IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

23 გვერდი V « < 20 21 22 23 >  
Reply to this topicStart new topic
> ნარკომანია
მხევალი ნინო
პოსტი Feb 15 2011, 10:46 PM
პოსტი #421


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,888
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



.zakaria.
ციტატა
დავწერე ის რასაც ვფიქრობდი



სტატუსმა გამყიდა : ))))))

ციტატა
ვიცი რა ეშმაკის ფეხიც ხარ,



არა, არ იცი : )))))))


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
.zakaria.
პოსტი Feb 15 2011, 10:48 PM
პოსტი #422


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,145
რეგისტრ.: 14-February 10
მდებარ.: TIFLIS
წევრი № 8,180



ციტატა(მხევალი ნინო @ Feb 15 2011, 10:46 PM) *

.zakaria.
სტატუსმა გამყიდა : ))))))


რა სტატუსმა ვერ მივხვდი,
კარგად რომ გიცნობ იმან გაგყიდა laugh.gif


--------------------
ოქროს თევზმა თავი მოიმკვდარუნა,როცა ჩემი სურვილები გავუმხილე.

http://www.youtube.com/watch?v=UEFWEadY9-w
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lingvo
პოსტი Feb 15 2011, 10:50 PM
პოსტი #423


ვახტანგი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,095
რეგისტრ.: 13-July 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 2,456



სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II

სიტყვა წარმოთქმული ნარკომანიის პრობლემებისადმი მიძღვნილ შეხვედრაზე

საპატრიარქო რეზიდენცია, 8 მარტი 2005 წ.


„ჩვენ ვუთანაგრძნობთ ამ სენით დაავადებულებს.
ვუთანაგრძნობთ იმიტომ, რომ გვესმის, რამდენად მძიმეა
ეს ავადმყოფობა, მაგრამ ჩვენ არასოდეს შევურიგდებით
იმათ, ვინც ვაჭრობს ამ საშინელი საწამლავით!..“


ბატონებო და ქალბატონებო,

ყველას მოგესალმებით, მოხარული ვარ, რომ დღეს გვაქვს შეხვედრა მასმედიის წარმომადგენლებთან.

ბევრი რამ კეთდება დღეს საქართველოს, ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ, თუმცა იმედი მაქვს, მომავალში ცხოვრების უკეთესი პირობები ექნება ჩვენს ხალხს. ჩვენ ყველანი ბედნიერნი ვართ, რომ საქართველო არის თავისუფალი, მაგრამ პრობლემებიც მრავლად გვაქვს. ამიტომ რეალურად უნდა შევხედოთ ჩვენს ცხოვრებას და დავინახოთ ჩვენი დადებითი და უარყოფითი მხარეები.

პრობლემათა შორის, უპირველეს ყოვლისა, მინდა აღვნიშნო, რომ მილიონზე მეტი ქართველი გავიდა უცხოეთში; მრავალი სახის საშიში სენია მოსახლეობაში, გახშირებულია ქურდობა, მკვლელობა, ღალატი... მაგრამ ამ უარყოფით მოვლენათა შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია ნარკომანიას. ნარკომანია, მართალია, მსოფლიო სენია, მაგრამ ჩვენ მცირერიცხოვანი ერი ვართ და ამიტომ განსაკუთრებით დიდ საშიშროებას წარმოადგენს იგი ჩვენთვის.

ამ სენით დაავადებულები არიან ჩვენი შვილები. ბევრ შემთხვევაში ისინი არიან განათლებული, ნიჭიერი ადამიანები და ფაქტიურად, ჩვენ მათ ვკარგავთ. მინდა ვთქვა, რომ, მართალია, ნარკომანია უმძიმესი სენია, მაგრამ იგი იკურნება და მრავალი შემთხვევაა, როცა ეკლესიაში მოსული ადამიანი სრულად გათავისუფლდა ამ სენისგან.

მახსენდება ჩვენი ვიზიტი აშშ-ში; ჩიკაგოში მოგვიწყეს დიდი შეხვედრა და იქ იყო ახალგაზრდების, ყოფილი ნაკომანების, ერთი ჯგუფი, რომლის წევრებიც დადიოდნენ მთელს ქვეყანაში, აშშ-ში და ეძებენ გამოსწორების მსურველ ნარკომანებს, შემდეგ მიჰყავთ ისინი სპეციალურ კლინიკაში და ეკლესიაში და უადვილებენ მათ ამ სენისგან გათავისუფლებას. მართლაც, კარგი შედეგები ჰქონდათ. ჩვენთანაც არის ასეთი არაერთი შემთხვევა.

მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ვუთანაგრძნობთ ამ სენით დაავადებულებს იმიტომ, რომ გვესმის, რამდენად მძიმეა ეს ავადმყოფობა, მაგრამ ჩვენ არასოდეს შევურიგდებით იმათ, ვინც ვაჭრობს ამ საშინელი საწამლავით! ისინი ხომ ამით ჭამენ პურს. მინდა ვთქვა, რომ ეს არის სისხლიანი პური. არავის არ უნდა ჰქონდეს ასეთი პური, ასეთი პური არ უნდა შევიდეს ოჯახში, იმიტომ რომ ღვთისა და ერის წინაშე უდიდესი დანაშაულის ფასადაა იგი მოპოვებული.

იმედი მაქვს, რომ ბოლოსდაბოლოს ისინი გაიგებენ, თუ რას ნიშნავს ნარკოტიკებით ვაჭრობა. ეს არის საშინელი ცოდვა და ეს ცოდვა ედება არა მარტო მათ, ვინც ამას აკეთებს, არამედ მათ შვილებსა და მთელს ოჯახს.

მე განსაკუთრებით მინდა მივმართო ფსიქოლოგიის ინსტიტუტს, ფსიქოლოგებს. მინდა მივმართო მასმედიას, ჩვენს ტელევიზიას, ჩვენს ხელისუფლებას. ჩვენ უნდა გავერთიანდეთ ამ ბრძოლაში. მე მესმის, რომ ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი ხელისუფლება ბევრს აკეთებს ამის აღმოფხვრისათვის, მაგრამ, ალბათ, მთელი ერის განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს სასწავლებლებს, სკოლებს, იმ ბავშვებსა და ახალგაზრდებს, რომლებიც არ არიან დაავადებულნი ამ სენით. უნდა გამოვიყენოთ დიმიტრი უზნაძის განწყობის თეორია, ჩვენი ბავშვები, ჩვენი ახალგაზრდები უნდა განვაწყოთ იმისათვის, რომ ეს საშინელი საწამლავი და ნარკოტიკი არ გამოიყენონ. ნარკომანია არის რეალობიდან გასვლა, უფრო სწორედ, ეს არის მცდელობა რეალური ცხოვრებიდან გაქცევისა. მე ვიცი, ზოგიერთს ვაჟკაცობადაც მიაჩნია და ამაყობს კიდეც, რომ ის იკეთებს ან ღებულობს ნარკოტიკს.

მე მინდა ვთქვა, რომ ვაჟკაცობა კი არა, ლაჩრობა, სულმდაბლობაა; სულით ძლიერი ადამიანი რეალურად უნდა ხედავდეს იმ პრობლემებს, რომელიც დგას როგორც ერის, ისე პირადად მის წინაშე და კი არ უნდა გაექცეს მას, არამედ უნდა მოიკრიბოს სულიერი და ფიზიკური ძალა და წინააღმდეგობა გაუწიოს მას. იმ შემთხვევაში, როცა ადამიანი ღებულობს ნარკოტიკს, იგი გაურბის პრობლემებს, ამასთან, ოჯახი კარგავს თავის წევრს, და არა მარტო ოჯახი, მთელი სახელმწიფო კარგავს პიროვნებას, რადგან ის აღარ არის სრულყოფილი წევრი ჩვენი საზოგადოებისა.

იმედი გვაქვს, რომ მრავალი დაგვიბრუნდება და გაგვითავისუფლდება ამ სენისაგან. უპირველეს ყოვლისა, ადამიანს უნდა ჰქონდეს სურვილი გათავისუფლებისა, ადამიანს უნდა ჰქონდეს იმედი, რომ ის აუცილებლად გაიმარჯვებს. რა თქმა უნდა, სარწმუნოება, ეკლესიაც ყველაფრით შეუწყობს ხელს და დაგვიბრუნდებიან ჩვენი შვილები.

პირველი ნაბიჯი, რომელიც გადადგა კათოლიკოს-პატრიარქის ფონდმა, იქნება ბრძოლა ისეთ საშინელ სენთან, როგორიც არის ნარკომანია. გმადლობთ აქ მობრძანებისათვის, მადლობას ვუხდი ფონდის საბჭოს წევრებს მობრძანებისათვის და იმედი მაქვს, რომ მოგვაწვდით თქვენს აზრებს.

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №12(319), 2005 წ.

http://www.orthodoxy.ge/patriarqi/qadagebe...s08-03-2005.htm


--------------------
ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lingvo
პოსტი Feb 15 2011, 11:30 PM
პოსტი #424


ვახტანგი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,095
რეგისტრ.: 13-July 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 2,456



ნარკომანი და ცხონების გზა


„სიცოცხლე და სიკვდილი დაგიდევი წინ, კურთხევა და წყევლა. აირჩიე სიცოცხლე, რომ იცოცხლოთ შენ და შენმა შთამომავლობამ. გიყვარდეს უფალი, შენი ღმერთი, გესმოდეს მისი სიტყვა და მიეწებო მას, რადგან ის არის შენი სიცოცხლე და შენი დღეგრძელება, რომ იცხოვრო ამ მიწაზე, რომლის მოცემა ფიცით აღუთქვა უფალმა შენს მამა-პაპას - აბრაამს, ისააკს და იაკობს“ (მეორე სჯ. 30, 19-20).

უკანასკნელ ათწლეულებში ნარკომანიამ პრაქტიკულად მსოფლიოს ყველა ინდუსტრიულ განვითარებული ქვეყანა მოიცვა. დღეისათვის ეს პრობლემა ფართოდ არის გაშუქებული სხვადასხვა მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით, ტარდება სამეცნიერო კონფერენციები, იქმნება ფონდები, გამოჩნდა ახალი სამართლებრივი დოკუმენტებიც. მოკლედ რომ ვთქვათ, ქვეყანა ეგუება ცხოვრების ახალ პირობებს, როდესაც სიკვდილი და მწუხარება ყოველთვის ახლოსაა, ჩვენს შორის. ყველაფერი ისეა, როგორც ომში, ოღონდ განსაკუთრებულ ომში, როდესაც ხშირად ჩვენი გულგრილობითა და უპასუხისმგებლობით მტერს თავად ვუწყობთ ხელს ბრძოლაში. არც ერთი ჩვენთაგანი არაა დაზღვეული, რომ ამ ბოროტების მომდევნო მსხვერპლი ჩვენი ოჯახი, ან რომელიმე ჩვენი ახლობელი არ შეიქმნება. ეს საფრთხე განსაკუთრებით ემუქრება ჩვენს ბავშვებს.

როგორც ერთ-ერთი ჩვენი თანამედროვე სასულიერო პირი წერს, „ნარკოტიკები ჯერ კიდევ პირველყოფილ სამყაროში იყო ცნობილი, ღვინის წარმოება უკვე რამდენიმე ათას წელს ითვლის; მაგრამ ლოთობა და ნარკომანია მხოლოდ XX საუკუნის სულიერმა ვაკუუმმა გადააქცია ეროვნულ უბედურებად ჩვენთან და სხვა მრავალ ქვეყანაში.

ეს თვალნათელი ნიშანია იმისა, რომ კაცობრიობა უმძიმეს კრიზისს განიცდის. მან საკუთარი თავი განიძარცვა, მოსწყდა მარადიულ წყაროებს, რომლებიც ათასწლეულების მანძილზე ასაზრდოებდა მის სულიერ განვითარებას“.

ძირითადი მიზეზი იმისა, რომ ჩვენი თანამედროვენი ალკოჰოლისა და ნარკომანიის ილუზიათა სამეფოსკენ მიილტვიან - სულიერი დაცარიელება, ცხოვრების აზრის დაკარგვა, ზნეობრივი ორიენტირების ერთმანეთში არევა. ნარკომანია და ალკოჰოლიზმი არა მხოლოდ ცალკეული ადამიანის, არამედ მთელი საზოგადოების სულიერი დაავადმყოფების გამოვლინებად იქცა. ესაა საზღაური მომხმარებლური იდეოლოგიისათვის, ჭეშმარიტი იდეალების გაფანტვისა და სულიერების დაკარგვისათვის. ეკლესია მოძღვრული თანაგრძნობით ეკიდება ალკოჰოლიზმისა და ნარკომანიის მსხვერპლთ და მანკიერების დასაძლევად სულიერ მხარდაჭერას სთავაზობს მათ. იგი არ უარყოფს ნარკომანიის მწვავე სტადიაში სამედიცინო ჩარევის აუცილებლობას, თუმცა განსაკუთრებულ ყურადღებას პროფილაქტიკასა და რეაბილიტაციას უთმობს, რაც მეტად ეფექტურია მაშინ, როცა სნეულნი აქტიურად ებმებიან ევქარისტიულ და სამრევლო ცხოვრებაში.

„ცხოვრებაში ყოველთვის მართალია ის, ვინც ეყრდნობა არა „ლოგიკას“, არა „ჯანსაღ აზრს“, არამედ ერთი უმაღლესი კანონიდან - სიყვარულიდან გამომდინარე მოქმედებს. ყველა დანარჩენი კანონი არაფერია სიყვარულის წინაშე, რომელიც არა მხოლოდ მართავს გულებს, არამედ „ამოძრავებს მზეს და სხვა ვარსკვლავებს“. რომელ ადამიანშიც დასადგურებულია ეს კანონი, ის ცხოვრობს, ხოლო ვინც მხოლოდ ფილოსოფიით, პოლიტიკით, გონებით ხელმძღვანელობს, ის კვდება“ (წერს თავის „დღიურში“ მამა ალექსანდრე ელჩანინოვი). პრაქტიკულად, რაციონალიზმი თანაბარმნიშვნელოვანია თვითნებობისა და სიამაყისა, ანუ ღვთისაგან განდგომისა. რაციონალიზმი - თავისუფლების შეზღუდვაა, როგორც საკუთარის, ისე სხვა ადამიანებისა. ესაა - ანგარების დაუცხრომელი ძიება, რომელსაც ყოველთვის შინაგან კონფლიქტებთან, საბოლოო ჯამში კი - ჩიხში, გამოუვალ მდგომარეობამდე, სასოწარკვეთილებამდე მივყავართ.

აი, ადამიანი ჩიხში ექცევა... თითქოსდა, რა უნდა ყოფილიყო ამაზე უარესი? მაგრამ სწორედ ამ უიმედობაში ჰპოვებს იგი გამოსავალს. ჩიხი საშინელია, მაგრამ აქ იკრებ მთელ ძალებს, მთელ მარაგს, და თითქმის არაადამიანური ნებისყოფის დაძაბვით გამოდიხარ მდგომარეობიდან. უნდა მოხდეს საკუთარი დამღუპველი მდგომარეობის გაცნობიერება. აქ განსაკუთრებით ძლიერი უნდა იყოს რწმენა. თუ რწმენა არაა, ადამიანს გზა ებნევა და იღუპება. თითქოსდა გამოუვალ მდგომარეობაში ყოფნა ადამიანური შესაძლებლობების გამოვლენის საშუალებას გვაძლევს. ჩიხი - ესაა დასასრული არასწორი დასაწყისისა, არეული ცხოვრებისა... აქედან გამოსვლისას ადამიანი ცხოვრების სხვა მიმართულებას ღებულობს, თითქოსდა მკვდრეთით აღდგება... ამგვარი გამოუვალი მდგომარეობიდან გამოსვლა - ესაა გადასვლა მარადიულობაში.

თქვენ ახლობელს უბედურება ეწვია! ეს უკვე იცით! თავზარი დაგვეცა... რა ვქნათ?

აუცილებლად მოვუყვეთ ეს უფალს, დედა ღვთისმშობელს, თქვენს მფარველ ანგელოზს, წმიდანს, ვის სახელსაც ატარებთ. ისინი მოგისმენენ და გაგიგებენ. სთხოვეთ მათ თანაგრძნობა და შემწეობა. ლოცვა და ღვთის სიტყვა - მთავარი იარაღია ამ ულმობელი მტრის - ნარკომანიის წინააღმდეგ.

ხელში ავიყვანოთ საკუთარი თავი და შევინარჩუნოთ მშვიდი განსჯის უნარი. საკუთარ თავს არ მივცეთ ამ ადამიანის განკითხვის ნება. მას მეტისმეტად უჭირს, თავგზა აებნა, გაურკვევლობაშია, ყველაზე მეტად ახლა საჭიროებს თქვენს თანაგრძნობას. თქვენგან მას ყველაზე მთავარი - სითბო სჭირდება, გაუთბეთ გული; მას თქვენგან სიყვარული სწყურია - უპირობოდ მიიღეთ იგი. ნუ იჩქარებთ, გამოუტანოთ სასიკვდილო განაჩენი მასაც და საკუთარ თავსაც. ცხოვრება არ დამთავრებულა. მაგრამ მთავარი მტერი, რომელიც უკვე მოუთმენლად გელით - სასოწარკვეთილებაა. ნარკომანიის პრობლემის გარშემო არსებულმა მრავალრიცხოვანმა ინსინუაციებმა, დამახინჯებულმა ინფორმაციამ, ნაწილობრივ, უბრალოდ ელემენტარულმა გულგრილობამ ჩამოაყალიბა მცდარი წარმოდგენები და სტერეოტიპები ნარკოტიკზე დამოკიდებული სენის მიმართ. სხვა მნიშვნელოვანი მომენტია ის, რომ საზოგადოებას უჭირს თავის სრულფასოვან წევრებად მიიღოს ნარკომანიის მსხვეპლნი და მათ მიმართ ხშირად აგრესიულ, დამამცირებელ დამოკიდებულებას ამჟღავნებს, რაც მათ გარიყულებად აქცევს, ისინი კი ისედაც უკვე მარტოსულობით იტანჯებიან. ნუ მოუსმენთ საკუთარი სიამაყის ხმას. გადარჩენა შესაძლებელია და რეალურია.

ავადმყოფი მოარიდეთ ნარკოტიკებს. ნებისმიერი კომპრომისი უნდა გამოირიცხოს. უნდა მიმართოთ კომპეტენტურ მედიკოსებს. ავადმყოფი უნდა უზრუნველვყოთ კვალიფიციური სამედიცინო დახმარებით, უწინარეს ყოვლისა, იმისათვის, რომ გადაილახოს ნარკოტიკის დაუოკებელი, დამანგრეველი ნდომა („ლომკა“- აბსისტენცია) და დამოკიდებულება. ექიმის პიროვნების როლი გადამწყვეტ მნიშვნელობას თამაშობს მკურნალობის დადებით შედეგზე, მით უმეტეს, წამლისადმი დამოკიდებულ პაციენტებში. ახლა, საბედნიეროდ, მედიცინის სფეროში ხშირად შეხვდებით ჭეშმარიტად მორწმუნე მართლმადიდებელ ექიმებს, რომლებსაც შეუძლიათ ადამიანებს სიყვარული და იმედი აჩუქონ.

აუცილებელია მოძღვრის რჩევა-დარიგების მიღება. თუკი მოძღვართან ურთიერთობის გამოცდილება არ გაქვთ, გულს ნუ გაიტეხთ. ყოველივე ძალიან იოლია. ნებისმიერ მართლმადიდებლურ ტაძარში ყოველი მღვდელმსახური სიყვარულით მიგიღებთ, ყურადღებით მოგისმენთ და გაითავისებს თქვენს ტკივილს, მოგცემთ ქმედით სულიერ დარიგებებს. მთავარი ამ აუცილებელი ნაბიჯის გადადგმაა. სხვაგან ხომ ვერსად ჰპოვებთ ჭეშმარიტ დასაყრდენს თავისუფლებისაკენ სავალ გზაზე.

შესაძლოა, როდესაც პირველად შევეჯახებით ახლობელი ადამიანის სნეულების წინაშე ჩვენს აბსოლუტურ უძლურებას, ამ დროს მისი ცხოვრება უფალს მივანდოთ. თუნდაც მხოლოდ ათი წუთის განმავლობაში. მაგრამ რაოდენ მძიმეა ეს ათიოდე წუთი! ათი წუთი სრული, მთელი არსებით მინდობისა. მაგრამ სწორედ ეს ათი წუთი განგამტკიცებთ რწმენაში და იმედი უკვე არასდროს დაგტოვებთ. თქვენ შეიგრძნობთ გადარჩენის რეალურობას და სიახლოვეს იმისა, ვისგანაც იგი გამომდინარეობს - სიახლოვეს უფლისა. მიტროპოლიტ ანტონ სუროჟელის ეს რჩევა მრავალ პაციენტს დაეხმარა.

ამაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ღვთის მადლს, რაც უზრუნველყოფს აუცილებელ ენერგეტიკულ პოტენციალს იმისათვის, რომ ეს ნდობა განხორციელდეს, მათ შორის, გვაძლევს ენერგიას გადაწყვეტილების მისაღებად. „მხოლოდ მათ, ვინც ცდილობენ წინაღუდგნენ ცდუნებას, იციან, თუ რაოდენ ძლიერია იგი. თქვენ ქარის ძალას მხოლოდ მაშინ შეიგრძნობთ, როდესაც მის საპირისპიროდ მიდიხართ, და არა მაშინ, როცა მიწაზე წევხართ... არც ერთმა ადამიანმა არ იცის, რამდენად ცუდია იგი, სანამ სინამდვილეში არ შეეცდება გახდეს კარგი“.

გახსოვდეთ! ახლობლისადმი დახმარება საკუთარი თავის გაცნობიერებით იწყება. განა ვინ შეძლებდა გათავისუფლებას ამ მრავალრიცხოვანი დამოკიდებულებებისაგან (ზოგჯერ თუნდაც მეტისმეტად „უწყინარისაც“), რომელთა ტყვეობაშიც ჩვენ ასე ხშირად ვიმყოფებით? ვინ მიუახლოვდა რეალურად ჭეშმარიტ თავისუფლებას? გაიხსენეთ თქვენი პირადი გამოცდილება თავისუფლების შეგრძნებისა. განა ჩვენი ცხოვრების უმეტესი ნაწილი ამ თავისუფლებისადმი დაპირისპირება არ არის, მაშინ, როცა გულწრფელად გვწამს, რომ სწორედ მას, თავისუფლებას ვეძიებთ და მისკენ მივისწრაფით? საერთოდ, რა არის თავისუფლება? რისგან და რისთვის არის საჭირო გათავისუფლება? მხოლოდ გაცნობიერება საკუთარი თავისუფალი ნებისა, რომელიც ღვთის უდიდესი წყალობაა ჩვენდამი, შეგვაძლებინებს, ძირისძირობამდე შევიგნოთ რაიმეზე დამოკიდებული, ვნებებით მართული ადამიანის შინაგანი მდგომარეობა, რათა თავადაც არ მოვხვდეთ მათ რიცხვში, თავად არ დაგვჭირდეს სპეციალური სამედიცინო და ფსიქოლოგიური დახმარება.

მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი წერს: „პირველი, რაც უნდა ვისწავლოთ, ესაა, მივიღოთ მთელი ჩვენი ცხოვრება ისეთად, როგორიც არის: ის გარემოებები, ყველა ის ადამიანი, ვინც მასში შემოვიდა, თუნდაც ზოგჯერ ესოდენ მტანჯველად - მივიღოთ და არ უარვყოთ. სანამ ჩვენ არ მივიღებთ ჩვენს ცხოვრებას, მთელ მის შინაარსს, როგორც ღვთის ხელიდან გამომდინარეს, ვერ გავთავისუფლდებით შინაგანი შფოთისაგან, შინაგანი ტყვეობისაგან და შინაგანი პროტესტისაგან... და გვერდს ავუვლით იმ შემთხვევას, იმ ადამიანს, ვინც უფალმა გამოგვიგზავნა, რომ განვეკურნეთ, რათა სიმდაბლით შევსულიყავით ღვთის სასუფეველში, მოთმინებით გვეტარებინა ჩვენი ცოდვილობის შედეგები და მზადყოფნით მიგვეღო ყველაფერი უფლის ხელიდან“.

მეორე გაკვეთილი - ესაა გულმოწყალებისა და შენდობის გაკვეთილი. ცოცხალი ღმერთისა და ჯვარცმული იესო ქრისტეს სახელით შენდობა. ეს უდიდესი უფლება მოგვენიჭა ჩვენ, ქრისტიანებს.

მესამე გაკვეთილი - სიყვარულის გაკვეთილია, ნებაყოფლობითი, გააზრებული მსხვერპლისა. სიყვარული ყოველთვის ყოვლადძლიერია და ყოველივეს სძლევს!

უნდა შევეცადოთ, გავუგოთ ნარკოტიკებზე დამოკიდებულ ადამიანს და დავეხმაროთ ცხონებისაკენ მიმავალი გზის მიღწევაში და თუ შესაძლებელია, ამ გზის მცირე ნაწილი მაინც განვვლოთ მასთან ერთად.

ამ გზაზე სვლის დაწყება მხოლოდ იმის შემწეობით არის შესაძლებელი, ვინც საკუთარ თავზე თქვა: „მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე“ (ინ. 14,6).

ინტერნეტის მასალების მიხედვით მოამზადა ნათია თარაშვილმა
მასალები მოგვაწოდა ფსიქოლოგმა ნინო კანდელაკმა
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“

http://www.orthodoxy.ge/tsodva_satnoeba/narkomani.htm


--------------------
ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 8 2015, 05:35 PM
პოსტი #425


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 33,877
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ერთი ახალგაზრდა ცდილობდა, თავი დაეღწია ნარკოტიკებისთვის, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა. მისი ბოლო იმედი ბერი პაისი იყო. გზას დაადგა. თან ფიქრობდა, - ნეტავ რაიმე წამალი ჰქონდეს, ნარკოტიკებს თავს რომ დამანებებინოსო.

მამა პაისის მის დანახვაზე გაეღიმა - მოდი ჩემთან, კარგი წამალი უნდა დაგალევინო და ხელში რამდენიმე თხილი ჩაუდო. ახალგაზრდამ იმ წუთიდანვე თავი ანება ნარკოტიკებს".


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
m16
პოსტი Sep 8 2015, 06:23 PM
პოსტი #426


..........
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,735
რეგისტრ.: 2-July 07
მდებარ.: Rustavii
წევრი № 2,365



marine
აგვიხსენი აბა ეგ, რას ნიშნავს თხილი და რატომ ანება თავი ნარკოტიკებს,


--------------------
:)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
m16
პოსტი Sep 8 2015, 06:23 PM
პოსტი #427


..........
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,735
რეგისტრ.: 2-July 07
მდებარ.: Rustavii
წევრი № 2,365



marine
აგვიხსენი აბა ეგ, რას ნიშნავს თხილი და რატომ ანება თავი ნარკოტიკებს,


--------------------
:)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 8 2015, 06:39 PM
პოსტი #428


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 33,877
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ციტატა(m16 @ Sep 8 2015, 07:23 PM) *

marine
აგვიხსენი აბა ეგ, რას ნიშნავს თხილი და რატომ ანება თავი ნარკოტიკებს,


მე ვფიქრობ, რადგან ძალიან უნდოდა იმ ახალგაზრდას თავი დაენებებინა ნარკომანობისთვის, უფალმა მადლი მიანიჭა, რაც მამა პაისის ხელით მიცემული თხილით გამოიხატა... სურვილი აუსრულდა...


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
m16
პოსტი Sep 8 2015, 10:07 PM
პოსტი #429


..........
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,735
რეგისტრ.: 2-July 07
მდებარ.: Rustavii
წევრი № 2,365



marine
ხოო, ალბათ რადგან ცდილობდა და ეძებდა ხსნის გზას, იპოვნა კიდეც.

ჩვენც გვეპოვნოს.

შეიძლება წამალს არ ვიკეთებთ მაგრამ ყველა მაინც ნარკომანები ვართ, ნარკომანები ცხოვრებაზე.
უფრო სწორად ცოდვებზე, ცოდვებს პირდაპირ სულშI ვიშხაპუნებთ.


--------------------
:)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Sep 10 2015, 11:15 PM
პოსტი #430


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



m16
აგერ ჩემი მეზობელი ხათუნაც ნარკომანია. დღეში 3 ჭიქა ყავა რომ არ დალიოს არ შეუძლია...
biggrin.gif


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 10 2015, 11:18 PM
პოსტი #431


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 33,877
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ციტატა(A.V.M @ Sep 11 2015, 12:15 AM) *

m16
აგერ ჩემი მეზობელი ხათუნაც ნარკომანია. დღეში 3 ჭიქა ყავა რომ არ დალიოს არ შეუძლია...
biggrin.gif


ხუმრობა გვერდზე იყოს, ჩემო გურამ და ნარკომანიად მიიჩნევა ყავის გადაჭარბებული მიღება rolleyes.gif


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Sep 10 2015, 11:23 PM
პოსტი #432


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



marine
ციტატა

ხუმრობა გვერდზე იყოს, ჩემო გურამ და ნარკომანიად მიიჩნევა ყავის გადაჭარბებული მიღება

აჰა.
შენ კიდე მეუბნები ხუმრობო,მართალი ვყოფილვარ თურმე...biggrin.gif


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 10 2015, 11:25 PM
პოსტი #433


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 33,877
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ციტატა(A.V.M @ Sep 11 2015, 12:23 AM) *

marine

აჰა.
შენ კიდე მეუბნები ხუმრობო,მართალი ვყოფილვარ თურმე...biggrin.gif


biggrin.gif შე, ცუღლუტო mpua.gif


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
m16
პოსტი Sep 11 2015, 12:05 AM
პოსტი #434


..........
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,735
რეგისტრ.: 2-July 07
მდებარ.: Rustavii
წევრი № 2,365



ზაფხულში საზამთროს ნარკომანი ვარ ხოლმე biggrin.gif


--------------------
:)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
esre ars cheshmariteba
პოსტი Feb 2 2016, 08:01 PM
პოსტი #435


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 911
რეგისტრ.: 27-January 12
წევრი № 12,003



ნარკოტიკი და ასევე ყველა სხვა საშუალება რაც გონების დაბინდვას და თავბრუსხვევას იწვევს , მიუღებელია უფლისთვის . ეს ყველაფერი ბილწავს ადამიანის სიწმინდეს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 3 2016, 02:15 PM
პოსტი #436


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 33,877
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"რა დღიდანაც მამა ნარკომანი გახდა, ჩვენს ოჯახში ჯოჯოხეთის კუპრი მოიხარშა".


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 23 2016, 02:57 PM
პოსტი #437


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 33,877
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მრავალ ნარკომანს ნარკოტიკისთვის თავის დანებებაში დაეხმარა [ღირსი პაისი ათონელი]. თავიდან ცხოვრების ინტერესს უღვიძებდა, მათ ნდობას მოიპოვებდა. მისი ლოცვით და დახმარებით მრავალი გათავისუფლდა ამ ვნებისაგან და მხურვალე ქრისტიანი გახდა. ბერი თავისი ხელით უკრავდა ამ ყმაწვილებს ფეხსაცმლის თასმებს, ბუზებს უგერიებდა, თმას უსწორებდა. ურჩევდა, აღსარება ეთქვათ, სულიერად ეცხოვრათ და რაიმე სამუშაოზე მოწყობილიყვნენ".


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
m16
პოსტი Nov 17 2016, 09:39 PM
პოსტი #438


..........
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,735
რეგისტრ.: 2-July 07
მდებარ.: Rustavii
წევრი № 2,365



ციტატა
ნარკომანები ცხოვრებაზე

erti weli gasula am postidan da zustad igive sitybebis dawera mindoda

narkomanebi cxovrebaze.



--------------------
:)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 7 2017, 11:03 PM
პოსტი #439


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 33,877
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"წმინდა ნიკოლოზ სერბის მიერ მოხდენილ აურაცხელ სასწაულთაგან ერთ-ერთ მათგანს, ფრიად საგულისხმო ამბავს მოგითხრობთ:

ერთმა ვალეველმა ყმაწვილმა, რომელიც ნარკოტიკებს ჰყიდდა, შესაწირი მოიტანა ლელიჩის მონასტერში. მან დიდხანს ილოცა წმინდა ნიკოლოზის წმინდა ნაწილებთან, შემდეგ კი სოლიდური თანხა ამოიღო ჯიბიდან და წმინდანის ლუსკუმაზე დადო.

მონასტრის კარიბჭეს რომ გამოსცდა, დილერმა სიგარეტის ამოსაღებად ჯიბეში ხელი ჩაიყო და გაშეშდა: ჯიბეში ის ფული ედო, რომელიც ტაძარში დატოვა. გაიქცა ტაძარში. ლუსკუმაზე ფული არ დახვდა - წმინდა მეუფეს არ უნდოდა, მისი ჭუჭყიანი, ცოდვიანი, თუნდაც შთამბეჭდავი საჩუქარი. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ნარკოდილერის დაცვას წმინდანი არ აპირებდა.

ვალევოში მიმავალი ჭაბუკი მთელი გზა თრთოდა. ერთი თვის შემდეგ ლელიჩში დაბრუნდა და აღსარება თქვა. იქ მონასტერში შეიძინა მან სულიერი წინამძღვარი, რომელთანაც ეს მონანული ავაზაკი უთუოდ წმინდა ნიკოლოზმა გააგზავნა. მალე ყოფილი დილერი, ათონზე, ქილანდარის მონასტერში შედგა მონაზვნად".


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 17 2017, 11:11 AM
პოსტი #440


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 33,877
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ადამიანმა უნდა ისწავლოს საკუთარი სხეულის მოსმენა. როგორ შეიძლება თამბაქოს ბოლი სასიამოვნო იყოს, ალკოჰოლი გემრიელი, ნემსის ჩხვლეტა და სხეულისათვის ტკივილის მიყენება სასიამოვნო. მოვუსმინოთ სხეულს, ის ყველაფერს გვიკარნახებს. ყველა ჩვენგანშია საკმარისი ინფორმაცია იმის შესახებ, რა არის კარგი და რა - ცუდი და რაც მთავარია, ვისწავლოთ არას თქმა. მოვშორდეთ იმ საზოგადოებას, რომლებშიც ფესვგადგმულია მავნე ჩვევები. "არამსმელი ადამიანების გარემოცვაში აზრი დალევის შესახებ არასდროს მომსვლია", - ამბობდა ჯეკ ლონდონი".

/ფსიქოლოგი ლელა ტყეშელაშვილი/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

23 გვერდი V « < 20 21 22 23 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 21st October 2019 - 10:46 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი