სამოთხის ჯოჯოხეთის ფიზიკა და აგებულება |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სამოთხის ჯოჯოხეთის ფიზიკა და აგებულება |
A.V.M |
Jul 12 2013, 04:35 PM
პოსტი
#21
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
რა ხდება?
რაღაც ,,კამათის'' სუნი მოვიდა... აბა ჰე... ვის რა კითხვები გაწუხებთ მითხარით , რამდენი ხანია გემრიელად აღარ მიკამათია ფორუმზე... -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
G_saxva |
Jul 12 2013, 09:12 PM
პოსტი
#22
|
I n t e r n e t ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 4,913 რეგისტრ.: 11-March 13 მდებარ.: i n t e r n e t წევრი № 13,010 |
A.V.M
წავიდა ჭეშმარიტება და ვის უნდა ეკამათო? -------------------- და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე? კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ. ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- |
A.V.M |
Jul 12 2013, 09:25 PM
პოსტი
#23
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
G_saxva
ციტატა წავიდა ჭეშმარიტება და ვის უნდა ეკამათო? არავინაა კაცო სხვა კამათი რომ უნდოდეს? როგორ მომენატრა ფორუმული პოლემიკა ხომ ვერ წარმოიდგენ... -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
G_saxva |
Jul 12 2013, 09:31 PM
პოსტი
#24
|
I n t e r n e t ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 4,913 რეგისტრ.: 11-March 13 მდებარ.: i n t e r n e t წევრი № 13,010 |
G_saxva არავინაა კაცო სხვა კამათი რომ უნდოდეს? როგორ მომენატრა ფორუმული პოლემიკა ხომ ვერ წარმოიდგენ... ეჰ გურამ მეც მაგიტომდ ავრეგისტრიდი მეთქი "ესე არს ჭეშმარიტება"-ს ვეზიარები თქო -------------------- და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე? კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ. ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- |
sopo... |
Jul 13 2013, 02:14 AM
პოსტი
#25
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 808 რეგისტრ.: 21-August 08 წევრი № 5,502 |
ციტატა ვის რა კითხვები გაწუხებთ მითხარით , რამდენი ხანია გემრიელად აღარ მიკამათია ფორუმზე... კითხვების მოფიქრება კი შეიძლება ))უნდა ჩამოვყალიბდეთ )) ნუ აი.. ძალიან მაინტერესებს სამოთხე მრგვალია, ? მრგვალია და ტრიალებს? თუ ბრტელია. )) მიზიდულობის ძალა იქნება ? უცებ რომ მოვწყდე და ჯოჯოხეთში ამოვყო დაუმსახურებლად თავი? )) მაშინ რა აზრი აქვს ჩემს ასკეტურ ცხოვრებას კიდევ უამრავი კითხვა მოსვენებას არ მაძლევს |
arcivi9 |
Jul 13 2013, 05:55 PM
პოსტი
#26
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 92 რეგისტრ.: 5-November 09 წევრი № 7,690 |
marine
G_saxva მოკლედ, თქვენ პასუხი არა გაქვთ აქ სხვა ვინმე თუ არის ამ საკითხში უფრო გათვიცნობიერებული? |
qetevano |
Jul 13 2013, 06:59 PM
პოსტი
#27
|
ბრრრრრ ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,683 რეგისტრ.: 27-September 12 მდებარ.: ევრივეა წევრი № 12,646 |
arcivi9
კითხვა სად დასვი? ვერ ვპოულობ. თუ ვახუშტის დაწერილ კიტხვებზე ამბობ? -------------------- ბეტმენი ხელს არ აწერს!
|
G_saxva |
Jul 13 2013, 07:53 PM
პოსტი
#28
|
I n t e r n e t ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 4,913 რეგისტრ.: 11-March 13 მდებარ.: i n t e r n e t წევრი № 13,010 |
arcivi9 კითხვა სად დასვი? ვერ ვპოულობ. თუ ვახუშტის დაწერილ კიტხვებზე ამბობ? ვერც მე ვნახე აქ კითხვა -------------------- და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე? კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ. ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- |
A.V.M |
Jul 13 2013, 08:19 PM
პოსტი
#29
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
arcivi9
ციტატა მოკლედ, თქვენ პასუხი არა გაქვთ მე დამისვი კაცო , რა არი ეგეთი ,,უშველებელი'' -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
arcivi9 |
Jul 13 2013, 10:25 PM
პოსტი
#30
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 92 რეგისტრ.: 5-November 09 წევრი № 7,690 |
arcivi9 კითხვა სად დასვი? ვერ ვპოულობ. თუ ვახუშტის დაწერილ კიტხვებზე ამბობ? კი, ეგ ჩემი შეკითხვებია და ამ თემის პირველ პოსტში წერია კდიეც: ციტატა ამ თემის ავტორი "forum.ge-ზე" არის არწივი9 ეგ თემა საერთოდ თავიდან აქ გავხსენი: http://forum.ge/?f=84&showtopic=34452137&h...4%E1%83%9C&st=0 |
A.V.M |
Jul 14 2013, 02:18 PM
პოსტი
#31
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
შეგიძლიათ ხალხო დააკოპიროთ და მითხრათ თუ რომელ კითხვებზე მაქვს ,,საპასუხო''?
-------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
qetevano |
Jul 14 2013, 03:04 PM
პოსტი
#32
|
ბრრრრრ ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,683 რეგისტრ.: 27-September 12 მდებარ.: ევრივეა წევრი № 12,646 |
A.V.M
ციტატა მსურს მივიღო ზუსტი პასუხები შემდეგ საკითხებზე:1. შეიძლება თუ არა სამოთხეში რაიმე ახლის სწავლა? მაგალითად ადამიანმა სააქაო ცხოვრებში არ იცოდა ფრანგული ენა, შეძლებს იგი ამ ენის სწავლას საიქიოში? ვთქვათ მოძებნა რომელიმე ფრანგი ეროვნების ადამიანის სული და სთხოვა შენი ენა მასწავლეო, გამოვა ეს ამბავი?2. სამოთხეში როგორ ვიცნობთ ჩვენს სააქაო ნაცნობებს? სულს გარეგნობა იგივე ექნება რაც სიკვდილის მომენტში ჰქონდა იმ პიროვნებას?3. სამოთხე და ჯოჯოხეთი ფიზიკურად გვერდიგვერდ მდებარეობენ? შეიძლება რომ სამოთხიდან „გადმოიხედო“ და ჯოჯოხეთში „ჩაიხედო“?4. სამოთხიდან დროებით გასვლა და სადმე გასეირნება შეიძლება? ერთიც ვნახოთ და მოგწყინდა სულ სიამტკბილობაში ყოფნა............5. სამოთხეში მყოფებმა რამე იციან სააქაო ცხოვრებაზე? მაგალითად თუ რას აკეთებენ მათი ჯერ კიდევ ცოცხალი ნათესავები დედამიწაზე, რა ხდება ჩვენს მიწიერ სამყაროში საერთოდ და ა.შ.6. თუ კაცს ორი ცოლი ჰყავდა (ცხადია სხვადასხვა დროს) და საბოლოო ჯამში სამივე სამოთხეში მოხვდა მაშინ როგორ გადაწყდება მათი თანაცხოვრების საკითხი? კაცის სული ორივე ცოლის სულთან ერთად „იცხოვრებს“? ეს ვითომ არ გამოიწვევს ეჭვიანობას? წესით ეჭვიანობით შეპყრობილი ადამიანი სამოთხეში კი არ უნდა მოხვდეს, მაგრამ ქორწინება ხომ მხოლოდ ორ ადამიანს შორისაა და მესამე მანდ რაღაც ვერ „ეწყობა“. ან იქნებ სამოთხეში საერთოდ შეუძლებელია უარყოფითი და უარყოფითთან ახლოს მდგომი (იგივე ეჭვიანობა მაგალითად. სიყვარული ხომ ეგოისტური გრძნობაა და ეს არა მგონია ცუდი იყოს, ჰოდა ორივე ცოლს მოუნდება რომ მხოლოდ მას ჰყავდეს ქმარი და არა კონკურენტ ცოლს) გრძნობების არსებობა და ასეთი სამეული მშვენივრად იგრძნობს თავს?7. შეიძლება სამოთხეში მეცნიერული ცდების ცატარება და ბუნების/საიქოს კანონების შეცნობა? ახალი კინოს ყურება ან წიგნის წაკითხვა შემეძლება? ან მე რომ წიგნი დავწერო და სამოთხეში არსებულ სხვა სულებს გავაცნო შემეძლება?8. საიქიოს რაიმე კანონი მართავს საერთოდ? ამ კანონებს რაიმე საერთო აქვს ფიზიკის კანონებთან? მაგალითად სამოთხეში შუქი რომ ავანთო (მგონი ისედაც ნათელია მანდ, მაგრამ მაინც) იგი რაიმე განსაზღვრული სიჩქარით გავრცელდება? როგორ ბუნება ექნება ამ სინათლეს, ტალღური თუ ნაწილაკური? შეიძლება სამოთხის და ჯოჯოხეთის აღწერა მეცნიერული მეთოდებით?9. საერთოდ, სამოთხეში სულმა რა უნდა აკეთოს? სულ ნეტარებაში უნდა იყოს? ღმერთს ნახავს იქ? თუ ნახავს შეეძლება მასთან გასაუბრება და სამყაროს არსის უკეთ შეცნობა?10. რამდენი ეცოდინება სულს? რა კავშირშია მისი სააქაური ცოდნა საიქიურ ცოდნასთან? იგი მანდ ყველაფერს გაიგებს რაც აინტერესებს?11. სამოთხე უფრო დიდია თუ ჯოჯოხეთი? საერთოდ, მათ აქვთ რაიმე კონკრეტული ზომა და ფორმა? თუ რომელიმე მაინც უსასრულოა?12. სად უნდა მოხვდნენ შემდეგი კატეგორიის ადამიანები:ა) ბიოლოგიურად/გონებრივად ჩამორჩენილები (დაუნის სინდომით დაავადებულები მაგალითად). მათ ხომ არავითარი წარმოდგენა არ აქვთ რელიგიაზე და ვერც ცოდვას ჩაიდენენ. ესე იგი ჯოჯოხეთში არ უნდა მოხვდნენ, მაგრამ სამოთხეში რა დამსახურების გამო უნდა შეუშვან?ბ) ბიოლოგიურად/ანატომიურად გაუგებარი სქესის ადამიანები (რამდენიმე ათეულ ათასში ერთხელ იბადებიან) რომლებიც მამაკაცებიც არიან და ქალებიც და სრულიად გაუგებარია რომელ სქესთან უნდა იცხოვრონ/ჯვარი დაიწერონ რომ ეს ცოდვად არ ჩაეთვალოთ.13. სამოთხეში რისი გაკეთება შეეძლება ადამიანს პრინციპულად? მისი ნება, უფლებები და შესაძლებლობები არსებითად შეზღუდულია თუ არა?14. სამოთხეში სულს შეეძლება ხანგამოშვებით დაიძინოს? თუ სული/ცნობიერება სულ აქტიურობაშია? არ დაიღლება ვითომ?15. იქნება თუ არა სამოთხეში სულების რაიმე დაყოფა ენების, ერების, რასების და სოციალური ჯგუფების მიხედვით? ვთქვათ, ქართველები ცალკე იქნებიან და პორტუგალიელები ცალკე? თუ აღრევაა ყველანაირი? თუ ვთქვათ ომის დროს დაიღუპნენ სამხედრო მეთაური და რიგითი ჯარისკაცი და ორივე სამოთხეში მოხვდა მაშინ ორივე თანაბარი იქნება? თუ ჯარისკაცს მაინც მოუწევს თავისი უფროსის ბრძანებების შესრულება?16. შეიძლება ერთი ადამიანის სულს შეუყვარდეს მეორე ადამიანის სული რომელსაც სამოთხეში შეხვდება? შეეძლებათ მათ დაქორწინება და ერთად ცხოვრება?17. პრინციპულად შესაძლებელია რომ სამოთხეში სულს ცუდი აზრები მოუვიდეს თავში? აი ვთქვათ უცებ სხვა სულზე რომ ცუდი გაიფიქროს, თუ სამოთხეში უბრალოდ არ შეიძლება ცუდი აზრების არსებობაც კი? თუ ასეა, ესე იგი სული გარკვეუწილად შეზღუდულია აზრებში და მოქმედებებში?ჯოჯოხეთში მყოფ სულს შეუძლია თავში კარგი აზრი მოუვიდეს და ვთქვათ სხვა ცოდვილის დახმარება სცადოს?18. ადამიანის სული საიქიოში შეინარჩუნებს მის სააქაურ ცოდნას და ინტელექტს?19. სამოთხეში მყოფმა სულებმა ღმერთს ძალიან რომ სთხოვონ რომელიმე არც ისე ცოდვილი სულის ამოყვანა ჯოჯოხეთიდან სამოთხეში ღმერთი ამ თხოვნას შეუსრულებს მათ? დაიწყე (დამთქნარების სმაილი) სულ 19 კითხვაა -------------------- ბეტმენი ხელს არ აწერს!
|
A.V.M |
Jul 14 2013, 03:35 PM
პოსტი
#33
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
რადგან შედარებით მეტი დრო მაქვს დავიწყებ....
ციტატა შეიძლება თუ არა სამოთხეში რაიმე ახლის სწავლა? მაგალითად ადამიანმა სააქაო ცხოვრებში არ იცოდა ფრანგული ენა, შეძლებს იგი ამ ენის სწავლას საიქიოში? ვთქვათ მოძებნა რომელიმე ფრანგი ეროვნების ადამიანის სული და სთხოვა შენი ენა მასწავლეო, გამოვა ეს ამბავი? ახალის სწავლაო რომ დაწერე გამიხარდა , კარგი დასაწყისი იყო , მაგრამ შემდეგ ისეთი არაადეკვატური რაღაც წერია რომ აზრი აღარა აქვს არაფერს... საიქიოში ფრანგული ენის ცოდნა არაფერში ჭირდება სულს და ნურც ის გვავიწყდება , რომ პირველი სამეტყველო ენა , ადამიანს სამოთხიდან გამოძევების შემდეგ მიეცა , ხოლო სხვა ენები კი ბაბილონის გოდოლის შედეგ ჩამოყალიბდა. ციტატა სამოთხეში როგორ ვიცნობთ ჩვენს სააქაო ნაცნობებს? სულს გარეგნობა იგივე ექნება რაც სიკვდილის მომენტში ჰქონდა იმ პიროვნებას? კი არ იცნობ , იგრძნობ . სულს სხეულობა არ გააჩნია... ციტატა სამოთხე და ჯოჯოხეთი ფიზიკურად გვერდიგვერდ მდებარეობენ? შეიძლება რომ სამოთხიდან „გადმოიხედო“ და ჯოჯოხეთში „ჩაიხედო“? ეს ირონიული კითხვაა , მაგრამ რადგან ვთქვი ყველას ვუპასუხებ მეთქი , ამასაც ვუპასუხებ . უნდა ვიცოდეთ რომ ადგილმდებარეობის გარდა , სამოთხესა და ჯოჯოხეთს მდგომარეობაც გააჩნიათ . ანუ მდგომარეობას განიცდიან... ციტატა სამოთხიდან დროებით გასვლა და სადმე გასეირნება შეიძლება? ერთიც ვნახოთ და მოგწყინდა სულ სიამტკბილობაში ყოფნა............ ესეც ირონიულია . მაგრამ მაინც ვუპასუხებ . რასაც შენ ამბობ , ეგაა ერთ–ერთი დამახინჯებული ორიგიანისტული სწავლება . რომ კეთილ ანგელოზს მოეწყინა სიკთეში , ანუ განიცადა– ,,მოყირჭება'' და გახდა ბოროტი . სამოთხეში მოწყინება შეუძლებელია განიცადო , იმიტომ რომ ერთფეროვნება არაა იქ... ციტატა 5. სამოთხეში მყოფებმა რამე იციან სააქაო ცხოვრებაზე? მაგალითად თუ რას აკეთებენ მათი ჯერ კიდევ ცოცხალი ნათესავები დედამიწაზე, რა ხდება ჩვენს მიწიერ სამყაროში საერთოდ და ა.შ. გარკვეული დოზით იციან და ეს დასტურდება სხვადასხვა გამოცხადებებით . ციტატა 6. თუ კაცს ორი ცოლი ჰყავდა (ცხადია სხვადასხვა დროს) და საბოლოო ჯამში სამივე სამოთხეში მოხვდა მაშინ როგორ გადაწყდება მათი თანაცხოვრების საკითხი? კაცის სული ორივე ცოლის სულთან ერთად „იცხოვრებს“? ეს ვითომ არ გამოიწვევს ეჭვიანობას? წესით ეჭვიანობით შეპყრობილი ადამიანი სამოთხეში კი არ უნდა მოხვდეს, მაგრამ ქორწინება ხომ მხოლოდ ორ ადამიანს შორისაა და მესამე მანდ რაღაც ვერ „ეწყობა“. ან იქნებ სამოთხეში საერთოდ შეუძლებელია უარყოფითი და უარყოფითთან ახლოს მდგომი (იგივე ეჭვიანობა მაგალითად. სიყვარული ხომ ეგოისტური გრძნობაა და ეს არა მგონია ცუდი იყოს, ჰოდა ორივე ცოლს მოუნდება რომ მხოლოდ მას ჰყავდეს ქმარი და არა კონკურენტ ცოლს) გრძნობების არსებობა და ასეთი სამეული მშვენივრად იგრძნობს თავს? ესეც ცინიკური კითხვაა . ისეთივე ცინიკური , როგორაც იესოს კითხეს შურიანმა და ბოღმიანმა ხალხმა . მე იესოს პასუხს გავიმეორებ , რომ იქ ,,არც იქორწინებენ და არც განქორწინებენ . არამედ იქნებიან ვითარცა ანგელოზნი ცათა შინა.'' ციტატა 7. შეიძლება სამოთხეში მეცნიერული ცდების ცატარება და ბუნების/საიქოს კანონების შეცნობა? ახალი კინოს ყურება ან წიგნის წაკითხვა შემეძლება? ან მე რომ წიგნი დავწერო და სამოთხეში არსებულ სხვა სულებს გავაცნო შემეძლება? ესეც ირონიულია . ასეთი რამ შეუძლებელია , რადგან საჭიროება არაა ამის... ციტატა 8. საიქიოს რაიმე კანონი მართავს საერთოდ? ამ კანონებს რაიმე საერთო აქვს ფიზიკის კანონებთან? მაგალითად სამოთხეში შუქი რომ ავანთო (მგონი ისედაც ნათელია მანდ, მაგრამ მაინც) იგი რაიმე განსაზღვრული სიჩქარით გავრცელდება? როგორ ბუნება ექნება ამ სინათლეს, ტალღური თუ ნაწილაკური? შეიძლება სამოთხის და ჯოჯოხეთის აღწერა მეცნიერული მეთოდებით? ტერმინი ,,ნათელში'' ყოფნა არ ნიშნავს იმას , რომ იქ ,,დვიჟოკი'' მუშაობს და 220 ვოლტია . არც ჯოჯოხეთში ცეცხლის ნთება ნიშნავს იმას , რომ იქ ვიღაც ,,კაჩიგარია'' რომელიც რცცილას უკეთებს ბუხარში და ცეცხლს ანთებს. ციტატა 9. საერთოდ, სამოთხეში სულმა რა უნდა აკეთოს? სულ ნეტარებაში უნდა იყოს? ღმერთს ნახავს იქ? თუ ნახავს შეეძლება მასთან გასაუბრება და სამყაროს არსის უკეთ შეცნობა? ღმერთის ნახვა და მასთან გასაუბრება , პირდაპირი მნიშვნელობით არცერთ ქმნილებას არ შეუძლია. თვით ანგელოზებსაც კი... ციტატა 10. რამდენი ეცოდინება სულს? რა კავშირშია მისი სააქაური ცოდნა საიქიურ ცოდნასთან? იგი მანდ ყველაფერს გაიგებს რაც აინტერესებს? ყველაფერს რა თქმა უნდა ვერ გაიგებს. ნებისმიერი რამის ცოდნა , პირდპირპროპორციულია იმასთან თუ რამდენის დატევნა შეუძლია სულს... 10 კითხვით შემოვიფარგლები ჯერ... -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
arcivi9 |
Jul 14 2013, 04:17 PM
პოსტი
#34
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 92 რეგისტრ.: 5-November 09 წევრი № 7,690 |
A.V.M
ციტატა საიქიოში ფრანგული ენის ცოდნა არაფერში ჭირდება სულს „არ სჭირდება“ ერთია, მაგრამ თუ უბრალოდ უნდა? ციტატა ნურც ის გვავიწყდება , რომ პირველი სამეტყველო ენა , ადამიანს სამოთხიდან გამოძევების შემდეგ მიეცა , ხოლო სხვა ენები კი ბაბილონის გოდოლის შედეგ ჩამოყალიბდა. და რომელი იყო ეს ენა კერძოდ? ციტატა კი არ იცნობ , იგრძნობ . დანახვის გარეშე ვიგრძნობ? საამისოდ ახლოს უნდა მივიდე მასთან? ციტატა სამოთხეში მოწყინება შეუძლებელია განიცადო , იმიტომ რომ ერთფეროვნება არაა იქ... მით უმეტეს თუ ერთფეროვნება არაა! ესე იგი მოწყენაც შესაძლებელია ციტატა გარკვეული დოზით იციან და ეს დასტურდება სხვადასხვა გამოცხადებებით . საიდან იციან? ვინ აძლევს მათ ინფორმაციას? ციტატა ესეც ცინიკური კითხვაა . ისეთივე ცინიკური , როგორაც იესოს კითხეს შურიანმა და ბოღმიანმა ხალხმა . მე იესოს პასუხს გავიმეორებ , რომ იქ ,,არც იქორწინებენ და არც განქორწინებენ . არამედ იქნებიან ვითარცა ანგელოზნი ცათა შინა.'' მე სავსებით სერიოზულად ვიკითხე ციტატა ასეთი რამ შეუძლებელია , რადგან საჭიროება არაა ამის... არასწორი პასუხია. რასაც ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერი სულაც არაა საჭირო, უბრალოდ ზოგი რამ გვინდა და გვაინტერესებს ციტატა ღმერთის ნახვა და მასთან გასაუბრება , პირდაპირი მნიშვნელობით არცერთ ქმნილებას არ შეუძლია. თვით ანგელოზებსაც კი... ანუ ღმერთს ვერ ვნახავთ? ციტატა ნებისმიერი რამის ცოდნა , პირდპირპროპორციულია იმასთან თუ რამდენის დატევნა შეუძლია სულს... ანუ სულის მიერ დატეული ინფორმაცია შეზღუდულია? |
A.V.M |
Jul 14 2013, 06:37 PM
პოსტი
#35
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
arcivi9
ციტატა „არ სჭირდება“ ერთია, მაგრამ თუ უბრალოდ უნდა? რას ქვია უნდა? ადამ და ევას სამოთხეში ენის ცოდნა უნდოდათ? ციტატა და რომელი იყო ეს ენა კერძოდ? ზრახვა... (მთაწმინდელების ცხოვრება წაკითხული გაქვს?) ციტატა დანახვის გარეშე ვიგრძნობ? საამისოდ ახლოს უნდა მივიდე მასთან? რა მანძილით შემოსაზღვრავ ადამიანის სულს? ციტატა მით უმეტეს თუ ერთფეროვნება არაა! ესე იგი მოწყენაც შესაძლებელია ეუჰ... ერთფეროვნებაში შენ არ იწყენ და მრავალფეროვნებაში იწყენ? ციტატა საიდან იციან? ვინ აძლევს მათ ინფორმაციას? სულის მოაზროვნებითობის თვისებიდან გამომდინარე... როდესაც სხეულშია სული , სხეული ხედავს ხორციელი ვალის საშვალებით , ესმენს ხორციელი ყურის საშვალებით , ყნოსავს ხორციელი ნესტოების საშუალებით და.ა.შ. იმიტომ რომ სულის სამოსელია სხეული . ხოლო როდესაც სხეულიდან გადის , საკუთარი მოაზროვნებითობით ამყარებს კონტაქტს გარესამყაროსთან და არა ხორციელი ნესტოებით , თვალებით , ყურებით და.ა.შ. ციტატა მე სავსებით სერიოზულად ვიკითხე ხოდა მაშინ სავსებით სერიოზულად მიიღე იესოს პასუხი , რომ იქ არც ქორწინებაა და არც განქორწინება... ციტატა არასწორი პასუხია. თუ სწორი პასუხი იცოდი რაღას მეკითხებოდი? ციტატა რასაც ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერი სულაც არაა საჭირო, უბრალოდ ზოგი რამ გვინდა და გვაინტერესებს და რისთვის გაინტერესებს მაგალითად ანტიკური კულტურის შესწავლა? ციტატა ანუ ღმერთს ვერ ვნახავთ? პირდაპირი მნიშვნელობით რა თქმა უნდა ვერ ვნახავთ და არც არავის უხილავს. რადგან ქმნილებას არ აქვს იმის დატევნის უფლება , რომ შემოქმედი პირდაპირი მნიშვნელობით დაინახოს. თვით ანგელოზებსაც , უაღმატებულეს სერაფიმებსაც კი ვერ შეუძლიათ უფლის ხილვა და ,,თვალებს ფრთებით ფარავენ.'' ციტატა ანუ სულის მიერ დატეული ინფორმაცია შეზღუდულია? დატეული არა. თუ დაიტია , ე.ი. ამის დატევნა შეუძლია. ზოგადად სულის ,,დატევნებისეული ფუნქციაა'' შეზღუდული და გამომდინარეობს მისი შესაძლებლობებიდან. ციტატა 11. სამოთხე უფრო დიდია თუ ჯოჯოხეთი? საერთოდ, მათ აქვთ რაიმე კონკრეტული ზომა და ფორმა? თუ რომელიმე მაინც უსასრულოა? რა თქმა უნდა გარკვეული მდებარეობა აქვთ მაგრამ არა მიწიერი გადმოსახედიდან გამომდინარე . სამოთხე იმ ზომისაა რამდენიც მართალთა სულებს ჭირდებათ და ჯოჯოხეთიც იმ ზომისაა , რამდენც ცოდვილთა სულებისთვისაა საჭირო . მოკლედ რომ ვთქვათ-,,იმ ზომისაა რამდენის საჭიროებაცაა''უსასრულო არაა , რადგან უსასრულო და ყოვლისმომცველი მხოლოდ ღმერთია. ციტატა 10. რამდენი ეცოდინება სულს? რა კავშირშია მისი სააქაური ცოდნა საიქიურ ცოდნასთან? იგი მანდ ყველაფერს გაიგებს რაც აინტერესებს? ვიმეორებ ყველაფერს ვერ გაიგებს რაც აინტერესებს. მაგ : ჩემ სულს აინტერესებს ღმერთის პირდაპირი მნიშვნელობით ხილვა. ამას ვერ გაიგებს , რადგან არ შეუძლია. ციტატა 12. სად უნდა მოხვდნენ შემდეგი კატეგორიის ადამიანები: ა) ბიოლოგიურად/გონებრივად ჩამორჩენილები (დაუნის სინდომით დაავადებულები მაგალითად). მათ ხომ არავითარი წარმოდგენა არ აქვთ რელიგიაზე და ვერც ცოდვას ჩაიდენენ. ესე იგი ჯოჯოხეთში არ უნდა მოხვდნენ, მაგრამ სამოთხეში რა დამსახურების გამო უნდა შეუშვან? ბ) ბიოლოგიურად/ანატომიურად გაუგებარი სქესის ადამიანები (რამდენიმე ათეულ ათასში ერთხელ იბადებიან) რომლებიც მამაკაცებიც არიან და ქალებიც და სრულიად გაუგებარია რომელ სქესთან უნდა იცხოვრონ/ჯვარი დაიწერონ რომ ეს ცოდვად არ ჩაეთვალოთ. ეკლესია აღიარებს სამოთხისა და ჯოჯოხეთის არსებობას და კათეგორიულად ეწინააღმდეგება ვთქვათ კათოლიკურ სწავლებას სალხინებელის არსებობის შესახებ . ანუ ამბობს მკაფიოდ რომ მხოლოდ 2 ადგილი არსებობს-სამოთხე და ჯოჯოხეთი. მაგრამ 2 ადგილის არსებობა არ ნიშნავს , რომ ამ 2 ადგილში არ არსებობდეს განსაზღვრული დონეები დამსახურების და სამართლიანობისდა შესაბამისად. რომელი ადამიანის სული სად მოხვდება ზუსტად , ეს ადამიანმა კი არა , მისმა მფარველმა ანგელოზმაც არ იცის. ჩვენ ვიცით მხოლოდ ერთი , რამ რომ ის ადგილი , სადაც მოხვდება სული არის ყველაზე საუკეთესო მისთვის და ყველაზე სამართლიანი. ვთქვათ შეურაცხადია ვიღაცა როგორც შენ თქვი. ციტატა 13. სამოთხეში რისი გაკეთება შეეძლება ადამიანს პრინციპულად? მისი ნება, უფლებები და შესაძლებლობები არსებითად შეზღუდულია თუ არა? რა თქმა უნდა შეზღუდულია , იმიტომ რომ თავისუფლება ეკლესიის სწავლეით არ ნიშნავს აღვირახსნილობას და იმის კეთებას რაც მე მინდა. მაგ: მე მინდა ღმერთის პირდაპირი მნიშვნელობით ნახვა.ამას მე ვერანაირად ვერ შევძლებ , თუნდაც სამოთხეში ყველაზე ,,აღმატებულ''ადგილზე მოვხვდე. ციტატა 14. სამოთხეში სულს შეეძლება ხანგამოშვებით დაიძინოს? თუ სული/ცნობიერება სულ აქტიურობაშია? არ დაიღლება ვითომ? დაღლილობა , ოფლი და.ა.შ. ეს ყველაფერი ადამიანის დაცემული ბუნებიდან გამომდინარეობს და არა იმიტომ რომ მისი სული ასეთი შექმნა თავდაპირველად ღმერთმა. სულს იქ დაძინების საშუალება არ ექნება , იმ მარტივი მიზეზის გამო რომ ეს არ სჭირდება მას. ციტატა 15. იქნება თუ არა სამოთხეში სულების რაიმე დაყოფა ენების, ერების, რასების და სოციალური ჯგუფების მიხედვით? ვთქვათ, ქართველები ცალკე იქნებიან და პორტუგალიელები ცალკე? თუ აღრევაა ყველანაირი? თუ ვთქვათ ომის დროს დაიღუპნენ სამხედრო მეთაური და რიგითი ჯარისკაცი და ორივე სამოთხეში მოხვდა მაშინ ორივე თანაბარი იქნება? თუ ჯარისკაცს მაინც მოუწევს თავისი უფროსის ბრძანებების შესრულება? ქრისტემ უარყო ყოველგვრი დაყოფა-რასების , ენების , კანის ფერის სქესის და.ა.შ. მიხედვით . იქ ყველა თანაბარია და იღებს იმ ზომის პატივს თუ სასჯელს რასაც იმსახურებს ცხოვრების მიხედვით და არა იმას თუ რომელ სოციალურ ფენაზე იყო , რამდენი ქონდა ხელფასი , ჩინი და.ა.შ. ციტატა 16. შეიძლება ერთი ადამიანის სულს შეუყვარდეს მეორე ადამიანის სული რომელსაც სამოთხეში შეხვდება? შეეძლებათ მათ დაქორწინება და ერთად ცხოვრება? გითხარი უკვე , რომ იესოს სწავლებისმიხედვით , იქ არც ქორწინებაა და არც განქორწინება. ციტატა 17. პრინციპულად შესაძლებელია რომ სამოთხეში სულს ცუდი აზრები მოუვიდეს თავში? აი ვთქვათ უცებ სხვა სულზე რომ ცუდი გაიფიქროს, თუ სამოთხეში უბრალოდ არ შეიძლება ცუდი აზრების არსებობაც კი? თუ ასეა, ესე იგი სული გარკვეუწილად შეზღუდულია აზრებში და მოქმედებებში? ჯოჯოხეთში მყოფ სულს შეუძლია თავში კარგი აზრი მოუვიდეს და ვთქვათ სხვა ცოდვილის დახმარება სცადოს? მოაზროვნებითობა სულის განუყრელი თვისებაა. სამოთხეში ადამიანის ცუდი აზრი როგორ მოუვა? ცუდი აზრი ბოროტისგანაა , ბოროტს კი სამოთხეში არაფერი ესაქმება. რაც შეეხება ჯოჯოხეთში მყოფი ადამიანის კარგ აზრზს. ეს რა თქმა უნდა შეიძლება , მაგრამ არა იმ ფორმით როგორც შენ თქვი. რადგან გვაქვს იესოს სწავლება-რომ თუ ვინმეს განკურნება გინდა ჯერ შენი თავის განიკურნე და მერე სხვისი . ანალოგიურად თუკი ვინმეს შველა შეგიძლია , მოდი ჯერ შენ თავს უშველე. სხვა მხრივ კი მდიდრისა და ლაზარეს შემთხვევა ამის დასტურია. მდიდარს მოუვისა ,,კარგი აზრი'' , რომ ლაზარე დაეხმაროს მას. ციტატა 18. ადამიანის სული საიქიოში შეინარჩუნებს მის სააქაურ ცოდნას და ინტელექტს? ინტელექტში არ ვიცი შენ რას გულისხმობ. ისე კი სული თავის მოაზროვნებითობას ხორცშიც და მის გარეთაც ინარჩუნებს... ციტატა 19. სამოთხეში მყოფმა სულებმა ღმერთს ძალიან რომ სთხოვონ რომელიმე არც ისე ცოდვილი სულის ამოყვანა ჯოჯოხეთიდან სამოთხეში ღმერთი ამ თხოვნას შეუსრულებს მათ? თუ სული მომაკვდინებელი ცოდვით არაა დაცემული , სამოთხეში მყოფებმა კი არა , მიწაზე მყოფებმაც რომ თხოვონ გულითადი შემწეობა მათ ამოიყვანს. ეკლესიას აქვს სწავლება , რომ ჯოჯოხეთი იმ ფორმით რა ფორმითაც ახლა არსებობს სამუდამო განსასვენებელი არაა. იქ მყოფთა სულებისთვის , რომლებიც არ არიან მიუტევებელი ცოდვით დასნეულებულნი ხოლო დედამიწზე მათთვის გაიცემა მოწყალება , ტარდება შეკვეთილი წირვები , იხსენიებენ ლოცვებში და.ა.შ. მეორედ მოსვლის შემდეგ , როდესაც უკვე სამუდამო განსასვენებელი მიეცემათ სულებს , ამოყვანილი იქნებიან ისინი ჯოჯოხეთიდან და მართალთა სულებს შეერევიან... -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
G_saxva |
Jul 15 2013, 10:00 AM
პოსტი
#36
|
I n t e r n e t ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 4,913 რეგისტრ.: 11-March 13 მდებარ.: i n t e r n e t წევრი № 13,010 |
უმეტესი კითხვა რაც აქ წერია და რაზეც პასუხის გაცემას ითხოვ, იმიტომ წერია ა, რომ არასწორედ გაქვს გაგებული სამოთხე , ჯოჯოხეთი და საერთოდ იმ ქვეყნიური ცხოვრება.
მე შევეცდები მეტ-ნაკლებად სწორედ გადმოვცე თუ რა არის ეს ყოველივე. პირველ რიგში იქიდან დავიწყებ რომ სული და სხეული რადიკალურად განსხვავდებიან თავიანთი მდგომარეობით. ის რაც სხეულს ახასიათებს სულს არ ახასიათებს ( შიმშილი, წყურვილი, სიცივე, სიცხე, ან თუნდაც სუნთქვა) და პირიქით. როცა შენ სვავ კითხვას, მაგალითად ფრანგულ ენასთან დაკავშირები, სრულიად ალოგიკური კითხვაა. როგორ გურამმა აღნიშნა ენა თავიდან გაჩნდა იმიტომ, რომ ადამიანებს ერთმანეისთვის გადაეცათ თავიანთი ნააზრევი და ნამოქმედარი ანუ ურთიერთობა შესძლებოდათ რაც სამოთხეში უსიტყვოდ ხდებოდა იმ დანაკლისის შესავსებათ გახდა საჭირო. ბაბილონის გოდოლამდე ერთი ენა არსებობდა მერე კი გაიყო და გაჩნდა ის ენები რაც დღემდეა (ამას აღარ ჩავუღრმავდები). ასევე არაა საჭირო არც ცდების ჩატარება და არც ჯოჯოხეთში ჭვრიტინი, იმიტომ რომ არაფერში გჭირდება, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ ის რაც გჭირდება ისედაც გაქვს. სამოთხე აღიწერება როგორც სრული ნეტარება, სრული ანუ სრულყოფილი სადაც არაა არაფერი საჭირო გარდა ნეტარებით ტკბობისა. სამოთხეში არ არსებობს მწუხარება და წარმოუდგენელია არსებობდეს, არ შეიძება ადამიანი სუნთქავდე და წუხდე რატომ ვსუნთქავო, ასევე შეუძლებელია იქ სადაც ნეტარებაა მწუხარე იყო. და ბოლოს წმინდა სერაფიმე საროველმა ასეთი რამ თქვა სამოთხეზე : ზეციური სიხარული განუმზადა ღმერთმა მის მოყვარულთ. იქ არ არის არც სნეულება, არც მწუხარება, "არა ურვა, არცა სულთქმა", არამედ სიხარული და გამოუთქმელი ნეტარება; იქ მართალნი მზესავით გაბრწყინდბიან. მაგრამ თუ თვით პავლე მოციქულმა ვერ გადმოსცა იქაური დიდება და სიხარული, სხვა რომელი მოკვდავის ენა აღწერს ზეციური ქალაქის - მართალთა სამკვიდრებლის - შვენიერებას? თუ რაიმე შემეშალა მომიტევეთ, რადგან ძნელია იმის გადმოცემა რაც თვით პავლე მოციქულმაც კი ვერ გადმოსცა სრულად. -------------------- და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე? კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ. ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- |
vaxushti13 |
Jul 16 2013, 10:13 PM
პოსტი
#37
|
ვცდილობ რომ ვიყო მართმადიდებელი ქრისტიანი ჯგუფი: Members პოსტები: 443 რეგისტრ.: 20-November 12 წევრი № 12,755 |
გამარჯობათ ხალხნო, დიდი ხანი აღარ შემოვსულვარ... რა დღეში ხართ რა არის...
|
A.V.M |
Jul 16 2013, 11:50 PM
პოსტი
#38
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
ციტატა რა დღეში ხართ რა არის... HA? -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
G_saxva |
Jul 16 2013, 11:57 PM
პოსტი
#39
|
I n t e r n e t ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 4,913 რეგისტრ.: 11-March 13 მდებარ.: i n t e r n e t წევრი № 13,010 |
ეე სად წავიდა ის არწივი რატომ არ შემოდის? აღარ აინტერებს პასუხები?
-------------------- და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე? კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ. ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- |
qetevano |
Jul 16 2013, 11:57 PM
პოსტი
#40
|
ბრრრრრ ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,683 რეგისტრ.: 27-September 12 მდებარ.: ევრივეა წევრი № 12,646 |
A.V.M
ციტატა HA? თავისი გახსნილი თემაა და რა დღეში ხართო -------------------- ბეტმენი ხელს არ აწერს!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd September 2024 - 09:23 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი