თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ღვთისმსახურება _ საკმეველს რა სიმბოლური დატვირთვა აქვს?

პოსტის ავტორი: lch თარიღი: Mar 28 2009, 02:44 PM

მაინტერესებს რა სიმბოლური დატვირთვა აქვს საკმეველს (კმევას) და რამდენად აუცილებელია სახლში (ხატებთან, ოთახებში და ა.შ.) კმევა (რა თქმა უნდა არა მღვდლის საცეცხლურით)?...

პოსტის ავტორი: ავგუსტინე თარიღი: Mar 28 2009, 04:58 PM

lch

სულიწმიდის სიტკბოებას მოასწავებს, ნახშირზე დადებული საკმეველი სიმბოლოა ცხელი გულიდან შეწირული ლოცვის smile.gif

თუ გინდა საცეცხლურის სიმბოლიკასაც გეტყვი smile.gif

პოსტის ავტორი: lch თარიღი: Mar 28 2009, 05:43 PM

ციტატა(ავგუსტინე @ Mar 28 2009, 05:58 PM) *

lch

სულიწმიდის სიტკბოებას მოასწავებს, ნახშირზე დადებული საკმეველი სიმბოლოა ცხელი გულიდან შეწირული ლოცვის smile.gif

თუ გინდა საცეცხლურის სიმბოლიკასაც გეტყვი smile.gif


აა, გასაგებია... და სახლის პირობებში, ერისკაცისთვის თუ არის მიღებული რო დააკმიოს ხატებთან, მთელს სახლში, ანდა თავის ოთახში და ა.შ.
ანუ მე მაინტერესებს, ეგ სიმბოლიკა და დატვირთვა მხოლოდ მღვდლის მიერ ნაკმევს (საცეცხლურით) მიეცემა თუ იგივე შეგვიძლია ვთქვათ დასადგამი სასაკმევლიდან ნაკმევზეც...

საცეცხლურის სიმბოლიკაზეც გვითხარი რამე და ცოტა უფრო ვრცლად, თუ შეიძლება ... smile.gif

პოსტის ავტორი: ავგუსტინე თარიღი: Mar 28 2009, 06:30 PM

lch

საერთოდ ბიზანტიურ ღვთისმსახურებაში, ანუ ბიზანტიურ წესში, კმევა (ვგულისხმობ საცეცხლურის უკნიდან წინ გატყორცნას) სასულიერო პირის პრეროგატივაა. თუმცა ეს არ ეხება ე.წ "დასხმას" ანუ მყარ ზედაპირზე დადებული ნახშირის ხატებთან მოთავსებასა და ზედ საკმევლის დადებას.

საცეცხლურის სიმბოლიკა:

IPB-ს სურათი

საცეცხლური შედგება ზედა და ქვედა ნაწილისგან, ზედა ნაწილის ზევით აქაჩვით, კვამლი იფრქვევა ჰაერში.

ქვედა ნაწილი (სადაც მოთავსებულია გახურებული ნახშირი და საკმეველი) სიმბოლოა მებრძოლი ეკლესიისა, რომელიც თავის გულმხურვალებას გზავნის ზეციურ ეკლესიაში (საცეცხლურის მეორე ნაწილი)

ხოლო ჯაჭვებზე დამაგრებული ჟღარუნები, განასახიერებს ეკლესიის გალობას უფლისადმი smile.gif

ჩვენთან ნაპოვნია საცეცხლურები, რომლებიც წააგავს ჭიქას, ანუ აქვს ყური და არ აქვს ჯაჭვი...

საცეცხლური ლათინებშიც არსებობს და აქტიურად გამოიყენება:

IPB-ს სურათი



პოსტის ავტორი: lch თარიღი: Mar 28 2009, 08:11 PM

ავგუსტინე
გაიხარე... მადლობა...




პ.ს.

ციტატა
საცეცხლური ლათინებშიც არსებობს და აქტიურად გამოიყენება:

მათი ხსენების გარეშე ვერ ძლებ შენ ... biggrin.gif

ისე კმევის უცნაური მეთოდი აქვთ მაგათ - ჯაჭვების შუაში აქვთ ხელი მოკიდებული და ჩვენებს კი ჟაჭვის ბოლოზე არსებული რგოლებით უჭირავთ საცეცხლური... smile.gif

პოსტის ავტორი: ავგუსტინე თარიღი: Mar 28 2009, 09:25 PM

ციტატა
ისე კმევის უცნაური მეთოდი აქვთ მაგათ - ჯაჭვების შუაში აქვთ ხელი მოკიდებული და ჩვენებს კი ჟაჭვის ბოლოზე არსებული რგოლებით უჭირავთ საცეცხლური...


ვერ დათვლი იმდენი სტილი არსებობს კმევის, თუნდაც მართლმადიდებელ ეკლესიაში biggrin.gif ბერძნული ეკლესიების რაღაც ნაწილი, სწორედ ასე, უწმინდესი ბენედიქტეს მსგავსად აკმევს smile.gif აღსანიშნავია ისიც, რომ ლათინებში სტიქაროსანსაც შეუძლია კმევა.


ციტატა
მათი ხსენების გარეშე ვერ ძლებ შენ ...


biggrin.gif

პოსტის ავტორი: llaasshhaa თარიღი: Apr 4 2009, 09:16 PM

ძალიან მიყვარს საკმეველი და დანთების პროცესი smile.gif wub.gif ნახშირის შხრიალი და შემდეგ სასიამოვნო სურნელები smile.gif

პოსტის ავტორი: ავგუსტინე თარიღი: Apr 4 2009, 09:25 PM

ციტატა
ძალიან მიყვარს საკმეველი და დანთების პროცესი ნახშირის შხრიალი და შემდეგ სასიამოვნო სურნელები


მერე?

პოსტის ავტორი: llaasshhaa თარიღი: Apr 4 2009, 09:36 PM

ციტატა
მერე?


ნახშირის სუნიც მიყვარს

პოსტის ავტორი: lch თარიღი: Apr 5 2009, 04:34 PM

ციტატა
ნახშირის სუნიც მიყვარს


და მერე?..

პოსტის ავტორი: llaasshhaa თარიღი: Apr 7 2009, 12:52 AM

ციტატა
და მერე?..

შენც მიყვარხარ და ეს ფორუმიც jump.gif jump.gif jump.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 4 2015, 07:24 PM

"ღვთისმსახურებაში არსებობს სრული კმევა, რომელიც მთლიან ტაძარს მოიცავს, და მცირე კმევა, როდესაც უკმევენ საკურთხეველს, კანკელს და ამბიონიდან - მლოცველებს.

როდესაც უკმევენ წმინდა საგნებს - ხატებს, ტაძარს, ამით ჯეროვან პატივს მიაგებენ ღმერთს.

როდესაც ხალხს უკმევენ, ეს მოწმობს, რომ ყოველ მორწმუნეში სულიწმინდა იმყოფება,როგორც ღვთის ხატების მატარებელში.

ტრადიციის მიხედვით კმევის საპასუხოდ მიღებულია თავის მოდრეკა".

პოსტის ავტორი: წახწახა თარიღი: May 9 2015, 03:53 AM

ციტატა
როდესაც უკმევენ წმინდა საგნებს - ხატებს, ტაძარს, ამით ჯეროვან პატივს მიაგებენ ღმერთს.

რამდენი საუკუნეა რაც კერპთაყვანისმცემლები ვართ?

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 9 2015, 11:34 AM

ციტატა(წახწახა @ May 9 2015, 04:53 AM) *

რამდენი საუკუნეა რაც კერპთაყვანისმცემლები ვართ?


საქართველოში ხატმებრძოლობა არასოდეს ყოფილა!

პოსტის ავტორი: Zukazuka314 თარიღი: May 11 2015, 07:23 PM

ციტატა(marine @ May 9 2015, 11:34 AM) *

საქართველოში ხატმებრძოლობა არასოდეს ყოფილა!


შეილება რა ც წახწახამ დაწერა მართალი იყოს? რაგაც ვამსგავსებ თUნდაც ამას...(მამაო რომ ხატებს უკმევს...) ხატებსაც მგონია და ჯვარიც რომ რაგაც კერპთაყვანისცემლობას გავს... კერპმთაყვანისცემლებსაც ხომ ჰქონდათ საკმევლები

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 31 2017, 10:30 AM

"საკმევლის სურნელი სულიერ ტკივილს კურნავს, ადამიანს სიმშვიდისა და დაცულობის გრძნობას ანიჭებს. გარდა ამისა, საკმეველი ხელს უშლის მიკრობების გამრავლებას ჰაერში, წყალში და რაც მთავარია, ორგანიზმში!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 31 2017, 10:49 AM

"ფილტვებიდან ორგანიზმში შეღწეულ უმცირეს ნაწილაკებს წარმოდგენელი გამაჯანსაღებელი ეფექტი აქვს! საკმეველის კვამლში შემავალი ნივთიერებები ამარცხებენ სტრესს, ნევროზს, პანიკურ შეტევებსა და უძილობას".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 1 2017, 10:33 AM

"საკმევლის სურნელი აძლიერებს მეხსიერებას. შუა საუკუნეების ხანის ექიმი, ამირდოვლატ ამასიაცი წერდა: "ცხელი და მშრალი ბუნების წყალობით საკმველი მეხსიერებას აძლიერებს, გულმავიწყობას კურნავს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 2 2017, 12:43 PM

"მონასტრებში ძველთაგანვე ჯანმრთელობის გასაკაჟებლად საკმეველზე დაყენებულ წყალს სვამდნენ. საკმევლის კმევით შეპყრობილ ავადმყოფებს კურნავდნენ. საკმეველი ხომ, როგორც ლოცვა, უფრო სულის წამალია ვიდრე ხორცის. მაღალ ტემპერატურაზე ფისი ბიოაქტივიზატორებს გამოყოფს, რომლებიც ცნობიერების გაფართოებას უწყობს ხელს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 19 2017, 09:17 AM

"დავაკმიოთ საკმეველი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 5 2018, 11:02 PM

"საკმეველს ვუკმევთ ღმერთს კეთილსურნელებისათვის, რათა გარდამოგვივლინოს სულიწმინდის მადლი. საკმეველს ვაკმევთ ეშმაკის გამოც. მისთვის ეს სუნი მომაკვდინებელია, ვერ იტანს, იტანჯება და მირბის შერცხვენილი. აი, რატომ აკმევენ პარაკლისის დროს და მანამდე, სანამ დაიწყება საღმრთო ლიტურგია - საჭიროა ტაძრიდან ავი სულების განდევნა. უკმევენ ემბაზს ნათლობის საიდუმლოს დაწყებისას, რათა წყალში არ დაიმალოს შავი დემონი. აი, რატომ არის აუცილებელი საკმეველი ღვთის მსახურებისა და საიდუმლოთა შესრულების დროს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 25 2018, 02:23 PM

"კაცია ხელის საცეცხლურია, რომელსაც ერისკაცები და სამღვდელო ხარისხის უქონელი მონაზვნები იყენებენ".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 30 2020, 09:10 PM

"კმევისას საკურთხეველი წარმოადგენს სამოთხეს, მღვდელი - ადამიანს, დიაკვანი - ანგელოზს, ტრაპეზი - ცხოვრების ხეს"

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)