IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

23 გვერდი V « < 21 22 23  
Reply to this topicStart new topic
> ნარკომანია
marine
პოსტი Jul 13 2017, 01:35 PM
პოსტი #441


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 38,191
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მე დაახლოებით ერთი წელი ვიკეთებდი ნარკოტიკს. ეს შედარებით ცოტაა. ხალხს ის სხვადასხვანაირად უღებს ბოლოს. ზოგიერთი 10-15 წელი ცხოვრობს ჰეროინზე - არ ვიცი, ასე დიდხანს რატომ. ჩვეულებრივ ნარკომანი მაქსიმუმ 5-6 წელი ცოცხლობს".

/"ქვაკუთხედი" N7, 2017, გვ.28/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 14 2017, 09:45 AM
პოსტი #442


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 38,191
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ჰეროინი ძალიან მჭიდე დემონია. ის თავის მარწუხებში აქცევს ადამიანს და უკვე აღარ უშვებს. რამდენი ადამიანი ეცადა განკურნებას, თავის დაძვრენას, ამას - ერთეულები თუ ახერხებენ. მე ერთადერთ გოგონას ვიცნობ, რომელმაც ეს, დიდი ძალისხმევის შედეგად, შეძლო, მაგრამ ქალური კუთხით ფიასკო განიცადა, ანუ ბავშვს ვეღარ გააჩენს".



--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 19 2017, 01:37 PM
პოსტი #443


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 38,191
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ტაქსისტის ჩანაწერი

ეს ნეა-მაკრის მონასტერში 1990 წელს პირველად მისულმა ამბის გმირმა მოუთხრო ტაქსისტს. მან კი სიტყვასიტყვით ჩაიწერა და დაბეჭდა გაზეთ "ორთოდოქს ტიპოსში".

"ორი თვეა უკვე, რაც არ ვიღებ იმ საშინელ საწამლავს. თავს მშვენივრად ვგრძნობ. მცირეოდენი სურვილიც არა მაქვს ამ ნაგვის სისხლში შეშვებისა, მაგრამ ეს ჩემი დამსახურება არ არის. ყველაფერი მოხდა ღვთისა და მისი წმინდანის სასწაულებრივი ძალით.

რვა წლამდე ათენში ვიზრდებოდი. მშობლები ერთადერთ შვილს მანებივრებდნენ. მერე ამერიკაში გადავედით საცხოვრებლად. ვიზრდებოდი და უცნაური ბიწიერების სურვილი მიჩნდებოდა. ისეთი ხასიათი მაქვს, ადვილად ვხვდები ცუდ წრეში. მალევე გავსინჯე მარიხუანა და ჰაშიში. მერე ძლიერ ნარკოტიკებს მივეძალე, რომელიც ადვილი საშოვნელი იყო, მაგრამ ძვირი ღირდა, მე კი სამუშაო არ მქონდა. თავიდან მშობლებს ვპარავდი ფულს, მაგრამ თანდათან უფრო დიდი დოზა დამჭირდა. მშობლებმა ქურდობაზე წამასწრეს. ამიტომ მათ ვცემდი და ფულს ვართმევდი. ვხვდებოდი, მოლიპულ გზაზე ვიდექი, მაგრამ შეჩერება აღარ შემეძლო. მშობლებს ექიმთან და ფსიქოლოგებთან დავყავდი. ექიმები ამბობდნენ, თუ იმავე წრეში დარჩება, დიდხანს ვერ იცოცხლებსო.

ერთხელ შინ მარტოდმარტო სასოწარკვეთილი ვიჯექი, რომ ვიღაც უცნაური სტუმარი მეწვია - შუატანისა იყო, შავ-შავი, მრგვალი, ერთთავად მოტრიალე თვალები, რქები და კუდი ჰქონდა. სხეულზე ბალანი ბუჩქ-ბუჩქად მოსდებოდა. ლაპარაკობდა ხმამაღლა, ძლიერი ხმით, რაღაც საშიში დამაჯერებლობით.

მან დაწვრილებით მომიყვა მთელი ჩემი ცხოვრება. "შენ ყველაფერი გამოსცადე, სხვა არაფერი დაგრჩენია, იმის გარდა, რომ მე გამომყვეო". მერე კი მითხრა, მანქანა წაიყვანე ერთ ადგილას, სადაც შეგხვდებიო. იმ მონაკვეთში ხშირად ხდებოდა ავარია. მეც ავარიაში მოვხვდი, მანქანიდან ძლივს გამომათრიეს, უმნიშვნელო დაჟეჟილობა მქონდა. პირველი დახმარების შემდეგ შინ წავედი. იგივე არსება ათი დღის შემდეგ კვლავ გამომეცხადა და უკმაყოფილოდ მითხრა: "შენ არ გააკეთე ის, რაც გითხარი. ახლავე მიიღე სამმაგი დოზა და გამომყევი". ნარკოტიკი მოვამზადე და ჩემს დაჩხვლეტილ სხეულზე ადგილს ვეძებდი ნემსის გასაჩხერად... დოზა დიდი იყო და გონება დავკარგე. ჯერ კიდევ უგონომ დავინახე მაღალი, ანაფორიანი კაცი, ჯვრიანი შავი ქუდი ეხურა. დამამშვიდა - "ნუ გეშინია, გამოჯანმრთედლები. როცა საბერძნეთში წახვალ, ჩემს სახლში მოდი. მე ეფრემი ვარ".

გამოვფხიზლდი. თავს ისე ვგრძნობდი, თითქოს ის დაწყევლილი ნარკოტიკი არც გამეკეთებინოს. საბერძნეთში წასვლის სურვილი გამიჩნდა. ვუთხარი მშობლებს. დავბრუნდით ათენში, ჩვენს ძველ სახლში. მივედით ადგილობრივ ეკლესიაში. აღსარება ვთქვი, დავიწყე მარხვა, მღვდელმა ორი კვირის შემდეგ მაზიარა. როცა წმინდა ეფრემის ხატი ვიხილე, მაშინვე ვიცანი ის კაცი, ვინც ნარკოტიკებისგან დამიხსნა..."

წმინდა ღირსმოწამე ეფრემი იხსენიება 3 იანვარს, მის წმინდა ნაწილთა მოპოვების დღეს, და 5 მაისს, მისი მოწამებრივი აღსასრულის აღსანიშნავად."


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 19 2018, 10:02 PM
პოსტი #444


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 38,191
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ცხოვრებისგან ნარკოდამოკიდებულებაში წასვლისას ადამიანი კურთხეულ ენერგიას კარგავს, მას აღარ უვითარდება ცხოვრებისეული პრობლემების დამძლევი ნიჭი"

/კირილე მილოვიდოვი/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 29 2018, 12:00 PM
პოსტი #445


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 38,191
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ნარკოტიკი თავდაპირველად ადამიანს ანიჭებს მგრძნობელობით "სიამოვნებას", მაგრამ რაც დრო გადის, მით უფრო მეტად ემატება ნარკოდამოკიდებულს ტკივილი სხეულისა, ე.წ. (ლომკა) და წამლის ძიება სიამოვნებისთვის კი აღარ ხდება, არამედ ტკივილის გასაყუჩებლად, რომელიც შეიცავს ორ ფორმას: ფიზიკურს და ფსიქოლოგიურს".

"თუ სიამოვნება მუდმივ ხასიათს ატარებს, კარგავს სიამოვნების თვისებას."

"ბათუმში სტატისტიკით 3000 ახალგაზრდაა მეტადონის პროგრამაში, ეს კატასტროფაა".

"ნარკომანია დაავადებაა, მაგრამ ეს უფრო თვითდაავადებაა და თვითმკვლელობის ელემენტებასაც კი შეიცავს".

/დეკ. შიო პაიჭაძე/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 4 2019, 03:19 PM
პოსტი #446


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 38,191
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ნიჟეგოროდელი სერგი სიყმაწვილის წლებიდან ნარკომანობით იტანჯებოდა. 1996 წელს დედამ აიძულა, ცოლ-შვილთან ერთად დივეევოში წასულიყო და ჯვარი დაეწერა. გავიდა კიდევ სამი წელი. მკურნალობას შედეგი არ ჰქონდა, სერგი თვითონაც იტანჯებოდა და სხვებსაც ტანჯავდა, განკურნება სურდა, მაგრამ არაფერი შველოდა. კვლავ ეწვია დივეევოს. მამა სერაფიმეს წყაროზეც მივიდა და იქ სასწაული მოხდა.

სერგი ჰყვებოდა, რომ როცა ლოცვით სამჯერ ჩაეშვა წყალში, იგრძნო, რაღაც საბურველივით გადაეხსნა სულიდან, შიგ სიხარული და სიმშვიდე ჩაეღვარა. იგრძნო, რომ მის ცხოვრებას განეშორა ნარკოტიკები, სასმელი, თამბაქო და სხვა დამღუპველი ვნებები. ახლა ის მშვენიერი მეოჯახეა და სულიერ ცხოვრებას ცდილობს."


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 18 2019, 07:50 PM
პოსტი #447


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 38,191
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ნარკომანს რომ უყვარს ნარკოტიკი, ნეტავ, ისე მიყვარდეს მე ღმერთი"

/მამა გურამ ოთხოზორია/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 9 2019, 07:23 PM
პოსტი #448


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 38,191
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"რომანოზი (65 წლის): ნარკომანია და ლოთობა მაშინ შემოგვეჩვია, როცა "აღვერიენით ერსა უცხოსა". ახლა ეს იმხელა პრობლემაა, ლამის გადაგვაშენოს. ჩემს შვილსაც შევამჩნიე, რომ რაღაც ბალახებს ეწეოდა, - სამსახურიდან ადრე დავბრუნდი და შევესწარი.

ბევრი არ მიფიქრია, იმავე დღეს ჩავსვი მანქანაში და მარტყოფში წავიყვანე. ბევრი ვილოცეთ და მერე მამებთან დავტოვე. მეტად განებივრებული მყავდა და თან მეშინოდა, ვაითუ, ვერ გაუძლოს და გაიქცეს-მეთქი. მაშინ მობილურები არ იყო და ერთი-ორჯერ ჩავედით მე და ჩემი მეუღლე და ჩუმად გამოვიკითხე, მისი ამბავი.

შინ დაბრუნებულნი დაუცხრომლად ვლოცულობდით. ერთი თვის შემდეგ ჩავედით. რომ დაგვინახა, თითქოს არც გახარებია. წამოსვლა რომ შევთავაზეთ, ტირილი დაიწყო, - აქაურობას ისე შევეჩვიე, იქ ვერ გავძლებო. ახლა სანიმუშო კაცი და ოჯახის მამაა, მაგრამ მაინც ვერ ძლებს მარტყოფის გარეშე - მამა ანტონთან მივდივარო, იტყვის. წელიწადში ერთ კვირას მონასტერში ატარებს."


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 11 2020, 09:19 PM
პოსტი #449


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 38,191
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"პატრიარქი ხშირად ამბობს, რომ ნარკომანია იკურნება, ოღონდ მას მადლი კურნავს"


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 30 2020, 07:08 PM
პოსტი #450


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 38,191
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"სინთეტური ნარკოტიკის დამახასიათებელი თვისებაა ფსიქიკის მოშლა!"

/დეკ. შიო პაიჭაძე/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 14 2020, 10:06 PM
პოსტი #451


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 38,191
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"თანამედროვე საერთაშორისო ტერმინოლოგიის მიხედვით, ნარკომანია არის დაავადება, რომელი ნარკოტიკული საშუალებების არასამედიცინო მიზნით მოხმარების შედეგად ვითარდება, მაგრამ მართლმადიდებელი ეკლესიის თვალსაზრისით, ნარკომანია არის ცოდვა და მას ავადმყოფობა მხოლოდ იმ გაგებით შეიძლება ეწოდოს, რომ იგი ცოდვიანი ცხოვრების რეზულტატს წარმოადგენს"


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 21 2020, 09:10 PM
პოსტი #452


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 38,191
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ისეთი საკითხი, როგორიც არის ნარკომანია, ჩვენმა უწმინდესმა რელიგიური პრობლემების რანგში აიყვანა და მოგვიწოდა, ამ სენის წინააღმდეგ განვაწყოთ ახალგაზრდობა. ბავშვს აზროვნება რომ განუვითარდეს და პიროვნებად ჩამოყალიბდეს, ამისთვის მან გარკვეული საფეხურები უნდა გაიაროს და მიუახლოვდეს ჭეშმარიტების დადგენის უნარს. როგორც აზროვნება ვითარდება, ასევე ვითარდება მორალური შეხედულებებიც, ეს ყველაფერი კი ხდება რელიგიის გავლენით. ასე რომ, ახალგაზრდობის აღზრდაში, რწმენის დარად, დიდია ფსიქოლოგიური გამოცდილების როლი. ამით ჩვენ ერთ საქმეს ვემსახურებით - ჩვენი ერის ინტერესებს."

/მეცნიერი შოთა ნადირაშვილი/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 30 2020, 03:39 PM
პოსტი #453


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 38,191
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ჩემი მშობლები მონაწილეობენ ჰეროინის მომხმარებელ ნარკომანთა რეაბილიტაციის პროგრამაში. ისინი თავის დროზე თავად ყოფილან მომხმარებლები. მაგრამ 17 წლის წინ გამოცვლილან, როდესაც შეუტყვიათ, რომ დედა ფეხმძიმედ იყო ჩემზე".


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 30 2020, 07:15 PM
პოსტი #454


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 38,191
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"არ უნდა გავატაროთ, ქუჩაში მოსიარულე დაბოლილი ახალგაზრდები. სადარბაზოს კედელს ნახევრად გათიშულ მდგომარეობაში მიყრდნობილი თაობა.
თაობა, რომელსაც ჰგონია, ამ ცხოვრებით ,,კაიფობს" და სინამდვილეში სიმახინჯეს, ავადმყოფობას და საწამლავს ემონებიან.
იმიტომ არ უნდა გავატაროთ, რომ მალე სიკვდილიანობა დაისადგურებს. ეს მონაგონია, რაც ხდება. შეიძლება ითქვას, პროლოგია...
შინაარსი მალე დაიწყება. წამალდამოკიდებული სულს ხომ ისედაც ყიდის, ოჯახის წევრებსაც ადვილად შეელევა, ნივთებზე რომ არაფერი ვთქვათ.
ყველა დამნაშავეა, ვინც ჩუმად ზის და არ აპროტესტებს. ეს ომია, საკუთარი თავის, შენთვის ძვირფასი ადამინების, საკუთარი სამშობლოს წინააღმეგ გამართული ომი.
მომავალსაც საფრთხე ექმნება. დედის წიაღში ჩასახულ ბავშვსაც ვწირავთ და მძიმე ჯვარს ვკიდებთ.
დეპრესიას, სტრესს, წამლით, ნარკომანობით ვერ მოვერევით.
გამოვფხიზლდებით და უფრო მეტი დეპრესია გვეწყება.
სანამ შევტოპავთ, ,,დავასტოპოთ"...
როცა ნარკოტიკს მივიღებთ, არაფერი გვახარებს, არავინ გვინდა. ვითომ თავისუფლებას ვეძებთ, სინამდვილეში შხამზე დამოკიდებული ვხდებით.
თუ ასე გაგრძელდა, 15 წელიწადში ახალი თაობა ვერ იქნება.
იმ ფულით, რასაც ,,სიკვდილში" ვხარჯავთ, ათას უპოვარს, უპატრონოს დავეხმაროთ.
არსებობენ მოზარდები, სწავლა წყურიათ, მაგრამ წიგნებს ვერ ყიდულობენ და ნასწავლიც ავიწყდებათ.
დავრწმუნდეთ, რომ ყველაზე დიდი ,,კაიფი" ის არის, როცა ნარკოკაიფზე ვიტყვით უარს და საკუთარ სისუსტეებს მოვერევით!.."

/მამა პეტრე კვარაცხელია/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

23 გვერდი V « < 21 22 23
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 4th August 2020 - 04:21 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი