IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Reply to this topicStart new topic
> ერთარსება - სამება "განუყოფლად განყოფილია", ღმერთი არის სიყვარული
ნათია
პოსტი Jun 6 2007, 01:03 AM
პოსტი #1


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224




სამების პირები განირჩევიან პირისეული თვისებებით: მამა ღმერთი არის უშობელი, - არც იშობა და არც გამომდინარეობს არავისგან. იგი თავადაა მშობელი და გამომავლინებელი; ძე ღმერთი არის შობილი; სულიწმიდა კი - გამომავალი. ამ უკანაკსნელი დოგმის შესახებ გვაუწყებს "მრწამსის" მე-8 წევრი: "... რომელი მამისაგან გამოვალს". დასავლეთ ეკლესიაში, რომის საპატრიარქოში, ეს აზრი თითქმის დააზუსტეს და გააფორმეს ასე: "... რომელი მამისაგან და ძისაგან გამოვალს", ე.ი. რომის კათოლიკური ეკლესიის თვალსაზრისით, სულიწმიდა გამომდინარეობს როგორც მამისაგან, ისე ძისაგან, რაც არ შეიწყნარა აღმოსავლეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ.

სამების არსებას ვიზუალურად მზის, სითბოს და სინათლის ურთიერთმიმართება ასაჩინოებს. არ არსებობს მზე სითბოსა და სინათლის გარეშე, როგორც უკანასკნელნი პირველწყაროს, მზის დისკოს გარეშე: სადაცაა მზე, არის სითბოც და სინათლეც. ასევე: სადაც მამაა, არის ძე, არის სულიწმიდა და - პირუკუ. ღმერთი ყველგანაა. მაშასადამე, წმიდა სამება მადლითა და დიდებით სუფევს ყველგან და ყოველთვის.


ღმერთი არის სამპიროვანი, სამსახოვანი.



მაინტერესებს თავდაპირველად მრწამში თუ ეწერა "...რომელი მამისაგან გამოვალს" რატომ შეიტანეს კათოლიკებმა შესწორება ანუ გააფორმეს "... რომელი მამისაგან და ძისაგან გამოვალს"?

ქრისტიანული რელიგიის სხვა განშტოებებში ღმერთი როგორც სამება არ განიხილება?


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
shota1
პოსტი Jun 11 2007, 09:51 AM
პოსტი #2


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 163
რეგისტრ.: 2-September 06
წევრი № 138



მე უფრო მარტივი კითხვა მაქვს და პასუხს ვერსად ვერ წავაწყდი, რა არსებითი სხვაობაა გამომავლობასა და შობას შორის?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
izo
პოსტი Jun 11 2007, 06:50 PM
პოსტი #3


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 91
რეგისტრ.: 13-September 06
წევრი № 187



როგორც მე ვიცი, ერთხელ ჩემმა მამაო თქვა ქადაგებაზე, რომ კათოლიკეებმა შეცვალეს(როგორც ბევრი სხვა რამ!) და ჩაამატეს "და ძისაგან გამოვალს", ჩვენს მრწამსში ეს არ ეწერა, ჩვენმა მრწამსმა შეინარჩუნა პირვანდელი სახე.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
shota1
პოსტი Jun 12 2007, 03:52 PM
პოსტი #4


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 163
რეგისტრ.: 2-September 06
წევრი № 138



ჰო, კათლიკებმა სტრუქტურული იერარქია ააგეს სამებაში, გამოვიდა რომ სულიწმინდა მამასა და ძეს ექვემდებარება...

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ალექსანდრე
პოსტი Jun 12 2007, 10:24 PM
პოსტი #5


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,232
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 7



ხოლო რაჟამს მოვიდეს ნუგეშინის-მცემელი იგი, რომელი მე მოვავლინო თქუენდა მამისა ჩემისა მიერ, სული ჭეშმარიტებისაჲ, რომელი მამისაგან გამოვალს, მან წამოს ჩემთჳს [იოანე. 15; 26]


--------------------
ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო.

ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნათია
პოსტი Jul 5 2007, 06:59 PM
პოსტი #6


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



წმიდა მაქსიმე აღმსარებელი

ოთხი ასეული თავი სიყვარულის შესახებ

მეორე ასეული




29. როცა უფალი ამბობს, რომ „ მე და მამა ერთი ვართ„, ამით ბუნების ერთობას აღნიშნავს; ხოლო, როცა ამბობს, რომ „მე მამაში ვარ და მამა ჩემშია„, მაშინ ჰიპოსტასის განუყოფლობას გვიჩვენებს. ამრიგად, ტრითეოტები (სამღმერთიანელები), გამიყოფენ რა ძეს მამისაგან, ორივე მხრიდან უფსკრულში ცვივდებიან: ან ძეს აღიარებენ მამის თანაარსად, მაგრამ მას მამისაგან გამოყოფენ და იძულებულნი არიან, თქვან, რომ ძე მამისაგან არ შობილა და ამგვარად ერესში ცვივდებიან, აღიარებენ სამ ღმერთსა და სამ საწყისს; ანდა აღიარებენ, რომ ძე მამისაგანაა შობილი, ძის მამისაგან გამოყოფით , აუცილებლობიდან გამომდინარე უშვებენ, რომ ძე მამის თანაარსი არაა და ჟამთა მეუფეს ჟამიერებას უქვემდებარებენ. გრიგოლი დიდის სწავლებით , გვმართებს, ვაღიაროთ ერთარსება ღმერთი და სამი ჰიპოსტასი, თითოეული თავისი კუთვნილი თვისებების მიხედვით, რამეთუ მისივე სწავლებით, სამება იყოფა, მაგრამ განუყოფელია, ერთდება, მაგრამ ცალ-ცალკია. საოცარი დაყოფა და ერთობაა! მაგრამ რაღა საოცრება იქნებოდა, თუ მამა ღმერთი ძე ღმერთს ისე შეუერთდებოდა და გამოეყოფოდა, როგორც ადამიანი უერთდება და გამოეყოფა ადამიანს?



--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ეკუმენისტი
პოსტი Jul 5 2007, 07:01 PM
პოსტი #7


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 285
რეგისტრ.: 1-May 07
წევრი № 1,803



გადაიტანეთ ეს თემა ღვთისმეტყველებაში!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
izo
პოსტი Aug 13 2007, 09:32 PM
პოსტი #8


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 91
რეგისტრ.: 13-September 06
წევრი № 187



ციტატა(shota1 @ Jun 11 2007, 10:51 AM) *

მე უფრო მარტივი კითხვა მაქვს და პასუხს ვერსად ვერ წავაწყდი, რა არსებითი სხვაობაა გამომავლობასა და შობას შორის?


აქ ნახე: http://www.orthodoxy.ge/apologetika/filioque1.htm
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
shota1
პოსტი Aug 13 2007, 11:13 PM
პოსტი #9


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 163
რეგისტრ.: 2-September 06
წევრი № 138



თვალი გადავავლე და ჩემთვის ძალიან ძნელია შევეცდები რამრე გავიგი smile.gif

არადა სინამდვილეში როგორი მარტივი უნდა იყოს smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 1st May 2024 - 11:02 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი