საიდუმლო სერობა, ლეონარდო და ვინჩი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
საიდუმლო სერობა, ლეონარდო და ვინჩი |
tb_parazitka |
Jan 10 2010, 11:43 PM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 4 რეგისტრ.: 5-December 07 მდებარ.: i'm lost in this bloody reality.. წევრი № 3,364 |
გამარჯობათ
მაინტერესებს რა თანმიმდევრობით არიან გამოსახულნი მოციქულები ლეონარდოს საიდუმლო სერობაში და თუ იცის ვინმემ იქნებ დამიწეროს? : ) -------------------- I am the SASH of BLUES
J☮☮d |
ikanosi |
Jan 11 2010, 12:30 AM
პოსტი
#2
|
ირაკლი ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,285 რეგისტრ.: 3-January 10 მდებარ.: ფოთი - თბილისი წევრი № 7,906 |
მაგასთან დაკავშირებით ვიცი ერთი საინტერესო ისტორია....
”საიდუმლო სერობის” შექმნის დროს ლეონარდო და ვინჩი უდიდესი პრობლემის წინაშე დადგა: მას უნდა განესახიერებინა სიკეთე იესოს სახით და ბოროტება – იუდას სახით. ლეონარდომ ხატვა შეწყვიტა და მხოლოდ მას შემდეგ განაგრძო, როდესაც იდეალურ მოდელებს მიაგნო. ერთხელ მხატვარი მომღერლების გუნდის გამოსვლას ესწრებოდა და ერთ-ერთ ყმაწვილ მომღერალში ქრისტეს ნათელი, სრულყოფილი სახე შეიცნო. ახალგაზრდა სახელოსნოში მიიწვია და რამდენიმე ცანახატი გააკეთა. სამ წელიწადში მხატვარმა ტილო თითქმის დაასრულა, მაგრამ ვერაფრით ვერ მიაგნო ტიპაჟს, რომელიც იუდას დასახატად გამოდგებოდა. ფრესკის დამკვეთი კარდინალი აჩქარებდა. კარგა ხნის შემდეგ ლეონარდომ მთვრალი, ბინძური, ჩამოძონძილი, ნაადრევად დაბერებული კაცი აღმოაჩინა, ეტიუდის შესაქმნელად დრო აღარ რჩებოდა და მხატვარმა თანაშემწეებს უბრძანა, ტაძარში წაეყვანათ იგი. გაჭირვებით მიათრიეს ეკლესიაში და და ვინჩიმ დახატა იუდა – მის სახეზე აღბეჭდილი იყო ცოდვა, ეგოიზმი, ბედუკუღმართობა. როდესაც მხატვარმა სამუშაო დაასრულა, გამოფხიზლებულმა მათხოვარმა თვალი გაახილა, გაოცებულმა მიმოიხედა და როგორც კი ნახატი დაინახა, შეშინებულმა წამოიყვურა: – ეს ნახატი მე ნანახი მაქვს! – კი მაგრამ, საიდან?. – გაუკვირდა ლეონარდოს. – სამი წლის წინ სანამ ყველაფერს დავკარგავდი, გუნდში ვმღეროდი, მომავლის იმედი მქონდა… ერთმა მხატვარმა წამიყვანა და ჩემი სახე ქრისტეს დასახატად გამოიყენა. -------------------- ფარით ან ფარზე
|
შაკო |
Jan 11 2010, 05:10 PM
პოსტი
#3
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,102 რეგისტრ.: 1-December 06 წევრი № 617 |
ჰოოო ეს ძალიან მაგარია
-------------------- რავიცი.....რავიცი.....
|
ქევანა |
Jan 11 2010, 08:11 PM
პოსტი
#4
|
მთვლემარე დრაკონი ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 |
ikanosi
ხო, ეგ შემიძლია გითხრა რომ ზღაპრებია, ასე ვთქვათ ლეგენდები კი ვიცი, შეიძლება მითხრა რომ ეს ხომ ვაზარისთან არის დაცულიო, მაგრამ თვითონ ვაზარის შეიძლებოდა გაეგონა ყურმოკვრით ვინმესგან და ისე დაეწერა თვითონ ფრესკა საშინლად არის დაზიანებული, და თუმცა მე დავაკვირდი, ვერაფერი მსგავსება ვერ ვიპოვე ციტატა მაინტერესებს რა თანმიმდევრობით არიან გამოსახულნი მოციქულები ეს იოლია, დაგუგლავ და ნებისმიერ ინფოს იპოვნის კაცი მაგრამ დავწერ მაინც ადვილად შეამჩნევთ, რომ ლეონარდომ ფრესკაში გამოიყენა სამკუთხა კომპოზიცია და მოციქულთა ფიგურები დალაგებულია სამ სამ ჯფუფად ცენტრი ეს ქრისტეა. დავიწყოთ შენს ხელმარცხნიდან და მივყვეთ მარჯვნივ 1 სამეული: ბართლომე, იაკობ ალფესი (ანუ იაკობ მცირე) და ანდრეა 2 სამეული: იუდა ისკარიოტელი (დააკვირდი ხელში ქისა უჭირავს), პეტრე, იოანე (უმცროსი მოწაფე ქრისტესი) 3 სამეული: თომა, იაკობ დიდი (ზებედეს ძე) და ფილიპე 4 სამეული: მათე, იუდა იაკობის ძე, სვიმონ კანანელი აბა რას იტყვი? გაქვს კიდე კითხვები? -------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
ikanosi |
Jan 11 2010, 08:19 PM
პოსტი
#5
|
ირაკლი ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,285 რეგისტრ.: 3-January 10 მდებარ.: ფოთი - თბილისი წევრი № 7,906 |
ქევანა
კი მე მაქვს...რა იცი რომ ზღაპარია? -------------------- ფარით ან ფარზე
|
ქევანა |
Jan 11 2010, 08:25 PM
პოსტი
#6
|
მთვლემარე დრაკონი ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 |
ikanosi
იქიდან აბა დაუკვირდი, რა გაჭირვებაც არ უნდა შეემთხვეს კაცს, რა ბომჟადაც არ უნდა იქცეს, სახის ნაკვთებს ვერ შეცვლის, როგორც თითის ანაბეჭდებს შეიძლება უფრო ნაოჭიანი გახდეს, მაგრამ თავის ქალის ზომა შეიცვლება? არა შეიძლება ცხვირი გაეზარდოს? ან დაუპატარავდეს? არა შეიძლება შუბლი გაუფართოვდეს ან დაუვიწროვდეს? არა ნიკაპი? ხოდა აბა რატომ გიკვირს? მე მსგავსებას ვერ ვხედავ -------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
ikanosi |
Jan 11 2010, 08:51 PM
პოსტი
#7
|
ირაკლი ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,285 რეგისტრ.: 3-January 10 მდებარ.: ფოთი - თბილისი წევრი № 7,906 |
ქევანა
ლეონარდოს ძან ახსოვდა ახლა იმ კაცის თავის და ცხვირის ზომები სახეს ეძებდა...ანუ ისეთ სახეს რომელძეც იქნებოდა გამოსახული ორგულობა და ა.შ.... -------------------- ფარით ან ფარზე
|
ქევანა |
Jan 11 2010, 09:32 PM
პოსტი
#8
|
მთვლემარე დრაკონი ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 |
ikanosi
აააააჰაჰა და რა გგონია მხატვრები ადამიანის ანატომიას არ იცნობდნენ? მხატვრები დაკვირვებულები უნდა იყვნენ და მით უფრო ისეთი გენიოსი, როგორც ლეონარდოა, ჩვეულებრივ ადამიანზე უფრო დაკვირვებული იქნებოდა და ისე,.. სახე.. და რისგან შედგება სახე? რა ქნის სახეს? გამომეტყველებას? შეგიძლია ეს მითხრა? მოკლედ, სასიამოვნო ოფფ ტოპიკებია რა პ.ს. უი დამავიწყდა მეთქვა, კრიმინალისტები რომ იპოვიან ხოლმე თავის ქალას, სახეს როგორ აღადგენენ ხოლმე? ესეც ძაან საინტერესო და საყურადღებო რამაა -------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
ნონა |
Jan 11 2010, 10:03 PM
პოსტი
#9
|
მშვიდი სისოვლე ჯგუფი: Members პოსტები: 2,197 რეგისტრ.: 29-July 09 მდებარ.: ბათუმი წევრი № 7,322 |
აბა დაუკვირდი, რა გაჭირვებაც არ უნდა შეემთხვეს კაცს, რა ბომჟადაც არ უნდა იქცეს, სახის ნაკვთებს ვერ შეცვლის, როგორც თითის ანაბეჭდებს აი ამაში კი მგონი ცდები ქევან მე მსგავსი დიამეტრალურად სახეცვლილი გარდასახვის ცოცხალ მაგალითს ვიცნობ ... -------------------- ...უფალო, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები!
|
ikanosi |
Jan 11 2010, 11:12 PM
პოსტი
#10
|
ირაკლი ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,285 რეგისტრ.: 3-January 10 მდებარ.: ფოთი - თბილისი წევრი № 7,906 |
ქევანა
რავიცი მე როგორ ადგენენ მაგრამ ისე ნამდვილი რომ იყოს (და ალბათ ასეც არის ) საინტერესო ისტორიაა -------------------- ფარით ან ფარზე
|
bekas |
Jan 12 2010, 02:31 AM
პოსტი
#11
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 352 რეგისტრ.: 31-October 07 წევრი № 3,078 |
ikanosi
როგორ და აკადემიკოს გერასიმოვის მეთოდით. მასე აღადგინეს თემურ ლენგის სახე, იაროსლავ ბრძენის და რავიცი კიდე ვისი http://ru.wikipedia.org/wiki/%D0%93%D0%B5%...%B2%D0%B8%D1%87 ნონა ციტატა მე მსგავსი დიამეტრალურად სახეცვლილი გარდასახვის ცოცხალ მაგალითს ვიცნობ ... შეიძლება კუნთოვანი ნაწილი ანდა კანქვეშა ცხიმი დაილიოს დაპატარავდეს, მაგრამ თავის ქალას არაფერი მოსდის. იმიტომ რომ ძვალია. ასევე ყურების ფორმა უცვლელი რჩება, იმიტომ რომ ხრტილოვანი ქსოვილია. ამიტომაც კრიმინალისტები, როცა ადამიანის იდენტიფიკაციას ახდენენ. იღებენ ძველ ფოტოს, უღებენ ტიპს ახალ ფოტოს იგივე რაკურსით. მერე ერთმანეთზე ადებენ, თუ დაემთხვა თვალის ბუდეები ყურების ნიჟარები ცხვირის ხრტილოვანი ნაწილი, მაშინ დიდი ალბათობით შეგიძლია თქვა რომ ძველ და ახალ ფოტოზე ერთი და იგივე ტიპია. ელემენტარნა ვატსონ. პ.ს. ეხლა ღმერთმა ყველა დაიფაროს და თუ ადამიანი ავარიაში მოყვა თავის ქალის ძვლები დაუზიანდა, მაშინ პროფილაქტორია და რობოტზე გაჭიმვა თუ უშველის |
ქევანა |
Jan 12 2010, 01:47 PM
პოსტი
#12
|
მთვლემარე დრაკონი ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 |
კიდევ კითხვები ლეონარდოსთან დაკავშირებით, პლიიიზ
-------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
gvanca_wowko |
Jan 29 2010, 05:26 PM
პოსტი
#13
|
cvanga_haiku ჯგუფი: Members პოსტები: 13 რეგისტრ.: 28-August 09 წევრი № 7,424 |
საიდუმლო სერობა ყველაზე ცუდად არის შემონახულო ლეონარდოს სხვა ნამუშევრებს შორის,მიზეზი?
|
ქევანა |
Jan 29 2010, 05:29 PM
პოსტი
#14
|
მთვლემარე დრაკონი ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 |
ციტატა საიდუმლო სერობა ყველაზე ცუდად არის შემონახულო ლეონარდოს სხვა ნამუშევრებს შორის,მიზეზი? იმიტომ რომ მასზე მუშაობისას ლეონარდო ექსპერიმენტალურ საღებავებს იყენებდა და რადგანაც მათი მდგრადობა გამოცდილი არ ჰქონდა, ამიტომ დროთა განმავლობაში ჩამოიშალა.... -------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
peritoniti |
Nov 14 2010, 03:20 AM
პოსტი
#15
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 67 რეგისტრ.: 14-November 10 წევრი № 9,872 |
მე მაქვს ერთი შეკითხვა. იესოს გვერდით, ჩვენგან ხელ-მარცხნივ (იესოს ხელ-მარჯვნივ) აშკარად ქალი ზის (და არა იოანე) და ამაზე რას იტყვით?
|
ქევანა |
Nov 19 2010, 06:09 PM
პოსტი
#16
|
მთვლემარე დრაკონი ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 |
peritoniti
არ არის ქალი და ვერც იქნება ქალი. სახარებაში ნათლად წერია (კათოლიკებისთვისაც და მართლმადიდებლებისთვისაც), რომ საიდუმლო სერობაზე იყვნენ უფალი და მისი 12 მოციქული მითხარი, განა დავინჩი დაარღვევდა სახარების თხრობას? რატომ? რისთვის? ვის გადაუხადა "სამაგიერო" ამით? არის მარტივი, ნამდვილი ახსნა, და არ არის საჭირო რაღაც ზღაპრების შეთხზვა, მით უფრო ასეთი შეურაცხმყოფელი ზღაპრების აი საინტერესო სტატია ინგლისურ ენაზე: http://deeperstudy.blogspot.com/2005/12/da...eady-coded.html -------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
nikolas |
Nov 24 2010, 01:44 PM
პოსტი
#17
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 154 რეგისტრ.: 1-January 09 წევრი № 6,201 |
ქევანა, და ვინჩის ბიოგრაფია რომ გცოდნოდათ ამას არ დაწერდით...სხვათაშორის რომ იცოდეთ და ვინჩი ეწინააღმდეგებოდა კათოლიკურ ეკლესიას, იმით რომ ინტენსიურად სწავლობდა მეცნიერებას მათ შორის ანატომიას, რომელიც იმ პერიოდში ერესად მიიჩნეოდა...და რაც შეეხება ამ ფრესკას ეს და ვინჩის ყველაზე იდუმალი ნამუშევარია.
ახლა გაკვეთილზე ვზივარ და სახლში როდესაც მოვალ ყველაფერს დავწერ -------------------- "აი, რა არის ცხოვრება, ძამიკო, ლუდის დასალევად შემოვედი და აგერ უცებ შამპანური. ასეა, ყველაფერი მოულოდნელად ხდება..."
|
ქევანა |
Nov 24 2010, 06:09 PM
პოსტი
#18
|
მთვლემარე დრაკონი ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 |
nikolas
ვერ გაიგეთ, რა დავუწერე იმ იუზერს მე არ მითქვამს, რომ ეწინააღმდეგებოდა, მე კითხვები დავსვი: ციტატა განა დავინჩი დაარღვევდა სახარების თხრობას? რატომ? რისთვის? ვის გადაუხადა "სამაგიერო" ამით? ამ კითხვაზე პასუხი გაქვთ? დამიჯერეთ, დავინჩის ბიოგრაფიის ცოდნა ბევრს ეშლება იმ ზღაპრების დაჯერებაში, რასაც ასე ავრცელებენ მისტიკისა და იდუმალების მოყვარულები ციტატა და ვინჩი ეწინააღმდეგებოდა კათოლიკურ ეკლესიას, იმით რომ ინტენსიურად სწავლობდა მეცნიერებას მათ შორის ანატომიას, რომელიც იმ პერიოდში ერესად მიიჩნეოდა მაგით? მარტო მაგით? და რა ვუყოთ იმ პაპებს რომელთაც უყვარდათ ალქიმია? ციტატა ახლა გაკვეთილზე ვზივარ და სახლში როდესაც მოვალ ყველაფერს დავწერ საინტერსოა, ყურადღებით მოგისმენთ პ.ს. უხ, ღმერთო, ნიკები სხვადასხვაა და პიროვნება ერთია ნეტა? -------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
nikolas |
Nov 24 2010, 11:41 PM
პოსტი
#19
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 154 რეგისტრ.: 1-January 09 წევრი № 6,201 |
კი კი, ერთია...ანუ იმ დროს ინფრმატიკის გაკვეთილზე ვიჯექი და ისე დავპოსტეე
ნუ ზღაპრების რა გითხრათ მაგრამ ვისაც სურს ის დაიჯერებს...იმით დავიწყოთ, რომ ლეონარდო და ვინჩი ღვთაებრივი ქალური საწყისის კონცეფციის მიმდევარი გახლდათ, ანუ წინააღმდეგი იყო იმისა, რომ ადრექრისტეანულმა ეკლესიამ წარმართული ქალღმერთების დემონიზირება მოახდინა და წინა პლანზე მამაკაცური საწყისი წამოაყენა. ეს ფრესკა, რომელიც სანტა მარია დელა გრაციეს სატრაპეზოს ამშვენებს, რამდენიმე ისეთ დეტალს შეიცავს, რომელზედაც ნამდვილად ღირს დაფიქრება...თუნდაც ის, რომ ყველაზე ღიღსშესანიშნავ ადგილას, უფლის გვერდით სწორედაც რომ ქალი ზის...კარგად დააკვირდით მის გრძელ, ტალღოვან წითურ თმებს, მოხდენილ ხელებს...კიდევ უფრო ახლოდან რომ დავაკვირდეთ აშკარად დავინახავთ მკერდის ნაკვთებსაც. ამ ფაქტს ნამდვილად ვერ ვუარყოფთ, რადგანაც ლეონარდომ სახელი სწორედაც რომ სქესთა შორის განსხვავებების გამოხატვით გაითქვა. რატომღაც ამ ქალს ვერავინ ამჩნევს და ეს ცნობიერების ბრალია, რომელშიც ღრმადაა აღბეჭდილი ამ შედევრის სახეები და ის იმდენად ძლიერია, რომ ხშირ შემთხვევაში ჩვენს მხედველობას ატყუებს. კიდევ ერთი მიზეზი იმისა, რომ თქვენ ეს ქალი ვერ დაინახეთ არის 1954 წლის ფოტოალბომები, სადაც ამ ფრესკის დეტალები მტვრით, ჭუჭყითა და სარესტავრაციო საღებავის რამდენიმე შრითაა დაფარული. მოგვიანებით ეს ფრესკა აღადგინეს , რამაც შესაძლებლობა მოგვცა გვენახა მისი ორიგინალი...ხელოვნებათმცოდნეების აზრით ეს ქალი მარიამ მაგდალინელი უნდა იყოს, რომელიც რატომღაც მეძავად მოიხსენიება, არადა უძველესი სამეფო გვარის წარმომადგენელი გახლდათ... პ.ს. ისე ცნობისთვის, და ვინჩი რაღაც დროის მანძილზე საიდუმლო ორგანიზაციის თავმჯდომარე გახლდათ, რომელსაც ერთი საიდუმლო უნდა დაეცვა...ამ ორგანიზაციას სიონის პრიორატი ერქვა...მასში ასევე ისააკ ნიუტონი, სანდრო ბოტიჩელი, ვიქტორ ჰიუგო და სხვანი მრავალი საზოგადო მოღვაწეები შედიოდნენ... ისე, ურიგო არ იქნებოდა, რომ და ვინჩის სხვა შედევრებიც განგვეხილა. მაგ: "მონა ლიზა" ან "ვიტრუვიუსის ადამიანი", "მადონა მღვიმეში"... -------------------- "აი, რა არის ცხოვრება, ძამიკო, ლუდის დასალევად შემოვედი და აგერ უცებ შამპანური. ასეა, ყველაფერი მოულოდნელად ხდება..."
|
ქევანა |
Nov 26 2010, 04:00 PM
პოსტი
#20
|
მთვლემარე დრაკონი ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 |
ციტატა ისე ცნობისთვის, და ვინჩი რაღაც დროის მანძილზე საიდუმლო ორგანიზაციის თავმჯდომარე გახლდათ, რომელსაც ერთი საიდუმლო უნდა დაეცვა...ამ ორგანიზაციას სიონის პრიორატი ერქვა...მასში ასევე ისააკ ნიუტონი, სანდრო ბოტიჩელი, ვიქტორ ჰიუგო და სხვანი მრავალი საზოგადო მოღვაწეები შედიოდნენ... აჰა, ისევ ეზოთერიკა, მასონები და მისტიკა და ... ციტატა ხელოვნებათმცოდნეების აზრით ეს ქალი მარიამ მაგდალინელი უნდა იყოს, რომელიც რატომღაც მეძავად მოიხსენიება, არადა უძველესი სამეფო გვარის წარმომადგენელი გახლდათ... დააზუსტე: 1) რომელი ხელოვნებათმცოდნე ან ები. ფრესკამ დაზიანება ჯერ კიდიევ ლეონარდოს სიცოცხლეშივე დაიწყო, ჯორჯო ვაზარი წერდა, რომ იმდენად დაზიანებულია, ფიგურები ძლივს განირჩევაო. იოანე ყველაზე ახალგაზრდა იყო მოწაფეებს შორის, შეიძლება ამიტომ ვიღაცას ქალური მოეჩვენა შემორჩენილია რამოდენიმე ასლი, შესრულებული ლეონარდოს მოწაფეების მიერ. ერთი ეგ უნდა ვიშოვო და მოვნახო სადმე. 2) მარიამ მაგდალინელი რომ მეძავი იყო ეს კათოლიკური ტრადიციითაა და არამც თუ მართლამდიდებლური. გარდა ამისა, მოიყვანე სახარებიდან მაგალითები, რითაც დასტურდება რომ მარიამ მაგდალინელი იყო მეძავი 3) საიდან დასტურდება რომ სამეფო გვარის წარმომადგენელია არა რა, აქედანვე ვხვდები რომ დენ ბრაუნის წიგნის მსგავსი სისულეებით გაქვთ ახალგაზრდებს თავი სავსე პ..ს მე ვერანაირ მკერდს ვერ ვხედავ რა სისულელეა, მე მაინც ვერ გავიგე რატომ უნდა იყოს აქ იოანეს მაგივრად მაგდალინელი, იმიტომ ხომ არა, როგორც ეს დენ ბრაუნთან არის? ა? მამმა მია! მოგიძებნი კიდევ ერთ მოციქულს ამავე სურათზე, რომელიც ქალს ჩამოჰგავს ჰა როგორია? -------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 06:23 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი