IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> დაფარული მესიჯი იესოს გენეალოგიაში (დაბ. 5)
აკაკი
პოსტი Aug 31 2010, 06:25 PM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



სახარება შესაქმეში

ხშირად ვიყენებთ სიტყვას "სახარება" როგორც კეთილი უწხება, ვნახოთ სად არის ბიბლიაში პირველად ეს უწყება მოცემული? ვნახოთ!

მაცხოვარი ბრძანებს:
ციტატა
ნუ ჰგონებთ ვითარმედ მოვედ დაჴსნად სჯულისა გინა წინასწარმეტყველთა; არა მოვედ დაჴსნად, არამედ აღსრულებად. ამენ გეტყჳ თქუენ: ვიდრემდე წარჴდეს ცაჲ და ქუეყანაჲ, იოტაჲ ერთი გინა რქაჲ ერთი არა წარჴდეს სჯულისაგან და წინასწარმეტყუელთა, ვიდრემდის ყოველივე იქმნეს. (მთ. 5-17,18)


გადავხედოთ შესაქმის წიგნის V თავს აქ წარმოდგენილია გენეალოგია ადამთგან ვიდრე ნოეთმდე, აქ ჩამოთვლილია ებრაული სახელები, მოდით ვნახოთ რას ნიშნავს ქართულად ეს სახელები.

=წარღვნა
სახელი მათუსალა შედგება ორი სიტყვისაგან "მათ" რომელიც ნიშნავს სიკვდილს და "შალახ" რომელიც ნიშნავს "მოიტანს" (მოტანას) ან "გაგზავნას". ასე, რომ სახელი მათუსალა გვეუბნება "მისმა სიკვდილმა უნდა მოიტანოს"

მათუსალას მამას მიეცა წინასწარ-უწყება წარღვნის შესახებ, წინასწარმეტყველება მას უცხადებდა, რომ სანამ მისი შვილი ცოცხალი იქნებოდა წარღვნა არ მოხდებოდა და როდესაც იგი გარდაიცვლებოდა სწორედ ეს მოიტანდა წარღვნას დედამიწაზე.

და მართლაც იმ წელს როცა მათუსალა გარდაიცვალა დედამიწაზე წარღვნა მოვიდა. აღსანიშნავია, რომ მათუსალას ცხოვრება სიმბოლოა ღვთის მოწყალებისა, რადგან იგი იყო გაფრთხილება, რომ ახლოვდებოდა წარღვნა. მათუსალას ცხოვრება ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია რაც კი აღნიშნულა ბიბლიაში, რაც ასევე მეტყველებს ღვთის დიდ მოწყალებაზე.

= სხვა სახელები

ადამი - ნიშნავს კაცს, ანუ როგორც პირველი კაცი, სჩანს საკმარისია!
სითი - ასე ეწოდა ადამის მესამე ძეს, რომელიც ნიშნავს "აღთქმულს" ე.ი "წინასწარ დანიშნულს, დადგენილს ან განსაზღვრულს" ევამ თქვა: რამეთუ აღმიდგინა მე ღმერთმან თესლი სხუაჲ ნაცულად აბელისსა, რომელი მოკლა კაინ.
ენოსი - ასე ეწოდა სითის ძეს, რომელიც ნიშნავს "მოკვდავს". წარმოდგება სიტყვისაგან "ანაშ", რომელიც ნიშნავს უკურნებელს, დავადების, უბედურების, და ა.შ
კაინანი - ასე ეწოდა ენოსის ძეს, რომელიც ნიშნავს "დარდს", "მწუხარებას-წუხილს"
მალელეილი - ასე ეწოდა კაინანის ძეს, რომელიც შედგება ორი ნაწილისაგან "მელელე" ნიშნავს "კურთხეულს" ან "დიდებულს" და "ელ" კი ღვთის სახელს ნიშნავს. ასე, რომ მალელეილი ნიშნავს "კურთხეულ ღმერთს"
იარედი - ასე ეწოდა მელელეილის ძეს, სახელი შედგება ზმნისაგა "იარად", რომელიც ნიშნავს "ქვე გარდამოვიდეს" ანუ "გადმოვიდეს, ჩამოვიდეს ქვემოთ"
ენოქი - ასე ეწოდა იარედის ძეს, რომელიც ნიშნავს "სწავლებას" ან "დასაბამს, დასაწყისს". ენოქის უძველეს წინასწარმეტყველებას ციტირებს იუდა (არა ისკარიოტელი) მოციქული თავის კათოლიკე ეპისტოლეში, რომელიც ეხება ქრისტეს მეორედ მოსვლას (იუდა 14, 15)
მათუსალა - იყო ენოქის ძე, ვის შესახებაც მცირედ ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, ენოქმა მიიღო წინასწარმეტყველება, რომ ვიდრე მისი ძე არ მოკვდებოდა წარღვნა არ იქნებოდა.
ენოქის შესახებ ვიცით, რომ იგი არ მომკვდარა, არამე "გარდასცვალა ღმერთმა"
ლამექი - ასე უწოდა მათუსალამ თავის ძეს, რომელიც ნიშნავს "გულისტკივილს", "გოდებას", "ტირილს"
ნოე - ნიშნავს "განსვენებას", "შვებას", "ნუგეშს"

= მოდით ჩამოვთვალოთ სახელები:
ადამი - კაცი
სითი - აღთქმული
ენოსი - მოკვდავი
კაინანი - მწუხარება / დარდი
მალელეილი - ღმერთი კურთხეული
იარედი - ქვე გარდამოვიდეს / გადმოვიდეს, ჩამოვიდეს ქვემოთ
ენოქი - სწავლება / დასაბამი
მათუსალა - მისი სიკვდილი მოიტანს
ნოე - განსვენება / შვება
=========
კაცი [არს] აღთქმულ მოკლვად [და] გოდებად, [ხოლო] ღმერთი კურთხეული ქვე გარდამოვიდეს მასწავლელად (დასაბამად), [რათა] სიკვდილმან მისმან მოსცის განსვენებაი.

კაცი დანიშნულია მოსაკლავად, გლოვად, [მაგრამ] კურთხეული ღმერთი ქვევით ჩამოვა მასწავლებელად [რომლის] სიკვდილმაც უნდა მოიტანოს შვება, განსვენება.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
აკაკი   დაფარული მესიჯი იესოს გენეალოგიაში (დაბ. 5)   Aug 31 2010, 06:25 PM
terra   ვა, საინტერესოა :)   Aug 31 2010, 06:32 PM
ikanosi   მეც, შეიძლება ითქვ...   Aug 31 2010, 06:59 PM
damiane80   ეს ვერ გავიგე რას ...   Aug 31 2010, 07:22 PM
აკაკი   damiane80 ეს მე ვთარგმნე ...   Aug 31 2010, 07:43 PM
ikanosi   თორა (תורה) -- ებრაულა...   Aug 31 2010, 08:03 PM
ქევანა   ეზოთერიკა :D რა საჭ...   Sep 2 2010, 10:19 AM
მხევალი ნინო   ქევანა გუშინ მინდ...   Sep 2 2010, 10:28 AM
ქევანა   მხევალი ნინო მართ...   Sep 2 2010, 10:59 AM
.zakaria.   მხევალი ნინო ამათ...   Sep 2 2010, 11:13 AM
m16   ვერაფერი გავიგე :mello...   Sep 2 2010, 06:18 PM
afxazi   ორიოდ სიტყვას მეც ...   Sep 3 2010, 12:47 AM
shavlegi   მეც სრულიად გეთანხ...   Sep 3 2010, 03:14 AM
აკაკი   RE: დაფარული მესიჯი იესოს გენეალოგიაში (დაბ. 5)   Mar 15 2011, 06:13 PM
კანონისტი   სრულად ვეთანხმები ...   Mar 15 2011, 06:56 PM
აკაკი   რავიცი მე მხოლოდ ვ...   Mar 15 2011, 07:29 PM
კანონისტი   აკაკი გასაგებია. ა...   Mar 15 2011, 08:10 PM
saba11   ეს არასწორია და ეკ...   Mar 15 2011, 11:23 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 29th May 2024 - 11:34 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი