ტერმინები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ტერმინები |
აბე |
Jan 25 2010, 09:42 PM
პოსტი
#1
|
აბესალომ ჯგუფი: Members პოსტები: 1,705 რეგისტრ.: 14-December 08 მდებარ.: თბილისი წევრი № 6,107 |
ბევრმა არ ვიცით მრავალი რელიგიური ტერმინი.
ვუნც არ ვიცით დავწეროთ და ვინც იცით გვასწავლეთ. გთხოვთ დაწეროთ მხოლოდ ქართულად. (ენების პრობლემა მაქვს ) მე მაინტერესებს ესენი... ქიროტონია ეტიმოლოგია დიპტიხი -------------------- მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი (ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება") |
terra |
Jan 25 2010, 10:09 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 4,231 რეგისტრ.: 2-April 08 წევრი № 4,398 |
ეტიმოლოგია (ბერძნ. ἔτυμος, სიტყვის ნამდვილი მნიშვნელობა, λόγος სიტყვა) – ენათმეცნიერების ნაწილი ენაში სიტყვების წარმოშობის და ისტორიის შესახებ. ეტიმოლოგია ასევე ეწოდება ამა თუ იმ კონკრეტული სიტყვის წარმომავლობას.
------------------------------ დიპტიხი არის მართლმადიდებელთა ღვთისმსახურების დროს ადგილობრივ ეკლესიათა მეთაურების მოხსენების რიგითობა, ანუ მსოფლიოს მართლმადიდებელ ეკლესიათა მეთაურების მოხსენების რიგი. ------------------------------ ქიროტონია კი იგივე ხელდასხმაა. -------------------- უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
|
INFORMATION |
Jan 26 2010, 03:34 PM
პოსტი
#3
|
guja ჯგუფი: Members პოსტები: 213 რეგისტრ.: 18-October 09 წევრი № 7,620 |
ეკუმენიზმი რას ნიშნავს?
|
ikanosi |
Jan 26 2010, 04:47 PM
პოსტი
#4
|
ირაკლი ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,285 რეგისტრ.: 3-January 10 მდებარ.: ფოთი - თბილისი წევრი № 7,906 |
INFORMATION
ჯერ google-შიც მონახე ხოლმე ციტატა ეკუმენიზმი რას ნიშნავს? მოძრაობა, რომლის მიზანიცაა რელიგიური კონფენსიების გაერთიანება. ქრისტიანულ ე–ს საფუძველი ჩაეყარა 1910 წელს ედინბურგში გამართულ მსოფლიო მისიონერულ კონფერენციაზე. ე., სულ ცოტა, სამ მიმართულებას ითვალისწინებს: 1. ქრისტიანული კონფენსიების გაერთიანებას; 2. არაქრისტიანული რელიგიების ინტეგრაციულ პროცესებსა და 3. ქრისტიანული ეკონომისტური ორგანიზაციების არაქრისტიანულ ორგანიზაციებთან შეთანხმებულ მოქმედებებს. უკანასკნელთა შორის გამოირჩევა ბუდისტების მსოფლიო საძმო, მსოფლიო ისლამური კონგრესი, ალ–ახზარესთან (ქაიროში) არსებული ისლამური კვლევების ცენტრი და სხვა. ქრისტიანობაში ეკუმენისტური პროცესების კოორდინატორია მსოფლიო საეკლესიო საბჭო, რომელიც 1948 წელს შეიქმნა. მასში გაერთიანებულია პროტესტანტული, მართლმადიდებლური, სომხურ–ბერძნული და სხვ. კონფესიების უმრავლესობა -------------------- ფარით ან ფარზე
|
აბე |
Jan 30 2010, 12:57 PM
პოსტი
#5
|
აბესალომ ჯგუფი: Members პოსტები: 1,705 რეგისტრ.: 14-December 08 მდებარ.: თბილისი წევრი № 6,107 |
ესენი მაინტერესებს
ეგზეგეტიკა ლოგოსი (ვიცი, ლოგოსში ქრისტე იგულისხმება, მაგრამ რას ნიშნავს თვითონ ეს სიტყვა - მხსნელს, თუ რას?) -------------------- მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი (ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება") |
ბადრი |
Jan 30 2010, 01:06 PM
პოსტი
#6
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,332 რეგისტრ.: 30-October 08 მდებარ.: წყალტუბო წევრი № 5,866 |
ეგზეგეტიკა [< ბერძ. exēgētikos განმმარტებელი] - მოძღვრება ეგზეგეზის შესახებ; ეგზეგეზის წესები და ხერხები.
ანუ წმიდა წერილის განმარტება. ლოგოს-ი [ბერძ. logos სიტყვა, ცნება; აზრი, გონება] – 1.ძველ ბერძნულ მატერიალისტურ ფილოსოფიაში (ჰერაკლიტესთან): საყოველთაო კანონზომიერება. 2. იდეალისტურ ფილოსოფიაში: სულიერი პირველსაწყისი, ღვთაებრივი გონება და მისთანა სხვა მისტიკური ცნებები. Source: უცხო სიტყვათა ლექსიკონი -------------------- "უფალო ბაგენი ჩემი აღახვენ და პირი ჩემი იტყოდეს ქებულებასა შენსა"
"ეგრეთცა სარწმუნოებაი, უკუეთუ არა აქუნდენ საქმენი, მკუდარ არს იგი ხოლო." (იაკ 2.17) |
აბე |
Jan 30 2010, 01:07 PM
პოსტი
#7
|
აბესალომ ჯგუფი: Members პოსტები: 1,705 რეგისტრ.: 14-December 08 მდებარ.: თბილისი წევრი № 6,107 |
ბადრი
მადლობა, გაიხარე. მაგრამ იქნებ სასულიერო ლიტერატურიდაან იყოს რამე განმარტება? ვინმე ვერ დამეხმარებით -------------------- მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი (ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება") |
athos |
Jan 30 2010, 01:28 PM
პოსტი
#8
|
Άγιον Όρος ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 1,846 რეგისტრ.: 8-January 07 წევრი № 816 |
აბე
ციტატა ლოგოსი (ვიცი, ლოგოსში ქრისტე იგულისხმება, მაგრამ რას ნიშნავს თვითონ ეს სიტყვა - მხსნელს, თუ რას?) ლოგოსი ნიშნავს სიტყვას, შეადარე, პირველითგან იყო სიტყვა (იოანე 1.1) -------------------- და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.
|
afxazi |
Jan 30 2010, 01:39 PM
პოსტი
#9
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
athos
ციტატა ლოგოსი ნიშნავს სიტყვას, შეადარე, პირველითგან იყო სიტყვა თუმცა ბერძნულში დაახლოებით 30-მდე შესატყვისი აქვს. მთაწმინდელმა ვფიქრობ საუკეთესო შესატყვისი მოუძებნა ქართულად. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
athos |
Jan 30 2010, 01:49 PM
პოსტი
#10
|
Άγιον Όρος ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 1,846 რეგისტრ.: 8-January 07 წევრი № 816 |
afxazi
ციტატა თუმცა ბერძნულში დაახლოებით 30-მდე შესატყვისი აქვს. მთაწმინდელმა ვფიქრობ საუკეთესო შესატყვისი მოუძებნა ქართულად. არა მარტო მთაწმინდელმა. "В начале было Слово"... ამ თარგმანით ყველზე კარგად გადმოიცემოდა ტერმინის ფილოსოფიური არსი, ამიტომაც თარგმნეს სიტყვად და არა მარტო ქართულში -------------------- და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.
|
მხევალი ნინო |
Jan 30 2010, 08:20 PM
პოსტი
#11
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
afxazi
ციტატა თუმცა ბერძნულში დაახლოებით 30-მდე შესატყვისი აქვს athos ციტატა არა მარტო მთაწმინდელმა. "В начале было Слово"... ანუ ეს ბერძნულად ნათარმნი ვარიანტი ყოფილა. საინტერსოა დედანში რა ეწერა, რა სიტყვა და როგორ ითარგმენბა? -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
athos |
Jan 30 2010, 09:04 PM
პოსტი
#12
|
Άγιον Όρος ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 1,846 რეგისტრ.: 8-January 07 წევრი № 816 |
მხევალი ნინო
ციტატა საინტერსოა დედანში რა ეწერა, რა სიტყვა დედანშია ზუსტად ის სიტყვა რომელზეც ვსაუბრობთ - λόγος - ლოგოსი ციტატა როგორ ითარგმენბა? ციტატა afxazi: ბერძნულში დაახლოებით 30-მდე შესატყვისი აქვს ნიშნავს სიტყვას, აზრს, ფიქრს, რაღაცის თქმას და ა.შ. -------------------- და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.
|
მხევალი ნინო |
Jan 30 2010, 09:15 PM
პოსტი
#13
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
athos
ციტატა დედანშია ზუსტად ის სიტყვა რომელზეც ვსაუბრობთ - λόγος - ლოგოსი რატომღაც ცავთვალე, რომ დედანი ებრაულად იქნებოდა. -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
ბადრი |
Jan 30 2010, 09:20 PM
პოსტი
#14
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,332 რეგისტრ.: 30-October 08 მდებარ.: წყალტუბო წევრი № 5,866 |
მხევალი ნინო
იოანეს სახარება ბერძნულად დაიწერა , როგორც მახსოვს -------------------- "უფალო ბაგენი ჩემი აღახვენ და პირი ჩემი იტყოდეს ქებულებასა შენსა"
"ეგრეთცა სარწმუნოებაი, უკუეთუ არა აქუნდენ საქმენი, მკუდარ არს იგი ხოლო." (იაკ 2.17) |
აბე |
Feb 2 2010, 05:22 PM
პოსტი
#15
|
აბესალომ ჯგუფი: Members პოსტები: 1,705 რეგისტრ.: 14-December 08 მდებარ.: თბილისი წევრი № 6,107 |
სეპტუაგინტა
ფეშიტა ? -------------------- მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი (ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება") |
ალექსანდრე |
Feb 3 2010, 05:42 PM
პოსტი
#16
|
Advanced Member ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,232 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 7 |
სეპტუაგინტა ფეშიტა ? სეპტუაგიტა - საღმრთო წერილის უძველესი ბერძნული თარგმანი, რომელსაც ე.წ ''თარგმანი სამოცდაათთა მთარგმნელთა'' -ს ანუ სეპტანტას უწოდებენ. ძველი აღთქმის წიგნების ეს თარგმანი შესრულებულია ჩვ. წ.აღ-მდე III საუკუნეში ქალაქ ალექსანდრიაში. ეგვიპტის მმართველმა პტოლემეოს ფილადელფოსის თხოვნით, იერუსალიმელმა მღვდელმთავარმა ელეაზარმა ალექსანდრიაში გაგზავნა 70 სწავლული კაცი, რომელთაც იცოდნენ ბერძნული და ებრაული ენები. მათი მიზანი იყო წმ. წერილის ბერძნულ ენაზე თარგმნა იმ ებრაელთათვის, რომელთაც დავიწყებული ჰქონდათ დედაენა და ბერძნული ენის ალექსანდრიულ დიალექტზე ლაპარაკობდნენ. არსებობს საეკლესიო გადმოცემა რომ სვიმონ ღვთისმიმრქმელიც სწორედ ერთ-ერთი 70 სწავლულთაგანი იყო, რომელსაც დაევალა წმიდა წერილის თარგმნა. მას შეხვდა ესაია წინასწარმეტყველება, სადაც ეწერა რომ ''აჰა, ქალწული მუცლად იღებს და შობს ძეს, და უწოდებენ მას ემანუელს'' . მართალი სვიმეონი დაეჭვდა, და სიტყვა ქალწულის ქალად გადაკეთება დააპირა რადგან ტექსტში გაპარულ შეცდომად ჩათვალა, ამიტომ მას უფლის ანგელოზი გამოეცხადა და უთხრა რომ მანამ არ იხილავდა სიკვდილს სანამ თავისი თვალით არ ნახავდა ამ წინასწარმეტყველების აღსრულებას. რაც შეეხება პეშიტოს - ეს გახლავთ სირიულ (ასურულ) ენაზე, კერძოდ არამეულ დიალექტზე, II საუკუნეში შესრულებული ბიბლიის თარგმანი -------------------- ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო. ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა |
აბე |
Feb 8 2010, 01:29 PM
პოსტი
#17
|
აბესალომ ჯგუფი: Members პოსტები: 1,705 რეგისტრ.: 14-December 08 მდებარ.: თბილისი წევრი № 6,107 |
აპოლოგეტიკა
კაბალისტიკა ?? -------------------- მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი (ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება") |
ikanosi |
Feb 8 2010, 03:51 PM
პოსტი
#18
|
ირაკლი ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,285 რეგისტრ.: 3-January 10 მდებარ.: ფოთი - თბილისი წევრი № 7,906 |
აპოლოგეტიკა
1. ღვთისმეტყველების დარგი, რომელიც მიზნად ისახავს ქრისტიანული რელიგიის დაცვას; 2.გადატ., წიგნ. რისამე თავგამოდებით დაცვა, ქება-დიდება. კაბალისტიკა Relig. Heb. qabbālah "გადმოცემა", "თქმულება" 1. შუა საუკუნეებში: ებრაელთა მისტიკურ-რელიგიური მოძღვრება და მასთან დაკავშირებული წეს-ჩვეულებანი. 2. ისეთი რამ, რასაც თითქოს მაგიური ძალა აქვს; ბუნდოვანი, საიდუმლოებით მოცული, ძნელად გასარკვევი რამ. -------------------- ფარით ან ფარზე
|
აბე |
Mar 31 2010, 09:14 PM
პოსტი
#19
|
აბესალომ ჯგუფი: Members პოსტები: 1,705 რეგისტრ.: 14-December 08 მდებარ.: თბილისი წევრი № 6,107 |
ესქატოლოგია
-------------------- მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი (ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება") |
ნონა |
Mar 31 2010, 09:26 PM
პოსტი
#20
|
მშვიდი სისოვლე ჯგუფი: Members პოსტები: 2,197 რეგისტრ.: 29-July 09 მდებარ.: ბათუმი წევრი № 7,322 |
ესქატოლოგია- Gk. eschatos და logos _ "უკანასკნელი" და "მოძღვრება"
მისტიკური მოძღვრება მსოფლიოს და ადამიანის საბოლოო ბედზე; წარმოადგენს ბევრი რელიგიის (მათ შორის ქრისტიანობის) შემადგენელ ნაწილს. კონკრეტულად ქრისტიანობის მიხედვით კი მოძღვრება საბოლოო დღეზე. ბიბლიური რწმენა ქვეყნის დასასრულსა და მკვდართა აღდგომაზე ფორმულირებულია ,,მრწამსის’’ მე-7, მე-11 და მე-12 წევრებად. -------------------- ...უფალო, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd September 2024 - 06:26 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი