ნათლობა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ნათლობა |
მარია |
May 3 2019, 10:50 AM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 3 რეგისტრ.: 3-May 19 წევრი № 14,918 |
მაინტერესებს, შესაძლებელია თუ არა მეორედ მონათვლა. გამოვრიცხავ იმ შემთხვევებს როდესაც ნათლია არ მოსწონთ, ან კონტაქტი არ აქვთ და ა.შ.
მართლმადიდებლებმა მონათვლა ჩვილ ასაკში იციან. ნათლობისთვის კი მთავარი არის რწმენა, ცხადია რომ ჩვილს ვერანაირი რწმენა ვერ ექნება, რადგან ის ვერ აზროვნებს. აქედან გამომდინარე გამოდის რომ ის უბრალოდ "ჭყუმპალაობს". თუ რწმენა არ არის, მაშინ ყველა დანარჩენ რიტუალს რა მნიშვნელობა აქვს? აქედან გამომდინარე ვსვამ შეკითხვას შეიძლება თუ არა ადამიანი მოინათლოს მეორედ, იგივე აღმსარებლობით, თუნდაც იგივე ნათლიებითურთ, მაგრამ რწმენით და გააზრებულად და არა მხოლოდ მშობლების სურვილით. მადლობთ. |
დეკ. ირაკლი |
Sep 1 2019, 11:32 PM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: მოძღვარი პოსტები: 608 რეგისტრ.: 10-August 07 მდებარ.: Tbilisi წევრი № 2,589 |
ეკლესიის ისტორიაში იყო ეს პრაქტიკა როდესაც ზრდასრული და რწმენაში გააზრებული ადამიანები ინათლებოდნენ.
ამავე დროს ხშირი იყო როდესაც მართმადიდებელი მშობლების ჩვილები სხვადასხვა მიზეზის გამო მოუნათლავნი გარდაიცვლებოდნენ. ამიტომ კართაგენის საეკლესიო კრებამ განაწესა ჩვილების მონათვლა მშობლების და ნათლიების რწმენის საფუძველზე,რომლებიც პასუხისმგებლობას იღებენ იმაზე რომ ჩილებს შეასწავლიან და გაზრდიან მართლმადიდებლებად. სამწუხაროდ უკანასკნელნი ვერ აღასრულრბენ მოვალეობას. სულიერად შობა-ანუ ნათლობა-ერთხელ ხდება როგორც ფიზიკური შობა. შომდგომ ეტაპზე არსებობს მოძღვარი,რომელიც ეხმარება სულიერ ცხოვრებაში. |
მარია |
Nov 21 2019, 09:43 PM
პოსტი
#3
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 3 რეგისტრ.: 3-May 19 წევრი № 14,918 |
მადლობა ყურადღებისთვის.
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 04:35 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი