მამა გაბრიელი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მამა გაბრიელი |
marine |
Apr 11 2007, 03:07 PM
პოსტი
#41
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო გაბრიელ ბერის ღვაწლი. ეს დიდი წმინდანი გმირულად ებრძოდა ბოროტებას. ის დიდი სულიერი მასწავლებელი გახლდათ, ამიტომაც ვერ იტანდნენ, მაგრამ ნახეთ, უბრალო ხალხს როგორ უყვარს და ეფერება!
გაბრიელ ბერი სულიწმინდის ჭურჭელი იყო. ის ღვთის გამოვლინების იმდენად განსაკუთრებული მოვლენაა, რომ ბოლომდე ამოუცნობი რჩება არათუ ჩვეულებრივი ადამიანების გონებისათვის, არამედ თანამედროვე წმინდანებისთვისაც. ამიტომ გასაკვირი არც უნდა იყოს ის, რომ დღესაც დევნიან ჭეშმარიტების მოძულენი, თუმცა სხვა ფორმით და სხვა შინაარსით. ის ღვთის რჩეული იყო და ღვთის შერაცხული. სხვა საკითხია მისი ამქვეყნიური კანონიზაცია. მას გარკვეული წესები აქვს და ვფიქრობ, ეს დღეც არ არის შორს." მამა გიორგი (ბასილაძე) -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
SainT_Sinner |
Apr 22 2007, 01:27 AM
პოსტი
#42
|
Monk ჯგუფი: Members პოსტები: 28 რეგისტრ.: 16-April 07 წევრი № 1,667 |
მამა გაბრიელზე ცოტა რამ თუ სმენოდა ხალხისგან აქა-იქ.... ერთხელ ძმაკაცმა დამირეკა და სასწრაფოდ ერთ-ერთ სოფელში მოგვიხდა ჩასვლა იქ კი ერთ მეგობრის ოჯახში დავჩით ღამე პირველ რიგში რაც იყო ეს ხატების კუთხეს შევხედე ძალიან მომეწონა იქვე მხოლოდ ერთი წიგნი შევნიშნე "მამა გაბრიელის ცხოვრება" აღმოჩნდა ... რომ გადავშალე და პირველი ფურცელი წავიკითხე....და........ რომ გავიხედე გარეთ თურმე გათენებულა ... ის უდიდესი ბერი იყო , ძალიან საყვარელი ადამიანი ჩემს ხატების კუთხეში მიდევს მისი სურათი და ყოველთვის ვთხოვ რომ დამეხმაროს სწორ გზაზე სიარულში .... სურათIდანაც კი ისეთ სიყვარულს ვგრძნობ მისი გამოხედვიდან რომ შეუძლებელია ადამიანმა თვალი აარიდო
-------------------- |
მარიტა |
Apr 30 2007, 05:30 PM
პოსტი
#43
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,738 რეგისტრ.: 19-March 07 წევრი № 1,428 |
მამა გაბრიელი საოცარი ადამიანი იყო მართლაც ბევრი რამ მაქვს მის ცხოვრებაზე წაკითხული.მიხარია რომ ვიყავი მის საფლავზე
-------------------- უფალო იესო ქრისტე,ძეო ღმრთისაო,შემიწყალე მე ცოდვილი
"ღმერთს უყვარვართ უფრო მეტად,ვიდრე მამას,დედას,მეგობრებს ან სხვა ვინმეს ძალუძს.მეტიც,მას ჩვენ მეტად უყვარვართ ვიდრე საკუთარი თავი გვიყვარს.." პროტოპრესვიტერი მიქაელ პომაზანსკი |
marine |
May 2 2007, 11:55 AM
პოსტი
#44
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"საოცარი იყო, მისმა გარდაცვალებამ სიმძიმე კი არ დატოვა, არამედ საოცარი სიმსუბუქე და სიყვარული, გარდაცვალების ნეტარება, შობისა და აღდგომის სიხარული და არა შიში."
მონაზონო პარასკევა (როსტიაშვილი) -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
likita |
May 2 2007, 02:12 PM
პოსტი
#45
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 138 რეგისტრ.: 27-April 07 წევრი № 1,772 |
მამა გაბრიელი ღვთის ხელია ჩვენსკენ გამოწვდილი, რომელიც ყოველთვის გვეხმარება და ძალას გვაძლევს. მისი არსებობაღვთის წყალობაა ჩვენზე ....
-------------------- [size=3]
|
marine |
May 2 2007, 02:21 PM
პოსტი
#46
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ვიდრე ცხრა აპრილი დადგებოდა და შემდგომი მოვლენები განვითარდებოდა, ჩვეულ ცხოვრებას ვეწეოდით. მამა გაბრიელი კი ამ ყველაფერს წინასწარ ხედავდა და ღამე ზარების რეკვა დაიწყო, ყვიროდა: "გაიღვიძეთ, საქართველო სისხლში იხრჩობა." სამწუხაროდ, ჩვენ ამას ვერ ვგებულობდით და ბევრი მარტო რჩებოდა თავის ტკივილებთან ერთად.
ჩვენს ქვეყანაზე დამტყდარი ასეთი რისხვის შემდეგ უიმედობაში ჩავარდნილმა ვკითხე: მამა გაბრიელ, საქართველო იღუპება-მეთქი?! მან გაბრწყინებული სახით მიპასუხა: "იღუპება კი არა, ახლა იწყება მისი გადარჩენა". ფერისცვალების დედათა მონასტრის იღუმენია მარიამი (მიქელაძე) -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
ilarion90 |
Jun 8 2007, 03:37 PM
პოსტი
#47
|
gu ჯგუფი: Members პოსტები: 41 რეგისტრ.: 12-November 06 მდებარ.: gjuiygugtuihj წევრი № 456 |
ერტხელ მამა გაბრიელი იჯდა მონასტრის ეზოში და მან ერთ გოგოს უთხრა რომ შენ საქართველოს დედა იქნები და მართლაც იგი ეხლა არის იღუმენის ხარისხის მონაზონი.
-------------------- |
nat |
Jun 11 2007, 02:14 PM
პოსტი
#48
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 46 რეგისტრ.: 25-May 07 წევრი № 2,014 |
ხალხო,დედაჩემს ფეხი გადაუტრიალდა და ეღრძო...ჩემს დაბადების დღეს მის ტკივილში შევხვდი,ძალიან ტკიოდა და თანაც წამლის დალევა არ შეიძლებოდა...მერე უცებ გამახსენდა მამა გაბრიელის ზეთი მქონდა დარჩენილი და სასწრაფოდ დავასხი ფეხზე...ისე ჩაგვეძინა ორივეს,არც გაგვიგია და არც იმის მერე ატკივნია
-------------------- ევედრე ქრისტესა ღმერსა ჩემთვის, წმიდაო სათნოო ღმრთისაო ნატალია,რამეთუ გულსმოდგინედ შენდამი მოვილტვი,ვითარცა მსწრაფლშემწისა და მეოხისა სულისა ჩემისათვის..
|
სოფი |
Jun 11 2007, 05:27 PM
პოსტი
#49
|
Pro Christo.. ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,122 რეგისტრ.: 10-January 07 წევრი № 843 |
ციტატა ჩვენს ქვეყანაზე დამტყდარი ასეთი რისხვის შემდეგ უიმედობაში ჩავარდნილმა ვკითხე: მამა გაბრიელ, საქართველო იღუპება-მეთქი?! მან გაბრწყინებული სახით მიპასუხა: "იღუპება კი არა, ახლა იწყება მისი გადარჩენა". მამა გაბრიელი ხშირად ამბობდა:საქართველო გადარჩებაო. ახლა დავწერ დედა პარასკევას ინტერვიუს მამა გაბრიელის შესახებ;მისი ცხოვრების ეპიზოდებს. ოღონდ ცოტა არ იყოს დიდია,და ამიტომ,ნელ-ნელა შემოგთავაზებთ. _დედა პარასკევა,როგორ ხვდებოდა მამა გაბრიელი აღდგომას? _მამა გაბრიელი ძალიან განიცდიდა ქრისტეს ვნებებს და უხაროდა ქრისტეს აღდგომა.ყველას გვეუბნებოდა:გიხაროდეთ, ქრისტე აღსდგა! ის გვიხსნიდა,რომ ქრისტე ნამდვილად აღდგა,რომ ამაში ეჭვის შეტანა არ შეიძლება,რომ ქრისტეს აღდგომით გადარჩა კაცობრიობა,მისმა აღდგომამ იხსნა ყველა ცოდვისაგან.მამა გაბრიელი გვეუბნებოდა:გახსოვდეთ,რომ ცოდვილნი ხართ,გიხაროდეთ,რომ უფალმა გამოხსნის საშუალება მოგცათ,მაგრამ ცოდვებს კი მოერიდეთო. _მამა გაბრიელი დედათა მონასტერში მოღვაწეობდა,იქ,სადაც წმიდა ნინოს მაყვლოვანია,აქ განსაკუთრებული მადლი და წყალობაა ღვთისა... _მამა გაბრიელი დაყუდებული მოღვაწე იყო და თავიდან შიომღვიმეში,რათა განმარტოებით ეცხოვრა.შემდეგ თვითონ გვითხრა,უფალმა მომიწოდა,წადი,ხალხს ემსახურეო.ამიტომ ჩამოვიდა სამთავროში და აქ მოღვაწეობდა.ნათქვამია,რომ განსაკუთრებულ შემთხვევაში უფალი უშვებდა,რომ დიდ წმიდა მამებს ემოღვაწევათ დედათა მონასტრებში,რათა ეს მონასტრები დაცული ყოფილიყო რაიმე განსაცდელისაგან,ბოროტის მანქანებისაგან.მამა გაბრიელიც აქ მოიყვანა უფალმა,რათა ჩვენი მონასტერიც გადარჩენილიყო.მართლაც,რომ არა მამა გაბრიელი,იმ პერიოდში,კომუნისტური რეჟიმის დროს,ჩვენი მონასტერი სხვაგვარად ამდენ ბრძოლასა და შევიწროებას ვერ გაუძლებდა.მამა გაბრიელს ძალიან უყვარდა პატრიარქი,როცა სამთავროში ჩამოდიოდა,მოდიოდა ხოლმე მამა გაბრიელთან და სიყვარულით საუბრობდნენ. _მამა გაბრიელის შესახებ ამბობენ,რომ ის ყველას სულიერ დონეთა შემცნობი იყო.ერთხელ სასოწარკვეთილებაში მყოფი მივედი მასთან,მან კი მითხრა:"შენ რა,ჭაბუკო,ქრისტეს იმედი დაკარგეო?" "არა,ღმერთმა დამიფაროს-მეთქი". "ჰოდა,მაშინ წამოხტი და ცუნცულით გაიქეცი ახლა სახლშიო".თითქოს რაღაც უზარმაზრი ლოდი მომეხსნა გულიდან,ისეთი ძალა ჰქონდა მამა გაბრიელის სიტყვებს. _მახსოვს,მოვიდა მამა გაბრიელთან ერთი სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილი კაცი,რომელიც თავისი აზრების გამო არ ეზიარებოდა.მან შეხედა და ჰკითხა:განა შენთვისაც არ ეცვა ქრისტე ჯვარსო?წადი,ახლავე და ეზიარეო.ის ადამიანი მაშინვე ეზიარა და გამოკეთდა.მამ გაბრიელი,მართლაც,ამოიცნობდა ხოლმე ადამიანის სულიერ დონეს.ხან გააბრაზებდა,ხან თავის თავზე იტყოდა რამეს,მაგრამ ისე,რომ ამ კაცის სულის დაფარული მხარე გამოჩენილიყო.ხოლო როგორც კი ამ დონეს ამოიცნობდა,აქედან იწყებდა მისი სულის მკურნალობას.მამა გაბრიელს ღვთისაგან მიმადლებული ჰქონდა ისეთი ძალა და მადლი,რომელიც გონებას უხსნიდა ადამიანის სიკეთის,ღვთის მადლის მისაღებად.ერთხელ ვკითხე:მამა გაბრიელ,ვხედავ,რომ თქვენს სენაკში ადამიანები იცვლებიან,გადასხვაფერდებიან და ეს როგორ ხდება-მეთქი.მან მითხრა:უფალმა მომცა,შვილო,რომ რაც ადამიანის გონებაში ცუდია,ის გამოვიტანო,რაც კეთილია ის შევიტანო. მამა გაბრიელთან უამრავი ადამიანი მოდიოდა,სხვადასხვანაირები,გო ნებით უძლურნი,რომლებიც დღეს იხსენებენ მამა გაბრიელის სიტყვებს და ამბობენ:მამა გაბრიელმა ესა და ეს მითხრაო.თითქოს მის აზრებს გამოიცნობენ,მაგრამ მამა გაბრიელი ისეთი გამოუცნობი პიროვნება იყო,რომ მის შესახებ ლაპარაკი ცოტა საფრთხილოა.ზოგიერთმა ერისკაცმა მამა გაბრიელზე რაღაცეებიც დაწერა.შემიძლია,ყველა გავაფრთხილო,რომ ეს არ მიიღონ მამა გაბრიელის სწავლებად.ჩვენს მონასტერში მზადდება და გამოიცემა მამა გაბრიელის ჭეშმარიტი სწავლებები,რომელიც პირადად მამა გაბრიელის სიტყვებზე იქნება დამყარებული. -------------------- "Happiness only real when shared."
|
სოფი |
Jun 20 2007, 08:11 PM
პოსტი
#50
|
Pro Christo.. ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,122 რეგისტრ.: 10-January 07 წევრი № 843 |
ზოგიერთები იხსენებენ,რომ თითქოს მამა გაბრიელი ვინმეს ლანძღავდა.ეს იმიტომ ხდებოდა,რომ როდესაც ამა თუ იმ ადამიანზე შურით შეპყრობილნი დაინახავდნენ ამას,ამ ლანძღვით ის ცუდი განწყობა,რაც ამ ადამიანთან მიმართებაში ჰქონდათ,გაუნელდებოდათ და არც ის ადამიანი დაიღუპებოდა.ეს იყო სხვა მადლი,სულიერების სხვა დონე.როგორ შეიძლება,ადამიანი წმიდად ცხოვრობდეს და ვინმეს ცუდად უყურებდეს.წმიდა ადამიანები იმიტომ იყვნენ,რომ მათში დავანებული იყო სიყვარული ღვთისა და სიყვარული ადამიანისა.მამა გაბრიელიც სიყვარულით მოქმედებდა,ცდილობდა,რომ ყველა გადარჩენილიყო და ყველას მოეპოვებინა სასუფეველი.როცა ერთი ადამიანი დაბრკოლებული იყო მეორეზე,მას გამოჰქონდა მისგან ეს ცოდვა და სხვა მადლი შეჰქონდა.მამა გაბრიელი ყველა შემთხვევაში,ყველანაირ მოქმედებაში ასრულებდა იმ მადლს,რომელიც ღვთისაგან ჰქონდა მიმადლებული,რათა ყველას გზა გახსნოდა სასუფევლისაკენ,ისეთი ქრისტიანი კი,ვისაც სასუფეველი არ უნდა,მე არსად მეგულება.
-------------------- "Happiness only real when shared."
|
ხათუნა |
Jun 21 2007, 03:00 AM
პოსტი
#51
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 365 რეგისტრ.: 7-November 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 412 |
სწორედ დღეს ვიყავი მამა გაბრიელის საფლავზე ( ხშირად დავდივარ, კვირაში ორჯერ მაინც) და მთელი საღამო მშვიდად და სასიამოვნოდ ვგრძნობ თავს.
მამა გაბრიელს მე სიცოცხლეში არ ვიცნობდი მაგრამ მისმა სულმა ძალიან დიდი როლი ითამაშა ჩემს ცხოვრბაში. მე მანქანა მყავს და თითქმის ორ სამ დრეში ერთხელ მივდივარ მამა გაბრიელის საფლავზე ამიტომ ვისაც სურვილი გაქვთ სიამოვნებით წაგიყვანთ ხოლმე. თან გაგიცნობტ პირადად ვერაფრით მოვახერხე ფორუმელების გაცნობა. არ მოგერიდოთ დამიწერეთ პმ ან მაილით და ერთად წავიდეთ. -------------------- აცხოვნე უფალო, და შეიწყალე სულიერი მამა მოძღვარი მასწავლელი ჩემი, რომელი მარადის იღვიძებს და იღწვის სულისა ჩემისათვის და ლოცვითა მისითა მომანიჭე შენდობა შეცოდებათა ჩემთა.
|
NaNuKa |
Jun 23 2007, 06:02 PM
პოსტი
#52
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 54 რეგისტრ.: 17-November 06 წევრი № 489 |
მამა გაბრიელის სურათს რომ ვუყურებ ან მის შესახებ რამეს რომ ვკითხულობ ისეთი გრძნობა მაქვს ხოლმე თითქოს ძალიან ახლოს ვიცნობდი.
|
italieli-dato |
Jun 26 2007, 04:11 AM
პოსტი
#53
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 125 რეგისტრ.: 24-June 07 მდებარ.: georgia წევრი № 2,280 |
მამა გაბრიელი ჩემთვის წმინდანია.
|
nika_nika |
Jun 27 2007, 12:30 PM
პოსტი
#54
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 1 რეგისტრ.: 20-June 07 წევრი № 2,251 |
მამა გაბრიელზე გადმოცემით ვიცი, რაც ვიცი, დიდი პიროვნება იყო. მაგრამ ცჰემი აზრით მის წმინდანად შერაცხვაზე ჩვენ არ უნდა ვსაუბრობდეთ, ეს მაღალი იერარქიის საქმეა.
ჩვენ შეგვიძლია მის საფლავზე ვიაროთ და დახმარება ვთხოვოთ. რამდენი წმინდანი შერაცხილა საუკუნეების შემდეგ? თუნდაც ცოტნე დადიანი! ასე რომ თუ იგი წმინდანია ღვთის წინაშე, მოვა დრო და შეირაცხება წმინდანად. ასე, რომ ნუ გვეჩქარება [font=Book Antiqua] |
Tamro |
Aug 3 2007, 03:43 PM
პოსტი
#55
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 80 რეგისტრ.: 20-January 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 880 |
,,ყველა წესსა და კანონზე უპირატესი, სიყვარულია. გიყვარდეთ ერთმანეთი! საქართველო სიყვარულმა უნდა გადაარჩინოს,,
,,ქართველი ერი აღემატება ყველა ერს და ამიტომ მესიაც ამ ერში გაცხადდება!!! გჯეროდეთ და ელოდეთ!!...,, ,,ქრისტე ღმერთი სიბრძნითა და სიმდაბლით იცნეს,, ,,ნეტავ შეიცნოთ ღმერთი, ნეტავ გაუგოთ ღმერთს!,, ,,მე თქვენს სიყვარულს ღმერთს აუტან,, ,,...გაფრთხილდით, ბოლო ჟამია, ანტიქრისტე კარზე კი არ გვიკაკუნებს, არამედ კარებს ანჯღრევს, ლამის შემოამტვრიოს, ის ფარულად უკვე მოსულია, მაგრამ გახსოვდეთ, მე თქვენთან ვარ! მე კი არ ვკვდები, არამედ მივდივარ და მალე მოვალ; მე ჩემს საქაართველოს არასოდეს მივატოვებ!,, ,,სანამ ცა და დედამიწა ერთმანეთს უყურებენ ერთად ვიქნებით!,, ,,ქართული ეკლესიას სულიწმიდის მადლი არასოდეს მოკლებია და არც მოაკლდება!,, ეს მამა გაბრიელის სიტყვებია -------------------- ------------------------------------------------------
''უფალო იხსენ სული ჩემი სიკუდილისაგან, თუალნი ჩემნი ცრემლთაგან და ფერხნი ჩემნი-ბრკოლისაგან'' ''ქრისტე მოგეფეროს შენ უსაყვარლესო'' |
alilo |
Aug 4 2007, 06:32 PM
პოსტი
#56
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 303 რეგისტრ.: 5-July 07 წევრი № 2,393 |
მართლა სასწაული ადმიანია მამა გაბრიელი ანუ იგი ჩვენს გულებში წმიდანია და ეგ ყველამ ვიციტ ასევე უფლის წინაშეც შეგვეწიოს მამ გაბრიელი
-------------------- კაცმა ისეთი რამ არ უნდა ჩაიდინოს ,რომ როცა უკან მოიხედავს იმ ჩანადენის შერცხვეს, ეს ჩანადენი შეიძლება იყოს სიტყვის,საქმის ან გულის-ხმის ყოპის სახით.
|
abo |
Aug 4 2007, 06:40 PM
პოსტი
#57
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 3,533 რეგისტრ.: 20-March 07 წევრი № 1,441 |
alilo
QUOTE მართლა სასწაული ადმიანია მამა გაბრიელი ანუ იგი ჩვენს გულებში წმიდანია და ეგ ყველამ ვიციტ ასევე უფლის წინაშეც შეგვეწიოს მამ გაბრიელი ამენ! -------------------- არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
|
სანდრო38 |
Aug 5 2007, 11:37 AM
პოსტი
#58
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 25 რეგისტრ.: 31-July 07 წევრი № 2,553 |
|
ზებედე |
Aug 6 2007, 12:14 AM
პოსტი
#59
|
ზეციკეთი ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 |
ანუ ეს სიტყვები მართლმადიდებლურ სწავლებასთან მოდის შესაბამისობაში? მე ვფიქრობ რომ ფილეტიზმის გამოვლინებაა.... მე მამა გაბრიელს ვაღიარებ როგორც დიდ მამას, მან ისეთი რამეები აკეთა ქრისტეს გულისთვის რომ ეს მხოლოდ ერთეულებს შეუძლიათ....თუმცა, შეუცდომელი არავინ არის.... -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
მართა |
Aug 6 2007, 12:16 AM
პოსტი
#60
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,487 რეგისტრ.: 7-July 07 წევრი № 2,399 |
მე ვფიქრობ რომ ფილეტიზმის გამოვლინებაა.... მე მამა გაბრიელს ვაღიარებ როგორც დიდ მამას, მან ისეთი რამეები აკეთა ქრისტეს გულისთვის რომ ეს მხოლოდ ერთეულებს შეუძლიათ....თუმცა, შეუცდომელი არავინ არის.... რატო ფიქრობ მასე,რადგან შენი აზრების წინააღმდეგობაში მოდის? მე აბა მისი მჯერა აბსოლიტურად, რადგან შეცდომილები მადლს კარგავენ! -------------------- ქართველნო ერთად ღვთისაკენ!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 02:51 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი