წესები, განყოფილებაში მპოსტავთა საყურადღებოდ!!! |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
წესები, განყოფილებაში მპოსტავთა საყურადღებოდ!!! |
k@the |
Apr 7 2009, 12:09 PM
პოსტი
#1
|
იყო და არა იყო რა... ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 |
წესები, განყოფილებაში მპოსტავთა საყურადღებოდ!!!
1. გაეცანით, ფორუმზე მპოსტავთათვის, ზოგად სავალდებულო წესებს! 2. განყოფილება, " აპოლოგეტიკის" მიზანია: საშუალება მიეცეთ არამართლმადიდებლური და მართლმადიდებლური აღმსარებლობის მქონე პიროვნებებს, გარკვეული რელიგიური საკითხების გარშემო, ჯანსაღი მსჯელობის წარმართვისა. ასევე შეგახსენებთ, რომ ფორუმი არის მართლმადიდებლური, ამდენად ამ ფორუმის სტუმრებისათვის არსებობს მკაცრი წესები, რომელთა დამორჩილებასაც განყოფილების მოდერატორები აკონტროლებენ. 2.1. განყოფილება არსებობს ჯანსაღი დისკუსიებისათვის და არა 'ქადაგებისათვის'. ამიტომ, მსჯელობა თემებში უნდა წარიმართოს არგუმენტირებულად. 2.2. ყოველგვარი ცინიზმი, ხუმრობა რელიგიურ თემაზე და პირადი დიალოგები დაუყოვნებლივ წაიშლება პოსტიდან. 2.3. თემაში ერთი საკითხის წამოჭრის, კითხვის დასმის შემდეგ, აკრძალულია ოპონენტებისაგან სხვა საკითხზე გადასვლა და პასუხზე თავის არიდება მანამ, სანამ ეს საკითხი არ ამოიწურება. ასეთი პოსტები ჩაითვლება თემისგარე პოსტად და დაუყოვნებლივ წაიშლება! 2.4. თემაში მსჯელობისას, როცა მსჯელობა მხოლოდ და მხოლოდ მოკამათე მხარეების ერთმანეთთან კამათის მიზნით მიმდინარეობს და არა საკითხის გასარკვევად, მოდერატორს აქვს უფლება თემა დახუროს. 3. სიტყვიერი და ვადიანი გაფრთხილების შესახებ 3.1. განყოფილების სპეციფიკიდან გამომდინარე, მასში სიტყვიერი გაფრთხილება არ მოქმედებს. წესების დამრღვევი მიიღებს პირდაპირ ვადიან გაფრთხილებას (ე.წ. ვორნს). 3.2. ვადიანი გაფრთხილების ზომას, განსაზღვრავს მოდერატორი, ერთპიროვნულად და საკუთარი შეხედულებისამებრ. 3.3. ასევე მოდერატორის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით ხდება იუზერისათვის ფორუმზე პოსტინგის შეზღუდვა. პატივისცემით, მოდერატორები -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 04:33 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი