რატომ არის ცოდვა სვირინგის გაკეთება? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
რატომ არის ცოდვა სვირინგის გაკეთება? |
kmunebi |
Feb 14 2009, 08:57 PM
პოსტი
#41
|
ლაშა–გიორგი ჯგუფი: Members პოსტები: 1,367 რეგისტრ.: 11-April 08 მდებარ.: ბათუმი (Porto Franco) წევრი № 4,538 |
აუ რა მაგრად მინდა სვირინგი იცით ხალხნო? მარა რას იზავ არ შეიძლება და არ შეიძლება მკერდზე უნდა დავიწერო "ზა როდინუ ზა სტალინა" -------------------- "გამარჯვება ერთისა თუ მეორისა, ჰოსი თუ არასი, ყოველთვის არა ჰნიშნავს ჭეშმარიტების გამარჯვებას, მაგრამ მაინც ჰოსა და არას ჭიდილია ერთად-ერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა"
ილია ჭავჭავაძე |
linguistuss |
Feb 16 2009, 12:19 AM
პოსტი
#42
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 3 რეგისტრ.: 16-February 09 წევრი № 6,501 |
ამ თემის კითხვის დროს გამახსენდა, რომ პოლინეზიელთა ენიდან "ტატუ" რომ ვთარგმნოთ ქართულად მივიღებთ - "ხატს". ამასთან, კიდევ ერთ რამეს მივაქციე ყურადღება: მთელი განხილვის მანძილზე პატივცემული ბატონები და ქალბატონები ბჭობენ იმაზე, არის თუ არა ტატუ ტაბუ, ხშირ შემთხვევაში ისინი სიტყვა ცოდვას არასწორ კონტექსტში ხმარობენ, იქ სადაც ისინი გულისხმობენ ტაბუს აუცილებლად წერენ "ცოდვას", ეს ალბათ ფორუმის სპეციფიკის ბრალია. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ, როგორც მოგეხსენებათ, პოლინეზიელებმა სულ ორი სიტყვით გაამდიდრეს ჩვენი ენა (არა მხოლოდ ჩვენი, იმათიც) და ამ ორმა სიტყვამ ამ მადლიან თემაში იპოვეს ერთმანეთი: ტატუმ (ხატმა) და ტაბუმ (აკრძალვამ), სასწაულია პირდაპირ
|
milana |
Feb 16 2009, 01:25 AM
პოსტი
#43
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 278 რეგისტრ.: 14-February 08 წევრი № 3,934 |
აუ რა მაგრად მინდა სვირინგი იცით ხალხნო? მარა რას იზავ არ შეიძლება და არ შეიძლება მკერდზე უნდა დავიწერო "ზა როდინუ ზა სტალინა" ვაიმე ვაიმე კიარა და ამ შუა ღამე როგორ გამახალისა ვერ წარმოიდგეეეეეეენ კაი იყო პ.ს არ მომცონს მე სვირნგები.. -------------------- ”როგორც კი შენი სულის ძახილს აჰყვები ისეთი აღარ ხარ,როგორიც სხვებს უნდიხარ”(რ .ინანიშვილი ”ევა”)
|
milana |
Feb 16 2009, 01:37 AM
პოსტი
#44
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 278 რეგისტრ.: 14-February 08 წევრი № 3,934 |
გამარჯობათ, ვნახოთ რას გვეუბნება ბიბლიაში ღმერთი: 28 . ნაკაწრებს ნუ გაიკეთებთ ტანზე თქვენი მკვდრისთვის და წარწერებს ნუ გაიკეთებთ. მე ვარ უფალი! (ლევიტელტა 19:28) ხოლო რეალურად მანდ მარტო წარწერებზე არაა საუბარი, ეგ სიტყვა რაც ებრაულში წერია- ნიშნავს ნახატს, წარწერას, ნიშანს... Ye shall not make any cuttings in your flesh for the dead, nor imprint any marks upon you: I am the LORD. თარგმანი მაზორეთული ტექსტებიდან... პ.ს. აქ ქონდათ მოყვანილი ფრაზა კორინთელების მიამრთ წერილიდან- ეგეც მართალია, მაგიც ამტკიცებს რომ ტატუების გაკეთება არ შეიძლება... გამიხარდა შენი დანახვა ამ ფორუმზე.. -------------------- ”როგორც კი შენი სულის ძახილს აჰყვები ისეთი აღარ ხარ,როგორიც სხვებს უნდიხარ”(რ .ინანიშვილი ”ევა”)
|
Lashab |
Feb 16 2009, 02:47 AM
პოსტი
#45
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 561 რეგისტრ.: 24-December 08 წევრი № 6,157 |
-------------------- "ვისაც არ უყვარს, ვერ შეუცვნია ღმერთი, რადგან ღმერთი სიყვარულია."- (1 იოანე 4:8)
"სიყვარული სულგრძელია და კეთილი; სიყვარულს არ შურს, არ ტრაბახობს და არ ამაყობს; არ უკეთურობს, არ ეძებს თავისას, არ მრისხანებს, არ იზრახავს ბოროტს. არ შეჰხარის უსამართლობას, არამედ ჭეშმარიტებით ხარობს; ყველაფერს იტანს, ყველაფერი სწამს... ყველაფერს ითმენს. სიყვარული არასოდეს მთავრდება... " - (1 კორ 13:4-8) |
აბე |
Feb 17 2009, 12:55 PM
პოსტი
#46
|
აბესალომ ჯგუფი: Members პოსტები: 1,705 რეგისტრ.: 14-December 08 მდებარ.: თბილისი წევრი № 6,107 |
ამ თემის კითხვის დროს გამახსენდა, რომ პოლინეზიელთა ენიდან "ტატუ" რომ ვთარგმნოთ ქართულად მივიღებთ - "ხატს". ამასთან, კიდევ ერთ რამეს მივაქციე ყურადღება: მთელი განხილვის მანძილზე პატივცემული ბატონები და ქალბატონები ბჭობენ იმაზე, არის თუ არა ტატუ ტაბუ, ხშირ შემთხვევაში ისინი სიტყვა ცოდვას არასწორ კონტექსტში ხმარობენ, იქ სადაც ისინი გულისხმობენ ტაბუს აუცილებლად წერენ "ცოდვას", ეს ალბათ ფორუმის სპეციფიკის ბრალია. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ, როგორც მოგეხსენებათ, პოლინეზიელებმა სულ ორი სიტყვით გაამდიდრეს ჩვენი ენა (არა მხოლოდ ჩვენი, იმათიც) და ამ ორმა სიტყვამ ამ მადლიან თემაში იპოვეს ერთმანეთი: ტატუმ (ხატმა) და ტაბუმ (აკრძალვამ), სასწაულია პირდაპირ ყოველთვის მაინტერესებდა ამ ფორუმზე რატომ გადიან ხოლმე ერთი და იგივე იუზერები ახალ-ახალ რეგისტრაციებს. "დაუსვით კითხვა მოძღვარს" განყოფილებაში უმეტესობა შეკითხვებისა დაპოსტილია იმ იუზერების მიერ, რომლებსაც სულ თითო-ოროლა პოსტი აქვთ. აქაც ჩვენს linguistuss-ს 1 პოსტი აქვს ამ მომენტისათვის. გასაოცარია.... რაც შეეხება ტატუს და ტაბუს, მე ცოტა სხვანაირად ვიტყოდი: "ქმედებათა გარკვეული ნაწილი - ტაბუ". არ მინდა ახლა აქ დავიწყო იმაზე ლაპარაკი, რომ მართლმადიდებელმა ადამიანმა ბევრი რამ უნდა აუკრძალოს საკუთარ თავს, რადგანაც ყოველთვის ვამბობდი და ახლაც ვამბობ: არ არის ეკლესიური ცხოვრება რთული! ეს აკრძალვები არ არის რთული და ეკლესიურად ცხოვრება ძალიან ადვილია. ვინც ეკლესიურად დაიწყებს ცხოვრებას, მერე თვითონ გაუჩნდება სურვული, რომ წაიკითხოს, გაიგოს, მოძღვარს ჰკითხოს კიდევ რა არ უნდა გააკეთოს ხოლმე მან და ა.შ. ხოდა, ვინმეს რომ არ ეგონოს, ეგრე ამბობს ხოლმე, თორემ თვითონაც იცის, რომ რთულიაო, ამიტომ აღარ დავიწყებ იმის ლაპარაკს, რომ აკრძალვა თავისთავად მართლმადიდებლობის განუყოფელი ნაწილია. აკრძალვა ცოდვის, აკრძალვა არა-ცოდვის, მაგრამ სულისთვის საზიანო რაიმესი; აკრძალვა კარგის (მაგ. საჭმელების მარხვის პერიოდში) და ა.შ. კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც არ მინდა ტაბუებზე საუბარი, არის ის, რომ ბევრი არა-მრევლი და ბევრი მრევლიც არასწორად აღიქვამენ მართლმადიდებლობის არსს, კერძოდ იმასთან დაკავშირებით რომ, ეკლესიურ ცხოვრებას აიგივებენ აკრძალვებთან. პატივცემულმა ფორუმელებმა კი, ყველამ ვიცით, რომ აკრძალვებზე ბევრად მნიშვნელოვანია კეთილი საქმის კეთება; ადამიანების სიყვარული, როგორც მოყვარის ასევე მტრის; ფიქრების დამორჩილება, რომ ეშმაკმა ცუდი რამეები არ გვაფიქრებინოს ხოლმე; წირვა-ლოცვებზე მთელი გულით და სულით სიარული, რათა მადლი წამოვიღოთ შინ დაბრუნებულებმა; ადამიანების გახარება, ბედნიერების მინიჭება; ძლიერი რმენის ქონა; უფლის სიყვარული, წმინდანების სიყვარული, მათი კრძალვა, უდიდესი პატივისცემა და სასოება; გულითადი სინანული და არა მოჩვენებითი და უამრავი სხვა რამ. როდესაც ეს ყველაფერი გაგვაჩნია, აკრძალვებზე აღარ ვფიქრობთ, უკვე თავისთავად არ ჩავდივართ იმეებს, რაც აკრძალული ეკლესიის მიერ საწყენად არ მიმიღო ჩემო მეგობარო linguistuss, მაგრამ რელიგია არ არის ენათმეცნიერება, რომ სიტყვების თარგმანი ვეძებოთ და ა.შ. ყველაფერი ძალიან მარტივია - დავფიქრდები ხოლმე "უფალო, ეს რომ ჩავიდინო მართებულია შენს წინაშე?" თუ პასუხს ვიპოვი ჩემს თავში, შესაბამისად ვმოქმედებ და თუ ვერ ვიპოვი, მოძღვართან მივდივარ და მას ვეკითხები. ეს არის და ეს, არ უნდა ამას ენათმეცნიერება. P.S. სამწუხაროდ, ხშირად ამ შეკითხვას არ ვუსვამ ჩემს თავს და ამ მხრივ გამოსასწორებელი ვარ.... ეს ჩემი ძალიან დიდი ნაკლია.... -------------------- მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი (ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება") |
egri3 |
Feb 17 2009, 01:44 PM
პოსტი
#47
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 409 რეგისტრ.: 27-January 08 წევრი № 3,768 |
ხატების და ეკლესიის გამოსახულებების ამოსვირინგებაზე რას აზრის ხართ?
ეგეც ხომ ცოდვა არაა? |
guest |
Feb 18 2009, 11:38 AM
პოსტი
#48
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
egri3
ციტატა ხატების და ეკლესიის გამოსახულებების ამოსვირინგებაზე რას აზრის ხართ? ეგეც ხომ ცოდვა არაა? ეგრი, ჩემი აზრით ეგ არის სწორედ ცოდვა, თორემ ქავთარაძისაც არ იყოს "ნე ზაბუდუ მატ როდნუიუ" ან "უმრუ ნა ტანცპლოშადკე" ეგ უკვე საკუთარი სისულეების გამოა. ხატი და ჯვარი ან მსგავსი როცაა, წარმოიდგინე რამდენი უხერხულობები იქმნება მაგ დროს სხვადასხვა სიტუაციებში, რასაც აქ არ დავაკონკრეტებ... პ.ს. ერითრეელ ე.წ. კოპის (ქართულად არ ვიცი როგორაა) მართლმადიდებლებს - ქალებს ყველას აქვს შუბლზე ჯვარი ამოტვიფრული. აქ ქუჩაში ძალიან ხშირად ვხვდები მაგათ. |
აბე |
Feb 18 2009, 12:22 PM
პოსტი
#49
|
აბესალომ ჯგუფი: Members პოსტები: 1,705 რეგისტრ.: 14-December 08 მდებარ.: თბილისი წევრი № 6,107 |
ყურადღებით წაიკითხე და ნახავ იმ აბზაცსაც სადას სიწმინდეების ამოსვირინგებაზე მიწერია. ჩემი სუბიექტური მოსაზრება და არა ვინმესგან ნასწავლი სვირინგს არ ვიხატავთ სილამაზისთვის, არამედ იმ გამოსახულებას, რომელსაც ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მაგალითად სიტყვა "დედა". მაგრამ ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ამით დედის პატივისცემას უფრო მეტად გამოხატავენ. ავიღოთ მაგალითად რომელიმე პოპ-ვარსკვლავის სახელი, ან ჯგუფის ლოგო. ეს უკვე იმდენად დიდი ფანატობაა, რომ ღმერთზე წინ აყენებენ ამ მომღერალს. ეს რომ უთხრა მათ დაგცინებენ და გეტყვიან, ცოტა ლოგიკა ჩადე საუბარშიო, რეებს გვაკადრებო, მაგრამ აბა დაფიქრდი: ადამიანი რომ ამდენს აკეთებს იმ მომღერლის სიყვარულის გამო და ბევრად ნაკლებს (ან საერთოდ არაფერს) აკეთებს ღმერთის სიყვარულის გამო (არ ლოცულობს და ა.შ.) ეს არ არის ღმერთის დავიწყება და მომღერლის წინ დაყენება? საერთოდ ფანატობა მაგარი სისულელეა, რადგანაც უფალმა ყველა ადამიანს მიანიჭა რაღაც, რისთვისაც თიოეული მათგანი უნიკალურია და არ არის არცერთი პოპ-ვარსკვლავი თუ ფეხბურთელი ჩვენზე არაფრით მეტი (და არც ჩვენ ვართ სხვაზე მეტი). ყველა ადამიანი ცოდვილია და არ შეიძლება ადამიანის ფანატობა. ეს გაკერპებას გავს. ავიღოთ რაიმე საკრალური მნიშვნელობის ფიგურა. თუნდაც ჯვარი. ვიცით, რომ არც წმინდანების ქანდაკებებია აღიარებული მართლმადიდებლობაში, არამც თუ სვირინგად გამოსახული სიწმინდე ან წმინდანი. ჩვენ, მართლმადიდებლებს გვაქვს მხოლოდ ხატები, მედალიონები, ჯვარი და ა.შ. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ წარმართულ რელიგიას მიეკუთვნება სვირინგის ფიგურა, მაშინ ლაპარაკი აღარ არის, რომ ეს ცოდვაა. თუ სვირინგს იკეთებს ადამიანი არა ამ მიზნებით (რაც ზემოთ დავწერე) და სხვა ამდაგვარი მიზნებით და მხოლოდ სხვის თვალში "მაგარ როჟად" გამოჩენისთვის, ან მოდისთვის ან რაიმე ამდაგვარისთვის - მაშინ ის ცოდავს, როგორც ზედმეტად გადაპრანჭვის დროს და ა.შ. ამავე დროს აქ საქმე გვაქვს სიამაყესთან. ეს რო ვუთხრათ მათ, ამაზეც მივიღებთ მკაცრ პასუხს და დაცინვას, მაგრამ აბა დაუკვირდი: თუ გინდა სხვის თვალში მაგარი გამოჩნდე ეს განა სიამაყე არ არის?! გაიგეთ ხალხო, რომ ლოცვაც კი შეიძლება ცოდვა იყოს, თუ იგი ხალხისათვის მოსაჩვენებლად არის, სხვის დასანახად. მარხვის დროს წუწუნიც, რომ სხვამ დაინახოს მარხვაზე არისო.... იესო ქრისტე გვასწავლიდა, როცა მადლს აკეთებ, შენც მარცხენას ნუ ეცოდინება რას აკეთებს შენი მარჯვენაო და ნუ გაახმაურებ შენს მიერ ჩადენილ მადლსო. რომელ მადლის ჩადენაზეა საუბარი, როცა ადამიანს არაფერი განსაკუთრებით დასაფასებელი არაფერი გაუკეთებია და სხვის თვალში საკუთარი სახელის განდიდებას ცდილობს. რომც გაეკეთებინა რაიმე განსაკუთრებით დასაფასებელი, მაინც არ ექნებოდა ამის უფლება. კაცთა თვალში კი არა უფლის თვალში ვიყოთ მაგრები (ძალიან ცუდი ტერმინოლოგიით დავწერე). -------------------- მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი (ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება") |
ბექა |
Feb 18 2009, 10:12 PM
პოსტი
#50
|
Advanced Member ჯგუფი: Moderator პოსტები: 5,748 რეგისტრ.: 26-October 06 წევრი № 333 |
kmunebi
ციტატა ხუმრობ შე კაცო რა გჭირს milana ციტატა ვაიმე ვაიმეკიარა და ამ შუა ღამე როგორ გამახალისა ვერ წარმოიდგეეეეეეენ კაი იყო მიხარია |
linguistuss |
Feb 20 2009, 11:08 AM
პოსტი
#51
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 3 რეგისტრ.: 16-February 09 წევრი № 6,501 |
აბე
ახალი იუზერი ვარ ამ ფორუმზე და რა ვქნა?! ყველა ფორუმზე ეს სახელი მქვია და არავის არ ვემალები ზოგ-ზოგიერთებისაგან განსხვავებით... ახლა რაც შეეხება ტაბუს და ტატუს თემას: აქცენტი არასწორადა დასმული შენს პოსტში მეგობარო. საუბარი იყო იმაზე, რომ სიტყვა "ცოდვა" ხშირად ენაცვლება სიტყვა "ტაბუს" ღვთისმსახურთა თუ რელიგიურ მოღვაწეთა ფრაზებში. ჩემი შეფარული შეკითხვაც ამას ეხებოდა - ეს განზრახ კეთდება, თუ გაუაზრებლად?! |
egri3 |
Feb 20 2009, 11:25 AM
პოსტი
#52
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 409 რეგისტრ.: 27-January 08 წევრი № 3,768 |
linguistuss
ციტატა საუბარი იყო იმაზე, რომ სიტყვა "ცოდვა" ხშირად ენაცვლება სიტყვა "ტაბუს" ღვთისმსახურთა თუ რელიგიურ მოღვაწეთა ფრაზებში. ჩემი შეფარული შეკითხვაც ამას ეხებოდა - ეს განზრახ კეთდება, თუ გაუაზრებლად?! ანუ იგივეა თუ არა ტაბუ და ცოდვა? ეს გაინტერესებს? |
sergi_glaxa |
Feb 20 2009, 11:34 AM
პოსტი
#53
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 3,015 რეგისტრ.: 12-December 07 წევრი № 3,400 |
ციტატა რატომ არის ცოდვა სვირინგის გაკეთება? ამდენი ხანია კამათობთ და კაციშვილმა ვერ გასცა პასუხი რატომაა ცოდვა! იმიტომ არის ცოდვა რომ ბიბლიაში - ლევიანებში - გარკვევით წერია ღმერთის მოწოდება ხალხისადმი "ნუ გაიკეთებთ წარწერებს ჩხვლეტით". აი ამიტომაა ცოდვა! პ.ს. სერგი არ ვარ |
guest |
Feb 20 2009, 11:40 AM
პოსტი
#54
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
sergi_glaxa
ციტატა პ.ს. სერგი არ ვარ სადაა სერგი და რატომ იყენებ მის ნიკს? პ.ს. მართლა. |
Ligia |
Feb 20 2009, 11:42 AM
პოსტი
#55
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,990 რეგისტრ.: 2-April 08 წევრი № 4,411 |
მე მზე მინდა ხერხემალზე, ბეჭებს შორის მაპატიეთ ხერხემალთან ცოტა ფრთხილად იყავი, კანქვეშ შეყავთ საღებაში და იავიცი მალებზე ან ზურგის ტვინზე არ იმოქმედოს მაგარი მურტალია ხერხემლის პრობლემები ახლა მხოლოდ ჯანმრთელობის კუთხით გეუბნები ისე მეც ქე მინდა სვირინგი , მაგრამ მხოლოდ მკლავზე და პატარა მიყვარს ქაჯური რამეები არ დაგიმალავთ ტარზანას ტატუ რომ აქვს ექ დიდია და უშნოცაა, ასევე ჩემს ძმასაც დიდი ტატუ აქვს დახატული და სულ არ უხდება. პატარა დაეტოვებინა ჯობდა (მერე გაადიდა და გააფორმა) |
Funkenstein |
Feb 20 2009, 01:14 PM
პოსტი
#56
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 511 რეგისტრ.: 9-January 09 წევრი № 6,259 |
ისე ტატუს ვადიანობას მნიშვნელობა აქვს? ანუ დროებითია თუ მუდმივი.
|
sergi_glaxa |
Feb 20 2009, 11:00 PM
პოსტი
#57
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 3,015 რეგისტრ.: 12-December 07 წევრი № 3,400 |
ციტატა სადაა სერგი და რატომ იყენებ მის ნიკს? რავე, გავტეხე და ვიყენებ. უკაცრავად, ეს მართლა მართლმადიდებლური ფორუმია? |
Lashab |
Feb 21 2009, 07:42 AM
პოსტი
#58
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 561 რეგისტრ.: 24-December 08 წევრი № 6,157 |
ამდენი ხანია კამათობთ და კაციშვილმა ვერ გასცა პასუხი რატომაა ცოდვა! იმიტომ არის ცოდვა რომ ბიბლიაში - ლევიანებში - გარკვევით წერია ღმერთის მოწოდება ხალხისადმი "ნუ გაიკეთებთ წარწერებს ჩხვლეტით". აი ამიტომაა ცოდვა! პ.ს. სერგი არ ვარ რას ბრძანებ, მე გავეცი მაგას პასუხი გადახედე პოსტებს -------------------- "ვისაც არ უყვარს, ვერ შეუცვნია ღმერთი, რადგან ღმერთი სიყვარულია."- (1 იოანე 4:8)
"სიყვარული სულგრძელია და კეთილი; სიყვარულს არ შურს, არ ტრაბახობს და არ ამაყობს; არ უკეთურობს, არ ეძებს თავისას, არ მრისხანებს, არ იზრახავს ბოროტს. არ შეჰხარის უსამართლობას, არამედ ჭეშმარიტებით ხარობს; ყველაფერს იტანს, ყველაფერი სწამს... ყველაფერს ითმენს. სიყვარული არასოდეს მთავრდება... " - (1 კორ 13:4-8) |
gujia |
Mar 19 2009, 11:44 AM
პოსტი
#59
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 15 რეგისტრ.: 16-March 09 წევრი № 6,656 |
ნაკაწრებს ნუ გაიკეთებთ ტანზე თქვენი მკვდრისთვის და წარწერებს ნუ გაიკეთებთ. მე ვარ უფალი! (ლევიტელტა 19:28)
თუ კი ბიბლიის და ღმერთის სიტყვის დაუმორჩილებლობა ცოდვა არ არის, მაშინ შეგიძლიათ უამრავი სვირინგი გავიკეთოთ და ცოდვად არ ჩაგვეთვლება. P.S ეხლა შარი არ მომდოთ იქ სვირინგი არ წერიაო (ეს ხუმრობით) -------------------- დავეყრდნოთ ბიბლიას!
იესო მოდის! მზად ხარ? |
Belief |
Mar 20 2009, 03:36 PM
პოსტი
#60
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 429 რეგისტრ.: 17-February 09 მდებარ.: ar MesRolot Ilia Var წევრი № 6,512 |
ჩვენ ყოველდღიურობით უამრავ ცოდვას ჩავდივართ . და ეს კითხვა რატომ გაჩნდა რატომააო სვირინგი ცოდვაო? მარტივი პასუხი აქვს . სვირინგის გამოსახულებებით თუ ვიმსჯელებთ....
-------------------- მამული,ენა ,სარწმუნოება !
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd September 2024 - 08:53 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი