IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

marine
პოსტი Dec 4 2018, 10:14 PM
პოსტი #1


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,000
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მამა პორფირე კავსოკალიველი ამბობდა: ვმადლობ ღმერთს, რომელმაც ბევრი სნეულება მიბოძა. ხშირად ვეუბნები მას: "ქრისტე ჩემო, შენი სიყვარული უსაზღვროა!" ის, რასაც ვხედავ, სასწაულია. ჩემს სნეულებათა შორის კიბოც არის - ჰიპოფიზის კიბო მაქვს. იქ გაჩენილი სიმსივნე მხედველობის ნერვს აწვება და უკვე ვეღარ ვხედავ.

ტკივილი უფრო და უფრო მძაფრდება, მაგრამ ვლოცულობ, მოთმინებით ავიღე ქრისტეს ჯვარი. ენა გამეზარდა. ადრე ასეთი არ იყო. ესეც კიბოსგანაა, რომელიც თავში მაქვს. რაც დრო გადის, მდგომარეობა უარესდება. ის გაიზრდება და საუბარი გამიჭირდება. ძალზე ძლიერია ეს ტკივილი, ვიტანჯები, მაგრამ ჩემი ავადმყოფობა მშვენიერია. მე მას ვიღებ, როგორც ქრისტეს სიყვარულს. გული მემუსრება და ვმადლობ ღმერთს. ეს ჩემი ცოდვების გამოა. ცოდვილი ვარ და ღმერთი ჩემს განწმენდას ცდილობს.

როცა 16 წლის ვიყავი, ღმერთს მძიმე სნეულება ვთხოვე, კიბო, რათა მისი სიყვარულისთვის მეტანჯა და განმედიდებინა იგი ტანჯვისას. დიდხანს ვლოცულობდი ასე. მოძღვარმა მითხრა, ეს ეგოიზმია და ღმერთს ამგვარად არ უნდა აიძულებდეო. ღმერთმა იცის, რაც უნდა გააკეთოს. ამგვარად ლოცვა შევწყვიტე. მაგრამ ღმერთმა არ დაივიწყა ჩემი თხოვნა და ამდენი წლის მერე ამგვარი ქველმოქმედება გამოიჩინა ჩემზე!

ღმერთს არ ვთხოვ იმის აღებას, რისი მოცემაც ვთხოვე. მახარებს ის, რაც მაქვს და რომ ჩემი დიდი სიყვარულით ვეზიარები უფლის ვნებებს. ღმერთი აღმზრდის მე, "რამეთუ რომელი უყუარნ უფალსა, სწავლის; და ტანჯის" (ებრაელთა 12,6). ჩემი სნეულება განსაკუთრებული კეთილმოწყალებაა ღვთისა, რომელიც მომიწოდებს, მისი სიყვარულის საიდუმლოში შევიდე და უფლის მადლის დახმარებით ვეცდები, ვუპასუხო ამ სიყვარულს."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
marine
პოსტი Jul 24 2023, 07:44 PM
პოსტი #2


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,000
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ახალგაზრდები ბრძანდებით, ყველაფერი წინ გაქვთ. ეს თქვენი პირველი ბავშვია. ვერაფერს გააწყობ. სიმართლე უნდა იცოდეთ. თქვენი შვილი გარდაიცვლება. ბავშვს სისხლის გათეთრების მძიმე ფორმა აქვს. ის მცირე დრო, რაც დარჩენია, დე სახლში გაატაროს, მედპერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ. სასოს ნუ წარიკვეთთ. ჯერ ახალგაზრდები ხართ."

ამგვარი სიტყვებით აცილებდა ათენის ბავშვთა საავადმყოფოს პედიატრიც სამი თვის ასაკის ბავშვის მშობელთ, რომელიც სისხლის გათეთრებით კვდებოდა.

სახლში ოჯახის ნათესავებმა მოიყარეს თავი (სულ 35 ადამიანმა), რათა ამ მძიმე წუთებში უბედური მშობლები გაემხნევებინათ.

და აი ბავშვის მამა ამ დიდი მწუხარების ჟამს წმინდა იოანე როსს მიმართავს: "წმინდა იოანე! ძალა აღარ მაქვს, ვუყურო თუ როგორ მიდის ამ ცხოვრებიდან ჩემი სიყრმის შვილი. მოიგონე წმინდანო, თუ როგორ მოვიყვანეთ იგი ტაძარში, შენ სახელს რომ ატარებს და მოვნათლეთ პატარა. (1925 წლის განმავლობაში ამ ტაძარში 11253 ბავშვი მოინათლა). შემეწიე ჩვენ"...

და სწორედ ამ დროს აქვითინებული მამის გვერდით მსხდომი ნათესავები ხედავენ, თუ როგორ ახელს თვალებს ჩვილი და მიუთითებს კედელზე. ყველას თვალწინ წმინდა იოანე როსის სახემ გაიელვა სახლში და გაუჩინარდა. ბავშვი გამოჯანმრთელდა.

დე იდიდებოდეს სახელი უფლისა და წმინდანთა მისთა".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
marine   კ ი ბ ო   Dec 4 2018, 10:14 PM
marine   "იმაზე ფიქრიც კი ...   Jun 12 2019, 10:23 PM
marine   "დეკანოზი სერაფი...   Jul 23 2019, 01:17 PM
marine   " დეკანოზი სერაფი...   Sep 6 2019, 12:36 PM
marine   "კიბოც რომ გვქონდ...   Oct 23 2019, 09:55 PM
marine   "ვმადლობ ღმერთს, ...   Nov 4 2019, 09:17 PM
marine   "როდესაც თექვსმე...   Nov 5 2019, 02:01 PM
marine   "ბაბუაწვერა კიბო...   Dec 7 2019, 07:09 PM
marine   "ბრაზი მომწამვლე...   Jan 25 2020, 11:02 PM
marine   "ავადმყოფობის მკ...   May 31 2020, 07:03 PM
marine   "არ არსებობს უკურ...   Jun 1 2020, 03:05 PM
marine   " - შეიძლება თუ არა...   Jun 21 2020, 07:49 PM
marine   "- მამაო, ექიმებმა ...   Jul 9 2020, 09:06 PM
marine   "- ხანდახან ის, რაც...   Aug 6 2020, 09:04 PM
marine   "გვინდა ყველამ და...   Aug 26 2020, 05:20 PM
marine   "ჭირ-ვარამი - ძალი...   Jan 18 2021, 05:22 PM
marine   "როცა ლოცულობ, მა...   Jan 18 2022, 09:25 PM
marine   „მამა მაქსიმეზე, რ...   Feb 15 2022, 04:39 PM
marine   "მარცხენა სარძევ...   Feb 20 2022, 12:26 PM
marine   "ქალკედონიის მიტ...   May 11 2022, 08:20 PM
marine   "სულზე მზრუნველო...   May 13 2022, 01:05 PM
marine   "მძიმედ ავადმყოფ...   May 14 2022, 02:17 PM
marine   "დედა ევპრაქსია. ...   Jun 11 2022, 05:26 PM
marine   "ოლეგ კოვალკოვის ...   Jul 7 2022, 03:50 PM
marine   "თანამედროვე მედ...   Aug 4 2022, 05:32 PM
marine   "ონკოლოგია - მედი...   Aug 4 2022, 08:06 PM
marine   "ერთ იღუმენიას (ა...   Sep 9 2022, 07:04 PM
marine   "ნ. ფ. 14 წლის ყმაწვი...   Sep 19 2022, 05:35 PM
marine   "ა.წ. მაისში მე მკე...   Nov 19 2022, 03:29 PM
marine   "ჩვენს სოფელში ერ...   Dec 14 2022, 04:46 PM
marine   "წმ. ნიკოლოზს ჩემ ...   Dec 16 2022, 08:51 PM
marine   "როგორი სიმძაფრი...   Feb 3 2023, 07:59 PM
marine   "Курение и здоровая подж...   Mar 13 2023, 09:38 PM
marine   " - წმიდაო მამაო, რ...   Mar 25 2023, 09:10 PM
marine   "რამდენჯერმე ხილ...   Apr 6 2023, 08:48 PM
marine   "ჩემს ძმას თავში ...   Apr 12 2023, 08:29 PM
marine   "ეს მოხდა ვაშინგტ...   Apr 19 2023, 03:51 PM
marine   "ყოვლადწმინდა ღვ...   May 19 2023, 08:20 PM
marine   "გეოლოგი ლიუდმილ...   Jun 14 2023, 01:44 PM
marine   კიბოსგან განკურნე...   Jun 27 2023, 06:51 PM
marine   "ახალგაზრდები ბრ...   Jul 24 2023, 07:44 PM
marine   "ათენში ონკოლოგი...   Jul 29 2023, 08:33 PM
marine   "ათენში ცნობილმა ...   Jul 30 2023, 07:53 PM
marine   "ნიუ-იორკის ერთ-ე...   Aug 1 2023, 11:27 AM
marine   "ვმადლობ ღმერთს, ...   Sep 13 2023, 01:20 PM
marine   "როცა ღმერთს ვანდ...   Sep 14 2023, 02:17 PM
marine   "ბაკურიანის ზემო...   Sep 17 2023, 01:24 PM
marine   "მახსოვს, 1970-იან წლ...   Oct 12 2023, 07:24 PM
marine   "ქრისტეს რწმენა ხ...   Nov 19 2023, 07:27 PM
marine   "შევთხოვ უფალს და...   Nov 20 2023, 09:55 PM
marine   "დეიდაჩემს, რომელ...   Nov 24 2023, 11:09 AM
marine   " - თუ ადამიანი კვდ...   Dec 7 2023, 06:17 PM
marine   აი, ამ კლინიკაში მკ...   Dec 28 2023, 08:15 PM
marine   "ქ. სტილიდოში მცხ...   Jan 7 2024, 05:20 PM
marine   "ავადმყოფზე ლოცვ...   Jan 7 2024, 07:50 PM
marine   "თეაგენიონის" ს...   Jan 8 2024, 04:06 PM
marine   "ქალბატონი მ.: "რ...   Jan 11 2024, 12:25 PM
marine   "ბატონ მათე გოლია...   Jan 15 2024, 01:23 PM
marine   "თუ ადამიანს კარგ...   Jan 20 2024, 09:15 PM
marine   "თუ დედები შვილებ...   Jan 21 2024, 05:10 PM
marine   " - წმიდაო მამაო, რ...   Jan 21 2024, 07:22 PM
marine   " - წმიდაო მამაო, ს...   Jan 23 2024, 09:10 PM
marine   როგორ კურნავს პატე...   Feb 7 2024, 04:28 PM
marine   "მოზარდებს 9 წლიდ...   Feb 12 2024, 06:22 PM
marine   "თბილისის მცხოვრ...   Mar 17 2024, 09:38 PM
marine   "ერთხელ მეუფესთა...   Mar 18 2024, 02:44 PM
marine   "ნ.ფ. 14 წლის ყმაწვი...   Mar 19 2024, 03:35 PM
marine   "1996 წლის მაისში ჩე...   Mar 19 2024, 06:37 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 10th May 2024 - 07:46 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი