კაცს რომელი სხვა არა არის რა, თუ არა ხორცი, სისხლი და ქედმაღალი ხრწნილება, ვერავითარ ბრალს ვერ მივაწერთ, მაშინ ბრალი თვითონ შემოქმედს, ცისა და ციურ მნათობთა გამრიგეს ედება."
იქვე აქვს აღწერილი მისი საუბარი იმჟამად წარმატებულ ექიმთან, თუმცა წარსულში ცნობილ ასტროლოგთან, რომელიც ავგუსტინეს კითხვას - თუ რა უნდა იყოს მიზეზი ასტროლოგთა მტავალი წინასწარმეტყველების აღსრულებისა - ასეთი მაგალითით პასუხობს:
- პოეტის წიგნი რომ აიღო და ალალბედზე გადაშალო სამკითხაოდ, მიუხედავად იმისა რომ მისი ავტორი მხოლოდ თავის საკუთარ თემას ავითარებდა და საკუთარ მიზანს ისახავდა, - შეიძლება გამაოგნებელი სიზუსტით წააწყდე, გამაოგნებელი სიზუსტით რომ შეესატყვისება შენთვის საინტერესო საკითხს.

dry.gif


--------------------
...უფალო, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Mar 31 2010, 09:06 PM
პოსტი #64


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



ნონა
ციტატა
ამ ადამიანების დასახელება ხომ შეგიძლია?


არსებობდნენ უდიდესი ბრძენები რამდენიმე საუკუნის წინ: ჰერაკლიტე (თუმცა მასზე დაბეჯითებით ვერ ვიტყვი რამდენად ძლიერი იყო ასტროლოგიაში), აპოლონიუს ტიანელი, გაცილებით უფრო ადრე კი ბრძენი ნარადა, ჰიმალაებში იყვნენ კიდე, მეტი სახელი ახლა არ მახსენდება, თუ ძალიან გინდა მოგიძებნი, მაგრამ არაფერს გეტყვის ეს სახელები smile.gif

ციტატა
ნეტარი ავგუსტინე, რომელიც თავისი სექტანტობის პერიოდში ასტროლოგიით იყო გატაცებული, ერთგან თავის აღსარებანში უფალს მიმართავს: "ისინი ამბობენ: ზეცამ ასე ინება, რომ უთუოდ უნდა სცოდო; ანდა ეს ვენერას საქმეა, ანდა მარსისა, ანდა სატურნისა... მაშასადამე, თუ კაცს რომელი სხვა არა არის რა, თუ არა ხორცი, სისხლი და ქედმაღალი ხრწნილება, ვერავითარ ბრალს ვერ მივაწერთ, მაშინ ბრალი თვითონ შემოქმედს, ცისა და ციურ მნათობთა გამრიგეს ედება."იქვე აქვს აღწერილი მისი საუბარი იმჟამად წარმატებულ ექიმთან, თუმცა წარსულში ცნობილ ასტროლოგთან, რომელიც ავგუსტინეს კითხვას - თუ რა უნდა იყოს მიზეზი ასტროლოგთა მტავალი წინასწარმეტყველების აღსრულებისა - ასეთი მაგალითით პასუხობს: - პოეტის წიგნი რომ აიღო და ალალბედზე გადაშალო სამკითხაოდ, მიუხედავად იმისა რომ მისი ავტორი მხოლოდ თავის საკუთარ თემას ავითარებდა და საკუთარ მიზანს ისახავდა, - შეიძლება გამაოგნებელი სიზუსტით წააწყდე, გამაოგნებელი სიზუსტით რომ შეესატყვისება შენთვის საინტერესო საკითხს.


ამაზე მგონი გასაგებად ავხსენი წინა გვერდზე. პლანეტები მოქმედებენ ჩვენზე, სანამ ღმერთის მორჩილები არ ვართ, მერე აღარ მოქმედებენ. ახლაც არიან ინდოეთში დიდი ასტროლოგები, რომლებიც მაღალი სიზუსტით გეტყვიან მომავალს (მომავლის იმ მიმართულების მიხედვით, რომელიც ამ მომენტშია შენში), თუმცა იმასაც გეტყვიან რომ შეგიძლია ამ მომავლის შეცვლა და რჩევებსაც მოგცემენ. მეცნიერებაა ეს და არა მკითხაობა. ამ ფორუმის სათნო წარმომადგენლებზე პლანეტები ნაკლებად მოქმედებენ smile.gif

მეც კი შემიძლია ხასიათის თვისებები განვსაზღვრო ადამიანის, ოღონდ უფრო ნუმეროლოგიით და დაბალ დონეზე biggrin.gif თუ ვინმეს სურვილი ექნება მითხრას დაბადების ზუსტი თარიღი და ვეტყვი მის შესახებ რაღაცეებს (ოღონდ თუ არ დამეზარა ლექციების მოსმენა. არქივში მაქვს ლექციები ნუმეროლოგიაზე. ზეპირად ცუდად მახსოვს ზოგი რიცხვი და პლანეტა smile.gif )
თუ არ დამეზარა ცოტათი ვედური ქირომანტიის სწავლასაც ვაპირებ. სხვათა შორის მარცხენა ხელი წარსულია და მარჯვენა მომავალი, ხაზები კი დადასტურებული ფაქტია რომ მარჯვენა ხელზე ხშირად იცვლება, მარცხენაზე კი თითქმის არ იცვლება (ანუ წარსული უცვლელია, მომავლის შეცვლა კი შეიძლება).


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნონა
პოსტი Mar 31 2010, 09:19 PM
პოსტი #65


მშვიდი სისოვლე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,197
რეგისტრ.: 29-July 09
მდებარ.: ბათუმი
წევრი № 7,322



ციტატა
პლანეტები მოქმედებენ ჩვენზე, სანამ ღმერთის მორჩილები არ ვართ, მერე აღარ მოქმედებენ.

002.gif
გაიხარე, სწორედ რომ ეგ ფრაზაა მთელი ამ თემის ფასი ჭეშმარიტება smile.gif

ღმერთს როცა არ ემორჩილები აბა ვის ემორჩილები?
თუ ასტროლოგიას თავისი შესაძლებლობანი მხოლოდ უფლის ურჩზე შეუძლია გამოავლინოს, ვისი ყოფილა იგი?
და რაღა გვაკვირვებს მაშინ რომ ეკლესია მას გმობს?

ახლა თავიანთი უფალი სატანისტებსაც კი უსრულებს რაღაც-რაღაცეებს (სანამ ნებას დართავს იგიsmile.gif )



ციტატა
თუ ძალიან გინდა მოგიძებნი, მაგრამ არაფერს გეტყვის ეს სახელები

სახელები რომელიც არაფერს მეტყვის აინშტაინზე და დიდი გონებისაა?!
ცხადია არაფერია ამაში შეუძლებელი თუმცა მიზეზის ცოდნაც არ იქნებოდა ინტერესსმოკლებული...



--------------------
...უფალო, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Mar 31 2010, 09:28 PM
პოსტი #66


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



ნონა

აუფ! მთლად არასწორად გაიგე ახლა biggrin.gif

ციტატა
თუ ასტროლოგიას თავისი შესაძლებლობანი მხოლოდ უფლის ურჩზე შეუძლია გამოავლინოს, ვისი ყოფილა იგი?და რაღა გვაკვირვებს მაშინ რომ ეკლესია მას გმობს?


მაია და მატერიალური სამყარო გაგიგია რა არის? biggrin.gif ციხეზე რო მოვიყვანე მაგალითი იმას კი არ ნიშნავს რომ ციხის ზედამხედველები ეშმაკის მოციქულები არიან. ციხეში დამნაშავეები ზიან და ზედამხედველები თავის მოვალეობას ასრულებენ. არც ბოროტები არიან და არც კეთილები. მზეზე დიდხანს თუ იდგები დაგწვავს და შენი ბრალია თუ მზის? დაჟე ცაგარელიც კი სწორად ამბობს ხშირად: "ვინც გაფრთხილებულია ის შეიარაღებულია!" biggrin.gif

თან ვედური ასტროლოგია ცოტა სხვა რაღაცაა და ბევრი რაღაცის ახსნა მომიწევს ეგ რომ კარგად გავშიფრო.

ციტატა
სახელები რომელიც არაფერს მეტყვის აინშტაინზე და დიდი გონებისაა?!


ხალხს გონია რომ ისტორია ბერძნული მითოლოგიით იწყება და მანამდე ქვის ხანა იყო. რაღა უნდა ვილაპარაკო... ყველაზე ძველი ცოდნა, რომელიც ჩვენამდე შემორჩა ვედებია. გაეცანი და ნაცნობი გახდებიან შენთვის ეს პიროვნებები. დასავლეთში არ იცნობენ თორე აღმოსავლეთში ყველა ისტორიაში და ვედებში ცოტა ჩახედულმა იცის ისინი.

ციტატა
ახლა თავიანთი უფალი სატანისტებსაც კი უსრულებს რაღაც-რაღაცეებს (სანამ ნებას დართავს იგი )


რა შუაშია ასტროლოგიასთან სატანა? blink.gif

კაი ხო ვწყვეტ კამათს, ძალიან ცალმხრივად უდგები საკითხს.


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნონა
პოსტი Mar 31 2010, 09:32 PM
პოსტი #67


მშვიდი სისოვლე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,197
რეგისტრ.: 29-July 09
მდებარ.: ბათუმი
წევრი № 7,322



ციტატა(Atman @ Mar 31 2010, 09:28 PM) *

ნონა

აუფ! მთლად არასწორად გაიგე ახლა biggrin.gif
მაია და მატერიალური სამყარო გაგიგია რა არის?

აარაა smile.gif
შენ რასაც გულისხმობ მივხვდი მაგას
მაგრამ შენ რასაც ხედავ მაგ სიტყვებში მე იგივე აზრი არ მეკითხება მანდ a075.gif

სხვათაშორის ეს სულაც არ მაკვირვებს
თანაც ასტროლოგიაში დილეტნტიც არა ვარ მთლად, ავბედით პერიოდში ჭეშმარიტების ღაღადისი მეგონა sad.gif sad.gif sad.gif

ჰო რაც შეეხება ვედებს მათზე არასოდეს ვკითხულობდი და არც ახლა ჩამიტარო ლექცია ძალიან გთხოვ, ისედაც ბევრი ხარახურა მიმძიმებს მომცრო თავს laugh.gif laugh.gif laugh.gif


--------------------
...უფალო, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
terra
პოსტი Mar 31 2010, 10:48 PM
პოსტი #68


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,231
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,398



ციტატა(Atman @ Mar 31 2010, 09:28 PM) *

რა შუაშია ასტროლოგიასთან სატანა? blink.gif


http://www.orthodoxy.ge/apologetika/astrologia.htm


--------------------
უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Apr 1 2010, 06:36 AM
პოსტი #69


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



ციტატა


არ უნდა დავბრუნებულიყავი რა! არაა აქ ჩემი ადგილი! sad.gif

ხშირად სიბნელე სინათლეში გერევათ!

გეთანხმებით რომ არსებობენ ცრუ წინასწარმეტყველები, თანაც ძალიან ბევრი (ზოგი არაპროფესიონალიზმის, ზოგი კი არ ვიცი რის გამო) მაგრამ ეს ოდნავაც არ აკნინებს ასტროლოგიის, როგორც მეცნიერების ღირსებას. ფიზიკის ბრალი არაა რომ ფიზიკოსებმა ატომური ბომბი შექმნეს!

მე არ მოგიწოდებთ ასტროლოგთან მისვლისკენ, იმიტომ რომ ღირსეული ასტროლოგები თითქმის აღარ არიან და მითუმეტეს საქართველოში, მაგრამ თავი დაანებეთ ასტროლოგიის, როგორც მეცნიერების ბრმა კრიტიკას!


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Apr 1 2010, 01:44 PM
პოსტი #70


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



Atman
თავისებური გიჟი ხარ laugh.gif kiss1.gif

დაეტიე! ვინ გიშვებს? gio.gif
მე არ, ხოდა მაუსი არ გაადგა აქედან! rolleyes.gif

ციტატა
კი, ნუმეროლოგია მაგალითად ასტროლოგიის მათემატიკური გამოხატულებაა..

ეს არ ვიცოდი, წავალ გავარკვევ უფრო დაწვრილებით mze.gif


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
terra
პოსტი Apr 1 2010, 10:12 PM
პოსტი #71


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,231
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,398



ციტატა(Atman @ Apr 1 2010, 06:36 AM) *

ღირსეული ასტროლოგები

biggrin.gif biggrin.gif ამაზე თავი ვეღარ შევიკავე.

მომიტევე..



--------------------
უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Apr 2 2010, 07:48 AM
პოსტი #72


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



ასტროლოგის მთავარი ღირსება ის უნდა იყოს რომ ღმერთამდე უნდა მიგიყვანოს და გასწავლოს, რომ პლანეტები და კარმა მხოლოდ მანამ მოქმედებენ ჩვენზე, სანამ ვჯიუტობთ და ღმერთისგან "დამოუკიდებლად" ცხოვრება გვინდა.

ასტროლოგ მხოლოდ ბედის დინების მიმართულებას გვეუბნება და გვასწავლის რომ ამ მიმართულების შეცვლა შესაძლებელია. მიგვითითებს ჩვენი ხასიათის უარყოფით მხარეებზე. ეს არაა უმაღლესი ცოდნა, რომელიც გაგვანთავისუფლებს, მაგრამ არა მგონია ბევრი იყოს ისეთი ადამიანი, რომელიც ამ ცოდნაზე მაღლა დგას თავისი განვითარებით და "ვარსკვლავებს ეთამაშება". სანამ წაეთამაშები ვარსკვლავს, ჯერ უნდა დააკვირდე და შეისწავლო biggrin.gif

და კიდევ მთავარი: პლანეტები მოქმედებენ არა ჩვენზე, არამედ ჩვენს გონებაზე, ხასიათზე, განწყობაზე, побуждения-ზე, მაგრამ ჩვენ სული ვართ და არა გონება. უბრალოდ ვინც სუსტია ადვილად ექცევა გონების გავლენის ქვეშ, შესაბამისად პლანეტების გავლენის ქვეშაც...

ასტროლოგიას იუმორით უნდა შეხედო, მაგრამ არა ცინიზმით და დაცინვით, მითუმეტეს როცა არაფერი გვესმის მასზე და მხოლოდ "სარკე"-დან და "ეძიე ვარსკვლავი შენი"-დან გაგვიგია მასზე smile.gif

ასტროლოგების (და არა ასტროლოგიის) მთავარი სიმცდარე კი იმაშია, რომ ღმერთისკენ კი არა მატერიალური, "სულიერი", ან ფიზიკური (ვგულისხმობ განმრთელობას) კეთილდღეობისკენ მიმართას ადამიანის ყურადღებას და ნაკლებად ღმერთისკენ. დასავლეთში ასტროლოგი გეუბნება: იმისთვის რომ ამა და ამ პლანეტის ცუდი ზეგავლენა მოგეხსნას ჩაიცვი ეს ფერი, გაიკეთე ეს ა და ეს ძვირფასი ქვა, მიაქციე ყურადღება ხასიათის ამა და ამ შტრიხებს. აღმოსავლეთში კი (სადაც უფრო მეტი ნორმალური ასტროლოგი მოიძებნება) გეუბნებიან: ილოცე, იარე ტაძარში, თაყვანი ეცი ღმერთს, გაიღე მოწყალება და ა.შ. თუმცა ხშირად ადამიანზეცაა დამოკიდებული, რას ეუბნება ასტროლოგი. თუ მე იმ მოტივით მივდივარ, როგორ გავხდე მდიდარი, რა თქმა უნდა ასტროლოგიც მეტ აქცენტს ამაზე მიკეთებს. თუ მე ვეუბნები რომ სულიერი განვითარება მინდა, შესაბამის რჩევებს მაძლევს. ძველად ასტროლოგი, ექიმი და სულიერი მოძღვარი ერთ პიროვნებაში იყო ხოლმე გაერთიანებული და არ არსებობდა ცნება: მხოლოდ ასტროლოგის ან მხოლოდ ექიმის, მითუმეტეს კარდიოლოგის და ა.შ. ვიწრო სპეციალიზაციებით. ეს დასავლური "ცივილიზაციის" და დაბალგანვითარებული აზროვნების შედეგია.


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
terra
პოსტი Apr 2 2010, 01:06 PM
პოსტი #73


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,231
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,398



ციტატა
ასტროლოგის მთავარი ღირსება ის უნდა იყოს რომ ღმერთამდე უნდა მიგიყვანოს და გასწავლოს, რომ პლანეტები და კარმა მხოლოდ მანამ მოქმედებენ ჩვენზე, სანამ ვჯიუტობთ და ღმერთისგან "დამოუკიდებლად" ცხოვრება გვინდა.


ღმერთამდე მიმყვანებელი, მაცხოვნებელი და განღმრთობის საწინდარი, მე მხოლოდ ერთი ვიცი - მართლმადიდებლობა,
იესოს მოძღვრება, ჩვენი წინაპრების მრავალსაუკუნეობრივი და განუხრელი აღმსარებლობა.
და არა ასტროლოგია.
კარმაზე და მეტემფსიქოზზე სიტყვას აღარ გავაგრძელებ. მრავალჯერ გადაღეჭილი თემაა.

ციტატა
და კიდევ მთავარი: პლანეტები მოქმედებენ არა ჩვენზე, არამედ ჩვენს გონებაზე, ხასიათზე, განწყობაზე, побуждения-ზე, მაგრამ ჩვენ სული ვართ და არა გონება. უბრალოდ ვინც სუსტია ადვილად ექცევა გონების გავლენის ქვეშ, შესაბამისად პლანეტების გავლენის ქვეშაც...


აქ ცთომილებაა. სწორედ სული არის მოაზროვნე სუბსტანცია, ის, რაც ცხოველებს არ აქვთ და
შესაბამისად, მხოლოდ ინსტინქტების დონეზე მოქმედებენ და არა გააზრებულად და გაცნობიერებულად.
იმედია არავის ჰგონია, რომ გონება - ტვინია, თავის ქალაში დაცული ცხიმის, ცილის და ნეირონების კონგლომერატი.

ციტატა
ასტროლოგიას იუმორით უნდა შეხედო, მაგრამ არა ცინიზმით და დაცინვით, მითუმეტეს როცა არაფერი გვესმის მასზე და მხოლოდ "სარკე"-დან და "ეძიე ვარსკვლავი შენი"-დან გაგვიგია მასზე smile.gif


ასტროლოგიას ვერანაირად შევხედავ იუმორით, რადგან ის არის მცდარი მოძღვრება, რომელიც ქრისტიანის და
ზოგადად ადამიანის სულს აშორებს ჭეშმარიტებას. და არც ისეა საქმე, რომ სალონური თუ ბულვარული ასტროლოგიის გარდა
სხვა არაფერზე გაგვეგოს და წაგვეკითხოს.
აქ როგორაა იცი საქმე?! - სახლის ყიდვას რომ აპირებს ადამიანი, სადაც უნდა იცხოვროს,
დაიწყებს იგი კარ-ფანჯრის და კოსმეტიკის თვალიერებას, თუკი აღმოაჩინა, რომ სახლს, საძირკველი აქვს
ჩამოშლილი, დაზიანებული, სარდაფში წყალი დგას და სახლი საცხოვრებლად არ გამოდგება?
ასევეა ასტროლოგია. რაც უნდა ლამაზი და მიმზიდველი იყოს იგი, საფუძველშივე არის დაზიანებული და გამოუსადეგარი.


ციტატა
აღმოსავლეთში კი (სადაც უფრო მეტი ნორმალური ასტროლოგი მოიძებნება) გეუბნებიან: ილოცე, იარე ტაძარში, თაყვანი ეცი ღმერთს, გაიღე მოწყალება და ა.შ.


როგორი ლოცვა? რომელ ტაძარში? რომელ ღმერთს?
მანტრა და აღმოსავლური ლოცვითი სისტემები, ვერასდროს იქნება ქრისტიანისთვის ლოცვა.
ვერც ბუდისტური თუ კრიშნაიდული ტაძრები იქნება მისთვის ჭეშმარიტი უფლის სამყოფელი.
ღმერთი ერთია? იესოც და ისიც, ვისიც სწამთ აღმოსავლელებს? არა!!
მოწყალებაც არაფრის მომტანია ადამიანისთვის, თუ ჭეშმარიტ აღმსარებლობაზე არ დგას იგი.

ჩვენი და ჩვენი წინაპრების აღმზრდელი წმინდა წერილი გარკვევით, ნათლად და ერთმნიშვნელოვნად გვეუბნება, რომ :
,,ყოველნი ღმერთნი წარმართთანი ეშმაკ არიან’’.
და შენ გინდა თქვა, რომ წმინდა წერილში რამე ცთომილებაა? არაა იგი სულიწმიდის კარნახით დაწერილი?

ჩვენი წინაპრები სისხლს ღვრიდნენ და მოწამეობრივად აღესრულებოდნენ თავიანთი აღმსარებლობისთვის და
ამით არაამქვეყნიური ნათლის გვირგვინებს მოიპოვებდნენ.
და ეხლა, ჩვენთვის სულ ერთია ეს ყველაფერი?


--------------------
უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Apr 2 2010, 03:58 PM
პოსტი #74


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



terra

ციტატა
როგორი ლოცვა? რომელ ტაძარში? რომელ ღმერთს?მანტრა და აღმოსავლური ლოცვითი სისტემები, ვერასდროს იქნება ქრისტიანისთვის ლოცვა.ვერც ბუდისტური თუ კრიშნაიდული ტაძრები იქნება მისთვის ჭეშმარიტი უფლის სამყოფელი.ღმერთი ერთია? იესოც და ისიც, ვისიც სწამთ აღმოსავლელებს? არა!!მოწყალებაც არაფრის მომტანია ადამიანისთვის, თუ ჭეშმარიტ აღმსარებლობაზე არ დგას იგი.ჩვენი და ჩვენი წინაპრების აღმზრდელი წმინდა წერილი გარკვევით, ნათლად და ერთმნიშვნელოვნად გვეუბნება, რომ :,,ყოველნი ღმერთნი წარმართთანი ეშმაკ არიან’’.და შენ გინდა თქვა, რომ წმინდა წერილში რამე ცთომილებაა? არაა იგი სულიწმიდის კარნახით დაწერილი?ჩვენი წინაპრები სისხლს ღვრიდნენ და მოწამეობრივად აღესრულებოდნენ თავიანთი აღმსარებლობისთვის და ამით არაამქვეყნიური ნათლის გვირგვინებს მოიპოვებდნენ.და ეხლა, ჩვენთვის სულ ერთია ეს ყველაფერი?


002.gif კარგი ხო დაწყნარდი... ცრემლი მომადგა თვალზე კინაღამ biggrin.gif
კარგია ასეთი ერთგული მართლმადიდებელი რომ ხარ, მაგრამ მაინც ბრმად განიკითხავ ასტროლოგიას. მართლმადიდებლურ შეხედულებას იცავ და ბოლომდე იზიარებ. შენი გამოცდილება და ცოდნა კი არასაკმარისია ასტროლოგიასთან დაკავშირებით. მართლმადიდებლობის შეხედულება ყველამ ვიცით. მე შევეცადე რაღაც ახალი შემომეთავაზებინა. სხვა მიმართულების შეხედულება. მიიღებთ თუ არა ეგ უკვე თქვენი საქმეა. ღმერთს კი არანაირად არ ეწინააღმდეგება ასტროლოგია. მისი არასწორად გაგება და გამოყენება ეწინააღმდეგება ღმერთს.

სხვა რელიგიებს მოდი შევეშვათ. ყველას თავისი რელიგია უნდა ეგონოს ყველაზე ჭეშმარიტი. ეს ბუნებრივია, მაგრამ ცოოოოტა ფრთხილად ვიყოთ სხვების განკითხვასთან დაკავშირებით.


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
terra
პოსტი Apr 2 2010, 04:54 PM
პოსტი #75


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,231
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,398



ციტატა(Atman @ Apr 2 2010, 03:58 PM) *

ცოოოოტა ფრთხილად ვიყოთ სხვების განკითხვასთან დაკავშირებით.


მე არ განვიკითხავ. smile.gif))
უფალია განმკითხველი, შურისმგებელი და თავად მიაგებს მათ, ვინც მას მტრობენ.
ასე წერია საღმრთო წერილში.


--------------------
უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Apr 2 2010, 05:02 PM
პოსტი #76


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



terra

ციტატა
მე არ განვიკითხავ. ))უფალია განმკითხველი, შურისმგებელი და თავად მიაგებს მათ, ვინც მას მტრობენ.ასე წერია საღმრთო წერილში.


ჰოდა ძალიან კარგი smile.gif მე არ ვარ მართლმადიდებელი ფორმით, მაგრამ უფალს არ ვმტრობ. პირიქით, ვცდილობ რაც შეიძლება მეტად შემიყვარდეს, და თუ რამე შემეშლება ვიცი რომ დამსჯის (საბედნიეროდ) smile.gif

მაგრამ დაე დამსაჯოს, მაინც ვიტყვი რომ მხოლოდ მართლმადიდებლობა არაა ჭეშმარიტი რელიგია! biggrin.gif


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Apr 10 2010, 03:41 PM
პოსტი #77


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518





რას იტყვით, გაზიაროთ ჭეშმარიტი ასტროლოგიის საფუძვლებს (მოკლედ რა თქმა უნდა) თუ არ ღირს ამ ფორუმზე? smile.gif


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
.ნინო
პოსტი Apr 10 2010, 04:38 PM
პოსტი #78


ნინო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,842
რეგისტრ.: 29-December 06
წევრი № 765



Atman

ციტატა
რას იტყვით, გაზიაროთ ჭეშმარიტი ასტროლოგიის საფუძვლებს (მოკლედ რა თქმა უნდა) თუ არ ღირს ამ ფორუმზე?


ღმერთის გმობას თუ არ აპირებ, დაიწყე, მაგრამ "საშინელი ბრძოლისთვის" მოემზადე. a075.gif


--------------------
აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევა ჯვარითა ბარბაროსთა ზედა ღვთივდაცულსა ერსა შენსა მოანიჭე და ერი შენი საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ, უფალო, დიდება შენდა.

საქართველო იქნება მთლიანი!

ნებით ქართველი არ თმობს საშობლოს, განა ადვილი დასათმობია...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Apr 10 2010, 06:32 PM
პოსტი #79


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



.ნინო
ციტატა
ღმერთის გმობას თუ არ აპირებ, დაიწყე, მაგრამ "საშინელი ბრძოლისთვის" მოემზადე.



ღმერთის გმობა რატო უნდა დავიწყო? ასტროლოგია ღმერთის გმობაა? huh.gif


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
aamirani
პოსტი Jan 9 2012, 12:36 AM
პოსტი #80


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 84
რეგისტრ.: 8-January 12
წევრი № 11,924





არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)



რა აქვს საერთო ასტროლოგიას ქრისტიანობასთან?

http://martlmadidebloba.ge/sacdurebi20.html

http://martlmadidebloba.ge/sacdurebi20.html
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

6 გვერდი V « < 2 3 4 5 6 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 16th April 2024 - 10:40 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი