საქართველოს შესახებ წინასწარმეტყველება, ბერკირილეს განმარტებული იოანეს სახარება აპოკალიფსი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
საქართველოს შესახებ წინასწარმეტყველება, ბერკირილეს განმარტებული იოანეს სახარება აპოკალიფსი |
davithet |
Apr 16 2011, 02:07 PM
პოსტი
#21
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 413 რეგისტრ.: 28-January 09 წევრი № 6,402 |
მეც ეს წაკითხული მაქვს და დიდი ხანია ოცნებობდა საქართველოს აყვავებაზე. - მაგრამ რა?!
წინასწარ მეტყველელობა და წინასწარხედვა ბიბლიურ ენაზეა დაწერილი და ქართულ ბიბლიურ ენაში კი მარტო წინასწარმეტყველი წერია . სწორედ დაკარგულია ქართული ენა და დამარხულიც კი ნათარგმნი. მოვა დრო და სწორად გადათარგმნიან ძველ ჰებრეის ენისგან სწორ დამარხულ ქართულ ენაზე. ჩემი ინტერესისგან ვიკვლევდი ძველ ჰებრეულ წინასწარმეტყველობაზე და წინასწარ ხედვაზე.( აქ განსხვავებაა თუ რაზეა დაწერილი წინასწარ ხედვაზე). ბევრი ვიფიქრე და საბოლოოდ ვაკვირდებოდი - ჰებრეულ დამწერლობას სადაც ეწერა წინასწარ ხედვა და არა წინასწარმეტყველობაზე. აი ფრაზები აღმოვაჩინე ( ზემოდან ქვემოთ სიტყვა ნიუ სიტი და ახლოს ნიშანი გამოვთვალე სიტყვა განთიადის ჩიტი) . შემდეგ გამოვთვალე სიტყვა დიდებული ქალაქი. ეს მომხდარი ამბავი იყო რომ დავინტერესდი თუ რამე წერია ნიუორკზემეთქი და მართლა ახლოს ყოფილა( ნიუ სიტი, ფრინავი ჩიტი, და განთიადი).სხვე ვერ გამოვთვალე- და არ ვიცი რამდენად სწორად გამოვთვალე. შავი კაცი -მშიშარა და უშიშარი ბაბილონელი. - აქ მგონი ამერიკის პრეზიდენტი უნდა იყოს ობამა, მაგრამ ბაბილონელი ვინაა? ჩრდილო გამხდარი კაცი ორჯერ დაიკავებ და იქნება მტრობა.- ეს არ ვიცი ვინ დაიკავებ ორჯერ ? ჩემი აზრით ორჯერ თუ დაიკავებ -ალბათ პუტინია ანმედვედევი რადგან ორთა ბრძოლა წერია ( ორი ძმა ვერ გაიყოფ ჩრდილო სამეფოს და დანაკარგი დიდი იქნება ). ან ორი იქნება ამერიკა და რუსეთი ან პუტინი და მედვედევია. სხვა ადგილად - ვნახე სიტყვა ურწმუნო და გაუნათლებელი ჩრდილოელი დიდთადიდი მტერთან ) - ეს ცოტა გაუგებარია ვინმე სულელი და გაუნათლებელი ვინ უნდა იყოს რომ ყველაზე ძლიერთან შეეწინაღმდეგოდ ?! და იმავე ახლოსაა მთებში დაბადებული. აქ კიდევ რკინის თევზია დაწერილი და ვინმე სახელი პყრობელი მათი ენისა. ბევრი შეიძლება შეცდომით დავწერო მაგრამ მე თავად არ ვარ დარწმუნებული. -------------------- [b]止まれ[/b]
|
guest1 |
Apr 16 2011, 02:40 PM
პოსტი
#22
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 188 რეგისტრ.: 11-June 09 წევრი № 7,110 |
ადამიანი უნდა მიხვდეს რომ ცოდვილია და ებრძოლოს თავის შეცდომებს, რა საჭიროა ეს წინასწარმეტყველებები რომლებიც ადამიანში ამპარტავნობას და განსაკუთრებულობის გრძნობას აღძრავს? და სული წმიდაი, უფალი და ცხოველმყოფელი, რომელი მამისაგან გამოვალს და მამისა თანა და ძისა თანა თაყვანისიცემების და იდიდების, რომელი იტყოდა წინაისწარმეტყველთა მიერ. საჭირო ყოფილი, რამეთუ ჭეშმარიტი წინასწარმეტყველება თვით უფლისაგან მოდის. სხვა საკითხია არის თუ არა წინაწარმეტყველება ჭეშმარიტი. აქ უკვე ან გვწამს ან არ გვწამს. მე მწამს ამ წინასწარმეტყველების. ციტატა ქრისტიანი უნდა იყოს თავმდაბალი, უყვარდეს მოყვასი, შეეცადოს მაქსიმალურად დაიცვას ცნებები და ეს მისცემს შანსს რომ გადარჩეს და განა სხვა მიზანი აქვს ადამიანს გარდა გადარჩენის? უნდა იყოს თავმდაბალი და მოყვასის მოყვარული, ცნებების დამცველი ქრისტიანი; მაგრამ ეს თავმდაბლობა და მოყვასის სიყვარულის სწავლა ხომ მარტო ჩვენი ნებით არ მოხდება. ჩვენ უნდა გვქონდეს ნება და ვთხოვოთ ღმერთს; თუ გულით ვითხოვთ, მოგვეცემა; მარა ისევ ის ღმერთი გვაძლევს ამას, ვინ წინასწარმეტყველებს წინასწარმეტყველთა პირით; გარდა ამისა, ზემომდებარე წინასწარმეტყველება მხოლოდ უგუნურს გახდის ამპარტავნად. ის რომ საქართველოს დიდი სულიერი მისია გააჩნია, თუ დაფიქრდება ცოტა ადამიანი, პასუხისმგებლობა უნდა იგრძნოს და ღვთისმოშიშება და ღვთის სიყვარული უფრო უნდა გააძლიეროს ღმერთისადმი გამუდმებული თხოვნით. არსებობენ ადამიანები, რომელთაც შეიძლება მსგავსი წინასწარმეტყველებებით ამპარტავნება უფრო გაუძლიერდეთ. მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომლებიც პასუხისმგებლობას გრძნობენ და ჩადენილ ცოდვებს ამის შემდეგ კიდევ უფრო მძაფრად განიცდიან. ასე რომ, არც ისე მარტივად არის საქმე.გილოცავთ ლაზარეს მკვდრეთით აღდგინების დღეს |
ჸიონ |
Mar 4 2017, 11:08 AM
პოსტი
#23
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 8 რეგისტრ.: 3-February 17 წევრი № 14,554 |
აღსანიშნია, რომ თორმეტიდან ბოლოს გამორჩეული წმიდა მატათა მოციქულის საფლავი საქართველოშია, რაც ასევე სიმბოლურად მიანიშნებს საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ დანიშნულებაზე ბოლო ჟამის მოვლენებში.
|
ჸიონ |
Mar 4 2017, 11:21 AM
პოსტი
#24
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 8 რეგისტრ.: 3-February 17 წევრი № 14,554 |
ციტატა მე-9 მუხლი ეხება მუსულმანების ბატონობის პერიოდს, კერძოდ, მუჰამედის გამოჩენიდან კონსტანტინეპოლის დაცემამდე და კონსტანტინეპოლში ოტომანების დაფუძნებიდან მათი ტირანული იმპერიის სრულ განადგურებამდე; წმიდა იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადებაში წერია: "აჰა, სატანის საკრებულოდან გადმოგცემ იმათ, რომელნიც ამბობენ, იუდეველნი ვართო, და არ კი არიან, არამედ ცრუობენ. აჰა, მე ვაიძულებ მათ, მოვიდნენ, ფეხქვეშ ჩაგივარდნენ და თაყვანი გცენ, რათა აღიარონ, რომ მე შეგიყვარე (გამოცხ. 3:9)". ვფიქრობ წინასწარმეტყველების ეს მე-9 მუხლი მუსულმანებს არ ეხება. არამედ ეს მუხლი გვამცნობს მასონურ-ეკუმენისტური მოძრაობის დამარცხებას საქართველოში. თუმცა ისიც აღსანიშნია, რომ სავარაუდოდ ზოგი მუსლიმური დაჯგუფება მასონთა კონტროლს ქვეშაა. |
რობინი |
Mar 4 2017, 11:35 AM
პოსტი
#25
|
რობინ ჯგუფი: Members პოსტები: 100 რეგისტრ.: 15-May 15 მდებარ.: დუშეთი წევრი № 14,112 |
გასაგებია მაგრამ ბიბლია გვეუნება რომ გამორჩეულობა აღარ არის დღეს. წილხვედრობა არის მარა გამორჩეულობა არ არის. ყველა ერს აქვს რაღაც ძვირფასი ქრისტესთვის შემონახული
ⴀⴐ ⴋⴈⴗⴅⴀⴐⴑ ⴋⴄ ⴎⴈⴐⴀⴃⴀⴃ ⴐⴍⴚⴀ ⴂⴀⴌⴑⴀⴉⴓⴇⴐⴄⴁⴓⴊ ⴔⴓⴌⴕⴚⴈⴀⴑ ⴅⴀⴌⴈⴝⴄⴁⴇ ⴀⴋⴀⴑ, ⴗⴅⴄⴊⴀ ⴄⴐⴈ ⴓⴗⴅⴀⴐⴑ ⴓⴔⴀⴊⴑ ⴃⴀ ⴗⴅⴄⴊⴀⴑ ⴇⴀⴅⴈⴑⴈ ⴋⴈⴑⴈⴀ ⴀⴕⴅⴑ კოლოსელთა 3:11 აქ აღარ არის არც ბერძენი, არც იუდეველი, არც წინადაცვეთა, არც წინადაუცვეთელობა, არ არის ბარბაროსი, სკვითი, მონა და თავისუფალი, არამედ ქრისტეა ყოველივე და ყოველივეში. -------------------- დ. კ.
|
ჸიონ |
Mar 6 2017, 11:40 AM
პოსტი
#26
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 8 რეგისტრ.: 3-February 17 წევრი № 14,554 |
რობინი
ბერძნული ენის და ბერძნულენოვანი ადგილობრივი ეკლესიების გამორჩეულობაა ის, რომ ახალი აღთქმა და ქრისტეანული დოგმატიკა თავიდან ბერძნულ ენაზე დაიწერა. მე იმის თქმა მინდა რომ დროის შესაბამისად ადგილობრივ ეკლესიებს შეუძლიათ საქმით გახდნენ ქრისტეანობის შუქურა. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd September 2024 - 02:02 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი