თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ქველმოქმედების შედეგები _ დავეხმაროთ mendes masiel-s (ბესოს)!!!

პოსტის ავტორი: patricia თარიღი: May 21 2009, 02:00 AM

მოკლედ ასეთი რამეა, მენდესა არის ცუდად, ხოდა გუშინ ღამე გაუკეთდა რთული ოპერაცია ბრმანაწლავზე და ახლაც რეანიმაციაშია, ეროვნული ქირურგიის ცენტრში (დიღომში), მეორე სართულზე, 219 პალატაში უნდა იყოს წესით როცა გამოიყვანენ რეანიმაციიდან. ახლა იქ დედამისია. როგორც გაირკვა, საკმაოდ ძვირი დაჯდა ოპერაცია და კიდევ უფრო ძვირი დაჯდება შემდგომი მკურნალობის ხარჯები. სავალდებულო არაფერია, მაგრამ მგონი ურიგო არ იქნება, რომ ვისაც რამდენი გვაქვს შევკრიბოთ (არ აქვს მნიშვნელობა 5 ლარი იქნება, 20 თუ 50), უბრალოდ ვისაც რითი შეგვიძლია რომ დავეხმაროთ. დედამისმა კი თქვა საპატრიარქოში დარბიანო რომ დააფინანსონო, მაგრამ კაცმა არ იცის რა იქნება და ოპერაციის ხარჯები რომც დაუფარონ, მერე მაინც ბლომად ფული დასჭირდება. მოკლედ ჩარიცხეთ შესაძლებელი თანხა ამ ანგარიშზე და ჩვენ მივაწვდით ბესოს ოჯახს.

ბანკი: საქართველოს ბანკი

ბანკის კოდი: 220101502

მიმღები: ზაქარეიშვილი მიხეილ
ანგარიშის ნომერი: 266918500

ამ ეტაპზე მთავარია, რომ არ მივატოვოთ ასეთ სიტუაციაში. თქვენი იმედი მაქვს.

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: May 21 2009, 08:20 AM

დავუდგეთ გვერძე ჩვენს ძმას,
ჩვენს ფორუმელს.
დავთქვათ შეხვედრის დრო და ადგილი, შევუგროვოთ თანხა.
აბა თქვენ იცით ხალხო.

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: May 21 2009, 08:45 AM

http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?p=235576#235576

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: Ligia თარიღი: May 21 2009, 09:52 AM

ქავთარაძე იქნება შემომირბინო სამსახურში თვის დასაწყისში, თუ დაგვიანებული არ არის, რამეს გამოვნახავ

პოსტის ავტორი: patricia თარიღი: May 21 2009, 01:13 PM

Ligia

არა დაგვიანებული არაა, არს ამბობ! ოპერაციის ფულის გარდა მერეც დაჭირდება წმალებისთვის ოჯახს.. ვისაც შეგიძლიათხალხო smile.gif

პოსტის ავტორი: .ნინო თარიღი: May 21 2009, 01:58 PM

გიო, იქნებ შენ ითავო თანხის აკრება? მეც შენ მოგაწვდი...

პოსტის ავტორი: T.L. თარიღი: May 21 2009, 02:00 PM

ყველა ფორუმზე ვნახე ეს თემა და მიხარია რომ ასე ვცდილობთ ამ ადამიანისთვის

პოსტის ავტორი: patricia თარიღი: May 21 2009, 02:19 PM

T.L.

მეც ძლაიან მიხარია smile.gif

და იქნებ ეს თემა როგორმე ირველ გვერდზე ან მთავარ ტემებში გადაიტანოთ, აქ ყველა არ იხედება smile.gif

პოსტის ავტორი: ბექა თარიღი: May 21 2009, 03:07 PM

ხვალ ალბათ ავუვლი საავამდყოფოში მენდესას smile.gif აუ open air_ზე რა მაგარი დრო ვატარეთ : )) ლოთი ეგა გამოჯანმრთელდეს და ნატახტარის მთელი ყუთი უნდა ვუყიდო biggrin.gif

პოსტის ავტორი: patricia თარიღი: May 21 2009, 03:31 PM

ბექა

მოგვიკითხე, ნახევარი თბისი გბაერშიკობსთქო kiss1.gif:

პოსტის ავტორი: ბექა თარიღი: May 22 2009, 01:39 AM

ციტატა(patricia @ May 21 2009, 03:31 PM) *

ბექა

მოგვიკითხე, ნახევარი თბისი გბაერშიკობსთქო kiss1.gif:

აუცილებლად! უნდა უბალეშიკოს აბა რაა! ისეთი ადამიანია სხვანაირად როგორ

პოსტის ავტორი: zedela თარიღი: May 22 2009, 02:35 AM

როგორაა ბესო?

პოსტის ავტორი: T.L. თარიღი: May 22 2009, 10:23 AM

zedela
უკეთ
პალატაში გადაიყვანეს
მაგრამ მკურნაობის სერიოზული კურსია საჭირო და მეორე ოპერაცია კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ისევ

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: May 22 2009, 10:42 AM

T.L.

ციტატა
მაგრამ მკურნაობის სერიოზული კურსია საჭირო და მეორე ოპერაცია კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ისევ

რატომ გაურთულდა? ექიმების დაუდევრობას ჰქონდა ადგილი თუ...?

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: May 22 2009, 11:06 AM

ნათია
გაუსკდა ბრმანაწლავი .
მე მიყვარს ჩვენი ექიმები! biggrin.gif

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: May 22 2009, 11:34 AM

ნათია

ციტატა
რატომ გაურთულდა? ექიმების დაუდევრობას ჰქონდა ადგილი თუ...?

დაზღვევა არ არსებობს საქართველოში? ნებისმიერი სახის მკურნალობაში ფულის გადახდაა საჭირო? და ვინმეს თუ არ აქვს არ მიხედავენ თუ რაშია საქმე?
unsure.gif


პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: May 22 2009, 09:55 PM

არის რამე ახალი ინფორმაცია? როგორაა ბესო? ან რას ამბობენ ექიმები?

პოსტის ავტორი: patricia თარიღი: May 22 2009, 10:20 PM

ბესო უკეთაა smile.gif

ფულიცი გროვდება კარგად smile.gif

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: May 22 2009, 10:25 PM

patricia

ციტატა
ბესო უკეთაა

ფულიცი გროვდება კარგად

ძალიან კარგია, ღმერთმა გამოაჯანმრთელოს, მიხარია smile.gif

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: May 23 2009, 11:50 AM

.ნინომ გადმომცა თანხა , ველოდები ლიგიას, როდის მოუვა თვის ბოლო biggrin.gif


პოსტის ავტორი: subterranean თარიღი: May 23 2009, 05:13 PM

მენდესა-სასწაული ადამიანი =)) იცნობს ყველას და იცნობს ყველა

პოსტის ავტორი: .ნინო თარიღი: May 24 2009, 10:32 PM

როგორაა დაწერეთ რა...

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Jun 24 2009, 09:50 AM

ეს ადამიანი როგორაა?

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Jun 24 2009, 12:03 PM

მაგრად მიყვარს რატომღაც ეგ კაცი, სულ ერთხელ მყავს ნანახი, მაგრამ ძალიან დადებითად განვეწყვე და მეც მაინტერესებს როგორაა?

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Jun 24 2009, 07:12 PM

რით ვერ დაგვიწერეს როგორაა ეს ადამიანი?

ბექას ვკითხავ, რამდენადაც მახსოვს უნდა იცნობდეს და ექნება ინფორმაცია.
თუ რამე ავარკვიე, მოგწერთ თქვენც.

პოსტის ავტორი: subterranean თარიღი: Jun 24 2009, 07:21 PM

კარგადაა რამდენი ხანია უკვე, 2 კვირის წინ ვნახე, ცოტა გამხდარი მეჩვენა მაგრამ ჯანზეა biggrin.gif

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Jun 24 2009, 08:41 PM

subterranean

ციტატა
კარგადაა რამდენი ხანია უკვე, 2 კვირის წინ ვნახე, ცოტა გამხდარი მეჩვენა მაგრამ ჯანზეა

უფფ, შენ გაიხარე ბები, ძალიან კარგი ამბავი მოგვიტანე kiss1.gif
მე კი ბექას ,,ვუპადიეზდებდი'' სკაიპის შესასვლელთან
მოვხსნი ეხლა თვალთვალს biggrin.gif

პოსტის ავტორი: mogzaura თარიღი: Jun 25 2009, 02:35 AM

მეც ვნახე,რამოდენიმეჯერ შემხვდა.მართალია არ მნიცნობს,მაგრამ მე ხომ ვიცნობ დაsmile.gif.ისე კი გამხდარია თუმცა მსუქანი არც მახსოვდა ეგ ბავშვი დაsmile.gif

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Jun 25 2009, 09:24 AM

mogzaura
biggrin.gif მეც დავინახე იმდღეს შორიდან biggrin.gif მგონი არც მე მიცნობს biggrin.gif

პოსტის ავტორი: m16 თარიღი: Jun 25 2009, 09:20 PM

მე სხვა ფორუმიდან ვიცნობ..
ერთხელ კედლის გადაცემაშიც იყო.

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)