თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ფოლკლორი _ ხალხური ზღაპრები, გამოცანები, ანდაზები და სხვ.

პოსტის ავტორი: ვეშაპო თარიღი: Jan 29 2007, 01:49 AM

აბა!
ვისაც რა ცოდნა გაქვთ ამ სფეროში, გთხოვთ.

პოსტის ავტორი: ნიკოლოზ_V თარიღი: Jan 29 2007, 02:55 AM

ქართული ანდაზები


1. ადრე ამდგომსა კურდღელსა ვერ მოეწევა მწევარიო.
2. ავადმყოფი რომ მოჩება, ექიმები შესძულდებაო.
3. ავია თუ კარგიაო, ქალო, შენი ქმარიაო.
4. ავის შემნახავი ქურდზე უარესიაო.
5. ავი შვილი დედ-მამისმაგინებელიაო.
6. ავი ძაღლი არც თვითონ ჭამს, არც სხვას აჭმევსო.
7. ანს დახედე, ბანს დახედე, სიგრძესა და განს გახედე.
8. ანწლი არ მოგვცემს ყურძენსა.
9. აპატიეს მელასაო, მოუმატა კბენასაო.
10. არამკითხე მოამბეო, მიტყეპე და მიაგდეო.
11. არა შეჟდა მწყერი ხესა, არა იყო გვარი მისი.
12. არმად ნაშოვნი არმად წავაო.
13. ასე, ჩემო მანასეო, ხან ისე და ხან ასეო.
14. ასმა სულმა ცხვარმა ერთ ხეს შეჰბღავლა და გახმოო.
15. ასი ურტყი დავითასა, მაინც იტყვიც თავისასა.
16. აქლემები წაიკიდნენ, კოზაკი შუაში გაჭყლიტესო.
17. აქლემი ახლოს ძოვს და შორს იხედება.
18. აქლემის ქურდი და ნემსის ქურდი ორივე ქურდიაო.
19.აჩქარებითა სოფელი არავის მოუჭამია.
20. ბავშვი დასაქმე და უკან გამოუდექიო.
21. ბავშვი თუ არ იტირებს, ძუძუს არ აწოვებენო.
22. ბავშვს კვერს ნუ დაპირდები და თუ დაპირდი, კიდეც გამოუცხვეო.
23. ბატონი ცხენზე ვერ დაჯდა, მეჯინიბეს გაუწყრაო.
24. ბებერი ხარისა რქანიც ეწვევიანო.
25. ბედაურები დაიხოცნენ, ვირებს დარჩათ მოედანი.
26. ბედაური ცხენი მათრახს არ დაირტყამსო.
27. ბედი მომეცი და სანეხვეზე გადამაგდეო.
28. ბედნიერების გასაღებს მოთმინება იძლევაო.
29. ბერი გამზრდელის ხელში ყმაწვილი დაიჩაგრებაო.
30. ბერიკაცი ბერდებოდა, ცხენს უკუღმა შეჯდებოდა.
31. ბრმათა შრის ცალთვალაო არს პირველი სარდალიო.
32. ბოროტი შვილის დედასა რა მოაშორებს სევდასა!
33. ბოროტს ვინც არ მოშორდება, თავად მისი ფერიაო!
34. გარდამხდა გარდასავალი, აწ უარესსა მოველი.
35. გარეულმა ქათამმა შინაური გააგდოო.
36. გაქცეულს ერთი გზა აქვს, მდევარს ათასიო.
37. გართმევენ - გაიქეცი; გაძლევენ- შეექეცი.
38. გაჭირვება მიჩვენე და მე გაქცევას გიჩვენებო.
39. გველი გარედან არის ჭრელი, ადამიანი შიგნიდანო.
40. გლახა ამპარტავანი ღმერთსაც სძულს და კაცსაცოო.
41. გონიერი კაცი ქვეყანას ააშენებს, უგუნური ქვეყნის ბარგიაო.
42. დედაბერმა თქვა: იმდენი ვერ მოვიცალე, რომ მოვმკვდარიყავიო.
43. დედაკაცმა თუ გაიწია, ცხრა უღელი ხარ-კამეჩი ვერ დააკავებსო.
44. დედამიწა და სინდის-ნამუსი აწონეს, სინდის-ნამუსი მეტი გამოდგაო.
45. დედა ნახე, მამა ნახე, შვილი ისე გამონახეო.
46. დედის პირი რომ იწყევლება, ძუძუები ილოცებიანო.
47. დედ-მამის ამაგის დაუნახავი, კაცის მკვლელს ედრებაო.
48. დიბა როცა დაიხევა, ფეხზეც აღარ დაიხვევა.
49. დიდ სივარულს დიდი სიძულვილი მოსდევსო.
50. დიდ ხეს დიდი ნაფოტი სცვივაო.
51. დილას ოქრო ხარ, სტუმარო, საღამოს ვერცხლად იქცევი; თუ ხანი დაგაგვიანდა, სპილენძად გადაიქცევი.
52. დრონი მეფობენ და არა მეფენი.
53. დრო მკურნალია.
54. დღე-მეხვალიე კაცსაო თოვლი მიადგა კარსაო.
55. დღევანდელი კვერცხი მირჩენია ხვალინდელ ქათამსაო.
56. ემსახურე სიმართლესა, გამოგილევს სინათლესა.
57. ენას ძვალი არ აქვსო.
58. ერთი დღით რომ მიდიოდე, სამი დღის საგზალი წაიღეო.
59. ერთი თხილის გული ცხრა ძმამ გაიყოო.
60. ერთი ფანდით ფარავანს ვერ წააქცევო.
61. ერთმანეთისა ბაძვითა სახლი აივსო ნაგვითა.
62. ერთი მგლისაკენაც ვთქვათო.
63. ერთი ხელით ორ საზამთროს ვერ დაიჭერო.
64. ერთი ხიდან ბარიც გამოვა და ჯვარიცო.
65. ერთმა ღორმა ჯავახეთი ამოაგდოო.
66. ერთხელ ჯობია სიკვდილი ნიადაგ დაღონებასა.
67. ეს თუ არ გინდოდა, აქ რა გინდოდაო!
68. ვერ შეიმაგრებ ქალსაო, თუ არ იმაგრებ თავსაო.
69. ვინც აკაკუნებს, იმას უღებენო.
70. ვინც დაიზარაო, არ გაიხარო.
71. ვინც რა უნდა ის თქვასო, წისქვილმა კი ფქვასო.
72. ვინც სხვას ორმოს უთხრის, თავისი ზომა მოთხაროსო.
73. ვინც ქარს დათესავს, ქარიშხალს მოიმკისო.
74. ვარი მოგებაზე წავიდა და ნალებიც იქ დარჩაო.
75. ვისაც არ სურს, რიყეზე ისე გაივლის, ქვას არ დაინახავსო.
76. ვისაც ვინ უყვარს. იმისი ლამაზის ის არისო.
77. ვირის წიხლი არ მეტკინებაო.
78. ვისაც სროლა ვასწავლე, პირველი იმან დამიმიზნაო.
79. ვისიც ერდო მაღალიო, მეც იმისი მაყარიო.
80. ზარმაცისათვის ნიადაგ უქმეაო.
81. ზეცას წერო მიფრინავდა, ძირს შამფურსა თლიდნენო.
82. ზოგისა ბამბაც ჩხრიალებს, ზოგის კაკალიც არაო.
83. ზოგი ჭირი მარგებელიაო.
84. ზღვას გადარჩენილი ცვარმა დაახრჩოო.
85. თაგვი ბეღელში შიმშილით არ მოკვდებაო.
86. თაგვმა თხარა, თხარაო, კატა გამოთხარაო.
87. თავის დამკარგავი თმას დასტიროდაო.
88. თავისი კალო გაულეწიაო.
89. თაფლი იყოს, თორემ ბუზი ბაღდადიდან მოვა.
90. თევზმა თევზს უთხრა, ცოტა იქით მიიწიეო და - საით მვიწიო, ორივე ერთ ტაფაში ვიწვითო.
91. თივაში ცეცხლი არ დაიმალებაო.
92. თუ მასპინძელი არ ლხინობს, სტუმარსაც მოეწყინებაო.
93. თხას თხა ურჩევნია ათას სულ ცხვარსაო.
94. ინთიშვილი, მინთიშვილი-რაც მამა და იგი შვილი.
95. ისეთმა ფურმა დანწიხლოს, ჩემზე მეტს იწველიდესო.
96. ის ურჩევნია მამულსა, რომ შვილი სჯობდეს მამასა.
97. კაიკაცობა კაცს არ წაახდენსო.
98. კამეჩი მყავდა ნიკორა, ვაქებდი-არა იყო რა.
99. კამეჩის მოჭიდავე ხარს რქები არ შერჩებაო.
100. კანონმა იკანონოსო, ნდობამ კი იბატონოსო!

დანარჩენს მერე გავაგრძელებ

პოსტის ავტორი: Zeskvi_ucha თარიღი: Feb 7 2007, 02:02 AM

ნიკოლოზ_V
აუხ რამდენიაsmile.gif
ზეპირად დაწერე? აღიარე ახლაsmile.gifsmile.gifsmile.gif

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Feb 7 2007, 02:03 AM

ეუფ biggrin.gif

პოსტის ავტორი: makuna7474 თარიღი: Mar 21 2007, 08:00 PM

ბავშვებო, მე კიდე ერთი ჩვევა მაქ, ზღაპრების გარეშე ვერ ვძლებ, როცა ცუდ ხასიეთზე ვარ rolleyes.gif ზღაპრები ჩამთვის ნარკოტიკივითაა, თითქოს ცხოვრებას მიადვილებს. ნეტა როდის უნდა გამოვიდე ბავშვობის ასაკიდან?

p.s. ისე თუ ჩემნაირი სენი ვინმეს გჭირთ დაწერეთ რა, გულს მაინც დავიმშვიდებ რომ მარტო მე არ ვარ ბავშვობაში ჩარჩენილი. biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: Qeti თარიღი: Mar 29 2007, 06:59 PM

იის ამბავი

გაზაფხული იყო. სიცოცხლის მომცემს მზეს ათასფერად აეყვავებინა
დედამიწა. ათასფერი ყვავილი ეგებებოდა გაზაფხულს; იაც გაშლილიყო და თრთოლვით, კანკალით მოელოდა ყოველს დღეს.იას ძალიან ეშინოდა, არ ვიცი კი, რა აშინებდა: მოკლე სიცოცხლე თუ სხვა რამე. ქარი დაჰბერავდა თუ წვიმის ნამები წამოვიდოდნენ ღაპაღუპიტ, იას გული უსკდებოდა, ია მალ-მალ ამოეფარებოდა ბუერისა და ძირხვენის ფოლთებს, რომ თავი აერიდა მზის დამწველ სხივებისთვის და არ დასცვივნოდა ფოთლები. სიცივის დროს შეიხრიდა ფოტლებს, თითქოს გულხელი დაუკრებია, რომ სიცივე არ შეჰხებიყო იმის ნაზს მკერდს და არ დაეზრო.

იის გარშემო ბევრი ყვავილი და ბალახი იყო ამოსული. ათასგვარი ჭია და მწერი დაძვრებოდა იმის ახლოს. ბეზი, კრაზანა, კელა, ბაურა, პეპელა-ათასობით მოდიოდნენ და ასხდებოდნენ და იას. ყველა ამათ ისა სურდათ, რომ ამოეწუწნათ გულიდან, რაც კი სიცოცხლე და სურნელება ებადა იას. გულს უკლავდა იას იმათი ასეთი შეუბრალებლობა, მაგრამ რა ექნა!

ია დიდხანს იყო მარტოდმარტო. თავის გულის წადილს ვერავის უზიარებდა. მხოლოდ ნიავი თუ წაიღებდა იმის კვნესას და მოჰფენდა ყვავილთ სამეფოში. ესმა მინდორთ დედოფალს იის სევდა, მისი კვნესას და მოჰფენდა ყვავილთ სამეფოში. ესმა მინდორთ დედოფალს იის სევდა, მისი ნაღველი, მისი სიმართოვე, შეებრალა და გამოუგზავნა მეგობრად პატარა ყვავილი-კესანე.

კესანე ტურფა რამ იყო. მინდორთ დედოფლისაგან მიცემული ცისფერი აბრეშუმის კაბა ზედ აკვდებოდა. ყველას ჰშურდა იმისი სიტურფე, ყველას ენატრებოდა კესანეს სინაზე, იას გარდა: იას ხუთი სოსანი აბრეშუმის კაბა ეცვა და ყელზე მარგალიტის ღარადე ჰქონდა შემოვლებული.

კესანე და ია ტკბილი მეზობლები იყვნენ. დაჰბერავდა ნიავი და მიახლიდა მეგობრებს ერთმანეც. ისინიც გადაიჭდევდნენ ყელზე ყელს და სტკბებოდნენ სიყვარულით; მოჰყვებოდნენ ტკბილად ჭუკჭუკს, მაგრამ კაცის ყური კი ძალია ძვირად გაიგონებდა ამათ ლაპარაკს.

იამ შენიშნა, რომ იმის ახლოს ხშირა მოფრინდება ხოლმე ერთი ჩიტი და ბუზებს იწერს. იამ ეს ამბავი კესანეს შეატყოვბინა.

- მეშინიანო, - უთხრა მეგობარს: რომ იმ ორფეხა ცხოველმა არაფერი მავნოს; სულ ჩემს ახლოს დაფრინავსო.

- ნუ გეშინიან, ჩემო ტერფა, შენტან რო ბუზებია, იმათ იჭერს!კიდეც უნდა გვიხაროდეს, რომ მაგ სისხლისმსმელებს გვაცლიან; იმათ ჩვენგან სხვა არაფერი არა ჰსურტ!

- მე კი გული რაღაც უბედურებას მიქადის, - სთქვა იამ: ეგ ან გამჭყლეტს და ან ერთ რასმე დამმართებს!

- რა მშიშარა ხარ! - უთხრა კესანემ იას, როდესაც ბუზისაგან შეშინებული ია კანკალით მიეკრა კესანს, - ძალიან ძვირად თუ გიღირს სიცოცხლე!

იას ტყუილად არ ეშინოდა. იმის ახლო ათასნაირი ბუზი ირეოდა. ბუზებზე ჩიტები ნადირობდნენ და ჩიტებზე ალალი. ია ირგვლივ მარტო ერთმანეთის ჭამა-გლეჯას ჰხედავდა; ვინც ვის მოერეოდა, ჰკლავდა და სჭამდა.

ია ამ დარდსა და ფიქრში იყო, და დრო კი მირბოდა....

დილა იყო. მზეს ის იყო ამოეყო ყური. დედამიწა შეთბა; ნამი აშრა და ათასგვარი მწერი დატრიალდა ჰაერში. კრაზანას და ბუზებს ბზუილი გაჰქონდათ. იის ახლოს ერთი ჩიტი დამჯდარიყო და ბუზებს ელოდა. ჩიტს დიდხანს არ მოუნდა ლოდინი.

ბზუილი მოისა. ბუზურას მხრების ქარმა ბალახებს რხევა დააწყებინა. მოისმა “ბზუ-უ-უ” და ერთი დიდი ჭრელი ბუზურა მიუახლოვდა იას. გრელი ისარი გამოეშვა და ატრიალებდა აქეთ-იქით. ბანჯგვლიან ფეხებზე სქლად ედვა ყვითელი მტვერი ყვავილებისა. თვითონაც მთლად მოსვრილი იყო ყვავილების მტვერში. ბუზურა იას დასტრიალებდა თავს. იას შიშითფერი დაეკარგა, ათრთოლდა, მთელი ტანი აუკანკალდა. მოხარა თავი და ცდილობდა, როგორმე მიემალა გული, მაგრამ ბუზურას რა გამოეპარებოდა: ერთი კიდევ დაიბზუილა და დაჯდა იას გულზედ. ია გადიდრიკა და ჩაიკეცა.

- დაიმალე, კესანე, დაიმალე! - დაუძახა კვნესით იამ; ამ სისხლისმსმელმა შენც არა გნახოს!.... მე ნუ მიტირებ!
იის ახლოს ისევ ის ჩიტი იჯდა; იას იმაზე დარჩა თვალი: წყალწაღებული ხავს ეჭიდწბოდაო. ბზურამ გრძელი ისარი მიავლ-მოავლო, იის გულზე უნდოდა სადმე ჩაეკრა. ამის შიშით იას გული მისდიოდა.
ამ დროს ჩიტმა შენიშნა მსუქანი საჭმელი. გადმოფრინდა, ჩაჰკრა ნისკარტი ბზურას და გააქანა გაუმაძღარ მუცელში, მაგრამ.... იის ფოთლებიც თან ჩაატანა. ია აიწია წელში, გასწორდა, მაგრამ, ვაი ამ გასწორებას:
ფეხზემდგომს მკვდარსა ჰგავდა! თვალებიდან მსხვილმა მარგალიტისავით ცრემლებმა დაუწყეს ღაპაღუპით დენა: ია ქვითინებდა. თავი დაეხარა უნუგეშოდ და გლოვობდა თავის ბედს. ვინღა უშველიდა! კესანეც ისეთივე სუსტი იყო, როგორც თვით ია. ვერც კესანე გადაურჩა უბედურობას, - ჩამოგორებულმა ქვამ წელში გადატეხა კესანე.
ორთავეს ცრემლები სდიოდათ. ცრემლები ძირებს ულბობდნენ და იქიდან სხვა იები და კესანები აპირებდნენ ამოსვლას.

დობილებს ეს აძლევდა იმედს. “ჩვენი სიცოცხლე ჩვენს მოდგმად მიემატოსო”, - თქვა და ჩაჰკიდეს თავები.

ია უკვდებათ, ყვავილნი
ეთხოვებიან, ტირიან;
შორს გაიგონებს ერთგული, -
ცრემლები ჩამოსცვივნიან....
ელიან მინდორთ-დედოფალს,
მის მოსვლით გახარებასა,
გაზაფხულს ყვავილთ მოსვლასა,
მათ ძირის გამრავლებასა.




მე ეს ზღაპარი მიყვარს ყველაზე მეტად.

პოსტის ავტორი: zaza-78 თარიღი: Jun 21 2007, 01:01 AM

ქეტი ძალიან კარგი ზღაპარი იყო. უბრალოდ კომენტარი რომ არ გამეკეთებინა არ შეიძლებოდა.

პოსტის ავტორი: komisia თარიღი: Jun 21 2007, 01:01 PM

makuna7474
ზღაპრებში რაც სიბრძნე დევს...

სოფელში მაქვს ზღაპრების რამდენიმე ტანიანი წიგნი.
ხშირად ვკითხულობ ხოლმე სიამოვნებით.
თან ვსწავლობ, მერე შვილს ხომ უნდა მოვუყვე wink.gif

პოსტის ავტორი: mariami-k თარიღი: Jun 21 2007, 04:59 PM

makuna7474

ციტატა
ბავშვებო, მე კიდე ერთი ჩვევა მაქ, ზღაპრების გარეშე ვერ ვძლებ, როცა ცუდ ხასიეთზე ვარ ზღაპრები ჩამთვის ნარკოტიკივითაა, თითქოს ცხოვრებას მიადვილებს. ნეტა როდის უნდა გამოვიდე ბავშვობის ასაკიდან?



ერთ ზღაპარი პირადად შენ.

წიქარა: http://www.link.ge/file/148603/ciqara.mp3.html

პოსტის ავტორი: komisia თარიღი: Jun 22 2007, 07:10 PM

აუ მე ისინიც მქონდა ბალღობაში, ფირფიტებზე რო იყო ხოლმე ჩაწერილი ქართული ზღაპრები... მაგარი იყო რა...

პოსტის ავტორი: eku_nika თარიღი: Jun 22 2007, 08:55 PM

იგავი
ღმერთმა თუ მოგცა ტალანტი,
რად ხარ უნიჭო მელაო,
რად ართმევ, ან რად იპარავ?!
ისეც შენია ყველაო.
ნუ გეშინია მოყვასის,
მიეცი მისი კვერაო,
მოგიბრუნდება მეტს მოგცემს,
არ დაგჭირდება კბენაო.
სიკეთეს თუ კი დათესავ,
სიკეთით მოიმკებაო,
სხვისი ნდობა და გულება,
არსდროს მოიკლებაო.
გაიგე,ყველა ღვთისაა,
განწმინდე ხარბი გონება,
გული მიეცი სიყვარულს,
ნუ გინდა სხვისი მონება.
შეიცან! ნუ შეგეშლება,
ცხვრისტყავმოსილი მგელია,
მხეცია,ვერას დააკლებს,
ტურა ან თეთრი მელია.
ბართოლომეო.

პოსტის ავტორი: bato თარიღი: Sep 8 2007, 12:08 PM

http://bin.ge/file/64631/cecxlisburtv.mp3.html

ეს არის მითი დანოში ერთ-ერთი სალოცავი დაარსების შესახებ. კითხულობს ეთერ თათარაიძე

პოსტის ავტორი: bato თარიღი: Sep 8 2007, 12:21 PM

http://bin.ge/file/64640/datvidamelia.mp3.html

პოსტის ავტორი: bato თარიღი: Sep 8 2007, 12:34 PM

საერთოდ, ზღაპარი რამდენიმე ტიპად იყოფა,ეს ზღაპარი ცხოველთა ეპოსის ნაწილია.არსებობს კიდევ ესქატოლოგიური ზღაპარი,რომელსაც ერთი მთავარი გმირი ჰყავს,ხშირად იგი ობოლია,ან უმცროსი შვილი(რჩეულობის ეს ნიშანი მითისთვისაც აქტუალურია).ასეთი ზღაპარი პირობითად შეიძლება სამ მნაწილად დაიყოს,გმირის "შინ ყოფნა",გარეთ ,უცხო სამყაროში გასვლა,რაღაც თვისების მოსაპოვებლად,ან გამოცდისათვის და "შინ დაბრუნება".ეს ერთგვარი სრულყოფის გზაა გმირისათვის და იგი ჩვეულებრივ ქორწილით მთავრდება,რაც ზოგი მეცნიერის აზრით სხვა არაფერია, თუ არა,"სულიერი Qორწილი"
type.gif რამდენი დამიწერიაა.

პოსტის ავტორი: sobarba თარიღი: Sep 8 2007, 02:24 PM

ციტატა(bato @ Sep 8 2007, 11:08 AM) *

http://bin.ge/file/64631/cecxlisburtv.mp3.html

ეს არის მითი დანოში ერთ-ერთი სალოცავი დაარსების შესახებ. კითხულობს ეთერ თათარაიძე


ულამაზესია, მადლობა! smile.gif

პოსტის ავტორი: bato თარიღი: Sep 8 2007, 02:29 PM

კიდევ მაქვს ბეევრი smile.gif

პოსტის ავტორი: sobarba თარიღი: Sep 8 2007, 04:48 PM

ციტატა(bato @ Sep 8 2007, 01:29 PM) *

კიდევ მაქვს ბეევრი smile.gif


აი, ისეთები თუ გაქვს, ზევით როგორიც დადე? smile.gif
ძალიან მესიამოვნა! smile.gif

პოსტის ავტორი: ketino თარიღი: Sep 8 2007, 07:03 PM

აუ ზღაპრები მიყვარს.... ია ხათუნის ამბავი იცით ხო? ასფურცელასი? ხუთკუნჭულასი? აუ ეხლა თავი მისკდება თორე გავიხსენებდი რამეს.... მაქვს სხვათაშორის თედო რაზიკაშვილის შეგროვებული "ქართული ხალხური ზღაპრები", ისე ეგ ყველას აქვს ოჯახში smile.gif

პოსტის ავტორი: bato თარიღი: Sep 9 2007, 06:06 PM


http://bin.ge/file/65384/axaljvrisda.mp3.html smile.gif

http://bin.ge/file/65389/magaloeliszari.mp3.html rolleyes.gif
გაუგებარი სიტყვები შემიძლია განგიმარტოთ.

პოსტის ავტორი: sobarba თარიღი: Sep 9 2007, 06:33 PM

ციტატა(bato @ Sep 9 2007, 05:06 PM) *

http://bin.ge/file/65384/axaljvrisda.mp3.html smile.gif

http://bin.ge/file/65389/magaloeliszari.mp3.html rolleyes.gif
გაუგებარი სიტყვები შემიძლია განგიმარტოთ.


მუუუუაგარია... IPB-ს სურათი

ზეუძალიანეს სერიოზულია... IPB-ს სურათი

ამასაც ეთერო კითხულობს? smile.gif

პოსტის ავტორი: bato თარიღი: Sep 9 2007, 09:47 PM

smile.gif ჰო ეთეროა.

პოსტის ავტორი: bato თარიღი: Sep 9 2007, 10:00 PM

ლექსებიც ნახეთ საინტერესოა rolleyes.gif

პოსტის ავტორი: sobarba თარიღი: Sep 10 2007, 10:14 AM

ციტატა(bato @ Sep 9 2007, 09:00 PM) *

ლექსებიც ნახეთ საინტერესოა rolleyes.gif


შენა და, ისეთი ლინკები არ გაქვს, სადაც ეთერო, თვითონ კითხულობს თავის ლექსებს? smile.gif

პოსტის ავტორი: bato თარიღი: Sep 10 2007, 10:40 AM

მაქვს და ლექსებში დავდებ. smile.gif

პოსტის ავტორი: M.M. თარიღი: Oct 15 2007, 10:51 AM

კარგი ყმა ლაშქარს მოკვდება, სწორების მჯობინობასა, ცუდი კი ბოსლის ყურესა, ქალებთან ლოგინობასა.

პოსტის ავტორი: catherina_10 თარიღი: Oct 24 2007, 12:50 PM

სიმართლე შვილიშვინამდინაო

ერთი ქურდი კაცი თურმე იყო, დიახ მოუსვენარი. უშლიდა მამა ბოროტს ყოფაქცევას: კაცმა თავისი უნდა სჭამოს და არა სხვისაო. შვილმა ყურადღება არ მიაქცია მამის დარიგებას. შემდეგ მამამ უთხრა შვილსა: წადი, შვილო, და ეს სამი მთა გადაიარეო, რომლიდგანაც რა ხმა გაიგონო მოდი და მითხარიო. გაუგონა შვილმა და აუსრულა თხოვნა. როდესც მოვიდა მთიდგან, უთხრა მამას: მესამე მთამ მითხრაო, წადი და მოგეწევიო. ამიხსენ მამავ რა არის ესაო? მამამ უთხრა: შენი ავკაცობისათვის არც შენ გეკითხვის, არც შენს შვილსაო, შვილიშვილს კი გადახდებაო. ნათქვამია, მამამ ჭამა ტყემალიო, შვილიშვილს კბილები დააჭრაო. ყველამ იცოდეთ, - სიმართლე შვილიშვინამდინაო.


აფორიზმები, შეგონებანი, შაირები


ესე არ იცი: ჯაბან კაცს გულს უკლავს სხვის მამაცობა,
თვით კარგ კაცობა არ ძალუძს, სხვისა შურს კაი კაცობა.
ვაი რა დიდი ბრალია, შავარდენ ახყავს ძერასა!
გაუფრინდება, წაუვა, შორით დაუწყებს ცქერასა.



ადექით აიშალენით, საომრათ შაემზადენით,
ერთი მე მოვალ საბრალო, ცხრანი თქვენ მოხვალთ გმირები!
ნეტავი შენსა დედასა, შენ გაუზდიხარ შვილათა,
ერთი შენ მოხვალ საბრალო, ცხრანი ჩვენ მოვალთ გმირები,
წახვალ, ამამს დაიკვეხებ: შუამთა ჰყრია ვირები!




ალაზნის პირსა ჰკიდია ვაჟის ჯურხაის ფარიო,
მოუვლის ომის წადილი, ხანდიხან შესძრავს ქარიო.




არ ვარგა კაცი უმტერო, არც ძლიერ მტერ მორეული,
თოფი უჯობს ჩახმახითა სიათა გვარშერეული,
რომელიც ხურობს მაჟარსა, არის გონგამოლეული.




არ გათეთრდები, ყორანო, რაც უნდა გხეხონ ქვიშითა.
მტერნი არ შაგვიბრალებენ ტირილითა და ვიშითა,
ხმალთ კი არ შევეპოვები, შუბნი გამხეთქენ შიშითა.




ტირილითა და გლოვნითა მტერნი არ შეგვიბრალებენ,
მოვლენ, დაგვწვენ და დაგვდაგვენ, მზე იყოს, - დაგვიბლენებენ
ჩვენ ბევრის ხმალი გვექდნის, ზევით მთის, ქვევით ბარისა,
ვერავინ ვერას დაგვაკლებს, ხორცი ძანძღია ვაჟისა!




ამირან, ბასრი ბუსრი ხარ, ორბი ხარ დაბრუნებული,
მტერთანა დათვის შუბლი ხარ, სტუმართან გაცინებული.




აღას შესულმა ფრიდონმა მუხა მოგლიჯა ძირითა,
გასხიპა, მხარეზე გაიდო ვაჟმა მამაცათ ქებულმა.




ვაჟკაცს რას გამოადგება სოფელს შვენება თავისა,
ხმალს უნდა აჭრევინებდეს, იმედი ჰქონდეს მკლავისა.




ხმალს რა უშლის სიმოკლე, ფეხ წადგი, წაემატება,
არც ვაჯი კაცსა სიდაბლე, თუ თავი გაემეტება.




ვინც რომ კაცია-ჩოხა ჯაჭვია,
ქუდი ნაბდისა,-ჩაბალახია.




კარგი ყმა მაშინ კარგია, ხმალი რომ შეიქს ელვასა,
მოციქულობდეს ისარი, შუბი აგდებდეს ენასა.




კაცი მტერთ გადმოგდებული, გეზელქორულბ ჰკიოდა,
ჩვენ მონადირე გვეგონა, თურმე მას გული სტკიოდა,
თავს ჰქონდა ხმალი ნაკრავი, გულს სისხლი ჩამოსდიოდა,
ათი მოეკლა გზადაგზა, უომრობასა ჩიოდა.




მგელი არ მოშლის მგლობასა, ლაღი ყმა მამაცობასა,
არც მოშლის ბერი არწივი, წვერის ძირს ნადირობასა.




მუშა უნდა მუშაობდეს, მეომარი ხმალს იღებდეს,
მტერზე იყოს გალესილი, მაშინ არაფერს ითმენდეს,
მამულის გულისათვინა თუნდ მოკვდეს, არცა იქვშვრედეს;
დღე არ ქონდეს მოსათმენი, რაკი მიდგება ძალზედა,
კაცი მოკვდება ცოლზედა, მამულზედ საკუთარზედა.




როსტომ თქვა: «მიწა გრილია, სიტყვას არ უნდა რბილობა,
შიში არ იხსნის სიკვდილსა, ცუდია დაღრეჯილობა,
რაც ომში კაცი დეესწროს, გარჯა უნდა და ცდილობა,
ათასად გვარი დაფასდა, ორი ათასათ ზრდილობა,
თუ კაცი თვითონ არ არი, ცუდია გვარიშვილობა.
ცრუ კაცი წყალმა წაიღოს,- აქოს, ადიდოს,- გაქვიშოს,
უბრალოდ ლაყბას დაიწყებს, გუშინწინდელი არ იყოს».




სოფელს ტირიან ქალები: «სოფელს კაი ყმა კვდებაო,
ღმერთო, ნუ მოჰკლავ კაის ყმას, სოფლობა წაგვიხდებაო,
აფროსთანა ან მტერთანა წინვიღა წაგვიძღვებაო».




მშვიდს დროს გარჩეული საქმე სიჩქარიღ ვერ გასწორდება,
და კაცს თუ კაცობა ეთქმის, არც წარსულს დაავიწყდება.
ბევრჯერ ნათქვამს ერთ გადათქმა გზას ვერ უპოვნის სწორესა
და ვისაც რჩევა უნდოდეს, აასრულოს იმან ესა.




წინანდალს ვაზი ამშვენებს, ახმეტას ვაშლი წითელი,
ვაჟკაცსა ფარი და ხმალი, მოიმწითუროს კისერი.
შენ ბიჭო აზანბურელო, ხმა შენი ჩამოდიოდა,
შენი დაჭრილი ლეკები არაგვში ჩამოდიოდა.




ცოტა მოხნული სჯობია ბევრსა და ხარვეზიანსა,
ცოლი სჯობია ფერმკრთალი ლამაზს და სხვებთან ზიარსა,
ყველა ხელს იმას გადასდებს, იმ ოხერსა და ტიალსა.




სნეული და თერობა, ლამაზ ქალს უნდა ფერობა.
მაღლა მთაშია ყინული აპირობს ჩამოდნობასა,
გოგოების გათხოება უყურებს შემოდგომასა.




ქალი მყავდა მშვენიერი, ტურფა იყო კავოსანი.
გავათხოვე, გავატანე ჩემი ვეფხისტყაოსანი.
მან იკითხა, არ უსმინეს, ისინია სვანოსანი,
ისევე მე წამოვიღე, ჩემი ვეფხისტყაოსანი.




ლაშქარს წასვლა მას უხარის, ვისაც კარგი ცხენი ჰყავსო,
დაბრუნება და შინ მოსვლა, ვისაც კარგი ცოლი ჰყავსო.




ნეტავი ძმათა მრავალთა, შინ ვერვინ შაუხდებაო,
ვერვინ აგინებს ცოლ-დედას, ვერც ვინ ცხენ შაუჯდებაო!




ძმაო, რაი სჯობს ძმობასა, ერთმანეთისა ყმობასა!
ძმა მაშინ მოგაგონდება, ორნი რო გცემდნენ მარტოსა.




ობოლს სწყევლიან ყორნები: ნუმც გამოსულხარ ველადა,
მანამ შენ გამოხვიდოდი, ხორცი გვრჩებოდა ძველადა




სოფლისა თავსა ველსახლე, არა სოფელი ჩემ თავსა,
სოფელს კი ვეთავსებოდი, სოფელი მე არ მეთვისა.




იმ სოფელს ვერვინ წაიღებს ამ სოფლისა ცხოვრებასა,
წუთისოფლის სტუმრები ვართ, ჩვენ წავალთ და სხვა დარჩება.
ჩავიცვათ და დავიხუროთ, ამის მეტი რა შეგვრჩება!




ცა მტკავლით, ქვეყანა ციდით - ნახე თუ გაიზომება,
ზღვა თუ აიწყვის პეშვითა ან ცანი გადიწონება.




წუთია წუთისოფელი ცნობას არ გვაცლის ძმისასა,
გადავბრუნდებით, მოვკვდებით, ქვეშ მოვექცევით ქვიშასა!




ეგ სოფელი სთველია, აქ არავინ დარჩება, ყველა წასასვლელია.




წუთია წუთის ქვეყანა, წუთის წეობით იწვება,
ზოგი ლხინსაა, თამაშას, ზოგი უცეცხლოთ იწვება.




წუთისოფლისა ცხოვრება ვერცხლით არ მოიპოება,
მდიდარი კაციც მინახავს ოხრათ რჩებოდეს ქონება.




რასაც დავთესთ, იმას მოვმკით, საიქიოს წინ დაგვხვდება,
ამ სოფელს ხორციელობა ხის ფოთლივით გაცვივდება.




ღმერთო, შენ ხარ ყოვლის შემწე, მოწყალე კარგაღებულის,
სიცოცხლისგან აბეზარის, თავიდგან ხელაღებულის.




ზოგიერთი უგუნური ღმერთს ტყუილად ემადლება,
ზარის ხმას რომ გაიგონებს, პირჯვრის წერა ეზარება.




კარგი კაცის პურმარილი გზაზედ ხიდად გადებული,
ბატონი ჰყავს მადლიერი, კარის კაცი მოგებული!




თეთრისა თხისა ციკანსა შორს შაეტყობა ვაცობა.
ისევ შენ გამოგადგება ეგ შენი კარგი კაცობა.




კაცი უნდა კაცი იყოს, რომ დაჰპირდეს, არ გამტყუნდეს!




ღმერთმა რა ქნას და რა უყოს
იმ ამხანაკს: რაც იპოვნოს, არ გაუყოს.




აცადე, დაიზრდებიან ცხაოტს ფართონი მგლისანი,
ჯავრი არ შაურჩენიათ თავის მოლაღის მტრისანი.




ტკბილმა ენამ, კარგმა სიტყვამ ხმალი უკანვე ჩააგო,
თოფის ფეხშეყენებულის კვესი უკანვე გადადო,
ამაყმა კაცმა, ბოროტმა გული ხანჯალზე ააგო.




შაიყრებიან ფრინველნი, არ გაირევენ ძერასა,
კაცი ვერსაით წაუვა თავის ბედსა და წერასა.




ოცდაოთხსა გურულსა მაკე ტურა შეეყარა,
სანამდი ჯოხს აიღებდენ, სულით ხორცი გაეყარათ.
მეგრელმა თქვა, დავსწრებოდი-ყაზახურად დავდგებოდი,
სომეხმა თქვა, დავსწრებოდი-ჩახმახურად დავხვდებოდი,
ქართლელმა თქვა, დავსწრებოდი-მარილივით დავდნებოდი.



პოსტის ავტორი: Georgia-O-Keefe თარიღი: Oct 24 2007, 09:43 PM

ციტატა
ზოგიერთი უგუნური ღმერთს ტყუილად ემადლება, ზარის ხმას რომ გაიგონებს, პირჯვრის წერა ეზარება.


smile.gif

პოსტის ავტორი: t.d თარიღი: Oct 24 2007, 09:44 PM

მაგარია ზღაპრები ხანდახან ახლაც ვკითხულობ ან ბიძაშჰვილს უკითხავ

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Oct 24 2007, 09:53 PM

სამართლიანი განაჩენი

ერთმა მდიდარმა ვაჭარმა ფულით სავსე ქისა დაკარგა და ქალაქში გამოაცხადა, ვინც ვის ქისას იპოვიდა,მნახველს 100 გროშით დაასაჩუქრებდა .
ცოტა ხნის შემდეგ, ერთი ღარიბი კაცი მიუტანს დაკარგულ ქისას. ვაჭარს გაუხარდება დაკარგული ფულის ნახვა, მაგრამ იმდენად ძუნწი იყო, რომ შეებრალება ღარიბზე დაპირებული 100 გროშის მიცემა . როგორმე რომ თავი აარიდოს მიცემული სიტყვის შესრულებას, ცილიწამებას მიმართავს:

- შენ გლახაკო, შენი გასამრჯელო უკვე აგიღია, ამ ქისაში მე 800 გროში მედო, ახლა კი 700, გამოდის რომ ბარიბარში ვართ!

საწყალი ღარიბი შეწუხდება ასეთი უსამართლო ბრალდებით, 100 გროშის აღებაზე მეტად ქურდობის დაბრალება შეაწუხებს, თავმდაბლურად მიუგებს უპატიოსნო ვაჭარს:

- ბატონო, მე ამ ქისიდან ერთი გროშიც არ ამომიღია, რად მდებ ბრალს?

ვაჭარი, დარწმუნებული იმაში, რომ სიმართლეს ვერავინ დაამტკიცებს, გლახაკს მოსამართლესთან მიყვანით დაემუქრება. შეყრის ხალხს და საჯაროდ დაადანაშაულებს ღარიბს ქურდობაში, საწყალი პატიოსანი გლახაკის ფიცსა და მტკიცს კი ყურად არ იღებს. საქმე იქამდე მივა, რომ მოსამართლეს დაუძახებენ.

ჭკვიანი მოსამართლე მაშინვე შეატყობს მდიდარ ვაჭარს ვერაგობას და სიძუნწეს, მოუსმენს რა მბრალმდებელ-ბრალდებულს სათითაოდ.

-კარგით, მე მოგისმინეთ თქვენ და ასეთი განაჩენი გამოვიტანე: ორივე მართლები ხართ, მჯერავს , რომ ვაჭარმა დაკარგა ქისა, რომელშიც 800 გროში იდო, აგრეთვე მჯერავს, რომ გლახაკმა იპოვა ქისა, რომელშიც, როგორც ვაჭარიც ამტკიცებს, მხოლოდ 700 გროში იდო, გამოდის რომ გლახაკის მიერ ნაპოვნი ქისა არ გეკუთვნის შენ ვაჭარო, რამეთუ მასში 800-ის მაგივრად 700 გროშია. ამიტომაც, კანონის თანახმად, ეს ქისა გლახაკს ეკუთვნის, წაიღე სახლში შეინახე 3 დღე, თუ 3 დღეში მისი ნამდვილი მფლობელი არ გამოჩნდა, მაშინ კანონით ეგ ნაპოვნი ქისა და ფული შენ გეკუთვნის.

ასე დაკარგა უპატიოსნო ვაჭარმა მისი ფული, პატიოსანმა გლახაკმა კი მოგება ნახა.

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

(ანდაზები ვუკ კარაჯიჩის თქმულებათა კრებულიდან)

განსწავლული არავინ დაბადებულაო.

თავი წიგნზე ძველიაო.

ჭკვიან (ბრძენ) თავს ერთი თვალიც ეყოფაო.

ბრძენთან (ჭკვიანთან) ტირილი გერჩივნოს სულელთან სიმღერასაო.

ჭკუის ერთი უნცია ჯობს ას ლიტრ ძალასაო.

ჭკვიანი ნელა მიდის,მაგრამ მიზანს ადრე აღწევსო.

მელიას მკვდარსაც არ დაუჯეროო.

შიმშილს თვალები არ აქვსო.

სიბრძნე ასაკში კი არა თავშიაო.

ვინც არაფერს არ აკეთებს, ის ბოროტებას აკეთებსო.

კარგი ხმა შორს ვრცელდელდება და ბოროტი იმაზე შორსაო.

წყალი ყველაფერს რეცხავს ხასიათის გარდაო.

გასინჯვას დაჯერება გერჩივნოსო.

სიკეთის მსახურება გერჩივნოს დაჟანგულის ქადაგებასო.

ჯაგლაგი ცხენით სიარული ფეხით სიარულს მაინც ჯობიაო.

ეზოს მამალი გერჩივნოს მთის ძერასაო.

საქმის არდაწყება ჯობია საქმის დაუმთავრებლობასო.

ღირსეულად სიღარიბეში ცხოვრება გერჩივნოს უღირსად სიმდიდრეში ყოფასო.

უსამართლობის კეთებას უსამართლობის დათმენა გერჩივნოსო.

ენით დაცემას მუხლით დაცემა ჯობიაო.

საკუთარი ფაცხა სხვის სასახლეს ჯობიაო.

საქმის ჭკუით კეთება გერჩივნოს ძალით კეთებასაო.

ერთხელ იტირე სჯობია და ასჯერ ამოისუნთქეო.

გაყრილი ძმები მეზობლები ხდებიანო.

სადაც ყვავილია იქ ფუტკარიც უხვადააო.

პოსტის ავტორი: M.M. თარიღი: Oct 25 2007, 11:50 AM

ციტატა
იმ სოფელს ვერვინ წაიღებს ამ სოფლისა ცხოვრებასა,
წუთისოფლის სტუმრები ვართ, ჩვენ წავალთ და სხვა დარჩება.

ჩავიცვათ და დავიხუროთ, ამის მეტი რა შეგვრჩება! (<-- !!!)
აი მაგალითი იმისა, რომ ხალხური სიბრძნე ყოველთვის სიბრძნე არ არის

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Oct 25 2007, 01:27 PM

ძალიან მიყვარს ეს ანდაზა (ქართული სულის სამართლიანობაზე ღაღადებს):

შენი ძმა და თათარი რომ ჩხუბობდნენ, სამართალი სწორად მიეციო

პოსტის ავტორი: catherina_10 თარიღი: Oct 25 2007, 05:31 PM

M.M.
მთლად ბრძნულ გამონათქვამად ნუ ჩათვლი მაგას

wink.gif

პოსტის ავტორი: Ismail თარიღი: Oct 27 2007, 04:29 PM

თურმე მიცვალებულის დატირებაც კი ფოლკლორის ნაწილია mellow.gif
ამას წინათ ერთ კრებულს წავაწყდი, სადაც მთაში შეკრებილი დატირებები იყო თავმოყრილი. ძალიან მაგარი რამეა...

პოსტის ავტორი: M.M. თარიღი: Oct 29 2007, 04:41 PM

ციტატა(Ismail @ Oct 27 2007, 04:29 PM) *

თურმე მიცვალებულის დატირებაც კი ფოლკლორის ნაწილია mellow.gif
ამას წინათ ერთ კრებულს წავაწყდი, სადაც მთაში შეკრებილი დატირებები იყო თავმოყრილი. ძალიან მაგარი რამეა...

"მთიებს" უსმინე, მარჯანიშვილის თეატრში რომ გამოვიდნენ?

პოსტის ავტორი: lamara თარიღი: Dec 3 2007, 03:13 PM

[quote name='ნიკოლოზ_V' date='Jan 29 2007, 01:55 AM' post='41980']

ქართული ანდაზები



24. ბებერი ხარისა რქანიც ეწვევიანო.

მე ეს ანდაზა ასე ვიცი: ბებერი ხარისა რქანიც ხნავენო

პოსტის ავტორი: lamara თარიღი: Dec 21 2007, 12:44 PM

აი კიდევ ანდაზები:

წყალნი წავლენ და წამოვლენ, ქვიშანი დარჩებიანო;

ირემმა ირემს ბალახი გაუწოდა, არც შენ გაკლია და არც მეო;

ახალი ცოცხი კარგად გვის, ძველი მოატანს ქვიშასაო;

ავი ძაღლი არც თვითონ ჭამს, არც სხვას აჭმევსო;


პოსტის ავტორი: lamara თარიღი: Dec 27 2007, 01:07 PM

აი გამოცანაც. ჯერ პასუხს არ დავწერ. ვნახოთ როგორი ყოჩაღები ხართ.

ერთსა ალვისა ხეზედა 12 ტოტი ასხია,
ცვივა და ცვივა ფოთლები,
ისევ იმდენი ასხია.

აბა თქვენ იციიიიიიიით a075.gif

არაა ისე ძნელი თქვენისთანა გონიერი ადამიანებისათვის, რატომ არ ცდილობთ გამოცნობას?

პოსტის ავტორი: iisperiTOVLI თარიღი: Jun 28 2008, 06:52 PM



ზღაპარი ველის ყვავილისა
იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა. იყო ერთი კაცი, ჰყავდა სამი ქალი: უფროსი ია, შუათანა ვარდი და უმცროსი ველის ყვავილი. წავა მამა ტყეში, მოჰკრეფს იას, მოუტანს უფროს ქალს და გაახარებს. წავა ვენახში, მოჰკრეფს ვარდს, მოუტანს შუათანა ქალს და გაახარებს. წავა ტყეში, წავა ვენახში, დაბრუნდება ისევ, მაგრამ ველის ყვავილს კი ვერა პოულობს. არის უმცროსი ქალი გულნატკენად და დაღონებული. მამას უთხრა ერთხელ ველის ყვავილმა: მამავ, მე რაღა დაგიშავე, რომ ჩემ დებს ია-ვარდს უზიდავ და მე კი ერთხელაც არ მომიტანეო? - შვილო, მეც მინდა მოვკრიფო და მოვიტანო, - უპასუხა მამამ, - მაგრამ ჩემი ცდა ტყუილად ჩამივლის ხოლმეო. მაინც ქალი ძალიან ჯავრიანად იყო. შეატყობს მამა თავის ქალს, რომ გულით უნდა ველის ყვავილი და ჯავრად ჩასჭრია გულშიო.

ადგება და წავა ველის ყვავილის საძებნელად. ივლის ბევრს, ეძებს ველის ყვავილს, ვერსად შეხვდება და ბოლოს ერთ ადგილას მივა. იქ ძაღლის ტოლი გველი ნახა. ძალიან შეეშინდა. გველმა ჰკითხა: სად მიდიხარ, რა საქმე გაქვსო? - ველის ყვავილს ვეძებო, - უპასუხა კაცმა. - ველის ყვავილს მე მოგცემ, თუ შენი გულის ყვავილს მე მომცემო, - უთხრა გველმა. თუ არ მომცემ და მე შენ შეგჭამო. სული ტკბილიაო, ნათქვამია. თავის სიკვდილს შვილის მიცემა არჩია კაცმა და გველს თვრამეტი დღის ვადა დაუდო: იმ ვადაზე მოდი და წაიყვანეო. მოუკრიფა ერთი კონა ველის ყვავილისა და მისცა კაცს.

მოუტანა მამამ ველის ყვავილს კონა ყვავილებისა და გაახარა. ქალი სიხარულისაგან ფეხზე აღარ იდგა, დარბოდა, სუნავდა ველის ყვავილებს, ხან ჰკოცნიდა და ეტოლებოდა. ქალი დგას ბაღში და ესურვილება თავის ყვავილებს. ბაღს გარეთ ცხენის ჯოგია მომდგარი. უცებ ჯოგიდან ერთი ჯაგლაგი ცხენი დაიძახებს: - ველის ყვავილო, რომ იცოდე, რაც არის შენს თავს, ეგრე აღარ გაიხარებდიო! - რათაო?! - ჰკითხა ველის ყვავილმა. - იმიტომაო, - უპასუხა ცხენმა, - რომ მამაშენმა მაგ კონაში შენი სიცოცხლე მისცა გველსაო. თვრამეტი დღის შემდეგ მოვა გველი და წაგიყვანსო. როდესაც გველი მოვა და გაგამზადებს, მამა გგითხავს: რა მოგცეო და შენ ჩემი თავი სთხოვეო!

გავიდა თვრამეტი დღე და მოითხოვა გველმა თავისი, მოვიდა ველის ყვავილის წასაყვანად. მამამ ჰკითხა ველის ყვავილს: რა მოგცე, შვილოო? - ის ერთი ჯაგლაგი ცხენი რომ გყავს ის მომეციო, - უთხრა ქალმა. ჯერ არ აძლევდა მამა: ეგ რად გინდაო, მაგრამ რაკი ქალმა არ დაიშალა, მისცა. როდესაც წასვლა დააპირეს, ცხენმა უთხრა ველის ყვავილს: შენ ერთი წმინდა სავარცხელი წამოიღე, ერთი მინა ზეთი და ლურსმნებიო. შეჯდა ქალი და გასწია. ცხენი ეტყვის კარგა გზას რომ გაივლიან: აბა მიიხედე, ხომ არავინ მოდისო? - მიიხედა ქალმა: - ძაღლის ტოლა რაღაცა მოგვდევსო! - გადააგდე სავარცხელი და მე კი არ მომახვედროო! გადააგდებს სავარცხელს. ისეთი ტყე გაჩნდა, ისეთი ჯაგი და ბარდა, რომ ხოხობს გაუჭირდება ჩაძრომა. მოვა გველი, ეცემა ჯაგიანს, დაიგლიჯება და კატის ტოლა კიდევ დარჩება. გასცდება ამ დროს ქალი და წავა. ივლიან ბევრსა, ივლიან და ბოლოს ცხენი ეტყვის ველის ყვავილს: აბა მიიხედე, ხომ არავინ მოგდევსო? მიიბრუნებს თავს ქალი. კატის ტოლა რაღაც მოგვდევსო, - ეტყვის ცხენსა. - გადააგდე ლურსმნებიო! - ეტყვის ცხენი. გადააგდებს ლურსმნებს ველის ყვავილი. დაეფინება ალმასი. მოვა გველი, დაიჭრება, დაიკუწება ალმასებზე. ბუზის ტოლა კიდევ გადარჩება. გასცდება ქალი და წავა.

ივლიან, ივლიან და ეტყვის ქალს ცხენი: აბა მიიხედე, მოგვდევს რამე, თუ არაო? მიიხედავს ქალი: ბუზის ტოლა რაღაცა მოგვდევსო. გადააგდე მინაო, - უთხრა ცხენმა. გადაისროლა მინა და გაჩნდა ტბა, ჰღელავს და ექანება. ცხენი ეტყვის: მე დაღლილი ვარ, დამეძინება, ის ბუზისტოლა გველი ბებრად იქცევა, მოვა ტბასთან და დაგვიძახებს: შვილო, ბეწვი გამოაძვრე ცხენს, გადმოდევ ტბაზე, გამიყვანე, შეგაქცევო, - მაგრამ შენ არ შეცდეო. - დაიძინებს ცხენი. მოვა გველი მოადგება ტბას, იქცევა ბებრად, აუვლის და ჩაუვლის ტბას. - შვილო, შენს ცხენს ბეწვი გამოაძრე, ტბაზე დააგდე, ხიდად იქცევა, გამოვალ, შეგაქცევო! - დაუძახებს გველი. - ვერა, - ეტკინებაო! - უპასუხებს ქალი. ვერ აცდინა ბებერმა ქალი.

გაეღვიძება რაშს, შეჯდება ქალი და გასწევენ. ცხენმა უთხრა ქალს: ჩვენ ქალაქში შევალთ და ვინც პირველად ხელი მომკიდოს, იმას გაჰყევიო.მივიდნენ ერთ ქალაქში, ჩაიარეს ბაზარზე. ერთი ახალგაზრდა სოვდაგრის შვილი მივიდა ცხენთან, დაუჭირა აღვირი და უთხრა ქალს: შენ ცოლი და მე ქმარიო. ქალი დათანხმდა. ვაჟი ძალიან მდიდარი იყო. წაიყვანა ქალი და გადაიხადეს ქორწილი.

ქალმა უამბო ყველა თავის თავგადასავალი ქმარს. ვაჟი ეტყვის: თუ არ წაველ და არა ვნახე ჩემი სიმამრი, არ იქნებაო. უშალა ცოლმა, უშალა, მაგრამ ქმარმა არ დაიშალა. შეჯდება ცხენზე და წავა: გონიერი ცხოველია, თვითონ მიმიყვანსო. შეჯდა, მაგრამ ცხენი ხმას აღარ იღებდა. გაჩუმებულები იყვნენ. საღამო ჟამს იმ გველის ტბასთან მივიდა, ჩამოხტა და დაისვენა. მივიდა ისევ ის ბებერი ტბასთან და გამოსძახა: დედაშვილობას, ცხენს წამწამი გამოაძრე, გადმოაგდე ტბაში, ხიდად გაიდება, გამოვალ და შეგაქცევო! - რა იცოდა ქალის ქმარმა, გამოაძრო წამწამი და გადაუგდო. გამოვიდა ბებერი. იმ ღამეს ერთად იყვნენ ბებერი შეაქცევდა.

გათენდა დილა. შეჯდა ცხენზე ვაჟი, უნდოდა წასვლა, მიიარ-მოიარა, მოძებნა გზა, მაგრამ ვეღარ იპოვა. ასე დაუღამდა. გათენდა მეორე დღე. დაუღამდება იქვე, ერთ ტანჯვაშია. ამ ხნობით ველის ყვავილს ვაჟი ეყოლება, მაშინვე გაგზავნიან მახარობელს სოვდაგრის შვილთან: ვაჟი გეყოლაო. მახარობელი მოადგება გველის ტბას და დაუღამდება. მოვა იმასთან ბებერი და შეაქცევს; ჰკითხავს: სად მიდიხარ შვილო, რა საქმე გაქვსო? - მახარობელი ეტყვის, რომ სოვდაგრის შვილს ვაჟი ეყოლა და ის უნდა ვახაროვო. აიღებს ეს ბებერი და წერილს ასე შეუცვლის: შენ ცოლს ძაღლის ლეკვი ეყოლა და რას იტყვი რა ვუყოთო. წაიკითხავს სოვდაგრის შვილი, ეცემა ელდა. აიღებს და მისწერს: აიღეთ, გაახურეთ საკირე და იმაში ჩააგდეთო.

დაბრუნდება მახარობელი, მოუტანს ამ წერილს. დაღონდება ვაჟის დედ-მამა, არ უნდათ შვილ-რძლის სიკვდილი, მაინც გაახურებენ საკირეს, უნდა ჩააგდონ. შეიტყობს ცხენი, დასწყვეტს თოკს და გაქანდება ქალისაკენ. ქალს ეტყვის: აიყვანე შენი ბავშვი ხელში, შემაჯექი და წავიდეთო. შეჯდა ქალი, შესვა თავის შვილიც და გაფრინდა ცხენი. ბავშვს ქუდი გადმოუვარდა და დარჩა იქა. რაკი ქალს უბედურება გადაეკიდა, სოვდაგრის შვილსაც გზა გაეხსნა: იარა, იარა და მოვიდა სახლში. შეიტყო ყველაფერი. ბევრი ინანა, მაგრამ რაღას უშველიდა. იპოვა შვილის ქუდი, წაიღო და წავიდა: ვისაც ეს ქუდი გამოადგება, ის იქნება ჩემი შვილიო.

ცხენი და ქალი რომ წავიდნენ, ბევრი იარეს, ერთ მინდორზე გამოვიდნენ. დადგა ცხენი, ქალს უთხრა: - ჩამოდი, აიღე დანა და ყელი გამომჭერიო. ასო-ასო დამჭერ, დამალაგე, მერე ინატრე რაც გინდა და იმად გექცევა ჩემი ნაჭრებიო. თუ მეც რამედ გინდივარ, ჩემთვისაც გადადევ ერთი ნაჭერიო. ქალი უარს ეტყვის: ვერ დაგკლავო. - არა, - თვალები დახუჭეო, - უთხრა ცხენმა, - და ისე დამკალიო.

დახუჭა თვალები ველის ყვავილმა, დაკლა ცხენი, დაჭრა ასო-ასო და ინატრა. გაცოცხლდა ისევ ცხენიც და გაიმართა მშვენიერი დუქან-ბაზრიანი ქალაქიც. გახდა ქალი ქალაქის უფროსად და პატრონად; ყველაფერი იმას ეკითხება.

ივლის ველის ყვავილის ქმარი, ატარებს ქუდს, ხან ვის დაჰხურავს, ხან ვის, მაგრამ ვერ იპოვის შვილს, თუმცა ბევრ სოფელსა თუ ქალაქს გაივლის. ბოლოს მივა იმ ქალაქში, სადაც ველის ყვავილია უფროსად. ჩაატარებს ქუდს ქუჩაზე და ხან ვის დაჰხურავს და ხან ვის, მაგრამ ვერ იპოვა. ბოლოს შეხვდა თავის შვილს; ძიძა ასეირნებდა. გადააგდებს ერთხელ ქუდს, ქუდი დაეხურება ბავშვს და მოუხდება. გადააგდებს მეორედ, მესამედ და ქუდი კარგა მოსდის. გაჯავრდება ძიძა; რასა მასხარაობ, დაიკარგე აქედან, ჭკუიდან ხომ არ შეიშალეო!

ბოლოს წაიყვანენ სოვდაგრის შვილს ველის ყვავილთან. სოვდაგრის შვილი და ველის ყვავილი იცნობენ ერთმანეთს და მოეხვევიან. უამბობს ყველაფერს ქმარი ველის ყვავილს, შერიგდებიან, მორიგდებიან და დაიწყებენ წინანდებურად ტკბილ ცხოვრებას.

ჭირი იქ დავაგდე,

ლხინი აქ მოვიტანე.

ქატო იქ დავაგდე,

ფქვილი აქ მოვიტანე.





პოსტის ავტორი: maikusi თარიღი: Jun 28 2008, 07:17 PM

ციტატა(lamara @ Dec 27 2007, 01:07 PM) *

აი გამოცანაც. ჯერ პასუხს არ დავწერ. ვნახოთ როგორი ყოჩაღები ხართ.

ერთსა ალვისა ხეზედა 12 ტოტი ასხია,
ცვივა და ცვივა ფოთლები,
ისევ იმდენი ასხია.

აბა თქვენ იციიიიიიიით :a075:

არაა ისე ძნელი თქვენისთანა გონიერი ადამიანებისათვის, რატომ არ ცდილობთ გამოცნობას?


ბავშვობაში მქონდა გამოცანების წიგნები რომლებითაც მე და ჩემი ძმა ერთმანეთს ვეჯიბრებოდით,ვინ უფრო მეტს გამოიცნობდა piqri.gif ეს თემა რო ვნახე დამაინტერესა სად წავიღე ის წიგნები? fiqri.gif

რამდენადაც მახსოვს ამ გამოცანის პასუხია:წელიწადის 12 თვე
.თუ შევცდი პასუხში,მაშინ თავად მითხარი saidumlo.gif 2kiss.gif

ისე,კაი თემაა,ხანდახან კარგია ბავშვობის გახენებაც biggrin.gif

პოსტის ავტორი: lamara თარიღი: Oct 28 2008, 09:04 PM

lamara

ციტატა
ერთსა ალვისა ხეზედა 12 ტოტი ასხია,
ცვივა და ცვივა ფოთლები,
ისევ იმდენი ასხია.

პასუხი: ალვის ხე წელიწადია, ტოტები- თვეები, ფოთლები- დღეები

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Feb 27 2013, 09:05 PM

თავზე მაღლა ვერ ახტები.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Feb 27 2013, 09:08 PM

ციტატა
თავზე მაღლა ვერ ახტები.

თავს გააჩნია...biggrin.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)