IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

30 გვერდი V « < 4 5 6 7 8 > »   
Reply to this topicStart new topic
> რელიგიური მსოფლიო,სიახლენი,აზრები..., ფაქტი და კომენტარი
Ismail
პოსტი Jan 2 2008, 02:04 PM
პოსტი #101


სტუმარი ცოტა ხანისა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,336
რეგისტრ.: 29-June 07
მდებარ.: Қырҭтәыла, Қарҭ
წევრი № 2,331



ციტატა(KAIROS @ Jan 2 2008, 01:14 PM) *

ჩურჩხელა smile.gif რაც შეეხება ჩრდილოეთ კორეის რელიგიას

მმართველები კიმ ილ სუნგი და კიმ იონგ.ილი ხშირად ნახევრად რელიგიური ტონით საუბრობენ, მაგრამ ეს მაინც არაა რაიმე რელიგია, არამედ უფრო სტალინისტური გადმონაშთების ნაზავი იქაურ აზროვნებასთან, სხვა რელიგიები იქ სასტიკად იდევნება! სააგენტო "ღია კარების" მონაცემების მიხედვით ჩრ. კორეა ნომერ პირველი ქვეყანაა ქრისტიანობის დევნაში!

ჩრ. კორეას სამხ. კორეადან აქვს მიღებული ძალიან დიდი გავლენა ბუდიზმისა და კონფუციანელობის გავრცელების მხრივ, არის ძალიან ახლად დაბადებული და სუსტი ქრისტიანული მიმდინარეობები და ასევე Chondogyo, რომელიც არის ერთგვარი რელიგიური სინკრეტიზმი ბუდიზმისა, კონფუციანელობისა და ქრისტიანობისა.


ნეტა კუბაში თუ "წყალობს" ქრისტიანობას ფიდელ კასტრო? ამის შესახებ რა იცით?


--------------------
...And it's hard to hold a candle
In the cold November rain...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Jan 3 2008, 12:46 AM
პოსტი #102


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა

ნეტა კუბაში თუ "წყალობს" ქრისტიანობას ფიდელ კასტრო? ამის შესახებ რა იცით?


მთლად მასე არ დევნიან, თუმცა მართლაც არ წყალობენ, სოციალიზმი ძირშივე ანტირელიგიურია,ძირითადში იქ კათოლიკები არიან 80%, არიან ასევე აფრიკულ-კუბური რელიგიები, ნარევი კუბური კათოლოციზმისა და აფრიკული წარმართობისა სადღაც 20 % , არის უმცირესი რაოდენობით მართლმაიდებელები და პროტესტანტები, იეღოველებიც, ისე კუბა 1991 წლიდან აღარაა ათეისტური სახელმწიფო...


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Jan 3 2008, 07:44 AM
პოსტი #103


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



ფიდელ კასტრო ებრაელია და ქრისტიანობას როგორ "იმოწყალებს"? smile.gif

პ.ს. მართლაsmile.gif
ჯუიშ ლისტში დიდი ხოტბითაა მოხსენიებული.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
სხალთელი
პოსტი Jan 6 2008, 05:52 AM
პოსტი #104


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 69
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,218



ერთი ადმინი მანახა რა კაცია რააა...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ალექსანდრე
პოსტი Jan 6 2008, 05:28 PM
პოსტი #105


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,232
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 7



ციტატა(სხალთელი @ Jan 6 2008, 04:52 AM) *

ერთი ადმინი მანახა რა კაცია რააა... რას შვება როგორაა? ხომაა ჯანმრთელად? არა არაფერი ისე... ვიფიქრე მოვიკითხავთქო...
ძაან არა აქტიური ადმინი გვYავს...

მდააა... blink.gif


--------------------
ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო.

ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Jan 19 2008, 10:27 PM
პოსტი #106


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



.....


სააკაშვილმა აფხაზეთის სიწმინდეებზე ისაუბრა
19.01.08 15:29

საქართველოს ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც ნათლისღების სადღესასწაულო წირვას შიო მღვიმის მონასტრში დაესწრო, კომენტარი გააკეთა ე. წ. 'გაყინული კონფლიქტების' მოგვარებასთან დკავშირებით.

სააკაშვილის განცხადებით, 'ჩვენ გვაქვს უნიკალური სიწმინდეები. ეს არის ილორის წმინდა გიორგის ეკლესია, ბედიის მონასტერი, ეს არის ახალი ათონი, ეს არის ბიჭვინთის ტაძარი, ეს არის უამრავი სხვა პატარა ეკლესია და დღეს ფაქტობრივად არაოფიციალურად იქ რუსეთის საპატრიარქოს წარმომადგენლები არიან შესული... რა თქმა უნდა, ეს ტაძრები კანონიერ მფლობელს დაუბუნდება, მე საერთოდ არ მეპარება ეჭვი და დარწმუნებული ვარ ამაში'.

დღესვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნათლისღების დღეს აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ქართველები ეკლესიებში არ შეუშვეს.


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ალექსანდრე
პოსტი Jan 19 2008, 11:22 PM
პოსტი #107


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,232
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 7



ციტატა(KAIROS @ Jan 19 2008, 09:27 PM) *

sad.gif პავლეც, პეტრეც და ყველა მოციქული ებრაელი იყო... ანტისემიტიზმი ქართველებს არ გვახასიათებს და შევეშვაღთ, ო.კ.?

ეს სიახლე

.....
სააკაშვილმა აფხაზეთის სიწმინდეებზე ისაუბრა
19.01.08 15:29

საქართველოს ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც ნათლისღების სადღესასწაულო წირვას შიო მღვიმის მონასტრში დაესწრო, კომენტარი გააკეთა ე. წ. 'გაყინული კონფლიქტების' მოგვარებასთან დკავშირებით.

სააკაშვილის განცხადებით, 'ჩვენ გვაქვს უნიკალური სიწმინდეები. ეს არის ილორის წმინდა გიორგის ეკლესია, ბედიის მონასტერი, ეს არის ახალი ათონი, ეს არის ბიჭვინთის ტაძარი, ეს არის უამრავი სხვა პატარა ეკლესია და დღეს ფაქტობრივად არაოფიციალურად იქ რუსეთის საპატრიარქოს წარმომადგენლები არიან შესული... რა თქმა უნდა, ეს ტაძრები კანონიერ მფლობელს დაუბუნდება, მე საერთოდ არ მეპარება ეჭვი და დარწმუნებული ვარ ამაში'.

დღესვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნათლისღების დღეს აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ქართველები ეკლესიებში არ შეუშვეს.

ხოოო ვუყურე ტელევიზიით sad.gif


--------------------
ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო.

ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნათია
პოსტი Jan 19 2008, 11:25 PM
პოსტი #108


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



KAIROS


ციტატა
რა თქმა უნდა, ეს ტაძრები კანონიერ მფლობელს დაუბუნდება

ღმერთმა ქნას!

ციტატა
აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ქართველები ეკლესიებში არ შეუშვეს.

sad.gif


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
llaasshhaa
პოსტი Jan 19 2008, 11:26 PM
პოსტი #109


ლაშა ქებაძე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,929
რეგისტრ.: 18-November 07
მდებარ.: საქართველო
წევრი № 3,209



laugh.gif


--------------------
ნეტარ არს კაცი, რომელი არა მივიდა ზრახვასა უღმრთოთასა და გზასა ცოდვილთასა არა დადგა და საჯდომელსა უჰსჯულოთასა არა დაჯდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნათია
პოსტი Jan 19 2008, 11:29 PM
პოსტი #110


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



ციტატა(llaasshhaa @ Jan 19 2008, 11:26 PM) *

laugh.gif

?

ჩვენც გაგვაცინე smile.gif


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
შოთაძე
პოსტი Jan 20 2008, 03:37 AM
პოსტი #111


შოთა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,169
რეგისტრ.: 26-April 07
მდებარ.: სევდიან ფიქრებში
წევრი № 1,766




ფილოსოფოსი ლაშა ზედანია ამბობს, ლუსტრაციის დროს საქართველოში ცალკე პრობლემად დარჩება ეკლესია. სოციოლოგიური გამოკითხვების საფუძველზე ეკლესია ყველაზე სანდო ინსტანციად ხასიათდება. ჩვენ არაფერი ვიცით 1921-1980 წლების საეკლესიო მოღვაწეთა შესახებ, თუმცა კი უამრავი ეჭვი არსებობს კგბ-სთან მათ თანამშრომლობზე.

წყარო: http://presa.ge/index.php?text=news&i=1034 ბოლო წინადადებაშია
კარგი იქნება თუ მცოდნეები ამ საკითხზე ისაუბრებთ smile.gif


--------------------
„მონარქს ძალაუფლება ენიჭება ღვთისგან, - ხოლო პრეზიდენტი მას სახალხო სიამაყისაგან იღებს (არჩევნები); მეფეს ძალა ემატება საღმრთო მცნებათა აღსრულებით, პრეზიდენტი კი ხელისუფლებაში თავს ინარჩუნებს ბრბოსადმი მაამებლობით; მონარქს ერთგული ქვეშევრდომნი ღვთისკენ მიყავს, პრეზიდენტი კი - მის ამომრჩევლებს ღმერთს აშორებს.“

მღვდელმთავარი ვლადიმერ კიეველი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Jan 20 2008, 05:21 AM
პოსტი #112


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
ჩვენც გაგვაცინე


აშკარად სიცილაკი შეეშალა, ტირილაკი უნდა დაეხატა biggrin.gif

ციტატა
1921-1980 წლების საეკლესიო მოღვაწეთა შესახებ, თუმცა კი უამრავი ეჭვი არსებობს კგბ-სთან მათ თანამშრომლობზე


ეს დიდი თემაა და ცალკე გახსნაა საჭირო, უბრალოდ შევნიშნავ, ადრე მღვდელი ვერავინ გახდებოდა შესაბამისი ნებართვის გარეშე...


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_I_O_R_G_I_
პოსტი Jan 21 2008, 02:07 AM
პოსტი #113


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,857
რეგისტრ.: 31-July 06
წევრი № 27



ციტატა
ეს დიდი თემაა და ცალკე გახსნაა საჭირო, უბრალოდ შევნიშნავ, ადრე მღვდელი ვერავინ გახდებოდა შესაბამისი ნებართვის გარეშე...

მთლად მასეც არაა მაგ მამა გაბრიელი მღვდელიც გახდა და ეკლესიაც ააშენა თავის ეზოში და ვერც ვერავინ ვერაფერი უთხრა,სადაც ჭეშმარიტი მოღვაწეობაა იქ ყველა დაბრკოლება ქრება.ხშირად პატრიარქიც იხსენებს ხოლმე თუ როგორ ეწინააღმდეგებოდნენ რელიგიის საბჭოს წევრები და სხვები პატრიარქის ყველა ინიციატივებს და მაინც ყველაფერი ისე გამოდიოდა რომ თავად ისინიც გაკვირვებული იყვნენ.
ჩემთვის ის სასულიერო თუ საერო პირები რომლებმაც ეს კომუნისტური ჯოჯოხეთი გამოიარეს და მაინც ეკლესიის წიაღში დარჩნენ ცოცხალი გმირები არიან.
ისე კი ცოტანი იქნებიან დღესაც რომ ცოცხალნი იყვნენ რადგანაც პატრიარქის აღსაყდრების დროს ორი მოხუცი სტიქაროსნის მეტი არავინ იყო მთელს ქვეყანაში.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ალექსანდრე
პოსტი Jan 29 2008, 04:38 PM
პოსტი #114


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,232
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 7



ათონის მთაზე ქალებმა სცადეს შეღწევა


საბერძნეთის პოლიციამ ათონის მთიდან გამოაძევა რამოდენიმე ქალი, რომლებმაც დაარღვიეს წმიდა მთის ტერიტორიაზე ქალთა შესვლის ათასწლოვანი აკრძალვა. დამრღვევებმა მხოლოდ რამდენიმე მეტრით შეძლეს აკრძალულ ტერიოტორიაზე შესვლა – "ათონის კარიბჭედ" წოდებულ ადგილამდე – მიტოვებული მონასტრის ზიგუს მახლობლად. საბერძნეთის კანონმდებლობით ამგვარი დარღვევა ციხით ისჯება.

ქალებმა განაცხადეს, რომ მათი მხრიდან ეს საქციელი ხსენებული აკრძლავის "სიმბოლური დარღვევა" იყო პროტესტის ნიშნად, რომელიც განპირობებულია ათონის მონასტრებისადმი მიმდებარე ტერიტორიების გადაცემით.
ათონის მთა წმინდა ადგილად IX საუკუნეში მიზანტიის იმპერატორ ბასილი I–ის ბრძანებით გამოცხადდა. საქართველოს მსგავსად, ათონი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წილხვედრად ითვლება – ქალისა, რომელიც უხილავად მუდამ იმყოფება ამ ნახევარკუნძულზე.

ქალთა მიერ ათონის მთის ტერიტორიაზე ყოფნის აკრძალვა ანუ – "ავატონი" დაირღვა 1770 წელს, როდესაც აქ იმალებოდნენ თურქთა ბატონობის წინააღმდეგ წარუმატებელი ამბოხის შედეგად დევნილი ქალები, ასევე – 1821 წლის თავისუფლებისათვის ომის პერიოდში.

XX საუკუნის 30-წლებში ათონზე შეაღწია მამაკაცად გადაცმულმა მაშინდელმა ბერძენმა "მის ევროპამ" ალიკი დიპლირაკუმ, რითაც იგი შემდგომში ამაყობდა კიდეც. განსხვავებული გრძნობები გამოამჟღავნა ევგენია პეიუმ, რომელიც 1948 წლის სამოქალაქო ომის დროს, ალყიდან თავის დაღწევის მიზნით, 17 წლის ასაკში ათონის სამონასტრო ტერიტორიაზე აღმოჩნდა. იგი შემდგომში ღრმად ნანობდა ამ გაუაზრებელ ცოდვას.

რამდენიმე წლის წინ საბერძნეთის ხელისუფლებამ ნეგატიურად აღიქვა ევროპარლამენტის რეზოლუცია, რომელიც მოითხოვდა ავატონის აკრძალვას ქალთა და კაცთა თანასწორუფლებიანობის მოტივით. საბერძნეთის მთავრობამ მაშინ განაცხადა, რომ კვავაც პატივს მიაგებს ამ ძველ ტრადიციას.


--------------------
ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო.

ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Feb 8 2008, 05:53 AM
პოსტი #115


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
სადაც ჭეშმარიტი მოღვაწეობაა იქ ყველა დაბრკოლება ქრება


ნუ ყვები ზღაპრებს სოლომონა ჯიგარ wink.gif დევნას ყველა განიცდიდა, მე ის კი არ მითქვამს, ყველა კგბ.სთან იყო შეკრული მეთქი, არამედ ხდებოდა სიების შემოწმება... ასე რომ სადაც ჭეშმარიტი მოღვაწეობაა, იქ დაბრკოლება კი არ ქრება, არამედ გადაილახება, ასე რომ არასწორი დასკვნა გამოიტანე ჩემი სიტყვებიდან...


ციტატა
განსხვავებული გრძნობები გამოამჟღავნა ევგენია პეიუმ, რომელიც 1948 წლის სამოქალაქო ომის დროს, ალყიდან თავის დაღწევის მიზნით, 17 წლის ასაკში ათონის სამონასტრო ტერიტორიაზე აღმოჩნდა. იგი შემდგომში ღრმად ნანობდა ამ გაუაზრებელ ცოდვას.



ცოტა გაუგებარია ეს ადგილი... თუ ის ქალბატონი იქ მთის კანონების დასარღვევად არ მისულა, არამედ თავი გადაირჩინა, მაშინ რატომაა ცოდვა? ანუ თუ ამათვის არ იყო ცოდვა და არც შეიძლებოდა ყოფილიყო, მაშინ იმ ქალმა რა დააშავა?

ციტატა
ქალთა მიერ ათონის მთის ტერიტორიაზე ყოფნის აკრძალვა ანუ – "ავატონი" დაირღვა 1770 წელს, როდესაც აქ იმალებოდნენ თურქთა ბატონობის წინააღმდეგ წარუმატებელი ამბოხის შედეგად დევნილი ქალები, ასევე – 1821 წლის თავისუფლებისათვის ომის პერიოდში.

საერთოდ ეგ სტატია ალექსანდრე ძალიან ცალმხრივადაა დაწერილი, სინამდვილეში ავატონი ხშირად ირღვევა ფემინისტები ხანდახან გადახტებიან ხოლმე ნაპირზე და პროტესტის ნიშნად გაივლიან, ცნობილია ისიც რომ ერთერთმა სერბმა მეფემ საკუთარი ცოლი წაიყვანა ათონზე, თავი კი იმით გაიმართლა, რომ დედოფალს ფეხი არ დაადგმევინეს მიწაზე და ისე ატარებდნენ სპეციალური სატარებლით, ეს რომ წმიდა წყლის ფარისევლური დამოკიდებულებაა აკრძალვისადმი ცხადია ( ფარისევლები რომლებიც პირდაპირ და ბუკვალურად მისდევდნენ რჯულს, ხანდახან კომიკურ სიტუაციებში ვარდებოდნენ, რის გამოთაც მაცხოვარი მათ ხშირად ამხელდა, აი, მაგალითად ერთი, შაბათს ცნობილია, რომ მათ არაფრის გაკეთება არ შეეძლოთ, მაგრამ ხანდახან აუცილებელი როცა ხდებოდა რაიმეს გაკეთება, გამოსავალი იპოვეს, ისევ რჯულის კანონში, რომელიც შაბათის შენახვას არ ავალდებულებდა ომში და მგზავრობაში მყოფებს ( ესეც შემდგომ მოხდა ) , ამიტომ ჩააწყობდნენ ფეხებს წყლიან ჭურჭელში ფარისევლები და იტყოდნენ მე ახლა მგზავრობაში ვარ ( ანუ წყალში ) და მშვიდად არღვევდნენ შაბათს...

ციტატა
ქალისა, რომელიც უხილავად მუდამ იმყოფება ამ ნახევარკუნძულზე.


ესეც უცნაურია რამაა, ღვთისმშობლის შეწევნა და მისი მადლი რათქმაუნდა შეიძლება განსაკუთრებით იგრძნობა ამ წმიდა ადგილას ( სადაც თქვენ მონა-მორჩილსაც ქონდა ბედნიერება ელოცა), მაგრამ ღვთისმშობელი იმყოფება სასუფეველში და არა ყველგან , ანუ არ შეიძლება იგი იყოს სადმე მუდმივად, გარდა სასუფევლისა, ვიმეორებ სიტყვა მუდმივად იმყოფება არაა სწორი ტერმინი...



--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Feb 18 2008, 03:50 PM
პოსტი #116


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ეეჰ...

საქართველოს კათოკილოს-პატრიარქმა ილია მეორემ განაცხადა, რომ რუსეთის ”მუქარა” კოსოვოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ აღიაროს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა მიუღებელია.

17 თებერვალს წირვაზე საუბრისას ილია მეორემ განაცხადა: ”რუსეთი იმუქრება, რომ სცნობს დამოუკიდებლობას აფხაზეთისა და ცხინვალისა. მე მინდა ვთქვა, რომ ძალიან ხშირად ქართველი ადამიანები, ქართველი ხალხი განსხვავდება თავის აზროვნებით, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ ვართ სულ ყველა - ხელისუფლება, ოპოზიცია, ეკლესია, მორწმუნე, ხალხი ერთი აზრის, რომ საქართველო იყო და უნდა დარჩეს მთლიანი სახელმწიფო. მე არა ერთხელ მითქვამს რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებისათვის, რომ სეპარატიზმი არის გადამდები სენი და ეს უნდა ახსოვდეს ყველას და ეს უნდა ახსოვდეს რუსეთსაც. მე დიდ პატივს ვცემ რუსეთის კულტურას, მეცნიერებას, მის დიდ ისტორიას, ფილოსოფიას, მაგრამ ჩვენ უნდა ვთქვათ სიმართლე, რომ ასეთი ტონით ასეთი ლაპარაკი საქართველოსთან, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოსთან, არ შეიძლება”.


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
შოთაძე
პოსტი Feb 19 2008, 07:12 AM
პოსტი #117


შოთა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,169
რეგისტრ.: 26-April 07
მდებარ.: სევდიან ფიქრებში
წევრი № 1,766



ძალიან მაინტერესებს საქართველოსა და მსოფლიოს საპატრიარქოს შეფასება უშვალოდ კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ, სწორად მიაჩნიათ კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარება?


--------------------
„მონარქს ძალაუფლება ენიჭება ღვთისგან, - ხოლო პრეზიდენტი მას სახალხო სიამაყისაგან იღებს (არჩევნები); მეფეს ძალა ემატება საღმრთო მცნებათა აღსრულებით, პრეზიდენტი კი ხელისუფლებაში თავს ინარჩუნებს ბრბოსადმი მაამებლობით; მონარქს ერთგული ქვეშევრდომნი ღვთისკენ მიყავს, პრეზიდენტი კი - მის ამომრჩევლებს ღმერთს აშორებს.“

მღვდელმთავარი ვლადიმერ კიეველი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Feb 19 2008, 07:37 AM
პოსტი #118


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



სერბების ეკლესია ამ თემაზე დუმს, მე რამდენადაც ვიცი (თუ ამ დღეებში რამე არ შეიცვალა) და სხვისი არ ვიცი.ალბათ, არ დააფიქსირებს ამ სუფთა პოლიტიკური მოვლენის შესახებ აზრს.

ნიანიას აქვს კოსოვოზე რეპორტაჟი, თუ ლინკი არ დაუდია,მე მაქვს მისი მოცემული და მე დავდებ თუ გაინტერესებთ, ის ხომ იყო კოსოვოში , როგორც ჩვენი დელეგაციის წევრი,როცა იხილებოდა კოსოვოს დამოუკიდებლობის საკითხი.

სერბიაში კი ისევ ძველმა დემოკრატმა პრეზიდენტმა გაიმარჯვა, თუმცა ძალიან ცოტა ხმათა აღმატებულობით, ეს აღმატებულობა კი ეთნიკურმა უმცირესობებმა შექმნეს: უნგრელები, ხორვატები,რუსინები, ვლახები, რუმინელები და ციგნები ძირითადად.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Feb 19 2008, 08:58 AM
პოსტი #119


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



ნიანიას რეპორტაჟი :

http://www.humanrights.ge/index.php?a=arti...id=2242&lang=ge

საწყენია, რომ დამოუკიდებლობა მიიღო, აშკარა სხვისი მიწის მითვისებაა, მაგრამ
ასე ისურვეს ძლიერნმან ამა ქვეყნისამან sad.gif იმედია ჩვენზე არ მოახდენს ცუდ ეფექტს.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Feb 19 2008, 09:48 AM
პოსტი #120


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



....................................................

ბოდიშით ბატონო,რახან სხვებსაც ეწერათ, აღარ დავკვირვებივარ სათაურს.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

30 გვერდი V « < 4 5 6 7 8 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 31st May 2024 - 10:34 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი