ახალი აღთქმის წმინდა წერილის, კანონის ისტორია |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ახალი აღთქმის წმინდა წერილის, კანონის ისტორია |
დათიკო |
Mar 4 2007, 10:37 PM
პოსტი
#1
|
დათიკო ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 |
ჩემი აზრით სანამ თავად წმინდა წერილის შესწავლას დავიწყებდეთ, უნდა შევისწავლოთ მისი დაწერის ისტორიაც. მიმოვიხილოთ პერიოდი როდესაც იწერებოდა წმინდა წერილი. ძალიან საინტერტესოა ამის ცოდნა.
ახალი აღქმის წმინდა წერილის წიგნები, რომელთა საერთო რაოდენობა 27-ია, შეიქმნა I საუკუნეში. წიგნები იწერებოდა 41-42 წლებიდან საუკუნის ბოლომდე. მაგრამ ქრისტეს ეკლესიაში 27-ვე წიგნის კანონიკურად ანუ სავალდებულოდ ცნობა მხოლოდ მე-4 საუკუნისთვის გახდა შესაძლებელი. სწორედ პირველ 4 საუკუნეს ეძღვნება ახალი აღთქმის წმინდა წერილის კანონის ჩამოყალიბების პერიოდი, რომელიც თავის მხრივ 4 ქვეპერიოდად განიყოფა. I პერიოდს ეწოდება მოციქულთა ხანა, რომელიც I საუკუნეს მოიცავს, მეორე პერიოდია მოციქულებრივ მამათა პერიოდი. მოიცავს I საუკუნის ბოლო, II საუკუნის შუა წლებამდე. III პერიოდი მოიცავს II საუკუნის II ნახენახევარს და IV პერიოდი გახლავთ III, IV საუკუნეები. I პერიოდში, მოციქულთა ხანაში თვითონ მოციუქლები ამოწმებდნენ ახალი აღთქმის წმინდა წერილის შესახებ. მაგ: მოციქული პავლე თავის ეპისტოლეებში მათ უწოდებს "საღმრთონი წიგნნი". (ტიმ II 3.15-16) ასე რომ, პავლე მოციქული მათ უწოდებს "ღმრთივსულიერ" წიგნებს (კვლავ ტიმ. II 3.11) ასევე უწოდებს წმინდა წიგნებს (რომალეთა მიმართ 1.2) პეტრე მოციქული მათ უბრალოდ წიგნებად იხსენიებს და იგი ამას გვაუწყებს თავის კათოლიკე ეპისტოლეს II წიგნის I თავში. ასევე აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ მოციქულთა სიტყვას ქრისტიანული თემები იმჟამად იღებდნენ როგორც თვით ქრისტეს მიერ ნაუწყებ სიტყვას (გალატელთა მიმართ 4.14-15) ასევე ცნობილია, რომ ქრისტიანული თემები ძველ ეპისტოლეებს უმატებდნენ ახალს და დგებოდა მოციქულთა წერილების კრებულები. მოციქული პავლე მიმართვას ქრისტიანებს, რომ ეპისტოლეები ერთმანეთს შორის გაცვალონ (კოლ. 4.16) ასევე ცნობილია, რომ იოანე მახარებელმა მე-4 სახარება დაწერა საუკუნის ბოლოს ეფესელ ქრისტიანთა თხოვნით. II პერიოდს რაც შეეხება მოციქულებრივ მამათა თხზულებებში ხშირად გვხვდება ციტირებები ახალის აღთქმის წმინდა წერილის წიგნებიდან , ისე რომ არ არის დასახელებული არც ავტორი და არც წიგნი, რადგანაც თვითონ მოციქულებრივი მამებიც და ის ხალხიც, ვისთვისაც იწერებოდა მათი თხზულებები კარგად იცნობდნენ ახალი აღთქმის ყველა წიგნს. მოციქულებრივ მამებად სახელდებიან კლიმენტი რომაელი, ასევე წმინდა ეგნატე ღმერთშემოსილი (ანტიოქიელი) მას ჰქონდა ეპისტოლეები სხვადასხვა ეკლესიებისადმი, სადაც ის ციტირებას ახდენს ახალი აღთქმის წიგნებიდან. ასევე ათორმეტ მოციქულთა მოძღვრება -დიდაქე, რომელიც დაახლოებით I საუკუნის ბოლოს, II საუკუნის 20 - იან წლებშია დაწერილი და იგი ითვლებოდა პირველ ქრისტიანტათვის კატეხიზატორულ წიგნად. ასევე ერმის ”მოძღვარი” (მწყემსი) 135,140 წლებში დაიწერა. ასევე პოლიკარპე სმირნელის ჩვენამდე მოღწეულ ერთადერთ ეპისტოლეში - ფილიპელთა მიმართ, რომელიც დაიწერა ეგნატე ღმერთშემოსილის სიკვდილისთანავე 107,108 წლებში. ასევე იოანე ღვთისმეტყველის მოწაფე პაპიუს ჰიერაპოლელი თავის თხზულებაში ”უფლის სიტყვათა განმარტებაში” იშველიებს ახალი აღთქმის წმ. წერილის სიტყვებს. ცნობილი საეკლესიო მოღვაწის ევსევი კესარიელის უწყებით ეს თხზულება II საუკუნის I ნახევარში არის დაწერილი. მე - 3 და მე-4 პერიოდებს მოგვიანებით დავწერ. ასევე დავწერ წმინდა წერილის თავებად და მუხლებად დაყოფის ისტორიასაც. |
A.V.M |
Feb 27 2015, 10:23 PM
პოსტი
#2
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
sanfol
ციტატა როგორც პავლე მოციქული წერს(თუ არ ვცდები) პავლე წერს მაგას ? იქნებ რომელიმე სახარების ბოლოში წერია ? ციტატა ქრისტეს იმდენი საქმეები დაუგროვდა მისი მოყოლა წიგნებს ვერ დაიტევდაო, ცოტა სხვანაირადაა ეს ... ციტატა ანუ არაა სრულად მოთხრობილი ბიბლიაში ქრისტეზე? სულის საცხოვნებლად რაც საჭიროა აბსოლუტურად ყველაფერია დაწერილი წმიდა წერილში. რაც შეეხება საკითხის მეცნიერულ კვლევას-იქნება ეს ისტორიული , ტექსტოლოგიური , ფილოლოგიური და.ა.შ. რა თქმა უნდა ბევრი რამე არ გადმოცემულა ქრისტეზე . ციტატა ისეთი ისტორიები როგორიცაა ედესის მთავრის თხოვნა და მერე დღევანდელი ანჩისხატის ანუ იესო ქრისტეს ხელთუქმნელი ხატის შექმნა სარწმუნოდ უნდა მივიჩნიოთ თუ არა? სახარების გარდა ,ახალი აღთქმის პერიოდზე მრავალი ნაწარმოებია შექმნილი , რომლებსაც სპეციალური ტერმინი-,,აპოკრიფი'' განეკუთვნა. აპოკრიფები მრავალი სახისაა , ყველზე მოხერხებულად მათი დაყოფა არის ორგვარი - შეწყნარებულნი და შეუწყნარებელნი . შეუწყნარებელია ის აპოკრიფი ,რომელშიც დამახინჯებულადაა გადმოცემული წმიდა წერილისეული თხრობა და ამასთანავე , მისი დაწერის დრო , საერთოდ არ ეთანხმება იმ პერიოდში მიმდინარე თხრობას.ამგვარი ,,სახარებები'' ათეულობით შეიქმნა , განსაკუთრებით გნოსტიკოსთა პერიოდში . ასეთები კი არაფრით განირჩევიან თუნდაც ერიხ ემანუელ შმიტის-პილატეს სახარებიდან , ბულგაკოვის-ოსტატი და მარგარიტასგან , თომას მანის-იოსები და მისი ძმების და.ა.შ. განსხვავება მხოლოდ ისაა , რომ ერთი ძალიანაა დაშორებული ბიბლიურ პერიოდს , მეორე კი შედარებით ნაკლებად. რაც შეეხება შენ მიერ დასახელებულს , იგი შეწყნარებულ აპოკრიფებში შედის . საბედნიეროდ გამოცემულია ქართულ ენაზე , საკმაოდ მაღალი დონით . იქ დეტალურადაა განხილული ისტორიული , ფილოლოგიური თუ სხვა სახის მსჯელობანი , ინახება საჯარო ბიბლიოთეკაშიც და შეგიძლია გაეცნო , რამდენადაც მახოვს თხელი , წითელი ყდა აქვს . ზოგადად კი აპოკრიფებზე , მათ ქართულ თარგმანებზე და ისტორიაზე ძალიან კარგად უწერია ძვ.ქართული მწერლობის პატრიარქს- კორნელი კეკელიძეს , თავის პირველ ტომში და შეგიძლია გაეცნო . -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 10th May 2024 - 12:44 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი