IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ლოცვა - სულიერი ხედვის დასაბამი
ნათია
პოსტი May 7 2007, 12:16 AM
პოსტი #1


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



„ანგელოზნი აღძრავენ ჩვენში ლოცვის წყურვილს და ჩვენთან ერთად დგანან ლოცვად, სიხარულით აღვსილნი და ჩვენთვის მლოცველნი“

შეუძლებელია სუფთად ილოცო, თუკი შენი გონება შეზრდილია ამქვეყნიურ საზრუნავს, რადგან ლოცვა არის ყოველგვარ მიწიერ გულისთქმათა დატევება. შებორკილს არ ძალუძს რბენა, ასევეა ვნებით შეპყრობილი გონება, - იგი ვეღარ პოულობს ადგილს სულიერი ლოცვისათვის, ვნებითი გულისთქმები აღარ აყენებს ლოცვად.

თუკი ლოცვისას ფიქრობთ, რომ ცოდვების გამო გოდება საჭირო არ არის, - გააცნობიერეთ, რაოდენ შორს დგახართ უფალთან, მაშინ, როდესაც მოვალე ხართ მასთან იმყოფებოდეთ - ამის გააზრება გულთბილ ცრემლს გიბოძებთ.

ჭეშმარიტად ასეა: საკუთარი საზომის გაცნობიერება, საკუთარი სიგლახაკისა და უბადრუკობის განცდა, გულთბილი და ტკბილი ცრემლების წყაროდ გექცევა და წმიდა ესაიას მსგავსად თავის გაკიცხვას დაიწყებ: „...ვაი მე, დავიღუპე, რადგან თვალებმა კი მეუფე საბაოთ იხილეს!“ (ესაია 6,5). მაგრამ თუკი შენი ლოცვა არის ჭეშმარიტი და სულიერი, _ ამის მრავალ დასტურს მიიღებ; ანგელოზნი შეიკრიბებიან შენს გარშემო დანიელ წინასწარმეტყველის მსგავსად და განგანათლებენ იმ მიზეზთა შემეცნებით, თუ რა რატომ ხდება. იცოდე, რომ ანგელოზნი აღძრავენ ჩვენში ლოცვის წყურვილს და ჩვენთან ერთად დგანან ლოცვად სიხარულით აღვსილნი და ჩვენთვის მლოცველნი. მაგრამ თუკი უდებებას მივეცემით და ბოროტ გულისთქმებს გავიზიარებთ, - ძალზე განვარისხებთ ანგელოზებს, რადგან მაშინ, როდესაც ისინი ჩვენთვის ამდენ სიკეთეს იქმან, _ ჩვენ საკუთარი თავისთვის არაფერს ვაკეთებთ და ამით უგულვებელვყოფთ უფლისადმი მსახურებას, ვტოვებთ უფალს და საკუთარ გულისთქმებში საუბარს ბოროტ სულებს ვუბამთ.

ილოცე მშვიდად და აუღელვებლად, იგალობე გონივრულად და კეთილგანწყობით - მაშინ ემსგავსები არწივის მართვეს, რომელიც ნელ-ნელა სიმაღლეებს იპყრობს.

ფსალმუნთა გალობა აცხრობს ვნებებს და ბორკავს ხორციელ თავშეუკავებლობას, ხოლო ლოცვა გონებას მისთვის ჩვეულ კეთილგონივრულ სიბრძნეს აზიარებს.

ლოცვა არის გონების ღირსებისთვის შესაფერისი ღვაწლი, უფრო ზუსტად კი - გონების ჭეშმარიტი გამოყენება.

ფსალმუნთა გალობა არის სიბრძნის მრავალსახეობის წარმოჩინება, ლოცვა კი - დასაბამი სულიერი ხედვისა.

სულიერი ხედვა ხელს უწყობს ლოცვას, იგი გონების აზროვნების ძალას ღვთაებრივი ხილვის ჭვრეტამდე აღამაღლებს.

თუკი უფლისგან ლოცვისა და ფსალმუნთა გალობის ნიჭი ჯერ კიდევ არ მიგიღიათ, - ითხოვეთ მუდმივად და აუცილებლად მოგეცემათ.

„...ჯერ არს მათდა მარადის ლოცვაი და რაითა არა ეწყინებოდის ლოცვასა შინა“ (ლკ. 18,1). ნუ მოიწყენთ და ნუ მიეცემით უსასოობას იმის გამო, რომ ლოცვითი განწყობის მადლი არა გაქვთ, რადგან, თუ ითხოვთ, აუცილებლად მოგეცემათ. იგივე იგავში ნათქვამია: „დაღათუ ღმრთისა არა მეშინის და კაცთაგან არა მრცხვენის, ამისთვის რამეთუ შრომასა შემამთხუევს მე მარადის ქურივი ესე, უსაჯო მას, რაითა არა მარადის მოვიდოდის და მაწყინებდეს მე... ხოლო ღმერთმან არა-მე ყოსა შურის-გებაი რჩეულთა მისთაი, რომელნი ღაღადებენ მისა დღე და ღამე, და სულგრძელ არს.“ (ლკ. 18,5,7) ამიტომ შრომისმოყვარეობითა და მოთმინებით იდექით ლოცვად!

ნუ მოისურვებ, იმგვარად ააწყო შენი ცხოვრება, როგორც შენთვის საუკეთესოდ მოგეჩვენება, არამედ იყოს ისე, როგორც ღმერთი ინებებს. თუ ასე მოიქცევი, მადლიერი იქნები და უშფოთველ ლოცვას შეძლებ!

ვილოცოთ...


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
ნათია   ლოცვა - სულიერი ხედვის დასაბამი   May 7 2007, 12:16 AM
marine   "საჭიროა განუწყვ...   Jan 20 2016, 09:19 PM
marine   "მუდმივად ილოცე ყ...   Jan 21 2016, 12:44 PM
marine   "როცა ლოცვის დროს...   Jan 21 2016, 07:09 PM
marine   "ლოცვა დამღლელი შ...   Jan 25 2016, 05:17 PM
marine   "მის ლოცვას ქვის ...   Feb 5 2016, 10:38 PM
marine   "ლოცვაზე დიდი შრო...   Feb 17 2016, 07:40 PM
marine   „ლოცვა ხომ გულის ს...   Feb 17 2016, 07:59 PM
marine   "რწმენით ლოცვა სუ...   Feb 18 2016, 11:34 AM
marine   "როდესაც ვინმეს მ...   Feb 18 2016, 10:40 PM
marine   "მხოლოდ ლოცვით შე...   Feb 19 2016, 11:59 AM
marine   "წმინდა მამები გვ...   Feb 20 2016, 12:22 PM
marine   "ლოცვა შეგაძლები...   Feb 21 2016, 09:00 PM
marine   "ლოცვის სამჯერ თქ...   Feb 22 2016, 12:07 PM
marine   "ლოცვის სამჯერ თქ...   Feb 22 2016, 12:07 PM
marine   „როცა გაძლიერებულ...   Feb 22 2016, 12:18 PM
marine   "ლოცვა ყურადღები...   Feb 24 2016, 12:17 PM
marine   "მთელი დღე იღვაწე...   Feb 24 2016, 04:09 PM
marine   "ისე დაიწყო დაყუდ...   Feb 24 2016, 05:15 PM
marine   "ნუ იტყვი, რომ დიდ...   Feb 24 2016, 10:41 PM
marine   „ვისაც გამუდმებით ...   Feb 24 2016, 11:16 PM
marine   "გნებავს თუ ტაძარ...   Feb 25 2016, 11:56 AM
marine   "დაუცადებელი ლოც...   Mar 9 2016, 10:52 PM
marine   "ფეხით ადამიანი მ...   Mar 11 2016, 12:21 PM
marine   "როგორ იმედიანად ...   Mar 11 2016, 10:48 PM
marine   "ლოცვა რთულია; რა ...   Mar 18 2016, 11:51 AM
marine   "ასევე ცნობილია, ...   Mar 24 2016, 11:00 AM
marine   „ადამიანს როცა ხორ...   Mar 24 2016, 02:51 PM
marine   "კანონად მაქვს სკ...   Mar 27 2016, 09:53 PM
marine   "მამა ეფრემმა ჭეშ...   Mar 28 2016, 02:48 PM
marine   "იგი ფლობდა გონიე...   Mar 28 2016, 10:45 PM
marine   "ლოცვა მოვალეობა ...   Apr 5 2016, 08:21 PM
marine   "გახსოვდეს, რომ რ...   Apr 11 2016, 11:14 AM
marine   "გონიერი ლოცვის წ...   Apr 12 2016, 11:55 AM
marine   "ლოცვითი ღვაწლი ა...   Apr 13 2016, 05:06 PM
marine   "დაე, თუნდაც მარტ...   Apr 17 2016, 12:51 PM
marine   "ხეც კი თავისი ფო...   Apr 18 2016, 09:50 PM
marine   "ნამდვილად არ არს...   Apr 19 2016, 11:41 AM
marine   "ლოცვის ძალის საჩ...   Apr 19 2016, 02:49 PM
marine   "თუ ლოცვის ჟამს მ...   Apr 20 2016, 10:40 AM
marine   "მამები გვასწავლ...   Apr 20 2016, 09:25 PM
marine   "ჭეშმარიტი ღვთის...   Apr 23 2016, 11:01 AM
marine   "არაერთხელ გვსმე...   Apr 24 2016, 06:18 PM
marine   "ის, ვინც უწყვეტი ...   Apr 24 2016, 10:35 PM
marine   "უფალმა შეისმინა ...   Apr 25 2016, 12:58 PM
marine   „მონაზონ პავლეს იმ...   Apr 25 2016, 01:23 PM
marine   „მამა იოსებმა [ისი...   Apr 25 2016, 01:50 PM
marine   "ისეთი ძალით დაეს...   Apr 26 2016, 09:45 AM
marine   "ლოცვა არასოდეს შ...   Apr 26 2016, 01:45 PM
marine   „თუ მოღვაწე ხარ, მა...   Apr 26 2016, 08:46 PM
marine   „ვიდრე ფეხები გემო...   Apr 26 2016, 08:57 PM
marine   „ხილვა მოსაგრეებს ...   Apr 26 2016, 09:09 PM
marine   "ვინმემ რომ მოინდ...   Apr 28 2016, 09:51 AM
marine   "როცა ეს სამი რამ ...   May 1 2016, 10:31 AM
marine   "როცა ადამიანი ლო...   May 3 2016, 10:11 PM
marine   "სანამ რაიმე საქმ...   May 6 2016, 02:41 PM
marine   "პირადი კანონი"   May 6 2016, 07:54 PM
marine   "ლოცვის მერე ყველ...   May 10 2016, 06:30 PM
marine   "სულში როცა ჩვენ ...   May 12 2016, 11:20 AM
marine   "ყოველ დილით ადექ...   May 24 2016, 10:40 PM
marine   "თუ ჩვენ ლოცვა არ ...   May 24 2016, 11:01 PM
marine   "შევთხოვოთ უფალს ...   May 25 2016, 12:21 PM
marine   "ადამიანებისთვი...   May 26 2016, 11:08 PM
marine   "ყოველთვის იდგა ლ...   May 27 2016, 02:32 PM
marine   "ლოცვა არ ღლის ად...   May 28 2016, 03:34 PM
marine   "[მამა ეგნატე] კელ...   May 30 2016, 09:54 PM
marine   "როცა ამ მოსაგრემ...   May 31 2016, 10:29 AM
marine   "ავადმყოფი და ძალ...   Jun 2 2016, 10:32 AM
marine   "მთელი მისი ცხოვრ...   Jun 3 2016, 10:46 AM
marine   "სული არ იღლება ღ...   Jun 4 2016, 01:04 PM
marine   "რამდენჯერაც შეგ...   Jun 10 2016, 10:21 AM
marine   "ღირსი მამის გულშ...   Jun 13 2016, 11:52 AM
marine   "როცა შენს გარშემ...   Jun 13 2016, 08:57 PM
marine   "როდესაც ადამიან...   Jun 25 2016, 10:26 PM
marine   "ლოცვა უნივერსალ...   Jun 26 2016, 07:06 PM
marine   „ლოცვა ლოცვით ისწა...   Jun 26 2016, 07:33 PM
marine   „ლოცვაში შესაძლებ...   Jun 26 2016, 10:20 PM
marine   "ყველაზე მეტად ის...   Jun 28 2016, 10:03 PM
marine   "ერთ ბერს ლოცვის ...   Jul 1 2016, 12:10 PM
marine   "წმინდა ანტონი დი...   Jul 15 2016, 11:40 AM
marine   "დაუვიწყებელ ხარ ...   Jul 20 2016, 08:02 PM
marine   „ლოცვა სინელი ბერი...   Jul 20 2016, 10:18 PM
marine   "ჟამი ლოცვისა - "...   Jul 21 2016, 10:39 AM
marine   “სათნოებათა დასაბ...   Jul 21 2016, 11:27 AM
marine   "ლოცვას წმინდა პე...   Jul 24 2016, 08:42 PM
marine   "ლოცვის მშვენიერ...   Jul 25 2016, 07:12 PM
marine   "ღმერთმა რომ მოჰკ...   Jul 25 2016, 07:27 PM
marine   "როცა მამა პროდრო...   Jul 27 2016, 03:12 PM
marine   "ეშმაკმა კარგად ი...   Jul 29 2016, 11:16 AM
marine   „თავს ნუ გავიმართლ...   Jul 29 2016, 11:38 AM
marine   "როცა ლოცულობ, იც...   Jul 29 2016, 01:18 PM
marine   "ლოცვა კი სალბუნა...   Aug 3 2016, 08:48 PM
marine   "კაცობრიობა გაჩე...   Aug 3 2016, 09:17 PM
marine   "ადამიანმა შესაძ...   Aug 4 2016, 09:28 AM
marine   "ლოცვა საშუალება...   Aug 4 2016, 09:39 AM
marine   "ყველა ლოცვა ლოცვ...   Aug 4 2016, 09:49 AM
marine   "უხილავ ბრძოლაში ...   Aug 4 2016, 09:09 PM
marine   "როდესაც ლოცვა გუ...   Aug 4 2016, 09:34 PM
marine   "შენ იმიტომ არ შე...   Aug 5 2016, 11:21 AM
marine   "არაფერია ლოცვაზ...   Aug 6 2016, 08:49 PM
marine   "ლოცვა საქმეა, სა...   Aug 6 2016, 11:18 PM
16 გვერდი V < 1 2 3 4 5 > » 


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 22nd June 2024 - 11:39 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი