თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ საქართველოს ისტორია _ ქართული ანბანი

პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Jul 17 2007, 12:53 AM

ქართული ანბანი - ჩვენი სიამაყე და დიდი საგანძურია. ის ერთ-ერთი უძველესია მსოფლიოში და ძველი ბაბილონური დამწერლობის მემკვიდრეა. ქართული ანბანი შეიცავს უამრავ სიმბოლიკას და ერთგვარი ფენომენიცაა ამ კუთხით. ქართული ანბანი უდიდესი სიბრძნის მატარებელია!
მაგალითად ასო-ბგერა "ქ" - ს რიცხვითი მნ-ბა 24-ია. ქ - წარმართლულ ხანაში როგორც ჯვარი, ქვეყნიერების სიმბოლიკა იყო, რომელიც აღნიშნავდა 4 მხარეს. ქართულ ამბანში ქ - ქრისტიანობა, ქართლი, ქვეყანა.... კიდევ ბევრი რამის თქმა შეიძლება თითოეულ ასოზე. ქართველმა მათემატიკოსებმა დაადგინეს უტყუარი კვაშირი ქართულ ანბანსა და კალენდარს შორის. მაშასადამე ქართული ანბანი კალენდარული ანბანია! გთხოვთ, ყველამ დაწერეთ ნებისმიერი საინტერესო ინფორმაცია ქართულ ანბანზე რაც კი მოგეპოვებათ.

პოსტის ავტორი: ulvashi თარიღი: Jul 17 2007, 09:50 AM

რამაზ პატარიძე "ქართული ასომთავრული"
ქართული ანბანი შექმნილია IV-III საუკუნეების მიჯნაზე პიტაგორიანული მოძღვრების მიმდევრების მიერ, ამიტომ არის მასში ბევრი მათემატიკური კანონზომიერება
ასევე მზის და მთვარის კალენდარი
ეგვიპტური ღვთაება რაეს კულტი (ასო-ბგერა რაე)
აწყობილია სამობით, ხუთობით და შვიდობით სისტემაზე
მოკლედ იმ წიგნში ყველაფერი წერია

პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: Jul 17 2007, 11:24 AM

ინფორმაცია ქართულ ანბანზე Wikipedia-ს მსოფლიო ენციკლოპედიაში (ინგლისურ ენაზე):
http://en.wikipedia.org/wiki/Georgian_alphabet

ასევე იხილეთ სტატია "უძველესი მესოპოტამია" / 'ancient mesopotamia' თემატიკიდან მსოფლიო ისტორია და უძველესი ცივილიზაციები (ინგლისურ ენაზე), რომლის ბოლოს წინა აბზაცში მოკლედ წერია ქართული ასომთავრული ანბანის კავშირის შესახებ უძველეს შუმერულ ცივილიზაციებთან:
http://en.wikibooks.org/wiki/World_History/Ancient_Civilizations

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Jul 17 2007, 11:36 AM

მადლობა lingvo-ს ამ თემისთვის smile.gif

პოსტის ავტორი: ulvashi თარიღი: Jul 17 2007, 11:47 AM

იწყებოდა ასობგერით "ანი" შუმერული მთვარის ღვთაება. გამოსახავდა ნახევარმთვარეს (ზემოთ ჰქონდა სისწორის დამცველი ხაზი, რომელიც სხვა ასოებსაც ჰქონდა). თანაც ჰგავდა ხარის რქებს. ხარი მთვარის სიმბოლო და საკულტო ცხოველი იყო

ანბანი მთვარდებოდა ხარ-ით ხარი ხარსაც აღნიშნავდა და მთვარის სიმბოლოც იყო. ხარი აღინიშნებოდა დაახლოებით ასე X და ზემოთ ჰქონდა სისწორის დამცველი ხაზი. ეს ნიშნავდა იმას, რომ ანბანი დამთავრდა, ანუ ანბანის ბოლოს ჯვარი იყო დასმული

ჰაე მერე გადავიდა ანბანის ბოლოს, იქამდე ე მერვეს ადგილზე იყო, ისე, როგორც დღეს ევროპულ ენებშია


პოსტის ავტორი: gvantsi თარიღი: Jul 20 2007, 08:55 PM

ქართველმა მათემატიკოსებმა დაადგინეს უტყუარი კვაშირი ქართულ ანბანსა და კალენდარს შორის. მაშასადამე ქართული ანბანი კალენდარული ანბანია!


ამაზე უფრო დაწვრილებითი ინფორმაცია ხომ არ მოგეპოვებათ?ძალიან დამაინტერესაsmile.gif

P.S. ძალიან საინტერესო თემააsmile.gif


პოსტის ავტორი: komisia თარიღი: Jul 21 2007, 12:16 PM

ამ თემაზე ერთი უშველებელი წიგნი აქვს დაწერილი ზურაბ ქაფიანიძეს. ზუსტად ამაზე.

პოსტის ავტორი: nataaa თარიღი: Jul 21 2007, 06:37 PM

დაილოცოს ქართული ენა და ქართული ანბანი,რასაც ლაპარაკობ იმას წერ და იმას კითხულობ. tongue.gif

პოსტის ავტორი: komisia თარიღი: Jul 22 2007, 12:13 AM

nataaa

ციტატა
რასაც ლაპარაკობ იმას წერ და იმას კითხულობ.

აბა რა smile.gif

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Jul 31 2007, 11:05 AM


http://imageshack.us

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 13 2008, 01:53 PM

იოანე ზოსიმე



ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ


1. დამარხულ არს ენაჲ ქართული დღემდე მეორედ მოსვლისა მესიისა საწამებელად. რათა ყოველსა ენასა ღმერთმან ამხილოს ამით ენითა.

2. და ესე ენაჲ მძინარე არს დღესამომდე, და სახარებასა შინა ამას ენასა ლაზარე ჰრქჳან.

3. და ახალმან ნინო მოაქცია და ჰელენე დედოფალმან. ესე არიან ორნი დანი ვითარცა მარიამ და მართაჲ

4. და მეგობრობაჲ ამისთჳს თქუა [მახარებელმან]. რამეთუ ყოველი საიდუმლოჲ ამას ენასა შინა დამარხულ არს.

5. და ოთხისა დღისა მკუდარი ამისთჳს თქუა დავით წინაისწარმეტყუელმან, რამეთუ „წელი ათასი – ვითარცა ერთი დღეჲ“.

6. და სახარებასა შინა ქართულსა, ხოლო, თავსა მათეჲსსა წილი ზის, რომელ ასოჲ არს. და იტყჳს ყოვლად ოთხ ათასსა მარაგსა, –

7. და ესე არს ოთხი დღეჲ და ოთხისა დღისა მკუდარი, ამისთჳს მისთანავე დაფლული სიკუდილითა ნათლისღებისა მისისაითა.

8.და ესე ენაჲ შემკული და კურთხეული სახელითა უფლისაჲთა, მდაბალი და დაწუნებული – მოელის დღესა მას მეორედ მოსვლასა უფლისასა.

9. და სასწაულად ესე აქუს: ას-ოღხი წელი უმეტეჲს სხუათა ენათა ქრისტეჲს მოსლვითგან ვიდრე დღესამომდე.

10. და ესე ყოველი, რომელი წერილ არს, მოწამებ წარმოგითხარ, ას-ოთხი ესე წელი, და წილი ანბანისაჲ.

პოსტის ავტორი: mariam_andria თარიღი: Feb 13 2008, 01:57 PM

ციტატა(komisia @ Jul 21 2007, 12:16 PM) *

ამ თემაზე ერთი უშველებელი წიგნი აქვს დაწერილი ზურაბ ქაფიანიძეს. ზუსტად ამაზე.

ოღონდ ეგ არა რა, გთხოვთ sad.gif .ამაზე ჯობია სპეციალისტის დაწერილი წიგნი ნახოთ. საერთოდ როცა ასეთ საკითხებს ვეხებით სჯობს ემოციები გვერდზე გადავდოთ. უნდა ვიყოთ მიუკერძოებლები. იდეალიზმი ხშირად შეცდომების დედად გვევლინება ხოლმე, ამ შემთხვევაში რეალიზმი სჯობს. ქართული ანბანი უნიკალური რომაა ეს მადლობა ღმერთს არაა სადაო, მაგრამ მოდით მეცნიერებას მეცნიერული თვალით შევხედოთ, ხშირად ამ თემას ჩანახატების დონეზე აკეთებენ. ხშირად წამიკითხავს "მეცნიერული" ნაშრომები არგუმენტების გარეშე. აქ ერთხელ უკვე ვთქვი და კიდევ ვიმეორებ : რაიმე მოსაზრება დადასტურებულად რომ ჩაითვალოს, გამაგრებული უნდა იყოს ან წერილობითი წყაროთი და არქეოლოგიური არტეფაქტებით. არ შეიძლება ფანტაზიის დონეზე მივუდგეთ ასეთ სათუთ, ასეთ სერიოზულ საკითხებს. ასეა ეს და რა ვქნა? მოდით ლიტერატურასა და მეცნიერებას შორის ზღვარი გავავლოთ. ყველას ნაწერს ნუ ენდობით. ამ მეცნიერების შესწავლას წლები და დიდი მოთმინება სჭირდება და მოდით ყველამ ჩვენი საქმე ვაკეთოთ. მსახიობებმა კინოსა და თეატრს მიხედონ, არქიტექტორებმა შენობებს, მუსიკოსებმა მუსიკას და მეცნიერებმა მეცნიერებას. ძალიან ხშირად მინახავს ადამიანი, რომელიც არაა სპეციალისტი, ამ დროს თავგამოდებულია ძალიან, გგონია რომ მართლაც იცის რაღაც და ამ დროს შეიძლება ელემენტარულად გეოგრაფიული სახელიც კი დამახინჯებულად დაწეროს, იმიტომ რომ ინგლისურიდან აქვს პირდაპირ გადმოწერილი. ვისაც გაინტერესებთ ეს საკითხი ქაფიანიძეს კი არა ჯობს მზექალა შანიძეს ან თუნდაც ჯემალ შარაშენიძეს მიმართეთ. ქაფიანიძე ჩემი და ყველას უსაყვარლესი მსახიობია, მაგრამ ის მსახიობია და არა ასირიოლოგი.


ლინგვო, გამარჯობა, ძალიან კარგი თემაა smile.gif სად დაიკარგე?

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Mar 17 2009, 10:34 PM

და რას წერს ქაფიანიძე ეგეთს ქართულ ანბანზე smile.gif

პოსტის ავტორი: jijikoi თარიღი: Mar 18 2009, 12:52 AM

ციტატა(ulvashi @ Jul 17 2007, 10:50 AM) *

რამაზ პატარიძე "ქართული ასომთავრული"
ქართული ანბანი შექმნილია IV-III საუკუნეების მიჯნაზე პიტაგორიანული მოძღვრების მიმდევრების მიერ, ამიტომ არის მასში ბევრი მათემატიკური კანონზომიერება
ასევე მზის და მთვარის კალენდარი
ეგვიპტური ღვთაება რაეს კულტი (ასო-ბგერა რაე)
აწყობილია სამობით, ხუთობით და შვიდობით სისტემაზე
მოკლედ იმ წიგნში ყველაფერი წერია

აბა ფარნავაზი?

პოსტის ავტორი: egri3 თარიღი: Mar 18 2009, 04:29 PM

jijikoi

ციტატა
აბა ფარნავაზი?

IV-III რახან წერია შეიძლება მიხვდე, რომ იესოს შობამდეა საუბარი.
თუმცა მითითებაც არაა ზედმეტი. smile.gif


პოსტის ავტორი: bekas თარიღი: Mar 19 2009, 07:53 PM

ციტატა
მსახიობებმა კინოსა და თეატრს მიხედონ, არქიტექტორებმა შენობებს, მუსიკოსებმა მუსიკას და მეცნიერებმა მეცნიერებას.

ეგრეც ნუ იტყვი. თუ კაცობრიობის ისტორიას გადავხედავთ ბევრ რამეს ვნახავთ არასპეციალისტის მიერ აღმოჩენილს და გაკეთებულს. თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში გეთანხმები. ქაფიანიძე ის კაცი არაა ნამდვილად. smile.gif

პოსტის ავტორი: egri3 თარიღი: Mar 24 2009, 06:02 PM

bekas

ციტატა
ეგრეც ნუ იტყვი. თუ კაცობრიობის ისტორიას გადავხედავთ ბევრ რამეს ვნახავთ არასპეციალისტის მიერ აღმოჩენილს და გაკეთებულს.

მაგალითად ნოეს კიდობანი.

პოსტის ავტორი: zegardeli თარიღი: Mar 24 2009, 06:20 PM

კიდობანი რა შუაშია?

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Mar 24 2009, 09:02 PM

egri3
მაგალითად შლიმანი biggrin.gif


პოსტის ავტორი: egri3 თარიღი: Mar 25 2009, 02:44 PM

zegardeli

ციტატა
კიდობანი რა შუაშია?

ოოო.
არის ეგეთი იუმორი, რომელზეც აცრილებს ტესტავენ.

ნოეს კიდობანი არაპროფესიონალმა ააგო, ტიტანიკი პროფესიონალების ნახელავია.

ქევანა
ციტატა
მაგალითად შლიმანი

შამპოლიონი.

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Mar 25 2009, 04:55 PM

ციტატა(lingvo @ Jul 17 2007, 01:53 AM) *

ქართული ანბანი - ჩვენი სიამაყე და დიდი საგანძურია. ის ერთ-ერთი უძველესია მსოფლიოში და ძველი ბაბილონური დამწერლობის მემკვიდრეა. ქართული ანბანი შეიცავს უამრავ სიმბოლიკას და ერთგვარი ფენომენიცაა ამ კუთხით. ქართული ანბანი უდიდესი სიბრძნის მატარებელია!
მაგალითად ასო-ბგერა "ქ" - ს რიცხვითი მნ-ბა 24-ია. ქ - წარმართლულ ხანაში როგორც ჯვარი, ქვეყნიერების სიმბოლიკა იყო, რომელიც აღნიშნავდა 4 მხარეს. ქართულ ამბანში ქ - ქრისტიანობა, ქართლი, ქვეყანა.... კიდევ ბევრი რამის თქმა შეიძლება თითოეულ ასოზე. ქართველმა მათემატიკოსებმა დაადგინეს უტყუარი კვაშირი ქართულ ანბანსა და კალენდარს შორის. მაშასადამე ქართული ანბანი კალენდარული ანბანია! გთხოვთ, ყველამ დაწერეთ ნებისმიერი საინტერესო ინფორმაცია ქართულ ანბანზე რაც კი მოგეპოვებათ.



ახლა ვფიქრობ კომენტარი გავაკეთო, თუ არ გავაკეთო biggrin.gif

თუ გავაკეთებ - ანათემას გადამცემთ და თუ არ გავაეთებ - თვითონ გადავცემ საკუთარ თავს ანათემას ამის გამო biggrin.gif

თუმცა ახლა გამახსენდა რომ ზ. ქაფინაიძესაც აქვს მსგავსი ანბანური შეტევები laugh.gif ნუ, რას არ იზამს კაცი უსაქმურობის ნიადაგზე laugh.gif

პ.ს.
გადავედი ანათემის წერაზე, ვუძღვნი ჩემს თავს laugh.gif

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Mar 26 2009, 12:51 AM

ციტატა(კანუდოსელი @ Mar 25 2009, 05:55 PM) *

ახლა ვფიქრობ კომენტარი გავაკეთო, თუ არ გავაკეთო biggrin.gif

თუ გავაკეთებ - ანათემას გადამცემთ და თუ არ გავაეთებ - თვითონ გადავცემ საკუთარ თავს ანათემას ამის გამო biggrin.gif

თუმცა ახლა გამახსენდა რომ ზ. ქაფინაიძესაც აქვს მსგავსი ანბანური შეტევები laugh.gif ნუ, რას არ იზამს კაცი უსაქმურობის ნიადაგზე laugh.gif

პ.ს.
გადავედი ანათემის წერაზე, ვუძღვნი ჩემს თავს laugh.gif

მანდ რა წერია, დედას გეფიცები, ვე ''დაშლო'' ჩემამდე. მე მხოლოდ ის ვიცი, რომ ჯ მიღებულია ი-სა და ქ-ს ერთობლიობით. ქაფიანიძეზე მეტად, თამაზ გამყრეიძის მჯერა და მომკალით biggrin.gif

პოსტის ავტორი: egri3 თარიღი: Mar 26 2009, 11:01 AM

თამარი_ცქნაფო

ციტატა
თამაზ გამყრეიძის მჯერა და მომკალით

რაო თამაზ გამყრეიძემ?
რა მინდაო?
ვინაა ვაფშე?

პოსტის ავტორი: სალომიკა თარიღი: Apr 8 2009, 06:37 PM

ქაფიანიძე შუმერებთან გვაკავშირებს ჩვენი მრგლოვანით... smile.gif

პოსტის ავტორი: bekas თარიღი: Apr 9 2009, 05:10 PM

ციტატა(egri3 @ Mar 26 2009, 11:01 AM) *

თამარი_ცქნაფო

რაო თამაზ გამყრეიძემ?
რა მინდაო?
ვინაა ვაფშე?

არაპროფესიონალი biggrin.gif

პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Jun 2 2009, 12:14 PM

საინტერესოა არნოლდ ჩიქობავს ნაშრომების გაცნობა. დიდი ენათმეცნიერი იყო. საერთოდ კარგია ყველამ ვიცოდეთ ასომთავრული, ნუსხურ - ხუცური დამწერლობა.

აგრეთვე საინტერესოა პავლე ინგოროყვას სტატია: "ქართული დამწერლობის ძეგლები ანტიკური ხანისა"
http://www.amsi.ge/istoria/pi/damcerlobis_Zegli.pdf

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Jun 2 2009, 12:32 PM

ციტატა
აგრეთვე საინტერესოა პავლე ინგოროყვას სტატია: "ქართული დამწერლობის ძეგლები ანტიკური ხანისა"

ჩიქობავა ძლიერია... რა კარგია მეცნიერება როცა მეცნიერებაა და არანაირი გადაჭარბები და ფსევდოეროვნული ბოდვები არ ახასიათებს smile.gif

პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Jun 2 2009, 04:29 PM

ციტატა(KAIROS @ Jun 2 2009, 01:32 PM) *

ჩიქობავა ძლიერია... რა კარგია მეცნიერება როცა მეცნიერებაა და არანაირი გადაჭარბები და ფსევდოეროვნული ბოდვები არ ახასიათებს smile.gif

KAIROS
გეთანხმები, რომ გადაჭარბებები და საერთოდ რეალობისგან მოწყვეტის ყოველი გამოვლინება საზიანოა მეცნიერებისთვის.smile.gif
აგრეთვე არც საშიშროება უნდა დავივიწყოთ და ძალიან ფხიზლად ვიყოთ, ვინაიდან მავანნი ცდილობენ შეებრძოლონ ეროვნულ ცნობიერებას ფსევდო ეროვნულად წარმოჩინებით თუ სხვა მზაკვრული ხერხებით.

გამოძახილის სახით, რევაზ მიშველაძის სტატია: "გლობალური შეტევა ეროვნულობაზე"
http://www.lib.ge/body_text.php?2776

პოსტის ავტორი: ochokochi თარიღი: Jun 2 2009, 05:47 PM

ციტატა(lingvo @ Jun 2 2009, 05:29 PM) *

KAIROS
გეთანხმები, რომ გადაჭარბებები და საერთოდ რეალობისგან მოწყვეტის ყოველი გამოვლინება საზიანოა მეცნიერებისთვის.smile.gif
აგრეთვე არც საშიშროება უნდა დავივიწყოთ და ძალიან ფხიზლად ვიყოთ, ვინაიდან მავანნი ცდილობენ შეებრძოლონ ეროვნულ ცნობიერებას ფსევდო ეროვნულად წარმოჩინებით თუ სხვა მზაკვრული ხერხებით.

გამოძახილის სახით, რევაზ მიშველაძის სტატია: "გლობალური შეტევა ეროვნულობაზე"
http://www.lib.ge/body_text.php?2776

მიშველაძეს როგორ იმოწმებთ sad.gif

პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Jun 2 2009, 06:03 PM

ციტატა(ochokochi @ Jun 2 2009, 06:47 PM) *

მიშველაძეს როგორ იმოწმებთ sad.gif


რაც დაწერა იმას ვეთანხმები და ვიმოწმებ smile.gif

პოსტის ავტორი: sable თარიღი: Oct 8 2009, 02:22 AM

ისე საინტერესო თემა იყო რატო შეწყდა კამათი მოკვირს.

ქართული ანბანი შეიქმნა IV საუკუნეში ძირითადად ბერძნული ანბანის ნიადაგზე და შეიქმნა მას შემდე

ისე საინტერესო თემა იყო რატო შეწყდა კამათი მოკვირს.

ქართული ანბანი შეიქმნა IV საუკუნეში ძირითადად ბერძნული ანბანის ნიადაგზე და შეიქმნა მას შემდეგ რაც საჭიროება სხდება ქრისტიანული სასულიერო ლიტერატურის გადმოტანა მოხდეს ქართულზე რადგან ლიტერატურა ძირითადად ბერძნულ ენაზე არსებობდა ხოლო არამეულზე კი მაგ მხრივ ნაკლებად ხდებოდა წერა ყოველ შემთხვევაში III-IV სს-ში.

ამასთან ქართლში ოფიციალურ საკანცელარიო ენად მაინც არამეული ითვლებოდა და ისიც ადგილობრივი არამეულის განშტოება: ეწ. არმაზული არამეული, ამ არამეული ხმარებას ისე ახალის შექმნა არჩიეს, რაც ოდავოდ წინ გადადგმული ნაბიჯი იყო კულტურული თვალსაზრისით.

პოსტის ავტორი: ioanezosime თარიღი: Sep 13 2010, 11:21 PM

იოანეზოსიმეს წინასწარმეტყველება ქართულ ენასა და მეორედ მოსვლაზე სრულდება. დაბეჯითებით გირჩევთ ნახოთ საიტი
http://zazatsikoridze.wordpress.com/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 27 2022, 04:36 PM

"მრგვლოვანიც და ასომთავრულიც ხუცესების დამწერლობა იყო და ამიტომ ორივეს ხუცურიც ეწოდება.
მე-11 საუკუნიდან ხუცურს გამოეყო მხედრული ანუ თანამედროვე დამწერლობა"

/"ლია ბარბაქაძე, სულხან ჭიკაიძე, "რელიგიებისა და კუტურების ისტორიების სახელმძღვანელო ყმაწვილთათვის, VI-VII კლასი", გვ. 175/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 17 2022, 09:26 PM

"რა დიდებული განცდაა, რომ დედამიწაზე არსებობს ქართული ანბანი - ჩვენს გულისნადებს ანბანში ვდებთ, ჩვენს საგალობლებს ანბანში ვდებთ, ყველაფერი, რაც კი ქართველებს გაგვაჩნია, ჩვენს ანბანშია გათვისებული"

/გოდერძი ჩოხელი, "ჩემი წიგნი", მოთხრობა "ღმერთის შვილები", გვ. 92/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 26 2022, 06:11 PM

"და ქართველებსაც გვაქვს ღმერთთან მისასვლელი გზა - ანბანი ქართული!"

/გოდერძი ჩოხელი, "ჩემი წიგნი", მოთხრობა "ღმერთის შვილები", გვ. 93/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 22 2022, 04:43 PM

"ქართული ენა, შეიძლება ითქვას, შინაგანი თავისებურებებით მსოფლიო ენაა"

/ლია ბარბაქაძე, სულხან ჭიკაიძე, "ქრისტიანობის მოკლე ისტორია", გვ.77/

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)